Friday, 28 February 2020

წმინდანთა კურორტი თუ ცოდვილთა სამკურნალო დაწესებულება?



თქვენთვის რას წარმოადგენს კრება?
«ეს როგორი ქრისტიანები არიან?! მათ ხომ უამრავი ნაკლოვანებები აქვთ!»
არასრულყოფილების მეშვეობით სწავლება?
მაგრამ, თუ უსამართლოდ მომექცნენ?
არ მინდა სწავლა!



თქვენთვის რას წარმოადგენს კრება?


  ერთხელ მშვენიერი აზრი მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დროთა განმავლობაში, იმ ადამიანს ვინც ჭეშმარიტება მიიღო, ჩამოუყალიბდეს გაგება, მის ცხოვრებაში ქრისტიანული კრების როლის შესახებ.

  სულ თავიდან, როდესაც ბიბლიას ეს ესაა გავეცანით, მრავალი ჩვენგანი კრებას აღიქვავდა, ძირითადად, როგორც მადლიან და გამამხნევებელ ადგილს, სადაც შეგვეძლო გავქცეოდით დამთრგინველ ცხოვრებისეულ საზრუნავსა და ფიქრებს და გვეპოვა კარგი და სულიერად აღმშენებელი ურთიერთობა და მეგობრები. და კრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რაღა თქმა უნდა, სწორი იყო. ამასვე აღნიშნავს ასევე ბიბლიაც «რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!» (ფსალმუნი 133:1; შეადარეთ ესაია 66:10-14).

  თუმცა, დრო გადიოდა, ჩვენ თავი მივუძღვენით იეჰოვას და, როდესაც სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად ღვთისადმი მსახურების გზა ავირჩიეთ, მის კრებას ყურება დავუწყეთ უკვე არა უბრალოდ როგორც პირადი სულიერი და ემოციური განახლების ადგილს, არამედ პირველ რიგში როგორც შესაძლებლობას ვიყოთ იეჰოვასადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ნაწილი. ღვთის კრება ჩვენთვის შემოქმედისადმი თაყვანისცემის ერთგვარ ხილულ ცენტრად იქცა, და ჩვენ სულ უფრო მეტად გვსურდა მისადმი მსახურებისა და მისი სახელის განდიდების თანამონაწილეები ვყოფილიყავით.
  «მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის. ადიდონ იგი შესაკრებელში და მოხუცებულთა კრებულში აქონ» - მოგვიწოდებს წმინდა წერილი (ფსალმუნი 107:31,32; 22:22-25).
  და ეს შეხედულება ქრისტიანულ კრებაზე ისევე სწორია, როგორც შეხედულება, ქრისტიანთათვის სულიერი გამხნევებისა და მხარდაჭერის ადგილის შესახებ (მათე 11:28-30).

  თუმცაღა ღვთის კრების როლის შესახებ ჩვენი გაგება ამით როდი შემოიფარგლა. რადგან როდესაც თავისი თანამორწმუნეების გარემოცვაში იმყოფება, ქრისტიანი სულ უფრო ნათლად ითვისებს ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას. მის არსს კარგად ირეკლავს ბიბლიური სხვა ცნობილი მოწოდება:

  «ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნევოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას» (ებრაელები 10:24,25).

  ამ სიტყვებისადმი ყურადღებით მოპყრობა იმის გაგებაში გვეხმარება, რომ იეჰოვა თავის მსახურებს სხვა თანამორწმუნეების მხრიდან მხოლოდ გამხნევების მიღებისკენ კი არ აღძრავს, არამედ, პირიქით, იმისკენ, რომ ქრისტიანი თავად ცდილობდეს «წაახალისოს [სხვები] სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის» და «გაამხნეოს» თავისი კრების წევრები და გაამაგროს მათი რწმენა და დამოკიდებულება ღვთისა და თანამორწმუნეების მიმართ. აქედან გამომდინარეობს, რომ, როდესაც ადამიანი ქრისტიანულ კრებაში იმყოფება, მორჩილად უნდა სწავლობდეს ღვთის ნების შესრულებას, ქრისტიანული კრების სხვა წევრებზე საკუთარი შეხედულების, ღვთიურ შეხედულებასთან შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში ჩვენი აზროვნება ცნობილი ბიბლიური პრინციპის შესაბამისი იქნება: «უნდა დაეხმაროთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“» (საქმეები 20:35). შესაბამისად, თუ «მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე [არ] იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც», ამით ვაჩვენებთ, რომ «ისეთივე აზროვნება [გვაქვს], როგორიც იესო ქრისტეს ჰქონდა» (ფილიპელები 2:4,5).

  ეს შეგვიძლია იალქნიან გემზე მყოფ ადამიანებს შევადაროთ. ზოგი მათგანი – მგზავრი, დამსვენებელი და გარშემომყოფი სილამაზით ტკბობის მოყვარულია. სხვები კი – მეზღვაურები არიან, რომლებიც მუხლჩაუხრელად ადევნებენ თვალს ამ გემის მოძრაობას და მგზავრების კომფორტს უზრუნველყოფენ. შენ თუ ასეთი «იალქნიანი» ორგანიზაციით მიცურავ, რომელთა შორის ხედავ საკუთარ თავს: დროებით მყოფ «მგზავრებს» შორის, რომლებიც მხოლოდ სიამოვნებისა და კომფორტის მიღებაზე არიან კონცენტრირებულნი; თუ ილტვი ეკიპაჟის მუდმივი წევრი გახდე – «მეზღვაური», რომელიც სხვებზე ზრუნავს?

  ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მითითებების შუქში ძნელი არ არის დავასკვნათ: იეჰოვა თავის მიწიერ კრებას იყენებს როგორც სკოლას, ყოველი ცალკე აღებული ქრისტიანის სერიოზული და ღრმა განსწავლისათვის, იმ მიზნით, რომ აღმოაჩინოს და გამოასწოროს ასეთი ადამიანის ინდივიდუალური არასწორი ნაკვთები და მასში ჭეშმარიტად ქრისტიანული თვისებები ჩამოაყალიბოს! და ღვთის ასეთი ქმედებები არ შეიძლება აღფრთოვანებას არ იწვევდეს! რადგან იეჰოვა, არსებითად, ადამიანთან ინდივიდუალურად მუშაობს, და ამავდროულად ერთგვარ ინსტრუმენტად სხვა ქრისტიანების საზოგადოებას იყენებს.

  ვისკენაა, კერძოდ, მიმართული ებრაელების 10:24,25 მითითება? როგორც ვხედავთ, არც ესაა ღმერთისკენ მიმართული. პირიქით, ესაა ღვთის მითითება, რომელიც მან ქრისტიანს მისცა! და როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იეჰოვა ადამიანის ყურადღების აქცენტირებას იმაზე კი არ ახდენს, რომ ასეთი ქრისტიანის კრებაში ყოფნა გარკვეულ გულის ამაჩუყებელ მდგომარეობას უნდა წარმოადგენდეს, რომელიც განპირობებულია დანარჩენი დამსწრეების მხრიდან ყოველგვარი ყურადღებისა და გამორჩენის ეგოცენტრული მოთხოვნით. პირიქით, როდესაც კრებაში მოდის, თავად ქრისტიანი უნდა იყოს «ყურადღებიანი» სხვების მიმართ, «წაახალისებდეს სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის» და «ამხნევებდეს» თანამორწმუნეებს! და ქრისტიანს ამის სწავლაც სჭირდება. რადგან ასეთი განწყობა ადამიანის სულიერი წინსვლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ღვთის თვალში.

  სინამდვილეში, ჩვენ კი არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ღვთის ნაცვლად, არამედ ის თავად, უზენაესი შემოქმედის უფლებით მიგვითითებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა სახით უნდა მივიღოთ მისგან დასწავლება და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მოყვასისა და მთელი ქრისტიანული კრებისადმი. იმ ადამიანებზე კი, რომლებსაც ღვთის თვალსაზრისისადმი საპირისპირო დამოკიდებულება აქვთ, სხვათა შორის, ძალიან კარგად თქვა მწერალმა ბერნარდ შოუმ: «ვისაც ღმერთი სწამს, ემორჩილება მას, თქვენ კი ის გინდათ, რომ ღმერთი გემორჩილებიდეთ თქვენ». კარგი სიტყვებია, ასე არ არის?


  და აი აქ თავს უფლებას მივცემ კიდევ ერთი ადამიანის გამონათქვამი მოვიყვანო, რომელმაც სავსებით ნათლად აღნიშნა მოყვასის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების ერთი კონკრეტული მხარე. «მოყვასი — ესაა ის, ვისი საკუთარ თავზე მეტად სიყვარულიც გვაქვს დავალებული და რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა გვაიძულოს გადავუხვიოთ ამ დავალებას» (ამბროზ ბირსი). რაც მართალია, მართალია! ოხ, როგორ ხშირად არ გვაძლევს ზუსტად ეს «მოყვასი» თავშეკავების, თავმდაბლობის, მშვიდობისა და ქრისტიანისათვის სხვა აუცილებელი თვისებების შენარჩუნების საშუალებას! საიდან გამოგვიხტა ასეთი, ეს «მოყვასი»?


«ეს როგორი ქრისტიანები არიან?! მათ ხომ უამრავი ნაკლოვანებები აქვთ!»

  ხუმრობა – იქეთ იყოს, რა თქმა უნდა, თუმცა ზოგისთვის მოყვასთან ურთიერთობის პრობლემა გახდა ქრისტიანული კრებიდან წასვლის მიზეზი. კონფლიქტი, რომელიც გაუგებრობით ან ვინმეს დაუფიქრებელი სიტყვებით იქნა გამოწვეული, იმის სურვილის არ ქონა, რომ თავი «დაიმდაბლო», რათა პირველი შენ მიხვიდე ძმასთან და შექმნილ პრობლემაზე დაელაპარაკო, ან უფრო უარესი, თანამორწმუნეების კრიტიკული შეფასებისაკენ მიდრეკილება – ყოველივე ეს ზოგჯერ ზოგიერთისთვის იმის უცნაური «საფუძველი» ხდება, რომ აღარ დაესწროს ღვთის ხალხის შეხვედრებს.


მინდა ასეთი ილუსტრაცია მოვიყვანო.
  სავსებით ჩვეულებრივი სურათი. ახალგაზრდა წყვილი, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ. რამდენ სიხარულს, აღფრთოვანებას და გრძნობების ქარიშხლებს იწვევენ ის საათები რომლებსაც ისინი ერთად ატარებენ! ავიწყდებათ რა ყველაფერი ამ ქვეყანაზე, ახალგაზრდები მოუთმენლად ელიან შემდეგ შეხვედრას, რათა კვლავ განიცადონ ურთიერთობის ეს დიდი სიამოვნება. რა შეიძლება ამაზე უკეთესი იყოს?…

  ან როგორი აღმაფრთოვანებელია ამ ახალგაზრდებისთვის ქორწინების დღე! რადგან ეხლა ხომ მარადიულად ერთმანეთს ეკუთვნიან ისინი, ხდებიან ერთი ოჯახი და ერთი მთელი. და ეჩვენებათ, რომ მათი მომავალი ცხოვრება უკვე არასოდეს და არაფრით აღარ იქნება დაჩრდილული, რადგან მათ ხომ ასე ძლიერ უყვართ ერთმანეთი!
  …გადის თაფლობის თვე. იწყება ჩვეულებრივი დღეები თავისი მოთხოვნილებებით, საზრუნავებითა და განცდებით. და როგორც ხშირად ხდება, სულ მცირე ხნის წინ არსებული იდილიის სურათი, სულ სხვა სახეს იღებს. ახალგაზრდა მეუღლეები ამჟამად ერთმანეთში აღმოაჩენენ არა მხოლოდ იმ თვისებებს, რომლებიც ასე აღაფრთოვანებდა მათ თავიდან, არამედ იმ თვისებებსაც რომლებიც ამ დრომდე დაფარული იყო (ან, შესაძლოა, თავიდან უბრალოდ არც კი აქცევდნენ მათ ყურადღებას) მათი პიროვნებების ნაკლებად სახარბიელო მხარეებს. თითოეულ მათგანს სულ უფრო ნათლად უწევს თავისი ცხოვრების თანამგზავრის არასრულყოფილ თვისებებთან შეჯახება. ახალგაზრდების გასაკვირად ისინი აღმოაჩენენ, რომ მათ აქვთ არა მხოლოდ საერთო შეხედულებები და გემოვნება გარკვეულ საკითხებში, არამედ ასევე ისიც, რაც მათ გემოვნებებსა და ჩვევებს განასხვავებს. სულ უფრო ნათელი ხდება აღზრდაში, ინტერესების წრეში, ფინანსების მართვისა და საოჯახო საქმეების მიმართ მიდგომაში და დასვენების საკითხებში მათ შორის არსებული სხვაობა. ხანდახან მეუღლეთა შორის კონფლიქტები და დავებიც კი ხდება…

  მაშ ასე, რა მოხდა? ნუთუ მათი გრძნობები ერთმანეთის მიმართ გულწრფელი არ იყო? ნუთუ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა რეალობაში სიყვარულს არ წარმოადგენდა? ან, შესაძლოა, ისინი უბრალოდ ატყუებდნენ ერთმანეთს?
  რა თქმა უნდა, არ ღირს ასეთი საბრალდებო დასკვნების ასე სწრაფად გაკეთება! არავითარი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდა შეყვარებულებს შორის სიყვარული არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ურთიერთობაში გამოვლინდა არა მხოლოდ თბილი გრძნობები, არამედ განხეთქილებები და დავებიც. სინამდვილეში ასეთი რამ სავსებით ჩვეულებრივ სურათს წარმოადგენს ოჯახებში, სადაც ნამდვილად მთელი გულით უყვართ ადამიანებს ერთმანეთი! მათ შორის ქრისტიანულ ოჯახებშიც. ასეთი სიტუაცია მხოლოდ კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს სიტყვებისა, რომელიც ოდესღაც მოციქულმა პავლემ თქვა მათზე, ვინც ოჯახის შექმნას აპირებდა: «ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ» (1 კორინთელები 7:28). და სამწუხაროდ, ეს ფაქტია!
  და მით უმეტეს, მართლაც სულელური იქნებოდა იმის მტკიცება, რომ მეუღლეებს შორის წარმოქმნილი სირთულეები იმის ერთგვარ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ მათმა ქორწინებამ ღვთის, როგორც ქორწინების დამფუძნებლის, მოწონება დაკარგა (დაბადება 1:27,28; 2:21-23; მათე 19:4-6). ქორწინება – წმინდა მოწყობილობაა, რომლის დანიშნულებაც ქორწინებაში მყოფი ადამიანებისათვის ნამდვილი ბედნიერების მოტანაა! თუმცა ყოველი გონიერი ქრისტიანი დამეთანხმება, რომ სხვადასხვა და სავსებით გასაგები მიზეზების გამო, ქრისტიანთა ქორწინებაც კი ვერ იქნება ავტომატურად დაზღვეული გარე და შინაგანი სირთულეების ზეგავლენისაგან…

  თუმცა, რისთვის მოვიყვანეთ ამ ახალგაზრდა წყვილის მაგალითი?

