თუ ღმერთი მოსიყვარულე, სამართლიანი და ძლიერია, რატომღა არსებობს ამდენი ბოროტება?
მოდი ჯერ იმ საკითხს მოვფინოთ ნათელი, რასაც ხშირად არასწორად იგებენ. ბევრი ფიქრობს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი სამყაროს მმართველია და ყველაფერს განაგებს. მაგრამ ბიბლიაც ამას ასწავლის?
არა. ბევრი გაოცებულია, როცა ბიბლიიდან იგებს, თუ ვინ მართავს სინამდვილეში მსოფლიოს. 1 იოანეს 5:19-ში ნათქვამია, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“. ვინ არის ეს ბოროტი? იესო ქრისტე ამბობს, რომ ის არის სატანა ეშმაკი, „ქვეყნიერების მმართველი“ (იოანე 14:30). რადგან სატანა სასტიკი, მატყუარა და მოძულეა, გასაკვირი არ არის, რატომ არსებობს ამდენი ტანჯვა დედამიწაზე. მაშ, რატომ რთავს ღმერთი სატანას მმართველობის ნებას?
ედემში წამოჭრილი საკამათო საკითხი
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ადამიანს სრულყოფილი დასაბამი მისცა. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვები: მაშ, საიდან გაჩნდა ცოდვა, არასრულყოფილება და ბოროტება? რატომ მისცა ყოვლისშემძლე ღმერთმა ამ ყველაფერს საუკუნეების განმავლობაში არსებობის უფლება? პასუხი დაკავშირებულია იმ საკამათო საკითხთან, რომელიც ღვთის უზენაესობას და, ამავე დროს, მთელ კაცობრიობას ეხება.
ბოროტებამ მას მერე იჩინა თავი, რაც ღვთის ერთ-ერთი ანგელოზი ღმერთს დაუპირისპირდა (იოანე 8:44). ამ ანგელოზმა, რომელსაც ამ დაპირისპირების შემდეგ „სატანა“ და „ეშმაკი“ ეწოდა, მან გადაიბირა პირველი ადამიანები, ადამი და ევა, და ღვთის წინააღმდეგ განაწყო; სამწუხაროდ, დღეს მათი შთამომავლები სავალალო შედეგებს იმკიან (დაბადება 3:1—6; რომაელები 5:12). სატანის მიერ წამოჭრილი საკამათო საკითხები რომ გადაჭრილიყო, ღმერთმა დაუშვა ბოროტება და ადამიანთა ტანჯვა
როგორ გახდა საკამათო ღვთის მმართველობის უფლება?
მეამბოხე სულიერმა.ქმნილებამ ეჭვქვეშ დააყენა ღმერთის მმართველობის უფლება და ფორმა
სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ის, რომ იეჰოვას ჰქონდა მმართველობის უფლება.მან იცრუა და, ფაქტობრივად, თქვა, რომ იეჰოვამ მოატყუა ადამი (დბ. 3:1—5; გმც. 12:9).თავისი მოქმედებით სატანამ უარი თქვა იეჰოვას მმართველობაზე.მან სხვებიც დაუპირისპირა ღმერთს.ეშმაკმა აგრეთვე საკამათო გახადა ღვთის მმართველობის სისწორე.მისი სიტყვების თანახმად, ღმერთი რაღაც სასარგებლოს უმალავდა თავის ქმნილებებს.ეშმაკმა განაცხადა, რომ ადამიანები ღვთის გარეშეც კარგად იცხოვრებდნენ.სატანის მიერ წამოჭრილი ამ საკითხების გადაჭრას დრო სჭირდებოდა.სატანას მიეცა საშუალება, შეექმნა „ქვეყნიერება“, რომლის მმართველიც თავად იქნებოდა (2კრ. 4:4; bh 31, 32).მიუხედავად ამისა „იეჰოვასია დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა“ (ფს. 24:1).სატანისთვის მიცემული პერიოდის განმავლობაში იეჰოვა არ ერევა ქვეყნიერების საქმეებში ყველა პრობლემის მოგვარების მიზნით.სატანა ცდილობს, გაავრცელოს მცდარი აზრი, რომ იეჰოვა ვეღარ აკონტროლებს დედამიწაზე არსებულ მდგომარეობას.
მათი ურჩობის შედეგებს დღემდე ვიმკით. ღვთის სიტყვაში წერია: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12). ასე რომ, ჩვენ ვკვდებით არა იმიტომ, რომ უფალმა ინება ასე, არამედ იმიტომ, რომ ცოდვა და სიკვდილი ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა.
ამგვარად საკამათო ის გახდა, იყო თუ არა ღმერთი კანონიერად, სამართლიანად და დამსახურებულად უზენაესი ხელისუფალი, ანუ იყენებდა თუ არა თავის უზენაესობას სამართლიანად და თავის ქვეშევრდომთა სასარგებლოდ. ამას ადასტურებს ის, თუ როგორ მიმართა გველმა ევას: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“. ამ შემთხვევაში გველმა არაპირდაპირ, გადაკვრით თქვა, რომ შეუძლებელი იყო ასეთი რამის დაჯერება. თითქოს ღმერთი მეტისმეტად ზღუდავდა მათ და იმას უმალავდა, რაც სინამდვილეში ეკუთვნოდათ (დბ. 3:1).
რა იყო „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“?
ღმერთმა ედემში კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის დარგვით, ადამსა და ევას მისცა არჩევანი – მორჩილება ან დაუმორჩილებლობა. მათ ყველაფერი შეეძლოთ, გარდა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამისა. დაბადება 2:16-17-ში წერია: „და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები." უფალს ადამისა და ევასთვის არჩევანის თავისუფლება რომ არ მიეცა, ისინი რობოტებს დაემსგავსებოდნენ და დაპროგრამებულნი იმოქმედებდნენ. ღმერთმა ადამი და ევა თავისუფალ, გადაწყვეტილების მქონე, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარით შექმნა. არჩევანის უფლება გარანტია იყო მათი თავისუფლებისა.
„სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის“ ნაყოფის ჭამა ადამისა და ევას მხრიდან ურჩობის მაჩვენებელი იყო. შემოქმედს, სამყაროს უზენაეს მმართველს, სრული უფლება ჰქონდა, კანონი დაედგინა ამ ხის ნაყოფის ჭამასთან დაკავშირებით. ადამს უნდა ეღიარებინა, რომ მისი უფლებები ვერ იქნებოდა განუსაზღვრელი, რადგან ქმნილება იყო და არა უზენაესი. საყოველთაო მშვიდობისა და ერთიანობისთვის ყველა მოაზროვნე ქმნილებას უნდა ეღიარებინა და მხარი დაეჭირა შემოქმედის უზენაესი ხელისუფლებისთვის. ადამი ღვთის უზენაესობას იმით დაუჭერდა მხარს, თუ არ შეჭამდა აკრძალული ხის ნაყოფს. როგორც მთელი კაცობრიობის მამა, ის მცირედშიც მორჩილი და ერთგული უნდა ყოფილიყო. მასზეც ვრცელდებოდა შემდეგი პრინციპი: „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში უმართლო კი ბევრშიც უმართლოა“ (ლკ. 16:10). ადამს შეეძლო, სრულყოფილად დამორჩილებოდა ღმერთს. „ეს ცოდნა არის ის, რისი ფლობის უფლებასაც მხოლოდ ღმერთი იტოვებს და რასაც ადამიანი შეცოდებით ხელყოფს (3:5, 22). აქედან გამომდინარე, ეს არ ნიშნავს ყოვლისმცოდნეობას, რაც ცოდვილ ადამიანს არ გააჩნია; ეს არც კარგისა და ცუდის გარჩევის უნარია, რადგან ეს უნარი უცოდველ ადამიანს უკვე ჰქონდა და ღმერთი ამ უნარს მოაზროვნე ქმნილებას არ წაართმევდა.
ეს არის უფლებამოსილება, თავად გადაწყვიტო, რა არის კარგი და რა ცუდი და შესაბამისად იმოქმედო; ეს არის განაცხადი სრული მორალური დამოუკიდებლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ადამიანი უარს ამბობს, აღიაროს ის ფაქტი, რომ ქმნილებაა. პირველქმნილი ცოდვა ღვთის უზენაესობაზე თავდასხმას ნიშნავდა. ეს ცოდვა სიამაყე იყო“.
ამგვარად ხე წარმოადგენდა ღვთის უფლებას გადაეწყვიტა, თუ რა უნდა ყოფილიყო ადამიანების ცხოვრებაში სიკეთე და რა ბოროტება. როდესაც ადამიანები გამრავლდებოდნენ, ზნეობრივი საკითხები სოკოებივით გაიზრდებოდნენ და ყველას თავისი პირადი აზრი ექნებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. სადამდე მიგვიყვანდა ის, ღმერთი თუ თითოეულს მისცემდა იმის გადაწყვეტის უფლებას, თუ რა არის კარგი და რა ცუდი?
ეს ზუსტად იქამდე მიგვიყვანდა, რაც დღეს გაგვაჩნია. აბა როგორ მოგწონთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ეგოისტური მსოფლიო? მოგწონთ?
ღმერთმა, ამ ხის დარგვითა და სიკვდილის შიშით მისი ნაყოფის გასინჯვის აკრძალვით, არსებითად მომავლის საძირკველი ჩაყარა: მხოლოდ მას უნდა გადაეწყვიტა, როგორც ყველაფრის შემოქმედს, რა იყო კარგი და რა ცუდი. ჰქონდა თუ არა ღმერთს ამის უფლება?
მოდით ერთი ჩვეულებრივი ოჯახი წარმოვიდგინოთ. ვინ უნდა წყვეტდეს იჯახში, როგორ უნდა მოიქცნენ, რა პრინციპებით იცხოვრონ — მამა თუ შვილები?
სრულიად ნათელია, რომ მამა უნდა წყვეტდეს ამ საკითხებს, იმიტომ რომ ის თავის შვილებზე ბევრად უფრო ჭკვიანი და გამოცდილია, და ნებისმიერ შემთხვევაში ძალაუფლება ერთის ხელში უნდა იყოს.
მაშასადამე, როცა შეჭამეს აკრძალული ნაყოფი, ადამი და ევა ღმერთის მმართველობისგან დამოუკიდებელნი გახდნენ. მათ დაიწყეს დამოუკიდებელი ცხოვრება, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით ეკეთებინათ ‘სიკეთე’ ან ‘ბოროტება’
ფაქტობრივად, მათ თქვეს: „არ გვჭირდება, რომ იეჰოვა ჩვენი მმართველი იყოს. ჩვენ თვითონ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რა არის სწორი და რა — არასწორი“.
. ამიტომ მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი იყო: აქვს თუ არა ღმერთს უფლება, იყოს კაცობრიობის აბსოლუტური ხელისუფალი? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: იეჰოვამ უნდა გადაწყვიტოს თუ არა რა არის ადამიანებისთვის სიკეთე და რა — ბოროტება? კომპეტენტურია თუ არა ღმერთი, დაადგინოს, როგორი ქცევა არის სწორი და როგორი — არა? იქნებ ადამიანს შეუძლია უკეთ მართოს საკუთარი თავი? ვისი მმართველობის ფორმა არის საუკეთესო? შეუძლიათ თუ არა ადამიანებს იეჰოვას გარეშე, სატანის უხილავი ხელმძღვანელობით, წარმატებულად იმმართველონ? ან იქნებ ღმერთის ხელმძღვანელობაა აუცილებელი, რომ შეიქმნას სამართლიანი მთავრობა, რომელიც მარადიულ მშვიდობას დაამყარებს დედამიწაზე? ასეთი საკითხები იყო წამოჭრილი, როდესაც თავს დაესხნენ ღმერთის უფლებას, ყოფილიყო კაცობრიობის ერთადერთი და აბსოლუტური ხელისუფალი.
სატანის გალაშქრება იეჰოვას მმართველობის უფლების წინააღმდეგ ედემში მომხდარით არ დამთავრებულა. მან ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვასადმი სხვების ერთგულება და ეს მეორე საკამათო საკითხი გახდა, რომელიც პირველთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც ადამისა და ევას შთამომავლების, ისე ღვთის ყველა სულიერი ძის, მათ შორის იეჰოვას უსაყვარლესი პირმშოს, ღვთისადმი ერთგულება. მაგალითად, იობის დროს სატანა ამტკიცებდა, რომ ისინი, ვინც იეჰოვას ემსახურებოდნენ, ღვთისა და მისი მმართველობისადმი სიყვარული კი არ აღძრავდათ ამისკენ, არამედ ეგოისტური სურვილები. ის ირწმუნებოდა, რომ, როდესაც ისინი გასაჭირში აღმოჩნდებოდნენ, ყოველი მათგანი შეწყვეტდა ღვთისთვის მსახურებას და თავიანთი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებას მიეცემოდა (იობი 2:1—6; გამოცხადება 12:10).
როგორ უნდა გადაეჭრა იეჰოვას ეს საკამათო საკითხი? როგორ უნდა დაენახვებინა ყველა გონიერი ქმნილებისთვის, რომ მოწინააღმდეგეები მართლები არ იყვნენ და რომ მისი მმართველობა საუკეთესო იყო?
