Tuesday, 28 January 2020

კალიები და მათი მეფე (აპოლიონი-აბადონი) ვის განასახიერებენ ისინი?



გამოცხადების მე - 9 თავის  წინასწარმეტყველებაში აღწერილია კალიები, რომლებსაც „სახეები ადამიანის სახეს მიუგავდათ“ და „თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ“ (გამოცხ. 9:7). მათ უნდა დაეტანჯათ ღვთის მტრები ანუ ის ადამიანები, „რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე“; (გამოცხ. 9:4, 5)და მათ ყავდათ მეფე უფსკრულის ანგელოზი. ეჭვგარეშეა, რომ ეს კალიები იეჰოვას ცხებულ მსახურებს განასახიერებენ. რადგანაც ღმერთის მტრებს გაბედულად უცხადებენ ღვთის განაჩენს და იმას რაც დაატყდება თავს  ბოროტ ქვეყნიერებას, რაც მისი მხარდამჭერებისთვის სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის.

აბადონი

[ებრ-, ნიშნავს განადგურებას] ის არის ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაცია, რომელსაც გამოცხადების 9:11-ში ვხვდებით. მასში აღწერილია სიმბოლური კალიების შემოსევა, რომელთაც „ჰყავდათ მეფე — უფსკრულის ანგელოზი. ებრაულად მას აბადონი ჰქვია, 
ებრაული სიტყვა ʼავადდონ ნიშნავს განადგურებას. ის შეიძლება „ხრწნის ადგილსაც“ ნიშნავდეს. ʼავადდონ ებრაულ ორიგინალში სულ 5-ჯერ არის ნახსენები, აქედან 4-ჯერ „საფლავთან“, „სამარესა“ და „სიკვდილთან“ ერთად (ფს. 88:11; იობ. 26:6; 28:22; იგ. 15:11). ამ მუხლებში, როგორც ჩანს, ʼავადდონ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეულის გახრწნის პროცესს გულისხმობს. იგივე მუხლები ცხადყოფს, რომ ხრწნა ანუ განადგურება შეოლში, კაცობრიობის საერთო სამარეში ხდება. იობის 31:12-ში ʼავადდონ გამოყენებულია მრუშობის საზიანო შედეგის აღსანიშნავად. იობმა თქვა: „ეს [მრუშობა] არის გამანადგურებელი [ʽად-ʼავადდონ], შთამნთქმელი ცეცხლი, რომელიც მთელ ჩემს ნამოქმედარს ძირფესვიანად მოედებოდა“ (შდრ. იგ. 6:26—28, 32; 7:26, 27).

ვინ არის უფსკრულის ანგელოზი აბადონი?
   გამოცხადების 20:1—3-ის თანახმად ანგელოზი, რომელსაც „უფსკრულის გასაღები“ უპყრია, ღვთის დავალებით ჩამოდის ზეციდან, ბოჭავს და უფსკრულში აგდებს სატანას. ასე რომ, შეუძლებელია ის სატანის წარმომადგენელი იყოს. 

როგორც უკვე ახსნილი იყო, ებრაულ წერილებში ʼავადდონ სამარესთან და სიკვდილთან ერთად გამოიყენება. გამოცხადების 1:18-ში ქრისტე იესო ამბობს: „აი, ცოცხალი ვარ სამარადისოდ და მაქვს სიკვდილისა და სამარის გასაღებები“. ლუკას 8:31-დან ვიგებთ უფსკრულზე მისი ძალაუფლების შესახებ. ის, რომ ქრისტე გამანადგურებელ ძალას, მათ შორის სატანის განადგურების ძალას ფლობს, ჩანს ებრაელების 2:14-დან, რომელშიც ნათქვამია, რომ იესო ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა „სიკვდილით ბოლო მოუღოს მას, ვინც სიკვდილს იწვევს, ესე იგი ეშმაკს“. გამოცხადების 19:11—16 ქრისტეს წარმოგვიდგენს, როგორც ღვთისგან დანიშნულ გამანადგურებელსა და განაჩენის აღმსრულებელს


აპოლიონი

[ბერძნ. გამანადგურებელი] ებრაული სიტყვა აბადონის ბერძნული შესატყვისი, რომელიც იოანე მოციქულმა გამოცხადების 9:11-ში გამოიყენა. „აპოლიონი“ ნიშნავს გამანადგურებელს. იგი „უფსკრულის ანგელოზს“ ეწოდება. ნაშრომთა უმეტესობა ამ სახელს ბოროტ ძალას უკავშირებს, მაგრამ მთლიანი აპოკალიფსური ხილვა ამ შეხედულებას აბათილებს, რადგან „გამოცხადებაში“ ანგელოზები ღვთის მტრებზე სასჯელის აღმსრულებლებად გვევლინებიან.

ზემოხსენებულ არგუმენტს ეთანხმება იაკობის 4:12, რომელშიც აპოლიონის ზმნური ფორმა აპოლლიმი არის გამოყენებული. ამ მუხლში ღმერთზე ნათქვამია: „ერთია კანონმდებელი და მოსამართლე. მხოლოდ მას შეუძლია ხსნაც და მოსპობაც“ (შდრ. მთ. 10:28). კაპერნაუმის სინაგოგაში იესოს მიერ განდევნილმა უწმინდურმა სულმა იესო ღვთის წარმომადგენლად აღიარა და თქვა: „რა გვაქვს შენთან საერთო, იესო ნაზარეთელო? ჩვენ მოსასპობად მოხვედი?“ (მრ. 1:24; ლკ. 4:34). იესომ თავისი მოუნანიებელი მსმენელები განადგურების საშიშროების შესახებ გააფრთხილა (ლკ. 13:3—5; 20:16). ეს და სხვა მუხლები იმას მოწმობს, რომ სწორედ განდიდებულ ქრისტე იესოს ეკუთვნის აპოლიონის ტიტული (შდრ. გმც. 19:11—16; ლკ. 8:31;


უფსკრული. ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი ბერძნულ სიტყვა აბისსოსს განმარტავს როგორც „მეტისმეტად ღრმას“ (Greek and English Lexicon to the New Testament, ჯ. პარკჰერსტი, ლონდონი, 1845, გვ. 2). ლიდელისა და სკოტის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის (Liddell and Scott’s Greek-English Lexicon, ოქსფორდი, 1968, გვ. 4) თანახმად აბისსოს ნიშნავს „უკიდეგანოსა და უსაზღვროს“. ებრაული სიტყვა თეომ (ღრმა წყალი) ბერძნულ სეპტუაგინტაში ყველგან ითარგმნა, როგორც აბისსოს (მაგ., დაბადების 1:2; 7:11).

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში აბისსოს ცხრაჯერ გვხდება, ამათგან შვიდჯერ გამოცხადების წიგნში. „უფსკრულიდან“ ამოდიან სიმბოლური კალიები თავიანთი მეფის აბადონის, იგივე აპოლიონის, „უფსკრულის ანგელოზის“ მეთაურობით (გმც. 9:1—3, 11). უფსკრულიდან ამოდის, აგრეთვე, მხეცი, რომელიც ღვთის ორ მოწმეს ებრძვის და კლავს მათ (გმც. 11:3, 7). გამოცხადების 20:1—3-ში აღწერილია სატანის უფსკრულში ჩაგდება ათასი წლით. ეს ის უფსკრულია, რომელშიაც ჩავარდნის დემონთა ლეგიონს ეშინოდა (ლკ. 8:31).

ბიბლიური მნიშვნელობა 

აღსანიშნავია, რომ ბერძნული სეპტუაგინტა ებრაულ შეʼოლს არ თარგმნის აბისსოსად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აბისსოსში სულიერი ქმნილებები არიან ჩაყრილი, მისი მნიშვნელობა მხოლოდ შეოლით ან ჰადესით არ შემოიფარგლება, მით უმეტეს, რომ ეს ორი სიტყვა კონკრეტულად კაცობრიობის საერთო სამარეს აღნიშნავს (იობ. 17:13—16; იხ. ჰადესი; შეოლი). შეუძლებელია აბისსოს იყოს „ცეცხლის ტბა“, რადგან სატანას მასში მხოლოდ უფსკრულიდან გათავისუფლების შემდეგ აგდებენ (გმც. 20:1—3, 7—10). ამასთანავე, რომაელების 10:7-ში ნათქვამია, რომ ქრისტე უფსკრულში იყო, რაც ადასტურებს იმას, რომ აბისსოს არ არის ცეცხლის ტბა და, შესაბამისად, არც ტარტაროზი (იხ. ტარტაროზი).

რომაელების 10:6, 7 მეტ ნათელს ჰფენს უფსკრულის მნიშვნელობას: «რწმენიდან მომდინარე სიმართლე კი ამბობს: „ნუ იტყვი გულში, ვინ ავა ზეცაშიო? (ქრისტეს ჩამოსაყვანად), ან ვინ ჩავა უფსკრულშიო? (ქრისტეს მკვდრეთით აღსადგენად)“ » (შდრ. კნ. 30:11—13). ამ მუხლში ნახსენები უფსკრული აშკარად მიანიშნებს იმ ადგილზე, სადაც ქრისტე იესომ მკვდრეთით აღდგომამდე არასრული სამი დღე დაჰყო (შდრ. ფს. 71:19, 20; მთ. 12:40). გამოცხადების 20:7-ში უფსკრულს „საპყრობილე“ ეწოდება. ასეთი შედარება ზედგამოჭრილია, რადგან „საპყრობილე“, როგორც სრული უმოქმედობის ადგილი, კარგად აღწერს მკვდარი იესოს მდგომარეობას (შდრ. გმც. 20:7; სქ. 2:24; 2სმ. 22:5, 6; იობ. 38:16, 17; ფს. 9:13; 107:18; 116:3).

რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედიაში (Encyclopædia of Religion and Ethics, ჯ. ჰეისტინგზი, 1913, ტ. I, გვ. 54) „უფსკრულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის შესახებ, რომელიც რომაელების 10:6, 7-ში გვხვდება, ასეთი კომენტარია გაკეთებული: „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ წმ. პავლე ლაპარაკობს რაღაც უკიდეგანოზე, იმაზე, რაც ბოლომდე ჩაუწვდომელია“. პავლე „ზეცისა“ და „უფსკრულის“ მიუწვდომლობას უპირისპირებს რწმენით სიმართლის მიღწევის შესაძლებლობას. უფსკრულის მიუწვდომლობას მოწმობს აგრეთვე რომაელების 11:33, რომელშიც პავლე აბისსოსის სინონიმს, ბათოსს იყენებს: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე [ბათოს]! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (იხ. აგრეთვე 1კრ. 2:10; ეფ. 3:18, 19). ამრიგად, რომაელების 10:6, 7-დან გამომდინარე, „უფსკრული“, სავარაუდოდ, წარმოადგენს ისეთ რამესაც, რაზეც ხელი არავის მიუწვდება, გარდა ღვთისა და მისი დანიშნული ანგელოზისა, რომელსაც „უფსკრულის გასაღები“ აქვს (გმც. 20:1). ლიდელისა და სკოტის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი (Liddell and Scott’s Greek-English Lexicon, გვ. 4) აბისსოსის კიდევ ერთ მნიშვნელობას გვთავაზობს: „უსასრულო სიცარიელე“.

ფსალმუნის 88:6-ში გვხვდება მრავლობით რიცხვში მდგარი ებრაული სიტყვა მეცოლაჰ (ან მეცულაჰ), რომელიც ითარგმნა „დიდ უფსკრულად“ (სიტყვასიტყვით „სიღრმეები“) (შდრ. ზქ. 10:11). იგი სიტყვა ენათესავება ცულაჰს, რაც „ღრმა წყალს“ ნიშნავს (ეს. 44:27).




თუმცა  ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად ისმის პრეტენზია არა იეჰოვას მოწმეების მხრიდან, რომ კალიების და აპოლიონის (იესოს)აღწერილობა არ არისო ღვთის მსახურების აღწერილობა მოდი შევამოწმოთ თუ რას ამბობს  ამაზე სინამდვილეში ბიბლია:

ჩაჰბერა საყვირს მეხუთე ანგელოზმა და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. მას უფსკრულის ნაპრალის გასაღები მიეცა“ (გამოცხადება 9:1). . რას განასახიერებს ეს ვარსკვლავი, სულიერ თუ ხორციელ ქმნილებას? როგორც მოგვიანებით არის აღწერილი, „უფსკრულის ნაპრალის გასაღების“ მფლობელი სატანას უფსკრულში აგდებს (გამოცხადება 20:1—3). ეს ძლევამოსილი სულიერი ქმნილება უნდა იყოს. გამოცხადების 9:11-ში იოანე მოგვითხრობს, რომ კალიებს ჰყავთ „მეფე — უფსკრულის ანგელოზი“. ასე რომ, ორივე მუხლში ერთსა და იმავე ქმნილებაზე უნდა მიდიოდეს საუბარი. უფსკრულის გასაღების მფლობელი ანგელოზი უფსკრულის ანგელოზი უნდა იყოს და ვარსკვლავიც იეჰოვას მიერ დანიშნულ მეფეს უნდა განასახიერებდეს
რადგან სწორედ ის აგდებს სატანა ეშმაკს უფსკრულში. რომაელთა 10: 6, 7-ში ნათქვამი„უფსკრულის“ კონცეფციის მნიშვნელობის გარკვევაში და ნათქვამია: ”"რწმენიდან მომდინარე სიმართლე კი ამბობს: „ნუ იტყვი გულში, ვინ ავა ზეცაშიო? (ქრისტეს ჩამოსაყვანად),  7 ან ვინ ჩავა უფსკრულშიო? (ქრისტეს მკვდრეთით აღსადგენად)“ შეადარეთ რჯული 30: 11 1113). ცხადია, რომ აქ "უფსკრული" წარმოადგენს ადგილს, სადაც იესომ სამი დღე  გაატარა და საიდანაც აღადგინა მისმა მამამ (შეადარეთ ფს. 71:19, 20; მათე 12:40). გამოცხადება 20: 7 აქ უფსკრული მიუთითებს, როგორც „ციხეს“ - პატიმრობას 
 ასე რომ, რომაელების 10: 6, 7-ის თანახმად, ის, ვინც თავს „უფსკრულში“ აღმოჩნდება, ყველასთვის მიუწვდომელია, მაგრამ ღმერთს და მის დანიშნული ანგელოზს აქვთ „უფსკრულის გასაღები“ (გამოცხ. 20: 1).
ასერომ არც იესოს მოხსენიება უფსკრულის ანგელოზად და არც ქრისტიანების იქედან ამოსვლა რომელზეც შემდგომი მუხლები საუბრობს არ წარმოადგენს უცნაურს და წინააღმდეგობრივს. 
 იოანე აგრძელებს თხრობას: „გააღო უფსკრულის ნაპრალი და ამოვიდა კვამლი თითქოს დიდი ღუმლიდან. ნაპრალის კვამლმა მზე და ჰაერი დააბნელა. კვამლიდან კალიები გამოვიდნენ დედამიწაზე. მათ ისეთივე ძალაუფლება მიეცათ, როგორიც დედამიწის მორიელებს აქვთ“ (გამოცხადება 9:2, 3). ბიბლიაში უფსკრული უმოქმედობის და სიკვდილის მნიშვნელობით გამოიყენება (შეადარეთ რომაელების 10:7; გამოცხადების 17:8; 20:1, 3). 1918—1919 წლებში, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, ასეთი უმოქმედობის „უფსკრულში“ ცოტა ხნით მოხვდა იესოს ძმების მცირე ჯგუფი, მაგრამ 1919 წელს იეჰოვამ თავისი სული მისცა თავის მსახურებს. ისინიც კალიებივით დაირაზმნენ იმ რთული საქმის შესასრულებლად, რომელიც წინ ელოდათ.
 რა საბრძოლო მითითებები მიიღეს კალიებმა? იოანე მოგვითხრობს: „მათ მითითება მიეცათ, რომ არ ევნოთ არც დედამიწის ბალახეულისთვის, არც რაიმე მწვანე მცენარისთვის და არც რომელიმე ხისთვის, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე. კალიებს ნება მიეცათ, ხუთ თვეს დაეტანჯათ ისინი, მაგრამ არ დაეხოცათ; მათი ტანჯვა ჰგავდა მორიელის ნაკბენით მიყენებულ ტანჯვას. (გამოცხადება 9:4—6).
საინტერესოა, რომ ეს წყლული პირველ რიგში უბრალო ხალხისა და გავლენიანი ადამიანების, დედამიწის „ბალახეულობისა“ და „ხეების“ წინააღმდეგ არ არის მიმართული (შეადარეთ გამოცხადების 8:7). კალიები ვნებენ მათ, ვისაც შუბლზე ღვთის ბეჭედი არა აქვთ. ესენი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არიან, რომლებსაც თავი ბეჭედდასმულებად მოაქვთ, მაგრამ საქმეებით საპირისპიროს ამტკიცებენ (ეფესოელები 1:13, 14). როგორც ვხედავთ, კალიების გაცხადებული განაჩენი, პირველ რიგში, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს ტანჯავდა. ამ თავდაჯერებულ ხალხს მართლა დატანჯავდა იმის გაგება, რომ ისინი არათუ ზეცისკენ ვერ გაუძღვებოდნენ სამწყსოს, არამედ თვითონაც ვერ მოხვდებოდნენ იქ. მათზე მართლდება იესოს სიტყვები: „ბრმას ბრმა მიუძღვის“ (მათე 15:14).
 ტანჯვა ხუთ თვეს გრძელდება. ეს დროის მცირე მონაკვეთია? კალიისთვის ნამდვილად არა, ეს მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა. ასე რომ, კალიები, რამდენ ხანსაც ცოცხლობენ, იმდენ ხანს კბენენ ღვთის მტრებს.
 კალიების ქადაგებაში მხოლოდ საუბარი არ იგულისხმება. „კუდები და ნესტრები კი ისეთი ჰქონდათ, როგორიც მორიელებს. მათ კუდებში მათი ძალაუფლება იყო, რომ ხუთ თვეს ევნოთ ადამიანებისთვის“ (გამოცხადება 9:10). რას ნიშნავს ეს? იეჰოვას მოწმეები, როგორც სიტყვიერად, ისე პუბლიკაციებით, ღვთის სიტყვაში ჩაწერილ განაჩენს აცხადებენ. მათი ცნობა მორიელის ნაკბენივით მწარეა, რადგან ისინი იეჰოვას შურისძიების მოახლოებული დღის შესახებ აფრთხილებენ ხალხს (ესაია 61:2). ვიდრე სიმბოლური კალიები ცოცხლები არიან, ისინი დაასრულებენ ღვთისგან მიღებულ დავალებას, იეჰოვას განაჩენის გაცხადების საქმეს, და ზიანს მიაყენებენ ყველა ჯიუტ ღვთისმგმობელს.

ახლა კი შევეხოთ თუ იეჰოვას მოწმეების შეხედულებით რას განასახიერებს აბადონი და აპოლიონი





ჩვენი კრიტიკოსების ვერსია

ეკლესიების უმეტესობა აბადონს მიიჩნევს სატან ად ეშმაკად, ან  „ანტიქრისტედ“, ან თუნდაც ისტორიაში რაიმე კონკრეტულ პიროვნებად, რომელმაც მრავალი „განადგურება“ მიტაანა. 

ქვემოთ შევეცდებით ჩამოვთვალო ჩვენი კრიტიკოსების მთავარი პრეტენზიები 

1) ვერაფერი სიკეთე ვერ გამოვა ”უფსკრულიდან” და მით უმეტეს ღვთის მსახურები. იეჰოვას მოწმეები ამბობენ, რომ ,იმ ადგილიდან ამოვიდნენ, სადაც შემდეგ სატანა იქნება ჩაგდებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კალიები – სატანის მსახურები არიანო. 

- მაშ კარგი, ჩვენს კრიტიკოსებს აშკარად დაავიწყდათ, რომ იესო ქროსტეც უფსკრულიდან ამოვიდა – რომაელების 10:6,7. მაშინვე კანონზომიერი შეკითხვა იბადება: თუ ქრისტიანთა წინამძღოლი (იესო ქრისტე) ამოვიდა უფსკრულიდან, მაშინ განა არ შეიძლება რომ თავად ქრისტიანებიც ამოვიდნენ იქიდან?

გარდა ამისა, "უფსკრული", როგორც ეს ადრე იყო ნაჩვენები, სიმბოლოა უმოქმედობის, და ზოგჯერ სიკვდილის მდგომარეობა. უფსკრულში ვიღაცის პოვნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანმა ღმერთი განრისხა (როგორც მაგალითად იესოს შემთხვევაში).
. თუ ნათქვამია, რომ ვიღაც უფსკრულში იმყოფება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემულ ბიბლიურ პერსონაჟს არანაირად და არავითარი სახით არ შეუძლია მოქმედება - მისი მდგომარეობა სიკვდილის მდგომარეობას ჰგავს (ეკლესიასტე 9:10)

თუ ნათქვამია, რომ კალიები უფსკრულიდან ამოვიდნენ და მოქმედება დაიწყეს, ესე იგი ამით ხაზი იმას ესმევა, რომ ეხლა ის უკვე ძალიან აქტიური იქნება მის ცოტა ხნის წინანდელი მდგომარეობისგან, სრული უმოქმედობისგან განსხვავებით.

2) ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის სიყვარული, მას უყვარს ადამიანები ის არის მხსნელი. ხოლო აბადონი გამანადგურებელია. აბადონი იესოს საპირისპიროა.

-ჩვენი ოპონენტები ცბიერობენ. ისინი იესო ქრისტეს მხოლოდ ერთ მხარეს იხსენებენ, და ივიწყებენ (უფრო სწორად, უნდათ დაივიწყონ) სხვა, არანაკლებად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებების შესახებ. ჩვენი უფალი არ წარმოადგენს «სუსტი ხასიათის» მქონე, ყველაფრის მპატიებელ პიროვნებას, როგორადაც ცდილობენ მის წარმოდგენას. ის არ დაიწყებს უსასრულოდ ლოდინს და არც უსასრულოდ მოითმენს. ისინი აშკარად ცრუობენ იესო ქრისტესთან დაკავშირებით და არასწორ შუქში წარმოაჩენენ მას, რადგან დადგება დღე, როდესაც მოთმინების დრო დასრულდება. და ის გამოვა უშუალოდ როგორც გამანადგურებელი:

ლუკა 4:34: რა გვაქვს შენთან საერთო, იესო ნაზარეთელო? ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ზუსტად ვიცი, ვინცა ხარ — ღვთის წმინდა“.

გამოცხადება 2: 26– 27  დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან

გამოცხადება 19: 1518: 
იესოს მოქმედების შემდეგ, ზეცის ყველა ფრინველს უთხრეს:
ვიხილე აგრეთვე მზეში მდგომი ანგელოზი. ის ხმამაღლა უხმობდა ცის ყველა ფრინველს: „მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ ვახშამზე,  18 რათა ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მათზე ამხედრებულთა ხორცი, ყველას ხორცი: თავისუფლისა და მონისა, დიდისა და პატარისა“
 (გამოცხადება 19: 17–21).


მაშ ასე, კიდევ ერთი კანონზომიერი შეკითხვა დავსვათ: იესო აქ გამოდის როგორც "სიყვარული და სიცოცხლე, რომლის მიზანსაც ადამიანთა ხსნა წარმოადგენს და არა დაღუპვა", თუ ის გამანადგურებლის როლში გამოდის? ეჭვგარეშეა, მოუნანიებელ ცოდვილებთან მიმართებით პატიებისა და მოთმინების დრო დასრულდება. იესო დიდი მახვილით იმისთვის არ გამოვა, რომ ძეხვი და ყველი დაჭრას და მშიერ ცოდვილებს ბუტერბროდები მოუმზადოს. ამჯერად მისი დავალება განადგურება იქნება.
ასევე იხილეთ: ფსალმუნები 2:9, 12; მათე 8:12; 24:30, 51; 2თესალონიკელები 2:8; გამოცხადება 12:5.


3) კალიები სატანის მსახურები არიან, რადგან კალიები ხალხს არ ზოგავს.

- ჯერ, პირველ რიგში, კალიების გუნდს კონკრეტული მითითება მიეცა: დაღუპვა, ანუ დახოცვა, არ შეიძლება (მე-5 მუხლი). მათ მხოლოდ "წამების" უფლება ეძლევათ. მეორე კი, მოდით ვნახოთ ვის წინააღმდეგ გამოდის კალიების გუნდი:

გამოცხადების 9:4: ...[კალიებს] მითითება მიეცათ… ევნოთ… მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე.

ასე რომ, კალიების გუნდი მხოლოდ მათ წინააღმდეგ გამოდის, ვისაც იეჰოვა ღმერთი არ იწონებს, და შესაბამისად ამ ადამიანებს არც იესო ქრისტე იწონებს. ჰმ... მაშინვე კიდევ ერთი შეკითხვა ჩნდება: თუ კალიების გუნდი, როგორც ეკლესიები ამტკიცებენ, "სატანის მსახურებს" წარმოადგენენ, მაშინ ღვთის მხარეზე რატომ მოქმედებენ ისინი? მაშინ რატომ "აწამებს" კალიების გუნდი მხოლოდ ღვთის მოწინააღმდეგეებს? ჩვენი კრიტიკოსების ვერსიაში აშკარად რაღაც ვერ არის კარგად.

აი ამგვარად განიმართება ეს ყველაფერი წიგნში "გამოცხადება - მისი დიდებული აპოგეა ახლოსაა" (გვერდი 144): "კალიები ვნებენ მათ, ვისაც შუბლზე ღვთის ბეჭედი არა აქვთ. ესენი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არიან, რომლებსაც თავი ბეჭედდასმულებად მოაქვთ, მაგრამ საქმეებით საპირისპიროს ამტკიცებენ (ეფესოელები 1:13, 14). როგორც ვხედავთ, კალიების გაცხადებული განაჩენი, პირველ რიგში, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს ტანჯავდა.".


შემდეგი შეკითხვა წინა შეკითხვას ჰგავს:

4) კალიები ტანჯავენ ადამიანებს და მორიელებს ჰგვანან . ესენი ქრისტიანები შეიძლება იყვნენ?
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იმავე გამოცხადების წიგნიდან შეგვიძლია. აი რა არის ნათქვამი ღვთის "ორი წინასწარმეტყველის" შესახებ:

გამოცხადების 11:10: ...დედამიწის მკვიდრნი ხარობენ მათი სიკვდილის გამო და მხიარულობენ, ერთმანეთს ძღვენს გაუგზავნიან, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი ტანჯავდა დედამიწის მკვიდრთ.

მაშ ასე, ღვთის მოწმეები "ტანჯავენ" ზოგიერთ ადამიანებს. რას ნიშნავს ეს? მათი ქადაგება და მათი სიტყვები არ სიამოვნებთ ღვთის მოწინააღმდეგეებს. მათ არ სურთ მათი სიტყვების მოსმენა, რომლებიც მათ საქმეებს აშიშვლებენ, და არ სურთ შეიცვალონ. ერთადერთი რაც მათ უნდათ ისაა, რომ მოწმეები გაჩუმდნენ (შეადარეთ ქადაგებაზე ორი რეაქცია აქ: 2 კორინთელები 2:15,16).

5) სატანა არის "უფსკრულის ანგელოზი", რადგან ის ზის უფსკრულში!



- არა, არ ზის. სატანა ჯერ კიდევ არ გაუგზავნიათ უფსკრულში. მას იქ  "უფსკრულის გასაღების მქონე ანგელოზი" მომავალში ჩააგდებს - ქრისტეს 1000 წლიანი მმართველობის წინ (გამოცხადებს 20:3).

ასე რომ, მაშინ რა ლოგიკა დევს იმაში, რომ სატანას "უფსკრულის ანგელოზი" ეწოდოს?

იესოს კი, პირიქით, უფსკრულის გახსნისა და დაკეტვის ძალაუფლება გააჩნია. გავიხსენოთ "საკვლევ ცნობაში" მოცემული აზრი, სტატიაში "აბადონი": "როგორც უკვე ახსნილი იყო, ებრაულ წერილებში ʼავადდონ სამარესთან და სიკვდილთან ერთად გამოიყენება. გამოცხადების 1:18-ში ქრისტე იესო ამბობს: „აი, ცოცხალი ვარ სამარადისოდ და მაქვს სიკვდილისა და სამარის გასაღებები“. ლუკას 8:31-დან ვიგებთ უფსკრულზე მისი ძალაუფლების შესახებ.".
მოგვიანებით გამოცხადების 20:1-ში კვლავ ნათქვამია, რომ უშუალოდ ღვთის წარმომადგენელს აქვს უფსკრულის გასაღები. სატანა კი არ აკონტროლებს უფსკრულს, არამედ ღმერთი და მისი "ანგელოზი" - რომელსაც გასაღები აქვს ჩაბარებული. მაშ ვინ ყოფილა "უფსკრულის ანგელოზი"?

6) იობის 28: 20-22 ამბობს, რომ აბადონს არ აქვს სიბრძნე, არ აქვს ქრისტეს სიბრძნე? 


- მე გულწრფელად არ მესმის, როგორ შეიძლება საერთოდ ასე აზროვნება? განა აქ ერთგვარ პიროვნებაზეა საუბარი, რომელსაც აბადონი ჰქვია? მოდით ვნახოთ:

იობის 28:22: განადგურება [ებრ. აბადონ] და სიკვდილი ამბობენ: „ჩვენი ყურით მოვისმინეთ მისი [სიბრძნის] ამბავი“.

დიახ, იობის 28:22-ში საუბარია არა "ვიღაცაზე", არამედ "რაღაცაზე"; არა პიროვნებაზე, არამედ აბსტრაქტულ გაგებაზე. გავიხსენოთ: ებრაული სიტყვა აბადონი "განადგურებას" ნიშნავს, და ზუსტად ასე უნდა იყოს ის ნათარგმნი ამ ადგილას. აქ უბრალოდ საუბარია განადგურებაზე, რომელიც ერთ კონტექსტში დგას მის მსგავს გაგება "სიკვდილთან". არავინ დაიწყებს სერიოზულად იმაზე საუბარს, რომ "სიკვდილი" - ესეც ერთგვარი პიროვნებაა. განა შეიძლება ვინმემ სერიოზულად ისაუბროს ასე "განადგურების" შესახებ? ებრაულ წერილებში არსადაა სწავლება იმის შესახებ, რომ არსებობს ერთგავი პიროვნება სახელად "აბადონი", და არ არსებობს იმის არანაირი საფუძველი მიგვაჩნდეს, რომ აქ საუბარია არა განადგურებაზე, არამედ ამ სახელის მატარებელ რომელიღაც პიროვნებაზე. გარდა ამისა, იობის წიგნის იმავე თავში მარტო განადგურება და სიკვდილი როდი "ლაპარაკობენ". იქ ლაპარაკი დაიწყეს ასევე "ღრმა წყალმა" და "ზღვამ" (მე-14 მუხლი). ნათელია, რომ ესაა პოეტური ენა, რომელსაც იობი იყენებს საკუთარი აზრის გადმოსაცემად.

ამ ყველაფერში დამნაშავე კი შეგახსენებთ, რომ ბიბლიის ზოგიერთი თარგმანებია, რომლებიც ზოგიერთ მუხლებში სიტყვა აბადონს კი არ თარგმნიან, არამედ ისევე ტოვებენ: "აბადონი" (ისეთ ენებში, რომლებშიც მთავრული ასოები გამოიყენება, მას მთავრული ასოთი წერენ, მაგალითად როგორც რუსულში: "Аваддон"). ბიბლიის ქართული თარგმანების შემქმნელებს, ასეთი სახით, დაბნეულობა შეაქვთ მკითხველთა გონებაში, რომლებიც შედეგად ფიქრობენ, რომ საუბარი ასეთი სახელის მქონე რომელიმე პიროვნებაზეა. თუმცა, ამის მცირედი საფუძველიც კი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ებრაულ ენაში (ისევე როგორც ქართულში) არ არსებობდა მთავრული (ანუ დიდი) ასოები, და ეს სიტყვა ძველ ტექსტში არანაირად არ არის გამორჩეული. გარდა ამისა, ამ თარგმანის ავტორები არათანმიმდევრულები არიან, იმიტომ რომ ასე "ძველი აღთქმის" ყველა მუხლში როდი იქცევიან. ისინი ასე არ მოქცეულან არც იობის 31:12-ში და არც ფსალმუნების 87:12-ში - რატომ?

7) 1986 წელს იეჰოვას მოწმეებმა შეცვალეს თავისი სწავლება "აბადონის" შესახებ და იმის სწავლება დაიწყეს, რომ ეს უარყოფითი პერსონაჟი იყო, როგორც ეს 1986 წლის საგუშაგო კოშკის მე-13 გვერდზე წერია. თუმცა მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდნენ სწავლებას იმის შესახებ, რომ ეს იესო ქრისტეა. ასე ხშირად რატომ ცვლით საკუთარ სწავლებებს?

- 1986 წელს არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. იმ სტატიაში ციტირებული იყო იგავების 27:20, რომელშიც საუბარია "განადგურების ადგილზე". იქ არ განიხილებოდა არავითარი "პერსონაჟი" სახელად "აბადონი". აქ არსის ისეთივე შეხსენებასთან გვაქვს საქმე, როგორც მე-6 პუნქტში (იხილეთ ზემოთ). აი ეს ტექსტი:

*** w86 1.10. გვ. 13 აბზ. 16 [რუს.] «სუფთაა» თუ არა შენი თვალი? *** კარგი იქნება ვახსენოთ ასევე საკვებზე, სასმელზე და ტანსაცმელზე ზრუნვა, რაზეც იესო საუბრობდა (მათე 6:25—32). თუმცა ეს ყველაფერი კი აუცილებელია, მაგრამ იმის გამუდმებულ უადგილო სურვილს, რომ გვქონდეს ყველაზე ახალი, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე პოპულარული, ჩვენი გონებისა და გულის დამონება შეუძლია (რომაელები 16:18; ფილიპელები 3:19). გართობის, ჰობისა და სპორტის შემთხვევაშიც კი სათანადო წონასწორობის დაცვა გვჭირდება და თავი უნდა ავარიდოთ ამ ქვეყნიერების  ახირებებსა და სურვილებს. ყველა ამ სფეროში კარგი იქნებოდა გვხსომებოდა იგავების 27:20-ში ჩაწერილი ბრძნული სიტყვები: «როგორც შავეთი [შეოლი, აქ] და აბადონია [ხრწნის ადგილი, აქ] გაუძღომელი, ასე ადამიანის თვალიც გაუძღომელია». ჩვენ მართლა გვჭირდება თავდაჭერილობის გამოვლენა, რათა საკუთარი თვალის დაკმაყოფილების მცდელობისას, სულიერი საფრთხე არ შევუქმნათ საკუთარ თავს.

- სულ ეს არის მთელი "სწავლებების ცვლილება". თქვენ თუ იპოვეთ ცვლილება? ვერც მე ვიპოვე...


დასკვნა

როგორც ეს-ესაა განვიხილეთ, იეჰოვას მოწმეების მისამართით გამოთქმული ბრალდებები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტიურად, ამ ქრისტიანებს ყველაზე საშინელ რამეში სდებენ ბრალს: ღვთის მოწინააღმდეგესთან - სატანასთან კავშირში. თანაც ეს ყველაზე რჩეული და არასასიამოვნო ფრაზებით კეთდება. თუმცა არსებობს თუ არა საამისო მიზეზი? რა წარმოადგენს ასეთი შეურაცხყოფების წყაროს? აი რა: უმეცრება, საქმის გამორკვევის სურვილის არარსებობა, საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენა, წმინდა წერილის დამახინჯებული თარგმანები, ელემენტარული უყურადღებობა...

მოწმეების პოზიცია ლოგიკური და წმინდა წერილზე დაფუძნებულია. იესო ქრისტე ბიბლიაში მართლაც ხშირად გამოდის როგორც გამანადგურებელი. კალიების გუნდი, როგორც ბიბლია ამბობს, ღვთის მხარეზე მოქმედებს. უფსკრულში კი თავად იესო ქრისტეც იმყოფებოდა. გარდა ამისა, როგორც გამოცხადებაშია ნათქვამი, ღვთის ერთგული მოწმეებიც "ტანჯავდნენ" მოუნანიებელ ადამიანებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაშ როგორღა შეიძლება იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ასეთი დაუფიქრებელი ბრალდებების წაყენება?


გამოცხადების წიგნში ჩაწერილი სიტყვები გამანადგურებლის შესახებ, ჩვენი გაფრთხილების მიზნითაა ჩაწერილი. ღმერთი წარმოადგენს იმას, ვისაც"ხსნაც შეუძლია და მოსპობაც" (იაკობი 4:12). როგორც წარსულში გზავნიდა ის გამანადგურებლებს, ასევე იზავს ეხლაც (გამოსვლა 12:23; ეზეკიელი 9:5). მას არ სურს ჩვენი სიკვდილი, და ზუსტად ამიტომაც გვაფრთხილებს, რათა იესომ, ცხენზე მჯდომმა მეფემ, საკუთარი ძალა გამოიყენოს არა ჩვენს გასანადგურებლად, არამედ ჩვენს დასაცავად (მათე 24:44; გამოცხადებს 19:11).





No comments:

Post a Comment