Saturday, 25 July 2020
როგორ გაჩნდა ღმერთი?
როგორ გაჩნდა ღმერთი, როგორ წარმოიშვა ღმერთი და არსებობდა თუ არა ღმერთი ყოველთვის - ესაა ყველაზე ხშირი შეკითხვები, რომლებსაც ადამიანები საკუთარ თავს უსვამენ ღმერთის შესახებ.
და ეს მართლაც ძალიან რთული შეკითხვაა, თანაც მისი დასმა განსაკუთრებით უყვართ ათეისტებს მორწმუნე ადამიანებისათვის, რათა მათი რწმენა შეარყიონ, როდესაც თავად უკვე არგუმენტები აღარ ჰყოფნით.
პასუხი, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა, ყველას როდი აკმაყოფილებს. მთელი ჩვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ ჩვენს გარშემო არსებული ყველა საგანი ოდესღაც გაჩნდა, ოდესღაც კი ისინი უბრალოდ არ არსებობდა.
ევოლუციის თეორიის კრახი
ჰარუნ იაჰის წიგნის მიხედვიტ
თავი პირველი
ამ წიგნის მიზანია, შევთავაზოთ მკითხველს უეჭველი მეცნიერული ფაქტები, რომლებიც ევოლუციის თეორიის პოსტულატებს უკვალოდ ანადგურებენ, აგრეთვე ვამხილოთ ჭეშმარიტი სარჩული კაცობრიობის ისტორიაში ამ უდიდესი თაღლითობისა. აღსანიშნავია, რომ ამ წიგნში თავმოყრილი ყველა მასალა თანამედროვე მეცნიერების მიერ აღიარებული უეჭველი ფაქტებია. ასე რომ, ევოლუციის თეორიის ყველაზე თავგამოდებულ დამცველებსაც კი არ შეუძლიათ მოყვანილი მტკიცებულებების უარყოფა, რადგან ევოლუციონისტების ყოველი დაუსაბუთებელი რეპლიკა მათი მოძღვრების სრულ კრახს კიდევ უფრო მოაახლოვებს და აიძულებს აღიარონ სიცოცხლის ღვთიური წარმომავლობა.
Tuesday, 21 July 2020
რა გვარწმუნებს ღმერთის არსებობაში?
ზოგს შეიძლება იმიტომ არ სწამს ღმერთი, რომ ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას ხვდება
ზოგი ამ დასკვნამდე იმათმა საქციელმა მიყვანა ვინც თავს მორწმუნეს უწოდებს
ზოგი კი მეცნიერ შეხედულებას უჭერს მხარს, რომ სამყარო აფეთქების შედეგად წარმოიშვა და ევოლუციის პროცესების შედეგად განვითარდა
მაგრამ საფუძვლიანი მიზეზებია ესენი ათეიზმისთვის?
Monday, 20 July 2020
ქრისტეს მოსვლა (პარუსია - უხილავი თანდასწრება)
ქრისტეს მოსვლა — ბერძ პარუსია
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ამ სიტყვით აღიწერება იესო ქრისტეს, როგორც მესიანური მეფის, უხილავი მოსვლა ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში. ქრისტეს მოსვლა მხოლოდ მოსვლას არ გულისხმობს; მასში გარკვეული ხნის მანძილზე დარჩენაც იგულისხმება (მთ. 24:3).
Saturday, 18 July 2020
მოეთხოვებათ ქრისტიანებს მარხვა?
ბიბლიის თვალსაზრისი:
ბიბლიურ დროში ღმერთი იწონებდა მარხვას, რომელსაც ადამიანი წრფელი გულით იცავდა, თუმცა მისთვის მიუღებელი იყო, როცა ვინმე არასწორი მოტივებით მარხულობდა. დღეს კი, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთი არც მოითხოვს ჩვენგან მარხვის დაცვას და არც გვიკრძალავს მას.
Thursday, 16 July 2020
იესოს არსებობის მტკიცებები
მას არც სიმდიდრე ჰქონდა და არც ძალაუფლება; საკუთარი სახლიც კი არ გააჩნდა. მაგრამ მისმა სწავლებებმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. და მაინც, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: ნამდვილად არსებობდა იესო ქრისტე? რას ამბობენ ამის თაობაზე როგორც ძველი, ისე თანამედროვე დროის სწავლულები?
ეწინააღმდეგება ბიბლია თავის თავს? (მოჩვენებითი წინააღმდეგობების განხილვა)
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ბიბლია სავსეა წინააღმდეგობებით, ეს არ არის მართალი. ე.წ. თვალში საცემი წინააღმდეგობების რაოდენობა ფაქტობრივად უმნიშვნელოა იმ მოცულობის წიგნისათვის, როგორიც ბიბლიაა. რაც შეეხება ნახსენებ წინააღმდეგობებს ისინი უფრო უცნაურია (იშვიათია) ვიდრე არსობრივი. ისინი არ შეეხება რწმენის უმნიშვნელოვანეს დეტალებსა და მოვლენებს. მათი უმეტესობა გადაიჭრება მაშინ თუ უფრო ახლოს გაეცნობი ტექსტს თავისთავად ან თუ შეისწავლი აღწერილი მოვლენის ისტორიას
Sunday, 12 July 2020
ბიბლია პროგრესული ადამიანისათვის
დღეს ხშირად გვესმის, რომ ბიბლია მოძველებულია. ამ თვალსაზრისის მომხრეები, ჩვეულებრივ ათეისტები, ვერასოდეს ვერ ამტკიცებენ ამას. მათ ძალიან უყვართ ყველაფრისადმი მეცნიერული მიდგომა და ის აზრი რომ ყველაფრის დამტკიცება შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მეცნიერებას არ ძალუძს მათი დახმარება. არ არსებობს არავითარი მეცნიერული, პრაქტიკული ან ემპირიული მტკიცებულება იმისა, რომ ბიბლია მოძველებულია. ეს სრულიად რწმენის საკითხია – ეგრეთწოდებული განათლებული ათეისტის რწმენის მნიშვნელოვანი ელემენტია.
კვლავ ღვთის სიტყვას წარმოადგენს ბიბლია?
ზოგიერთი მუსლიმი და არა მარტო მუსლიმი ამბობს, რომ ბიბლია ერთ დროს, ღვთის სიტყვა იყო, მაგრამ ის განადგურდა და ადამიანების მიერ მასში ცვლილებები შევიდა, რის გამოც, ისინი მეტად აღარ ენდობიან ამ წიგნს’. ნუთუ მართლა ასე მოხდა?
პრაქტიკული რჩევები ბიბლიის სწორად გასაგებად
ბიბლია იწერებოდა 1600 წლის მანძილზე, მას ჰყავს 40 -მდე ავტორი და მთლიანად ბიბლია შედგება 66 წიგნად, ძველი აღთქმა მოიცავს 39 წიგნს, ხოლო ახალი აღთქმა 27 წიგნს. ბიბლია არის თავებად და მუხლებად დაყოფილი, რათა უკეთ შეძლოთ მისი შესწავლა. ბიბლია არის ისტორიულად უტყუარი წიგნი, ყველა დროის “ბესტსელერი”, ყველაზე ხშირად ბეჭდვადი და გავრცელებადი და აღიარებული მთელს მსოფლიოში. ბიბლია შედის ისტორიული, პოეტური, წინასწარმეტყველური წიგნები, ასევე კანონი და წერილები.
თვითონ ბიბლია გვიხსნის, თუ როგორ შეგვიძლია მისი გაგება. თქვენი წარმომავლობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ცნობა არც ძნელი გასაგებია „არც მიუწვდომელი“ (კანონი 30:11).
თვითონ ბიბლია გვიხსნის, თუ როგორ შეგვიძლია მისი გაგება. თქვენი წარმომავლობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ცნობა არც ძნელი გასაგებია „არც მიუწვდომელი“ (კანონი 30:11).
აუცილებელია ებრაულის და ბერძნულის ცოდნა?
ბიბლია ძირითადად ორ ენაზე, ებრაულსა და ბერძნულზე დაიწერა.* ბიბლიის წიგნების დამწერებს ამ ენებზე წერისას ღვთის წმინდა სული ხელმძღვანელობდა (2 სამუელი 23:2). აქედან გამომდინარე, რაც მათ დაწერეს „ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17).
ახალი ქვეყნერების თარგმანი: სპეციალისტების დადებითი გამოხმაურებები
სწავლულები, რომლებიც არა არიან იეჰოვას მოწმეები, დადებითად ეხმაურებიან „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“
ქადაგება თუ ქველმოქმედება?
სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილე ქრისტიანებს ხშირად უწევთ ასეთი შეკითხვის მოსმენა: "არ ჯობია ქადაგების მაგივრად იეჰოვას მოწმეები ქველმოქმედებით რომ დაკავდნენ?". შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ეს ქრისტიანები სხვების დახმარების საქმეში არასწორ აქცენტებს სვავენ. შეიძლება, ვინმეს ჰგონია, რომ მათთვის საერთოდ უცხოა მათი დახმარების სურვილი, ვინც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს. მაგრამ ნამდვილად ასეა თუ არა ეს? და რატომ ხედავენ იეჰოვას მოწმეები თავის უმთავრეს მიზნად ადამიანებისათვის კეთილი ცნობის გაზიარებას და არა ჩვეულებრივ ქველმოქმედებაში სტანდარტულ მონაწილეობას?
ვინ უნდა ქადაგებდეს?
«ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად» (მათე 24:14)
შესავალი
1.ბიბლია და სასიხარულო ცნობის გაცხადების მნიშვნელოვნება
2.მოციქულები – ჭეშმარიტების მქადაგებლები
3.მხოლოდ «რჩეულები» ქადაგებენ?
4.იეჰოვას მოწმეების მაგალითი
5.ქადაგების ორგანიზებულობა
6.კარდაკარ
7.კითხვები იეჰოვას მოწმეებს
Saturday, 11 July 2020
მკვდრების აღდგომა და დედამიწის გადავსება
ტიპიური სიტუაცია: ვშლით ბიბლიას, ვკითხულობთ ფსალმუნის 37:29-ს ან მათეს 5:5-ს, მსმენელი კი გვეკითხება, სად დაეტევა ყველა ამ ჩვენ, თითქოსდა, შედარებით არცთუ დიდ პლანეტაზე? იგივე კითხვა ისმის ასევე მაშინაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღვთის დანაპირებზე, აღადგინოს მილიარდობით გარდაცვლილი სამოთხისებურ დედამიწაზე საცხოვრებლად (იოანე 5:28,29; საქმეები 24:15).
მკვდრეთით აღდგომის ბიბლიური საფუძვლები
სიტყვა „აღდგომა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ანასტასის, რაც სიტყვასიტყვით „წამოდგომას“, „ადგომას“ ნიშნავს. აღდგომა გულისხმობს, ასე ვთქვათ, უსიცოცხლო მდგომარეობიდან წამოდგომას ანუ გაცოცხლებას; სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, აღდგომის დროს ადამიანი უბრუნდება მდგომარეობას, რომელშიც სიკვდილამდე იყო (1 კორინთელები 15:12, 13).
Subscribe to:
Posts (Atom)