1.  ყურადღება მიაქციეთ კონტექსტს. კონტექსტის გაუთვალისწინებლად ერთი და იმავე ავტორის მიერ დაწერილ წიგნში მოცემული აზრებიც კი შეიძლება ურთიერთსაპირისპირო მოგვეჩვენოს.

  2.  მხედველობაში მიიღეთ ის, თუ როგორ აღიქვამს მოვლენებს ამა თუ იმ წიგნის დამწერი. ერთი და იმავე მოვლენის თვითმხილველებმა შესაძლოა ეს მოვლენა სხვადასხვა სიტყვებით აღწერონ და სხვადასხვა დეტალები მოიხსენიონ.

  3.  გაითვალისწინეთ ისტორიული ფონი და ადგილობრივი ადათ-წესები.

  4.  განსაზღვრეთ, ესა თუ ის სიტყვა პირდაპირი გაგებითაა გამოყენებული თუ გადატანითი მნიშვნელობით.

  5.  ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ესა თუ ის მოქმედება შეიძლება შემსრულებელს კი არ მიეწეროს, არამედ დამკვეთს. a

  6.  ისარგებლეთ ბიბლიის ზუსტი თარგმანით.

  7.  ნუ ეცდებით, რომ ის, რასაც ბიბლია ამბობს, მოარგოთ გავრცელებულ მცდარ სწავლებებსა თუ დოგმებს