ბუნებითი ღმერთი არის არამხოლოდ შეუქმნელი, არამედ ასევე უშობელიც, ანუ ისევე როგორც ღმერთის შექმნაა შეუძლებელი, ასევე შეუძლებელია მისი შობაც. შობილს ბუნებრივია ყავს მშობელი, ანუ წყარო, და ამ წყაროს გარეშე იგი ვერ იარსებებდა. რადგანაც შობილი ყოველთვის მოსდევს თავის მშობელს, იგი არ შეიძლება ყოველთვის არსებულიყო ანუ მშობელი ყოველთვის შვილის უწინარესია. ღმერთი დაუსაბამოა, ხოლო ძეს დასაბამი აქვს მამისგან, ამიტომ იგი არ შეიძლება იყოს ღმერთი.
ბიბლია იესოს ‘მხოლოდშობილ ძეს’ უწოდებს (იოანე 1:14; 3:16, 18; 1 იოანე 4:9). სამების მომხრეები ამბობენ, რომ, ვინაიდან ღმერთი არის მარადიული, ასევე ღვთის ძეც მარადიულია. მაგრამ როგორ შეუძლია პიროვნებას იყოს ძე და ამავე დროს იმავე ასაკის, რამდენისაც არის მამა?
სამების მომხრეები აცხადებენ, რომ იესოს შემთხვევაში „მხოლოდშობილი‘‘ არ არის „შობის‘‘ მსგავსი, რომელიც განსაზღვრის თანახმად ნიშნავს, „შობო, როგორც მამამ“ (Webster’s Ninth New Collegiate Dictionary). ისინი ამბობენ, რომ იესოს შემთხვევაში ეს ნიშნავს „დაუსაბამო ურთიერთობას“, ერთადერთი ძის ურთიერთობას, რომელიც თითქოსდა9 შობის გარეშე მოხდა. (ნუთუ ეს ლოგიკურად ჟღერს შენთვის? შეუძლია ადამიანს გახდეს ვაჟის მამა მისი შობის გარეშე?
ახალ აღთქმაში ბერძნული სიტყვა γεννάω (გენნაო) და მისგან წამოსული სიტყვები, იესოს მიმართ ოთხჯერ გამოიყენება: ესენია საქმეების 13:33, 1 იოანეს 5:1, ებრაელთა 1:5 და 5:5 . ვნახოთ ამ სიტყვის მნიშვნელობა დვორეცსკის ლექსიკონში : «შობა, ქვეყნად მოვლინება, წარმოშობა, შექმნა». ანუ, თეოლოგიურად რომ ვთქვათ, ოთხივე ეს ბიბლიური ადგილი შეიძლება გადაითარგმნოს, ისე როგორც: შობა, ქვეყნად მოვლინება, ასევე როგორც: შექმნა. სუფთა ლინგვისტურად ეს სწორი იქნება.
სიტყვა "გენნაო"-ს გამოყენება შეიძლება ყოველთვის, როდესაც საუბარია რაიმეზე, რაც არ არსებობდა, მაგრამ რაღაც მომენტში დაიწყო არსებობა. ზუსტად ამ სიტყვიდან წამოვიდა მრავალ ევროპულ ენაში და მათ შორის ქართულშიც, სიტყვა გენერირება. რას აკეთებს გენერატორი? ქმნის ელექტრო დენს (ან სხვა რამეს). ამ წუთას ელექტრო დენი არ იყო, მაგრამ ჩავრთეთ გენერატორი და ის წარმოიშვა. მან გენერირება მოახდინა ანუ წარმოქმნა ელექტრო დენი, ხოლო უფრო პოეტურად შეგვიძლია ვთქვათ, შექმნა ან ქვეყნად მოავლინა. ეს სიტყვები ყველა ენაში სინონიმებს წარმოადგენენ, უბრალოდ განსხვევდებიან ემოციურ-ექსპრესიული ფერების სტილით.
