Sunday, 26 July 2020

არის სამარე (ჯოჯოხეთი) საწამებელი ადგილი?



ჯოჯოხეთი (ებრ:-შეოლ)-(ბერძ:-ჰადეს)-(ქართ:სამარე)
როგორ განმარტავენ: როგორც ქრისტიანული სამყაროს ისე ბევრი არაქრისტიანული რელიგიის სწავლებით: ჯოჯოხეთი არის დემონების სამყოფელი სადაც ბოროტები სიკვდილის შემდეგ ისჯებიან  და ბევრის აზრით იტანჯებიან-მას ასევე მოიხსენიებენ ქვესკნელად, შავეთად და ასე შემდეგ


ბიბლია გვპასუხობს: ჯოჯოხეთი (ბიბლიის ორიგინალის ენებზე „შეოლი“ და „ჰადესი“) იგივე სამარეა და არა ცეცხლოვანი საწამებელი. ვინ მიდის ჯოჯოხეთში? როგორც კარგი, ისე ცუდი ადამიანები (იობი 14:13; ფსალმუნი 9:17). ბიბლიაში ნათქვამია, რომ კაცობრიობის საერთო სამარე „ყველა ცოცხლის შესაკრებელი სახლია“ (იობი 30:23).
 ერთგულმა მამაკაცებმა, იაკობმა და იობმა, იცოდნენ, რომ ერთხელაც მოკვდებოდნენ და სამარეში მოხვდებოდნენ (დაბადება 37:35; იობი 14:13).
იესოც კი, როცა მოკვდა, ჯოჯოხეთში მოხვდა. მაგრამ ის „მიტოვებული არ იყო ჯოჯოხეთში“, რადგან ღმერთმა აღადგინა (საქმეები 2:31, 32, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).

მარადიული საწამებელია ჯოჯოხეთი?

ყველა, ვინც ჯოჯოხეთში მიდის, მკვდრეთით აღდგება — იესო მათ ღვთის ძალით სიცოცხლეს დაუბრუნებს (საქმეები 24:15). მომავალ აღდგომასთან დაკავშირებით გამოცხადების 20:13-ში ვკითხულობთ: „სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში“ („საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). ერთხელაც ჯოჯოხეთში აღარავინ დარჩება და იქ აღარასდროს არავინ მოხვდება, რადგან „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:3, 4; 20:14).თუ აღადგენს რაღატო აწამებს
ისინი, ვინც ჯოჯოხეთში ანუ სამარეში არიან, არაფერს გრძნობენ. „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:10).

ცოდვის საზღაური სიკვდილია და არა ცეცხლოვან ჯოჯოხეთში წამება. „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 6:7).
თუ არსებობს მარადიული საწამებელი, ღმერთი არ ყოფილა სამართლიანი (კანონი 32:4). როდესაც პირველმა კაცმა, ადამმა, შესცოდა, ღმერთმა უთხრა მას, რომ დაისჯებოდა და შეწყვეტდა არსებობას: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19). თუ ღმერთმა ცეცხლოვან ჯოჯოხეთში საწამებლად გაიმეტა ადამი, გამოდის, რომ სიცრუე უთქვამს.
ღმერთს აზრადაც არ მოსვლია, რომ ვინმე ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ეწამებინა. მხოლოდ ის აზრიც კი, რომ ღმერთი ადამიანებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ტანჯავს, ეწინააღმდეგება ბიბლიას, სადაც ვკითხულობთ, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8; იერემია 7:31).
თუმცა, ყველა, ვინც კვდება, არ მიდის ჯოჯოხეთში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი იმდენად გაბოროტდა, რომ ვერასდროს შეიცვლება (ებრაელები 10:26, 27). როდესაც ასეთები კვდებიან, ჯოჯოხეთში კი არა, „გეენაში“ ხვდებიან, რომელიც მარადიული განადგურების სიმბოლოა (მათე 5:29, 30). მაგალითად, იესომ თქვა, რომ ზოგი თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლი იესოს დღეებში გეენაში მოხვდებოდა (მათე 23:27—33).
მოდი საფუძვლიქნად გამოვიკვლიოთ რას ნიშნავს ის სიტყვები რომლებსაც ჯოჯოხეთად თარგმნიან

სამარე (ჯოჯოხეთი)

ჯოჯოხეთი ანუ სამარე არ არის ცალკეული საფლავი ის გაცილებით მეტს ნიშნავს(ეს5:14)(იგ27:20)(იგ30:15,16)და არა ცალკეული სამარხი ან საფლავი (ებრ. კევერ, მსჯ. 16:31; კევურაჰ, დბ. 35:20; გადიშ, იობ. 21:32). ჯოჯოხეთში პირდაპირი გაგებით რომელიმე ადგილი არ იგულისხმება ჯოჯოხეთი არის კკაცობრიობის საერთო სამარე გარდაცვლილ ადამიანთა უმრავლესობის სიმბოლური ადგილსამყოფელი (ეკლ3:20)სადაც ცნობიერება არ არის იქ ვერაფერს გრძნობენ(ეკლ9:10)ღვთის სიტყვის თანახმად ის ვინც ჯოჯოხეთშია აღდგება(გმც20:13)(საქ24:15)ამის საპირისპიროდ ის მკვდრები რომლებიც არ იქნებიან აღდგენილნი ჯოჯოხეთის(სამარის)ნაცვლად გეენაში არიან(მათ10:280(გმც20:14,15)
მთელ ღვთივშთაგონებულ სიტყვაში შეოლი(სამარე) სიკვდილთან ასოცირდება და არა სიცოცხლესთან 2სმ. 22:6; ფს. 18:4, 5; 49:7—10, 14, 15; . მასზე ნათქვამია, რომ ის არის უკუნი სიბნელით მოცული მიწა (იობ. 10:21) და მდუმარების ადგილი (ფს. 115:17). 
ასევე შეუძლებელია იმის თქმაც, რომ ის „ღვთისგან გაუცხოებული მდგომარეობაა“. ასეთი სწავლება საფუძველს მოკლებულია, რადგან ბიბლიიდან ჩანს, რომ შეოლი ღვთის „წინაშეა“ და ღმერთი „იქაც“ არის (იგ. 15:11; ფს. 139:7, 8; ამ. 9:1, 2). ამიტომ იობი, რომელსაც ტანჯვისგან გათავისუფლება სურდა, ღმერთს ლოცვაში სთხოვდა, მისთვის სამარეში ანუ შეოლში ჩასვლის უფლება მიეცა, მოგვიანებით კი გაეხსენებინა და მოეხმო (იობ. 14:12—15).

ებრაული სიტყვა შეʼოლის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა, როგორც ჩანს, იგი იწარმოება ებრაული ზმნისგან შაʼალ, რაც თხოვნას ან მოთხოვნას ნიშნავს. შეოლის შესახებ სემიუელ პაიკი აღნიშნავს, რომ ის არის „მიცვალებულთა საერთო საცავი ან სამყოფელი; მას ასე ეწოდება იმიტომ, რომ სამარე გაუმაძღარია და თითქოს ყოველთვი სუფრო მეტს და მეტს ითხოვს“ (A Compendious Hebrew Lexicon, კემბრიჯი, 1811, გვ. 148). ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შეოლი ადგილია და არა მდგომარეობა. ის განურჩევლად ყველას „ითხოვს“ და ყველა მიცვალებულს იღებს (დბ. 37:35, სქ.; იგ. 30:15, 16).
    „მოციქულთა საქმეების“ ღვთივშთაგონებულმა დამწერმა ლუკამ (ფსალმუნის 16:10)-დან პეტრეს მიერ მოყვანილი ციტატის ბერძნულად თარგმნისას ცხადყო, რომ ჰადესი შეოლის ბერძნული ეკვივალენტია (სქ. 2:27). და კაცობრიობის საერთო სამარეს ნიშნავს იგი განსხვავდება ბერძნული სიტყვისაგან(ტაფოს)რაც ცალკეულ საფლავს ნიშნავს აგრეთვე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ცხრა თანამედროვე ებრაულ თარგმანში გამოცხადების 20:13, 14-ში ჰადესის ეკვივალენტად გამოყენებულია შეოლი. სირიულ თარგმანში კი გამოყენებულია მონათესავე სიტყვა შიულ.

გადატანითი მნიშვნელობით. 

გამოცხადების 6:8-ში ჰადესზე გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამია, რომ ის მიჰყვებოდა ფერმიხდილი ცხენის მხედარს, გაპიროვნებულ სიკვდილს, რათა მიეღო ომით, შიმშილით, ჭირითა და მხეცებით დახოცილები.
ჰადესთან (საერთო სამარე მიწაში) მოიხსენიება ზღვაც (რომელიც ზოგისთვის სამარხად იქცა) იმის აღსანიშნავად, რომ გამოცხადების 20:13, 14-ში იგულისხმება ყველა მკვდარი, რადგან ამ მუხლებში ნათქვამია, რომ ზღვამ, სიკვდილმა და სამარემ მისცეს მათში მყოფი ყველა მკვდარი. ამის შემდეგ სიკვდილი და ჰადესი (თუმცა ზღვა არა) ჩაყრილ იქნა „ცეცხლის ტბაში“, რაც „მეორე სიკვდილს ნიშნავს“. ამგვარად, მათ ბოლო მოეღება, ანუ ჰადესი (შეოლი), რომელიც კაცობრიობის საერთო სამარეს ნიშნავს, და ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილი აღარ იარსებებს.
კიდევ ერთი მონაკვეთი, სადაც ჰადესი მოიხსენიება, არის ლუკას 16:22—26-ში მდიდარ კაცსა და ლაზარეზე მოყვანილი იგავი. ამ იგავში აშკარად ალეგორიული ენაა გამოყენებული და კონტექსტიდან ჩანს, რომ ის პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. თუმცა აღსანიშნავია მდიდარ კაცზე იგავში ნათქვამი სიტყვები, რომ ის ჰადესში დაიმარხა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰადესი კაცობრიობის საერთო სამარეს ნიშნავს (იხ. გეენა; ტარტაროზი).

 ბიბლიის მრავალ თარგმანში შე’ოლი „საფლავად“ და „ორმოდ“ არის გადმოთარგმნილი. ეს არის ადგილი, სადაც მკვდრები ხვდებიან

ებრაულისიტყვაშეʼოლ 65-ჯერ გვხვდება მასორეტულ ტექსტში. „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ის 29-ჯერ ითარგმნა შავეთად, 17-ჯერ — ჯოჯოხეთად, 17-ჯერ — ქვესკნელად, ერთხელ — სულეთად და ერთხელ — საფლავად. გარდა ამისა, შეʼოლ ებრაულ დედანში ესაიას 7:11-ში გვხვდება და აკვილას, სიმაქუსისა და თეოდოტიონის ძველბერძნულ თარგმანებში ჰადესად ითარგმნა (იხ. სქ., Rbi 8 )


გეენა


ბერძნული სიტყვა „გეენა“ ბიბლიაში 12-ჯერ არის მოხსენიებული. ცეცხლის ტბის მსგავსად, ესეც მარადიული განადგურების სიმბოლოა. მართალია, ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც „ჯოჯოხეთი“, მაგრამ სინამდვილეში გეენა განსხვავდება ჯოჯოხეთისგან (ებრაულად შეოლ, ბერძნულად ჰადეს).
-ჯოჯოხეთის(სამარის) მსგავსად არც გეენაა პირდაპირი გაგებით რაიმე ადგილი


ეს სიტყვა მომდინარეობს ებრაული სიტყვებიდან გე და ჰინომ, რაც „ჰინომის ველს“ ნიშნავს. ეს ველი ძველი იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა (იხილე sgd ნაწილი 16, რუკა „იერუსალიმი და მისი შემოგარენი“). იესოს დროს ამ ადგილას ნაგავი იწვებოდა, ამიტომ სიტყვა „გეენა“ მარადიული განადგურების შესაფერისი სიმბოლო გახდა

  გეენა ებრაული სიტყვის გე-ჰინომის ბერძნული ეკვივალენტია და ჰინომის ველს ნიშნავს ჰინომის ველი ძველი იერუსალიმის გალავნის გარეთ მდებარეობდა (იეს15:18)გარკვეული დროის განმავლობაში ამ ადგილზე  კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებს ასრულებდნენ  და ბავშვებსაც კი სწირავდნენ(2მატ33:6)(იერ7:31-33)ასეთი რელიგიური მიზნით რომ არ გამოეყენებინათ ერთგულმა მეფე იოშიამ  წაბილწა ეს ველი და აღარ დაუშვა ასეთი შემზარავი საქმიანობა (2მეფ23:10)და ამის შემდეგ  ის ადგილი გადაიქცა უზარმაზარ ნაგავსაყრელად   ცოცხალ არსებას ცხოველსა თუ ადამიანს არ აგდებდნენ გეენაში დასაწვავად  ან საწამებლად

 ნაგვის გასანადგურებლად იქ მუდმივად ენთო ცეცხლი; ხოლო იმას, რასაც ცეცხლი ვერ შთანთქავდა, მატლი ჭამდა.

იესომ გეენა მარადიული განადგურების სიმბოლოდ გამოიყენა (მათე 23:33). მან თქვა, რომ გეენაში „მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება“ (მარკოზი 9:47, 48). ამ სიტყვებით იესო გულისხმობდა ჰინომის ველს და ესაიას 66:24-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას: „გავლენ და შეხედავენ იმ ადამიანთა გვამებს, რომლებიც მცოდავდნენ. მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება“. იესომ ამ მაგალითით მარადიული განადგურება აღწერა და არა წამება. ბიბლიაში მოხსენიებული მატლი და ცეცხლი უკვე მკვდარ სხეულს ანუ გვამს ანადგურებდა და არა ცოცხალ ადამიანს.
არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ გეენაში ადამიანებს ან ცხოველებს ცოცხლად წვავდნენ ან აწამებდნენ. ასე რომ, შეუძლებელია, ეს ადგილი იყოს უხილავი სივრცე, სადაც ადამიანთა სულები თითქოსდა ცეცხლში მარადიულად იტანჯებიან. იესო და მისი მოწაფეები სიტყვა „გეენას“ მარადიული დასჯის, „მეორე სიკვდილის“ ანუ მარადიული განადგურების სიმბოლოდ იყენებდნენ (გამოცხ. 20:14; მათ. 5:22; 10:28).


მათეს, მარკოზისა და ლუკას გარდა, ეს სიტყვა მოწაფე იაკობმაც გამოიყენა და ცეცხლთან დააკავშირა (იაკ. 3:6). ამ კავშირის საფუძველზე ზოგი ბიბლეისტი ცდილობს, გეენა იოშიას მმართველობამდე ადამიანების მსხვერპლად შეწირვას და ცეცხლში გატარებას დაუკავშიროს და მიიჩნევს, რომ იესომ ის მარადიული სატანჯველის სიმბოლოდ გამოიყენა. ვინაიდან ეს რიტუალი იეჰოვა ღმერთისთვის სისაძაგლე იყო და მას მსგავსი რამის გაკეთება არ უბრძანებია და გულშიც არ გაუვლია (იერ. 7:31; 32:35), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ღვთის ძემ ღვთის განაჩენზე საუბრისას ეს ცრურელიგიური ჩვეულება გეენის სიმბოლური მნიშვნელობის აღსანიშნავად გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ღმერთმა ჰინომის ველის შესახებ იწინასწარმეტყველა, რომ ის გახდებოდა გვამების თავიდან მოსაცილებელი ადგილი და არა ცოცხალი მსხვერპლის სატანჯველი ადგილი (იერ. 7:32, 33; 19:2, 6, 7, 10, 11). ამგვარად, მიიჩნევენ, რომ იერემიას 31:40-ში მოხსენიებულ „გვამებისა და ქონნარევი ნაცრის მთელ ველში“ ჰინომის ველი იგულისხმება. აგრეთვე ვარაუდობენ, რომ „ნაცრის კარიბჭის“ გავლით შესაძლებელი იყო ამ ველის აღმოსავლეთ ნაწილში გასვლა, სადაც ჰინომის ველი კედრონის ხევს უერთდებოდა (ნემ. 3:13, 14).

აქედან გამომდინარე, გეენის შესახებ ბიბლიაში ნათქვამი ეთანხმება ტრადიციულ შეხედულებას, რომელიც რაბინულ ხელნაწერებსა თუ სხვა წყაროებშია მოცემული. ამ შეხედულების თანახმად, ჰინომის ველი იყო იერუსალიმის ნაგავსაყრელი (ფილიპსის თარგმანში მათეს 5:30-ში სიტყვა გეენნა გადმოტანილია „ნაგვის გროვად“). ებრაელი მკვლევარი დავიდ ქიმხი (სავარაუდოდ, 1160—1235) კომენტარს უკეთებს ფსალმუნის 27:13-ს და ისტორიულ ფაქტებს გვაწვდის ამ ადგილის შესახებ: „ეს ადგილი, რომელიც იერუსალიმს ესაზღვრება, სიბინძურის კერაა. ხალხი იქ გვამებსა და ყოველივე უწმინდურს ყრიდა. იქ გამუდმებით ენთო ცეცხლი მკვდართა ძვლებისა და ყოველგვარი უწმინდურების დასაწვავად. ამიტომ ეწოდება ბოროტთა გასამართლებას სიმბოლურად გეჰინომი“
აშკარაა, რომ იესომ გეენა საბოლოო განადგურების მნიშვნელობით გამოიყენა, რაც ღვთის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შედეგია. რასაც ცეცხლი არ სწვდებოდა, მატლები უჩნდებოდა და ყველაფერს ანადგურებდა. ამგვარად, იესოს სიტყვები ნიშნავდა, რომ ღვთის მიერ გამოტანილი განადგურების გამამტყუნებელი განაჩენი ბოლომდე შესრულდებოდა.


  ვინაიდან გეენაში იმ დამნაშავეთა გვამებს ყრიდნენ რომლებიც სამარხში(რაც მკვდრეთით აღდგომის სიმბოლო იყო) დასვენების ღირსნი არ იყვნენ იესო და მისი მოწაფეები სიტყვა გეენას მარადიული განადგურების  ღვთის სამყაროდან მოწყვეტის სიმბოლოდ იყენებდნენ საიდანაც არ ხდება აღდგომამისი თავდაპირველი მნიშვნელობა საფუძვლად დაედო სიმბოლურ გამოთქმას  ტბა რომელიც ცეცხლითა და გოგირდით იწვის ამრიგად  გეენა და ცეცხლის ტბა ერთი და იგივეა(მათ10:28)(გმც20:14,15)-მეორე სიკვდილი(გმც21:8) ამრიგად იერუსალიმის მცხოვრებლებისთვის  რადგან იცოდნენ ამ სანაგვის არსებობა გასაგები იყო თუ რას გულისხმობდა იესო  როდესაც მიმართავდა ბოროტ რელიგიურ ბელადეებს (მათ23:33)აშკარაა რომ იესოს ამ სიტყვებით არ უთქვამს რომ იმ რელიგიურ ბელადებს აწამებდნენ  არამედ ის გულისხმობდა რომ  ბოროტი რელიგიური ბელადები  არ იყვნენ აღდგენის ღირსნიიესოს მსმენელებისთვის გასაგები იქნებოდა რომ გეენაში მოხვედრილები იქნებოდნენ იმ ნაგვის მსგავსნი რომელიც სამუდამოდ  ნადგურდებაასე რომჯოჯოხეთი და გეენა(იგივე ცეცხლის ტბა ერთიდაიგივე არ არის)რამეთუ ჯოჯოხეთი ძჩაგდებულ იქნა ცეცხლის ტბაში! გავიხსენოთ როდესაც ისრაელები თავიანთ ბავშვებს  ჰინომის ველზე ცეცხლში წვავდნენ  რა თქვა ღმერთმა (იერ32:35)როგორ ექნება ღმერთს საწამებელი ადგილი  თუკი მას ასეთი რამ გულშიც კი არ გაუვლია? ბიბლია გვეუბნება ღმერთი სიყვარულია(1იოან4:18)ნუთუ მოსიყვარულე ღმერთი მარადიულად აწამებდა ადამიანებს?(მათ18:14)(იოან3:16)

ბიბლიაში არსად არის მითითება, რომ გეენაში მყოფი პიროვნება აღდგება. „ცეცხლის ტბა“ და „ცეცხლოვანი გეენა“ — ორივე მარადიულ, სამუდამო განადგურებას ნიშნავს (გამოცხადება 20:14, 15; 21:8; მათე 18:9).


ცეცხლის ტბა


ეს გამოთქმა მხოლოდ „გამოცხადებაში“ გვხვდება და აშკარად გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება. ბიბლია თავად განმარტავს მის სიმბოლურ მნიშვნელობას: „ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გმც. 20:14; 21:8).
ცეცხლის ტბის სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიუთითებს ის კონტექსტები, სადაც ეს გამოთქმაა გამოყენებული წიგნ „გამოცხადებაში“. სიკვდილზე ნათქვამია, რომ ჩაგდებულ იქნება ცეცხლის ტბაში (გმც. 19:20; 20:14). აშკარაა, რომ სიკვდილი პირდაპირი გაგებით ვერ დაიწვება. ამასთან, ეშმაკზე, უხილავ სულიერ ქმნილებაზე ნათქვამია, რომ ისიც ჩაგდებულ იქნება ამ ტბაში. მას, როგორც სულიერ ქმნილებას ცეცხლი ვერაფერს ავნებს (გმც. 20:10; შდრ. გმ. 3:2 და მსჯ. 13:20).

ვინაიდან ცეცხლის ტბა „მეორე სიკვდილს“ ნიშნავს და გამოცხადების 20:14-ში ნათქვამია, რომ „სიკვდილი და სამარე“ ჩაიყრებიან მასში, აშკარაა, რომ ეს ტბა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილის (რმ. 5:12) ან სამარის (ჰადესი, შეოლი) სიმბოლო ვერ იქნება. ამიტომ ის უნდა იყოს იმ სიკვდილის სიმბოლო, რომლიდანაც თავის დახსნა შეუძლებელია. ამაზე მოწმობს ისიც, რომ სამარისა და მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილისგან განსხვავებით ამ ტბაზე არსად არის ნათქვამი, რომ ის იძლევა მასში მყოფ მკვდრებს (გმც. 20:13). ამგვარად, ცეცხლის ტბაში ყრიან მათ, ვინც არ არის ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“, ანუ მოუნანიებელ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღვთის უზენაესობას. ეს მათთვის მარადიულ განადგურებას ანუ მეორე სიკვდილს ნიშნავს (გმც. 20:15).
თუმცა ზემოხსენებული მუხლები ადასტურებს, რომ ცეცხლის ტბა სიმბოლურია, ზოგი მათ იმ სწავლების მხარდასაჭერად იყენებს, რომელიც ცეცხლოვანი საწამებელი ადგილის არსებობას აღიარებს. თავიანთი აზრის დასამტკიცებლად მათ მოჰყავთ გამოცხადების 20:10, სადაც ნათქვამია, რომ ეშმაკი, მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი ცეცხლის ტბაში „დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად“. მაგრამ შეუძლებელია, ამაში პირდაპირი გაგებით ტანჯვა იგულისხმებოდეს. ცეცხლის ტბაში ჩაყრილები „მეორე სიკვდილს“ ექვემდებარებიან (გმც. 20:14). მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან, ამიტომ არც ტკივილს განიცდიან და არც ტანჯვას (ეკ. 9:5).

ბიბლიაში ცეცხლში დატანჯვა უკავშირდება განადგურებასა და სიკვდილს. მაგალითად, ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანში, სეპტუაგინტაში ტანჯვის აღმნიშვნელი სიტყვა (ბასანოს) რამდენჯერმე გამოიყენება სიკვდილით დასჯასთან (ეზკ. 3:20; 32:24, 30). მსგავსად, წიგნ „გამოცხადებაში“ დიდ ბაბილონზე ნათქვამია, რომ „დედამიწის მეფეები ... იტირებენ და მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას მის გამო ცეცხლის კვამლის დანახვაზე, რომელშიც ის დაიწვება. ისინი მოშორებით იდგებიან, მისი ტანჯვით [ბერძ. ბასანისმუ] შეშინებულები“ (გმც. 18:9, 10). ანგელოზის სიტყვებიდან ჩანს, რა იგულისხმება ამ ტანჯვაში: „ასეთი სისწრაფით დაეცემა დიდი ქალაქი ბაბილონი და ვეღარასოდეს იპოვიან მას“ (გმც. 18:21). ასე რომ, ცეცხლში ტანჯვაში აქ იგულისხმება განადგურება, რაც დიდი ბაბილონის შემთხვევაში სამუდამო იქნება (შდრ. გმც. 17:16; 18:8, 15—17, 19).

ამგვარად, ვინც ცეცხლის ტბაში მარადიულად იტანჯება (ბერძ. ბასანიზო), „მეორე სიკვდილს“ დაექვემდებარება, საიდანაც მკვდრეთით აღდგომა არ ხდება. ბიბლიის არაერთ თარგმანში მონათესავე ბერძნული სიტყვა ბასანისტეს მათეს 18:34-ში საპყრობილის ზედამხედველად ითარგმნა (შდრ. მუხლი 30). ასე რომ, ცეცხლის ტბაში ჩაყრილნი მარადიულად იქნებიან შებოჭილნი სიკვდილის „საპყრობილეში“ 

ცეცხლის ტბა მარადიულ განადგურებას ასიმბოლოებს. ეს იგივეა, რაც გეენა, მაგრამ განსხვავდება ჯოჯოხეთისგან, რადგან ჯოჯოხეთი კაცობრიობის საერთო სამარეა.

სიმბოლური ტბა. ბიბლიაში „ცეცხლის ტბა“ ხუთჯერ არის მოხსენიებული მხოლოდ „გამოცხადებაშიდა თითოეული მუხლიდან ჩანს, რომ ეს არ არის პირდაპირი გაგებით ტბა (გამოცხადება 19:20; 20:10, 14, 15; 21:8). ცეცხლის ტბაში ჩაიყრებიან:

ეშმაკი (გამოცხადება 20:10). პირდაპირი გაგებით ტბა ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს სულიერ ქმნილებას — ეშმაკს (გამოსვლა 3:2; მსაჯულები 13:20).
სიკვდილი (გამოცხადება 20:14). სიკვდილი გულისხმობს არარსებულ, უმოქმედო მდგომარეობას. ეს არის სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობა (ეკლესიასტე 9:10). შეუძლებელია, სიკვდილი პირდაპირი გაგებით დაიწვას.
„მხეცი“ და „ცრუწინასწარმეტყველი“ (გამოცხადება 19:20). ვინაიდან „მხეცს“ და „ცრუწინასწარმეტყველს“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, განა ლოგიკური არ იქნება დავასკვნათ, რომ ტბაც, რომელშიც ისინი ჩაიყრებიან, სიმბოლურია? (გამოცხადება 13:11, 12; 16:13).
 ბიბლია თავად განმარტავს მის სიმბოლურ მნიშვნელობას: „ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გმც. 20:14; 21:8).

ვინაიდან ცეცხლის ტბა „მეორე სიკვდილს“ ნიშნავს და გამოცხადების 20:14-ში ნათქვამია, რომ „სიკვდილი და სამარე“ ჩაიყრებიან მასში, აშკარაა, რომ ეს ტბა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილის (რმ. 5:12) ან სამარის (ჰადესი, შეოლი) სიმბოლო ვერ იქნება. ამიტომ ისუნდა იყოს იმ სიკვდილის სიმბოლო, რომლიდანაც თავის დახსნა შეუძლებელია. ამაზე მოწმობს ისიც, რომ სამარისა და მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილისგან განსხვავებით ამ ტბაზე არსად არის ნათქვამი, რომ ის იძლევა მასში მყოფ მკვდრებს (გმც. 20:13). ამგვარად, ცეცხლის ტბაში ყრიან მათ, ვინც არ არის ჩაწერილი„სიცოცხლის წიგნში“, ანუ მოუნანიებელ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღვთის უზენაესობას. ეს მათთვის მარადიულ განადგურებას ანუ მეორე სიკვდილს ნიშნავს (გმც. 20:15).
ბიბლიაში ცეცხლში დატანჯვა უკავშირდება განადგურებასა და სიკვდილს. მაგალითად, ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანში, სეპტუაგინტაში ტანჯვის აღმნიშვნელი სიტყვა (ბასანოს) რამდენჯერმე გამოიყენება სიკვდილით დასჯასთან (ეზკ. 3:20; 32:24, 30). მსგავსად, წიგნ „გამოცხადებაში“ დიდ ბაბილონზე ნათქვამია, რომ „დედამიწის მეფეები ... იტირებენ და მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას მის გამო ცეცხლის კვამლის დანახვაზე, რომელშიც ის დაიწვება. ისინი მოშორებით იდგებიან, მისი ტანჯვით [ბერძ. ბასანისმუ] შეშინებულები“ (გმც. 18:9, 10). ანგელოზის სიტყვებიდან ჩანს, რა იგულისხმება ამ ტანჯვაში: „ასეთი სისწრაფით დაეცემა დიდი ქალაქი ბაბილონი და ვეღარასოდეს იპოვიან მას“ (გმც. 18:21). ასერომ, ცეცხლში ტანჯვაში ა ქ იგულისხმება განადგურება, რაც დიდი ბაბილონი სშემთხვევაში სამუდამო იქნება (შდრ. გმც. 17:16; 18:8, 15—17, 19).
ბიბლიის არაერთ თარგმანში მონათესავე ბერძნული სიტყვა ბასანისტეს მათეს 18:34-ში  საპყრობილის ზედამხედველად ითარგმნა (შდრ. მუხლი 30). ასე რომ, ცეცხლის ტბაში ჩაყრილნი მარადიულად იქნებიანშ ებოჭილნი სიკვდილის „საპყრობილეში“
ამრიგად გეენა იგივე ცეცხლის ტბა სრულ განადგურებას ნიშნავს  აღდგომის იმედის გარეშე(რომელზეც მკვდრეთით აღდგომა არ ვრცელდება(ებრ10:26,27)ბიბლიაში არსად არის ნათქვამი რომ  ცეცხლის ტბაში მყოფნი თავს დააღწევენ მას აქედან გამომდინარე მეორე სიკვდილი სამუდამო სიკვდილს ნიშნავს(გმც20:14,15)


რას ნიშნავს სიტყვები „დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად“?

თუ ცეცხლის ტბა განადგურების სიმბოლოა, რატომ წერია ბიბლიაში, რომ მასში ეშმაკი, მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი „დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად“? (გამოცხადება 20:10). განვიხილოთ ოთხი მიზეზი, თუ რატომ არ ნიშნავს ეს სიტყვები პირდაპირი გაგებით ტანჯვას:

ეშმაკი რომ მარადიულად დაიტანჯოს, მარადიულად უნდა იცოცხლოს. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას ბოლო მოეღება ანუ შეწყვეტს არსებობას (ებრაელები 2:14).
მარადიული სიცოცხლე ღვთისგან ძღვენია და არა სასჯელი (რომაელები 6:23).
მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი სიმბოლოებია და ისინი ვერ შეძლებენ პირდაპირი გაგებით ტანჯვას.
ბიბლიის კონტექსტიდან ვიგებთ, რომ ეშმაკის ტანჯვა სინამდვილეში მისი მარადიული განადგურებაა.
ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „ტანჯვა“ აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს „შეზღუდულ მდგომარეობასაც“. მაგალითად მათეს 18:34-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა „მტანჯველები“ ბიბლიის ბევრ თარგმანში გადმოტანილია როგორც „საპყრობილის ზედამხედველები“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიტყვები „ტანჯვა“ და „შეზღუდვა“ ერთმანეთთან კავშირშია. მათეს 8:29-სა და ლუკას 8:30, 31-ში აღწერილია ერთი და იგივე მოვლენა და ამ მუხლებში მოხსენიებული სიტყვები „ტანჯვა“ და „უფსკრული“ გაიგივებულია ერთმანეთთან და გადატანითი მნიშვნელობით სრულ უმოქმედობას ან სიკვდილს ნიშნავს (რომაელები 10:7; გამოცხადება 20:1, 3). სიტყვა „ტანჯვა“ წიგნ „გამოცხადებაში“ არაერთხელ გამოიყენება სიმბოლური მნიშვნელობით (გამოცხადება 9:5; 11:10; 18:7, 10).


მკვდრები არ იტანჯებიან ისინი უმოქმედო მდგომარეობაში არიან

1(ეკლ9:5,610)-ამით საკითხი ძალზე ნათელი ხდება  ჯოჯოხეთი საწამებელ ადგილს კი არ ნიშნავს არამედ მთელი კაცობრიობის სამარხს(სამარეს)სადაც ისინი ვერაფერს გრძნობენ ყურადღება მიაქციეთ, რომ მკვდრებმა „არაფერი იციან“ — 
 ამრიგად თუ მკვდრებმა არაფერი იციან  და მათი ფიქრებიც ქრება  როგორ შეიძლება ჯოჯოხეთში 
იტანჯონ? თუ მათ არაფერი იციან (შესაბამისად)-ვერც ვერაფერს იგრძნობენ  — მათ არ შეუძლიათ მოსმენა, დანახვა, ლაპარაკი და ფიქრი, მათ არც საზღაური მიეზღვებათ. ეს ხომ უბრალოდ შეუძლებელია! ისინი აღარ არსებობენ! გარდა ამისა, „ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ მეტად აღარ შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა (ეკლესიასტე 9:5, 6, 10).
აგრეთვე დავაკვირდეთ რომ  სიძულვილი და შური გაქრა არადა ზუსტად ეს გრძნობები უნდა დაეუფლოს იმათ ვისაც მარადიულად აწამებენ ცეცხლში ასე რომ იქ მოხვედრილებმა არაფერი იციან ასევე მასზე ნათქვამია, რომ ის არის უკუნი სიბნელით მოცული მიწა (იობ. 10:21) და მდუმარების ადგილი (ფს. 115:17). 
ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიის პასუხი მარტივი და გასაგებია — მკვდრები არსად არ აგრძელებენ სიცოცხლეს. ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ არ არსებობს ისეთი რამ, რაც გარდაისახება, ანუ ახლიდან დაიბადება სხვა სხეულში, როგორც ეს ზოგს სწამს. მაგალითისთვის, ჩვენი სიცოცხლე შეგვიძლია სანთლის ალს შევადაროთ: როდესაც სანთელს ვაქრობთ, ალი არსად არ მიდის. ის უბრალოდ აღარ არსებობს.

2.(იობ14:13)-თუ ჯოჯოხეთი საწამებელი ადგილია  ნუთუ იობი ისურვებდა  იქ ყოფილიყო ვიდრე ღმერთი გაიხსენებდა? პირიქით მას ის უნდოდა  რომ მომკვდარიყო  რათა მის ტანჯვას  ბოლო მოღებოდა  და ნუთუ უარეს ადგილზე წასვლაზე იოცნებებდა?თუ ჯოჯოხეთი სატანჯველი ადგილია იქ მოხვედრას ინატრებდა კაცი? რამდენად ლოგიკურია ეს? ნაცვლად ამისა ის იქ თავშესაფარს ეძებდა დამმალავდე ანუ ამ ტანჯვისგან განთავისუფლბას სათხოვდა სწორედ იქ მოხვედრით  ამრიგად რამდენად არაგონივრულია ვიფიქროთ რომ იობს შვების საპოვნელად ცეცხლოვან ჯოჯოხეთში წასვლა სურდა? იობისთვის ჯოჯოხეთი იყო სამარე სადაც მის ტანჯვას ბოლო მოეღებოდა ასე რომ  ბიბლიური გაგებით  ჯოჯოხეთი არის  კაცობრიობის საერთო სამარე სადაც როგორც კარგი ისე ცუდი ადამიანები მიდიან(საქ2:31)(ფსალ9:17)(ეკლ3:20)

3.(დაბ37:35)ახლა ერთი წუთით შევჩერდეთ და დავფიქრდეთ არის თუ არა ჯოჯოხეთი საწამებელი ადგილი -სწამდა იაკობს რომ მისი შვილი იმყოფებოდა ასეთი მარადიული წამების ადგილზე და თავადაც სურდა რომ იქ მოხვედრილიყო რომ შეხვედროდა მას?(დაბ42:38)რამდენად გონივრულია ეს?თუ ის მხოლოდ იმას ფიქრობდა რომ თავისი საყვარელი შვილი მკვდარი იყო იწვა სამარხში და ამიტომ იაკობს თვითონაც სიკვდილი სურდა?
მისმა ვაჟებმა იაკობი, მისივე სურვილისამებრ, ქანაანის მიწაზე, მაქფელას მღვიმეში დამარხეს (დაბადება 47:28; 49:29—31; 50:12, 13). ასეთი სახით, იაკობი თავის მამას ისაკს და პაპას აბრაამს შეუერთდა.

4.(საქ2:31)აქედან  პირველ რიგში იმას ვიგებთ რომ  რადგან ქრისტე ჯოჯოხეთში იყო ამტკიცებს ეს იმას რომ ის არ არის ადგილი სადაც მხოლოდ ცოდვილნი მიემგზავრებიან . და მეორეც უნდა გვწამდეს თუ არა რომ ღმერთი ჯოჯოხეთის ცეცხლში აწამებდა იესოს? რასაკვირველია არა ის უბრალოდ სამარხი იყო  გარდა ამისა მიუხედავად იმისა რომ ქრისტე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჯოჯოხეთში  მას არ უხილავს ხრწნილება  თუ ჯოჯოხეთი ადგილია სადაც ცეცხლი ანთია ეს შეუძლებელი იქნებოდა

5.(იერ32:35)-როგორ ექნება ღმერთს საწამებელი ადგილი თუკი მას ასეთი რამ გულშიც კი არ გაუვლია?

6.(ეზეკ18:23)(2პეტრ3:9 თუ ღმერთს ბოროტის სიკვდილი არ ახარებს როგორ შეიძლება მარადიულად სიამოვნებით უყუროს მის ტანჯვას?

7.(1იოან4:8)-ბიბლია ამბობს რომ ღმერთი სიყვარულია ნუთუ მოსიყვარულე ღმერთი მარადიულად აწამებდა ადამიანებს?მოიქცეოდი შენ ასე?რას იფიქრებდი ისეთ მშობელზე რომელიც დასჯის მიზნით ბავშვს ცეცხლში აყოფიებს ხელს? ეს კი არადა ღმერთი ცხოველების სიცოცხლესაც ძალიან აფასებს(იონა4:11)და ნუთუ ამის შემდეგ ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს ის აზრი რომ ღმერთი თავის ქმნილებას მარადიულად აწამებს?

8.(დაბ2:16,17)ღვთის სიტყვების თანახმად რა მოხდებოდა თუ ადამი შერჭამდა აკრძლულ ხილს?-(ის მოკვდებოდა)-მაგრამ უთხრა ღმერთმა მას რაიმე იმის შესახებ რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიტანჯებოდა?  მას არაფერი უთქვამს ადამის ცეცხლით დასჯაზე  თუ ასე მოხდებოდა და ცეცხლოვანი ტანჯვა ელოდათ  ნუთუ ღმერთი არ გააფრთხილებდა მას და თუ არ გააფრთხილებდა  გამოავლენდა სიყვარულსა და სამართლიანობას მის მიმართ?

9(დაბ3:19)იმასაც მივაქციოთ ყურადგება თუ რა უთხრა ღმერთმა ადამსა და ევას შეცოდების შემდეგ  ჩვენ აქედან ვხედავთ პირველი ადამიანებისთვის გამოტანილ განაჩენს რომელშიც არაფერია ნათქვამი ჯოჯოხეთის ცეცხლზე  განაჩენის თანახმად ადამი და ევა მტვერს უნდა დაბრუნებოდნენ  თუ ადამი ჯოჯოხეთში უნდა დატანჯულიყო  მართებული იქნებოდა მისთვის იმის თქმა რომ მიწას დაუბრუნდებოდა?  იქნებოდა ღმერთის მხრიდან სამართლიანი ჯერ ეთქვა ადამისთვის რომ მიწის მტვერს დაუბრუნდებოდა და შემდეგ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში გაეშვა სატანჯველად?
არ მეთანხმებით რომ რაიმე თავის ძველ მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს  თავდაპირველად ამ მდგომარეობაში უნდა იყოს?მაშ სად იყო ადამი სანამ ღმერთი შექმნიდა? (იგი არ არსებობდა) ანუ ის როდესაც მოკვდა დაუბრუნდა თავდაპირველ მდგომარეობას  ანუ აღარ არსებობდა  ადამი ისეთივე უსიცოცხლო იყო როგორც მიწის მტვერი ამგვარად მისი სასჯელი სიკვდილი იყო და არა სხვა სამყაროში გადასვლა
და თუ ეს მუხლი იმას ნიშნავს რომ  ადამიანი მაინც აგრძელებს სიცოცხლეს მაშინ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და ვაღიაროთ რომ ადამიანი მანამ ცხოვრობდა სანამ ღმერთი შქმნიდა მიწის მტვერს

10(რომ6:23)-ბიბლიის თანახმად ცოდვის სასჯელი სიკვდილია და არა მარადიული ტანჯვა (იაკ1:15) ამრიგად სასჯელი რომელსაც ცოდვილი იღებს სიკვდილია. იმისთვის რომ მარადიულად იტანჯო უნდა გქონდეს მარადიული სიცოცხლე  მარადიული სიცოცხლე კი ღვთის ძღვენია რომელიც ყველას როდი ეძლევა(რომ2:7)  რა მარტივად და გასაგებად წერია! უცნაური ის არის რომ ბევრი ვინც ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევს ჯიუტად ეწინააღმდეგება ამ მუხლში ჩაწერილ აზრს და ირწმუნება რომ ცოდვის საზღაური მარადიული ტანჯვაა და ამას ბიბლიურ სწავლებას უწოდებს

11(საქ24:15)-რატომ იტყოდნენ იესო და მისი მოციქულები რომ იქნებოდა მართალთა და უკეთურთა აღდგომა თუ მათ სჭამდათ რომ ცოდვილები და უმართლოები  მარადიულად დაიტანჯებოდნენ ჯოჯოხეთის ცეცხლში და იქედან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნებოდა?

12(ეზეკ18:4,20)-სული რომელიც სცოდავს მოკვდება და არა ჯოჯოხეთში გააგრძელებს ტანჯვას

13(გმც20:13,14)-ამ მუხლიდან ნათლად ვიგებთ რომ ერთხელაც ჯოჯოხეთში აღარავინ დარჩება და იქ აღარასდროს არავინ მოხვდება რადგან აღარ იქნება სიკვდილი(გმც21:4) აქ ვკითხულობთ რომ ჯოჯოხეთი ჩაგდებულ იქნა ცეცხლის ტბაში  ანუ აღარ იარსებებს  მკვდრები კი იქედან აღდგებიან არც ცეცხლის ტბაა საწამებელი ადგილი რამეთუ შეუძლებელია სიკვდილი და ჯოჯოხეთი პირდაპირი გაგებით დაიწვას  ან ის რომ სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა ტკივილი იგრძნოს ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავხს საიდანაც არ ხდება აღდგენა(გმც21:8)

14(იონას2:2)(სსგ-2:3)-რას გულისხმობდა იონა სიტყვებით(შეოლის)ქვესკნელის მუცლიდან?ცხადია რომ თევზის მუცელი არ იყო ცეცხლოვანი საწამებელი ადგილი მაგრამ მოსალოდნელი იყო რომ ის იონასთვის სამარედ ქცეულიყო(იონამ თევზის მუცელი შეოლს შეადარა. თევზის მუცელში ის ფაქტობრივად მკვდარი იყო, თუმცა იეჰოვამ ცოცხალი ამოიყვანა ორმოდან, ანუ შეოლიდან, როცა შეუნარჩუნა სიცოცხლე და თევზს ამოანთხევინა (იონ. 2:6; შდრ. ფს. 30:3).][იონას 2:2-ში] ფიგურალური გამოთქმის გამოყენება მართებულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იონა დატყვევებული იყო თევზის მუცელში»

15(იოანეს11:11-14)-იესომ სიკვდილი ძილს შეადარა  ლაზარე არც ცაში წასულა არც ცეცხლოვან ჯოჯოხეთში და არც ანგელოზებს შეხვედრია და არც წინაპრებს ის თითქოს ღრმა ძილში იყო ვერაფერს გრძნობდა

16(ოს13:14)ის უბრალოდ სამარეა

17(2თეს1:9)-საბოლოო სასჯელი  ღვთის გამოუსწორებელი მოწინააღმდეგეთათვის არის საუკუნო სიკვდილი და არა მარადიული ცეცხლოვანი ტანჯვა აი როგორ დასჯის ღმერთი ბოროტს(ებრ10:26,27)(მარკ12:9)(იაკ4:12)(მათ13:30)(1კრ10:10)(ფს145:20)

18(რომ6:7)-ხოლო თუ ასეა რისთვისღა უნდა დაისაჯოს ის?ამბობს ბიბლია ამ მუხლიდან გამომდინარე რომ სიკვდილის შემდეგაც ისჯება ადამიანი ცოდვებისთვის?(რომ6:23)

19(ფს31:17)-ისინი არ და ვერ იყვირებენ აგონიაში და მდუმარებაში

20(მათ5:44,45)-უფალი ამბობს მტრები გიყვრდესო არადა ღმერთი არ რთავს სულს ნებას მოკვდეს და ცეცხლოვან ჯოჯოხეთში აწამებს?ერთს მოგვიწოდებს და თვითონ სხვას აკეთებს?

21(ეზეკ32:26-30)-ეს ჩვეულებას ეკუთვნოდა როცა დაღუპულ მეომარს ასაფლავებდნენ იარაღთან ერთად ამგვარად აღწერილი ჯოჯოხეთი უბრალოდ სამარხია. ეს მეომრები რომლებიც ჯოჯოხეთში წვანან საეჭვოა ამტკიცებდნენ იდეას სადაც ჯოჯოხეთი ცეცხლად არის წარმოდგენილი

ეს მუხლები სრულად შეესაბამება იმას რასაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა ვიქრობდეთ ღვთის პიროვნებისა და მისი თვისებების შესახებ
გარდა ამისა ხალხის აზრით ვინ აწამებს ადამიანებს ჯოჯხეთის ცეცხლში(ეშმაკი ხომ?)მაგრამ ეშმაკი ხომ ღვთის დაუძინებელი მტერია და თუ ღმერთი ადამიანებს ეშმაკის ხელით აწამებს ჯოჯოხეთის ცეცხლში ეს იმაზე არ მოწმობს რომ ის და ღმერთი მოკავშირეები არიან და ერთ საქმეს ემსახურებიან?მაგალითად თუ გაიგებდით რომ ვიღაც ბოროტი კაცი ცუდ გავლენას ახდენს თქვენს შვილზე ყოველგვარ უმსგავსობას ასწავლის და თქვენს წინააღმდეგ განაწყობს ნუთუ მას მისცემდით თქვენი შვილის დასჯის უფლებას? ნუთუ ღმერთი საატანას -მას ვინც ხალხს თავის გავლენაშიაქცევს და ღმერთის წინააღმდეგ განაწყობს მასვე დაავალებდა ამავე ხალხის დასჯას? რამდენად გონივრულია ეს?

კვდრები უგრძნობ მდგომარეობაშია რიან, სიკვდილის შემდეგ ადამიანი არსებობას წყვეტს:

1.(ეკლ9:5,6)-ასე რომ მკვდრები უგრძნობ და უმოქმედო მდგომარეობაში არიან ამი თსოლომონმა ახსნა რას ნიშნავს სიკვდილი

2.(რომ4:17)

3(ფს39:13)

4.(ფს103:14-16)

5.(იობ10:19)-იობი ამბობს რომ სიკვდილის შემდეგ იქნება როგორცა რარსებული

6.(ეს38:18,19)

7.(ფს6:4,5)(დან12:13)

8.(იობ3:11,13,17) ის(სიკვდილი)  -შეუგნებელი მდგომარეობაა

9(ფსალ115:17)-(სსგ-113:25)-ის მდუმარების ადგილია

10.(დაბ3:19)-ღვთის სიტყვის თანახმად რას დაუბრუნდებოდა ადამი? მიწის მტვერს ზუსტადასეა. რაიმე რომ თავის ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს თავდაპირველად ამ მდგომარეობაში უნდა იყოს . მაშ სად იყო ადამი სანამ ღმერთი შექმნიდა? იგი არ არსებობდა! ამრიგად სიკვდილ;ის შემდეგ ადამი დაუბრუნდ აპირვანდელ მდგომარეობას ანუ ის აღარ არსებობდა. ამგვარად ღმერთმა გასაგებად ახსნა თუ რა მნიშვნრლობა ექნებოდა სიკვდილს ცოდვილი ადამიანისთვის!

11.(იოან11:23,24)-მართას არ გამოუთქვამ ს აზრი უკვდავი სულის შესახებ რომელიც სიკვდილის შემდეგ სადღაც ცოცხლობს მას არ სწამდა რომ ლაზარე წავიდა სადღაც სულთა სამყაროში მართასთვის სარწმუნო იყო აღდგომის შესანიშნავი იმედი მას ესმოდა რომ ლაზარეს სხეულს არ გამოჰყოფია უკვდავი სული არამედ მისმა ძმამ არსებობა შეწყვიტა და სიკვდილიდან ხსნის საშუალება იქნებოდა მისი ძმი საღდგომა. აგრეთვე დავფიქრდეთ ნუთუ სიკეთის გამოვლენა იქნებოდა ლაზარეს მსგავსად ვინმეს აღდგომადე დამიწაზე თუ მან უკვე მიიღო შესანიშნავი ზეციური ჯილდო? მას აღარ შეაწუხებდნენ დაავადებები, საქმე აღარ ექნებოდა ცოდვილ ადამიანებთან, განთავისუფლდებოდა ყოველგვარი ადამიანური სატანჯველისაგან... და მოულოდნელად... ისევ მიწაზე დაბრუნდა. იესომ ის მიწიერ სიცოცხლეში დააბრუნა. იმ ყოველივეს  დაუბრუნა, რისგანაც ის, თითქოსდა უკვე როგორც ი ქნა განთავისუფლდა. და გარდა იმისა, რომ ლაზარეს კვლავ მოუწია მიწიერი ცხოვრების ყველა «მშვენიერებასთან» შეჯახება, მას კიდევ ერთხელ მოუწევდა სიკვდილი. თუდავუშვებთ, რომ საიქიოცხოვრება არსებობს, მაშინ იესოს ლაზარესათვის «დათვური სამსახური» გაუწევია. მაგრამ ბიბლიაშიმ ცირედი მინიშნებაც კი არ ა რის იმაზე, რომ ვინმეს ამ მკვდრეთით აღდგომის გამო გული გაუტყდა. ლაზარე და მისი ოჯახი, უდაოდ ხარობდნენ იმის გამო, რომ მას, თუნდაც დროებით, საშინელი მტერი — სიკვდილი ჩამოაცილეს.მაშ ასე, ჩვენ ვხედავთ, რომ უკვდავი სულის შესახებს სწავლება ოპოზიციაში უდგას იმ სუფთა ჭეშმარიტებას, რომელიც ბიბლიაშია გადმოცემული

12.(იოან11:43,44)-აღდგომის შემდეგ ლაზარეს არ მოუყოლია თუ რა გადახდა თავს სიკვდილის შემდეგ ის უბრალოდ მკვდარი იყო და უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფებოდა

13(ლუკ14:13,14)-აქ სავსები თნათლად არის ნაჩვენები რომ ადამიანი სიკეთისთვი სჯილდოვდება არა სულიერ სამოთხეში წასვლით არამედ დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომით

14.(მათ5:5)-აქ არ არის ნათქვამი რომ მათი სული ცისკენ გაემგზავრება

15(ეკლ3:19,20)

16(ფს17:15)

17(ფს146:3,4)

18(ფსალ49:7-10)

19(რუთ1:17) აქედან  ნათელი  ა ზრის დანახვა შეიძლება, კონკრეტულად კი იმის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ არის და რომ მკვდრები - ეს ის მკვდრებია რომელთაც არ აქვთ გრძნობები და არსად არ აგრძელებენ სიცოცხლესა და არსებობას... ეს რუთის სიტყვებიდან ჩანს, რომელმაც ნათლად თქვა, რომ მხოლოდ სიკვდილს შეეძლო მათი დაშორება.

20(ფს30:9)

21(ფს88:4,5)


სიკვდილი ძილთან არის შედარებული ის ღრმა ძილს ჰგავს


1.(იოან11:11-13)-იესომ სიკვდილი ძილს შეადარა მკვდრეთით აღდგომა კი გაღვიძებას

2.(ფს13:3)

3(საქ13:36)-იესოს მიმდევრებისთვის სიკვდილი იყო ძილის მდგომარეობა სამარხი კი მოსასვენებელი ადგილი

4.(საქ7:60)

5.(იობ3:11,13,17)

6.(დან12:2)



ცეცხლი მარადიული განადგურების სიმბოლოა:

1(2თეს1:8,9)-გაქრებიან მისი სახის წინაშე

2(მათ13:30)

3(ებრ10:26,27)

4(გმც18:8-10)-ბაბილონის განადგურება ცეცხლოვან ტანჯვად მოიხსენიება

5(იუდ:7)

6(ეს34:5,6,9,10)

7(ეზ28:18,19)

8.(ეზ22:17-22,31)

9.(გმც11:5)

კარგი ადამიანებიც მიდიან ჯოჯოხეთში:

1(საქ2:31)(ეს53:9)

2(იობ14:13;იობ1:8)

3(ეკლ3:20)

გიფიქრიათ?

▪ გვაქვს უკვდავი სული? (ეზეკიელი 18:4)

▪ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები? (ეკლესიასტე 9:5)

▪ როგორ დასჯის ღმერთი ბოროტებს? (ფსალმუნი 145:20)




ჯოჯოხეთის პრობლემები

– მილიარდობით ადამიანი მშვიდად ათავსებს თავის მსოფლმხედველობაში მარადიულ ტანჯვასა და სამართლიან და მოსიყვარულე შემოქმედს.
ჯოჯოხეთს სხვა და სხვა ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ როგორც არ უნდა ახსნან ის, ჯოჯოხეთს მაინც რჩება სამი სერიოზული პრობლემა.

პირველი პრობლემა: ესაა მონანიების შეუძლებლობა. ბიბლიის თანახმად, ყველა ცოცხალ ადამიანს აქვს მონანიების, მოქცევის და პატიების მიღების საშუალება (ესაია 1:18). 
ამის შესაძლებლობა ყოველთვის აქვს ადამიანს, სანამ ის არსებობს. მაგრამ ჯოჯოხეთში მიტევება მოქმედებას წყვეტს: 
ადამიანი ძველებურად აგრძელებს არსებობას
მაგრამ ღმერთი აბსოლუტურად იგნორირებს მას. რატომ ხდება ასე? არსებობს რაიმე ბიბლიური ახსნა იმისა, თუ რატომ იგნორირებს ღმერთი თავის შექმნილს? მითუმეტეს, რომ ჯოჯოხეთში ნებისმიერი ცოდვილი მოინანიებს, თუ პირველივე წამში არა, ძალიან მოკლე დროში მაინც. მაგრამ არა, მას ეუბნებიან რომ მატარებელი წასულია. შედეგად ჩვენ ვიღებთ საშინელ სურათს: ღმერთის მილიარდობით შექმნილი, მილიონობით წლების განმავლობაში შეჰღაღადებს მას პატიებას – მაგრამ ყოველივე უშედეგოა, ის დაყრუვდა და დამუნჯდა. მას არა მხოლოდ ის არ უნდა რომ აპატიოს და სამოთხეში შეუშვას ისინი, 
არამედ არ სურს რომ უბრალოდ შეწყვიტოს მათი ტანჯული არსებობა, რაც მისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს
 ამის გააზრება შეგიძლიათ ისე რომ ჟრუანტელმა არ დაგიაროთ? შეიძლება ასეთი ღმერთის განდიდება, მისი სიყვარულისა და მიმტევებლობისათვის?

მეორე პრობლემა – ბოროტების მარადიულობაში მოთავსება(ფს30:5). თავიდან ღმერთის ყველა ქმნილება «ძალიან კარგი» იყო (დაბადება 1:31) საბოლოოდ ნებისმიერი ბოროტება მოისპობა და შემოქმედება ისევ გახდება «კარგი». ბიბლია პირდაპირ ლაპარაკობს დროზე, როდესაც აღარ იქნება «არც ტირილი, არც გოდება» (გამოცხადება 21:4). მაგრამ არა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ გოდება და ტირილი მარადიულად იქნებაო. ღმერთმა შექმნა გოდებისა და ტირილის ადგილი რომლის განადგურებაც შეუძლებელია, მოათავსა იგი მარადიულობაში და არასოდეს მოსპობსო მას. მაშინაც კი, თუ ეს უბედურები ფიზიკურად არ იტანჯებიან და უბრალოდ «ჩამოცილებული არიან ღვთისგან», ისინი ნებისმიერ შემთხვევაში განიცდიან გლოვას, დარდს და გაბოროტებას (ღმერთზე იმის გამო, რომ ის არ პატიობს მათ) და კიდევ მრავალ უარყოფით გრძნობას. ბოლოს და ბოლოს, როდესაც მიხვდებიან რომ რაიმეს შეცვლა შეუძლებელია, ისინი განრისხდებიან ღმერთზე და წყევლას დაუწყებენ მას – ასე ემატება მარადიული ღვთისგმობა, გამომავალი მილიარდობით ბაგიდან. მთელი ეს ბოროტება, დროებითიდან გადაიქცევა მუდმივად, ის გამყარდება და მოთავსდება მარადიულობაში როგორც ღვთის ქმნილების შეუცვლელი ატრიბუტი.
 უბრალოდ რომ მოისპონ ცოდვილები, ბოროტება წარსულს ჩაბარდებოდა
; აქ კი ის მუდამ აწმყოშია, მუდამ, აქ და ამ წუთას. შემოქმედება აღარაა «ძალიან კარგი» და ასეთი აღარასოდეს იქნება. 
კეთილმა ღმერთმა შექმნა მარადიული ბოროტების წყარო. მიიღეთ ეს, შეეგუეთ ამას.

მესამე პრობლემა – არათანაბარი სასჯელი.სავსებით გაუგებარია, განსაზღვრულ დროში ჩადენილი ცოდვისთვის რატომ უნდა იტანჯოს პიროვნებამ განუსაზღვრელი ვადით. ადამიანმა, თუნდაც 100 წლის განმავლობაში რომ ჩაიდინოს უმძიმესი ცოდვები, სამართლიანია მისი დასჯა – მარტო დაუფიქრდით – მთელი მარადიულობის განმავლობაში? ეს არაა მილიარდი წელი, არც ტრილიონია, არც კვადრილიონი და არც კვადრილიონ კვადრილიონი, ეს განუსაზღვრელად მეტია – მარადიულობა.  
სამართლიანია ადამიანის დასჯა თუნდაც  კვადრილიონი წლის განმავლობაში, ცოდვებისათვის რომელსაც ის 70 წლის განმავლობაში სჩადიოდა? ასეთი სასჯელი შეუფარდებელია. არასრულყოფილ ადამიანურ სისტემაშიც კი იშვიათია უვადო სასჯელები. ხოლო დამნაშავეებს კარგი საქციელის და გამოსწორების შემთხვევაში ამინისტიას უცხადებენ. გარდა ამისა არსებობს არასრულყოფილ სისტემაში დასჯის სიმძიმე  დანაშაულის  სიმძიმის მიხედვით ჯოჯოხეთის სწავლების თანახმად კი ყველა ერთნაირ სასჯელს იღებს განა ეს ღვტი სამართლიანობასა და სიყვარულზე მეტყველებს?
 ჯოჯოხეთის მომხრეები შეურაცხყოფენ ღვთისა და იესო ქრისტეს წმინდა სახელს —  და ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტიანული სამყაროს ღმერთს აშკარად არა აქვს სამართლიანობა. მან ან არ იცის როგორ დასაჯოს სამართლიანად, ან უბრალოდ  არ უნდა ამის გაკეთება. სიყვარული და სამართლიანობა (1 იოანე 4:8; ფსალმუნი 118:137). ქრისტიანული სამყაროს ღმერთს, ისინი არ გააჩნია,
 სასჯელის უსამართლობა და არათანაფარდობა უბრალოდ  შოკის მომგვრელია, განსაკუთრებით  იმის გათვალისწინებით, რომ ცოდვილებმა უკვე მილიარდი წლების წინ «მოიხადეს სასჯელის ვადა», ყველაფერი მოინანიეს და ეხლა უბრალოდ სიკვდილი უნდათ, იმიტომ რომ სამოთხის კარი დაკეტილია მათთვის.
თქვენ როგორ გგონიათ, რას სთხოვენ ღმერთს ის უბედური ტანჯულები, რომლებსაც არაა აქვთ სამოთხეში მოხვედრის შანსი? რა თქმა უნდა, სიკვდილს. ისინი ღმერთს ევედრებიან უბრალოდ შეწყვიტოს მათი არსებობა, გაუშვას არარაობაში – უბრალო მადლია, სულ იოლი. მაგრამ ღმერთი უარს ეუბნება მათ ამ მცირედზეც კი. ეს გვიჩვენებს რომ მას არ გააჩნია სიყვარული მისი შემოქმედების მიმართ.

ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება სრულიად ამახინჯებს, სამყაროს, როგორც კარგი საცხოვრებელი ადგილის, კონცეფციას, რომელიც თავისი შემოქმედის კარგ თვისებებს ირეკლავს. ის სრულიად ანგრევს ყველა ზნეობრივ თვისებას, რომლებიც ბიბლიიდანაა ცნობილი: სამართლიანობა, შემწყნარებლობა, თანაგრძნობა, სიყვარული. საკმარისია ვირწმუნოთ ჯოჯოხეთი, და შეგვიძლია ეს თვისებები მსოფლმხედველობის სანაგვეზე გადავყაროთ, იმიტომ რომ მაშინ ბიბლიის ფურცლებზე ღმერთი წარმოდგენილია როგორც ფარისეველი. ის ერთს ამბობს, ხოლო სულ სხვას კი აკეთებს. ასეთი რელიგია სავსებით მოკლებულია აზრს. საკმარისია ვირწმუნოთ ჯოჯოხეთი, რომ ეს იქცევა საკმარის მიზეზად, რომ უარვყოთ რელიგია და ათეისტები გავხდეთ.


მუხლები რომლებსაც  ჯოჯოხეთის მხარდასაჭერად იყენებენ:


1.(რიც16:28-35)-ისინი არ დამწვარან ამოიძირკვნენ და შთანთქა აღარ არსებობდნენ ყურადღება მივაქციოთ (რიც16:41)-ს დახოცეთო ასე რომ ყველას კარგად ესმოდა რომ ისინი  დაიღუპნენ

2.(კან32:22) - ეს იმას ნიშნავდა რომ მხოლოდ იმ მიწის მკვიდრნი იქნენ განადგურებულნი და არა მარადიულად ტანჯვას  იქვე აღნიშნულია რომ შთანთქავდა დედამიწას. აქ მოხსენიებულია მთები ნათელია რომ აქ საუბარი არ არის კონკრეტულ სატანჯველი ადგილზე არამედ უბრალოდ ღვათის განაჩენზე

3.(იობ24:19)  როგორც თოვლი ასევე ფიგურალურია ცეცხლიც. თოვლი ქრება სწრაფად  და აღარ არის. ასე რომ ცოდვილი იღუპება და აღარ არსებობს

4.(იობ26:6;11:8) ებრაული სიტყვა ’ავადდონ ნიშნავს განადგურებას. ის შეიძლება „ხრწნის ადგილსაც“ ნიშნავდეს. ’ავადდონ ებრაულ ორიგინალში სულ 5-ჯერ არის ნახსენები, აქედან 4-ჯერ „საფლავთან“, „სამარესა“ და „სიკვდილთან“ ერთად (ფს. 88:11; იობ. 26:6; 28:22; იგ. 15:11). ამ მუხლებში, როგორც ჩანს, ’ავადდონ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეულის გახრწნის პროცესს გულისხმობს. იგივე მუხლები ცხადყოფს, რომ ხრწნა ანუ განადგურება შეოლში, კაცობრიობის საერთო სამარეში ხდება. იობის 31:12-ში ’ავადდონ გამოყენებულია მრუშობის საზიანო შედეგის აღსანიშნავად. იობმა თქვა: „ეს [მრუშობა] არის გამანადგურებელი [‛ად-’ავადდონ], შთამნთქმელი ცეცხლი, რომელიც მთელ ჩემს ნამოქმედარს ძირფესვიანად მოედებოდა“ (შდრ. იგ. 6:26—28, 32; 7:26, 27).

5.(ფს18:5) V (ფს88:3) აქ არ წერია ცეცხლოვანი ტანჯვა. ბიბლიის თანახმად მკვდრებს არ გააჩნიათ ცნობიერება, ამიტომ შეუძლებელი იყო მკვდარ იესოს პირდაპირი გაგებით რამენაირი ტკივილი განეცადა. თუმცა სიკვდილი, როგორც მოვლენა მწარე და მტკივნეულია (1სმ. 15:32; ფს. 55:4; ეკ. 7:26) არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ხშირად ტკივილი უძღვის წინ (ფს. 73:4, 5), არამედ იმიტომ, რომ ის ბოჭავს და სრულ უმოქმედობაში ამყოფებს ადამიანს

6.(ფსალ9:17)-V(იობ1:8;14:13)(საქ2:31)ამრიგად  მხოლოდ ცოდვილები არ მიდიან იქ მართალი ადამიანებიც არიან რაც იმის დასტურია რომ იგი სატანჯველი ადგილი კი არა საერთო საკაცობრიო სამარეა სადაც ისინი უმოქმედო მდგომარეობაში არიან (ეკლ3:20)

7.(ეს14:9)  აქ არ იგულისხმება ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი ეს მუხლი ვერ გამოდგება ჯოჯოხეთის მხარდასაჭერად
ეს იგავია და არა რეალური ამბავი იხილეთ ეს 14:4 . თანაც მე 6 მუხლში ამბობს რომ მოისპოვო. 9 კი უსიცოცხლოებად მოიხსენიებს აქ ტანჯვა სად წერია? ან როგორ დაიტანჯებიან უსიცოცხლოები? ან ტახტები არ დაიწვა?
ეს პირიქით უარყოფს სატანჯველის არსებობას

8.(ეს24:22)-ა ქ არსად წერია ცეცხლოვანი ტანჯვა   ესაია სიმბოლური ენით ამბობს, რომ ისინი ერთად შეიყრებიან და „კლიტულებში გამოიმწყვდევიან“. „დიდი ხნის შემდეგ“, ალბათ, როდესაც სატანა და მისი დემონები (და არა „მიწის მეფეები დაბლა მიწაზე“) დროებით გათავისუფლდებიან იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს, ღმერთი საბოლოოდ დასჯის მათ სათანადოდ (გამოცხადება 20:3, 7—10).

9.(ეს66:24) ეს მუხლი ჯერ ერთი მომავალ მოვლენებს ეხება. მეორეც გვამი უნდა იტანჯოს ცეცხლში თუ სული? მესამე თუ გვამი იტანჯება მარადიულ ცეცხლში ესეიგი არუნდა გაიხრწნას გვამი. რამდენად რეალურია ეგ?    ნათელია რომ მას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მასში საუბარია არა ადამიანთა ტანჯვაზე არამედ გვამებზე (და არა სულებზე როგორც ამბობენ სულს არაქვს სხეული).ამ მუხლში მატლების შესახებ წერია რომ არ კვდებიან და არა ცოცხალ ადამიანებზე.თუ სულებზე, ამ მუხლში მატლიც და ცეცხლიც ერთად მოიხსენიება რაც განადგურების აზრს კარგად გამოკვეთავს.განადგურების ეს ორი სიმბოლო მუდმივად არსებობს (მატლი არ კვდება ცეცხლი არ ქვრება) მათგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში მარადიულად მხოლოდ მატლი და ცეცხლი რჩება და არა ადამიანი. აქ მოხსენიებული მატლი და ცეცხლი მკვდარ სხეულებს ანადგურებდა და არა ცოცხალ არსებას. რტაც მათ გვერდით აღმოჩნდება ისინი ყველაფერს ანადგურებენ.(იუდას:7)-ცეცხლი რომლითაც სოდომი და გომორა განადგურდა ათასობით წლის წინათ ჩაქრა მაგრამ ეს ქალაქები აღარ აღდგენილა და ამგვარად ცეცხლმა სამუდამოდ დააჩინა მათ კვალი ღვთის განაჩენი ამ ქალაქების გარდა მათ მცხოვრებლებსაც შეეხოთ.(ლუკ17:29)-იესომ ამ მაგალითით მარადიული განადგურება აღერა და არა წამება აქ იესო ამბობს რომ ცეხლმა ყველა მოსპო იუდას:7-ი დან ჩანს რომ ისინი სამუდამოდ განადგურდნენ გარდა ამისა ვნახოთ(ეს34:9,10)-ეს ცეცხლი ძალიან დიდი ხნის წინათ ჩაქრა.ის დღეს აღარ ანთია და ედომი არ იწვის დღევანდელ დღს. ასევე(იერ17:27)


10.(ეზ32:21)  . ბიბლიის მრავალ თარგმანში შე’ოლი „საფლავად“ და „ორმოდ“ არის გადმოთარგმნილი. ეს არის ადგილი, სადაც მკვდრები ხვდებიან (დბ. 37:35; 1მფ. 2:6; ეკ. 9:10).  ბიბლიაში შე’ოლისა და მისი ბერძნული ეკვივალენტის ჰადესის გამოყენების შემთხვევები იმაზე მიუთითებს, რომ ამ სიტყვაში გარდაცვლილთა საერთო სამარე, სამყოფელი იგულისხმება და არა ერთი კონკრეტული საფლავი (ეზკ. 32:21—32; გმც. 20:13;). შეოლისთვის ძალის წართმევა ნიშნავს მათ გათავისუფლებას, ვინც მასშია, ეს კი თავისთავად სამარის დაცარიელებას გულისხმობს. რასაკვირველია, ამისათვის აღდგომაა საჭიროა, ასე ვთქვათ, უსიცოცხლო მდგომარეობიდან ანუ საფლავიდან წამოდგომა.

11.(დან7:9,10) V და ანველოზები რომ არიან იქ ისინიც იტანჯებიან რადგან რმერტი მოგიზგიზე ცეცხლია?(ფს50:3) ასევე (ფს97:3)-შთანთქავს ნიშნავს რომ გაანადგურებს ის არ გაგრძელებს მათ ტანჯვას სამუდამოდ  ეს წარმოადგენს ღვთისა და ზეცის აღწერილობას  ადამიანისთვის გასაგებ ენაზე (დან7:13'14)(ეზ1:15-21)(ებრ12:29)--კანონის9:3 ანუ სამუდამოდ განადგუროს(ქებათა ქება 8:6)

12.(დან12:2) აქ სად არის საუბარი ახლანდელ ტანჯვაზე? აქ მომავალ გასამართლებაზეა საუბარი წარსულში ჩადენილი საქმეების მიხედვით გასამართლდებიან მკვდრეთით აღდგენილები? არა, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 6:7). ამგვარად, ამ ქვეყნიერების აღსასრულის დროს გადარჩენილები და მკვდრეთით აღდგენილები სასამართლოს დღის განმავლობაში „თავიანთი საქმეებისამებრ“ გასამართლდებიან (გამოცხადება 20:12, 13). მათი საქმეებიდან გამომდინარე გადაწყდება, მარადიული სიცოცხლისთვის აღდგებიან ისინი თუ მარადიული განადგურებისთვის.

13(ამოს9:2)-აქ არის საუბარი მომავალ მოვლენაზე სადაც ხალხი  ცდილობს დამალვას
ბოროტები „შავეთშიც რომ ჩაიმარხონ“ ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედამიწის ყველაზე ჩაღრმავებულ ადგილებშიც რომ დაიმალონ, თავს ვერ დააღწევენ იეჰოვას სასჯელს. „ზეცაშიც რომ ავიდნენ“, ანუ თავი შეაფარონ ყველაზე მაღალ მთებს, მაინც დაატყდებათ თავს ღვთის მსჯავრი. იეჰოვას გაფრთხილება სავსებით ნათელია: მას ვერავინ ვერსად დაემალება. ღვთის სამართლიანი პრინციპების თანახმად, მოითხოვება, რომ ისრაელის სამეფომ პასუხი აგოს უკანონო საქმეებზე. და ამის დროც დადგა. ძვ. წ. 740 წელს — ამოსის წინასწარმეტყველების დაწერიდან დაახლოებით 60 წლის შემდეგ — ასურელებმა დაიპყრეს ისრაელის სამეფო

14.გეენა-(მარკ9:43 49)(მათ5:22,29,30)((მათ18:8,9)(მათ23:15,33)(ლუკ12:5)V(მათ10:28) აქ ნათლად არის ნათქვამი-სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც. რაც იმაზე მიუთითებს რომ გეენა მარადიოული სიკვდილის სიმბოლოა და  არა მარადიული ტანჯვის.(2თეს1:8,9)ცეცხლი სამუდამო განადგურების სიმბოლოა. ასევე ვნახოთ-(რომ6:23)-ცოდვის საზღაური სოკვდილია და არა ცეცხლოვანი ტანჯვაშეადარე-(ეკლ9:5,10)-თუ მკვდრებმა არაფერი იციან  და მათი ფიქრებიც ქრება როგორ შეიძლება იტანჯონ? (გეენა იყო იერუსალიმის ნაგავსაყრელი სადაც მუდამ ცეცხლი ენთო და იქ ყრიდნენ ნაგავს რომელიც ნადგურდებოდა)-ასე რომ გეენა შედარებულია ამ ცეცხლთან რომელსაც ადამიანის განადგურება შეუძლია. (ეკლ9:5,10)-თუ მკვდრებმა არაფერი იციან  და მათი ფიქრებიც ქრება როგორ შეიძლება იტანჯონ?იხილეთ ზემოთ გეენის განმარტება

15.(მათ8:12) აქ არსად წერია ცეცხლოვანი მარადიული ტანჯვა  ანუ მათთან ერთად არ ფიგურუირებენ (მათ22:43)ამაში იგულისხმება სულიერი სიბნელე(ეფ4:17-19)

16.(მათ13:41,42,50)   v 13: 40 ასევე 41 მუხლი ამბობს რომ ძე კაცისა გაგზავნის თავის ანგელოზებს ამდენად ეს არის უფლის გამოცხადების დროს  როცა თხების როლში აღმოჩნდებიან მაშინ იქნება ტირილი და ბოლოს განადგურება(მათ8:12) (2თეს1:6-10)

17.(მთ16:18) V -აქ არსად წერია ცეცხლის ტანჯვა (ნაუმ2:6)(იობ38:8-10)  სამარე ანუ საფლავის ანუ სსიკვდილიც კი ვერ მოერეოდა კრებას იესო სიკვდილზე ძლოერიიცალსახაა გადატანითი მნიშვნელობითაა კარიბჭე და კარი(დაბ8:2)(ეს24:18)

18.(მთ23:14)-ეს მუხლი არ გვხვდება ავტორიტეტულ თარგმანებში


19.(მათ25:41)Vჯერ ერთი ეს ისევე არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით როგორც ზემოთ მოხსენიებული ცხვრები და თხები(25:33) ისინი  იესომ თვალსაჩინო მაგალითებად მოიყვანა ადამიანთა ორი ტიპის გამოსაკვეთად  მეორეც აქ საუბარია ბოლო დროზე აღსასრულზე 25:31და მესამე  გადავშალოთ-(ებრ2:14)-ეშმაკი მარადიულად რომ დაიტანჯოს ღმერთმა ის ცოცხალი უნდა დატოვოს მაგრამ ბიბლია ამბობს რომ ღმერთი იესოს სიკვდილით ბოლოს მოუღებს ეშმაკს.გარდა ამისა შიძლება პირდაპირი მნიშვნელობით დაწვას ცეცხლმა სულიერი ქმნილებები?(გამ3:2)(მსაჯ13:20)(გმც18:8-10)

20.(მათ25:31,46)Vისევ საუბარია მეორედ მოსვლაზე (2თეს1:8,9)-ცეცხლი სამუდამო განადგურების სიმბოლოა და არა სამუდამო ტანჯვის ბოროტები ასე ვთქვათ სიცოცხლიდან  მოიკვეთებიან  ანუ დაიხოცებიან(რმ6:23)ცოდვის საზღაური  სიკვდილია და არა მარადიული ტანჯვატანჯვაშეადარე-(ეკლ9:5,10)-თუ მკვდრებმა არაფერი იციან  და მათი ფიქრებიც ქრება როგორ შეიძლება იტანჯონ?„ემფატიკ დიაგლოტში“ „სატანჯველის“ ნაცვლად წერია „მოკვეთა“. სქოლიოში კი ნათქვამია: «სიტყვა „კოლასინ“ ნაწარმოებია სიტყვიდან „კოლაზო“, რაც ნიშნავს 1) მოკვეთას, მოჭრას, მაგალითად მცენარის ტოტების; 2) შეზღუდვას, შეკავებას . . . 3) დასჯას. სიცოცხლიდან ან საზოგადოებიდან ადამიანის მოკვეთა, ან თუნდაც ამ მხრივ მისი შეზღუდვა, დასჯის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, სიტყვა „კოლასინ“ გამოყენებულია მეტაფორის სახით მესამე მნიშვნელობით. მაგრამ პირველი მნიშვნელობა უფრო მისაღებია, რადგან უკეთ ერწყმის წინადადების მეორე ნაწილს და დაპირისპირებას ძალასა და სილამაზეს მატებს. მართლები წავლენ სიცოცხლეში, ბოროტები კი ვერა — ისინი, ასე ვთქვათ, სიცოცხლიდან მოიკვეთებიან ანუ დაიხოცებიან. იხილეთ 2 თეს. 1:9

21.(ლუკ10:15) ჯერ ერთი აქ ცეცხლოვანი ტანჯვა არ წერია მეორეც ბუნებრივია ქალაქი ვერ დაიტანჯებოოდა და ტკივილს ვერ იგრძნობდა?

22.(ლუკ16:19-31) დავიწყოთ იმით, რომ როგორც  „იერუსალიმის ბიბლიის“ სქოლიოშია ნათქვამი, ეს არის „ამბის სახით გადმოცემული იგავი, რომლის პერსონაჟებიც რეალურად არარსებული პირები არიან. მართლაც: თუ ამ ამბავს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ გამოდის  რომ ჯოჯოხეთი პირდაპირი გაგებით სალაპარაკო მანძილზე არის დაშორებული ზეციდან ისე რომ ჯოჯოხეთში მყოფს რეალურად შეძლებოდა ცაში მყოფთან საუბარი. თუ ამ ამბავს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ მაშინ გამოდის რომ თითზე დატეული წყალი არ უნდა ააორთქლოს ჯოჯოხეთის ცეცხლმა(ან სულს აქვს კი ხელი და პირი ?) ხოლო ერთი წვეთი წყალი კი საკმარისი უნდა იყოს ცეცხლში მყოფი ადამიანის გასაგრილებლად. რამდენად რეალურია ეს? როგორ შეძლებდა აბრაამი ლაზარეს გაგზავნას, რომ მდიდრის ენა გაეგრილებინა მხოლოდ ერთი წვეთი წყლით, რომელიც ლაზარეს თითზე იყო? გარდა ამისა დავუკვირდეთ რომ იგავში არაა ნახსენები ზეცა შესაბამისად შეუძლებელია ამ იგავის იმის დასსამტკიცებლად გამოყენება რომ  აბრაამი და ლაზარე ან კიდე ვინმე ზეცაში მოხვდა(იოან3:13)(მათ11:12) მასში არცერთხელ არაა ნახსენები სიტყვა სული რაც მას უსარგებლოს ხდის, სულისა და სხეულის განცალკავებით არსებობის დასამტკიცებლად. უბრალოდ საკვირველია  რომ ამ, იგავს სულის ზეცაში  მოხვედრის დასამტკიცებლად იყენებენ  მაშინ როდესაც მასში ამ სიტყვებიდან არცერთი არააა ნახსენები.იესოს მიზანი ის არაა რომ მოყვეს თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ მიზანი რომ ეს ყოფილიყო  მის მონათხრობში არ იქნებოდა ამდენი აშკარა პარადოქსი  და რეალობასთან შეუსაბამობა. მდიდარისდა ლაზარეს იგავი ისევე შორსაა რეალობისგან როგორც მაგალითი  თვალში მორის შსახებ(მათ7:4)ან აქლემის შესახებ რომელიც ცდილობს ნემსის ყუნწში გაძრომას(მათ19:24) აქლემისა და ნემსის შესახებვ მაგალითი  რატომღაც არავის მოყავს  იმის გაკვეთილად თუ როგორ უნდა მოუარო სინამდვილეში აქლემს. იესოს უყვარდა ჰიპერბოლებიდა ნათელი ილუსტრაციები,  რომლებიც ზუსტად ხვდებოდნენ მიზანში  და მაშინვე გადასცემდნენ საჭირო აზრებს. ასევე(მათ23:24)(მათ7:13,14)(მათ5:29,30)(მარკ4:9,23)
გარდა ამისა ამ ამბავს ვერ შევუსაბამებთ ბიბლიის სხვა მონაკვეთებს, თუ მას პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ.
მაშ რა არის ნაგულისხმები ამ იგავში?როგორც ყოველთვის აზრის გაგებაში კონტექსტი გვეხმარება: იგავის წინ ჩვენ ვკითხულობთ(ლუკ16:14) იესომ იგავი მიდარზე და ლაზარეზე ფარისეველთა ვერცხლისმოყვარეობის საპასუხოდ მოყვა (ანუ მდიდართა საპასუხოდ ) „მდიდარი კაცი“ განასახიერებს ფარისევლებს. ლაზარეკი განასახიერებს იუდეველთა დაბალი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც ინანიებდნენ  იესოს მიმდევრები ხდებოდნენ და რომლებსაც არაფრად აგდებდნენ ფარისევლები (იხილეთლუკას 18:11; იოანეს 7:49; მათეს 21:31, 32). მდიდარი კაცისა და ლაზარეს სიკვდილიც სიმბოლურია და მათი მდგომარეობის ცვლილებაზე მიუთითებს. კერძოდ, ღმერთმა კეთილგანწყობა გამოავლინა ერთდროს დამცირებულების მიმართ, ხოლო ისინი უარყო, ვისაც ერთი შეხედვით იწონებდა. ამ უკანასკნელთ სტანჯავდათ განაჩენის მოსმენა მათგან, ვისაც ერთდროს არაფრად აგდებდნენ (საქ. 5:33; 7:54).მდიდრისა და ლაზარეს მაგალითით იესო აჩვენებს, თუ რამხელა უფსკრულია მათ შორის, ვისაც ღმერთი იწონებს დ ავისაც არ იწონებს.მაშასადამე, ეს იგავი არ ასწავლის, რომ თითქოს ზოგიერთი მკვდარი, პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლოვან ჯოჯოხეთში იტანჯება.
 ჰადესი, სადაც მდიდარი კაცი აღმოჩნდა, კაცობრიობის საერთო სამარეა. ჰადესში ცეცხლოვანი ადგილი რომ არ იგულისხმება, გამოცხადების 20:14-დანაც ჩანს, სადაც სიკვდილსა და ჰადესზე ნათქვამია, რომ „ცეცხლისტბაში“ იქნენ ჩაყრილი. აქედან გამომდინარე, მდიდარი კაცის სიკვდილი და ჰადესში ყოფნა სიმბოლური მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. სიკვდილი სიმბოლური მნიშვნელობით სხვა მუხლებშიც გამოიყენება (ლკ. 9:60; კლ. 2:13; 1ტმ. 5:6). ბიბლიაში ცეცხლი ღვთის მკაცრ განაჩენთან არის შედარებული (იერ. 5:14; 23:29). ღვთის წინასწარმეტყველთა მიერ ამ განაჩენის გაცხადება ტანჯავს ღვთისა და მისი მსახურების მოწინააღმდეგეებს (გმც. 11:7, 10).
ლაზარე ებრაული სახელის, ელეაზარის ბერძნული ფორმაა და ნიშნავს: „ღმერთი დაეხმარა“. აბრაამის მკერდთან ყოფნა საპატიო მდგომარეობაზე მიუთითებდა (შდრ. ინ. 1:18). იმ დროს სუფრასთან, ჩვეულებრივ, ისე ისხდნენ რომ, მეგობარს შეეძლო მეგობრისთვის მკერდზე თავის დადება (ინ. 13:23—25).
ბიბლიაში  ნათქვამია რომ ვინც სულიერად არის ღარიბი ისინი სულიერ სიბნელეში არიან(ლუკ1:79)(ფს107:10) ხოლო ვინც სულიერად ძლიერია ისინი სინათლეში(მათ4:16)
ასევე წყალიც სულიერობისადა სიცოცხლის სიმბოლოა(იოან4:14;7:37;6:35)

დავსვათ კითხვები
ვინ იყო იესოს აუდიტორია?-ფარისევლები(ლუკ16:13)
რა იყო მიზანი ამ ილუსტრაციის?-ისინი არღვევდნენ კანონს გაუმაძღრობით ამიტომ შეაგონა ისინი(ლუკ16:14,მათ15:1-9,რომ2:22)

23.ებრ9:27 v მატ16:27  2ტიმ4:1 
გასამართლება მოხდება არა სიკვდილისთანავე არამედ მეორედ მოსვლის მერე

23.(იაკ3:6) (გეენა იყო იერუსალიმის ნაგავსაყრელი სადაც მუდამ ცეცხლი ენთო და იქ ყრიდნენ ნაგავს რომელიც ნადგურდებოდა)-ასე რომ გეენა შედარებულია ამ ცეცხლთან რომელსაც ადამიანის განადგურება შეუძლია. (ეკლ9:5,10)-თუ მკვდრებმა არაფერი იციან  და მათი ფიქრებიც ქრება როგორ შეიძლება იტანჯონ?

24.(2პეტრე2:9სსგ) აქ საუბარია მომავალ სასამართლოზე და არა -ჯოჯოხეთის სატანჯველ ადგილზე(რომ2:5)(2პეტრ3:7)

25.(იუდ:7) ისინი სამუდამოდ განადგურდებიან)-ცეცხლი რომლითაც სოდომი და გომორა განადგურდა ათასობით წლის წინათ ჩაქრა მაგრამ ეს ქალაქები აღარ აღდგენილა და ამგვარად ცეცხლმა სამუდამოდ დააჩინა მათ კვალი ღვთის განაჩენი ამ ქალაქების გარდა მათ მცხოვრებლებსაც შეეხოთ.(ლუკ17:29)-იესომ ამ მაგალითით მარადიული განადგურება აღერა და არაწამება აქ იესო ამბობს რომ ცეხლმა ყველა მოსპო იუდას:7-ი დან ჩანს რომ ისინი სამუდამოდ განადგურდნენ(2თეს1:9) გარდა ამისა ვნახოთ(ეს34:9,10)-ეს ცეცხლი ძალიოან დიოდი ხნის წინათ ჩაქრა.ის დღეს აღარ ანთია და ედომი არ იწვის დღევანდელ დღს. ასევე(იერ17:27)

26.(გმც9:2,3) ეს მუხლი არ გამოდგება  იმის მტკიცებად თითქოს უფსკრულში ცეცხლი ენთო და უსკრული შიძლებოდა ჯოჯოხეთი ყოფილიყო იოანე ამბობს რომ კვამლი ისეთი იყო როგორც დიდი ღუმლიდან ამოსული კვამლი  იოანე არ ამბობს იმას რომ უფსკრულოში ცეცხლი ენთო

27.(გმც14:9-11) ღმერთი ეშმაკს დღე და ღამე დატანჯავს? ჯოჯოხეთში არის დღე და ღამე? მათ თუ სხეული არ აქვთ, მაშ რომელ ტანჯვაზეა საუბარი?თუ თვალს გადავავლებთ ერთ-ერთ მსგავს წინასწარმეტყველებას, მივხვდებით, სინამდვილეში რას ნიშნავს ეს სიტყვები ამ კონტექსტში. ესაიას პირით იეჰოვამ გააფრთხილა ედომი, რომ ისრაელის მტრობისათვის დაისჯებოდა. იეჰოვამ თქვა: „მისი მდინარეები კუპრად იქცევა, მისი მტვერი — გოგირდად, მისი მიწა — მოგიზგიზე კუპრად; არ ჩაქრება დღედაღამ, მარადიულად ავა მისი კვამლი. გადამწვარი იქნება თაობიდან თაობაში. არავინ გაივლის იქ სამარადისოდ“ (ესაია 34:9, 10).

16 ნუთუ მითიურ ჯოჯოხეთში, მარადიულ ცეცხლში მოხვდა ედომი? რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში ეს ერი გაქრა მსოფლიო სცენიდან, თითქოს ცეცხლმა და გოგირდმა შთანთქაო. ამ სასჯელის საბოლოო შედეგი მარადიული ტანჯვა კი არ იყო, არამედ „სიცარიელე“, „გაპარტახება“ და „არარაობა“ (ესაია 34:11, 12). ამაზე აშკარად მეტყველებს სიტყვები: „კვამლი არ შეწყდება მარადიულად“. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგაც ასდის კვამლი დამწვარი სახლის ნაკვერჩხლებს, რაც იმას ადასტურებს, რომ ის ადგილი ხანძარმა გაანადგურა. ღვთის ხალხს დღემდე ახსოვს, რას გვასწავლის ედომის მაგალითი. ამგვარად, მას სიმბოლური გაგებით კვლავ ასდის კვამლი.  (ეს34:9,10)-ედომი განადგურდა მაგრამ იგი არ იწვის დღვანდელ დღეს  საუკუნოდ გრძელდებოდა მხოლოდ მის განადგურებამდე  ასე რომ ბიბლიის თანახმად ჩაუქრობელი ცეცვხლი განიმარტება  როგორც ცეცხლი რომელიც არ ჩაქრება  სანამ არ დაასრულებს ცოდვისა და ცოდვილთა განადგურებას. ვნახოთ რეოგფორ არის ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა სამუდამოდ(გამ21:6)სამუდამოდ საუკუნოდ ანუ სიცოცხლის ბოლომდე ამრიგად ედომის სასჯელის საბოლოო შედეგი  მარადიული ტანჯვა კი არ იყო არამედ სიცარიელე გაპარტახება და არარაობა(ეს34:11,12) ღვთის ხალხს დღემდე ახსოვს  რას გვასწავლის ედომის მაგალითი ამგვარად მას სიმბოლური გაგებით კვლავ ასდის კვამლი(იუდ:7)(ლუკ17:29)ცეცხლმა მოსპო ისინი ანუ სამუდამოდ განადგურდნენ ცეცხლი რომლითაც სოდომი და გომორა განადგურდა ათასობით წლის წინ ჩაქვრა მაგრამ ქალაქები არ აღდგენილა ამგვარად ცეცხლმა მათ სამუდამოდ დააჩინა კვალი და განაჩენი მათ მცხოვრებლებსაც შეეხო აქ როგორც მხეცებსააქ სიმბოლური დატვირთვა ისევე სიმბოლურია მათი ტანჯვა კვამლი, რომელიც თან სდევს ცეცხლით განადგურებას, არ შეწყდება მარადიულად იმ გაგებით, რომ მათი განადგურება სამუდამო იქნება და არასდროს მიეცემა დავიწყებას.სინი იტანჯებიან მანამ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. რა არის მათი ტანჯვის მიზეზი? ღვთის მსახურების მიერ იმის გაცხადება, რომ „მხეცისა და მისი ხატების“ თაყვანისმცემლები ‘ჩაყრილნი იქნებიან ცეცხლისა და გოგირდის ტბაში’, რაც მეორე სიკვდილს ნიშნავს. კვამლი, რომელიც თან სდევს ცეცხლით განადგურებას, არ შეწყდება მარადიულად იმ გაგებით, რომ მათი განადგურება სამუდამო იქნება და არასდროს მიეცემა დავიწყებას.

28.(გმც19:3) მეძავით რელიგიური სისტემაა წარმოდგენილი  (ეს34:9,10)ედომი განადგურდა მაგრამ  იგიარ იწვის დღევანდელ დღეს  საუკუნოდ გრძელდებოდა მის მხოლოდ სრულ განადგურებამდე ამრიგად ედომის ედომის სასჯელის საბოლოო შედეგი მარადიული ტანჯვა კი არ იყო  არამედ სიცარიელე გაპარტახება და არარაობა(ეს34:11,12)(2თღეს1:8,9)(იუდ:7)(ლუკ17:29)დიდი ბაბილონი დაპყრობილი ქალაქივით დაიწვა და მისი კვამლი „არ შეწყდება მარადიულად“. როცა ქალაქს დამპყრობელთა ჯარი წვავს, კვამლი მანამდე ასდის, სანამ ნაკვერჩხლები არ ჩაინავლება. ვინც შეეცდება მბოლავი ქალაქის აღდგენას, მხრჩოლავ ნანგრევებში დაიწვება. დიდი ბაბილონის კვამლი „არ შეწყდება მარადიულად“, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სასჯელი საბოლოოა და ვერავინ შეძლებს ამ შემზარავი ქალაქის აღდგენას. ცრუ რელიგია სამუდამოდ მოისპო. ალილუია! (შეადარეთ ესაიას 34:5, 9, 10).

29.(გმც19:20)V(გმც20:14)ნათელია რომ ეს ტბა არის სიმბოლური რამეთუ სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ მასში შეუძლებელია სიკვდილი და ჯოჯოხეთი პირდაპირი გაგებით დაიწვას  ანდა სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა ტკივილი იგრძნოს  ბიბლია გარკვევით ამბობს ეს არის მეორე სიკვდილი ისეთი სიკვდი;ლი რომელზეც მკვდრეთით აღდგომა არ ვრცელდებააქ ჰადეს და შეოლ სიკვდილთან და მკვდრებთან ასოცირდება და არა სიცოცხლესა და ცოცხხლებთან გარდა ამისა ვინაიდან მხეცსა და ცრუწინასწარმეტყველს სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ  ტბა რომელშიც ისინი ჩაიოყრებიან სიმბოლურია(13:11,12;16:13)მოგვიანებით იქ ჩაყრიან სიკვდილს, სამარეს და ეშმაკსაც კი (გამოცხადება 20:10, 14). შეუძლებელია, ის იყოს ბოროტთა სამუდამო სატანჯველი ადგილი, რადგან ასეთი ადგილის წარმოდგენაც კი საძულველია იეჰოვასთვის (იერემია 19:5; 32:35; 1 იოანე 4:8, 16).

30.(გმც20:10)Vღმერთი ეშმაკს დღე და ღამე დატანჯავს? ჯოჯოხეთში არის დღე და ღამე? მათ თუ სხეული არ აქვთ, მაშ რომელ ტანჯვაზეა საუბარი? ვინაა ცრუწინასწარმეტყველი? ის მარტოა, რა ქვია მას? მხეცი ვინღაა? ლომია თუ ნიანგი?" (გმც20:14)-)ნათელია რომ ეს ტბა არის სიმბოლური რამეთუ სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ მასში შეუძლებელია სიკვდილი და ჯოჯოხეთი პირდაპირი გაგებით დაიწვას  ანდა სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა ტკივილი იგრძნოს  ბიბლია გარკვევით ამბობს ეს არის მეორე სიკვდილი ისეთი სიკვდი;ლი რომელზეც მკვდრეთით აღდგომა არ ვრცელდება (ამრიგად ეს არის მეორე სიკვდილი სადაც ისინი მარადიულად იქნებიან სიკვდილის ტყვეობაში)აქ ჰადეს და შეოლ სიკვდილთან და მკვდრებთან ასოცირდება და არა სიცოცხლესა და ცოცხხლებთან გარდა ამისა ეშმაკი მარადიულად რომ დაიტანჯოს  ღმერთმაის ცოცხალი უნდა დატოვოს მაგრამ ბიბლია ამობს მას ბოლო მოეღება ანუ შეწყვეტს არსებობას(ებრ2:14) ასევე  შეიძლება პირდაპირი გაგებით  დაწვას ცეცხლმა სულიერი ქმნილებები?(გამ3:2)(მსაჯ13:20)
გარდა ამისა ბიბლიაში ბაბილონის განადგურებაც ცეცხლოვან ტანჯვად მოიხსენიება(გმც18:8-10)ცეცხლი გაბნადგურებაზე მიანიშნებს(ეზ28:18,19)-ყურადღება მივაქციოთ აღარ იარსებებს(2თეს1:8,9)

გმც20:12 v 20:13 ში წერია მისცა მკვდრები ანუ ცოცხლად. მეორეც ეს ხდება უფლის მოსვლის მერე. ანუ მერე ხდება გასამართლება და არა სიკვდილისთანავე 

31.(გმც21:8)V(გმც20:14))ნათელია რომ ეს ტბა არის სიმბოლური რამეთუ სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ მასში შეუძლებელია სიკვდილი და ჯოჯოხეთი პირდაპირი გაგებით დაიწვას  ანდა სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა ტკივილი იგრძნოს  ბიბლია გარკვევით ამბობს ეს არის მეორე სიკვდილი ისეთი სიკვდილი რომელზეც მკვდრეთით აღდგომა არ ვრცელდება (ამრიგად ეს არის მეორე სიკვდილი სადაც ისინი მარადიულად იქნებიან სიკვდილის ტყვეობაში)ასევე ბიბლიაში ვკითხულობთ  რომ იესოს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები აქ1ვს  ეს იმაზე მიუთითებს რომ მას აქვს ძალაუფლება ადამიანი იხსნას სიკვდილის მარწუხებისგან რაც ადამის მიერჩადენილი ცოდვის შედეგია(გმც1:18;20:13) მაგრამ ცეცხლის ტბის გასაღები არც იესოს აქვს და არც სხვა ვინმეს  სიმბოლური ტბა  მარადიულ სამუდამო განადგურებას ნიშნავს(2თეს1:9) (გმც20:13,14)აქ ჰადეს და შეოლ სიკვდილთან და მკვდრებთან ასოცირდება და არა სიცოცხლესა და ცოცხხლებთანგარდა ამისა ბიბლიაში ბაბილონის განადგურებაც ცეცხლოვან ტანჯვად მოიხსენიება(გმც18:8-10)ცეცხლი გაბნადგურებაზე მიანიშნებს(ეზ28:18,19)-ყურადღება მივაქციოთ აღარ იარსებებს(2თეს1:8,9

მოციქული პავლე ამბობს, რომ მას, ვინც მოკვდა, „ცოდვა მოეხსნა [დიკეოოს ერთ-ერთი ფორმა]“, რადგან ცოდვებისთვის საკუთარი სიცოცხლით ზღო (რმ. 6:7, 23).

სწორედ სიკვდილის მაგალითზე ამბობს პავლე თამამად რო მ მსგავსად  განვთავისუფლდით  6:2 და როცა დაიმარხნენ ქრისტესთან ანუ ძველი ცხოვრებისთვის მოკვდნენ 6:4 უკვე ახალი ცხოვრებით ცხოვრობნენ ზუსტად იმის ანალოგზე როგორც ფიზიკურად მკვდარი ადამიანი ს შემთხვევაში მოხდებოდა .
დამატებით ამ აზრს ამყარებს რომაელების 6:23 იგივე კონტექსი გვეუბნება რომ სწორედ ვოდვის შედეგია სიკვდილი ამადამიანმა გადაიხადა და მართლმადიდებლები მაინც ადანშაულებთ   მ აამიანებს დააყენთ მიწაში ოსხალხი
გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანები გასამართლდებიან იმის მიხედვით, რასაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოიმოქმედებენ (წაიკითხეთ რომაელების 6:7). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიკვდილი აბათილებს სიცოცხლეში ჩადენილ ნებისმიერ ცოდვას.
მიუკერძოებლად გასამართლდებიან. ისინი გასამართლდებიან „გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით“, რომლებიც იმ დროს გაიშლება. ამ გრაგნილებში არც მათი წარსულია ჩაწერილი და არც ის კანონები, რომელთა მიხედვითაც ადრინდელი საქმეებისთვის გასამართლდებიან, ვინაიდან „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“. მათ სიკვდილით უკვე მიეზღოთ წარსულში ჩადენილი ცოდვებისთვის (რმ. 6:7, 23). აღდგომა მათ საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ღვთის მიმართ და აჩვენონ, სურთ თუ არა ყველასთვის გაღებული იესო ქრისტეს გამოსასყიდის დაფასება (მთ. 20:28; ინ. 3:16). 
ასე რომ, სამოთხეში ისინი სიკვდილამდე ჩადენილი ცოდვების გამო კი არ გასამართლდებიან, არამედ იმ საქმეების გამო, რასაც აღდგომის შემდგომ გააკეთებენ.
გამოცხადების 20:12-ში აღწერილია, რა მოხდება დედამიწაზე გასამართლების პერიოდში და ნათქვამია, რომ მკვდრეთით აღდგენილები „გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით ... თავიანთი საქმეებისამებრ“ გასამართლდებიან. ისინი არ გასამართლდებიან ძველი საქმეების მიხედვით, 


აღდგომის შემდეგ უმართლოებს ღვთის კანონების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ, როდესაც მათ წინ გაიშლება სიმბოლური გრაგნილები. ამის შემდეგ ისინი გასამართლდებიან „თავიანთი საქმეებისამებრ“, ანუ იმის მიხედვით, იცხოვრებენ თუ არა ღვთის პრინციპების თანახმად (გამოცხადება 20:12, 13). ბევრ უმართლოს პირველად მიეცემა იმის რეალური შანსი, რომ გაეცნოს ღმერთს, შეასრულოს მისი ნება და იცხოვროს მარადიულად დედამიწაზე.
გარდა ამისა, აზრს მოკლებული იქნება ხალხის აღდგენა გასანადგურებლად. იოანეს 5:28, 29ა-ში იესომ დაგვანახვა, რომ მომავალში იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა. 29-ე მუხლის მეორე ნაწილში კი მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა შედეგით დამთავრდებოდა მათი აღდგომა გასრულყოფილებისა და გასამართლების შემდეგ.


იოან5:29იოან. 5:28, 29: ბერძნულ ტექსტში არ არის გამოყენებული სიტყვა „ტაფოს“ [სამარე, ცალკეული საფლავი] ან „ჰადეს“ [კაცობრიობის საერთო სამარე] მრავლობით რიცხვში. ნაცვლად ამისა, „სამარხებად“ ნათარგმნია სიტყვა „მნემეიონ“ [ხსოვნა, სამახსოვრო სამარხი], რომელიც დატივუს [მიცემით] ბრუნვაში და მრავლობით რიცხვშია. ეს სიტყვა ყურადღებას ამახვილებს გარდაცვლილის ხსოვნაზე. ამ „სამარხებში“ ვერ იქნებიან მიუტევებელი ცოდვების გამო „გეენაში“ მოხვედრილები.  „სამარხებში“ არიან ისინი, ვინც ღმერთს ახსოვს. სწორედ ისინი აღდგებიან და ღმერთი მისცემს მათ მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას (მათ. 10:28; მარ. 3:29; ებრ. 10:26; მალ. 3:16).
სიცოცხლის აღდგომისა და სასამართლოს აღდგომის დროის დადგენაში დიდ დახმარებას გვიწევს იოანეს 5:25, რომელშიც იესო საუბრობს ფიზიკურად ცოცხალ, მაგრამ სულიერად მკვდარ ადამიანებზე (განხილულია ქვესათაურში „სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლა“): „მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და, ვინც ყურად იღებს [სიტყვასიტყვით „ვინც მოისმენს“, Int], იცოცხლებს“. იესო აქ მხოლოდ ყურით მოსმენას კი არ გულისხმობდა, არამედ მოსმენილის ჭეშმარიტებად აღიარებასა და შესმენას. სიტყვები „გაგონება“ და „მოსმენა“ ბიბლიაში ხშირად გამოიყენება ყურის გდებისა და მორჩილების მნიშვნელობით (იხ. მორჩილება). ვინც მორჩილი აღმოჩნდება, იცოცხლებს (იხ. ინ. 6:60; 8:43, 47; 10:3, 27, რომლებშიც გამოყენებულია იგივე ბერძნული სიტყვა [აკუო], „გაგონება, მოსმენა“). ისინი გასამართლდებიან არა იმის საფუძველზე, რასაც იესოს ხმის მოსმენამდე აკეთებდნენ, არამედ იმის მიხედვით, რასაც მოსმენის შემდეგ აკეთებენ.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, იესო „კარგის მოქმედთა“ და „ცუდის მოქმედთა“ ქმედებებს სასამართლოს დასასრულის გადმოსახედიდან აფასებს ანუ იმის მიხედვით, რას აკეთებდნენ ისინი მას შემდეგ, რაც „გრაგნილებში ჩაწერილის“ დაცვის შესაძლებლობა მიეცათ. მხოლოდ ამ სასამართლოს დასრულების შემდეგ გაირკვევა, ვინ აკეთებდა კარგს და ვინ ცუდს. „კარგის მოქმედნი“ („გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით“) სიცოცხლით დაჯილდოვდებიან, „ცუდის მოქმედთ კი“ მსჯავრი დაედებათ. აღდგომა ზოგისთვის სიცოცხლის მომტანი იქნება, ზოგისთვის კი — მსჯავრის.
რაც შეეხება მათეს 16:27-ს აქ მეორედ მოსვლზეა საუბარი და ვინც ცოცხლები არიან მათ იეზღვებათ.ა აა ვრებზე რომლებსც სიკვდილმა ცოდვ მოუხსნა ისევე როგორც პავლეს ქრისტეში სიკვდილმა ცოდვა იგივეს ამბობს მათეს 25:31 ა დმაგოგიას ნუ წეწევი ქრისეს სწავლება თქვენ არ გაქვთ გაგებულიცეცხლი სამუდამო განადგურების სიმბოლოა და არა სამუდამო ტანჯვის ბოროტები აქსე ვთქვათ სიცოცხლიდან  მოიკვეთებიან  ანუ დაიხოცებიან(რმ6:23)ცოდვის საზღაური  სიკვდილია და არა მარადიული ტანჯვატანჯვაშეადარე-(ეკლ9:5,10)-თუ მკვდრებმა არაფერი იციან  და მათი ფიქრებიც ქრება როგორ შეიძლება იტანჯონ?„ემფატიკ დიაგლოტში“ „სატანჯველის“ ნაცვლად წერია „მოკვეთა“. სქოლიოში კი ნათქვამია: «სიტყვა „კოლასინ“ ნაწარმოებია სიტყვიდან „კოლაზო“, რაც ნიშნავს 1) მოკვეთას, მოჭრას, მაგალითად მცენარის ტოტების; 2) შეზღუდვას, შეკავებას . . . 3) დასჯას. სიცოცხლიდან ან საზოგადოებიდან ადამიანის მოკვეთა, ან თუნდაც ამ მხრივ მისი შეზღუდვა, დასჯის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, სიტყვა „კოლასინ“ გამოყენებულია მეტაფორის სახით მესამე მნიშვნელობით. მაგრამ პირველი მნიშვნელობა უფრო მისაღებია, რადგან უკეთ ერწყმის წინადადების მეორე ნაწილს და დაპირისპირებას ძალასა და სილამაზეს მატებს. მართლები წავლენ სიცოცხლეში, ბოროტები კი ვერა — ისინი, ასე ვთქვათ, სიცოცხლიდან მოიკვეთებიან ანუ დაიხოცებიან. იხილეთ 2 თეს. 1:9


2კრ5:10. ყველა არახელსაყრელი განაჩენი არ ნიშნავს სიკვდილს. ეს კარგად ჩანს 1 კორინთელების 11:27—32-დან, სადაც პავლე უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნაზე საუბრობს. მისი სიტყვების თანახმად, თუ ადამიანი არ უკვირდება თავის საქმეებს, ის შეიძლება „საკუთარი თავის გასასამართლებლად“ ჭამდეს და სვამდეს. პავლე დასძენს: „როცა ვსამართლდებით, იეჰოვა გვსჯის, რათა ქვეყნიერებასთან ერთად არ დაგვედოს მსჯავრი“. ასე რომ, იეჰოვამ შეიძლება ადამიანს არახელსაყრელი განაჩენი გამოუტანოს, მაგრამ თუ მოინანიებს, არ განადგურდება.

განაჩენი რომ ყოველთვის გამამტყუნებელი არ არის, 2 კორინთელების 5:10-დანაც ჩანს. მათზე, ვინც სასამართლო ტახტის წინაშე წარდგებიან, ნათქვამია: „თითოეულმა [უნდა] მიიღოს საზღაური იმის მიხედვით, რასაც ... აკეთებდა, კარგი იქნებოდა ეს თუ ცუდი“
ის ცხებულები კი, რომლებსაც ჯერ არ დაუსრულებიათ მიწიერი სიცოცხლე, ყველანაირად ცდილობენ, ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნონ. სიკვდილის შემდეგ ისინი აღდგომის საშუალებით „საზღაურს“ — ზეცაში სულიერ სიცოცხლეს — მიიღებენ (2 კორინთელები 5:1—3, 6—8, 10; 1 კორინთელები 15:51, 52; გამოცხადება 14:13). „



ტარტაროზი

შეზღუდული და დამცირებული მდგომარეობა, რომელშიც ნოეს დროს ღვთის ნებით ურჩი ანგელოზები აღმოჩნდნენ.
ბიბლიაში ეს სიტყვა მხოლოდ ერთხელ, კერძოდ, 2 პეტრეს 2:4-შიგვხვდება. მოციქული წერს: „ღმერთმა შემცოდველი ანგელოზები არ დაინდო, ჩაყარა ტარტაროზში, უკუნ ისიბნელით მოცულ ჯურღმულებს გადასცა და სასამართლოსთვის შემოინახა“. აქ სიტყვა „ტარტაროზი“ გვხვდება ბერძნულ ზმნაში ტარტაროო, რომელიც გადმოტანილია ფრაზით „ჩაყარა ტარტაროზში“.
მსგავს აზრს იუდას 6-შივკითხულობთ: „ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო, უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში ინახავს იგი გასამართლების დიდი დღისათვის“. პეტრეს წერილიდან ვიგებთ, თუ  როდის მიატოვეს ანგელოზებმა „მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“. იგი ამბობს, რომ საპყრობილეში მყოფი სულები „ურჩები იყვნენ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს, სანამ კიდობანი შენდებოდა“ (1პტ. 3:19, 20). ეს პირდაპირ უკავშირდება დაბადების 6:1—4-ში ჩაწერილ ცნობას „ჭეშმარიტი ღვთის ძეების“ შესახებ, რომლებმაც წარღვნამდელ პერიოდში მიატოვეს თავიანთი ზეციერი სამკვიდრო და ქალებთან სქესობრივი ურთიერთობისთვის ხორცი შეისხეს. მათ უჩნდებოდათ შვილები, რომლებსაც ბიბლია ნეფილიმებს უწოდებს (იხ. ნეფილიმები; ღვთისძეები).
ამ მუხლებიდან ჩანს, რომ ტარტაროზში რომელიმე კონკრეტული ადგილი კი არა, მდგომარეობა იგულისხმება. ამაზე პეტრესა და პავლეს სიტყვებიც მოწმობს. პეტრე ამბობს, რომ ეს ურჩი სულები „უკუნი სიბნელით მოცულ ჯურღმულებში“ არიან, ხოლო პავლეამ „ზეციერ ბოროტ სულებს“ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელებს უწოდებს (2პტ. 2:4; ეფ. 6:10—12). აქედან გამომდინარე, „უკუნ სიბნელეში“ პირდაპირი გაგებით სიბნელე კი არ იგულისხმება, არამედ ის, რომ ეს განდგომილი და ღვთის ოჯახიდა ნგაძევებული ანგელოზები ღვთის სულიერ სინათლეს არიან მოწყვეტილნი და მათი მომავალი ბნელით არის მოცული.

უნდა აღიმნიშნოს რომ  წმინდა წერილები ადამიანთა სულებს კი არ განაწესებს  ტარტაროზში არამედ მხოლოდ სულიერ ქმნილებებს  კერძოდ შემცოდველ ანგელოზებს ტარტაროზში მათი ჩაგდებით გამოიხატება ის უდიდესი დამცირება  რომელსაც ისინი სიცოცხლეშივე განიცდიან  ამიტომაც პეტრე მათ დამცირებულ მდგომარეობას სიბნელეს და წყვდიადს უკავშირებს  რამეთუ ყოვლისშემძლე ღმერთმა  ისინი დაამცირა და წაართვა ამაღლებული ზეციურიო მდგომარეობა რის შემდეგაც ისინი უდიდეს სულიერ სიბნელეში აღმოჩდნენ  მათ მხოლოდ ბნელით მოცული მომავალი ელით სატანა ეშმაკთან ერთად სამუდამოდ განადგურდებიან(ებრ2:14)ამრიგად ისინი ჩაყრილ იქნენ სულიერ წყვდიადში რომელსაც ტარტაროზი ქვია  ღმერთიო მათ უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში ინახავს(იუდ:6)ასევე მათ დღეს აღარ შეუძლიათ ხორცის შესხმა .გარდა ამისა შეიძლება პირდაპირი გაგებით  დაწვას ცეცხლმა სულიერი ქმნილებები?(გამ3:2)(მსაჯ13:20)

ასე რომ, ტარტაროზს საერთო არაფერი აქვს შეოლთან (ებრ.), იგივე ჰადესთან (ბერძ.), რაშიც კაცობრიობის საერთო სამარე იგულისხმება. ეს პეტრეს იმ სიტყვებიდანაც ჩანს, რომლებიც საპყრობილეში მყოფ სულებთან იესოს ქადაგებას ეხება. მან აღნიშნა, რომ იესომ ამ სულებს ჰადესიდან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უქადაგა და არა სამარეში ანუ ჰადესში (შეოლი) სამდღიანი ყოფნის დროს (1პტ. 3:18—20).
ტარტაროზი ანუ დამცირებული მდგომარეობა არც „უფსკრულში“ უნდა აგვერიოს, სადაც სატანა დემონებთან ერთად ათასი წლით იქნებიან ჩაყრილი ქრისტეს მმართველობის დროს (გმც. 20:1—3). როგორც ჩანს, ურჩი ანგელოზები ტარტაროზში ნოეს დროს აღმოჩნდნენ (1პტ. 3:20) და როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მას შემდეგ დაახლოებით 2 000 წელი იყო გასული, როცა ისინი იესოს ეხვეწებოდნენ, მათთვის „უფსკრულშიწასვლა“ არე ბრძანებინა (ლკ. 8:26—31; იხ. უფსკრული).
სიტყვა ტარტაროზი ქრისტიანობამდელ წარმართულ მითოლოგიაშიც გამოიყენება. ჰომეროსის „ილიადაში“ მითურ ტარტაროზში იგულისხმება მიწის ქვეშა საპყრობილე, რომელიც ისევე შორსაა ჰადესისგან , როგორც მიწაა შორს ცისგან. მასში იყვნენ შეპყრობილი უმცროსი ღმერთები, კრონოსი და სხვა ტიტანები. როგორც დავინახეთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ტარტაროზში ადგილი კია რა, მდგომარეობა იგულისხმება, შესაბამისად, ის მითოლოგიური ტარტაროზის ანალოგი არ არის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მითური ტარტაროზის მსგავსად ბიბლიაში მოხსენიებულ ტარტაროზში ზეადამიანური ქმნილებები იმყოფებიან და არა ადამიანები. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ტარტაროზში ღვთის წინააღმდეგ აჯანყებული, ბოროტი ზეადამიანური სულები არიან ჩაყრილი და არა ადამიანთა სულები (შდრ. მთ. 11:23).
ვიდრე სატანა და მისი დემონები ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასაწყისში უფსკრულში ჩაიყრებიან, მათ ტარტაროზში ანუ უკიდურესად დამცირებულმ დგომარეობაში უწევთ ყოფნა. ათასი წლის ბოლოს კი მ ათ „მეორე სიკვდილი“ ანუ სამუდამო განადგურება ელით (მთ. 25:41; გმც. 20:1—3, 7—10, 14).



ბოროტების სასჯელი არის მომავალში იესოს მეორედ მოსვლის შემდეგ და არა გარდაცვალებისთანავე შესაბამისად იმ მუხლებში სადაც საუბარია სიკვდილზე და გასამართლებაზე იგულისხმება არა გარდაცვალებისთანავე გასამართლება და ჯოჯოხეთში  მიჩენა ადამიანის თითქოს სიცოცხლეს აგრძელებდეს და იტანჯებოდეს, არამედ იესოს მეორედ მოსვლისას დასჯა. იგივე ეხება ჯილდოსაც 

მათ16:27

2თეს1:7,9

გმცხ22:12

ლუკ12:48

2პტრ2:6,9

2ტმ4:6-8

ლკ14:14

ფილ2:16

კოლ3:4

ინ12:48





No comments:

Post a Comment