ეს სტატია წარმოადგენს რეაქციას იმ ბროშურაზე, რომელიც მე, თითქმის ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, წასაკითხად ერთმა მამაკაცმა მომცა, რომელიც სამქადაგებლო მსახურებისას შემხვდა. მისი შეხედულებების თანახმად, ის «კრიშნას ცნობიერების საზოგადოების» კონცეფციის მომხრეა (ხალხი ამ რელიგიური ორგანიზაციის წევრებს კრიშნაიდებს ეძახის), თუმცა ამ ორგანიზაციის წევრი არ არის. «კრიშნას ცნობიერების საზოგადოების» მიმდევრებს, ხშირად შეიძლება შეხვდეთ მსხვილი დასახლებული პუნქტების ხალხმრავალ ადგილებში, სადაც ისინი კოლექტიურად ასრულებენ მანტრას «ჰარე კრიშნა…», და ასევე ვედური წერილების შეძენას სთავაზობენ ხალხს, ისეთების, როგორებიცაა «ბჰარაგავატ-გიტა», «შრიმად-ბხაგავატამ» და სხვა.