  ჩვენს წინაშე დახატული სურათი შეიძლება იმის გარკვეულ შედარებად გამოგვადგეს, რაც ცალკეული ადამიანის ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობას შეეხება. როდესაც ახალი ადამიანი პირველად მოდის ქრისტიანთა კრებაში, ის მაშინვე ამჩნევს დიდ სხვაობას მათსა და იმ ტიპიურ ატმოსფეროს შორის, რომელიც საერო საზოგადოებაშია გაბატონებული. თბილი გრძნობები, გულწრფელი რწმენა, დაჟინებული სურვილი ისწავლონ ღვთის მცნებები და პრინციპები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი, პრინციპულობა ზნეობრივ საკითხებში… ეს და მრავალი სხვა რამ მაშინვე თვალში ხვდება ახალ მოსულს. რაღა თქმა უნდა, მას სიამოვნებს ასეთ გარემოცვაში ყოფნა. და, უეჭველია, მას სურს რომ გააგრძელოს იმ ღმერთის გაცნობა, ვისი სულიც ეხმარება ამ ქრისტიანებს ასეთ წარმატებებს მიაღწიონ. შედეგად მრავალი ადამიანი თავადაც ქრისტიანული კრების წევრი და იეჰოვას მოწმე ხდება. და ეს ძალიან სასიამოვნოა.

  მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც ახალგაზრდა წყვილის შემთხვევაში, გადის გარკვეული დრო, და ახალი ქრისტიანი იწყებს სხვა თანამორწმუნეების არა მხოლოდ დადებითი თვისებების დანახვას, არამედ ასევე ნაკლოვანებებისაც. როგორც აღმოჩნდება, პრაქტიკულად ყველა მის თანამორწმუნეს ჰქონია მისთვის არასასიამოვნო ჩვევა თუ ქცევის მანერა. ან ზოგჯერ შეიძლება ვინმემ შემთხვევით თქვას რაღაც, რაც შეიძლება მის გრძნობებს შეეხოს. იწყება უთანხმოებები, წარმოიქმნება კონფლიქტები…

  მაშ ახლა როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება? ქრისტიანულ კრებაში – ყველა თვალთმაქცია? ან, იქნებ, საერთოდ არ არიან ესენი ქრისტიანები და ქრისტე არ იცნობს მათ? 
  არა, ამის თქმა არ შეიძლება. თავად ადამიანების არასრულყოფილების ფაქტი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ როგორც ნიშანი იმისა, რომ ისინი ღვთისთვის მიუღებლები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იეჰოვასადმი მიძღვნილი ქრისტიანებიც კი, სამწუხაროდ, ხშირად სჩადიან, და კიდევ უფრო სამწუხაროდ, კვლავ ჩაიდენენ გარკვეულ უნებლიე შეცდომებს და უგუნურად მოიქცევიან. უბრალოდ იეჰოვა მათ ამისაგან როდი იცავს. ქრისტიანები კვლავ არასრულყოფილ ადამიანებად რჩებიან!

  ბიბლია ადამიანის ღვთისადმი მიძღვნას, ერთმანეთს შორის მეუღლეების ურთიერთობას ადარებს (ეფესოელები 5:21-33; 1 პეტრე 3:21). როდესაც ადამიანი ღმერთს უძღვნის თავს, ის პირობას დებს, რომ მეტად უკვე აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს, არამედ მხოლოდ მას. ეს გულისხმობს გააზრებულ თავგანწირვას და სურვილს ღვთის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დააყენოს (მათე 6:33).   
  ზუსტად ასევეა მეუღლეების შემთხვევაშიც, რომლებიც ქორწინდებიან, ისინი ერთგულებისა და ერთმანეთისადმი პატივისცემის აღთქმას დებენ. მაგრამ დავფიქრდეთ, განა ამავდროულად მათი ორმხრივი თანხმობა იძლევა იმის გარანტიას, რომ მათი შემდგომი ოჯახური ცხოვრება შავი ღრუბლების გარეშე გაგრძელდება? არანაირად. მსგავსადვე ადამიანის ღვთისადმი მიძღვნაც არ უნდა შეფასდეს ამ ადამიანის მიერ, როგორც აბსოლუტური სულიერი იდილიის გარანტია, სადაც არ იქნება სირთულეები და გამოცდები.
  გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ნათლად უნდა აცნობიერებდეს, რომ სურვილი მიჰყვეს ქრისტეს გზას, ბუნებრუვად გულისხმობს მრავალრიცხოვან სირთულეებს, რწმენის გამოცდებსა და რთულ ბრძოლას. ბიბლია ამის შესახებ ასე ამბობს: «ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს» (1 პეტრე 2:21). «მსგავს სატანჯველს თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში» (1 პეტრე 5:9). და კიდევ: «ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს» (საქმეები 14:22). და ამის მრავალი მიზეზი არსებობს.
  პირველი, ქრისტიანული სურვილი არ იყოს «ამ ქვეყნიერების ნაწილი» ასეთ ადამიანს უნებლიედ აყენებს იმ ადამიანების ოპოზიციაში, ვინც ბიბლიისადმი გილგრილია, რომელთაც არ შეუძლიათ იწამონ, შეიყვარონ ღმერთი და სურვილი არ აქვთ მისი მცნებების თანახმად იცხოვრონ (იოანე 15:19; 17:16; 1 პეტრე 4:4). ბუნებრივია, რომ გარშემომყოფი საზოგადოების სული ქრისტიანის მიერ ვერ აღიქმება, როგორც რაღაც სასარგებლო და მისთვის აღმშენებლური (იოანე 18:36). როგორც აბრაამი, ქრისტიანებიც «დროებით მცხოვრებლებად» თვლიან საკუთარ თავს ამ უღმერთო ქვეყნიერებაში (ებრაელები 11:13). ზუსტად ამიტომაც არ გვეჩვენება უცნაურად იესოს ერთ-ერთი პირველი გაფრთხილება, რომ მისი მოწაფეები მოძულებულნი იქნებოდნენ ქვეყნიერების მიერ (იოანე 15:18-20).

  მეორე, იყო ქრისტიანი პირველ რიგში ნიშნავს იმუშაო საკუთარ თავზე, რათა ღვთის წმინდა სულს საშუალება მიეცეს ნელ-ნელა კორექტირება და გაუმჯობესება მოახდინოს ადამიანის შინაგანი სულიერი პიროვნებისა. წმინდა წერილი გვიჩვენებს კონტრასტს იმას შორის, თუ რისი დანახვა სურს ადამიანში იეჰოვა ღმერთს და იმას შორის, თუ რეალურად რა მდგომარეობაა ადამიანში მოცემულ მომენტში (გალატელები 5:19-25). ამ მიმართებაში ბიბლია ერთგვარი «სარკის» როლს ასრულებს, რომელიც საკუთარ თავში რეალური სულიერი მდგომარეობის დანახვაში გვეხმარება (იაკობი 1:22-25).

  მაგრამ ესაც როდია ყველაზე სამწუხარო გარემოება. სიტუაცია უფრო მეტად იმით რთულდება, რომ ცოდვა არა მხოლოდ «წარმატებით» აფუჭებს ღვთის მიერ თავდაპირველად ადამიანში ჩადებულ თვისებებს, არამედ ხელსაც უშლის მათ გამოსწორებას. «რადგან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო. ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, და ვერ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გინდათ» (გალატელები 5:17; შეადარეთ რომაელები 7:21-25). ამის გათვალისწინებით ჩვენ გაგვიჭირდება იოლი და უდარდელი ცხოვრების იმედი გვქონდეს, თუ ჩვენ ამასთანავე გვინდა, რომ თავს ქრისტეს ერთგულ მოწაფეებად აღვიქვავდეთ, რომლებსაც სურვილი აქვთ სულ უფრო მეტად გაუმჯობესდნენ (ეფესოელები 4:12).

  მესამე, ჩვენში არასრულყოფილების არსებობა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არანაკლები არასრულყოფილებაა ასევე სხვა ქრისტიანებშიც. რაც არ უნდა უცნაური იყოს, აი ამ რეალობასთან შეგუება უჭირს ყველაზე მეტად ზოგიერთ ქრისტიანს. ჩვენ ცოდვილობას, რა თქმა უნდა, მშვენივრად აღვიქვავთ ჩვენ თვითონ. და ჩვენ სრულიად ვეთანხმებით იმას, რომ ურწმუნო ადამიანებშიც მრავლადაა ნეგატიური თვისებები. მაგრამ, რამდენად გვეძნელება ხანდახან თანამორწმუნის მხრიდან გამოვლენილი არასრულყოფილების პატიება! განსაკუთრებით, თუ ასეთი არასრულყოფილი ქმედება ჩვენთან მიმართებაში ვლინდება!
  სამწუხაროა, მაგრამ, ამის შესახებ რატომღაც ავიწყდება ზოგიერთ ქრისტიანს, როდესაც ანალოგიურ სიტუაციას აწყდებიან ცხოვრებაში. კიდევ უფრო მძაფრად მსგავსი პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს ასეთი ადამიანის მხრიდან, თავისივე კრების წევრთან მიმართებაში. მაგალითად, დროდადრო შეიძლება გაიგონოთ, თუ მსგავსი ადამიანები როგორ იწყებენ საჯაროდ იმაზე საუბარს, თუ როგორ არიან განაწყენებული საკუთარ თანამორწმუნეზე, ზოგჯერ კი ასეც კი ამბობენ: «თვალები ამეხილა! მე მივხვდი, რომ ჩემს კრებაში სიყვარული არ არის!», ან რაიმე ამის მსგავსს. ხოლო ყოველივე ამის მიზეზს კი, როგორც წესი, წარმოადგენს… არა, სულიერი ძმებისა და დების არასრულყოფილება არა (ეს ისედაც ნათელია), არამედ თავად ასეთი ქრისტიანის მხრიდან იმის აშკარა მიუხვედრელობა, თუ რა მიზნები და რა მოლოდინი აქვს იეჰოვა ღმერთს, ასევე იმ სიბრძნის ჩაუწვდომლობა, რომლითაც ღმერთი თავის ხალხში მოქმედებს. ისეთივე არასრულყოფილ ხალხში, როგორიც თავად ეს ადამიანია.
  ეჭვგარეშეა, იეჰოვას სურს, რომ ჩვენ ვიყოთ «სრულყოფილები, როგორც ჩვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი» (მათე 5:48; ეფესოელები 5:1). ამიტომ არასრულყოფილ ქრისტიანებს ღმერთი სპეციალურ დასწავლებას სთავაზობს - «წმინდების გამოსასწორებლად» (ეფესოელები 4:12; შეადარეთ კანონი 32:46,47; მალაქია 3:3,4; 2 ტიმოთე 3:16,17). მაგრამ განა საბოლოოდ ღმერთმა სასწაულებრივად აქცია ყოველი კრება სრულყოფილი და უცოდველი ადამიანების საზოგადოებად? არავითარ შემთხვევაში. ქრისტიანები კვლავ თავის არასრულყოფილებაზე დამოკიდებულნი რჩებიან. და კიდევ არც თუ მცირე დრო გავა, მანამ, სანამ ისინი მართლა დაიწყებენ ღვთის დიდების არეკვლას (2 კორინთელები 3:18).

  რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც არასრულყოფილ ადამიანებს, შეიძლება, გვინდოდეს, რომ ჩვენს ქრისტიანულ კრებებში ყველაფერი მართლაც სხვანაირად იყოს: რომ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები პირველიდან უკანასკნელამდე სიბრძნესა და თავმდაბლობას ასხივებდეს, და ხორცშესხმული სრულყოფილი ანგელოზები ზრუნავდნენ ჩვენზე დაუღალავად. იდეალურ გარემოცვაში ცხოვრება, რა თქმა უნდა, უფრო იოლი იქნებოდა. მაგრამ მოემსახურებოდა ასეთი სასიამოვნო ატმოსფერო ჩვენს დასწავლებას და ნაკლოვანებებთან ბრძოლის საქმეში ნამდვილ სარგებელს? და განა შეძლებდა ასეთი ადამიანი «აღქმის უნარის გამოყენებით» სხვა არასრულყოფილ ადამიანებთან სწორად ურთიერთობას?  (ებრაელები 5:14). საეჭვოა.   

