განვიხილოთ კლასიკური პროტესტი:
როგორ შეიძლება მარადიული სიცოცხლე მიიღო თუკი არ იღებ პურსდა ღვინოს? განა იესომ არდაუკავშირა მარადიულ სიცოცხლეს მათი მიღება?
ღმერთი სიცოცხლის ერთადერთი წყაროა. როგორც უზენაეს შემოქმედს, მას აქვს სრული უფლება, მოგვცეს კონკრეტული მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვეპყრობოდეთ სიცოცხლესა და სისხლს. იმის ცოდნამ, თუ რისი უფლება გვაქვს და რისი — არა, ფუნდამენტური გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენს აზროვნებასა და ყოველდღიურ მოქმედებაზე.
ბიბლიის გულდასმით გამოკვლევა ცხადყოფს, რომ სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს მცნება, რომლის არსიც უცვლელად მეორდება მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე — ნოეს პერიოდიდან მოყოლებული, პირველ ქრისტიანულ კრებამდე.