Tuesday, 9 June 2020

სული ქრისტესი” თუ “სული ქრისტეს შესახებ”? (1 პეტრე 1:11)



     რატომ არის, რომ ბიბლიის “ახალი ქვეყნიერების თარგმანში” ბერძნული სიტყვები: “το . . . πνευμα χριστου” (სიტყვასიტყვით “სული ქრისტესი”), გადმოითარგმნა შემდეგნაირად: “სული ქრისტეს შესახებ”. (1 პეტრე 1:11).

აშკარაა, რომ ამ მუხლში სიტყვები “სული ქრისტესი” ნათესაობით ბრუნვასთანაა კავშირში. მსგავს მაგალითს წარმოადგენს ასევე იოანე 7:35-ე მუხლი, როემლიც დედნისეულ ხელნაწერებში სიტყვასიტყვით ასე წერია: “გაფანტვა ბერძნებისა” ([დიასპორა ჰელენო] ბერძნულად: “την διασποραν των ελληνων”)  და “NIV” (ახალი საერთაშორისო თარგმანი) ამ სიტყვებს ასე თარგმნის: “ბერძნებს შორის გაფანტულნი”. საინტერესოა, რომ 1989 წელს გამოცემული “საქართველოს საპატრიარქოს თარგმანი” ანალოგიურად გადმოსცემს ამ სიტყვებს: ‘ბერძნებთა შორის განთესილები’. როგორც ხედავთ, ორივე, “ახალი საერთაშორისო თარგმანი” და “საქ. საპატრიარქოს თარგმანი”, ამ სიტყვების თარგმნისას იყენებს თანდებულს ‘შორის”, რომელიც დედნისეულ ხელნაწერში არ გვხვდება, მაგრამ თანდებულის წინადადებაში ჩასმით, მთარგმნელებმა აჩვენეს თუ რა კავშირი აქვს სიტყვა “გაფანტულს” სიტყვა “ბერძნებთან”.

 ამის მსგავსი მაგალითია რომაელთა 5:18-ე მუხლი, სადაც დედნისეულ ტექსტში სიტყვასიტყვით წერია “გამართლება სიცოცხლისა” ([დიკაიოსის ზოე], ბერძნულად: “δικαιωσιν ζωης”) და“NIV”(ახალი საერთაშორისო თარგმანი) ამ სიტყვებს ასე გადმოსცემს: “გამართლება, რომელსაც სიცოცხლე მოაქვს”.

როცა სიტყვა ნათესაობით ბრუნვასთანაა კავშირში, ხშირად თანდებულის გამოყენება აუცილებელია რათა გამოიკვეთოს რა კავშირი აქვს სიტყვებს ერთმანეთთან, რათა მკითხველისთვის დედნისეულ ხელნაწერში ჩადებული აზრი ნათელი და გასაგები გახდეს. როგორც ჩანს,  “ახალი ქვეყნიერების თარგმანის” მთარგმნელობითმა კომიტეტმა ამავე მიზეზის გამო მიიჩნია, რომ სიტყვები “სული ქრისტესი”კავშირშია არა უშუალოდ ქრისტესთან არამედ ღვთის სულთან, რომლითაც ძველი დროის წინასწარმეტყველები ქრისტეს ტანჯვაზე წინასწარმეტყველებდნენ, რომელიც მომავალში უნდა განეცადა ქრისტეს. რასაკვირველია ყველა ერთნაირად არ იგებს დედნისეულ ტექსტს და შესაბამისად, ყველა ერთნაირად არ თარგმნის ბიბლიას, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რას წერს ახალი აღთქმის სწავლული და ქრისტიანობის პროფესორი პიტერ ჰ. დევიდსი პეტრეს პირველი ეპისტოლეს შესახებ: «ამოცნობა სიტყვებისა“სული ქრისტესი”, აჩვენებს, რომ ის არის სული, რომელიც მოწმობდა ქრისტეზე ძვ.აღთ-ში; ამ მონაკვეთში ამაზე მახვილდება ყურადღება და არა ქრისტეს მანამდე არსებობაზე, რაც საერთოდ არ უხსენებია პეტრეს. . .»

No comments:

Post a Comment