ამიტომ ქრისტეს მოწაფე არ უნდა ჩავარდეს რაიმე სახის ემოციურ უკიდურესობებში, როდესაც რაიმე მზგავსს აღმოაჩენს. მაგალითად, ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა თავის მსახურებს მიმართავს: «საყვარელნო, ნუ ჩაცვივდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის, თითქოს უცნაური რამ გემართებოდეთ. პირიქით, გიხაროდეთ» (1 პეტრე 4:12,13).

  თუმცაღა, თითქოსდა, რა არის იმაში სასიხარულო, თუ ქრისტიანის ცხოვრებაში სირთულეები და განსაცდელებიც კი წარმოიშობა? და რა არის იმაში კარგი, თუ ადამიანი თავისივე თანამორწმუნეების მხრიდან არასრულყოფილების გამოვლინებას ხვდება? განა ასეთი სიტუაციები იმედგაცრუებასა და გულისტკივილს არ წარმოშობს?


  ამ კითხვაზე პასუხად ბიბლიის შემდეგი სიტყვები გვევლინება: «ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით, რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ. მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გაკლდეთ… ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს, რადგან მოწონებას დაიმსახურებს და მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელსაც იეჰოვა თავის მოყვარულებს დაჰპირდა» (იაკობი 1:2-4,12).
  მაშ ასე, კარგი იქნება შევიხსენოთ: ქრისტიანულ კრებაში მთავარია - არა რაღაც მოჩვენებითი სრულყოფილების ფაქტი სხვა ადამიანებში (რომელიც დღეს არცერთ ღვთის მსახურს არ აქვს), არამედ ყოველი ცალკე აღებული ადამიანის მხრიდან საკუთარი თავის გამოსწორებისა და გაუმჯობესებისათვის მზადყოფნის ნამდვილი სული, იეჰოვა ღმერთის წმინდა სულის დახმარებით. ასეთი განწყობის საკუთარ თავში განვითარება კი შეუძლებელია იმის გარეშე, რომ შენს გარშემო მყოფ არასრულყოფილ ადამიანებს იეჰოვას თვალით უყურო - ანუ არ მისცე მათ შეცდომებსა და გადაცდომებს იმის უფლება, რომ გაიძულონ იმაზე ნაკლებად გიყვარდნენ ისინი, ვიდრე ღმერთს უყვარს. განა უკეთესი არ იქნება, თუ ჩვენი ახლობლებისთვის ისე ვიცხოვრებთ, როგორც ღვთისათვის ვიცხოვრებდით? ამის გააზრება დაგვეხმარება რომ გავუმჯობესდეთ, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები, და ახალი, ღვთის მოსაწონი პიროვნება შევიმოსოთ (ეფესოელები 4:22-24).

არასრულყოფილების მეშვეობით სწავლება?

   შეიძლება ვინმემ იკითხოს: «უკაცრავად, მაგრამ განა ღმერთი ჩვენს დასწავლას სხვა ადამიანების არასრულყოფილებისა და ნაკლოვანებების მეშვეობით დაიწყებს? ან იქნებ თვითონ არაა სრულყოფილი ღმერთი? განა ასეთ შემთხვევაში დასწავლების უფრო ამაღლებულ მეთოდებს არ გამოიყენებდა?».

  ამაზე მინდა ვთქვა: ღმერთი ყოველთვის ასე ასწავლიდა და დღესაც ასე აგრძელებს სწავლებას! და ზუსტად იმიტომ, რომ ის სრულყოფილია. და ესე იგი – ბრძენიც! და ზუსტადაც თავისი სიბრძნის წყალობით, იეჰოვა იყენებს სხვა ადამიანებში რეალურად არსებულ არასრულყოფილებასა და ნაკლოვანებებს ჩვენივე პირადი გაუმჯობესებისათვის. როგორც, სხვათა შორის, სხვა ქრისტიანებიც უნდა სწავლობდნენ, ჩვენს მრავალრიცხოვან ნაკლოვანებებთან შეჯახებისას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მომთმენები უნდა ვიყოთ სხვისი ნაკლოვანებების მიმართ, თუნდაც იმიტომ, რომ მათაც უწევთ ჩვენი ნაკლოვანებების მოთმენა.
  და საერთოდ, თავად იესოც კი «ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში» (ებრაელები 4:15). თითქოსდა, ვითომ რისი სწავლება სჭირდებოდა ღვთის ძეს, რომელიც «უხილავი ღვთის ანარეკლია»? (კოლოსელები 1:15). თუმცა ბიბლია აქაც კი განგვიმარტავს, რომ სათანადო დასწავლისა და იმ გამოცდების გარეშე, რომლებიც იესომ დედამიწაზე არასრულყოფილ ადამიანებს შორის ყოფნისას გადაიტანა, ის ვერ შეძლებდა თავისი ჯილდოს ღირსი გამხდარიყო. ეს ფაქტი ბიბლიაში შემდეგი სიტყვებითაა გადმოცემული:«თუმცა ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა, და მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა, თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე გახდა პასუხისმგებელი, რადგან ღმერთმა სწორედ მას უწოდა მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით» (ებრაელები 5:8-10). იესო სრულყოფილი იყო. მიუხედავად ამისა ერთგულების შენარჩუნება მისთვის იოლი არ იყო! მაგრამ ეს გარემოება მან მზადყოფნით გამოიყენა საკუთარი თავის კიდევ უფრო უკეთესად განსასწავლად.
  მაშ ასე, თუ სრულყოფილი იესოსთვისაც კი აუცილებელი იყო დედამიწაზე კიდევ რაიმეს სწავლა, მაშინ ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, როგორ შეგვიძლია საკუთარ თავზე იმის თქმა, რომ ჩვენ არ გვესაჭიროება ღვთიური დასწავლება და გამოცდების გავლა, რომლებიც თვალნათლივ აჩვენებენ, თუ როგორ ქრისტიანებს წარმოვადგენთ სინამდვილეში? სამწუხაროა, მაგრამ «მონა თავის ბატონზე დიდი არ არის»! (იოანე 15:20).
  როდესაც ჩვენ არასრულყოფილ ადამიანებთან გვიწევს შეხება, და მით უმეტეს ჩვენს სულიერ ძმებთან, ჩვენ შესაძლებლობა გვიჩნდება დავინახოთ, თუ სინამდვილეში რას განვიცდით ასეთი ადამიანების მიმართ და რამდენად განვითარებულია ჩვენში მოყვასისადმი სიყვარული. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია სათანადო დასკვნები გავაკეთოთ და საკუთარ თავში ცვლილებები მოვახდინოთ. ამ ვითარებას იესომ გაუსვა ხაზი, როდესაც თქვა: «დაუკვირდით საკუთარ თავს. თუ შენი ძმა შესცოდავს, გაუწყერი, და თუ მოინანიებს, აპატიე. დღეში შვიდჯერაც რომ შესცოდოს შენ წინააღმდეგ და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას, ვინანეო, აპატიე» (ლუკა 17:3,4). და ეს ასეა, რადგან ნამდვილი სიყვარული «განაწყენებას არ ითვლის» (1 კორინთელები 13:4-8). ქრისტიანისთვის კი საჭიროა ისწავლოს ასეთი სიყვარული.
  დიახ, იეჰოვა ღმერთი თავის სიტყვაში იყენებს იმას «რაც, ძნელი გასაგებია» იმ ადამიანისათვის, რომელიც ბიბლიას არასერიოზულად ან კრიტიკულადაც კი უდგება. მაგრამ სინამდვილეში ღმერთის ასეთი გადაწყვეტილება მის სიბრძნეზე მეტყველებს, რადგან ამ შემთხვევაში ყველა, ვინც წმინდა წერილს იღებს ხელში, თავისი გულის რეალურ მოტივებსა და უზენაესისადმი დამოკიდებულების ჭეშმარიტ მოტივებს ააშკარავებს. გავიხსენოთ, რომ მსგავსად იქცეოდა ღვთის ძეც, რომელმაც თავის მსმენელებს იმაზე მიუთითა, რომ მათ, გადასარჩენად «მისი ხორცი უნდა ეჭამათ და მისი სისხლი ესვათ» (იოანე 6:41-59).

  იესოს მოწაფეებისთვის ეს სიტყვებიც ისეთი გამოდგა «რაც, ძნელი გასაგებია». ყველა მათგანს მშვენივრად ესმოდა, რომ ღმერთი კანიბალიზმსაც განსჯის და სისხლის საკვებად მიღებასაც. და ამიტომ იესოს სიტყვები მათთვის სერიოზულ გამოცდად იქცა. ბიბლია სიტუაციას ასე აღწერს: «ამის მოსმენაზე ბევრმა მისმა მოწაფემ თქვა: «ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა?». იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ამაზე დრტვინავდნენ და უთხრა მათ: «ეს გაბრკოლებთ? მაშინ რაღას იზამთ, კაცის ძე რომ იქ ამავალი დაინახოთ, სადაც აქამდე იყო? სული აცოცხლებს, ხორცი კი უსარგებლოა. ჩემი ნათქვამი სიტყვები სული და სიცოცხლეა. მაგრამ თქვენს შორის ისეთებიც არიან, რომელთაც არა სწამთ… ამიტომ გითხარით, რომ არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ არ მისცა ამის ნება». ამის გამო ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა და აღარ დაჰყვებოდა მას» (იოანე 6:60-66).

  თუმცა იესოს მოწაფეები, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ვერ მიხვდნენ უფლის იმ სიტყვებს აზრს «რომლის მოსმენაც შეუძლებელი იყო», მაინც მიენდვნენ იმას, რომ ღვთის ძემ ეს ტყუილაუბრალოდ კი არ თქვა, არამედ ჰქონდა «მარადიული სიცოცხლის სიტყვები», რომელიც უნდა მიეღოთ (იოანე 6:67-69). 

  თუ გონიერი ქრისტიანი იეჰოვას ასეთი მოქმედების პრინციპს აცნობიერებს, ის არ ჩავარდება ემოციებში მაშინაც კი, როდესაც ვინმეს შეცდომებს ან სრულყოფილი ღმერთის კრებაში, არასრულყოფილებას აღმოაჩენს. ასეთ მომენტებში სრულიად დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ იმაში, რომ ღმერთისთვის ქრისტიანული კრების აბსოლუტურად ყველა წევრის ცხოვრების წესი კარგადაა ცნობილი. აუცილებლობისა და სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ჩაერიოს საქმის ვითარებაში და დროული და სიყვარულიდან გამომდინარე რჩევა მისცეს იმ ადამიანს, ვისი საქციელიც, შესაძლოა, გამოსწორებას საჭიროებს.

  მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სხვების მხრიდან გამოვლენილი მსგავსი ადამიანური ნაკლოვანებები ამავდროულად ყოველი მათგანის რწმენის გამოცდასაც წარმოადგენს, ვისაც ისინი შეეხება. რადგან იესომ თქვა: «ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ» (მათე 7:1). ეს ღვთისაგან მომდინარე ბრძანებაა! და მანამ, სანამ საკუთარი ძმებისთვის ბრალის დადების ცდუნებას დავყვებოდეთ, სჯობს დავფიქრდეთ: თუ ადამიანი ამ ბრძანებას არღვევს და საკუთარ თავზე იღებს მოსამართლის როლს (ანუ მის როლს, ვისაც უფლება აქვს განსაზღვროს ადამიანის მოტივები და განაჩენი გამოუტანოს მას), განა ასეთი გამომწვევი ნაბიჯი მისი გულის მდგომარეობაზე არ იმოქმედებს? განა ასეთი საქციელი იმის მსგავსი არ იქნება, რაც სატანამ მოინდომა? (შეადარეთ დაბადება 3:5; ესაია 14:13,14).

  ჩვენ თუ კვლავ და კვლავ ვიხსენებთ ძმის ადრინდელ შეცდომებს, განა მხედველობიდან არ გვრჩება ის გარემოება, რომ ეს შეცდომები უკვე დიდი ხანია რაც იეჰოვას მიერ მიტევებული იქნა? (რომაელები 4:23-25). ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაკუთრებთ საეჭვო უფლებას, გავასამართლოთ ადამიანი იმ შეცდომებისათვის, რომლებიც იეჰოვამ უკვე აპატია!

  რა თქმა უნდა, იეჰოვა ყურადღების გარეშე არ ტოვებს ქრისტიანების სერიოზულ შეცდომებს. და თავის სიტყვაში მან სპეციალური მითითებები მოგვცა, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ სხვა ქრისტიანები შემცოდველს რომელიც არ ინანიებს, რომელიც, «ძმად იწოდება, მაგრამ მეძაობს, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია», ან რაიმე სხვა სახის არასწორი ქმედებების ჩადენას აგრძელებს. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს «ასეთებთან ერთად არც კი ჭამონ». ღვთისგან გათვალისწინებულ ამ საკითხში ქრისტიანები «შინაურებს ასამართლებენ», ანუ მათ, ვინც ქრისტიანული კრების ნაწილს წარმოადგენს, და «იშორებენ ბოროტ ადამიანებს» (1 კორინთელები 5:9-13).