ხანდახან შეიძლება გაიგოთ: კი მაგრამ იესოსთან მიმართებაში, რატომ არ გამოიყენება სხვა სიტყვა ბიბლიაში, რომელიც ითარგმნება როგორც შექმნა ან წარმოქმნა,მაგალითად „პირველ ქმნილი“, არამედ გამოიყენება „პირმშო“. ანუ ბიბლია არ იყენებს ბერძნულ გამოთქმას „პროტოკტიზო“ (პირველ ქმნილი) არამედ იყენებს გამოთქმას „პროტოტოკოს“(პირმშო, პირველ შობილი).
ეს მთლად სიმართლეს არ შეეფერება: კოლოსელების 1:15-ში იესოს ეწოდება პირმშო ყოველი ქმნილებისა, ხოლო გამოცხადების 3:14-ში - დასაბამი ღვთის ქმნილებისა. ოჯახის პირველი ბავშვი (პირმშო) სხვა ბავშვებისგან მხოლოდ რიცხვით განსხვავდება, მაგრამ არა ბუნებით, ხოლო ის, ვინც ყველა ქმნილების პირმშოა, თავისთავად წარმოადგენს ქმნილებას.
სამების მომხრეებს მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ პირველ საუკუნეში ანუ იმ დროს როცა ქრისტეს მოწაფეები თავიანთ სახარებებსა და ბიბლიის წიგნებს წერდნენ, კოინე ბერძნულში არ გამოიყენებოდა გამოთქმა „პროტოკტიზო“ (პირველ ქმნილი) და ეს ასე იყო ქრისტეს დაბადებიდან შემდგომი 100-200 წლის განმავლობაშიც კი.
საინტერესოა, რომ ბერძნული გამოთქმა „პროტოკტიზო“ ანუ „პირველ-ქმნილი“, პირველად სწორედ რომ ქრისტესთან მიმართებაში გამოიყენეს ნიკეის კრებამდე [ა.წ. 325წ-მდე] მცოხვრებმა ქრისტიანმა მწერლებმა თავიანთ ნაშრომებში! ეს ფაქტი, ცხადია შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამედროვე მკვლევარებს. მაგალითად, ჯონ პატრიკი, თავის წიგნში „კლიმენტი ალექსანდრიელი“, წერს:
«კლიმენტი ხშირად აღნიშნავს თავის ნაწერებში, რომ სიტყვა ღვთის სიბრძნეა, და ღვთის პირველ ქმნილებად აღწერს მას; ერთ ადგილას ეპითეტად „პირველ ქმნილს“ უსადაგებს სიტყვას, ხოლო სხვა ადგილას კი „პირმშოს“.» — (Clement of Alexandria by John Patrick, გვ. 103,104, იხ. შენიშვნა 6.)
საყურადღებოა აგრეთვე ნაშრომი „ეკლესიის მამების ფილოსოფია“, ტომი 1, [სამება, ინკარნაცია], რომელშიც ვკითხულობთ:
„კლიმენტი ყოველთვის მკვეთრ განსხვავებას აკეთებს ერთადერთ არაქმნილ მამა ღმერთსა და ღვთის ძეებიძეს ანუ ლოგოსს შორის, რომელიც იშვა ანუ შეიქმნა ყველა დანარჩენ ქმნილებაზე უწინარეს“. (1884 წ, გვ. 204).
ზემოთაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, არასწორი და ამავდროს არაადეკვატური იქნებოდა გამოთქმა „პირველ ქმნილის“ („პროტოკტიზოს“) გამოყენებას მოველოდეთ ბიბლიაში. ეს იგივე იქნებოდა ძველქართულ ლიტერატურაში თანამედროვე ქართული ტერმინოლოგიის ძებნა დაგვეწყო.
ნათელია, რომ პირველი საუკუნის საყოველთაო ბერძნულ [კოინე] ენაზე დაწერილ ბიბლიაში გვიანდელი ბერძნული გამოთქმების გამოუყენებლობა, ბუნებრივია. ხოლო ამ ფაქტის გაუთვალისწინებლობა და მისით მანიპულირება „სამების“ არაბიბლიური სწავლების წინ წამოსაწევად, ცხადია არასწორი და არაკეთილსინდისიერი საქციელი იქნებოდა
მეორე დემონებზე და სატანაზეც არ წერია რომ შექმნილები არიან. სად ვკითხულობთ ბიბლიაში რომ სატანა ღმერთმა შექმნა? არსად, მაგრამ ამ ფაქტში რატომღაც არავის ეპარება ეჭვი. ალბათ, ბიბლიის ავტორები ამაზე არ საუბრობენ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ისედაც ცნობილად ითვლებოდა და არ საჭიროებდა განხილვას.
შემოქმედის უშობლობა, უქმნელობა და დაუსაბამობა და სხვა დანარჩენის შობილობა და შექმნადობა - ეს მონოთეიზმის აქსიომაა. დღეს ეს კარგად ესმით იუდეველებსა და მუსულმანებს, და სადღაც მე-4 საუკუნემდე კარგად ესმოდათ ქრისტიანებსაც. რწმენის ერთერთ უძველეს სიმბოლოში, ეგრეთწოდებულ მოციქულთა რწმენის სიმბოლოში, იესოს არაშექმნილობაზე ჯერ არაფერია ნათქვამი, ეს იდეა პირველად ფიქსირდება მხოლოდ ნიკეის სიმბოლოში. როგორც ჩანს ნიკეამდე ქრისტიანებს ესმოდათ: შობილი ისაა, რასაც გააჩნდა დასაწყისი; დასაწყისის არ მქონე არ შობილა და ესაა ღმერთი. ეს მონოთეიზმის ძველი და უბრალო აქსიომაა, რომლის განსაზღვრებაც არცერთ ახალი აღთქმის ავტორს არ უცდია, მიაჩნდათ რა რომ ის ისედაც ნათელი იყო. მაგრამ უცბათ ის ნაკლებ ნათელი გახდა და ქრისტიანებმა გადაწყვიტეს გაეწირათ ის სხვა მიზნებისთვის.
ვინმე იტყვის: ღმერთი შობს მხოლოდ ღმერთს – თითქოს ღმერთი თავისი გვარის მიხედვით მრავლდებოდეს, როგორც ადამიანი და ცხოველი მრავლდება. კი მაგრამ, მოციქული იოანე ექვსჯერ ლაპარაკობს იმაზე, რომ ღმერთი შობს ადამიანსაც, თანაც იყენებს იგივე სიტყვას "გენნეო": 1 იოანე 2:29; 3:9; 4:7; 5:1,4,18. ფსალმინის 89:2-ში ნათქვამია, «მთები დაიბადნენ» – აქ გამოყენებულია იგივე ებრაული სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მშობიარობას და ადამიანის გაჩენას. როგორც ვხედავთ, ღმერთი შობს როგორც მთებს ასევე ადამიანებს. იმის მაგივრად რომ ავაგოთ პარადოქსული თეორია იმის შესახებ, როგორ შობს ერთი ღმერთი მეორე ღმერთს, აქედან გამომდინარე მონოთეიზმის გადაუჭრელი პრობლემებით, უფრო იოლი არაა დავასკვნათ, რომ ბიბლია სიტყვას შობა იყენებს შექმნის მნიშვნელობით? მთელი ბიბლიური კონტექსტი გვიჩვენებს, რომ ეს სიტყვები სინონიმურია და ურთიერთცვალებადია ნებისმიერ კონტექსტში, ნებისმიერი სუბიექტის შემთხვევაში. ვინაიდან ადამიანზეც შეიძლება ითქვას, რომ ის შეიქმნა ან წარმოიქმნა დაბადების მომენტში.
არა მარტო ბიბლიაში,არამედ საერთოდ ბერძნულ ლიტერატურაში, დაბადებულის და შექმნილის მნიშველობები არასოდეს დაპირისპირებიან ერთმანეთს. მაგრამ იესოსთვის მოულოდნელად გამონაკლისი კეთდება, სრულიად თვითნებურად და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. იუდეველი, მუსულმანი და ქრისტიანი-უნიტარი დარწმუნებულები არიან: ყველა შობილს აქვს დასაწყისი. ქრისტიანი-ტრინიტარი ამატებს: იესოს გარდა. მისი აზრით, მთები, ცხოველები, ადამიანები, დემონები, სატანა - შობილი და შექმნილი არიან, აი იესო კი შობილი, მაგრამ არა შექმნილი. რატომ? ეს არ იხსნება. ისე, უბრალოდ.
მაგრამ ნებისმიერმა რელიგიის ისტორიკოსმა იცის, რატომ: ქრისტიანებს ძალიან უნდოდათ ჩაეწვინათ იოანეს ლოგოსი პლატონური ტრიადოლოგიის საწოლში. ისე ძლიერ უნდოდათ, რომ ბერძნულ ლექსიკონზე მოუწიათ ოპერაციის ჩატარება. .და აქვე იბადება მნიშვნელოვანი კითხვა: დავუშვათ იესო არ არის პირველ ქმნილი და არის შობილი. ნუთუ ის ფაქტი რომ ის შობილია, უშობელ და უქმნელ მამაზე დაბლა არ აყენებს? სადაა თანასწორობა
ეკლესიის მამებმა ღვთის ძის ‘დაუსაბამოდ შობის პროცესში მყოფობას’, თან დაურთეს თავიანთივე შემუშავებული ‘დროის თეორია’, რომელიც მთლიანად არაბიბლიურია და რომლის თანახმადაც, ღთის ძე დროის სპექტრიდანაა გაყვანილი და მას მოიაზრებენ დროში არ მყოფ არსებად, რომელიც თითქოსდა დროის მიღმა არსებობს. ამ არაბიბლიური თეორიიდან გამომდინარე, ღვთის ძე დაუსაბამოდ მყოფ არსებად მიიჩნევა „ეკლესიის მამების“ სწავლების თანახმად. „ეკლესიის მამების“ მიერ შემუშავებული დროის ეს თეორია და ღვთის ძის წარმოშობის შესახებ სიტყვა ‘შობისთვის’ ახალი მნიშვნელობების შეთხზვა-მიწერა, ღვთის სიტყვაზე და ქრისტეს მოციქულთა სწავლებებზე თავდასხმაა და ქრისტეს მოციქულების დატოვებული სწავლებების უარყოფა. ამგვარი მოქმედებით, „ეკლესიის მამები“ წინ გაიჭრნენ, ბიბლიაში ჩაწერილს გადააბიჯეს და ქრისტეს სწავლებაში არ დარჩნენ. ასეთებზე კი, მოციქულმა იოანემ დიდი ხნის წინ დაწერა, რომ „მას, ვინც ცდილობს, წინ გაიჭრას და ქრისტეს სწავლებაში არ რჩება, არა ჰყავს ღმერთი. მას კი, ვინც ამ სწავლებაში რჩება, მამაც ჰყავს და ძეც“. (2 იოანე 9) ამგვარად, ბიბლიის გულწრფელი და ობიექტურად განწყობილი მკითხველისთვის ნათელია, რომ ყველა ვინც შობილია, საწყისი აქვს. ბიბლია არცერთ არსებაზე არ საუბრობს, რომელიც შობილი იქნებოდა და არ ექნებოდა საწყისი; შობილი იქნებოდა და არ ეყოლებოდა მამა, ანუ შემქნელი და წარმომშობიამიტომ, ღვთის მიერ შობილ ძეებს შორის, იესო მხოლოდშობილი ძეა, რომელიც უშუალოდ მამა ღმერთმა შექმნა, ხოლოდ სხვა ძეები, იესო ქრისტეს მეშვეობით არიან შობილნი და არ არიან ღვთის მხოლოდშობილი ძეები.
მხოლოდშობილი. ზოგი ბიბლეისტის აზრით, ბერძნული სიტყვა მონოგენეს მხოლოდშობილად არ უნდა ითარგმნოს. ისინი აღნიშნავენ, რომ სიტყვის მეორე ნაწილი (გენეს) სიტყვა გენნაოდან (შობა, გაჩენა) კი არ მომდინარეობს, არამედ გენოსიდან (გვარი). ამგვარად, მათი აზრით, ეს სიტყვა მიუთითებს გვარის ან სახეობის ერთადერთ წარმომადგენელზე. ამიტომ ბევრი თარგმანი (RS; AT; JB) იესოს „ერთადერთ ძედ“ მოიხსენიებს და არა ღვთის „მხოლოდშობილ ძედ“ (ინ. 1:14; 3:16, 18; 1ინ. 4:9). მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპოზიტის არც ერთ ნაწილში არ ჩანს მოქმედება (დაბადება, შობა), სიტყვამ წარმოშობისა და შობის მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ბერძნული სიტყვა გენოს ნიშნავს გვარს, სანათესაოს, შთამომავლობასა და მოდგმას. 1 პეტრეს 2:9-ში ის „მოდგმად“ ითარგმნა. იერონიმეს ლათინურ ვულგატაში მონოგენეს გადმოტანილია როგორც უნიგენიტუს, რაც მხოლოდშობილსაც ნიშნავს და ერთადერთსაც. ბევრი ლექსიკოგრაფი ადასტურებს, რომ ეს სიტყვა უკავშირდება შობას ან წარმოშობას.
ედუარდ რობინსონის ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი შემდეგნაირად განმარტავს სიტყვა მონოგენესს: „მხოლოდშობილი ანუ ერთადერთი შვილი“. უილიამ ჰიკის ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისურ ლექსიკონში ეს სიტყვა მხოლოდშობილად არის გადმოტანილი (1956, გვ. 123). გერჰარდ კიტელის ახალი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში ნათქვამია: „μονο- [მონო-] არ მიუთითებს წარმომშობზე, არამედ წარმოშობილის მდგომარეობაზე. ამგვარად, μονογενής [მონოგენეს] ნიშნავს წარმოშობით ერთადერთს ანუ უდედმამიშვილოს. ასე რომ, ის მხოლოდშობილის მნიშვნელობას ატარებს და მიუთითებს დედ-მამის ერთადერთ შვილზე, ძირითადად, მშობლების გადასახედიდან. ... ეს სიტყვა უფრო ფართო გაგებითაც გამოიყენება, მაგრამ არ უკავშირდება წარმოშობას და ნიშნავს უნიკალურს, შეუდარებელს, უბადლოს. თუმცა არ უნდა აგვერიოს გვარსა და სახეობაში manner“ (ჯ. ბრომილის თარგმანითა და რედაქციით, 1969, ტ. IV, გვ. 738).
იმავე ნაშრომში ახსნილია, თუ რა მნიშვნელობით გამოიყენება ეს სიტყვა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ანუ „ახალ აღთქმაში“: „ის ნიშნავს მხოლოდშობილს ... [იოანეს] 3:16, 18-ში, 1ინ. 4:9-სა და [იოანეს] 1:18-ში იესო ერთადერთ შვილს კი არ არის შედარებული, არამედ აღნიშნულია, რომ ის არის მხოლოდშობილი... ინ. 1:14, 18-ში, 3:16, 18-სა და 1ინ. 4:9-ში μονογενής იესოს უნიკალურობასა და შეუდარებლობაზე მეტს ნიშნავს. ამ მუხლებში ის გარკვევით არის მოხსენიებული [მხოლოდშობილ] ძედ. იოანეს სახარებაში μονογενής მიუთითებს იესოს წარმოშობაზე“.
ზემოთქმულისა და ბიბლიის ნათელი მოწმობის გათვალისწინების შემდეგ არანაირი საფუძველი არა გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ სიტყვა მონოგენესის იმ თარგმანში, რომლის მიხედვითაც იესო მხოლოდ ღვთის უნიკალური ან შეუდარებელი ძე კი არ არის, არამედ მისი „მხოლოდშობილი ძეც“ ანუ ღვთისგან წარმოშობილი, რადგან უშუალოდ ღმერთმა შექმნა. ამას ადასტურებს მოციქულების სიტყვებიც. ისინი მას მოიხსენიებდნენ „პირმშოდ ყველა ქმნილებას შორის“ და „ღვთისგან შობილად [გენნაოს ერთ-ერთი ფორმა]“ (კლ. 1:15; 1ინ. 5:18). იესომაც საკუთარ თავზე თქვა, რომ „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ იყო (გმც. 3:14).
პავლემ ისაკზე თქვა, რომ აბრაამის „მხოლოდშობილი ძე“ იყო (ებ. 11:17) იმის მიუხედავად, რომ აბრაამს ისაკის გარდა სხვა შვილებიც ჰყავდა — ისმაელი აგარისგან და რამდენიმე ვაჟი კეტურასგან (დბ. 16:15; 25:1, 2; 1მტ. 1:28, 32). მაგრამ ღვთის შეთანხმება მხოლოდ ისაკს, ღვთის დაპირებით გაჩენილ ერთადერთ ძეს ეხებოდა, რომელიც სარასთვისაც ერთადერთი ვაჟი იყო (დბ. 17:16—19). გარდა ამისა, იმ დროს, როცა აბრაამი ისაკს სწირავდა, ისაკი ერთადერთი ვაჟი იყო თავისი მამის სახლში. აბრაამს კეტურასგან მაშინ არ ჰყავდა ძეები, ისმაელი კი მამის სახლიდან უკვე 20 წლის წასული იყო და უკვე თავისი ოჯახი ეყოლებოდა (დბ. 22:2).
ამრიგად, თუ გავითვალისწინებთ, რას სწერდა პავლე ებრაელებს ღვთის დაპირებისა და შეთანხმების შესახებ, ისაკი მართლაც რომ აბრაამის მხოლოდშობილი ძე იყო. ამიტომ პავლე „მხოლოდშობილ ძესთან“ დაკავშირებულ დაპირებას ისაკისგან წარმოშობილ შთამომავალს უკავშირებს (ებ. 11:17, 18). იოსებ ფლავიუსმაც ისაკს აბრაამის „მხოლოდშობილად მყოფი“ ძე უწოდა, თუმცა უცნობია, რა მიზეზით („იუდეველთა სიძველენი“, წ. I, თ. 13, აბზ. 1).
დასკვნა
1 სამების მომხრეებს მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ პირველ საუკუნეში ანუ იმ დროს როცა ქრისტეს მოწაფეები თავიანთ სახარებებსა და ბიბლიის წიგნებს წერდნენ, კოინე ბერძნულში არ გამოიყენებოდა გამოთქმა „პროტოკტიზო“ (პირველ ქმნილი) და ეს ასე იყო ქრისტეს დაბადებიდან შემდგომი 100-200 წლის განმავლობაშიც კი.
2 საინტერესოა, რომ ბერძნული გამოთქმა „პროტოკტიზო“ ანუ „პირველ-ქმნილი“, პირველად სწორედ რომ ქრისტესთან მიმართებაში გამოიყენეს ნიკეის კრებამდე [ა.წ. 325წ-მდე] მცოხვრებმა ქრისტიანმა მწერლებმა თავიანთ ნაშრომებში! ეს ფაქტი, ცხადია შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამედროვე მკვლევარებს. მაგალითად, ჯონ პატრიკი, თავის წიგნში „კლიმენტი ალექსანდრიელი“, წერს:
3. ნათელია, რომ პირველი საუკუნის საყოველთაო ბერძნულ [კოინე] ენაზე დაწერილ ბიბლიაში გვიანდელი ბერძნული გამოთქმების გამოუყენებლობა, ბუნებრივია. ხოლო ამ ფაქტის გაუთვალისწინებლობა და მისით მანიპულირება „სამების“ არაბიბლიური სწავლების წინ წამოსაწევად, ცხადია არასწორი და არაკეთილსინდისიერი საქციელი იქნებოდა
წყარო:chivchalov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment