თანამედროვე დროში მცხოვრებ ზოგ ადამიანს სიტყვა ინკვიზიციის გაგონებისას, მხოლოდ კათოლიკური ინკვიზიცია ახსენდება. მაგრამ იბადება კითხვა: ადამიანთა წამებით სიკვდილი მხოლოდ კათოლიკების სახელით ხორციელდებოდა? ახსოვს თუ არა ისტორიას ისეთი შემთხვევები, როცა განსხვავებული რელიგიური თვალსაზრისის მქონე ადამიანები ტანჯვა-წამებით მოუკლავთ მართლმადიდებელ მორწმუნეებს?
ბევრისთვის, უცნობია მართლმადიდებელ მორწმუნეთა მიერ ადამიანებზე განხორციელებული სასტიკი ძალადობის ამსახველი შემთხვევები, რომელსაც ისტორია არ ივიწყებს.
ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, რომ მკითხველისთვის ცნობილი ყოფილიყო ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა, რათა ყველა კეთილსინდისიერ მკვლევარს და მკითხველს, რეალური წარმოდგენა ჰქონდეს მართლმადიდებლების მიერ წარსულში მრავალჯერ განხორციელებულ დანაშაულზე. ისტორიის მიერ შემონახული ფაქტებიდან მცირედს მაინც თუ გავიხსენებდით, გარკვეული სახის დახმარებას გაუწევდა მკითხველს სწორი შეფასებების გაკეთებაში.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახ.წ. 1054 წელს (ბერძენმა) მართლმადიდებელმა პატრიარქმა და კათოლიკური რომის პაპმა თეოლოგიურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო ერთმანეთი შეაჩვენეს, რამაც მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის უდიდესი კედელი აღმართა, რომელიც დღემდე შემორჩა და რომელიც დღემდე წარმოადგენს გარკვეული სახის ბარიერს კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. შედეგად იმავე წელს, ახ.წ. 1054 წელს, მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესია ოფიციალურად გამოეყო ერთმანეთს; მანამდე ისინი ოფიციალურად ერთად იყვნენ და როგორც თვითონ განმარტავენ, ‘ერთ სამოციქულო ეკლესიას წარმოადგენდნენ’.
ამ სტატიაში მკითხველთან ერთად მცირე ექსკურს გავაკეთებ თუ როგორ ავლენდნენ ადამიანებზე სასტიკ ძალადობას მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მორწმუნეები ახ.წ. 1054 წლამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი ერთმანეთს გამოეყოფოდა; და რა მოვლენებმა ნათელყო, რომ არა მარტო კათოლიკებმა, არამედ მართლმადიდებლებმაც გამოავლინეს სასტიკი ძალადობა ადამიანებზე მანამდე და მას შემდეგაც, რაც ახ.წ. 1054 წელს კათოლიკებისა და მართლმადიდებლების ერთმანეთისგან გამოყოფა მოხდა.
1.ახ. წ. – ით 314 წელს ქრისტიანობის სრული ლეგალიზაციის შემდეგ მყისიერად, ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია თავს ესხმის წარმართებს: ანკირის საბჭო კრძალავს და ერესად აცხადებს ქალღმერთი არტემიდას თაყვანისცემას. არტემიდას თაყვანისმცემლებს მთელ იმპერიაში დევნიან და ხოცავენ. ეს იყო მართლმადიდებლური ფუნდამენტალისტური პლუტოკრატიის დასაწყისი.
2.ახ. წ. – ით 335 წელს კონსტანტინე ანადგურებს წარმართულ ტაძრებს მცირე აზიასა და პალესტინაში და ბრძანებს ჯვარს აცვან „წარმართი მაგები და წინასწარმეტყველები“. ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი სოპატროსი წამებით კვდება მართლმადიდებელთა ხელით
“ „წმინდა“ კონსტანტინე დიდმა, თავისი უფროსი ვაჟი მოკლა და ცოლი აბანოში ცხელი ორთქლით მოაშთო. მიუხედავად ამ და მსგავსი სისაძაგლეებისა, მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე წმინდანად და მოციქულის თანასწორად[აც კი] მიიჩნევს კონსტანტინეს.
3.ახ. წ. – ით 337 წელს საქართველოში შემოდის მართლმადიდებელი პროზელიტი გოგონა – ნინო. ნინო მარგინალური ხრიკებით აცურებს საქართველოს მეფეს, საქართველოს მეფე მირიანი ტყუვდება და ხდება ახალი რელიგიის პირველი ქართველი. მეფე ერთადერთ სახელმწიფო რელიგიად აცხადებს მართლმადიდებლურ ქრისტიანობას. ნინო მეფის ჯარის აქტიური მხარდაჭერით საჯაროდ ქადაგებს ახალ რელიგიას. ყველა „წარმართ“ ქართველს ვინც უარს აცხადებს ახალი რელიგიის მიღებაზე, აწამებენ და ხოცავენ. საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, რომელიც უარს ამბობს ქრისტიანობის მიღებაზე მასობრივად იჟლიტება და იხოცება მეფის ჯარის მიერ. ნადგურდება „წარმართული“ ტაძრები და კულტურის ძეგლები. ძველი ქართული (იბერიული) „წარმართული“ რელიგიური ხელნაწერების 99%-ი ნადგურდება ქრისტიანი ფანატიკოსები კრძალავენ ძველ „წარმართულ“ ქართულ (იბერიულ) კალენდარს და მას ანაცვლებენ ქრისტიანული კალენდრით.
4.ახ. წ. – ით 359 წელს სკიტოპოლისში მართლმადიდებელი ქრისტიანები აშენებენ პირველ სიკვდილის ბანაკებს მთელი იმპერიის მასშტაბით დაპატიმრებული წარმართების საწამებლად და სიკვდილით დასასჯელად.
5. ისტორია გვამცნობს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, ეპისკოპოს თეოფილეს ბრძანებით, ახ.წ. 391 წელს ალექსანდრიის უძვირფასესი ბიბლიოთეკის ვანდალური განადგურების შესახებ, ბიბლიოთეკის, რომელიც მრავალი ადამიანისთვის განათლების მიღების უბრწყინვალეს საშუალებას წარმოადგენდა. ცნობილი ისტორიკოსი ედუარდ გიბონი მართლმადიდებელ პატრიარქს, თეოფილეს, აღწერს როგორც „მშვიდობისა და სიკეთს მტრად, შეუპოვარ და ცუდ ადამიანად, რომლის ხელებს ოქრო და სისხლი ენაცვლებოდა“ (იხილეთ ედუარდ გიბონის ნაშრომი: „რომის იმპერიის აღზევებისა და დაცემის ისტორია“, ტომი 2, გვ. 57.)
ისტოიკოსებისთვის აგრეთვე კარგადაა ცნობილი მეოთხე საუკუნეში მცხოვრები მეცნიერი და ფილოსოფოსი ქალის, ჰიპატიას მიმართ განხორციელებული ვანდალიზმის შესახებ. ისტორიკოსები ამ ქალის სასტიკ კვლელობას მიაწერენ მართლმადიდებელი წმინდანის თეოლფილეს ძმისშვილს „წმინდა კირილე ალექსანდრიელს“ (ახ. წ. 375—444; რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული), რომელსაც ქრისტიანი ბერების ხელით, მხეცურად მოუსწრაფებია ჰიპატია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალს, ჰიპატიას, ალექსანდრიაში წამყვანი მეცნიერის სახელი ჰქონდა, წმინდა კირილეს აღიზიანებდა მისი ზოგიერთი შეხედულება. ამიტომ, მართლმადიდებელმა პატრიარქმა კირილემ, ჰიპატია სასტიკი მკვლელობით მოაკვლევინა ბერებს, რომელი მკვლელობაც, ქრისტიანი ბერის, პეტრეს მეთაურობით განახორციელა; ზოგი ისტორიული წყაროებით, (მაგალითად ედუარდ გიბონის თანახმად) ჰიპატია ჯერ გააშიშვლეს, შემდეგ ხორცები ააგლიჯეს, ნარჩენები კი ცეცხლში დაწვეს. ამ ცნობის შესახებ ედუარდ გიბონის გარდა, არაერთი ისტორიკოსი იუწყება თავის ნაშრომებში. (მაგალითად იხილეთ, Maria Dzielska, Hypatia of Alexandria, Cambridge: Harvard University Press, 1995. (Revealing Antiquity, 8), p. xi, 157. და „Smith, Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology“: http://www.ancientlibrary.com/smith-bio/1645.html). [ყველაზე უძველესი ჩანაწერები ჰიპატიას სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით, გვხვდება მეხუთე საუკუნის სქოლასტიკოს სოკრატესთან, და კოპტელ ეპისკოპოს იოანე ნიკიუსთანაც].
ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, საეკლესიო ისტორიკოსი ჰანს ფონ კამპენჰაუზენის აღწერა მართლმადიდებელი წმინდანის, პატრიარქ კირილე ალექსანდრიელის შესახებ, რომელიც (ყურადღება მიაქციეთ, რომ) მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს არ უარყვია და რომელიც დღემდე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სამაგალითო ‘წმინდანადაა’ გამოცხადებულიგამოცხადებულიიტორიკოსი ამბობს . „ის არასოდეს არაფერს მიიჩნევდა სწორად და მართებულად, თუ ეს მისი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის წინ წაწევას არ უწყობდა ხელს. . . თავისი სისასტიკე და არაკეთილსინდისიერი მეთოდები მას არასოდეს ადარდებდა“.
„წმინდა“ პატრიარქის კირილე ალექსანდრიელის მძვინვარე და მოძალადე ქმედებები, მხოლოდ ჰიპატიას სივკდილის დაკვეთით არ შემოფარგლულა. მან თავისი ეპისკოპოსობის პირველივე წლებიდან დაიწყო ბრძოლა ალექსანდრიაში მცხოვრები განსხვავებული მრწამსის მქონე ადმაიანების წინაღმდეგ, როგორებიც იყვნენ მაგალითად, ნოვატიანელები და ებრაელები. კირილემ ნოვატიანელთა ეკლესიების დახურვა და მათი წმინდა ჭურჭელის განადგურება განახორციელა. ისტორია იუწყება, რომ ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა წმინდა კირილეს დროსაც არ იყო მაინც და მაინც სახარბიელო. ერთხელ, როცა ებრაელებმა საპასუხო თავდასხმა მოაწყეს „ქრისტიანებზე“, წმინდა კირილე იმდენად გამწარდა, რომ თავისი თანაქრისტიანები იუდეველთა სინაგოგებს მიუსია, დაარბევინა ისინი, ქალაქიდან გაადევნინა და მათი ქონება კი გასაძარცვად გადააცემინა. (იხილეთ „სოკრატე სქოლასტიკოსი კირილეს შესახებ“, თავი მესამე.
6.ახ. წ. – ით 401 წელს კართაგენის ქრისტიანი ბრბო ლინჩის წესით ასამართლებს წარმართებს და ანგრევს ტაძრებს და „კერპებს“. ღაზაში აგრეთვე ადგილობრივი ეპისკოპოსი „წმინდა“ პორფირიუსი აგზავნის თავის მომხრეებს ლინჩის წესით გაასამართლონ წარმართები და გაანადგურონ ელინური ტაძრები. ქალკედონის მეთხუთმეტე საბჭო იმ ქრისტიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა აქვთ წარმართებთან, უცხადებს, რომ თვით სიკვდილის შემდეგაც კი ეკლესიიდან განიკვეთებიან და ანათემას გადაეცემიან.
7.ახ. წ. – ით 415 წელს ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, ქრისტიანთა ბრბო ეპისკოპოს კირილესთან ერთად თავს ესხმის იუდეველებს, ხოცავს მათ და წამებით კლავს ფილოსოფოს და ასტრონომ ქალ ჰეპათიას. მისი სხეულის ნაწილებს საჯაროდ აჩვენებენ ბრბოს ალექსანდრიის ქუჩებში და საბოლოოდ წვავენ მის წიგნებთან ერთად ადგილას, რომელსაც ერქვა სუნარონი. 30 აგვისტოს იწყება ახალი რეპრესიები ჩრდილოეთი აფრიკის ყველა წარმართი ქურუმის წინააღმდეგ, რომლებსაც ან ჯვარს აცვამენ ან ცოცხლად წვავენ.
8.ახ. წ. – ით 416 წელს ინკვიზიტორი იპათიუსი, იგივე „ღვთის მახვილი“, ხოცავს უკანასკნელ წარმართებს. კონსტანტინოპოლში 7 დეკემბერს არაქრისტიანი ოფიცრები, სახელმწიფო მსახურები და მოსამართლეები ქრისტიანთა ხელით კვდებიან.
6.ახ. წ. – ით 532 წელს მართლმადიდებელი ინკვიზიტორი იოანის აზიაკუსი, ფანატიკოსი ბერი, უძღვება ჯვაროსნულ ლაშქრობას მცირე აზიის წარმართების წინააღმდეგ.
9.ახ. წ. – ით 950-988 წლებში სომეხი „წმინდანი“ ნიკონი ძალით, სიკვდილის მუქარით „აქრისტიანებს“ ლაკონიის წარმართებს.
10.ახ. წ. – ით 979 წელს კიევის რუსეთში იჭრებიან ბიზანტიელი მართლმადიდებელი მისიონერები ანუ პროზელიტები. კიევის რუსეთის მთავარი ვლადიმირი პოლიტიკანურ-მარგინალური მიზნებით იღებს მართლმადიდებლურ ქრისტიანობას. გაქრისტიანებული მთავარი ვლადიმირის ბრძანებით, ჯარისკაცები წარმართ სლავებს იარაღის მუქარით, ყინულოვან ცივ მდინარეებში ერეკებიან, სადაც მათ ბიზანტიელი მისიონერები ძალდატანებით ნათლავენ. ვლადიმირის ჯარისკაცები ანადგურებენ წარმართულ ტაძრებს და ობელისკებს. ბიზანტიელმა პროზელიტებმა ძველი სლავური რუნიკული დამწერლობა ჩაანაცვლეს თავიანთ მიერ შეთხზული ახლებური „კირილიცას“ ანბანით. წარმართ სლავებს, რომლებიც უარს აცხადებენ ახალი რელიგიის მიღებაზე, ვლადიმირის ჯარისკაცები და ბიზანტიელი ინკვიზიტორები აწამებენ და ხოცავენ. ნადგურდება რუსეთის მოსახლეობის ერთი მესამედი.
11.ახ. წ. – ით 1722 წელს წარმართი სლავები და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. „სტაროობრიადცები“ აწყობენ აჯანყებას, მაგრამ მარცხდებიან. მართლმადიდებელი ინკვიზიტორები აჯანყებულებს ტაძრებში ამწყვდევენ, კარებს უხერგავენ და ცოცხლად წვავენ.
მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული მსგავსი და უფრო ძლიერი ძალადობა, მომდევნო საუკუნეებშიც გრძელდებოდა. მართლმადიდებელი ეკლესიის (ოფიციალური პირების) მხრიდან ადამიანებზე ძალადობა, მხოლოდ ბიზანტიაში როდი ხდებოდა. ის თითქმის ყველგან ხორციელდებოდა, სადაც ‘მართლმადიდებელი’ ქრისტიანობა ადგამდა ფეხს. მათ, ვინც საქართველოს ისტორიას გაცნობია, კარგად იცის რომ „ქრისტიანობა“ საქართველოს გარკვეულ ნაწილებში (ტერიტორიებზე), განსაკუთრებით მთიან მხარეში ცეცხლითა და მახვილით მიაღებინეს ჩვენს ქართველ წინაპრებს. (მაგალითისთვის იხილეთ ივანე ჯავახიშვილის ფუძემდებლური ნაშრომები, „ქართლის ცხოვრება“ და სხვები…)
, საბედნიეროდ დღეს ის დრო აღარაა როცა ხალხზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ერთად, ფიზიკურ ძალადობას ახდენდა ეკლესია და ძალაუფლება აღჭურვილი სამღვდელოება. დღეს უმთავრესად ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ადამიანებზე რაც ფსიქოლოგიურ ძალადობად კლასიფიცირდება. თუმცა ამგვარი ძალადობა მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვისაც სურს რომ მსგავსი ზეგავლენისა და ძალადობის მსხვერპლი იყოს…
ცხადია აქ ფაქტების მხოლოდ ნაწილია მოხსენიებული; ისტორია გაცილებით მეტს მოგვითხრობს აღნიშნულ საკითხზე, რომლის გახსენებაც, ძალიან შორს წაგვიყვანდა.
No comments:
Post a Comment