  თუმცაღა მსგავსი მძიმე ცოდვები მაინც უფრო გამონაკლისს წარმოადგენს. ყველაზე გავრცელებულ შემთხვევებში ქრისტიანები თანამოწმუნეთა ისეთ შეცდომებს ეჯახებიან, რომლებიც სულაც არ არის განპირობებული მათში «ღვთისმოსაწონი დანაღვლიანების» არარსებობით და გააზრებული ბოროტი ჩანაფიქრით (2 კორინთელები 7:10,11). როგორც წესი, ჩვენს ძმებში, ჩვენ ისევ იმავე არასრულყოფილების შედეგებს ვხედავთ, რომლითაც თავადაც არა ნაკლებ იტანჯებიან. ამიტომ თანამორწმუნეების მიმართ ჩვენმა სიყვარულმა, უნდა აღგვძრას გაგებით მოვეკიდოთ როგორც მათ, ასევე მათ ნაკლოვანებებს. განა ჩვენი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ცნობილი «ოქროს წესის» არეკლვა არ იქნებოდა, რომელიც იესომ მოგვცა: «ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების არსი»? (მათე 7:12).

  სხვების ნაკლოვანებებზე ჩვენი რეაქცია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, იეჰოვას აჩვენებს, თუ რას წარმოვადგენთ როგორც ქრისტიანები.  ჟან ბატისტ ვიანეს სიტყვების თანახმად, «როგორც კარგ ჯარისკაცს არ ეშინია ბრძოლისა, ასევე არ უნდა ეშინოდეს კარგ ქრისტიანს გამოცდების. ყაზარმაში ყველა ჯარისკაცი მამაცია, და მხოლოდ ბრძოლის ველზე ჩანს სხვაობა მამაცებსა და ლაჩრებს შორის». მსგავსადვე შეიძლება გამოიყენოს ღმერთმა კრებაში ვინმეს დაშვებული შეცდომები, იმის გამოსავლენად, თუ რამდენად გულწრფელად ანვითარებენ მოთმინებასა და ღვთის სამართლიანობისადმი რწმენას დანარჩენი ქრისტიანები, ხოლო, ამასთან ერთად კი, რომელიმეს ასე აუცილებელი თვისებების გამოვლენას ასწავლის. მსგავსი სიტუაციები გვეხმარება იმის გამოვლენაში, მართლა აყენებს თუ არა ქრისტიანი სხვების გრძნობებსა და მოთხოვნილებებს, საკუთარ ემოციებზე მაღლა და ასეთი ადამიანის რეალურ მოტივებს ამჟღავნებს (1 კორინთელები 10:24,33; ფილიპელები 2:3,4).

  ამავდროულად, სჯობს საკუთარი სიამაყე დაკარგო საყვარელი ადამიანებისთვის, ვიდრე საყვარელი ადამიანები დაკარგო შენი სიამაყის გამო. რადგან ღმერთი და ქრისტე ჭეშმარიტად ისე გვიყვარს, რამდენადაც ჭეშმარიტად გვიყვარს ჩვენი მოყვასი. თუმცა, სიყვარულის უარყოფით, ადამიანი მხოლოდ ღმერთს კი არ უარყოფს, არამედ ხმამაღლა იწვევს ეშმაკსაც.

მაგრამ, თუ უსამართლოდ მომექცნენ?

  კარგი კითხვაა! მართლაც, რა ძნელია ემოციებისა და გულისწყრომის მოთოკვა, როდესაც გრძნობ, რომ შენს მიმართ რომელიმე თანამორწმუნე არაკორექტულად და უსამართლოდ მოიქცა! და სამართლიანობის აღდგენის ასეთი სურვილი სავსებით ბუნებრივია. რადგან თავად ღმერთზეცაა ნათქვამი «იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია» (ფსალმუნები 37:28; ესაია 61:8).

  ეხლა როგორღა მოვიქცეთ?

  იეჰოვამ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი არ დატოვა საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვის გარეშე.

  პირველი, ბიბლია არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ღვთის ერთგულ ქრისტიანებს შორის ურთიერთობებში გართულებები არ მოხდება. საკმარისია გავიხსენოთ ცნობილი შემთხვევა «გაცეცხლებისა», რომელიც სულიერად ისეთ მოწიფულ ქრისტიანებს შორის მოხდა, როგორებიც იყვნენ პავლე და ბარნაბა (საქმეები 15:36-39). როგორც ჩანს მსგავსი უთანხმოებები ახასიათებდათ ასევე ქრისტიან ქალებს, ევოდიასა და სინტიქეს (ფილიპელები 4:2). განა უსიამოვნო შემთხვევას არ ჰქონდა ადგილი, როდესაც «ბერძნულენოვანმა იუდეველებმა დრტვინვა დაიწყეს იმის გამო, რომ ებრაულენოვან იუდეველებს საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ მათი ქვრივები»? (საქმეები 6:1). ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთი ადრეული ქრისტიანი საკუთარ თავს უფლებას აძლევდა «ერთმანეთი ფენებად დაეყოთ», «შეურაცხეყოთ ღარიბი» თანამორწმუნე, რითაც «მიკერძოებას ავლენდნენ», და «ძრახავდნენ ერთმანეთს» (იაკობი 2:4,6,9; 4:11). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იაკობი კითხვას უსვავს მათ: «რა იწვევს თქვენს შორის ომსა და დავას?» (იაკობი 4:1).

  გასაგებია, რომ მოციქულების დროსაც კი შეიძლება რომელიმე ქრისტიანს ჰქონოდა სერიოზული საფუძველი, რომ სხვა თანამორწმუნეების მხრიდან უსამართლო მოპყრობის მსხვერპლად ჩაეთვალა თავი. და ასეთ ქრისტიანს სავსებით შეგვიძლია გავუგოთ.
  და თუ ასეთ სამწუხარო შემთხვევებს ადრეულ ქრისტიანებს შორისაც კი ჰქონდა ადგილი, მაშინ გვაქვს თუ არა რაიმე საფუძველი ვიფიქროთ, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია მოხდეს ღვთის თანამედროვე მსახურებს შორის? ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი გულუბრყვილოები, რომ ეს ვუარყოთ. როგორც აღნიშნულია წიგნში «თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს», რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერაა გამოცემული, «რასაკვირველია, სანამ არასრულყოფილები ვართ, დროდადრო შესაძლოა ჩვენი საქციელით სხვები გავანაწყენოთ. ძმებმაც შეიძლება სხვაგვარად შესცოდონ ჩვენს წინააღმდეგ» (გვ.145). და ესეც სამწუხარო რეალობაა. თუმცა საჭირო არაა ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება ჩვენი თანამორწმუნეების უპატიოსნობის შესახებ. უბრალოდ «ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით» (იაკობი 3:2).
  მაშ როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, რომელიმე თანამორწმუნის მხრიდან მსგავსი არასწორი მოქმედების შემთხვევებზე?

  როგორც უკვე ზემოთ იყო აღნიშნული, მსგავს შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი (თუ, რა თქმა უნდა, სერიოზულ ცოდვასთან არ გვაქვს საქმე, რომლის განხილვაც უხუცესების მიერ იქნებოდა საჭირო – კანონი 21:18-20; იაკობი 5:14-16) იქნებოდა მისთვის ნამდვილი ქრისტიანული პატიება, ვინც გაწყენინა. და ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ საუკეთესო მითითებას წარმოადგენს იესოს სიტყვები, მათეს 18:21-35-დან. აქ ქრისტე უბრალოდ კი არ ამბობს, რომ მისმა მოწაფემ უნდა აპატიოს მას ვინც აწყენინა, არამედ ნათლად და სავსებით დამაჯერებლად განმარტავს ამის საფუძვლიან მიზეზებს.

  მაშინაც კი, თუ ჩვენი გრძნობები ისე დუღს, როგორც ქვაბი ღია ცეცხლზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნამდვილი ვაჟკაცობა უფრო იმაში კი არ ვლინდება, რომ ჩხუბი წამოვიწყოთ, არამედ იმაში, რომ მისი თავიდან არიდება შეგვეძლოს, ცეცხლის ჩაქრობით. რადგან რისხვა – უძლურების იარაღია. ის კი, ვინც თავზე კონტროლს კარგავს, შემდგომ დიდხანს ვერ პოულობს თავის ადგილს.

  რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ჩვენთვის კლასიკურ შეხსენებას წარმოადგენს მოწოდება კოლოსელთა 3:13-დან: «მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს».

  აბსოლუტურად რთული არაა იმის დანახვა, რომ იეჰოვა მოგვიწოდებს ვაპატიოთ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ რეალური საფუძველი გვაქვს დარწმუნებულები ვიყოთ ჩვენს სიმართლეში და მეორე მხარის უსამართლობაში – ანუ როდესაც «მიზეზი გვაქვს»! გამოდის, რომ იეჰოვა ამ შემთხვევაშიც იმას მოელის, რომ მივბაძავთ მას მოვალეების მიმართ გულმოწყალებაში, რადგან მას ხომ ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენი სერიოზული დასჯისათვის მიზეზი იპოვოს. როგორც ამის შესახებ იესომ თქვა: «ისწრაფეთ, რომ გულმოწყალეები გახდეთ, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე» (ლუკა 6:36)

  მიტევების გარეშე არ არსებობს ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული. და ამიტომ, იმისათვის რომ სიყვარულს არ გადავეჩვიოთ, მიტევება უნდა შეგვეძლოს. თანაც მართლა მიტევება. ეს კი მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ წყენის მიტევება არ დაგვავიწყდეს, არამედ შემდეგ თავად წყენის დავიწყებასაც. რადგან, «სიყვარული… თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის» (1 კორინთელები 13:5).

  ამასთანავე იესომ ისიც განმარტა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ვინმეს საქციელი ძლიერ ეხება მის გრძნობებს: «თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით. თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა» (მათე 18:15).

  შესაბამისად, თანამორწმუნესთან გართულებული ურთიერთობის მოსაგვარებლად, ქრისტიანს სთავაზობენ პირადად დაელაპარაკოს მას ვინც აწყენინა, ამავდროულად შეინარჩუნოს სიყვარულისა და თავშეკავების სული, და არ მიუშვას ემოციები თავის ნებაზე, რომლებიც კიდევ უფრო გაართულებენ სიტუაციას.


  «ორი მოდავიდან ის მეტი დამნაშავეა, ვინც უფრო ჭკვიანია», ამბობდა ფრანგი მწერალი გოეთე. შენ რომელი გინდა რომ იყო: სულელი თუ მაინც უფრო ჭკვიანი? ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ ის, ვისაც დამნაშავისათვის სამაგიეროს გადახდა უნდა, არსებითად, მისსავე დონეზე ეცემა. როგორც ცნობილია, ის, ვინც ჩვენ გვაღიზიანებს, გვმართავს. ამიტომ, ქრისტიანს თუ საკუთარი ღირსების შენარჩუნება და ღვთის მოწონების დამსახურება უნდა, ის შეეცდება, რომ რთულ სიტუაციაშიც კი გაუზიაროს თავისი გრძნობები მწყენინებელს ისე, რომ მორალურად კი არ გათელოს, არამედ «შეიძინოს თავისი ძმა» (მათე 18:15). როგორც მონტენმა აღნიშნა «ჭეშმარიტი ღირსება მდინარეს გავს: ის რაც უფრო ღრმაა, მით უფრო ნაკლებად ხმაურობს».
  შემთხვევების დიდ უმეტესობაში, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების საკითხში ბიბლიური პრინციპების გამოყენება, მწყენინებელთან საკუთარი პრეტენზიების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა და «სიყვარულით უამრავ ცოდვას ფარავს» (1 პეტრე 4:8). და განა ეს არ უნდა იყო ჩვენი ჭეშმარიტი მიზანი? რადგან ბიბლია შემდეგი სიტყვებით მოგვიწოდებს: «ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ» (1 კორინთელები 16:14).

  თუმცა…

  მე შეგნებულად არ მინდა იმ სიტუაციის შეფასება გავაკეთო, რომელიც ასეთი ქრისტიანის მიერ აღიქმება უსამართლოდ. შეიძლება, ის მართლაც სწორი იყოს, ძმებმა კი მის შემთხვევაში ყველა გარემოება ვერ გაითვალისწინეს. შეიძლება, იმ მომენტისთვის კრების პასუხისმგებელ ძმებს მართლაც არ ეყოთ სირძნე და გამჭრიახობა. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ სიბრძნის უგულებელყოფა შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში ქრისტიანული კრების პასუხისმგებელ ძმებზე იეჰოვას მიერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული, ხოლო «ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება» (ლუკა 12:48; იაკობი 3:1). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველი ასეთი პასუხისმგებელი ძმა ინდივიდუალურად აგებს პასუხს იეჰოვას წინაშე იმისათვის, თუ როგორ «მწყემსავს ღვთის კრებას, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლით შეიძინა» (საქმეები 20:28).  
  თუმცა ამავდროულად ბიბლია შეგვახსენებს, რომ «ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე» (რომაელები 14:12). ამიტომ ასეთ შემთხვევაში თავად ასეთი ქრისტიანის რექცია უფრო მნიშვნელოვანია, რომელმაც საკუთარი თავი სხვისი საქციელით განაწყენებულად მიიჩნია, მაშინ, როდესაც როგორც მას ეჩვენება, სიტუაცია არანაირად არ გვარდება. როგორ მოიქცევა ის ასეთ შემთხვევაში? შეეცდება რომ ღვთის თვალით შეხედოს სიტუაციას და სათანადო თავშეკავებას გამოავლენს, მის ხელმძღვანელობაზე მინდობით, თუ ემოციების მორევში გადაეშვება და თანამორწმუნეებზე ბრალდებების იარლიყების დაკიდებას დაიწყებს და, ბოლოს და ბოლოს, დატოვებს ღვთის ხალხს?

