Friday, 20 January 2023

სიმართლე ბეთ სარიმის შესახებ

 



ბეთ სარიმთან დაკავშირებით ბევრი ცრუ ბრალდებები ისმის წლების განმავლობაში. რომ თითქოს პირადი კომფორტისთვის აიშენა რუტერფორდმა საგუშაგო კოშკის ფულით და რომ თითქოს ცრუ მოლოდინებიდან გამომდინარე  1925 წლისთვის ააშენეს, რომ ძველი დროის მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებს ეცხოვრათ. რეალობა არის შემდეგი სახლი აშენდა 1929 წელს, ამიტომ ის ნაკლებად თუ აშენდა იმათთვის, ვინც 1925 წელს უნდა გაცოცხლებულიყო. 

მაშ რა იყო სახლის აშენების მიზეზი? მოკლედ, სიუჟეტი ასეთია: რუტერფორდს სასუნთქი გზების დაავადება აწუხებდა და ნიუ-იორკში სიცივემ დიდად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე, ამიტომ ექიმმა ურჩია ზამთარი გაეტარებინა სან დიეგოში, სადაც კლიმატი გაცილებით თბილია.    

სან დიეგოში  ძვირი იყო ყოველ ზამთარში ყველა ოფისის პერსონალისთვის შესაფერისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების პოვნა. ამ მიზეზით, რუტერფორდის ზოგიერთი  მეგობარი,  დაჟინებით მოითხოვდა მიწის ნაკვეთის ყიდვას და მასზე სახლის აშენებას. ამრიგად, ბეთ-სარიმის აშენების მთავარი მიზეზი არ იყო მკვდრეთით აღმდგარი მორწმუნეების საცხოვრებლად, არამედ რუტერფორდისა და მისი მდივნების სახლად და სამუშაოდ აშენება

მართალია, რომ 1929 წელს საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ გადაიხადა ამ მშენებლობისთვის ყველა იეჰოვას მოწმეს შემოწირული ფული? არა.  ვან ამბურგმა, მაშინდელი საზოგადოების საგუშაგო კოშკის ხაზინადარმა, დაადასტურა, რომ ამ სახლის ფასის არც ერთი ცენტი არ იყო ორგანიზაციის სახსრებიდან. ბრალდებების საპასუხოდ იმავე ხაზინადარმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი წერილი  1937 წლის 2 მაისის ოქროს ხანაში  , რომელშიც მითითებულია, რომ სახლი იყო " მისი მეგობრების საჩუქარი". ასევე  1931 წლის 25 ივლისს კოლუმბუსში (ოჰაიო) კონგრესზე დამსწრეთათვის გავრცელებულ ბიულეტენში მითითებულია, რომ სახლის ყიდვა და მშენებლობა რამდენიმე ძმის ინიციატივა იყო, რომლებმაც ეს გადაიხადეს „საკუთარი ფულით“. ამდენად, სახლი არ აუშენებიათ საზოგადოება საგუშაგო კოშკის ფულით. ეს იყო მეგობრების პირადი საჩუქარი.


რუტერფორდმა საჩუქარი მიიღო ერთი პირობით: სახლი მხოლოდ „უფლის სამსახურისთვის“ გამოიყენებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ქონება გადადიოდა საგუშაგო კოშკის საზოგადოების საკუთრებაში. გარდა ამისა, მან მიუთითა, რომ როდესაც ძველი მორწმუნეები აღდგებიან, თუ მათ სურთ სახლით სარგებლობა, ის მათ სამსახურში იქნებოდა; სწორედ ამიტომ, საკუთრება მოინათლა სახელით ბეთ-სარიმი, „მთავრების სახლი“, 

მოკლედ, რუტერფორდის მეგობრებმა მას სახლი აჩუქეს, რომელიც მან სიკვდილის შემდეგ საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ შესწირა. გარდა ამისა, მას სჯეროდა, რომ ძველი დროის ერთგული ხალხი მალე აღდგებოდა, მან სახლი მათთვის ხელმისაწვდომი გახადა იმ დღის დადგომისას. 

ეს არის ბეთ-სარიმის საშინელი ამბავი? მართალი გითხრათ, არანაირი საფუძველი არ არის ლაპარაკი თაღლითობაზე ან ვინმეს პირად გამდიდრებაზე,  ადამიანები, რომლებიც აგრძელებენ ამგვარი ტყუილის გავრცელებას, ან ძალიან გულუბრყვილოები არიან და ყველაფერს სჯერათ, რასაც ეუბნებიან, ან ნამდვილად არ აინტერესებთ სიმართლე, მაგრამ ცილისწამებით თავს ესხმიან იეჰოვას მოწმეებს.

No comments:

Post a Comment