ბიბლიის წერა ახ. წ. პირველ საუკუნეში დასრულდა. ორ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ახ. წ. 325 წელს ნიკეაში (დღევანდელი იზნიკი, თურქეთი) გამართულ კრებაზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა სწავლებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სამების დოგმატს.
იმ დროისთვის, როდესაც კონსტანტინე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, მათ, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა ეკავათ ღმერთსა და იესოს. ღმერთი იყო იესო? თუ ღვთის მიერ იყო შექმნილი? ამ საკითხის გადასაჭრელად კონსტანტინემ ნიკეაში ეკლესიის წინამძღოლები მოიწვია. მაგრამ მისი მიზანი ჭეშმარიტების დადგენა არ ყოფილა. მას უბრალოდ არ სურდა, რომ რელიგიური განხეთქილების გამო მისი იმპერია დაყოფილიყო.