  მაგრამ, განა მომხდარი არ შეიძლება ადამიანმა ისე აღიქვას, როგორც «ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი», რომლის მიუხედავადაც მაინც «მთელი გულით უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს»? (კოლოსელები 3:13).
  ადამიანისთვის, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა, მომხდარი შეიძლება მისი რწმენისა და იეჰოვასადმი მორჩილების ნამდვილ გამოცდად იქცეს. მაგრამ ამავდროულად ასეთი სიტუაცია თამამად შეიძლება განხილული იყოს, როგორც ღვთიური დასწავლების მიღების შესაძლებლობა, სხვა ადამიანის მიერ არასრულყოფილების გამოვლენის ფონზე! (იაკობი 1:2-4,12). და ის, თუ ქრისტიანი რთულ გარემოებებში რამდენად მზადაა შეინარჩუნოს ისეთი ღვთისმოსაწონი თვისებები, როგორიცაა მოყვასის სიყვარული, თავმდაბლობა, მოთმინება და მშვიდობა, მოცემულ მომენტში იმის ნათელ მაჩვენებელს წარმოადგენს, თუ რამდენად მზადაა ღვთიური დასწავლების მისაღებად და რამდენად მზადაა უფლება არ მისცეს სხვის ნაკლოვანებებს მის ცხოვრებისეულ პოზიციაზე და უკვე არჩეულ ქრისტიანულ პრინციპებზე იქონიოს გავლენა.
  საერთოდ, ცოტა არ იყოს გულუბრყვილო ჩანს ზოგიერთი იმ ადამიანის წარმოდგენა, რომლებიც შემდეგნაირად აზროვნებენ: «ღმერთი თუ სამართლიანია და სურს, რომ მისმა მსახურებმაც ასევე გამოავლინონ სამართლიანობა, მაშინ ღვთის ხალხში არ შეიძლება ადგილი რომ ჰქონდეს უსამართლობის, გაუგებრობის, დაუდევრობისა და შეცდომების დაშვების შემთხვევებს. მაგრამ მე თუ ჩემს კრებაში მსგავს რაღაცეებს ვხვდები, მაშინ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კრება სულაც არაა ქრისტიანული». ქრისტიანთა საზოგადოებაზე ასეთმა ზედაპირულმა შეხედულებამ, ის ადამიანები, რომლებიც კრებებში ნაკლოვანებების რაიმე გამოვლინებებს შეხვდნენ, დროდადრო შესაძლოა იქამდე მიიყვანოს, რომ გადაწყვიტონ დატოვონ თანამორწმუნეები, ან უარეს შემთხვევაში იეჰოვასა და ბიბლიის მიმართ ნდობა დაკარგონ (იგავები 18:1). მაგრამ ბიბლიური თვალსაზრისით ასეთი შეხედულება განა სწორია? განა წმინდა წერილები შეიცავს ღვთის მსახურების ცხოვრებიდან ისეთ მაგალითებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ «ჰეპი-ენდის» სულითაა გაჟღებთილი? არანაირად.

  განა მოსემ ასე სასურველ აღთქმულ მიწაზე შესვლის შესაძლებლობა არ დაკარგა? (კანონი 33:52). ან იქნებ დავითის ინდივიდუალური ცოდვების გამო არ დაისაჯნენ მისი ახალშობილი ძე და, მოგვიანებით კი - ათასობით იუდეველი (2 სამუელი 12:15-18; 24:1-15)? ან დავითისათვის ასე საყვარელი პიროვნების, იონათანის სიკვდილი როგორ შეიძლება შეფასებულიყო, რომელმაც დავითი ცხებულ მეფედ აღიარა და იმედი ჰქონდა, რომ მეორე კაცი გახდებოდა მის შემდეგ? (1 სამუელი 23:17; 31:2).

  ბიბლიაში მრავალი მსგავსი მაგალითის პოვნა შეიძლება…

  ასე, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევა, რომელიც იონათანის ძეს, მეფიბოშეთს დაემართა. ეს ადამიანი, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ხეიბარი იყო, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მეფე დავითის ერთგული რჩებოდა (2 სამუელი 4:4). მეფე დავითის წინააღმდეგ აბესალომის აჯანყებისასაც კი განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენდა იეჰოვას ცხებული მეფისადმი (2 სამუელი 19:24). მაგრამ მისმა მსახურმა, ციბამ, რთული სიტუაციით ისარგებლა და დავითის წინაშე ჭორები დაუყარა მეფიბოშეთს, რომელმაც, დაიჯერა ეს ჭორები და სიბას მეფიბოშეთის მთელი ქონება მისცა (2 სამუელი 16:1-4).

  შემდგომ მეფიბოშეთმა აუხსნა დავითს საქმის რეალური ვითარება და დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა (2 სამუელი 19:25-28; იგავები 18:17). დავითი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. მაგრამ აღადგინა მან სამართლიანობა იმ დონეზე, რამდენზეც მეფიბოშეთმა დაიმსახურა? მხოლოდ ნაწილობრივ. მეფიბოშეთს თავისი ჭორიკანა მსახურისათვის თავისი ქონების გაყოფა მოუწია (2 სამუელი 19:29,30).

  გრძნობდა თუ არა ეს უდანაშაულო ადამიანი, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ? როგორც ჩანს, კი. და ამისათვის მას საკმარისზე მეტი მიზეზი გააჩნდა. ის შეიძლება აღშფოთებულიყო იმის გამო, თუ ასეთმა ბრძენმა მეფემ, ცხებულმა დავითმა, რატომ გამოიტანა ასე ნაჩქარევი და მცდარი გადაწყვეტილება და რატომ დაუჯერა უსინდისო მატყუარას. მეფიბოშეთს შეიძლება გულს სტკენდა ის, რომ დავითმა კი არ დასაჯა ციბა მისი დანაშაულის გამო, არამედ, პირიქით, მის მიერ მიღებული საჩუქრის ნაწილი დაუტოვა, რომელიც სხვათაშორის, აშკარად უკანონო გზით მოიპოვა. და ბოლოს და ბოლოს, თავად ქონების ნახევრის დაკარგვა, ყოველგვარი დანაშაულის გარეშე, უკვე თავისთავად იყო ძლიერი წყენის საფუძვლიანი მიზეზი.
  მაგრამ განა დაიწყო მეფიბოშეთმა მეფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძლიერ გაპროტესტება და, მისი მიკერძოებაში და მის მიმართ უსამართლო მობყრობაში დადანაშაულება? დაასკვნა თუ არა მან, რომ დავითი აღარ წარმოადგენდა ღვთის ცხებულს და, შესაბამისად, ღვთიურ კურთხევას მოკლებული იყო? დაიწყო თუ არა მან ისრაელიანთა შორის ხმების გავრცელება ამ შემთხვევის შესახებ და დაიწყო თუ არა მომხრეებისა და გულშემატკივრების ძიება? არა, ვერაფერ მსგავსს ვერ ვნახულობთ წმინდა წერილებში! პირიქით, მეფიბოშეთმა სწორი, დადებითი თვალსაზრისი გამოავლინა თავისი გარემოებების მიმართ და კონცენტრირებას პირად წყენებზე კი არ ახდენდა, არამედ ის გაცილებით დიდი კურთხევა ახარებდა, რომელიც მთელ ისრაელს შეეხებოდა – კერძოდ კი, იეჰოვას ცხებული მეფის ტახტზე დაბრუნება! იმ მეფისა, რომელიც პირადად მას, შესაძლოა, უსამართლოდ მოეპყრო და, სხვათა შორის, არც კი გამოუსწორებია მომავალში თავისი შეცდომა… 

  აი სხვა მაგალითი. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული ზოგიერთი იუდეველი მღვდელი დაშვებული არ იქნა, რომ შეესრულებინა მსახურება. ამის მიზეზი ნეემიას წიგნშია ახსნილი: «ისინი ეძებდნენ თავიანთ ნუსხას თავიანთი წარმომავლობის საჯაროდ დასამტკიცებლად, მაგრამ ვერ იპოვეს, ამიტომ წაბილწულებად მიიჩნიეს ისინი და მღვდლობის უფლება არ მისცეს. უთხრა მათ თირშათამ, რომ არ ეჭამათ იქიდან, რაც უწმინდესი იყო, სანამ ურიმითა და თუმიმით არ წამოდგებოდა მღვდელი» (ნეემია 7:64,65).
  არც ამ შემთხვევაშია ჩვენთვის ძნელი მათი გრძნობების წარმოდგენა, ვისაც მღვდლად მსახურებაზე უარი უთხრეს. თანაც, წმინდა წერილი სულაც არ იძლევა საფუძველს მივიჩნიოთ, რომ ეს ადამიანები რაიმე სახით მაინც იყვნენ იეჰოვას თვალში უღირსები. რადგან მათ, ისევე როგორც მრავალმა მათმა თანამორწმუნე ძმამ, საკუთარი სახლები მიატოვეს დევნილობაში, სადაც დაიბადნენ და ათეულობით წლები იცხოვრეს, არც თუ იოლ გზას დაადგნენ, იმისათვის რომ წინაპრების ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ, რომელიც თვალით არ ენახათ და რომლის მიწებიც სამოცდაათი წლის განმავლობაში არავის დაუმუშავებია. ყოველივე ამის გასაკეთებლად საჭირო იყო იეჰოვას მიმართ ნამდვილი ნდობის, თვითგანწირვისა და დიდი სიმამაცის გამოვლენა.
  მაგრამ ეხლა რაღა? ნუთუ რაღაც წერილობითი მტკიცებულების არარსებობის გამო, ამ მღვდლებს უარის თქმა მოუწევთ იეჰოვასადმი მსახურებაში იმ საპატიო როლზე, რომელზეც მათ საგვარეულო ხაზით გააჩნდათ უფლება? უდავოა, რომ მათ შემთხვევაში ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა. და ეს მღვდლები, ბუნებრივია, შეიძლება თავს ისე გრძნობდნენ, რომ სამწუხარო უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ. თუმცა მომხდარი განა უნდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ ხმამაღალი გარჩევები მოეწყოთ და ერის ხელმძღვანელები ბიუროკრატიულ თვითნებობაში დაედანაშაულებინათ? ან იქნებ ეს პასუხისმგებლობიდან ჩამოცილებული მღვდლები თავგამოდებით ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ მათი მსახურების უფლება დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო საგვარეულოთა შესახებ ძველ ხელნაწერებზე, რომელთაც ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში ათასი რამ შეიძლება მოსვლოდა? ეჭვგარეშეა, რომ სურვილის შემთხვევაში მღვდლები, რომელთაც პასუხისმგებლობები დაკარგეს, თავის დასაცავად არაერთი არგუმენტის მოყვანას შეეცდებოდნენ. თუმცა ვერაფერს ამის მსგავსს ვერ ვკითხულობთ ჩვენ ბიბლიაში. აი ზუსტად ამიტომ გვეხმარება ეს შემთხვევა, რომელიც აშკარად შემთხვევით როდია ჩაწერილი ღვთის სიტყვაში, იმაში, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ ერთი უბრალო ჭეშმარიტება – ღვთის ხალხს შორის, სამწუხაროდ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სამწუხარო გაუგებრობებსა და არასასიამოვნო ინციდენტებს. არავინ არ ამბობს, რომ ეს კარგია. მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. ამავდროულად მათგან, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა მსაგავსი რამ, იეჰოვა მოელის, რომ მომხდარის გამო ისინი არ დაიწყებენ მთლიანად ღვთის კრების წინააღმდეგ აჯანყებას, არამედ მის მიმართ ნდობას გამოავლენენ და ღვთისადმი მსახურებას სხვა დანარჩენ თანამორწმუნეებთან ერთად გააგრძელებენ. ზუსტად ამისათვის აჯილდოვებს მათ იეჰოვა.  

  საინტერესოა, ნეტა ის პიროვნებები როგორ მოიქცეოდნენ ზემოთმოყვანილ ბიბლიურ სიტუაციებში რომ მოხვედრილიყვნენ, რომელთაც დღეს აქვთ ჩვევად გამხდარი საკუთარი კრებებისა და მთლიანად იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის კრიტიკა, რომლებიც მიზანმიმართულად ხედავენ მათში ნაკლოვანებებს ან მიიჩნევენ, რომ მათ დაუმსახურებლად აწყენინეს? რაღაც ნაკლებად მჯერა, რომ მათ, მეფიბოშეთისა და იმ მღვდლების მსგავსად, თავშეკავება და თავდაბლობა ეპოვათ საკუთარ თავში იმისათვის, რომ იმ დროის პასუხისმგებელი მამაკაცების წინააღმდეგ სიტყვიერი შეხლა-შემოხლა და ბუნტი არ მოეწყოთ. ხოლო ეს თუ ასე არაა, მაშინ დღეს რაღატომ არიან ასეთი პიროვნებები მიდრეკილნი, რომ უკმაყოფილება გამოთქვან თანამორწმუნეთა მიმართ? რა არის ეს, ორმაგი სტანდარტი? პათოსური «თეორიული» ქრისტიანობა, რომლის რეალობაში გამოყენებაც შეუძლებელია? თუ იმის სურვილის ბანალური არ ქონა, რომ იეჰოვასგან ისწავლონ ჭეშმარიტად ქრისტიანული თვისებები?
  თუ ადამიანს არ სურს, რომ რთული სიტუაციების დახმარებით განისწავლოს, რომლებიც სხვების ნაკლოვანებებითა და შეცდომებითაა განპირობებული, მაშინ ადრე თუ გვიან მას «ძალა გამოეცლება» (იგავები 24:10). ის ვერ შეძლებს არა მხოლოდ სხვა ადამიანების არასრულყოფილების ფაქტისადმი სწორად მიდგომას, არამედ ასევე ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენასაც ასეთი არასრულყოფილი ადამიანების მიმართ. ქრისტიანული სიყვარულის გარეშე კი ადამიანი «არარაობაა» (1 კორინთელები 13:1-3). განა ასეთ პირებს არ ეხება გამონათქვამი: «არსებობენ «ქრისტიანები», რომელთაც მთელი გულით უყვართ ყველა, ვინც არ სძულთ»?


  და შენ რას ირჩევ?

იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში არაერთხელ იბეჭდებოდა სტატიები, სადაც ქრისტიანებს გაფრთხილება ეძლეოდათ, რომ ჩვევად არ ქცეოდათ საკუთარი აზრის გარკვეული კანონის დონეზე დაყენება. მაგალითად, 1992 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში (რუსული) (გვ.12) ეწერა: «ქრისტიანებს გულწრფელად სურთ ღვთიური კანონების მიყოლა. მაგრამ ჩვენც კი შეიძლება დავყვეთ მიდრეკილებას დავადგინოთ ურიცხვი დამამძიმებელი წესები. რატომ? პირველი, განსხვავებული გემოვნების გამო ზოგიერთმა შეიძლება მისაღებად ის ჩათვალოს, რაც დანარჩენებს არ უყვართ და თვლიან, რომ ეს ამოღებული უნდა იყოს წესებიდან. ქრისტიანები ასევე სულიერი მოწიფულობისაკენ სვლის სიჩქარითაც განსხვავდებიან». ჟურნალი შეხსენებას გვაძლევს: «ღმერთს ქრისტიანებისთვის ვრცელი წესების სია არ მიუცია, რომლებიც ცხოვრების უმრავლეს ასპექტს შეეხება, თითქოსდა ეს შეიძლება ყოფილიყო მათთვის რწმენაში განსწავლის მეთოდი».


  განსაკუთრებით ასეთი საფრთხის შესახებ ორგანიზაცია ქრისტიანული კრების პასუხისმგებელ ძმებს აფრთხილებს. ასეთი გაფრთხილებების თანახმად ძმებმა «თავი უნდა აარიდონ დესპოტური, უცვლელი წესების დადგენას ან საკუთარი პირადი შეხედულებებისა და მოსაზრების კანონად ქცევას. (შეადარეთ დანიელი 6:7–16.) დრო და დრო თავაზიანი შეხსენებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩაცმა და გარეგნობა, შეიძლება მისაღები და დროული იყოს, მაგრამ უცუხესმა შეიძლება თავისი, როგორც გონიერი ადამიანის, რეპუტაცია შელახოს, თუ ის გამუდმებით ამაზე ლაპარაკობს ან ისეთ საკითხში ცდილობს რაიმეს თავზე მოხვევას, რომელიც ძირითადი სახით პირადი გემოვნების საკითხს წარმოადგენს. სინამდვილეში, კრებაში არავინ არ უნდა ცდილობდეს სხვების გაკონტროლებას. (შეადარე 2 კორინთელები 1:24; ფილიპელები 2:12)» («საგუშაგო კოშკი», 1994 წლის 1 აგვისტო, გვ.15-20 (რუსული)). 

  «დღევანდელი ქრისტიანებისთვის კარგი იქნებოდა არ გამოავლინონ ზედმეტი სიმკაცრე და ძალიან არ გაიტაცოს წესებმა, - ასეთი შეხსენებაა მოცემული ჟურნალის სხვა ნომერში, - ძმებმა კი, რომლებსაც კრებაში პასუხისმგებლობები აკისრიათ, თავი შეიკავონ იმისაგან, რომ არ გადატვირთონ სხვები ზედმეტი გამოგონილი წესებით» («საგუშაგო კოშკი», 1995 წლის 1 მარტი, გვ.7 (რუსული)).

  ჟურნალის კიდევ ერთ ნომერში ასევე შეიძლება ვნახოთ მითითება იმის შესახებ, რომ «იმ პირებმა, რომლებიც დღეს სხვების საქმიანობას ზედამხედველობენ, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რათა ისინი არ ტვირთავდნენ მათ არასათანადო ადამიანური წესებით. ამისკენ მიდრეკილება შესაძლოა განსაკუთებით ძლიერ იმ ადამიანს ჰქონდეს, რომელიც საკუთარი თავის მიმართ ძალიან მკაცრია ან საკუთარი თავისაგან ბევრს ითხოვს, და ამიტომ ფიქრობს, რომ სხვებიც ასე უნდა მიუდგნენ საქმეებს. თუმცა, პავლე ქრისტიანებს წერდა: «ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ; არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით დგახართ» (2 კორინთელები 1:24) შესაბამისი სახით ქრისტიანები არ უნდა მოელოდნენ, რომ პასუხისმგებელმა პირებმა ყოველი წვრილმანისთვის წესები ჩამოაყალიბეს. ამის მაგივრად კარგი იქნებოდა უკეთ შეგვემეცნა, თუ რას ამბობს ღვთის სიტყვა და ამით განგვესწავლა ჩვენი სინდისი და ჩვენი აღქმის უნარი (ებრაელები 5:14)» («საგუშაგო კოშკი», 1983 წლის 1 მარტი, «რით ხელმძღვანელობ საკუთარ ცხოვრებაში?» (რუსული)).


  «საგუშაგო კოშკი»-ს 1994 წლის 1 ივლისის გამოცემა ამასთან დაკავშირებით ასეთ მითითებას შეიცავს: «უხუცესს შეიძლება ისეთი წარმოდგენა შეექმნას, რომ ძმები ყოველგვარ წესებს უნდა ემორჩილებოდნენ, იმისათვის რომ თეოკრატიას მიჰყვნენ. ზოგიერთმა უხუცესებმა ის წესები, რომლებიც დრო და დრო «ერთგული და გონიერი მონისაგან» მოდის, კანონებად აქციეს (მათე 24:45). მაგალითად, ერთხელ გვირჩევდნენ, რომ კრებაში ძმების მალე გასაცნობად, სჯობს თუ ერთი და იგივე ადგილას არ ვიჯდებით სამეფო დარბაზში. ეს პრაქტიკული რჩევა იყო და არა მკაცრად დადგენილი წესი. მაგრამ ზოგიერთი უხუცესი შეიძლება მიდრეკილი იყოს, რომ ეს რჩევა წესად ჩამოაყალიბოს და მიიჩნიოს, რომ ისინი, ვინც მას არ მიჰყვება, თეოკრატიას არ მიჰყვება. თუმცა იმის უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუ ესა თუ ის ძმა თუ და რატომ ზის ყოველთვის ერთ განსაზღვრულ ადგილას. უხუცესი თუ სიყვარულით არ ითვალისწინებს მათ, განა ის მიჰყვება თეოკრატიას? თეოკრატიას რომ მივყვეთ, საჭიროა რომ «ყველაფერი სიყვარულით ვაკეთოთ» (1 

  ქრისტიანების მხრიდან საკუთარი წესების დადგენის ან ორგანიზაციის რჩევების წესებად გადაქცევის და სხვებისაგან ამ წესების უსიტყვოდ დაცვის მოთხოვნის მსგავსი მაგალითები, შეიძლება ასეთ ადამიანებს დაეხმაროს საკუთარი არასწორი შეხედულებების გამოსწორებაში და, ამავდროულად იმაში, რომ გახდნენ საყრდენი და ნუგეშისმცემელი მათთვის, ვისი გრძნობებიც იქნა შელახული მსგავსი ქმედებებით. 

  თუმცა მეორეს მხრივ უსამართლოდ ნაწყენი ქრისტიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდეს გრძნობებს ვინმეს მხრიდან უგუნური ქმედებების გამო და არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ღვთის კრების დატოვების შესახებ! რატომ? იმიტომ რომ, პირველი, ის იეჰოვას ემსახურება და არა ადამიანებს; მეორე, მას უნდა ესმოდეს, რომ არასრულყოფილი ადამიანების კრებაში სრულყოფილი ურთიერთობების მოლოდინი შეუძლებელია; და მესამე, საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ იეჰოვა შექმნილ სიტუაციას აუცილებლად გამოიყენებს შენი პირადი დასწავლისათვის!  


   და განა იესომაც მსგავსი განსაცდელები არ გადაიტანა, როდესაც მან «სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო»? (ებრაელები 12:2). რამდენჯერ მოუწია მას თავისი მისამართით უსამართლო მობყრობის გადატანა მათი მხრიდან, ვინც ღვთის ერის, ისრაელის ნაწილს წარმოადგენდნენ, და ასევე საკუთარი ნათესავებისა და იმ ადამიანებისგანაც კი, რომლებიც მის მოწაფეებად იწოდებოდნენ! (მათე 11:18,19; მარკოზი 3:21,22; იოანე 6:60-66). თუმცა ზემოთ ჩამოთვლილთაგან არაფერი არ ქცეულა იესოსთვის ცოდვილ კაცობრიობაზე განაწყენების მიზეზად. და მით უმეტეს ვერანაირმა უსამართლო ბრალდებებმა ვერ აიძულა ღვთის ძე, რომ ყველაფერი მიეტოვებინა, განაწყენებულს ხელი ჩაექნია და სასწრაფოდ დაბრუნებულიყო ზეცაში.

  მაშინ ზოგიერთი ქრისტიანი რატომ აძლევს თავის ემოციებს იმის უფლებას, რომ მის გონებას დაეუფლოს და შედეგად კრება დატოვოს? ნუთუ ასეთი ადამიანისათვის მის გარშემო მყოფი ადამიანების არასრულყოფილება, ქრისტიანულ სიყვარულზე უფრო ძლიერია?

  კი, ხანდახან მართლა შეიძლება გაგვიჩნდეს იმის საცდური, რომ მოყვასისაგან რაიმე გვეწყინოს. მით უმეტეს, როდესაც საამისოდ საფუძვლიანი «მიზეზი» არსებობს (კოლოსელები 3:13). მაგრამ ზოგჯერ ხომ ჩვენი არასრულყოფილი საქციელიც შეიძლება, რომ ასეთივე «მიზეზი» აღმოჩნდეს დანარჩენი თანამორწმუნეების გულის გასატეხად. მაშ ეხლა რაღა, ყველა ემოციების ოკეანეში გადავცვივდეთ და ნაწყენებმა კრება დავტოვოთ? კი მაგრამ, მაშინ ხომ თავად კრებიდანაც აღარაფერი დარჩება, რადგან ყველას მოეძებნება მიზეზი, სხვებისთვის ბრალის დასადებად…


    იეჰოვას სურს, რომ ყოველ იმ შემთხვევაში, როდესაც ვინმეს საქციელი წყენას იწვევს ჩვენში, გვესმოდეს, რომ ეს ღვთისა და მოყვასისადმი ჩვენი ნამდვილი სიყვარულის გამოცდის მომენტია (ლუკა 10:27). ასეთი სიტუაცია ჩვენთვის იმის კარგი გაკვეთილია, თუ სწორად როგორ ავირეკლოთ გრძნობები არასრულყოფილი ადამიანის მიმართ, თუ ნამდვილად გვინდა «მივბაძოთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა» და სხვებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ (ეფესოელები 5:1). 

  სამწუხაროდ, ეს ასეა! ქრისტიანი, რომელიც გულგატეხილობაში ვარდება, ძალიან სწრაფად კარგავს თავის სულიერ ძალებს და, პესიმიზმისაკენ და სხვებზე კრიტიკული შეხედულებისაკენ უფრო მიდრეკილი ხდება, ვიდრე ღვთის მიმართ აქტიური ქრისტიანული მსახურებისადმი და თანამოწმუნეების მხარდაჭერისადმი.


  ნუ დაუშვებ მსგავს გრძნობებს შენს გულში! მათ ჯერ არცერთი ადამიანისთვის არ მოუტანიათ ბედნიერება და არ დაუახლოვებიათ ის ღმერთთან! და იმ მომენტებში, როდესაც თავს ვინმეს საქციელით განაწყენებულად 
გრძნობ, არ დაგავიწყდეს, რომ ზუსტად ამ მომენტში იეჰოვას მიმართ პირადად შენი ერთგულება, მისადმი ნდობა და მოყვასისადმი შენი სიყვარული იცდება. გახსოვდეს, რომ ყოველი გამოცდა შენს ცხოვრებაში – ესაა საფუძველი ღმერთს მისცე შესაძლებლობა «დაასრულოს ჩქვენი მომზადება», რათა, საბოლოოდ, «ნებისმიერი კარგი საქმისთვის... მომზადებული» აღმოჩნდეთ (1 პეტრე 5:10; 2 ტიმოთე 3:17).


 არ მინდა სწავლა!

  ასეთი ადამიანები უფრო მეტად საკუთარ თავზე და საკუთარ გრძნობებზე აკეთებენ აქცენტს და არა მოყვასის გრძნობებზე და ღვთის ინტერესებზე. მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ავიწყდებათ, რომ ის, ვინც ზედმეტად აფასებს საკუთარ თავს, ამავდროულად ნაკლებად აფასებს ღმერთს. საკუთარი სურვილების წაქეზება, განზრახვა რომ ნაკლები წინააღმდეგობების გზით იარო, თავდადებისა და თავგანწირვისათვის მზადყოფნის სულის არქონას ნიშნავს (ლუკა 9:23). მაგრამ განა ყველაზე ღვთისმოსაწონი მსხვერპლი - ჩვენ თავად არ ვართ? ჩვენი თავმდაბლობის სული არაა? (1 სამუელი 15:22,23).
  ადამიანი, რომელსაც არ სურს ღვთისაგან განსწავლა და გამოსწორება, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოს საკუთარი თავისათვის ცხოვრობს და არა ღვთისთვის. ხოლო ჩვენ თუ საკუთარი თავისათვის ვცხოვრობთ, მაშინ, ბოლო ჯამში, მოვკვდებით; ხოლო ჩვენ თუ საკუთარი თავისთვის მოვკვდებით – მაშინ ჭეშმარიტი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. როგორც ჩარლზ კოლსონმა თქვა «ღვთის სიყვარული, მისი ნამდვილი სიყვარული - ნიშნავს მისი მცნებების თანახმად იცხოვრო იმისდა მიუხედავად, რა ფასადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს». და მართლაც, ჭეშმარიტი სიყვარული ხომ არასოდეს კითხულობს: "და რა ფასად დამიჯდება ეს?".
  ადამიანს რომელმაც ოდესღაც იეჰოვას მიუძღვნა თავი, უკვე არ შეუძლია თავის ქრისტიანულ მსახურებაში «შვებულების» აღება. და თავად ღვთისადმი მიძღვნის ფაქტიც არ უნდა შეფასდეს, როგორც ერთგვარი ფინიში ცხოვრებისეულ რბოლაში. პირიქით, ეს ქრისტიანული გზის მხოლოდ დასაწყისია (შეადარეთ 2 ტიმოთე 4:6-8). არსებითად, ისე უნდა ვცხოვრობდეთ, თითქოსდა ყოველდღე ღმერთს ვუძღვნიდეთ თავს და არა უბრალოდ ერთხელ ცხოვრებაში. ხოლო ჩვენ თუ იეჰოვას მივუძღვენით თავი, ეს განა ჩვენი პირობებით გავაკეთეთ? ასე, «მე ვემსახურები ღმერთს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში…».

  «კომფორტული ქრისტიანობა» ვეძებოთ საკუთარი თავისთვის? ის თუ კიდეც არსებობს, არა ბიბლიაში! შეუძლებელია იესოს, პერსონალური, მჩატე პენოპლასტით დამზადებული, წამების ბოძით მიჰყვე (მარკოზი 8:34). შეუძლებელია იმის თქმა, რომ შენ «უარყავი საკუთარი თავი», მაშინ როდესაც საკუთარ ნეგატიურ ემოციებს არასრულყოფილ ძმებზე მაღლა დგომის საშუალებას აძლევ, რომელთა შეცდომებსაც საკუთარი სისხლით ფარავს იესო. უაზრობაა ღვთისადმი ლოცვა, თუ მას მხოლოდ საკუთარი გარემოებების შეცვლისა და მოყვასისათვის გონიერების მიცემას სთხოვ და არა საკუთარი თავის გამოსწორებაში დახმარებას. ყველა მზგავს შემთხვევებში ადამიანი აჩვენებს, რომ არ სურს ღვთიური დასწავლების მიღება. მას არ სურს «სწავლა, შეგონება, გამოსწორება» და «სიმართლეში აღზრდა», ყოველივე ის რასაც მისგან შემოქმედი მოელის (2 ტიმოთე 3:16,17).

  სხვებისათვის აუტანელი აღმოჩნდა საჯარო მოხსენებების დროს, ზოგიერთი პასუხისმგებელი ძმების გადმოცემის მანერა. რა ვქნა, აი «უინტერესოდ» კითხულობენ ისინი მოხსენებებს! თითქოს ქრისტიანული შეხვედრების უმთავრესი მიზანი დამსწრეთა გართობა უნდა იყოს! (შეადარეთ ეკლესიასტე 5:1). ან იქნებ, როდესაც ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ელაპარაკებოდნენ, მოციქულები ამას ცეკვითა და თამაშით აკეთებდნენ? მათთვის, ვისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი ფსევდოქრისტიანული მხიარული წარმოდგენებია, ვგონებ, იეჰოვას მოწმეებისათვის კი არ უნდა მოემართათ, არამედ, მაგალითად, ქარიზმატებისთვის ან ახალი ტალღის ევანგელისტური ეკლესიებისათვის, სადაც შორტებიანი და ჭრელა-ჭრულა მაისურებში გამოწყობილი მოდური მქადაგებლები გაართობენ კიდეც, «როკ»-საც უმღერებენ და «ჰიპ-ჰოპ»-საც უცეკვებენ… 

  აი ძმების მიუღებლობის კიდევ ერთი რეალური მიზეზის განმარტება მსგავსი კრიტიკოსის სიტყვებით. მან რამოდენიმეჯერ გაუსვა ხაზი, რომ მაშინ, როდესაც თავად უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, პასუხისმგებელი ძმები, რომლებმაც მას რამოდენიმეჯერ მისცეს რჩევა, მისგან განსხვავებით არ ფლობდნენ ჭეშმარიტად საერო მიღწევებს. «მათ უმაღლესი განათლებაც კი არა აქვთ მიღებული!» - მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა მან.
  და რა, ყოველივე ეს ისე უნდა აღვიქვათ, როგორც ქრისტიანულ კრებაზე უარის თქმის ობიექტური და გამართლებული მიზეზი? ეს ისე ჟღერს, როგორც სისულელე! მით უმეტეს, როდესაც რაიმე ამის მსგავს ისინი ამბობენ, ვინც შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ კრებაში. არადა, თითქოს, ამ გასული წლების განმავლობაში ასეთი ადამიანი უკვე უნდა მიმხვდარიყო, თუ რას ნიშნავს გიყვარდეს მოყვასი, მიუხედავად მისი არასრულყოფილებისა. თუ, რა თქმა უნდა, ის ამ დროის განმავლობაში მართლა ცდილობდა მოყვასის მიმართ იესოს თვალსაზრისის განვითარების სწავლას და არა საკუთარი ინტერესების, სხვების ინტერესებზე მაღლა დაყენებას. მაშ ვიღასთვის იქნა უფლისაგან ეს ბიბლიური პრინციპი მიცემული «ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც»? (ფილიპელები 2:3,4; 1 კორინთელები 10:24).

  ძალიან სამწუხაროა, როდესაც ზოგიერთ ქრისტიანს ავიწყდება ეს. როგორც პავლემ თქვა დანანებით, «დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მასწავლებლები უნდა იყოთ, მაგრამ თქვენ თვითონ გჭირდებათ ვინმე, რომ თავიდან გასწავლოთ ღვთის წმინდა სიტყვების საფუძვლები». რატომ? იმიტომ რომ ისინი «ყურმძიმენი გახდნენ» და მათ არ შეუძლიათ საკუთარ თავს იმის უფლება მისცენ, რომ მათ გულში ღვთის თვალსაზრისმა შეაღწიოს! (ებრაელები 5:11,12).

  მაქსიმალიზმი – კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც აიძულებს ღვთის ხალხიდან ზოგიერთებს, რომ უკმაყოფილება გამოთქვან თავისი თანამორწმუნეებისა და იმის წინააღმდეგ, თუ როგორ გვარდება საქმეები ქრისტიანულ კრებაში. მაგრამ ვინ არის მაქსიმალისტი? ესაა უკიდურესად მომთხოვნი ადამიანი, რომელიც ვერ იტანს, როდესაც რაიმე სრულყოფილებამდე არაა მიყვანილი. ერთ წიგნში, რომელიც ამ პრობლემას ეძღვნება, შემდეგი შენიშვნაა გაკეთებული: «დიდი განსხვავება არსებობს სრულყოფისაკენ ჯანსაღ სწრაფვასა და მიუღწეველი იდეებისაკენ ავადმყოფურ მიდრეკილებას შორის. ჩვეულებრივ იმ ადამიანებს, რომლებიც სრულყოფილებისაკენ ილტვიან, უყვართ წესრიგი და ორგანიზებულობა, და საკუთარ თავს მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. თუმცა ისინი აღიარებენ საკუთარ შეცდომებს და მათ გამოსწორებას ცდილობენ... მაქსიმალისტები კი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობენ... ისინი გადამეტებულად მომთხოვნები არიან» («Perfectionism—What’s Bad About Being Too Good?»).

  როდესაც ქრისტიანს აწუხებს მაქსიმალიზმი და, როგორც ამის პირდაპირი შედეგი, თავისი თანამორწმუნეების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ვერ უმკლავდება, რომელთა არასრულყოფილი სიტყვები და ქმედებები მის მიერ აღიქმება თითქმის როგორც მისი გრძნობების უძლიერეს გამაღიზიანებლად, მაშინ ისღა გვრჩება, რომ ასეთ ადამიანს მთელი გულით მივუსამძიმროთ! მაშინვე ბიბლიის ბრძნული სიტყვები გვახსენდება: «ნუ იქნები მეტისმეტად მართალი და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ საკუთარ თავს. რად გინდა, რომ გაინადგურო თავი?» (ეკლესიასტე 7:16).


  ან როგორ შეაფასებდით იმ ადამიანის ობიექტურობას, რომელიც ცოტა ხნის წინ ისეთი უმშვენიერესი ეგზოტიკური ქვეყნიდან დაბრუნდა, რომლებსაც ჩვეულებრივ «სამოთხედ» მოიხსენიებენ ხოლმე, და მას რომ ეთქვა, რომ ყველაზე მთავარი, რაც იქ მას თვალში მოხვდა, ეს იყო ულამაზეს ყვავილებიან გაზონზე დაგდებული კანფეტის ქაღალდი? ან მან რომ განაცხადოს, რომ ყველაფერი, რაც მას დაამახსოვრდა, ესაა ადგილობრივი კერძი, რომელიც ძალიან უმარილო იყო? დაუჯერებდით თუ არა მის საბოლოო დასკვნას, რომ ამ მიზეზების გამო ამ მშვენიერ მხარეში, მან აბსოლუტურად ტყუილაუბრალოდ იმოგზაურა, და იქ მას კარგი არაფერი უნახავს? ვფიქრობ, ესეც ნაკლებსავარაუდოა. თუმცა განა ამ უკმაყოფილო კრიტიკოსივით არ იქცევიან ქრისტიანთაგან ზოგიერთები, რომლებსაც ჩვევაში აქვთ, რომ კრებაში შემჩნეულ ნებისმიერ წვრილმანს გამოეკიდონ?

   და, სხვათა შორის, განა ასევე არ იქცევიან ისინიც, ვინც გამუდმებით უარყოფით შუქში ლაპარაკობენ იეჰოვას მოწმეებზე, რადგან სურთ სხვები დაარწმუნოს, რომ თითქოსდა კარგი ვერაფერი ვერ ნახეს ამ ქრისტიანულ ორგანიზაციაში, და ამიტომ სხვებიც ვერ ნახავენ? გონიერი ადამიანი არ ენდობა უკმაყოფილების მსგავს სიტყვებს მხოლოდ იმის გამო, თუ რამდენად ლამაზადაა შეფუთული მიკერძოებული პირის კრიტიკა. 
  

  ადამიანის მსგავსი კრიტიკული ან მაქსიმალისტური მიდგომა სინამდვილეში მის არასწორ აზროვნებაზე მეტყველებს, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს არც წმინდა წერილებთან და არც ელემენტარულ საღ აზრთან. ასეთ ადამიანებს სულ მინდა ვკითხო: რისი დანახვის მოლოდინი გქონდათ კრებაში, რომელიც ღმერთმა სპეციალურად იმისათვის დააფუძნა, რომ მასში ცოდვილი ადამიანები მიეყვანა და იქ მათ გამოსწორებასა და დასწავლებაზე ემუშავა? აბსოლუტურად უცოდველი წმინდანების? კი მაგრამ, ქრისტიანებს რომ რამოდენიმე წელიწადში ასეთებად ქცევა შეეძლოთ, მაშინ მათთვის აუცილებელი აღარ იქნებოდა იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი იმედის ქონა – რადგან ისინი ხომ უკვე უცოდველები იქნებოდნენ! თანაც, ჯერ კიდევ ცოდვილი ადამიანების გარემოცვაში. და შედეგად, ისინი არავითარი დაავადებებით არ დაავადდებოდნენ, არ დაბერდებოდნენ და არ მოკვდებოდნენ – რადგან ისინი ხომ, აბსოლუტურად წმინდანები გახდნენ! მათთვის უკვე 100-პროცენტიანი სამოთხისებური ცხოვრება დაიწყებოდა!

  
  ყველამ, ვინც ქრისტიანული კრების ნაწილი ხდება, თავისთვის ნათლად უნდა განსაზღვროს, თუ რის დანახვას მოელის ის მასში: ერთგვარი წმინდანების კურორტის, თუ უფრო ცოდვილთა სამკურნალო დაწესებულების? და თუმცა იეჰოვა, ეჭვგარეშეა, რომ ყოველ ადამიანს ვინც მას უახლოვდება სიკეთითა და ფაქიზი სიყვარულით აჯილდოვებს, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელ დღეს თავის ხალხთან მიმართებაში ღვთის მთავარ მიზანს «წმინდების გამოსწორება» წარმოადგენს (ეფესოელები 4:12). რადგან იეჰოვას ისეთი დიდებული კურთხევები, როგორიცაა, მაგალითად, მარადიული სიცოცხლე ან გასრულყოფილება, მის მიერ მიცემული არ იქნება მათთვის, რომელთაც ღვთის სიყვარულის ყველა შესაძლო სიკეთით უნდათ მხოლოდ ისარგებლონ და არა მათთვის, ვისაც არ სურს მიზნად დაისახონ თავდამბლურად დაემორჩილონ ღვთიურ დასწავლებას (სოფონია 3:9; ესაია 65:20). ღვთიური დასწავლება – ეს ნებისმიერი ჭეშმარიტი ქრისტიანის აუცილებელი და ბუნებრივი მდგომარეობაა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მისი, როგორც ქრისტეს მოწაფის იდენტიფიცირება! (მათე 11:29).  

  ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანი პირველ რიგში თავისი განსწავლის ხარისხს მიაქცევს ყურადღებას და არა იმას, თუ რამდენად წარმატებულად გადიან ამავე გზას სხვები. ბოლოს და ბოლოს, მისი თანამორწმუნე თავის გზაზე თუ კიდეც უშვებს მრავალ შეცდომებს, ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი ვიფიქროთ, რომ მისგან არაფერი გამოვა და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ადამიანი უიმედოდ შორს დგას იეჰოვასაგან. რადგან თავად ბიბლიაც ხომ ამბობს: «მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება, ბოროტი კი წაბორძიკდება უბედურების გამო» (იგავები 24:16).
  ასევე არ იქნებოდა სიბრძნის მაჩვენებელი, სრულყოფილ ქრისტიანთა კრების ძიება, რომელშიც ყველა და ყველაფერი ყოველთვის მხოლოდ უმაღლეს დონეზე იქნება. სამწუხაროდ, ასეთი ტენდენცია შეიძლება გამოავლინონ ზოგიერთმა პირებმა, რომელთაც ჩვევად აქვთ ერთი კრებიდან მეორე კრებაში «ხეტიალი», იდეალური თანამორწმუნეების პოვნის იმედით, რომელთა მხრიდან ისინი მხოლოდ იმას მოისმენენ და დაინახავენ, რაც მათთვისაა სასიამოვნო და სასურველი. ასეთი პირების მცდელობები ძალიან უცნაურად გამოიყურება, და ისევ იმავე მიზეზის გამო. პირველი, ჩვენ რატომღაც ჯერ არ ვცხოვრობთ ქრისტეს 1000 წლიანი მმართველობის ბოლოს, ეს კი ნიშნავს, არავის არ შეუძლია საკუთარ თავზე იმის თქმა, რომ მან მოასწრო ყოველივე აუცილებლის სწავლა და გასრულყოფილება ყველა თავის სიტყვებში და საქციელში. და მეორე, თუ შენ თავად ხარ არასრულყოფილი და შეცდომებისკენ და არასწორი საქციელისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ გინდა თუ არ გინდა (თანაც ხშირად, სავსებით სამართლიანად) სხვა ადამიანების მხრიდან ხშირად მოისმენ ისეთ რჩევებს, რომლებიც შეიძლება არასასიამოვნოდ და მამხილებლადაც კი მოგეჩვენოს! და ყოველივე ამას ასეთი ადამიანი ვერსად გაექცევა. ეს - რეალობაა! თუ მათი მიღების სურვილი არ აქვს, ადამიანი საკუთარ თავს მრავალ მწარე განცდებს უმზადებს, თანაც იმდენადვე უიმედოს, რამდენადაც გაუმართლებელს. როგორც ერთმა ადამიანმა თქვა «ნუ დაიწყებ სრულყოფილი კრების ძებნას. ის არ არსებობს. და ასეთი რომც არსებობდეს, შენ იქ არ მიგიღებდნენ»…   



  ისევე აზროვნებ თუ არა, როგორც იეჰოვა? ისევე უყურებ შენს სულიერ ძმებსა და დებს, როგორც მათ იესო უყურებს?

  ბიბლია, ადამიანების მიმართ ასეთ ღვთიურ თვალსაზრისზე, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის. ის ამბობს: «იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან» (2 მატიანე 16:9). აქედან ჩანს, რომ იეჰოვა კონცენტრირებას ახდენს არა ნეგატიურ, არამედ პირველ რიგში, ადამიანის დადებით თვისებებზე, ასეთი ადამიანის მიმართ მხარდაჭერისა და კურთხევების მიცემის საფუძვლის ძიებისას. რატომ?  ბიბლია გვიხსნის: «მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ… დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?! შენთან არის ჭეშმარიტი პატიება» (ფსალმუნები 103:8-14; 130:3,4). და მაშინაც კი, როდესაც ღმერთს ადამიანის დასჯა უწევდა, მას არასოდეს რჩებოდა მხედველობიდან ასევე ის «რაღაც კარგი», რაც იმ ადამიანში იყო (1 მეფეები 14:13; 2 მატიანე 12:12; 19:3).
  მაგრამ, აი სრულიად განსხვავებული მიდგომა. მოდით განვიხილოთ, თუ როგორი თვალსაზრისი აქვს ადამიანების მიმართ, სულ სხვა პიროვნებას. ეს პიროვნება კი – სატანა ეშმაკია. ბიბლიის მონაკვეთი გადმოგვცემს: «ჰკითხა იეჰოვამ სატანას: «საიდან მოდიხარ?» სატანამ მიუგო იეჰოვას: «ვიხეტიალე და შემოვიარე დედამიწა». იეჰოვამ უთხრა სატანას: «შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე, უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს დგას». მიუგო სატანამ იეჰოვას: «მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში? შენ არ მფარველობ მას, მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს? შენ აკურთხე მისი ხელის ნამოქმედარი და გაამრავლე მისი საქონელი მთელ მიწაზე. აბა გაიწოდე ხელი და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა» (იობი 1:7-11; 2:2-5).

  იგივე სატანა ეშმაკმა გამოავლინა შესაბამისი კრიტიკული შეხედულება ჯერ კიდევ კაცობრიობის ალიონზე, როდესაც თავად იეჰოვა ღმერთი დაადანაშაულა უპატიოსნობაში და სიცრუეში, რომელიც მან თითქოსდა ადამიანების პირველი წყვილის მიმართ გამოავლინა (დაბადება 3:1-5).

  ვხედავთ თუ არა ადამიანების მიმართ იეჰოვას ღმერთის მიდგომასა და სატანის მიდგომას შორის განსხვავებას? ღმერთი თუ პირველ რიგში ყველაფერში რაიმე დადებითის დანახვას ცდილობს, სატანა, პირიქით, სიამოვნებას ადამიანში (მათშიც კი, ვინც იეჰოვა ღმერთის ერთგულია) მხოლოდ ნეგატიური მხარეების ძებნაში იღებს, რომლებზე ჩაჭიდებისასაც ის შეძლებდა, როგორც მოტივების, ასევე თავად ასეთი ადამიანის პიროვნების გულწრფელობის დამახინჯებას. არა და თავად «მიქაელ მთავარანგელოზმა, როცა არ ეთანხმებოდა ეშმაკს და მოსეს სხეულის გამო ეკამათებოდა, ვერ გაბედა მისი შეურაცხმყოფელი სიტყვებით გასამართლება და თქვა: «იეჰოვამ შეგრისხოს» (იუდა 9). ასევე «ანგელოზები, თუმცა მათზე [ცოდვილ ადამიანებზე] მეტი ძალა და ძლიერება აქვთ, იეჰოვასადმი პატივისცემის გამო არ სდებენ მათ ბრალს შეურაცხმყოფელი სიტყვებით» (2 პეტრე 2:10-12). და, პირიქით, დემონები, სატანის მიმდევრები, ხარობენ, როდესაც ქრისტიანთა შორის თესავენ «მწარე შურს და შუღლს, …უწესრიგობას და ყველანაირ ბოროტებას» (იაკობი 3:14-16). 

  მაშ ასე, პირადად თქვენ ვის მხარეს ირჩევთ, როდესაც საქმე თქვენს არასრულყოფილ, შეცდომებისაკენ მიდრეკილ ძმებს ეხება? იეჰოვასა და მისი თავმდაბალი ანგელოზების, თუ სატანისა და მისი დემონების? რა თქმა უნდა, იმის თქმა «მე ღმერთის მხარეზე ვარ!» ყველას შეუძლია. მაგრამ, როგორც ცნობილია, რეალური საქმეები სიტყვებზე უკეთ მეტყველებენ (მათე 11:19). თვითონ იეჰოვა კი ამასთან დაკავშირებით შემდეგი სიტყვებით გვაფრთხილებს: «ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და შეგნებული? აჩვენოს თავისი საქმეები თავისი საქციელით და სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით. თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ნუ ცრუობთ» (იაკობი 3:13). ნურასოდეს დავივიწყებთ ამას, თუ, რა თქმა უნდა, სწორ მხარეზე გვინდა რომ აღმოვჩნდეთ (შეადარეთ მათე 7:21-23).

  
დასკვნა

  დასკვნის სახით მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანისათვის, რომ სწორი შეხედულება ჰქონდეს ღვთის კრებაზე. ქრისტიანული კრება არანაირად არ გულისხმობს ერთგვარი სრულყოფილი წმინდანების საზოგადოებას, რომელშიც არასოდეს არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს რაიმე სახის გაუგებრობებს, წყენებს, კონფლიქტებს ან სხვაგვარ არასასიამოვნო ინციდენტებს. მანამ, სანამ ადამიანი მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის ძალაუფლებაში რჩება, მსგავსი გამოვლინებები კიდევ არაერთხელ შეგვახსენებენ თავს.

  დაუშვებს ქრისტიანი, იმის გამო დაბრკოლდეს, რომ რომელიმე მისი თანამორწმუნე რაიმეში ისე არ იქცევა, როგორც მას მოსწონს? აღმოჩნდება თუ არა მისთვის ასეთი უსიამოვნებები იმის მიზეზი, რომ მთელ კრებაზე განაწყენდეს? აღძრავს თუ არა ეს მას იმისაკენ, რომ ბიბლიურ შეხვედრებზე დასწრება შეწყვიტოს ან საერთოდ უარი რომ თქვას თანამორწმუნე ძმებთან ურთიერთობაზე? ნუ დაგვავიწყდება, რომ მსგავსი სული გამოავლინეს თავის დროზე დემონებმაც, «რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო» (იუდა 6).

  ამის საპირისპიროდ დავითი ღვთისთვის მოსაწონ დადებით აზროვნებას ავლენდა, როცა ამბობდა: «ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას, ერთ რამეს ვესწრაფვი, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე, ვიხილო იეჰოვას მშვენიერება და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს» (ფსალმუნები 27:4).

  დაიწყებს თუ არა ამის გამო ერთგული ქრისტიანი იმ საკითხში დაეჭვებას, იწონებს თუ არა ღმერთი ზოგიერთი პიროვნების ტენდენციას, რომ ღვთის ხალხისაგან განმარტოვდეს? არანაირად. ამასთან დაკავშირებით იეჰოვამ სავსებით კონკრეტულად თქვა: «განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს, იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის» (იგავები 18:1). და, პირიქით, ღმერთი მოგვიწოდებს «ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ» (ებრაელები 10:24,25).

  ქრისტიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რომ თანამორწმუნეთა შეცდომებმა ის ჭეშმარიტებისა და ღვთის ხალხის დატოვებისაკენ აღძრას! რა უფრო მნიშვნელოვანია: სხვების ნაკლოვანებები თუ ღვთის სახელის განწმენდა?

  ბოლოს და ბოლოს, თუ ადამიანი სხვების ნაკლოვანებებს იმის უფლებას აძლევს, რომ რწმენა წაართვან მას, მაშინ სავსებით კანონზომიერი შეკითხვა წარმოიშობა: ჰქონდა კი მას რწმენა საერთოდ?
  და საერთოდ, ის, ვინც კარგად იმართლებს თავს და ვირტუოზულად სდებს ბრალს სხვებს, იშვიათად ვარგა რაიმე სხვა საქმისათვის...
  კრება ღვთის მიერ იმისთვისაა ორგანიზებული, რომ მასში მოსულ ადამიანებს თავისი ნება და ბიბლიური ჭეშმარიტებები ასწავლოს. და კრების შეხვედრები ზუსტად ამ ძირითად მიზნებს ემსახურება (შეადარეთ იერემია 7:1,2). ნებისმიერი რთული სიტუაციები, გამოცდები, რომლებსაც ქრისტიანი თავის ცხოვრებაში და თანაქრისტიანებთან ურთიერთობაში ხვდება, ბიბლიური თვალსაზრისით მის მიერ ასევე უნდა აღიქმებოდეს როგორც მისი დასწავლებისა და ქრისტიანული თვისებების დახვეწის შემდგომი ეტაპი (გალატელები 5:16,17,25; იაკობი 1:2-4,12). მათ შესახებ, ვინც ასეთ გონივრულ თვალსაზრისს ავლენს მსგავსი სიტუაციების მიმართ, ბიბლია ამბობს: «ამიტომ დიდად ხარობთ, თუმცა ცოტა ხნით უნდა დამწუხრდეთ კიდევ სხვადასხვა განსაცდელის გამო, რათა ასე გამონაცადი რწმენა, ბევრად ძვირფასი ოქროზე, რომელიც ცეცხლშია გამობრძმედილი, მაგრამ მაინც ისპობა, ქების, დიდებისა და პატივის მიზეზი იყოს იესო ქრისტეს გამოცხადებისას»  (1 პეტრე 1:6,7).

 ყოველმა ჩვენგანმა უნდა გაარკვიოს, თუ კონკრეტულად რას წარმოადგენს მისთვის ქრისტიანული კრება: «წმინდანთა კურორტს», სადაც მას წმინდა უსაქმურობაში ყოფნა სურს, თუ უფრო მეტად «ცოდვილთა სამკურნალო დაწესებულება», რომელიც ღვთის მიერ განკუთვნილია «სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად» (2 ტიმოთე 3:16).

წყარო:sergeiivanov.blogspot.com
თარგმანი აღებულია:maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment