სამების მტკიცებულების ერთერთი პოპულარული მეთოდი არის ასეთი: იღებენ რომელიმე ეპითეტს ან სიტუაციას, რომელიც ღმერთთანაა დაკავშირებული, ხოლო შემდეგ ბიბლიის სხვა ადგილას პოულობენ იგივე ეპითეტს ან სიტუაციას, სადაც უკვე ქრისტეა ნახსენები. ამის შემდეგ მათ შორის თანასწორობას ავტომატურად ესმება ხაზი.
ვნახოთ, რა გამოგვივა, ამ მეთოდს თუ სხვა ხალხის მიმართებაში გამოვიყენებთ.
1გამოსვლის 7:1-ში მოსეს ეწოდება «ღმერთი». შესაბამისად, ისიც ღმერთია, ისევე როგორც იეჰოვა, მისი თანასწორი და ერთარსი.
2მათეს 23:9-ში იესო პირდაპირ ამბობს: «არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ - ზეციერი», ახალ აღთქმაში კი აბრაამს რამოდენიმეჯერ ეწოდება «მამაჩვენი» (იაკობი 2:21; რომაელები 4:16; გალატელთა 3:7). ვინაიდან ჩვენ ერთი მამა გვყავს და ესაა ღმერთი, ხოლო აბრაამი – მამაჩვენია, ესე იგი, აბრაამი – ღმერთია.
3დაბადების 18:12-ში აბრაამი მოხსენებულია ებრაული სიტყვით «ადონაი», ხოლო ესაიას 1:24-ში იგივე სიტყვა ეწოდება ღმერთს. ჩვენ ისევ ვხედავთ, რომ აბრაამი – ღმერთია.
4ესაიას 43:11-ში პირდაპირაა ნათქვანი: «მე ვარ იეჰოვა და ჩემს გარდა არავინაა მხსნელი», ხოლო მსაჯულთა 3:9-ში მხსნელი გოთნოელს ეწოდება. ვინაიდან მხსნელი მხოლოდ ღმერთია, ხოლო გოთნოელი – მხსნელია, ეს ნიშნავს რომ გოთნოელი – ღმერთია.
6იერემიას 3:17-ში იერუსალიმს «უფლის ტახტი» ეწოდება, ხოლო 17:25-ში ნათქვამია, რომ იერუსალიმში «დავითის ტახტია». აქედან გამომდინარე, დავითი – უფალია.
7დაბადების 22:11-ში აბრაამს მიმართა «უფლის ანგელოზმა». შემდეგ მუხლში ანგელოზი ამბობს: «მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის». შესაბამისად, უფლის ანგელოზი ამავდროულად თვითონ უფალიცაა, ანუ თავისი თავის ანგელოზია.
8ეფესელთა 5:22-ში ცოლებს ევალებათ დაემორჩილონ ქმრებს «როგორც უფალს». ამგვარად, ყველა ქმარი უფლის ერთარსია.
8 1იოანეს4:8 ღმერთი სიყვარულია (გახსოვდეთ ღმერთი არის სული (იოან4:24) თუ სული ღმერთია სიყვარული ღმერთა
9.1კრ13:4-8 სიყვარული ძალიან ბევრს აკეთებს ეს იმას ნიშნავს რომ ის პირია. ასევე იგი არასდროს მთავრდება ანუ ღმერთია
10.ფს84:11 თუ უფალი ღმერთი არის მზე და ფარი ნუთუ ახლა ჩვენ აღვითქვამთ მათ ღმერთის ჰიპოსტასად?
11გალ4:14 პავლე და იესო ერთიდაიგივე პიროვნებაა
12საქ9:32-34 პეტრე და იესო ქრისტე ერთიდაიგივე პიროვნებაა
13.მარკ8:33 ესეიგი პეტრეა ის სატანა რომელმაც იესო გამოცადა სამჯერ
14ებრ7:3 მელქისედეკი დაუსაბამო ღმერთია
17ნათელი სოფლის იოანე 8:12 მათე 5:14
19მკვდარი აღადგინა იოანე 11: 43-44 საქმეები 9: 37-41
20მისცა სული ინ20:22 საქმეები 8: 17-18
21 მეფე -ლუკა 1: 33 გმც1: 6; 5:10
22 ცოდვების პატიების ძალაუფლება მათე 9: 2,8 იოანე 20: 21-23
23.ცხებული ლუკა 4:18; 2 კორ 1:21; 1 იოანე 2:20
დასკვნა: თუ იესო ღმერთია მაშინ პეტრეც ღმერთია
24რმ15:14 ყველაფრის მცოდნენი ყველაფრის მცოდნე კი ღმერთია
25.21-ე ფსალმუნი (სბს-სტოკჰოლმი 2001)
პირველი მუხლის მეორე ნაწილში დავითი ამბობს:
«ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე?»
მათეს 27:46-ში ეს სიტყვები მომაკვდავი იესოს მიმართ გამოიყენება:
«მეცხრე საათი იქნებოდა, რომ შესძახა იესომ დიდი ხმით: “ელი, ელი! ლამა საბაქთან?” რაც ნიშნავს: “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”»
მე-18 მუხლში დავითი საკუთარ თავზე ამბობს:
«ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე»
იოანეს 19:24-ში ეს სიტყვები იესო ქრისტეზე სრულდება:
«უთხრეს ერთმანეთს: “ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება.” რათა აღსრულებულიყო წერილი: “გაინაწილეს ჩემი სამოსელი და წილი ჰყარეს ჩემს კვართზე.” ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს.»
როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ მუხლების შედარების შემდეგ (ეს კი მრავალრიცხოვანი მაგალითებიდან მხოლოდ ორი შემთხვევაა)? თუ თანმიმდევრულად გამოვიყენებთ მათ ლოგიკას, ვისაც სამების სწამთ, მაშინ ისე გამოდის, რომ რახან ფსალმუნებში მოცემული სიტყვები დავითის მიმართ გამოიყენება, ხოლო ბერძნულ წერილებში ეს სიტყვები იესოს მიმართაა გამოყენებული, ეს იმას ნიშნავს, რომ დავითი და იესო ქრისტე - ერთი და იგივე პიროვნების სხვადასხვა ჰიპოსტასია. მაგრამ განა რომელიმე ტრინიტარი გაბედავს ასეთი დასკვნის გაკეთებას?
ანუ არსებობენ ღმერთის და იესოს გარდა პიროვნებები რომლებიც:
1.ამბობენ მევარს ინ 9:9 საქ10:21
2.მკვდრებს აცლცხლებენ
3.ცოდვებს უტევებენ
4.ღმერთებად იწოდებიან
5.უფლად იწოდებიან
6.მხსნელად იწოდებიან
7.სხვები ემორჩილებიან ისევე როგორც უფალს ემორჩილებიან ეფ5:22
და თუ მსგავსი ეპითეტების გამოყენება ყოვლისშემძლე უზენაეს ღმერთობას ნიშნავს მაშინ
ისინიც უზენაესი ღმერთები ყოფილან. და თუ ამას არ ნიშნავს მაშინ რაღატო მოგყავთ არგუმენტად ეს ეპითეტები?
კვლავ ორმაგი სტანდარტებით ხომარ ხელმძღვანელობთ?
წყარო: chivchalov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment