სისხლისადმი ქრისტიანების დამოკიდებულება განპირობებულია ბიბლიური მითითებებით, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად კრძალავენ მის
გამოყენებას : „ოღონდ ხორცი მის სულთან — სისხლთან — ერთად არ ჭამოთ“ (დაბადება 9:3, 4); „გამოადინოს სისხლი და მტვრით დაფაროს“ (ლევიანები 17:13, 14); „მოერიდონ. . . სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს“ (საქმეები 15:19—21) 1.
ეს მუხლები სამედიცინო ენით არ არის დაწერილი, მაგრამ, იეჰოვას მოწმეებს ესმით,რომ მითითებაში, მოერიდონ სისხლს, გამორიცხავს როგორც მთლიანი სისხლის, ისე სხლის ოთხი ძირითადი კომპონენტის — წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედების, თრომბოციტებისა და პლაზმის — გამოყენებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოწმეები რელიგიური შეხედულებების გამო არ ამბობენ უარს ისეთი ფრაქციების გამოყენებაზე, როგორიცაა ალბუმინი და იმუნოგლობულინი, თუმცა თითოეული მოწმე თავად წყვეტს, მიიღებს თუ არა ამ პრეპარატებს
ასევე მრავალი მოწმე თანხმდება ხელოვნური თირკმლისა და სისხლის ხელოვნური მიმოქცევის (სისხლის შემცვლელებით შევსებული) აპარატის გამოყენებაზე, აგრეთვე ოპერაციის დროს სისხლის დაზოგვაზე იმ შემთხვევაში, თუ ექსტრაკორპორალური ცირკულაცია შეუფერხებლად ხდება. და სისხლის შემცვლელ პრეპარატებზე.
მოწმეებმა იციან, რომ ბიბლია პირდაპირ არაფერს ამბობს ორგანოებისგადანერგვაზე. ამიტომ, თითოეული მოწმე თავად წყვეტს ამ საკითხს