საკამათო საკითხის გადაწყვეტა
იეჰოვამ დაუშვა, რომ ამ საკამათო საკითხის განხილვა დაწყებულიყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ დარწმუნებული არ იყო თავისი უზენაესობის სამართლიანობაში. მას საკუთარი თავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდებოდა. ღმერთმა თავისი მოაზროვნე ქმნილებების სიყვარულით გამოყო დრო ამ საკითხის გადასაჭრელად. მან დაუშვა, რომ სატანას მთელი სამყაროს წინაშე გამოეცადა ადამიანები. მან საშუალება მისცა თავის ქმნილებებს, ეშმაკი სიცრუეში ემხილებინათ და როგორც ღვთისთვის, ისე თავად ადამიანებისთვის წაყენებული ბრალდება გაებათილებინათ.
ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ღმერთს მაშინვე უნდა გაენადგურებინა თავისი მოწინააღმდეგეები და ყველაფერი თავიდან დაეწყო. მაგრამ იეჰოვას ხომ უკვე დაწყებული ჰქონდა თავისი განზრახვის განხორციელება, რომლის თანახმადაც, დედამიწა ადამისა და ევას შთამომავლებს უნდა აევსოთ; მას სურდა, რომ მათ სამოთხეში ეცხოვრათ (დაბადება 1:28). იეჰოვა ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც განიზრახავს (ესაია 55:10, 11). გარდა ამისა, თუ ღმერთი მოწინააღმდეგეებს უმალვე გაანადგურებდა, ჯეროვანი პასუხი ვერ გაეცემოდა მისი მმართველობის უფლებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკამათო საკითხს.
როგორ გადაჭრა ჭეშმარიტმა ღმერთმა ეს საკამათო საკითხი?
იმის გამო, რომ ადამიანები ღმერთისგან დამოუკიდებელნი გახდნენ, პარალელურად დაისვა სხვა საკითხი: იქნებიან თუ არა ადამიანები უფრო წარმატებულნი ღმერთის მმართველობის გარეშე? შემოქმედმა უსათუოდ იცოდა პასუხი, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხს გამოეკვლია ეს საკამათო საკითხი, ყველაზე მართებული გზა იყო მიეცა ადამიანთათვის სრული თავისუფლება, რაც მათ ისურვეს. ადამიანებმა თავიანთი ნებით ამოირჩიეს ეს გზა, ამიტომ ღმერთმა დართო ნება, გაეკეთებინათ ასეთი არჩევანი.
იმით, რომ ადამიანებს ექსპერიმენტების ჩასატარებლად მისცა სრული თავისუფლება და საკმარისი დრო, ღმერთი სამუდამოდ გახდის ნათელს, რა არის მათთვის საუკეთესო — ღმერთის მმართველობა თუ მისგან დამოუკიდებლობა. დაშვებული დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანებს შეძლებოდათ მიეღწიათ იმისთვის, რასაც ისინი სთვლიდნენ უმაღლეს მწვერვალად პოლიტიკაში, მრეწველობაში, მეცნიერებასა და მედიცინაში.
ამ საკითხს დედამიწაზე იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. ეს კარგად გამოჩნდა უდაბნოში იესოს ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ მასა და სატანას შორის შემდგარი საუბრიდან. იეჰოვას მოწინააღმდეგის მიერ ღვთის ძის შესაცდენად გამოყენებული მზაკვრული მეთოდები ძალიან ჰგავდა ედემის ბაღში 4 000 წლით ადრე ნაცად მეთოდებს. და როდესაც სატანამ იესოს მაშინდელი მსოფლიო შესთავაზა, აშკარად გამოჩნდა, რომ უზენაესობის საკითხი კვლავაც აქტუალური რჩებოდა (მთ. 4:1—10). წიგნ „გამოცხადებიდან“ ჩანს, რომ ეს საკითხი ღიად დარჩება იმ დრომდე, ვიდრე იეჰოვა მას დახურულად არ გამოაცხადებს (შდრ. ფს. 74:10, 22, 23), სამართლიან განაჩენს აღასრულებს თავისი მტრების წინააღმდეგ, თავისი სამეფოს სამართლიანი მმართველობით დაამტკიცებს უზენაესობას და განწმენდს თავისწმინდა სახელს (გმც. 11:17, 18; 12:17; 14:6, 7; 15:3, 4; 19:1—3, 11—21; 20:1—10, 14).
ამგვარად, ბოროტების სათავე არ არის იდუმალებით მოცული და არც ღვთის განზრახვა ყოფილა, რომ ბოროტებას ეარსება. ბოროტებამ მაშინ იჩინა თავი, როცა სატანა, მოგვიანებით კი ადამი და ევა, ღვთის მმართველობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. დაუმორჩილებლობის გამო მათ დაკარგეს სამოთხე და სრულყოფილება. და არა მარტო თვითონ გახდნენ ცოდვილები და მოკვდავები, არამედ მთელი თავიანთი შთამომავლობა ცოდვასა და სიკვდილს დაუმონეს (დაბადება 3:17—19; რომაელები 5:12). სწორედ ამიტომაა დღეს დედამიწა ასეთ მდგომარეობაში და ამიტომ აქვს ბევრისთვის ცხოვრებას აზრი დაკარგული.
რატომ ასე დიდხანს?
მაგრამ ვინმემ შეიძლება იკითხოს: „რატომ გამოყო ღმერთმა ასე დიდი დრო, დაახლოებით 6 000 წელი, რომ გამოეკვლია ეს საკამათო საკითხი? ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ ეს საკითხი დიდი ხნის წინათ დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტილიყო?“ ცხადია, არა! თუ ღმერთი დიდი ხნის წინათ ჩაერეოდა, შეიძლება წამოყენებულიყო ბრალდება, რომ ადამიანებს ექსპერიმენტირებისთვის არ ჰქონდათ საკმარისი დრო. მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს ჰქონდათ საკმარისი დრო ქვეშევრდომთა ყველა საჭიროების დამაკმაყოფილებელი მმართველობის ფორმის ჩამოყალიბებისთვის და მეცნიერული აღმოჩენების გაკეთებისთვის, რასაც ხელი უნდა შეეწყო საერთო კეთილდღეობისთვის. საუკუნეების განმავლობაში ადამიანებმა მოსინჯეს მმართველობის, თითქმის, ყველა ფორმა. მათი მიღწევები მეცნიერების სფეროში ყურადღების ღირსია. მათ გამოიყენეს ატომი და მთვარეზე გაფრინდნენ. მაგრამ როგორი იყო შედეგი? მოიტანა კი ამან გრანდიოზული ახალი სისტემა კაცობრიობის საკეთილდღეოდ?
ცხადია, ღმერთს ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზი, დაეშვა, რომ ადამიანებს სატანის ხელმძღვანელობით დიდი ხნის მანძილზე მრავალი ბოროტმოქმედება ჩაედინათ.
ახლა, როდესაც გავიდა დრო, როგორია შედეგი? რას იტყოდი შენ? ცხადყო თუ არა 6 000 წლიანმა ისტორიამ, რომ ადამიანებს შეუძლიათ წარმატებით მართონ საკუთარი თავი ღმერთის ხელმძღვანელობის გარეშე? შექმნეს მათ კარგი მთავრობა საერთო ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის? თუ ისტორია გვიჩვენებს, რომ სწორია იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“? (იერემია 10:23).
ისტორიის განმავლობაში გამოყენებული იყო მმართველობის ყველა შესაძლო ფორმა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოუტანა უსაფრთხოება და ნამდვილი ბედნიერება მათ, ვინც მათი მმართველობის ქვეშევრდომობით ცხოვრობდა. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი მიუთითებს პროგრესის ნიშნებზე. მაგრამ შეიძლება კი ილაპარაკო ნამდვილ პროგრესზე, როდესაც მშვილდი და ისარი ატომურმა ბომბმა შეცვალა და ახლა ქვეყნიერება დიდ შიშს მოუცავს შემდგომი მსოფლიო ომის მოლოდინში? განა ეს პროგრესია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ მთვარეზე ისეირნონ, დედამიწაზე კი არ შეუძლიათ ერთად მშვიდობიანი ცხოვრება? რა სარგებელია იქიდან, რომ აშენებენ კეთილმოწყობილ სახლებს, როცა მათში მცხოვრებ ოჯახებში განხეთქილება და უთანხმოებაა? განა საამაყოა ქუჩაში გამეფებული უწესრიგობა, მკვლელობა, საკუთრების ხელყოფა და ფართოდ გავრცელებული უკანონობა? რასაკვირველია, არა! ყოველივე ეს წარმოადგენს ადამიანების მცდელობის შედეგს, მართონ საკუთარი თავი ღმერთისგან დამოუკიდებლად (იგავნი 19:3).
როგორც ჩანს, რა ესაჭიროებათ ადამიანებს?
ფაქტები თვალსაჩინოა. ადამიანთა მცდელობა, მართონ საკუთარი თავი ღმერთისგან დამოუკიდებლად, ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა. ამან კაცობრიობას მრავალი ტანჯვა მიაყენა. „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“, — აცხადებს ბიბლია (ეკლესიასტე 8:9). ნათელია, რომ ადამიანები თავიანთი საქმეების მართვაში საჭიროებენ ღმერთის ხელმძღვანელობას. ღმერთმა ადამიანი შექმნა როგორც ჭამისა და სმის, ასევე ღმერთის კანონის მორჩილების მოთხოვნილებით. თუ უარყოფს ღმერთის კანონს, ადამიანს უსათუოდ ექმნება პრობლემები, ისევე როგორც ჭამისა და სმის მოთხოვნილების უგულებელყოფის დროს (იგავნი 3:5, 6).
„მამაჩემი შრომობს“
იესოს ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ღმერთი გულხელდაკრეფილი არ უყურებს მოვლენების განვითარებას (იოანე 5:17). პირიქით, ედემში მომხდარი ამბოხების შემდეგ მან ბევრი რამ გააკეთა. მაგალითად, ბიბლიის მწერალთა მეშვეობით იეჰოვამ განაცხადა იმ შთამომავლის შესახებ, რომელიც გაანადგურებდა სატანასა და მის მომხრეებს (დაბადება 3:15). გარდა ამისა, შთამომავლის მეშვეობით ღმერთი დაამყარებდა მთავრობას, ზეციერ სამეფოს, რომელიც მორჩილ ადამიანებს კურთხევებს მოუტანდა და ბოლოს მოუღებდა ტანჯვის ყოველგვარ მიზეზს, თვით სიკვდილსაც კი (დაბადება 22:18; ფსალმუნები 46:9; 72:16; ესაია 25:8; 33:24; დანიელი 7:13, 14).
ამ შესანიშნავი დანაპირების შესასრულებლად იეჰოვამ დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ძე, იესო ქრისტე, რომელიც ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე გახდებოდა (გალატელები 3:16). იესო ასრულებდა ღვთისგან მიცემულ დავალებას — ის ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა (ლუკა 4:43). მან თავისი საქმეებით ცხადყო, თუ რას გააკეთებს, როგორც ღვთის სამეფოს მეფე. მან დააპურა ათასობით ადამიანი, განკურნა ავადმყოფები, აღადგინა მკვდრები და საშინელი ქარიშხლის დროს ბუნების ძალებიც კი დაიმორჩილა (მათე 14:14—21; მარკოზი 4:37—39; იოანე 11:43, 44). იესოს შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით» (2 კორინთელები 1:20).
იეჰოვა თავის ოჯახში იღებს ყველას, ვინც იესოს უსმენს და გამოდის ღვთისგან განდგომილი ქვეყნიერებიდან, რომელსაც სატანა მართავს (იოანე 15:19). ჭეშმარიტ ქრისტიანთა საერთაშორისო ოჯახში სიყვარული და მშვიდობაა გამეფებული; ისინი ცდილობენ, რომ მათ შორის არ იყოს მიკერძოების და რასიზმის თუნდაც მცირე გამოვლინება (მალაქია 3:17, 18; იოანე 13:34, 35).
საწინააღმდეგო აზრები:
1.ხშირად შეიძლება ღვთის მისამართით გამოთქმული საყვედურის მოსმენა, რომ, ვითომდა, მეტად სასტიკი სასჯელიაო მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ადამმა რაღაც "ვაშლი" შეჭამაო. მაგრამ საქმე რაღა თქმა უნდა "ვაშლში" არ ყოფილა.
წარმოიდგინეთ, რომ გადაწყვიტეთ კეთილმოწყობილი ბინის გაქირავება. თქვენ იპოვეთ, როგორც მოგეჩვენათ, პატიოსანი ხალხი და მათ მართლაც სასწაული პირობა წაუყენეთ: "იცხოვრეთ, ფულის გადახდა საჭირო არ არის, შეგიძლიათ იხმაროთ ნებისმიერი ნივთი და უბრალოდ წესრიგი დაიცავით ბინაში. მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი სათხოვარი მექნება: აი აქ ერთი პატარა უჯრაა, მასში ჩემი პირადი წერილები ინახება და მას ნუ შეეხებით".
გარკვეული დროის შემდეგ, თქვენ მდგმურების მონახულება გადაწყვიტეთ, რათა გენახათ, თუ როგორ მოეწყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ისინი. როდესაც ბინაში შეხვედით, სამწუხაროდ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი უჯრა ღიაა, ხოლო გახსნილი წერილები მთელ ბინაში იატაკზეა მიმოფანტული. სრულიად ნათელია, რომ ისინი წაიკითხეს. რას მოიმოქმედებდით?
განა არ ჰქონდა ღმერთს იმის უფლება, რომ ასეთი უჯრა დაეტოვა სამოთხის ბაღში, რომელიც უბრალოდ იმის შეხსენება იქნებოდა, თუ ვინ იყო იქ მეპატრონე? და განა არ ჰქონდა უფლება, რომ ეს უმადური მაცხოვრებლები იქიდან გამოეყარა?
2.უცოდინრობის გამო შესცოდა ადამმა?
აი რას ამბობს წმინდა წერილი: თანაც ადამი კი არ შეცდა, ქალი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. (1ტიმოთე 2:14)
რატომაა ასე ნათქვამი? ყველაფერი ძალზე იოლია: როდესაც გველის ნიღბის ქვეშ დამალული სატანა ევას ელაპარაკებოდა, ადამი მის გვერდით არ იყო. როდესაც აკრძალულ ხილს ჭამდა — არც მაშინ იყო მის გვერდით. მაგრამ შემდეგ რა მოხდა?
შემდეგ ევა ადამთან მივიდა და იმის შესახებ მოუყვა, რაც გააკეთა. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო.
ადამი არჩევნის წინაშე დადგა: ევასთვის ეღალატა თუ ღმერთისთვის. ადამი უკვე დიდი ხანია რაც დედამიწაზე ცხოვრობდა და, ბუნებრივია, სულელი არ იყო, არანაირად არ იყო სულელი. მას ესმოდა, რომ თუ ის არ შეჭამდა იმ ნაყოფს, რომელიც მას ევამ მიუტანა, მაშინ ღმერთი ევას სიკვდილით დასჯიდა, ის კი თავის ცოლს დაკარგავდა, რომელიც მას ძალიან უყვარდა.
ხოლო თუ ნაყოფს შეჭამდა, მაშინ მის ბედს გაიზიარებდა და მასთან ერთად მოკვდებოდა. თითქოსდა, როგორი კეთილშობილური საქციელია!
მაგრამ არა, ჩვენ ის გვავიწყდება, რომ ამ ადამიანებს შემდგომ ჩვენ უნდა შევძენოდით! ესმოდა თუ არა ადამს, თუ რა დღეში აგდებდა თავის შთამომავლებს? უეჭველია. და ზუსტად აი ეს იყო ნამდვილი დანაშაული. ამგვარად ადამმა თავის შემოქმედსა და ცოლს შორის მოსიყვარულე შემოქმედი კი არ აირჩია, არამედ ქალი, რომელმაც ის საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო.
შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ ღმერთი მათ მაშინათვე დასჯიდა სიკვდილით და ყველაფერი უცბათვე დასრულდებოდა. მაგრამ ზუსტად ეს სურდა სატანას, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ღვთის ჩანაფიქრი არ შესრულდებოდა:
აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: "ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე". (დაბადება 1:28)
ამიტომ ღმერთმა ამ ადამიანებს დედამიწაზე გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრების და შვილების გაჩენის საშუალება მისცა, რათა მისი ჩანაფიქრი შესრულდეს. მაგრამ საბოლოო ჯამში პირველი ადამიანები დაიხოცნენ, თანაც სამუდამოდ.
საეინააღმდეგო აზრების განხილვა:
2.უცოდინრობის გამო შესცოდა ადამმა?
აი რას ამბობს წმინდა წერილი: თანაც ადამი კი არ შეცდა, ქალი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. (1ტიმოთე 2:14)
რატომაა ასე ნათქვამი? ყველაფერი ძალზე იოლია: როდესაც გველის ნიღბის ქვეშ დამალული სატანა ევას ელაპარაკებოდა, ადამი მის გვერდით არ იყო. როდესაც აკრძალულ ხილს ჭამდა — არც მაშინ იყო მის გვერდით. მაგრამ შემდეგ რა მოხდა?
შემდეგ ევა ადამთან მივიდა და იმის შესახებ მოუყვა, რაც გააკეთა. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო.
ადამი არჩევნის წინაშე დადგა: ევასთვის ეღალატა თუ ღმერთისთვის. ადამი უკვე დიდი ხანია რაც დედამიწაზე ცხოვრობდა და, ბუნებრივია, სულელი არ იყო, არანაირად არ იყო სულელი. მას ესმოდა, რომ თუ ის არ შეჭამდა იმ ნაყოფს, რომელიც მას ევამ მიუტანა, მაშინ ღმერთი ევას სიკვდილით დასჯიდა, ის კი თავის ცოლს დაკარგავდა, რომელიც მას ძალიან უყვარდა.
ხოლო თუ ნაყოფს შეჭამდა, მაშინ მის ბედს გაიზიარებდა და მასთან ერთად მოკვდებოდა. თითქოსდა, როგორი კეთილშობილური საქციელია!
მაგრამ არა, ჩვენ ის გვავიწყდება, რომ ამ ადამიანებს შემდგომ ჩვენ უნდა შევძენოდით! ესმოდა თუ არა ადამს, თუ რა დღეში აგდებდა თავის შთამომავლებს? უეჭველია. და ზუსტად აი ეს იყო ნამდვილი დანაშაული. ამგვარად ადამმა თავის შემოქმედსა და ცოლს შორის მოსიყვარულე შემოქმედი კი არ აირჩია, არამედ ქალი, რომელმაც ის საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო.
შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ ღმერთი მათ მაშინათვე დასჯიდა სიკვდილით და ყველაფერი უცბათვე დასრულდებოდა. მაგრამ ზუსტად ეს სურდა სატანას, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ღვთის ჩანაფიქრი არ შესრულდებოდა:
აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: "ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე". (დაბადება 1:28)
ამიტომ ღმერთმა ამ ადამიანებს დედამიწაზე გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრების და შვილების გაჩენის საშუალება მისცა, რათა მისი ჩანაფიქრი შესრულდეს. მაგრამ საბოლოო ჯამში პირველი ადამიანები დაიხოცნენ, თანაც სამუდამოდ.
საეინააღმდეგო აზრების განხილვა:
ზოგი ამბობს „კეთილისა და ბოროტის ხე ღმერთის უზენაესობას კიარ განასახიერებდა და მისი კანონების დარღვევად კიარ ითვლებოდა არამედ კეთილის და ბოროტის მცოდნედ გახდომას განასახიერებდაო და სიშიშვლის დანახვაში ანუ „შეცნობაში“, გამოვლინდაო
პასუხი
ურჩობის შემდეგ მათ თვალი აეხილათ და ბოლომდე გააცნობიერეს, რომ შესცოდეს. შედეგად, შვილებს მხოლოდ ცოდვა და სიკვდილი უანდერძეს. მას შემდეგ, რაც გაიაზრეს, რომ ღვთის კანონი დაარღვიეს, შერცხვათ თავიანთი სიშიშვლის და სხეული ლეღვის ფოთლებით დაიფარეს (დაბ. 3:7, 21) დაბ 3:17 მკაფიოდ ამბობს რომ მათ დარღვიეს ბრძანება
ადამისა და ევას ედემიდან გაძევების შემდეგ იეჰოვამ ბაღს „ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ (დაბადება 2:9; 3:22–24).
რას მოუტანდათ ადამსა და ევას სიცოცხლის ხის ნაყოფის ჭამა? მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში! ამგვარად ის, ღვთისგან ბოძებული მარადიული სიცოცხლის გარანტიას წარმოადგენდა მათთვის, ვისაც თავად, მისი ნაყოფის ჭამის ნებას დართავდა (გამოცხადება 2:7).
პირველქმნილი ცოდვა ღვთის უზენაესობაზე თავდასხმას ნიშნავდა. ეს ცოდვა სიამაყე იყო“.
დაბ3:8
მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილნენ ღვთის კანონს და აკრძალული ნაყოფი შეჭამეს, ისინი „დაემალნენ . . . უფალ ღმერთს“. რატომ? ადამმა აღიარა: „შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე“ (დაბადება 3:8—10). ადამს საკუთარ თავზე წარმოდგენა შეეცვალა და ზეციერ მამასთან მისმა ურთიერთობამაც სხვა სახე მიიღო. მას შერცხვა და მეტად აღარ გრძნობდა თავს მშვიდად იეჰოვას წინაშე.
ცოდვის გამო მათ დანაშაულის, წუხილის, დაუცველობისა და სირცხვილის გრძნობა დაეუფლათ. პავლე მოციქული რომაელების 2:15-ში ამბობს, რომ ღვთის კანონი ადამიანებს „გულებში უწერიათ“, ამიტომ ამ კანონის დარღვევამ ადამიანში შინაგანი მღელვარება და სინდისის ქენჯნა გამოიწვია. ადამიანს ჰქონდა თანდაყოლილი „სიცრუის დეტექტორი“, ამიტომ ცოდვას შემოქმედისგან ვერ დამალავდა. როცა ადამმა თავისი დამალვის მიზეზი ახსნა, ღმერთი მიხვდა, რომ კაცს თავისი ზეციერი მამის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა და მყისვე ჰკითხა: „იმ ხის ნაყოფი ხომ არ ჭამე, მე რომ გიბრძანე, არ ჭამო-მეთქი?“ (დბ. 3:9—11).
პირველი, რაც მათ საქციელს შედეგად მოჰყვა, სირცხვილის გრძნობა იყო. ამიტომ მათ წელზე ლეღვის ფოთლები შემოირტყეს. იეჰოვას ხმის გაგონებაზე ორივე ხეებსქვეშ დაიმალა.
No comments:
Post a Comment