Friday, 10 May 2019

იყო ჩარლზ რასელი მასონი?



 ძირითადად, ის ადამიანები, რომლებიც იეჰოვას მოწმეებისადმი აგრესიულად არიან განწყობილნი, ძალ-ღონეს არ იშურებენ, ჩალზ ტეიის რასელზე და იეჰოვას მოწმეებზე ცილისწამებები გაავრცელონ. სამწუხაროდ, ზოგი ადმაიანი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ინტერნეტში განთავსებულ დეზინფორმაციებს იჯერებს და თავის გულში ფიქრობს რომ რასელი მასონი იყო

Wednesday, 8 May 2019

1919 წელი - სულიერი ტაძრის განწმენდა და ხორბლის კლასის გამორჩევა დიდი ბაბილონისგან



  ეს არის ერთერთი  თემა რომელზეც  იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსებს უყვართ საუბარი, რომ თითქოს არ არის დაფუძნებული ბიბლიაზე ეს შეხედულება. ამას  ქვემოთ დავასაბუთებთ რომ ეს შეხედულება ბიბლიურია.მაგრამ მანამდე იმაზე ვისაუბროთ თუ რამოხდა ამ წელს და რას გაგება აქვთ იეჰოვას მოწმეებს 1919 წელთან დაკავშირებით

Monday, 29 April 2019

1914 - იესოს გამეფება



ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად 1914 წელს ზეცაში ღვთის სამეფომ დაიწყო მმართველობა.

Friday, 26 April 2019

იერუსალიმის ცეცხლი ღვთიური სასწაულია?



სანამ რაიმეს მტკიცებაზე გადავიდოდეთ დავსვათ ლოგიკური კითხვები რომელიც თავშივე გამოააშკარავებს ეგრეთწოდებული წმინდა ცეცხლის სასწაულებრივად გადმოსვლის სიცრუეს. მერე კი ფაქტებზეც ვისაუბრებთ.

Wednesday, 24 April 2019

რას ამბობს ბიბლია აღდგომის დღესასწაულზე?



ბიბლიური პასუხი:

ჩვენ იმიტომ არ ვზეიმობთ აღდგომას, რომ მას არა აქვს ბიბლიური საფუძველი. ახალ აღთქმაში ის არ მოიხსენიება როგორც ქრისტიანული დღესასწაული.

Saturday, 20 April 2019

აკრძალულია თუ არა იეჰოვას მოწმეებთან უმაღლესი განათლების მიღება?



ამ მტკიცებულების სიმცდარეში რომ დავრწმუნდეთ, შეგვიძლია ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების ბიბლიოთეკაში (კომპაქტ-დისკი) მოვიძიოთ. ჩვენ ვერსად ვერ ვნახავთ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ უმაღლესი (ან სხვა ნებისმიერი დამატებითი) განათლება წარმოადგენს ცოდვას, მიუღებელს და ა.შ.

იეჰოვას მოწმეები და ვაქცინაცია



იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსებისთვის, ერთერთ საყვარელ თემას წარმოადგენს, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ისტორია. ისინი ამტკიცებენ, რომ თითქოსდა, 1931 წლიდან 1952 წლამდე პერიოდის განმავლობაში, იეჰოვას მოწმეთა შორის მოქმედებდა ვაქცინაციის აკრძალვა, რის შედეგადაც მრავალი დაიღუპა, რაშიც ბრალი მათი რელიგიური კონფესიის ხელმძღვანელებს მიუძღვით.

Sunday, 14 April 2019

რას ნიშნავს "მოერიდეთ... სისხლს" (საქმეები 15:20,29)




 

სისხლისადმი ქრისტიანების დამოკიდებულება განპირობებულია ბიბლიური მითითებებით, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად კრძალავენ მის 
 გამოყენებას : „ოღონდ ხორცი მის სულთან — სისხლთან — ერთად არ ჭამოთ“ (დაბადება 9:3, 4); „გამოადინოს სისხლი და მტვრით დაფაროს“ (ლევიანები 17:13, 14); „მოერიდონ. . . სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს“ (საქმეები 15:19—21) 1.

ეს მუხლები სამედიცინო ენით არ არის დაწერილი, მაგრამ,    იეჰოვას მოწმეებს ესმით,რომ მითითებაში, მოერიდონ სისხლს,      გამორიცხავს როგორც მთლიანი სისხლის, ისე სხლის ოთხი ძირითადი კომპონენტის — წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედების, თრომბოციტებისა და პლაზმის — გამოყენებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოწმეები რელიგიური შეხედულებების გამო  არ ამბობენ უარს  ისეთი ფრაქციების გამოყენებაზე, როგორიცაა ალბუმინი და იმუნოგლობულინი, თუმცა თითოეული მოწმე თავად წყვეტს, მიიღებს თუ არა ამ პრეპარატებს

ასევე მრავალი მოწმე თანხმდება ხელოვნური თირკმლისა და სისხლის ხელოვნური მიმოქცევის (სისხლის შემცვლელებით შევსებული) აპარატის გამოყენებაზე, აგრეთვე ოპერაციის დროს სისხლის დაზოგვაზე იმ შემთხვევაში, თუ ექსტრაკორპორალური ცირკულაცია შეუფერხებლად ხდება. და სისხლის შემცვლელ პრეპარატებზე.
მოწმეებმა იციან, რომ ბიბლია პირდაპირ  არაფერს ამბობს ორგანოებისგადანერგვაზე. ამიტომ, თითოეული მოწმე თავად წყვეტს ამ საკითხს

რა გაგებით არის წოდება ღმერთი ბიბლიაში გამოყენებული , და იესოს მიმართ მისი გამოყენება ნიშნავს თუ არა მის უზენაეს ღმერთობას?



აუცილებელია თუ არა თაყვანს ვცემდეთ ვინმეს იმის გამო, რომ მას ბიბლიაში «ღმერთი» ეწოდება?

Saturday, 13 April 2019

საფიქრებელი კითხვები მათთვის ვისაც სამების სწამს



არის შემთხვევები როცა ბიბლიის გარეშე გვესაუბრებიან სამებაზე. ან არსურთ ჩვენი ბიბლიიდან ამოკიტხვა თავად კი არაქვთ (იმ მომენტში)
აქ არის სააზროვნო კითხვები რომელიც დააფიქრებს ამდროს გულწრფელ მსმენელს

არის წმინდა სული პიროვნება და ღმერთი?



 ებრაულ და ბერძნულ ენებში სიტყვები ruach და pneuma ნათარგმნია როგორც «სული». ბიბლიაში მათ განსხვავებული მნიშვნეობები გააჩნიათ, …როგორებიცაა სუნთქვა, ზემოქმედება, ძალა, ქარი და ა.შ. სული არ წარმოადგენს არსებას.
ამ ყველაფრის თანახმად,   წმინდა სულის ორმაგ განსაზღვრებაზე ვისაუბროთ:

Friday, 12 April 2019

არის მამა და ძე თანასწორი?



ბიბლია გვეუბნება: რომ დოგმატი სამების შესახებ მცდარია:წმინდა წერილის კითხვისას, ჩვენ შემდეგ ჭეშმარიტებებს ვხედავთ:

Wednesday, 10 April 2019

წმინდანთა კულტის შესახებ



განმარტება: ზოგიერთი რელიგიის სწავლებით, წმინდანები ეწოდება მათ, ვინც სიკვდილის შემდეგ ქრისტეს უერთდება ზეცაში განსაკუთრებული ღვაწლისა და სიწმინდის გამო. წმინდანებს ღმერთთან შუამავლებად მიიჩნევენ. წმინდანთა ნაწილებსა და გამოსახულებებს თაყვანს სცემენ. არის რელიგიები, რომელთა სწავლებითაც მათი ყველა წევრი წმინდა და უცოდველია.

Thursday, 4 April 2019

უნდა გამოვიყენოთ ხატები თაყვანისმცემლობაში?



განმარტება: ხატი არის გამოსახულება ანუ სიმბოლო, რომელსაც თაყვანს სცემენ სხვადასხვა რელიგიის წევრები. მოწიწებით ეპყრობიან და ლოცვისას იყენებენ: გამოსახულებების რიცხვს მიეკუთვნება ჯვარი, ქანდაკებები, სურათები და სხვა ნებისმიერი რამ, რაც ცაში თუ დედამიწაზე არსებულის გამოხატულებაა რომლებსაც ლოცვებში და თაყვანიამცემლობაში იყენებენ - (დროშაც შეიძლება თაყვანისცემის ობიექტი იყოს).(7 მსოფლიო კრებამ 8 საუკუნეში დაამტკიცა ხატების თაყვანისცემა)

ისევე როგორც ძველად წარმართები, თანამედროვე "ქრისტიანების" უმეტესობა დარწმუნებულია: ღმერთთან დასაკავშირებლად საჭიროა გარკვეული რელიგიური ნივთი, რომელიც ტელეფონის მსგავსად, მათ ზეცასთან აკავშირებს. თანაც, რაც უფრო მორთულ-მოკაზმულია ასეთი "ზეციური ტელეფონი", მით უფრო უკეთესი კავშირია ღმერთთან. და უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი "ზეციური ტელეფონით" ისინი არა მხოლოდ ღმერთთან ცდილობენ დაკავშირებას, 
არამედ სხვადასხვა წმინდანებთანაც.
რას გვეუბნება ამაზე ბიბლია?

Tuesday, 19 March 2019

შეცდომებისა და ნაკლოვანებების შესახებ


შინაარსი:

უნდა მოველოდეთ თუ არა ღვთის ხალხისაგან შეუცდომლობას?

ადრეული მსახურების ნაკლოვანებები (საორგანიზაციო საკითხებში)

ადრეული მსახურების შეცდომები (შეხედულებებში)

I საუკუნის ქრისტიანების მოლოდინები

Monday, 18 March 2019

ესხატოლოგიური და სხვა შეცდომები მართლმადიდებლობაში


1.«ქვეყნიერების აღსასრულის» დასახელებული  ცრუ თარიღები  მართლმადიდებელ ეკლესიაში

აღსასრულის შესახებ მთელი რიგი წინასწარმეტყველებები  ეკუთვნით ისეთ პირებს, რომლებიც ეკლესიის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფიგურებად ითვლებოდნენ.

Sunday, 17 March 2019

აქვს თუ არა ღმერთს სახელი, რამდენი სახელი აქვს და რატომ უნდა გამოვიყენოთ ის თაყვანისმცემლობაში?




1.აქვს თუ არა ღმერთს სახელი?


დიახ.ღვთის სახელი სხვადასხვა ენაზე  სხვადასხვანაირად გამოითქმის. ქართულად ღვთის სახელი ჟღერს: „იეჰოვა“. ზოგი მას წარმოთქვამს, როგორც „იაჰვე“

Saturday, 12 January 2019

ღვთის სახელის მნიშვნელობა



 ბიბლიის დედნისეულ ტექსტში, გამოსვლის 3:14-ში წერია ებრაული ფრაზა: „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ), (მე ვიქცევი იმად რადაც ვიქცევი)რომელიც ბიბლიაში დაახლოებით 7000-ჯერ ჩაწერილი ღვთის სახელის „იეჰოვას“ მნიშვნელობას გამოხატავს. 

Wednesday, 9 January 2019

როგორ წარმოითქმის ღვთის სახელი?




საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიბლია ძველ ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. ებრაული ენა ის ენაა, რომელზეც ბიბლიის პირველი 39 წიგნი დაიწერა. ძველ ებრაულ დამწერლობაში არ გამოიყენებოდა ხმოვანი ასოები (ა, ე, ო..), რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც წერილობითი ფორმით იყო გადმოცემული, მხოლოდ და მხოლოდ თანხმოვნებით იწერებოდა. ასეთ ტექსტებს, კონსონანტურ (ანუ თანხმოვნებისგან შემდგარ) ტექსტებს უწოდებენ. ვინაიდან ებრაულ ენაში ხმოვნები არ იწერებოდა, მკითხველი თანხმოვნებით დაწერილ სიტყვებს წაკითხვის დროს, თვითონ ამატებდა ხმოვნებს.

Saturday, 22 December 2018

უნდა ეწეროს თუ არა ღვთის სახელი ახალ აღთქმაში?






საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ებრაულ წერილებში ანუ „ძველ აღთქმაში“  ღვთის სახელი ათასობით მუხლშია ჩაწერილი (ღვთის სახელში ვგულისხმობ გამ 3:15 ში გაცხადებულ ღვთის სახელს რომლის შემოკლებული ფორმა იაჰია) და ამას მოწმობს არაერთი უძველესი ხელნაწერი(მაგ:მკვდარი ზღვის ხელნაწერები)  და არაერთი თანამედროვე ბიბლიის თარგმანი.მაგრამ უნდა ეწეროს თუ არა ის ახალ აღთქმაშიც? დიახ. და ამის უამრავი მიზეზი არსებობს რომელიც დასაბუთებული იქნება ქვემოთ