ქრისტემ ასეთი თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა. ამიტომ მყარად იდექით და ნუღარ მოექცევით მონობის უღელში (გალატელთა 5:1).
იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსებს, და არა მარტო იეჰოვას მოწმეების, უყვართ ლაპარაკი რომ ისინი არიან ნაკლებად თავისუფლები, ნაკლებად დამოუკიდებლები, არიან ტოტალიტარულები და რომ მათ ტვინს ურეცხავენ. მოდი განვიხილოთ რამდენად საფუძვლიანია ესეთი ბრალდებები:
1.. ყოფილ მოწმემ შეიძლება უთხრას იეჰოვას მოწმეს, რომ ის არის «ორგანიზაციის მონა».ამით მას იმის თქმა უნდა, რომ თვითონაც ორგანიზაციის მონა იყო როდესაც მოწმე იყო და მე მთელი გულით მეცოდება ის. თუ ის მონა იყო, ხოლო ეხლა თავს თავისუფლად გრძნობს, მაშინ მე მიხარია მის მაგივრად. მხოლოდ კითხვა ჩნდება, როგორ მოახერხა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა 21 საუკუნეში მონობაში მოხვედრა, და წარმოადგენს თუ არა მისი მონად ჩავარდნა, საკუთარი ინტელექტუალური დამოუკიდებლობის არ ქონის შედეგს, და გახდება თუ არა ისევ მონა სხვაგან იეჰოვას მოწმეების გარდა – მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხებია. მე მას წარმატებებს ვუსურვებ სხვა ადგილას, სადაც მისთვის უფრო საინტერესო და კომფორტული იქნება. ჩემთვის კი საინტერესო და კომფორტული აქაა, ეს ჩემი არჩევანია, და რის საფუძველზე მაბრალებს ის მე მონობას?
ნუთუ მონაა ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პარტიაში თავისი ნებით შედის, იმიტომ რომ მოსწონს მისი ხედვა, ემორჩილება მის წესებსა და რეგლამენტს, დადის მიტინგებზე და აქციებზე, იხდის საწევრო გადასახადებს? ნუთუ მონაა ის ადამიანი, რომელიც ფეხბურთის ფანია და დადის საფეხბურთო მატჩებზე და სხვა ღონისძიებებზე, იცვამს თავისი კლუბის ფერებში, სხვადასხვა ქვეყნებში დაჰყვება თავის კლუბს, სახლში კედლებზე აკრავს კლუბის სიმბოლიკას? ნუთუ მონაა ადამიანი, რომელსაც მხურვალედ უყვარს საპარაშუტო სპორტი და საპარაშუტო კლუბში ეწერება, სადაც არც ისე მცირე თანხებს იხდის და ამავდროულად სიცოცხლით რისკავს? აბა რატომღაა მონა მორწმუნე, რომელიც თავისი რწმენითა და თავისუფალი ნებით ესწრება რელიგიურ შეკრებებს და თავისი ეკლესიის ცხოვრებაში და საქმიანობაში მონაწილეობს? თუ ვინმეს რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვა იმის საფუძველზე სურს, რომ ისინი ვინმეს თავისუფლებას ართმევენ, მაშინ უნდა აიკრძალოს ყველა ორგანიზაცია, ყველა პარტია და ყველა კლუბი.
შესაძლოა იეჰოვას მოწმეებს ადამიანი არ დაეთანხმოს ამა თუ იმ საკითხში, მაგრამ მათი მონებად მოხსენიება – ეს უსაფუძვლო ბრალდებაა. კრებებზე ვინმე თუ ძალის-ძალად დადის, მაშინ ასეთისთვის უკეთესია რომ საერთოდ არ იაროს, მაგრამ ასეთი ადამიანის მხრიდან სხვების საკუთარი მაგალითით განსჯა ცოტა არ იყოს ფუქსავატობაა. თუ რომელიმე ცალკეულ მოწმეებს, მაგალითად ხანდაზმულ ბებოებს, არ ჰყოფნით რწმენის დამოუკიდებლობა, ეს არ წარმოადგენს მიზეზს მექანიკურად გავავრცელოთ იგივე დანარჩენებზეც (რას ვიზავთ, ასეთი ხალხი ყველა კონფესიაშია, მაგრამ მათთვისაც ხომ მოკვდა ქრისტე). თუმცა პირადად მე ჩემს თავს, ყველაზე თავისუფალ ადამიანად ვთვლი მსოფლიოში და მზად ვარ ეს დავამტკიცო.
მე თაყვანს ვცემ იეჰოვას, იმიტომ რომ იეჰოვა – ჩემი ღმერთია, და არა ვინმე სხვისი. იესო – ჩემი მასწავლებელია, და არა ვინმე სხვისი. მე ვკითხულობ ბიბლიას (არა მარტო «ახალი ქვეყნიერების თარგმანს»), იმიტომ რომ ბიბლია მაკავშირებს მე ჩემს მასწავლებელთან. ის, რისიც მე მწამს – ეს პირადად ჩემი რწმენაა, და არა რომელიმე ეკლესიისა. მე გამაჩნია პირადი, გააზრებული და სრულიად დამოუკიდებელი თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ რა არის ქრისტიანობა, რაში მდგომარეობს და რაში არ მდგომარეობს ის. ვერავინ ვერ მომახვევს თავზე ისეთ სწავლებებს, რომლისაც პირადად მე არ მწამს, რომლის სისწორეშიც ვერ დავრწმუნდი საკუთარი გამოკვლევის საფუძველზე. მე თუ მწამს იეჰოვასი, ათასწლიანი მეფობის და სამოთხისა დედამიწაზე, მე ამის იმიტომ კი არ მჯერა, რომ მე იეჰოვას მოწმე ვარ, არამედ პირიქით, მე ვარ იეჰოვას მოწმე, იმიტომ რომ ამ ყველაფრის მწამს.
მოცემულ მომენტში სიტუაცია ისეთია, რომ იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ ერთადერთ ეკლესიას, რომელსაც ქრისტიანობა ძირითადად ისევე ესმის, როგორც მე. და მე ურთიერთობა მაქვს მათთან და მხარს ვუჭერ მათ საქმიანობას, იმიტომ რომ ისინი – ჩემი თანამოაზრეები არიან. ისინი ერთადერთი ჩემი თანამოაზრეები არიან ქრისტიანულ სამყაროში, და რატომაც არ უნდა მქონდეს მათთან ურთიერთობა? ადამიანი შექმნილი არაა მარტოობისთვის, ის თავისი ბუნებით სოციალურია, ის ყოველთვის ეძებს თავის მსგავსებთან ურთიერთობას, მათთან, ვინც მის შეხედულებებსა და ფასეულობებს იზიარებს. მე არ შემხვედრია არცერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც არ იზიარებს ჩემს შეხედულებებსა და ფასეულობებს. მე მიყვარს ისინი, მე მომწონს მათთან ურთიერთობა, მე მომწონს მათთან ერთად ღვთის თაყვანისცემა. მე მომწონს ქრისტიანული კრების ატმოსფერო, ბეთილის, კონგრესების ატმოსფერო. მე ყველაფერი ეს მომწონს, და მინდა ყოველივე ამის თანამონაწილე ვიყო.
2. «კი, მაგრამ იქ, ზემოთ, არის ცინიკოსი და უნამუსო ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ექსპლუატაციას გიწევენ. რიგითი მოწმეები შეიძლება კარგები არიან, მაგრამ ლიდერები – ერთიმეორეზე უარესები»კი მაგრამ როგორ შეიძლება, რომ ასობით ჩემი ნაცნობი მოწმე იყოს სავსებით კარგი ადამიანი, ხოლო ისინი, რომლებმაც მათ დიდი დახმარება გაუწიეს რომ ასეთები გამხდარიყვნენ, ცუდი ადამიანები იყვნენ? როგორ შეიძლება დამპალ თავს ჯანმრთელი კუდი გამოებას?
ქრისტიანული ჯგუფის შეფასების მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არსებობს – მისი ნაყოფი. იეჰოვას მოწმეებთან მე ვხედავ ნაყოფს, რომელსაც მე სხვაგან ვერსად ვერ ვხედავ. მე არ ვიცნობ დამსაქმებლებს, რომლებიც სამუშაოზე მხოლოდ მართლმადიდდებლებს იყვანენ, მაგრამ ვიცნობ ისეთებს, რომლებიც მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს ასაქმებენ. . მე არ გამიგია იეჰოვას მოწმეებს შორის ეთნიკური, პოლიტიკური ან კომერციული კონფლიქტების შესახებ, მაგრამ გამიგია ასეთი რამ სხვა კონფესიებში. მე არ ვიცი სხვა ეკლესია, რომელიც ამდენ ყურადღებასა და ძალისხმევას ახმარს თავის მრევლში ჯანმრთელი სულიერი თვისებების განვითარებას, რომლებიც ასე ზედმიწევნით მოითხოვდნენ მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვას, მაშინაც კი თუ ეს რთული და უხერხულია (იმიტომ რომ, ამით ხომ მთელ მრევლს-კლიენტურას დაკარგავენ). მე არ ვიცი სხვა ქრისტიანული ჯგუფები, რომლის წევრებიც საკუთარი ხარჯებით ჯდებიან ავტობუსზე, თვითმფრინავზე და გემზე და მიემგზავრება ცხრა მთას იქით, იმისათვის რომ კეთილი ცნობა უქადაგონ აბორიგენებს რომლებმაც წერა-კითხვაც კი არ იციან. მე მომწონს იეჰოვას მოწმეების ორგანიზებულობა და ეფექტურობა, მათი მისიონერული, საგამომცემლო, სამშენებლო და სხვა წარმატებები. მე მომწონს მათი კატეგორიული ნეიტრალიტეტის პოზიცია პოლიტიკურ და ნაციონალურ საკითხებში, ყველა სახის სიბინძურის მიმართ შეუწყნარებლობა, მათი ერთობისადმი და კოლექტიური თანამშრომლობისადმი სერიოზული დამოკიდებულება, მათი განდგომილების მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულება, ასეთი არადემოკრატიული, მაგრამ ქრისტიანულად სავსებით სწორი. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მათი საქციელი ომებისა და კონფლიქტების დროს. მე აღმაფრთოვანებს მათი სწავლებისა და ფასეულობების ერთიანი გაგება; რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ჩავიდე, მე ყველგან ვიპოვი იგივე ქცევის მანერებს, იგივე ცხოვრებისეულ პოზიციას, იგივე განწყობას და სულს. ყოველივე ეს არცერთ სხვა კონფესიაში არ არის, ისეთ ცენტრალიზებულშიც კი, როგორც რომაულ-კათოლიკურია. თუ ეს ყველაფერი – ქრისტიანული ნაყოფი არაა, მაშინ სადაა ეს ნაყოფი და ვის აქვს? და როგორ გაჩნდნენ ისინი ბილწი და კორუმპირებული ხელმძღვანელობის ქვეშ? შემთხვევით, უბრალო დამთხვევით, როგორც ევოლუციის თეორემაშია?
3 კრიტიკოსები იტყვიან: «შენ ლიტერატურის გაზეპირებას და ქადაგებას გაიძულებენ».ნუთუ მაიძულებენ? მე იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას იმიტომ ვკითხულობ, რომ ის მე მომწონს. მე მას ყველანაირად და ყველაფერში ვეთანხმები, მაშინაც კი თუ რამეს ბოლომდე ვერ ვწვდები ან საკითხზე ჩემი აზრი გამაჩნია. მაგრამ მასში არეკლილია ჩემი, ზუსტად რომ ჩემი ქრისტიანული რწმენა, და არა ვინმე სხვისი. სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურიდან (მე კი საკმაოდ ბევრი მაქვს წაკითხული) იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა ყველაზე ძალიან მომწონს. მასში იმაზე წერენ, რაც სწორად და მნიშვნელოვნად მიმაჩნია. სადაა აქ მონობა? ესე იგი, თუ ადამიანს ჟურნალი «კოსმოპოლიტენი» ან «თბილისელები» მოსწონს, ეს არაა მონობა, მაგრამ თუ ვინმეს ჟურნალი «საგუშაგო კოშკი» მოსწონს, ეს აუცილებლად ძალდატანება და მონობაა? და რატომაა იმის მიხვედრა ასე რთული, რომ ლიტერატურა – ეს უბრალოდ ბეჭდური ფორმით ქადაგებაა და არაფერი ამის მეტი? არგუმენტი იმის შესახებ, რომ იეჰოვას მოწმეები «ბიბლიის მაგივრად „საგუშაგო კოშკს“სწავლობენ» მეტყველებს მხოლოდ იმის სრულ არ ცოდნაზე თუ რა არის ქრისტიანული ლიტერატურა და რისთვისაა ის საჭირო.
მე თუ ვქადაგებ, მე ჭეშმარიტად მნიშვნელოვნად ვთვლი ამას, იმიტომ რომ ვხედავ ბიბლიურ მცნებებსა და პრეცენდენტებს ამის შესახებ. და თან ქადაგებისას მე სულაც არ მოვუწოდებ ადამიანებს იეჰოვას მოწმეები გახდნენ. მე პირველ რიგში მათ მოვუწოდებ გაჰყვნენ ქრისტეს, გამოიკვლიონ ბიბლია, ჩამოიყალიბონ რწმენის მიმართ პირადი და გააზრებული დამოკიდებულება – და მხოლოდ ამის შემდეგ, ამ პროცესის ბოლოს, შეუერთდნენ ამა თუ იმ ქრისტიანულ ჯგუფს. თუ ადამიანი მე შემომიერთდება, ძალიან მოხარული ვიქნები, ხოლო თუ არა – მე ნებისმიერ ვარიანტში ტყუილად არ მივსულვარ მასთან, თუ მან ქრისტიანული რწმენა შეიძინა. და მაინც მოწმეებს როგორც სხვას არავის, განასხვავებს იმის გაგება, რომ ქრისტიანული საზოგადოება – ეს პირველ რიგში წარმოადგენს გადამრჩენ მისიას მომაკვდავი მსოფლიოსთვის, და არა ინტერესების კლუბს ან კულტურულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მათ არ ეშინიათ რომ პირდაპირ თქვან: იყო ქრისტიანი – ნიშნავს იყო მისიონერი. ეს სუფთა სახარებისეული, მოციქულური მენტალობაა, რომელიც დაკარგულია თანამედროვე კონფესიათა დიდ უმრავლესობაში, და ეს ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
არცაა ჩემი საქმე და მე საერთოდ არც მაინტერესებს, იეჰოვას მოწმეების, სხვადასხვა პერიოდის ლიდერების, შავი ადგილები მათ ბიოგრაფიაში, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ჩემს ბიოგრაფიაშიც არაა ყველაფერი იდეალურად. წმინდა სული უშეცდომობის გარანტიას კი არ იძლევა, არამედ ეხმარება მათ გამოსწორებაში. მოციქულებს მრავალი საკითხი არ ესმოდათ და სერიოზულ შეცდომებს უშვებდნენ იესოს აღდგომის შემდეგაც კი, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში მათ ჰქონდათ წმინდა სული რომ განეკურნათ და მკვდრებიც კი აღედგინათ. მე თუ ქრისტე მიყვარს, მაშინ სადაა ჩემი სიყვარული ქრისტიანების მიმართ? მე თუ შემიძლია ჩემს თავს ვაპატიო, მაშინ სადაა ჩემი შეძლება იმისა რომ სხვებსაც ვაპატიო? თანამორწმუნეები – ეს ოჯახია. თუ ჩემი ოჯახის წევრმა კერძი დაამლაშა, მე მას არ ვეყრები ამის გამო. თუ ჩემი ოჯახის სხვა წევრმა შარვალი დახია, მე მას არ ვაბარებ ბავშვთა სახლში. მაშინ რატომ უნდა გავწყვიტო ურთიერთობა ჩემს ქრისტიანულ ოჯახთან, თუ მე მასში ორგანიზაციული ან პიროვნული სახის ნაკლოვანებებს დავინახავ? მე არ გამაჩნია სერიოზული საფუძველი ეჭვი შევიტანო ჩემს მიმართ მათ ცუდ მოტივებში – ვერც ერთმა «სექტათმცოდნემ», ვერც ერთმა მაღალი რანგის ექს-მოწმემ ვერ მაჩვენეს მე ასეთი საფუძველი, მიუხედავად იმისა რომ ტონობით ქაღალდი დახარჯეს ამ თემაზე წერაში. და მითუმეტეს მე არ შემიძლია დავიჯერო მათი, ვინც იეჰოვას მოწმეების გაშავებითაა დაკავებული, იქნება ეს პირადი შურისძიების გამო თუ ფულის სანაცვლოდ (ან ორივე ერთად).
მე არ შემიძლია ბრალი დავდო ჩემი კონფესიის ხელმძღვანელებს ცალკეულ შეცდომებში ან უსიამოვნო ინციდენტებში, იმიტომ რომ კარგად მესმის, რომ მათ ადგილზე მეც არანაკლებ შეცდომას დავუშვებდი. მე არ შემიძლია ისინი დავადანაშაულო ეგოიზმში და ანგარებაში, იმიტომ რომ ვიცი, რომ ისინი არ დაგრიალებენ მერსედესის ბოლო მოდელებით და არ ცხოვრობენ სასახლეებში; იმიტომ რომ მე ჩემი საკუთარი თვალებით ვხედავ, რომ შემოწირული თანხები იხარჯება გიგანტურ საგამომცემლო და სამშენებლო პროექტებზე, პიონერების და მისიონერების შენახვაზე, რომლებსაც მე პირადად ვიცნობ, მაშტაბურ ჰუმანიტარულ ოპერაციებზე. მე არ შემიძლია მათ ბრალი დავდო განდიდებისაკენ სწრაფვაში, იმიტომ რომ ვერც კი ვიხსენებ ბოლოს როდის ვნახე მათი სახელები ლიტერატურაში. მე არ შემიძლია ბრალი დავდო მათ ბიბლიის გადაკეთებაში, იმიტომ რომ ვადარებ «ახალი ქვეყნიერების თარგმანს» ათეულობით სხვა ქართულ, რუსულ და ინგლისურ თარგმანთან, ასევე ბერძნულ ტექსტთან, და ვერ ვხედავ რაიმე მნიშვნელოვან გადახრებს (მრავალი ბიბლეისტიც მაღალ შეფასებას აძლევს აქთ). მე არ შემიძლია ბრალი დავდო მათ ქრისტიანობის ღალატში, იმიტომ რომ იეჰოვას მოწმეების ღვთისმეტყველური პოზიციების 99%-ს იზიარებს მრავალი ბიბლეისტი სხვადასხვა კონფესიებიდან (და ეკლესიის მამებიც კი). მე არ შემიძლია ბრალი დავდო მათ «ცრუწინასწარმეტყველებებში», იმიტომ რომ ისინი წინასწარმეტყველები კი არ არიან, არამედ მკვლევარები; წინასწარმეტყველი არ შეიძლება შეცდეს, მკვლევარი – შეიძლება. მე არ შემიძლია ბრალი დავდო მათ ცუდ ხელმძღვანელობაში, იმიტომ რომ ვხედავ, რომ იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ ერთერთ ყველაზე ეფექტურ მისიონერულ ორგანიზაციას მსოფლიოში. მე არ შემიძლია ბრალი დავდო მათ უგუნურებაში, თუნდაც იმიტომ რომ ორტომეული «წერილების გაგება» – სერიოზული და ღრმა ნაშრომია.
მე მრავალი წელია ვცდილობ იმ არგუმენტის ლოგიკა გავიგო, რომ იეჰოვას მოწმეებს ვინმე რაიმეს აიძულებს, რომ ისინი რაღაცეებში არ არიან მთლად თავისუფალი. ის ხალხი, ვინც მე ლანძღვით წერს, ერთხელ მაინც შეგეძლოთ აგეხსნათ ჩემთვის, რას ვკარგავ ან რა მოვიკელი იმით, რომ ვარ იეჰოვას მოწმე. რის კეთებას მაიძულებენ ან მიკრძალავენ? რელიგიური ლიტერატურის წაკითხვას, გარდა იმ ლიტერატურისა რომელსაც იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ? ეს აბსურდული სიცრუეა, ასეთი აკრძალვა არ არსებობს და არც არასოდეს ყოფილა. სისხლის გადასხმას? მე აბსოლუტურად და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტიანი არ უნდა შეეხოს სისხლს (რასაც ადრეული ქრისტიანებიც ეთანხმებიან). გარიცხულებთან ურთიერთობას? ჰმმ, მართლაც, თუ გავითვალისწინებთ რამდენ სიბინძურეს წერენ ჩემზე საიტებზე, ბლოგებში, ფორუმებზე და მიწერენ კომენტარებში, მართლაც ძალიან საწყენი აკრძალვაა. საკუთარი ლიტერატურული საქმიანობით დაკავებას? ესეც მითია: მრავალი იეჰოვას მოწმე მრავალი წლის განმავლობაში წერდნენ და გამოსცემდნენ თავის ნაშრომებს. არაფერი არ არის ისეთი რისი გაკეთებაც მინდა, მაგრამ არ შეიძლება, ან არმინდა, მაგრამ უნდა გავაკეთო. მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც მინდა, და არ ვაკეთებ არაფერს, რისი კეთებაც არ მინდა. მე არ ვგრძნობ არავითარ ზეწოლას, შეზღუდვას და დისკომფორტს.
შესაძლოა, ჩემი მონობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩემთვის საჭიროა ქრისტიანული კრების გარკვეული წესები და რეგლამენტი დავიცვა, რომ მიწევს ჰალსტუხის გაკეთება, და არა ჯინსების ჩაცმა, ან იმაში რომ ვიღაცას ანგარიშს ვაბარებ იმის შესახებ, რამდენი ვიქადაგე ამ თვეში? ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? კრებას უნდა გააჩნდეს რეგლამენტი, თუ ასეთი არა, სხვაგვარი მაინც. თუ საქმის სარგებლისთვის მნიშვნელოვანია ქადაგებაზე სტატისტიკის შეგროვება, მაშინ საერთოდ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. რით მავიწროვებს ან მზღუდავს ეს? ნებისმიერი ადამიანი აკეთებს მილიონობით საქმეს, რომელიც მის მაგივრად სხვამ მოიგონა. ნუთუ მე მოვიგონე, რომ გზა მწვანე ფერზე უნდა გადავიდე? ნუთუ მე მოვიგონე ხელის ჩამორთმევა? ნუთუ მე გადავწყვიტე, რომ შარვლებით უნდა ვიაროთ და არა კაბებით? მე ყოველივე ამას ან ტრადიციიდან გამომდინარე ვაკეთებ, ან იმიტომ, რომ ცხოვრების მოცემულ მომენტში ასე კეთება უფრო სასარგებლოა, ვიდრე არ კეთება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად არაპრინციპულია ჩემს ცხოვრებაში. თუ მე გზაზე გადასასვლელთან ვდგევარ და ცოტა ლოდინი მიწევს რადგან წითელი შუქი ანთია, ეს არის იმის მიზეზი რომ ამას თავისუფლების შეზღუდვა დავარქვა? ნუთუ ხალხი ნაკლებად თავისუფლები გახდნენ იმის გამო, რომ მოიფიქრეს საგზაო მოძრაობის წესები და იცავენ მას? თუ ადამიანი, როდესაც წითელ შუქს უყურებს, თავს მონად გრძნობს, მაშინ ასეთ ადამიანს ან ფუნდამენტალურად არ ესმის რაღაც მოძრაობის წესებში ან ცხოვრებაში.
თუ მონობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩემ კონფესიაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება არ შემიძლია, არ შემიძლია მის მართვაში მივიღო მონაწილეობა, განვიხილო მისი პრობლემები? მაგრამ მე არ მინდა რომ ამაზე ვხარჯო დრო, იმიტომ რომ მე ყველაფერი მაკმაყოფილებს იეჰოვას მოწმეებში. მე არ მამძიმებენ მათთან მიღებული წესები, იმიტომ რომ მე მათ 99% ვეთანხმები, ხოლო დარჩენილი 1% – ეს წვრილმანებია, რომლებზეც მე მზად ვარ თვალი დავხუჭო. მე მესმის, რომ ვთქვათ მე რომ იეჰოვას მოწმეები დავტოვო და დავიწყო საკუთარი ჯგუფის ჩამოყალიბება, მე მას პრაქტიკულად ისევე მოვაწყობდი როგორც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაა მოწყობილი. შემდეგ, მე ჩემს თავს ქრისტეს მოწაფედ ვთლი და არა ჯეფერსონის. დემოკრატია ქრისტიანული ფასეულობა არაა, ის უცნობი იყო ბიბლიის მწერლებისთვის, და ღვთის ერი, ისტორიის განმავლობაში არასოდეს მართულა დემოკრატიით. ახ. წ. პირველ საუკუნეში რიგითი ქრისტიანები არ მონაწილეობდნენ საკითხების განხილვებში მოციქულებთან ერთად. ამიტომ მე არ ვაპირებ ამ პრინციპის შეცვლას პოლიტკორექტული ათეისტური საზოგადოების სასარგებლოდ.
როდესაც კრიტიკოსები ღაღადებენ იეჰოვას მოწმეებში ან სხვა ჯგუფში დემოკრატიის დეფიციტზე, მათ არ ესმით, რა არის დემოკრატია და რისთვისაა ის საჭირო. დემოკრატია – ესაა რამოდენიმე ჯგუფს შორის, რომლებსაც გააჩნიათ ინტერესების კონფლიქტი, კომპრომისის ძიების ინსტრუმენტი. ქრისტიანულ კრებაში არ შეიძლება იყოს და არც უნდა იყოს ჯგუფები ინტერესების კონფლიქტით, ეს ნათელი ბიბლიური მოთხოვრაა (იოანე 17:21; 1 კორინთელთა 1:10). ეს ქრისტიანობის სახელმწიფოსგან პრინციპიალური განმასხვავებელი ნიშანია. სახელმწიფოში, განსაკუთრებით დიდ სახელმწიფოში, ცხოვრობს მრავალი ადამიანი პრინციპულად განსხვავებული შეხედულებებით, ხოლო ცალკე აღებულ ქრისტიანულ საზოგადოებაში გაერთიანებული არიან ხალხი ერთნაირი შეხედულებებით. ამის გამო მათ დემოკრატია უბრალოდ არ სჭირდებათ, იმიტომ რომ ის ძლიერ გაზრდის მართვის ხარჯებს და შეამცირებს ეფექტურობას. კულტურულად და იდეოლოგიურად ერთიანი ჯგუფი მერიტოკრატიული ხელმძღვანელობით ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე შეხედულებებით განსხვავებული ჯგუფი დემოკრატიული ხელმძღვანელობით. და საერთოდ, ასეთ ჯგუფში ცხოვრება უფრო სასიამოვნოა, ვინაიდან შენს გარშემო მუდამ თანამოაზრეები ტრიალებენ.
თუ დემოკრატია დაიწყება, მოვა უცხო ხალხის მასა, რომლებიც მოაწყობენ გაცხარებულ დებატებს ნებისმიერ წვრილმანზე, დაიწყებენ ყველაფრის შეცვლას და გლეჯას სხვა და სხვა მხრიდან. წარმოიქმნება მოწინააღმდეგე ძალთა მრავალი ცენტრი, რომლებიც თავისკენ დაუწყებენ საბანს ქაჩვას (1 კორინთელთა 1:12–13). დაიწყება დაუსრულებელი ომები, კონფრონტაციები და დახლეჩები – ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, ბაპტიზტურ, ლუთერანულ, ანგლიკანურ სამყაროში. მე ვიჯდები ერთ დარბაზში ადამიანებთან, რომლებთანაც პრინციპიალურად არ ვიქნები თანხმობაში. ჩვენს ვირტუალურ და რეალურ ურთიერთობებში გაბატონდება ზიზღი, უხეშობა, ბილწსიტყვაობა, ისევე როგორც მართლმადიდებლურ, პროტესტანტულ და სხვადასხვა კონფესიების გაერთიანებულ ფორუმებზე. ხალხი ღიად დაუწყებს გაკრიტიკებას უხუცესებსა და კრების ხელმძღვანელებს, რაც არის ყველა ცნობილი ქრისტიანული ფასეულობების წაბილწვა და კრახი, ვინაიდან ნებისმიერი მწყემსი ქრისტეს თანამწყემსია. მე უკვე ვეღარ შევძლებ სულითა და გულით დასვენებას ჩემს ქრისტიანულ ოჯახში. ის უკვე აღარ იქნება მშვიდობისა და სიმშვიდის კუნძული, სულიერი სამოთხე, სულიერი ციხესიმაგრე, რომელშიც ჩემთვის მნიშვნელოვანი სწავლებები და ფასეულობები საიმედოდაა დაცული შებღალვისაგან. მე არ მინდა, რომ ასე მოხდეს. მსოფლიოში ძალიან ბევრი მტრობა და უთანხმოებაა, რომ უბრალოდ შეიტანო ის ქრისტიანულ კრებაში და ის ქვეყნიერებას დაამსგავსო უბრალოდ იმიტომ, რომ ასეა მიღებული. სხვაგან გააკეთეთ ეს ყოველივე, ოღონდ აქ არა. მე მჯერა სულიერი სამოთხის კონცეფციის, განსაკუთრებით ბოლო დღეებში. სხვებს უფლება აქვთ არ სჯეროდეთ. მაგრამ ამ კონცეეფციის რწმენა – ჩემი გააზრებული და თავისუფალი არჩევანია.
4.შესაძლოა, ჩემი მონობა იმაში მდგომარეობს, რომ მე ვალდებული ვარ მივიღო ყველა დოქტრინალური კორექტირებები, რომლებსაც ხელმძღვანელები აკეთებენ? მაგრამ რაშია აქ პრობლემა, თუ ეს კორექტირებები არ ეხებიან ფუნდამენტალურ ქრისტიანულ სწავლებებს? კრიტიკოსებმა შესაძლოა ამის მსგავსი არგუმენტი მოიყვანონ, რომ როცა ეკლესიის ლიდერები ცდებიან, მაშინ ავტომატურად ცდება მთელი მრევლიც, და ეს ცუდია თავისუფლებისთვის და რწმენისთვის. კარგით ერთი! ის ცდება, ვისაც თავისი მოსაზრება გააჩნია რაიმე საკითხთან დაკავშირებით და ცვლის მას რაიმე მიზეზის გამო, მე უბრალოდ არ მაქვს საკუთარი მოსაზრება ბიბლიის 31 ათასზე მეტი მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით. ის არ მაქვს არც მე და არც ვინმე სხვას, თვით რომის პაპსაც კი, იმიტომ რომ ეს სუფთა ტექნიკურად შეუძლებელია. მე მაქვს პირადი გააზრებული შეხედულება ძირითად ბიბლიურ სწავლებებთან დაკავშირებით, რომლებშიც არასოდეს დავუშვებ კომპრომისს, მაგრამ მე დიდად არ მაინტერესებს, თუ ზუსტად რომელ წელს დაიპყრეს ბაბილონელებმა იერუსალიმი, ვინ არის «ეს მოდგმა» მათეს 24:34-დან, როგორი თანმიმდევრობა ექნება მოვლენებს ბოლო დღეებში და მრავალი სხვა მეორეხარისხოვანი ინტერპრეტაციები. ისინი ვერავითარ ზემოქმედებას ვერ ახდენენ ჩემს რწმენაზე, ისინი ვერანაირად ვერ ახდენენ ზეგავლენას ჩემს შემოქმედთან ურთიერთობაზე, ისინი ვერ აქცევენ ჩემს თანამორწმუნეებს იმაზე ცუდ ქრისტიანებად, ვიდრე მანამდე იყვნენ. ამიტომ მე მზად ვარ ხელი მოვაწერო ამ საკითხების ნებისმიერ შეთანხმებულ და არგუმენტირებულ გაგებას (მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ განსხვავებული ვარიანტები შეიძლება ერთნაირად კარგად იყოს არგუმენტირებული), დავივიწყო ეს და დავტკბე ჩემ ძმებთან ერთობით.
ქრისტიანული ერთობა მთავარი სწავლებების საფუძველზე მიიღწევა, რომლებიც ძალიან ბევრია, და იეჰოვას მოწმეებს არასოდეს გადაუხედიათ მათთვის. მე ვხედავ, რომ არცერთი მნიშვნელოვანი დებულება დღემდე შეცვლილი არ არის. და მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ ეს განსაზღვრავს რწმენის დედააზრს და კონფესიის სახეს, ხოლო მილიონობით მეორე ხარისხოვანი დებულებები მიიღება დე-ფაქტო, როგორც რეგლამენტი, როგორც წესდება, და მეტი არაფერი. ადამიანი პოლიტიკურ პარტიაში ან საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მისი ძირითადი იდეალების გამო ერთიანდება, ხოლო დანარჩენ პროგრამას ავტომატურად იღებს, ისე რომ ყურადღებით არც კითხულობს. და რა თქმა უნდა, რომ ნებისმიერი ორგანიზაციას, მათ შორის რელიგიურს, უფლება აქვს რედაქტირება გაუკეთოს თავის წესდებას და თავის პროგრამას. თუ ჩემი ეკლესია გადაწყვეტს რომ რაიმე მცირე შესწორება შეიტანის დოქტრინაში, მე აბსოლუტურად არ ვარ წინააღმდეგი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი გახსნილი არიან ახალი ინფორმაციისთვის, მზად არიან ისწავლონ, რაიმე გააუმჯობესონ. მაჩვენეთ მე ერთი ეკლესია მაინც, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ დააცემენტა თავისი დოქტრინა და მას მერე არ შეუცვლია მასში მძიმეც კი. ეს ნაკლებად შესაძლებელია და საჭიროც არ არის. მე ეს არ მაწუხებს, და მე არ მესმის მათი, ვისაც ეს აწუხებს. მე მთელი გულით მეცოდება ის ხალხი, რომლებიც ისტერიკაში ვარდებიან ყოველთვის, როდესაც მათი ეკლესია რაიმე მეორეხარისხოვანი დებულების გაგებას ცვლის, რომელიც არაფერ სერიოზულს არ ცვლის ქრისტიანობაში. ეს ნიშნავს, რომ რელიგიური გამოცდილების წლებმა ჯერ კიდევ ვერ ასწავლეს მათ, თუ რა არის რწმენაში მთავარი და რა მეორეხარისხოვანი, სადაა საჭირო პრინციპულობა და სიმკაცრე და სად – კომპრომისი და მოქნილობა.
5..ზოგი ამბობს ჭეშმარიტება – ქრისტეშია და არა ორგანიზაციებში.
რა თქმა უნდა! ჭეშმარიტება ქრისტეში და მისი მცნებების დაცვაშია – ვფიქრობ, ამაში ყველა დამეთანხმება.
ქრისტეს მცნებები პირველ რიგში ერთმანეთის სიყვარულს მოითხოვს (იოანე 13:34, 35). მე ვერანაირად ვენ ვიქნები ქრისტიანი, თუ სხვა ქრისტიანები არ მიყვარს, ჩემი მეგობრები, ჩემი სულიერი ოჯახი. და მე იეჰოვას მოწმეებს ზუსტად იმიტომ შევუერთდი, რომ ვხედავ მათ შორის ამ სიყვარულს არა სიტყვით, არამედ საქმით. მე ვხედავ სიყვარულს, ერთმანეთის გვერდში დგომას, ერთობას – სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ქრისტიანობას მოქმედებაში. ამას სხვებიც ხედავენ. ჭეშმარიტება ზუსტად ამაშია, და არა «ორგანიზაციაში». ორგანიზაცია – ეს მხოლოდ რეალიზაციის საშუალებაა, მეტი არაფერი. თუ ქრისტიანები ერთმანეთს არ შეხვდებიან, არ ექნებათ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთად არ სცემენ თაყვანს ღმერთს, თუ მათ არ ექნებათ რაიმე ღონისძიებების პროგრამა, მაშინ სხვაც არაფერი ექნებათ. ეს ერთი მედლის ორი მხარეა, და უგუნურებაა იმის ფიქრი, რომ ერთის არსებობა შეიძლება მეორის გარეშე.
ორგანიზაცია – ესაა ასევე სწავლება. სცადე ბავშვს ასწავლო პიანინოზე დაკვრა ისე, რომ არ მიიყვანო მუსიკალურ სკოლაში. გაკვეთილების, სასწავლო გეგმის, დღიურის გარეშე – პედაგოგიური პროცესის სავსებით რთული ორგანიზაციის გარეშე. ხოლო ქრისტიანობა პიანინოზე ადვილი სასწავლი როდია. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვლაპარაკობთ საქმით ქრისტიანობაზე და არა სიტყვით. ქრისტიანობა, როგორც ცხოვრების წესი, დღიდან - დღემდე, კვირიდან - კვირამდე, სატანის ქვეყნიერების საშინელი ზეწოლისას.
და ყველაზე პირველი, რისი სწავლაც აუცილებელია – ესაა სიყვარული. ამასთანავე, ამის სწავლა ყველაზე რთულია. მაგრამ როდესაც შენ ამას ისწავლი, მაშინ აღარ გეუხერხულება რაღაც ღონისძიების პროგრამა, სასწავლო გეგმა ან ის რომ «ორგანიზაცია» ყოველი ბიბლიური მუხლის შეთანხმებულად ახსნას გთხოვს, თუმცა მათი გადახედვა ხანდახან მაინც საჭირო ხდება. შენ გესმის, რომ ეს წვრილმანებია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი და საჭირო წვრილმანებია, რომელთა გარეშეც უფრო მნიშვნელოვანი არ იარსებებდა. «ორგანიზაცია» – ესაა არა მიზანი, არამედ საშუალება. მიზანი – ქრისტეს მცნებების შესრულებაა. მაგრამ როდესაც სიყვარული არ არის, აი მაშინ იწვევს ადამიანში ეს ყოველივე უხერხულობისა და პროტესტის გრძნობებს. იმიტომ რომ მიზანი აღარ აქვს. მიზნის არარსებობისას საშუალებები აზრს კარგავს. თუ ლურსმნის დაჭედება არ მინდა, რაში მჭირდება ჩაქუჩი? მე მას გადავაგდებ, თან ჩივილს დავიწყებ, რატომ მოიგონეს ჩაქუჩი.
ამ დღეებში, იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში, სიმამაცისა და სიყვარულის წარმოუდგენელი მაგალითები წავიკითხე, რომლებსაც რუანდელი ძმები ავლენდნენ საშინელი გენოციდის დროს 1994 წელს. როგორ ცდილობდნენ ერთმანეთის გადარჩენას ხუტუ და ტუტსი ტომელები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ტყის ბილიკებით როგორ გადაჰყავდათ ერთმანეთი ბლოკპოსტების გვერდის ავლით, კვირაობით როგორ იმალებოდნენ სარდაფებში, როდესაც დღეში მხოლოდ ერთ კოვზ ბრინჯს ჭამდნენ. გააკეთებდნენ ისინი ამას, მანამდე წლების განმავლობაში გულმოდგინეთ რომ არ ესწავლათ, რას ნიშნავს ქრისტიანებად ყოფნა? არა, მაგრამ სამაგიეროდ, ისევე როგორც სხვა ეკლესიის მრევლი და «კონფესიის გარეშე» ხალხი, ისინიც უბრალოდ მიადევნებდნენ თვალს სხვების ტანჯვას, ან მკვლელების თანამოაზრეებად იქცეოდნენ. გენოციდის შემდეგ მრავალი კათოლიკური ეკლესიიდან იეჰოვას მოწმეებთან გადავიდა, იმიტომ რომ თავისი თვალით დაინახეს მათ მოქმედებებს შორის განსხვავება.
კიდევ უფრო საინტერესო კითხვა: შევძლებდი მათი მაგალითიდან რამის სწავლას, რომ არა ორგანიზაცია, რომელმაც შეაგროვა მათი ისტორიები, წიგნად აკინძა ის (ქაღალდის და ციფრული) და გამოაქვეყნა თავის საიტზე, საიდანაც მე შემიძლია მისი გადმოწერა? წელიწდეულები, საიტები – რა საჭიროა ეს ყველაფერი? ჭეშმარიტება მათში კი არა, ქრისტეშია! რა თქმა უნდა, ჭეშმარიტება მათში არ არის. ჭეშმარიტება იმაშია, რომ ისე ვიცხოვროთ, როგორც მათში წერია. მე წელიწდეული იმიტომ კი არ გადმოვწერე და წავიკითხე, რომ «მასშია ჭეშმარიტება», არამედ იმიტომ რათა დავუფიქრდე ჩემი ძმების რწმენის ფასეულ მაგალითებს და რაიმე ვისწავლო მათგან. და თანაც ის ციდან არ ჩამოვარნილა და არც ხეს მოუბამს. ის გაჩნდა გამომცემლების, დიზაინერების, ვებ-მასტერების და ყველა იმ ინფრასტრუქტურის საშუალებით, რომელთა წყალობითაც მე შემიძლია მისი წაკითხვა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, «ორგანიზაციის» წყალობით. მე მადლიერი ვარ მისი ამ გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო თუ მადლობელი ვარ, ესე იგი მხარსაც ვუჭერ მას. მაგრამ სიტყვა «ორგანიზაცია» თავისთავად არაფერს ნიშნავს. ორგანიზაცია – ეს უბრალოდ ადამიანებია. სხვა ადანიანები, რომლებიც ჩემთან ერთად ემსახურებიან ღმერთს და საერთო საქმეს აკეთებენ.
6..იქნებ მთელი პრობლემა იმაშია, რომ მე პრინციპში ორგანიზებულ კონფესიაში ვარ გაწევრიანებული, რომალსაც ჰყავს მწყემსები და სამწყსო, ხელმძღვანელები და სახელმძღვანელო ხალხი? მაშ კარგი, მოდი ყველა ეკლესია დავხუროთ დაწყებული რომაულ-კათოლიკურით და დამთავრებული სოფლის ორმოცდაათიანელთა საზოგადოებით, რომელიც კულტურის სახლს ქირაობს. რა შუაშია აქ იეჰოვას მოწმეები? მოწმეებთან მე ბოლოს და ბოლოს ვინმესთვის ხელზე კოცნა მაინც არ მჭირდება, ან რომ დავუძახო «ჩვენი დიდებული უფალი და მამა» და აუცილებელი წესით მოვიხსენიო ჩემს ლოცვებში, როგორც ზოგიერთ სხვა კონფესიებში. მოდით ყველა ორგანიზებული ქრისტიანული ჯგუფი დავხუროთ, იმიტომ რომ ორგანიზება და წესრიგი - ბოროტებაა თავისი განსაზღვრებით. მოდი ანათემას გადავცეთ მოციქული პავლე თავისი წესებით, იმიტომ რომ ის «მწიგნობარი და ფარისეველია» და შეუზღუდავი ქრისტიანული თავისუფლება შეზღუდა. მოდით გავასამართლოთ ნებისმიერი სამწყემსო სამუშაო: რაში არიან საჭირო არასრულყოფილი მწყემსები, თუ არის სრულყოფილი ქრისტე? გავასამართლოთ სისტემური საგანმანათლებლო და სამქადაგებლო სამუშაოს აწყობის ნებისმიერი მცდელობა, წესრიგისაკენ, ერთობისკენ, თანხმობისკენ სწრაფვის ნებისმიერი მცდელობა. კატეგორიულად უარვყოთ ქრისტიანული ცხოვრებისა და საქმიანობის ნებისმიერი ფორმა, იმიტომ რომ ეს ყველანი თავისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებენ. ასეთი რეფორმის შემდეგ ერთი ეკლესია მაინც თუ გადარჩება, პირველი საუკუნის ეკლესიის ჩათვლით? გადარჩება ერთი მონასტერი მაინც, რომელშიც თავისუფლების ასმაგად მეტი შეზღუდვებია, ვიდრე იეჰოვას მოწმეებთან და მზგავს «რელიგიებში» ერთად აღებული? მაგრამ რატომღაც ინტერნეტში არ ჩანს ფორუმები და ბლოგები ბერ-მონაზვნობის საშინელი მოვლენის განსახილველად, და არც ერთი ანტისექტანტური ჯგუფი არ მართავს მათ წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის გამო.
ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ისეთი ბრალდებები, რომლის წაყენებაც შეიძლება იეჰოვას მოწმეებისთვის და არ შეიძლება – სხვა კონფესიებისთვის. ყველა პრობლემები და ნაკლოვანებები, რომლებსაც კრიტიკოსები მოწმეებში ხედავენ, სხვა კონფესიებშიც არის, თუ ერთში არა, მეორეში მაინც. მართლმადიდებლებს და კათოლიკეებს თავისი მდიდარი ისტორიის განმავლობაში იმდენი შეცდომა აქვთ დაშვებული, რომ იეჰოვას მოწმეები მათ ვერასოდეს დაეწევიან. შეგვიძლია შევაგროვოთ ყოფილი მოწმეების ყველა კრიტიკული წერილი და წიგნი, შევცვალოთ მათში «იეჰოვას მოწმეები» «მართლმადიდებლებით» ან «პროტესტანტებით»,და განსხვავებას ვერც კი შეამჩნევთ. ერთი პერიოდი მინდოდა შემედგინა კრიტიკოსების გაბათილებული ბრალდებების დიდი სია პუნქტების მიხედვით, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ნაკლებად სასარგებლო საქმეა, იმიტომ რომ არცერთი პუნქტი არ არის ისეთი რომელიც მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს ეხებოდეს. (სხვათაშორის, ზუსტად ამიტომაა რომ ჩვენი განდგომილები იშვიათად გადადიან სხვა კონფესიებში: მათ ესმით, რომ იქაც ზუსტად იგივეა. მათი კრიტიკა მოწმეებისკენ არაა მიმართული, არამედ კონფესიონალური ქრისტიანობისაკენ პრინციპში, ხოლო მოწმეებზე ისინი მხოლოდ იმიტომ იღრინებიან, რომ იქ მათ ცხოვრების გარკვეული დრო დაკარგეს. ისინი ძველებურად ემოციურად ძლიერ არიან შეჩვეული მოწმეებს, მხოლოდ ადრე ეს შეჩვევა დადებითი იყო, ახლა კი უარყოფითია. მრავალს უბრალოდ არ გამოსდის ამ კავშირის გაწყვეტა, და ისინი უსასრულოდ რეფლექსირებენ მასზე ფორუმებში და ბლოგებში, აგრძელებენ რა წარსულზე დროის ხარჯვას, არადა შეუძლიათ აწმყოთი იცოცხლონ.)
მე არასოდეს არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ იეჰოვას მოწმეები სხვა კონფესიებზე კარგები არიან, ეს რწმენის საკითხია. თუმცა მე არგუმენტირებულად შემიძლია დამტკიცება, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს არაფრით მათზე ცუდები არ არიან. შესაბამისად, «განთავისუფლების» შემთხვევაში მე მომიწევს არაკონფესიონალურ ქრისტიანად გახდომა, როგორც ამერიკაშია პოპულარული. მაგრამ რად მინდა მე ეს? . საძმო – ესაა ღვთის ერთერთი საუკეთესო საჩუქარი ხალხისთვის, და მე ამაზე უნდა ვთქვა: არა, მადლობთ? თუ ასეა, მე უარს ვამბობ ასეთ თავისუფლებაზე.
ასეთი სახის თავისუფლება – ეს ქრისტიანული ტრაგედიაა, იმიტომ რომ ქრისტიანობა – ეს ყოველთვის ძმობაში ცხოვრებაა, ესაა ურთიერთდახმარება, კოლექტივიზმი, შეკრებითობა. როდესაც ადამიანი ყოველივე ამისაგან თავისუფლდება, ის თავისუფლდება უდიდესი მცნებისაგან უყვარდეს ქრისტიანები და თვითონ იყოს მათი სიყვარულის ობიექტი. იესოს, ქრისტიანების გარეშე, სიყვარული გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე ქრისტესი ქრისტიანებში, მაგრამ ამაში როდი მდგომარეობს ქრისტიანული თავისუფლება.
თავისუფლება – ეს არჩევანის უფლებაა. ქრისტიანული თავისუფლება რეალიზდება არჩევანის ჩარჩოში თაყვანი სცე იეჰოვას ქრისტეს მეშვეობით. ქრისტე შედგება თავისაგან და ტანისაგან, რომელიც წარმოადგენს ცოდვილი ადამიანების კრებას. ამაში მდგომარეობს ქრისტიანული ცხოვრების სიდიადე და სიღრმე. სხვა არანაირი ქრისტიანული თავისუფლება არ არსებობს.
წყარო:chivchalov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment