რა ემართება სულს სიკვდილის დროს? ბიბლის თანახმად სული კვდება, გაიხსენეთ, რომ ბიბლიაში სიტყვა სული ხშირად თვითონ პიროვნების მნიშვნელობით არის გამოყენებული. (რაზეც პირველ თემაში გვქონდა საუბარი) აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ,რომ ადამი მოკვდა, სული სახელად ადამი მოკვდა. ვნახოთ როგორ უჭერს მხარს ბიბლია ამას
1.(ეზ18:4)- აქ გარკვევით ამბობს ღმერთი ეზეკიელის პირით, რომ სულის სიკვდილი შესაძლებელია, ხოლო სულის უკვდავების მომხრეები ამბობენ არა შეუძლებელია. რაც საპირისპიროა ღმერთის სიტყვებისა.
[ზოგი ამბობს: სულიერ სიკვდილზეა საუბარიო როგორც გზასაცდენილ შვილზე საუბრობს ბიბლიაო]
მაგრამ თუ კონტექსტს გადავხედავთ ყველაფერი ნათელი ხდება. რათქმაუნდა ასეთი პასუხის ავტორები ცდულობენ მანიპულაციის გზით გაამრუდონ ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მაგრამ კონტექსტი ამის საშუალებას მათ არ აძლევს იხილეთ (ეზეკ18:5-23,30;.33:11)(2პეტრ3:9)
ასევე ზოგი ამბობს რომ ცოდვილ სულზე წერია ეგო მხოლოდ. ასეც რომ იყოს ეს იმის აღიარებაა, რომ სული კვდება და არანაირ სატანჯველ ადგილზე არ მიდის. და მეორეც ახლა ვნახოთ რას ამბობს კონტექსტი მხოლოდ ცოდვილის სული კვდება? არა
ვნახოთ 18:2,3 მუხლები - ანუ მამების ცოდვით, მართლების სულიც კვდებოდა ანუ მართალი სულიც. ვნახოთ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას როგორ ადასტურებს სამსონი რომელიც მოწმიდარი იყო
2.(მსაჯ16:30)-როცა ამბობს მოკვდი ამათთან ერთადო სულო, ნახეთ მუხლის მეორე ნაწილში რა წერია: მისი სიკვდილისას დახოცილები მის სიცოცხლეში დახოცილებზე მეტი იყო
ანუ ბიბლია არ უარყოფს მის ნათქვამს სულის ასიკვდილის შესახებ .ის არ ამბობს, ხორცი მოკვდა მხოლოდ, სული კი ზეცაშია. სამსონის სიტყვებისგან განსხვავებით. პირიქით ის ეთანხმება იმ სიტყვებს რაც სამსონმა თქვა. ამრიგად მსაჯულების 16:30 შიც გამოჩნდა, რომ როგორც ბოროტი ასევე მართალი სული კვდება და საერთოდ სული კვდება .
ისმის კითხვა, ამ მუხლიდან გამომდინარე ფილისტიმელების ხვედრი სულის სიკვდილი იყო თუ ჯოჯოხეთში მათი გაგზავნა?
და სწამდა სამსონს ის რომ სული უკვდავი იყო? ეს საჭიროებს გულწრფელ პასუხს რამდენადაც არუნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს შეხედულებას
3.(იესო ნავეს ძე10:37)-ამ მუხლში იმდენად ცალსახაა სულის სიკვდილი, რომ არანაირ ეჭვს არ იწვევს
4.იესო ნავეს ძე11:11) იმავეზე საუბრობს ეს მუხლიც
5.(ეზ22:27) სულებს სპობდნენ. ნათელია, რომ სული არა რის უკვდავი და მათ ადამიანები კლავენ
6.(ლუკ6:9)იესოს სწავლების თანახმად სული არ არის მოუსპობელი . სამაგიეროდ სულის უკვდავების მომხრებისთვის არის მოუსპობელი. და ამ ორი დაპირისპირებული შეხედულებიდან რომელს გვინდა მივემხროთ, ეს იმაზეა დამოკიდებული ვის მივყვებით სინამდვილეში, იესოს თუ ადამიანურ დოგმებს. თუ იესოს მაშინ სულის სიკვდილის აღიარება მოგვიწევს
7.(ფს22:29)-აქ რას ამბობს დავითი რას უკავშირებს მტვრად ქცევას? მხოლოდ ხორცს? რომელსაც გაიძახიან სულის უკვდავების მომხრეები თავიანთი პირადი სასარგებლო ინტერპრეტაციებით, თუ სულს? რომელიც არის თავად ადამიანი?
აქ გამოყოფს დავითი მათ? პირიქით ხორცს არცკი ახსენებს მტვრად ქცევაზე საუბრისას. დავითი იმ ჭეშმარიტებას ფენს ნათელს რაც დააბუნდოვნეს სულის უკვდავების მომხრეებმა რომ ყველა ვინც მტვრად იქცევა ვერავინ ინარჩუნებს სულს ცოცხლად
8.(რუთ1:17) აქედან ნათელი აზრის დანახვა შეიძლება,კონკრეტულად კი იმის,რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ არის და რომ მკვდრები-ეს ის მკვდრებია, რომელთაც არ აქვთ გრძნობები, და არსად არ აგრძელებენ სიცოცხლესა და არსებობას...ეს რუთის სიტყვებიდან ჩანს, რომელმაც ნათლად თქვა,რომ მხოლოდ სიკვდილს შეეძლო მათი დაშორება
9.(დაბ19:19,20)სბს- ანგელოზი ლოტს და მის ოჯახს ეუბნება, სული რომ გადაირჩინო უკან არ მიიხედო. და 19,20 მუხლებში რა ჩანს? რომ ანგელოზების რჩევა როგორ უნდა მოქცეულიყო ლოტი, მისი სულის გადარჩენას ნიშნავდა სიკვდილისგან . ანუ ცოცხალი გადარჩები ნიშნავს ჩემი სული გადარაჩება ცოცხალი
10.(მათ10:28)ბ-ნაწილი ნათლად გვიჩვენებს, რომ სული კვდება. ასევე -39-ე . მათეს 10:28-ში ნათქვამია, რომ ღმერთს „სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“. აქედან გამომდინარე, სული არ არის უკვდავი და მოუსპობელი. (მარკ3:4) აი რა წამდა იესოს
11.(ფს78:50)-ამ მუხლის მიხედვით მათი სული დღესაც ცოცხალია თუ არა? რას აღნიშნავს ფსალმუნმომღერალი? იმ ჭეშმარიტებს რასაც ბიბლია საუბრობს სულზე, მის სიკვდილს
12.(ფს56:13)-აქ ფსალმუნმომღერალი ღმერთს მადლობას სწირავს იმისთვის, რომ მან ის ბოროტების თავდასხმისგან დაიხსნა. და ამის წყალობით შწუნარჩუნდა სულს სიცოცხლე. ისმის კითხვა თუ ღმერთი არ დაიცავდა მათგან რა იქნებოდა სულის ბოლო?
13.(დაბ12:13)- აბრაამის მიზანი რა იყო? ის რომ სიცოცხლე არ დაეკარგა, მაგრამ რა დაემართებოდა თუ გონივრულად არ იმოქმედებდა? მოკვდებოდა ანუ სულს დაკარგავდა. აბრაამა გააანალიზა ეს და თქვა მოდი ასე მოვიქცეთ რომ იცოცხლოს ჩემმა სულმა ანუ გადარჩენა სულის სიცოცხლეს დაუკავშირა მარათალმა აბრაამმა. ხოლო დაღუპვა სულის სიკვდილს
14.(იეს2:13,14სბს-რა საფრთხის წინაშე იყო რახაბი და მისი ოჯახი თუ ღმერთს არ ერწმუნებოდნენ? ვისი მხრიდან იქნებოდა მათი სული საფრთხეში? ისრაელი მეომრებისგან, რომლებიც სხვების მსგავსად ამოწყვიტავდნენ რაც სულის სიკვდილს ნიშნავდა
ამგვარად ჩვენ ვხედავთ, რომ სამსონისთვის, ლოტისთვის, აბრაამისათვის, რახაბისთვის, იესოსთვის, ადამიანის სიკვდილი სულის სიკვდილს ნიშნავდა და ჩვენთვის რას უნდა ნიშნავდეს? განა იგივეს არა? ხოლო სულის უკვდავების მომხრეებისთვის სხვაგვარად ნიშნავს. ჩვენთვის კი ავტორიტეტი უნდა იყოს ბიბლიისა და მათი პერსონაჟების შეხედულება
15 ეს55:3 სსგ- ღმერთი აფრთხილებს რომ იყვნენ მართლები რათა იცოცხლონ და არ მოკვდეს მათი სული
თუ არ ათხოვებდნენ ყურს გაფრთხილებას რა მოუვიდოდა სულს? მოკვდებოდა. ამრიგად ეს მუხლიც ეთანხმება ბიბლიის სწავლებას სულის სიკვდილის შესახებ
16.(იაკ5:20)აქ იაკობი პირდაპირ ცალსახად საუბრობს სულის სიკვდილზე. ასევე აქ საუბარია სიკვდილისგან იხსნისო და არა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთისგანო
17.(საქ20:24 მოციქული პავლე წერს - " ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება,-. კითხვა: თუ სული ( სიცოცხლე ) არ წყვეტს ყველა ფუნქციას, რაც კი ცოცხალ ადამიანს, ან თუნდაც ცხოველს, ფრინველს და ნებისმიერ ცოცხალ არსებას, განასხვავებს მკვდარისაგან, " რა მიზეზის გამო უნდა ენაღვლა პავლე მოციქულს და რისი გასაწირად იყო მზად?. მთელ მსოფლიოში ვხვდებით არაბიბლიურ სწავლებას სულის უკვდავების შესახებ, გამოდის რომ ყველა რელიგია ჭეშმარიტია და მხოლოდ ერთია ცრუ, რაც შეუძლებელია, რადგან პირიქით არის
18.(მთ2:20) რა ჩანს ამ მუხლიდან რა მიზანი ქონდა მათ ვინც ყრმის სულს ეძებდა? მიზანი იყო მოეკლათ აქაც ბიბლია სულის სიკვდილს ადამიანის სიკვდილთან აიგივებს
19(ლუკ17:32,33)-რას ამბობს აქ იესო რატომ მართებს ადამიანს გონიერება? რომ ღმერთს უერთგულოს იმიტომ რომ შეუნარჩუნონს სიცოცხლე სულს. და არ მოუვიდეთ მათ სულს ისე როგორც ლოტს რომელიც მოკვდა განადგურდა
20.(მათ26:38-) იმდენად დიდი შეიძლება იყოს წუხილი მან სულის სიკვდილიც კი გამოიწვიოს
21.(იოან11:43,44)-აღდგომის შემდეგ ლაზარეს არ მოუყოლია თუ რა გადახდა თავს სიკვდილის შემდეგ, ის უბრალოდ მკვდარი იყო და უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფებოდა
22.(იოან11:23,24)-მართას არ გამოუთქვამს აზრი უკვდავი სულის შესახებ რომელიც სიკვდილის შემდეგ სადღაც ცოცხლობს. მას არ სწამდა რომ ლაზარე წავიდა სადღაც სულთა სამყაროში, მართასთვის სარწმუნო იყო აღდგომის შესანიშნავი იმედი. მას ესმოდა რომ ლაზარეს სხეულს არ გამოჰყოფია უკვდავი სული, არამედ მისმა ძმამ, არსებობა შეწყვიტა და სიკვდილიდან ხსნის საშუალება იქნებოდა მისი ძმის აღდგომა. აგრეთვე დავფიქრდეთ, ნუთუ სიკეთის გამოვლენა იქნებოდა ლაზარეს მსგავსად ვინმეს აღდგომა დედამიწაზე თუ მან უკვე მიიღო შესანიშნავი ზეციური ჯილდო?
თუ წარმოვიდგენთ, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს, მაშინ სიკვდილის შემდეგ, სად უნდა მოხვედრილიყო ლაზარე? ზეცაში. როგორ შეიცვლებოდა მისი «ცხოვრება»? მას აღარ შეაწუხებდნენ დაავადებები, საქმე აღარ ექნებოდა ცოდვილ ადამიანებთან, განთავისუფლდებოდა ყოველგვარი ადამიანური სატანჯველისაგან... და მოულოდნელად... ისევ მიწაზე დაბრუნდა. იესომ ის მიწიერ სიცოცხლეში დააბრუნა. იმ ყოველივეს დაუბრუნა, რისგანაც ის, თითქოსდა უკვე როგორც იქნა განთავისუფლდა. და გარდა იმისა, რომ ლაზარეს კვლავ მოუწია მიწიერი ცხოვრების ყველა «მშვენიერებასთან» შეჯახება, მას კიდევ ერთხელ მოუწევდა სიკვდილი. თუ დავუშვებთ, რომ საიქიო ცხოვრება არსებობს, მაშინ იესოს ლაზარესათვის «დათვური სამსახური» გაუწევია. მაგრამ ბიბლიაში მცირედი მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ვინმეს ამ მკვდრეთით აღდგომის გამო გული გაუტყდა. ლაზარე და მისი ოჯახი, უდაოდ ხარობდნენ იმის გამო, რომ მას, თუნდაც დროებით, საშინელი მტერი — სიკვდილი ჩამოაცილეს.
23(1კრ15:26) ბიბლიაში სიკვდილს«მტერი»ეწოდება.ის ადამიანები კი,ვინც ზეციურ ცხოვრებას მოელიან, სიკვდილს ისე აღიქვავენ,როგორც მეგობარს.ღვთის მტერს«მეგობარს»თუ ვუწოდებთ, თავად ვხდებით მისი მტერი.
მაშ ასე, ჩვენ ვხედავთ, რომ უკვდავი სულის შესახებ სწავლება ოპოზიციაში უდგას იმ სუფთა ჭეშმარიტებას, რომელიც ბიბლიაშია გადმოცემული.
როგორც დავინახეთ, სული თვითონ პიროვნებაა. და პიროვნების სიკვდილის დროს სული კვდება. მაშასადამე, სიკვდილის შემდეგ არავითარი სიცოცხლე არ არსებობს. სწორედ ამას ამბობს ბიბლია:
რა მდგომარეობაში არიან მკვდრები და განაგრძობს რამე არსებობას ადამიანის სიკვდილის შემდეგ?
ბიბლია გვპასუხობს კვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან, სიკვდილის შემდეგ ადამიანი არსებობას წყვეტს: მკვდრების მდგომარეობა ნათლად არის აღწერილი ეკლესიასტეს 9:5, 10 მუხლებში, სადაც ვკითხულობთ:„მკვდრებმა. .არაფერი იციან. . მაშასადამე,სიკვდილი არ არსებობის მდგომარეობაა. ასე რომ, მკვდრები უგრძნობ და უმოქმედო მდგომარეობაში არიან.როდესაც ადამისთვის განაჩენი გამოჰქონდა, ღმერთმა თქვა:„მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“(დაბადება3:19).სანამ ღმერთი მას მიწის მტვრისგან შექმნიდა და სიცოცხლეს მისცემდა,ადამი არ არსებობდა.სიკვდილის შემდეგ ადამი იმავე მდგომარეობას დაუბრუნდა.მისი სასჯელი სიკვდილი იყო,და არა სხვა სამყაროში გადასვლა. ამგვარად ღმერთმა პირველ კაცს,ადამს, აუხსნა,თუ რა ხდება სიკვდილის დროს (დაბადება2:7).ამიტომ, როცა ადამი მოკვდა,ის ისევ მტვრად იქცა და შეწყვიტა არსებობა.როგორც ადამიანები,ასევე ცხოველებიც, სიკვდილის დროს ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებიან.მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი ცნობიერება. ყურადღება გაამახვილე,თუ როგორი ხაზგასმით აღნიშნავს ამას ბიბლია:„რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია—ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს,რადგა ნყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილს მივა, ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა“(ეკლესიასტე3:19,20).
1.(ეკლ9:5,6)-ასე რომ მკვდრები უგრძნობ და უმოქმედო მდგომარეობაში არიან ამით სოლომონმა ახსნა რას ნიშნავს სიკვდილი
2.(იობ10:9,19)-იობი ამბობს, რომ სიკვდილის შემდეგ იქნება როგორც არარსებული. შეადარეთ:(იობ3:11,13,17) ის (სიკვდილი) -შეუგნებელი მდგომარეობააა
3.(ფს6:4,5) აქ ფსალმუნმომღერალი თხოვს ღმერთს რომ იხსნას მისი სული რადგან სიკვდილში არ არის ღმერთის ხსენება და არც განდიდების შესაძლებლობა რომელიც სურდა ფსალმუნმომღერალს
4.(ფს39:13) სანამ წავალ და აღარ ვიქნები
5.(ეს38:18,19) ყირადღება მიაქციეთ სოტყვებს: ცოცხალს შეძლია ხოტბა შეგასახას, როგორც მე შემიძლია დღეს
6.(ფსალ49:8-10) ამრიგად სამარად ის დრჩება ცოცხალი ფიზიკური სხეულის მქონე ადამიანი და არა ზეცაში ამავალი სუბსტანცია
7.(დაბ3:19)-ღვთის სიტყვის თანახმად რას დაუბრუნდებოდა ადამი?მიწის მტვერს ზუსტად ასეა.რაიმე რომ თავის ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს თავდაპირველად ამ მდგომარეობაში უნდა იყოს.მაშ სად იყო ადამი სანამ ღმერთი შექმნიდა? იგი არ არსებობდა!ამრიგად სიკვდილის შემდეგ ადამი დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას ანუ ის აღარ არსებობდა.ამგვარად ღმერთმა გასაგებად ახსნა თუ რა მნიშვნრლობა ექნებოდა სიკვდილს ცოდვილი ადამიანისთვის!
8.(იოან11:43,44)-აღდგომის შემდეგ ლაზარეს არ მოუყოლია თუ რა გადახდა თავს სიკვდილის შემდეგ ის უბრალოდ მკვდარი იყო და უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფებოდა
9.(ეკლ3:19,20) ადამიანის და ცხოველის ბოლო ერთია ყველას ერთი სული აქვს ყველა ერთ ადგილას მოდის და მტვერსვე უბრუნდებიან
10.(ეზ28:18,19)-ანგელოზი სატანაც კი აღარ იარსებებს და მით უმეტეს ადამიანი (ებრ2:14) სიკვდილი ძილთან არის შედარებული ის ღრმა ძილს ჰგავს
11.(იოან11:11-13)-იესომ სიკვდილი ძილს შეადარა მკვდრეთით აღდგომა კი გაღვიძებას
12.(საქ13:36)-იესოს მიმდევრებისთვის სიკვდილი იყო ძილის მდგომარეობა სამარხი კი მოსასვენებელი ადგილი
შეჯამება
1იყო პირველი კაცი ადამი უკვდავი? (დაბ2:16,17)-(2პტრ3:8)(ფს90:4)
2.რა დაემართა ადამს შეცოდების შემდეგ? (დაბ3:19)
3.აქვს ადამიანს უკვდავი სული? (ეზ18:4,20)
4.იცის მკვდარმა სულმა რამე ან გრძნობს რამეს? (ეკლ9:5,6)(ფს39:13)
5.რა იმედი არსებობს მათთვის? (საქ24:15)(1კორ15:26)
ამრიგად ფრაზა «უკვდავი სული» არცერთხელ არ გვხვდება ბიბლიაში... ყველაზე ძველი წიგნის, ბიბლიის წყალობით, ჩვენ ნათლად შეგვიძლია იმის დანახვა, თუ ვინ მიუგდო ა დამიანებს ეს იდეა. გადავშალოთ დაბადების წიგნი და მესამე თავი წავიკითხოთ:
დაბადების მესამე თავში ჩვენ ვპოულობთ მომენტს,როდესაც ეშმაკი პირველად ნერგავს
ადამიანთა აზროვნებაში აზრს იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ უკვდავები იყვნენ.როდესაც პირველმა ქალმა,ღვთისადმი განდგომის შედეგების შესახებ ღვთის გაფრთხილება გაიმეორა,რომელთა შედეგიც სიკვდილი გახდებოდა, რა უთხრა ეშმაკმა?«ამაზე გველმა უთხრა ქალს:არა, არ მოკვდებით»(დაბადება3:4).
დაფიქრდით: ღმერთმა უთხრა, რომ ადამიანები ცოდვის ჩადენის შემთხვევაში მოკვდებოდნენ, სატანამ კი უთხრა არ მოკვდებითო! მაშ რომელი მათგანია მართალი? პასუხი ნათელია. მაგრამ იდეა მაინც დარჩა, რადგან ნორმალური ადამიანისათვის სიკვდილი სავსებით არაბუნებრივია. ევას მსგავსად, მრავალმა მისმა შთამომავალმაც დაიჯერა, რომ ისინი "არ მოკვდებოდნენ".
ამ სწავლების სიცრუეში მხოლოდ ბიბლია როდი გვარწმუნებს, არამედ ასევე ჩვეულებრივი საღი აზრიც, რომლებიც თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებითაა გამყარებული. მოდი ერთად ვიაზროვნოთ:
1. თუ სული სხეულის სიკვდილის შემდეგ ისე ცხოვრობს, როგორც დამოუკიდებელი სუბსტანცია, მაშინ მას უნდა შეეძლოს დანახვა, ჰქონდეს სმენა, შეეძლოს მეტყველება (რამენაირად ურთიერთობა) და რაც მთავარია აზროვნება!
2. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სულს უნდა გააჩნდეს მხედველობისა და სმენის თავისი ორგანოები და რაც მთავარია "სულიერი ტვინი", რომლის მეშვეობითაც ეს სული შეძლებს აზროვნებას და ემახსოვრება ის, რაც სიკვდილამდე იყო.
3. მაგრამ იბადება კითხვა: მაშინ რაში გვჭირდება პირდაპირი გაგებით თვალები, ყურები და რაც ყველაზე მთავარია ტვინი - სამყაროში ყველაზე რთული მოწყობილობა, რომელიც კი ადამიანისთვისაა ცნობილი?!
4. თუ ჩვენში ყველაფრის დუბლირება ხდება, მაშინ რატომ არ ესმით ყრუებს სულით, ბრმები რატომ ვერ ხედავენ სულით, სულით ავადმყოფები (ტვინით ავადმყოფები) რატომ ვერ აზროვნებენ სულიერი ტვინით?
ესაა იოლი შეკითხვები, რომლებზეც იოლი პასუხები არ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ არავის არ უნახავს ეს "უკვდავი სული" და არ გაუზომავს ხელსაწყოებით.
ბიბლიაში ასეთი სიტყვები წერია: რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს - მარადიული სიცოცხლე...(რომაელები 6:23)
მარადიული სიცოცხლე - ღვთის საჩუქარია, რომლითაც ის მხოლოდ მათ დააჯილდოებს, ვისაც ის ჭეშმარიტება უყვარს, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი.
No comments:
Post a Comment