ჰარუნ იაჰის წიგნის მიხედვიტ
თავი პირველი
ამ წიგნის მიზანია, შევთავაზოთ მკითხველს უეჭველი მეცნიერული ფაქტები, რომლებიც ევოლუციის თეორიის პოსტულატებს უკვალოდ ანადგურებენ, აგრეთვე ვამხილოთ ჭეშმარიტი სარჩული კაცობრიობის ისტორიაში ამ უდიდესი თაღლითობისა. აღსანიშნავია, რომ ამ წიგნში თავმოყრილი ყველა მასალა თანამედროვე მეცნიერების მიერ აღიარებული უეჭველი ფაქტებია. ასე რომ, ევოლუციის თეორიის ყველაზე თავგამოდებულ დამცველებსაც კი არ შეუძლიათ მოყვანილი მტკიცებულებების უარყოფა, რადგან ევოლუციონისტების ყოველი დაუსაბუთებელი რეპლიკა მათი მოძღვრების სრულ კრახს კიდევ უფრო მოაახლოვებს და აიძულებს აღიარონ სიცოცხლის ღვთიური წარმომავლობა.
თავი მეორე
დარვინის წარმოსახვის ძალა
უჯრედის“დედამიწაზე ევოლუციური გზით სიცოცხლის წარმოშობის იდეების გაჩენისას არ არსებობდა მეცნიერების ისეთი დარგები, როგორებიცაა გენეტიკა, ბიოქიმია და ბიოფიზიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარვინის მოძღვრების სისუსტე და ალოგიკურობა ჯერ კიდევ მაშინ გამომჟღავნდებოდა. რადგან ცოცხალი არსებების ამა თუ იმ სახეობის თავისებურებების განმსაზღვრელი ინფორმაცია უკვე ორგანიზმის გენეტიკურ კოდშია ჩადებული და არანაირ ბუნებრივ პირობებსა თუ არსებობისთვის ბრძოლას არ ძალუძს ამ ინფორმაციის შეცვლა და ცოცხალი არსებების ახალი სახეობის წარმოქმნა.
ასე რომ, დარვინის ფსევდომეცნიერული, სრულიად დაუსაბუთებელი თეორია ისტორიის მტვრიან თაროზე უნდა შემოდებულიყო, მაგრამ მეცნიერულ წრეებში კვლავაც დაჟინებით უსვამდნენ ხაზს ამ თეორიის განახლების აუცილებლობას და ცდილობდნენ, იგი მეცნიერულ საფუძველზე გადაეტანათ. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ მცდელობას უფრო იდეოლოგიური მიზნები ამოძრავებდა, ვიდრე მეცნიერული ჭეშმარიტების დადგენის სურვილი.
ნეოდარვინიზმის უიმედო ძალისხმევა
მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში, გენეტიკის აღმოჩენების შედეგად დარვინის თეორია ჩიხში მოემწყვდა. 1941 წელს მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა, დარვინის იდეების ერთგულება დაემტკიცებინა, ამერიკელ გეოლოგთა ასოციაციის მიერ მოწვეულ ყრილობაზე შეიკრიბა.
კითხვაზე, რომელსაც თვით თეორიის მამამთავარმა ჩარლზ დარვინმა ლამარკის თეზისზე დაყრდნობით ვერ გასცა პასუხი - “როგორია სასარგებლო ცვლილებების მექანიზმი, რომლის წყალობითაც ორგანიზმი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის”, მათ ასე უპასუხეს – “შემთხვევითი მუტაცია”. მიუმატეს რა დარვინის თეზისს “ბუნებრივი შერჩევის შესახებ” მუტაციის ცნება, მათ ახალ თეორიას ასე უწოდეს: “ევოლუციის თანამედროვე სინთეზური თეორია”. მალე ეს თეორია “ნეოდარვინიზმად”, ხოლო მისი ფუძემდებლები “ნეოდარვინისტებად” მოინათლნენ.
შემდგომი ათწლეულები ნეოდარვინიზმის თეზისების უტყუარობის დამტკიცების უშედეგო მცდელობებით აღინიშნა. ცნობილია, რომ მუტაცია, ესე იგი ცხოველების გენეტიკური კოდის შეცვლა, ან გადაგვარება, გარედან ზემოქმედების შედეგია, მაგალითად ისეთისა, როგორიცაა რადიაცია, რასაც გარდაუვალად უარყოფით შედეგამდე მივყავართ. მიუხედავად ამისა, ნეოდარვინისტებმა ათასობით ცდა ჩაატარეს “სასარგებლო მუტაციის” შესაძლებლობის დამტკიცების მიზნით. მთელი ეს ძალისხმევა სრული კრახით დამთავრდა. ამავდროულად, ნეოდარვინისტებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ ცოცხალი ორგანიზმები მართლაც პრიმიტიულ გარემოში შემთხვევითობის მწკრივის წყალობით გაჩნდნენ, როგორც ამას ევოლუციის თეორია ამტკიცებს. თუმცა, ამ სფეროშიც მათ გამანადგურებელი მარცხი ელოდათ. ყველა ცდა დედამიწის პირველყოფილი ატმოსფეროს გამოყენებით ცოცხალი ორგანიზმის შექმნისა, წარუმატებლად დამთავრდა.
ამასობაში, არქეოლოგიური გათხრების მონაცემებმა მორიგი დარტყმა აგემეს ნეოდარვინისტულ თეორიას. ხანგრძლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ცხოველებს შორის არ აღმოჩნდა არცერთი “აურაცხელი გარდამავალი ფორმიდან”, რომლებიც, დარვინის მტკიცებით, მიწის წიაღში მრავლად უნდა ყოფილიყო გაფანტული და რომლებსაც უნდა დაედასტურებინათ ევოლუციონისტების ვარაუდი ცოცხალი ორგანიზმების პრიმიტიულიდან რთულამდე თანდათანობითი განვითარების შესახებ.
ნახტომისებური ევოლუცია
პირველი, რაც დღემდე “ევოლუციის თეორიის” ხსენებისას მოისაზრება, ნეოდარვინისტული მოდელია. მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულებში გამოჩნდა ახალი მოდელი: “დარღვეული წონასწორობა” (punctuated eqilibrium), ან, სხვა სიტყვებით “ნახტომისებური ევოლუცია”.
ეს მოდელი სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დიდი ზარ-ზეიმით დაინერგა ამერიკელი პალეონტოლოგების ნ. ელდრიჯისა და ს.ჯ. გოულდის მიერ. ამ სწავლულმა-ევოლუციონიოსტებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნამარხი ცხოველების გამოკვლევის თვალსაზრისით ნეოდარვინისტული თეორია სრულიად მცდარი აღმოჩნდა. პალეონტოლოგების გამოკვლევები უარყოფდნენ საფეხურებრივ ევოლუციას და ამტკიცებდნენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე აღმოცენდა უცებ და ამასთან, სრულყოფილი ფორმით.
არსებითად, ეს მოდელი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფიაამავე მოდელის მიხედვით, ზოგიერთი წყალხმელეთა ცხოველი, ამ სპონტანური ყოვლისმომცველი ცვლილებების შედეგად, უზარმაზარ ვეშაპად გადაიქცა. ეს თეორია, რომელიც ყველა საყოველთაოდ ცნობილ გენეტიკურ, ბიოფიზიკურ და ბიოქიმიურ კანონებს ეწინააღმდეგება, მეცნიერული ღირებულებით შეიძლება შეედაროს ზღაპარს, სადაც ბაყაყი მშვენიერ პრინცესად იქცევა. თუმცა, ნეოდარვინიზმის ამდენი მარცხის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ზოგი პალეონტოლოგი-ევოლუციონისტი, ისე ჩაეჭიდა ამ უფრო მეტად სულელურ მოდელს, როგორც წყალწაღებული – ხავსს.
აქვე უნდა ითქვას, რომ დარვინიზმი; ნეოდარვინიზმი, და “ნახტომისებური ევოლუციის” მოდელი უკვე საწყის ეტაპზე მარცხდება, რადგანაც ვერ პასუხობს კითხვას – “როგორ გაჩნდა პირველი ცოცხალი უჯრედი?” და თუ შემთხვევითობის შედეგად ცილის ერთი მოლეკულის – ცოცხალი უჯრედის უპირველესი შემადგენლის წარმოქმნაც კი შეუძლებელია, რაღა აზრი აქვს ვიმსჯელოთ, თუ როგორი ევოლუცია – “ნახტომისებური” თუ “საფეხურებრივი” განიცადა ორგანიზმმა, რომლის წარმოშობისთვისაც მილიარდობით ასეთი ცილის მოლეკულაა საჭირო?
ალბათ, უპრიანი იქნება, აქ ხაზგასმით ითქვას: ყოველი განხილული მაგალითი ნათლად დაგვარწმუნებს, რომ ევოლუციის თეორიაში ჭეშმარიტების ნატამალიც არ არსებობს და მტკნარი სიცრუეა. სრული უაზრობაა დაცვა სცენარისა, რომელიც უკვე საუკუნენახევარია, ადამიანებს თავგზას უბნევს, რადგან მეცნიერებას ხელთ უპყრია უტყუარი, ჭეშმარიტი ფაქტები დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.
თავი მესამე
ევოლუციის უტოპიური მექანიზმები
ბუნებრივი შერჩევა
ბუნებრივი შერჩევის მექანიზმი ბიოლოგებისთვის დარვინამდეც იყო ცნობილი, როგორც ბუნებრივი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს სახეობათა სტაბილურობას და ამასთან, არ არღვევს მათ მთლიანობას. დარვინმა პირველმა წამოაყენა იდეა ამ პროცესის ევოლუციარ ძალაზე და მთელი თავისი თეორია ამ თეზისზე დააფუძნა.
თუმცა დარვინის დროიდან მოყოლებული დღემდე არ არსებობს არც ერთი მაგალითი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების ბუნებრივი შერჩევის გზით ევოლუციას ადასტურებდეს.
ბუნებრივი შერჩევა გულისხმობს იმ ცოცხალი ორგანიზმების გადარჩენას, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება არსებულ ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოს და მათი გაქრობა ამ პირობებთან შეუგუებლობის შედეგია. მაგალითად, ირმების ჯოგიდან, რომელსაც მტაცებელი გამოედევნება, გადარჩებიან ის ინდივიდები, რომლებიც უფრო სწრაფები და მოქნილები არიან. მაგრამ რამდენი ხანიც უნდა გრძელდებოდეს ეს პროცესი, ირმები სხვა სახეობის ცხოველებად ვერ იქცევიან. ირემი ისევ ირმად დარჩება. სხვა ყურით მოთრეული მაგალითების განხილვისას, რომლებსაც ევოლუციონისტები წარმოგვიდგენენ, როგორც “ბუნებრივი შერჩევის პროცესზე დაკვირვებას”, აგრეთვე დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი უფრო ფანტაზიების სფეროს განეკუთვნება.
სამრეწველო რევოლუციის პეპლები
ცნობილი ევოლუციონისტის დაგლას ფუტუიმას 1986 წელს გამოცემული წიგნი “ევოლუციის ბიოლოგია” აღიარებულ იქნა, როგორც ბუნებრივი შერჩევის თეორიის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო, რომელიც გასაგებად გვიხსნის ბუნებრივი შერჩევის მოძღვრებას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც ფუტუიმას ამ თემაზე საუბრისას მოჰყავს, არის პეპლების პოპულაციის ფრთების გამუქება ინგლისში სამრეწველო რევოლუციის დროს.
თუმცაღა, ამ შემთხვევაში ძნელია ევოლუციაზე ლაპარაკი, რადგან შეფერილობის შეცვლას ახალი სახეობის პეპლების გაჩენა არ გამოუწვევია.
. შეიცვალა მხოლოდ ამ პეპლების რაოდენობა. მათ არ შეუძენიათ რამე ისეთი თვისება, რაც “სახეობის შეცვლას” გამოიწვევდა. იმისთვის, რომ პეპელა სხვა არსებად, მაგალითად, ჩიტად იქცეს, მის გენებში უნდა მოხდეს უთვალავი ცვლილება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პეპლების გენეტიკურ თავისებურებებს უნდა შეუერთდეს გენეტიკური პროგრამა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჩიტების ფიზიკური თავისებურებების შესახებ.
ერთი სიტყვით, ბუნებრივი შერჩევა ვერ განაპირობებს სახეობათა ცვლილებას, ანუ არ შეესაბამება იმ “სახეს”, რომელიც ევოლუციონისტებმა შექმნეს
სწორედ ამის გამო გახდა იძულებული ნეოდარვინიზმი “პოზიტიური ცვლილებების მიზეზად” ბუნებრივ შერჩევასთან ერთად მუტაციის მექნიზმიც დაესახელებინა. ამ დროს მუტაცია მხოლოდ “ნეგატიური ცვლილებების მიზეზი” შეიძლება იყოს.
მუტაცია
მუტაცია არის ცვლილებები დნმ-ის იმ მოლეკულაში, რომელიც გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს და რომელიც ცოცხალი ორგანიზმის უჯრედის ბირთვშია გარეგანი ფაქტორების – მაგალითად, რადიაციის ან ქიმიური ზემოქმედების შედეგად. მუტაცია სპობს დნმ-ის მოლეკულის შემადგენელ ნუკლეოტიდებს ან უცვლის მათ ადგილმდებარეობას. ხშირ შემთხვევაში მუტაცია უჯრედში შეუქცევადი პროცესების მიზეზი ხდება. ამიტომაც მუტაცია, რომელსაც ევოლუციონისტები საფრად იყენებენ, სულაც არ გახლავთ ჯადოსნური კვერთხი, რომლითაც ცოცხალი ორგანიზმის სრულყოფა შეიძლებოდეს. ცხადია, რომ მუტაციის ზემოქმედება ყოველთვის ნეგატიურია. მუტაციური ცვლილებების შედეგი ნათლად ჩანს იმ ადამიანთა მაგალითზე, რომლებმაც რადიოაქტიური დასხივება მიიღეს ხიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვის, ან ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის აფეთქების დროს. ათასობით დაღუპული ადამიანი, დასახიჩრებული, გასაცოდავებული არსებები...
მიზეზი მარტივია: დნმ-ის მოლეკულა მაღალორგანიზებული და რთული შემადგენლობის მქონე ნაწილაკია და მცირეოდენი შემთხვევითი ცვლილებაც კი ზიანს აყენებს. ამერიკელი გენეტიკოსი ბ. რანგანატანი ამას ასე ხსნის:
“მუტაცია უმნიშვნელო, შემთხვევითი და მავნე მოვლენაა. ის ძალზე იშვიათად ხდება და უკეთეს შემთხვევაში, უვნებელია. ეს ოთხი თავისებურება ცხადყოფს, რომ მუტაციას არ შეუძლია ევოლუციური ცვლილებების გამოწვევა. ორგანიზმში შემთხვევითი ცვლილებები მასზე ან უარყოფითად მოქმედებს, ან კვალს არ ტოვებს. ისე, როგორც მუდმივი დარტყმა საათზე ვერაფრით შეუწყობს ხელს მისი მექანიზმის სრულყოფას. ამით საათს ან გავტეხთ, ან არაფერს ვავნებთ. მიწისძვრას არასდროს მოქავს სარგებლობას ქალაქისთვის, მას მხოლოდ ნგრევის გამოწვევა შეუძლია”. 16
ევოლუციონისტების ყოველგვარი მცდელობა, შეექმნათ მუტაციის დადებითი ზემოქმედების პრეცედენტი, მარცხით დამთავრდა. ათწლეულების მანძილზე მათ მილიონობით ცდა ჩაატარეს ხილის ბუზებზე – დროზოფილებზე, რომლებიც იოლად ექვემდებარებიან მუტაციას. ვერც ერთმა ცდამ ევოლუციონისტებისთვის ესოდენ სასურველი დადებითი მუტაცია ვერ გამოავლინა.
მუტაციას მხოლოდ ზიანი და სიმახინჯე მოაქვს
მიზეზები, რის გამოც მუტაციას არ შეუძლია ევოლუციონისტთა მტკიცებულებების დადასტურება, შეიძლება სამ პუნქტად ჩამოყალიბდეს:
1. მუტაცია ყოველთვის მავნებელია.
იმის გამო, რომ მუტაცია სტიქიურია, ის თითქმის ყოველთვის აზიანებს ცოცხალ ორგანიზმს. ცოცხალი ორგანიზმის დალაგებულ, მოწესრიგებულ სტრუქტურაში ჩარევა მის დაშლას იწვევს. მეცნიერების ისტორია არ იცნობს “დადებითი მუტაციის” არც ერთ მაგალითს.
2. მუტაციის შედეგად დე-ენ-კას მოლეკულას ახალი ინფორმაცია არ ემატება
გენეტიკურ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები დნმ-ის მოლეკულებში მუტაციის შედეგად იცვლის ადგილმდებარეობას, ზიანდება ან ისპობა. მაგრამ მუტაციას არ შეუძლია, ცოცხალ ორგანიზმში ახალი ორგანოს შექმნა ან ახალი თვისებების სეძენის ხელშეწყობა. ის შეიძლება მხოლოდ ანომალიური მოვლენების მიზეზი გახდეს. მაგალითად. როცა მუტანტს ფეხი ზურგზე აქვს გამობმული, ან ყური – მუცელზე.
3. იმისთვის, რომ მუტაცია მომდევნო თაობას გადაეცეს, აუცილებელია, ცვლილებები სასქესო უჯრედებში მოხდეს.
სხვა უჯრედებსა თუ ორგანოებში მომხდარი ცვლილებები მომდევნო თაობებს არ გადაეცემა. მაგალითად, ადამიანის თვალმა, რომელმაც რადიაციის, ან სხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად მუტაცია განიცადა, შეიძლება ფორმა შეიცვალოს, მაგრამ ეს მომდევნო თაობებს არ გადაეცემა.
ერთი სიტყვით, ცოცხალი ორგანიზმების ევოლუცია შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მისი განხორციელების მექანიზმი. თუ გათხრების შედეგად აღმოჩენილ ნამარხ ცხოველებს დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ეს თითიდან გამოწოვილი სცენარი არც არასოდეს არსებულა.
თავი მეოთხე
ნამარხი ცხოველები უარყოფენ ევოლუციის თეორიას
გარდამავალი ფორმების ჩიხი
ევოლუციის თეორიის თანახმად, ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთმანეთისგან წარმოიშვა. ადრე არსებული ცხოველის ერთი სახეობა მეორე სახეობად გარდაიქმნებოდა. და ასე წარმოიშვა ყველა სახეობა. ამ თეორიის თანახმად, ასეთი სახეცვლილება რამდენიმე ასეული მილიონი წელი გრძელდებოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდებოდა.
ასე რომ ყოფილიყო, ასეთი ხანგრძლივი პროცესის მანძილზე უნდა გაჩენილიყო გარდამავალი სახეობებიც. მაგალითად, უნდა ეარსებათ ცხოველებს, რომელთაც ერთდროულად თევზებისა და ქვეწარმავლების თვისებები ექნებოდათ. ან არსებები, რომლებიც ქვეწარმავლებისა და ფრინველების განსაკუთრებულ თვისებებს შეითავსებდნენ. და რადგან ეს ცოცხალი არსებები გარდამავალ პერიოდში ცოცხლობდნენ, დასახიჩრებულნი, არასრულყოფილი და მკვეთრად გამოხატული ნაკლოვანებების მატარებელნი უნდა ყოფილიყვნენ. ევოლუციონისტებს სჯერათ ამ წარმოსახვითი ქმნილებების ოდესღაც არსებობისა და მათ “გარდამავალი ფორმები” დაარქვეს.
თუ ასეთი ქმნილებები ოდესღაც მართლა არსებობდნენ, მათი რაოდენობა მილიონობით და მილიარდობით უნდა განსაზღვრულიყო. იმიტომ, რომ ამ გარდამავალი ფორმების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა სჭარბობდეს დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილ ცხოველთა სახეობებს და მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში უნდა ვხვდებოდეთ ამ “გარდამავალი ფორმების” ცხოველურ ნამარხებს
ცოცხალი ნამარხები
გათხრების შედეგად აღმოჩენილი გაქვავებული ორგანიზმები, რომელთა ასაკი მილიონობით წლით განისაზღვრება, არაფრით განსხვავდებიან ცხოველთა დღეს არსებული სახეობებისგან. ცოცხალი ორგანიზმების ეს ნამარხები თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ ცოცხალი არსებები მარტივიდან რთულისკენ მიმავალი თანდათანობითი ევოლუციური პროცესის კი არა, ერთდროული, უნაკლო შემოქმედების შედეგია.
ევოლუციონისტებმა, რომლებსაც სწამდათ დარვინის წინასწარმეტყველებისა, ლამის მთელი მსოფლიო გადათხარეს გარდამავალი ფორმების ძიებაში.
მაგრამ ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილი ცხოველთა ნამარხები, ევოლუციონისტთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდნენ, რომ
ყველა ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე წარმოიშვა მყისიერად და სრულიად უნაკლო ფორმით
მიწის ქერქში არსებული ნამარხი ცხოველების გამოკვლევა გვაჩვენებს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე მყისიერად წარმოიშვა. ასაკი ყველაზე ღრმა ფენისა, რომელშიც ნამარხი ცხოველებია აღმოჩენილი, 520-530 მილიონი წელია და მას “კემბრიული” პერიოდი ეწოდება. ამ შრეში ნაპოვნი ნამარხები ეკუთვნის ისეთ კომპლექსურ უხერხემლოებს, როგორებიცა არიან ლოკოკინები, ტრილობიტები, ღრუბლები, ჭიაყელები, აურელიები, ზღვის ვარსკვლავები, მცურავი კიბოსებრნი და ზღვის შროშნები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ერთმანეთისგან ესოდენ განსხვავებული სახეობები ერთდროულად გაჩნდნენ და არა ჰყავთ საერთო წინაპარი, რომლისგანაც შეიძლებოდა წარმოშობილიყვნენ. ამიტომაც გეოლოგიაში ეს საოცარი მოვლენა “კემბრიულ აფეთქებად” მოიხსენიება.
ამ შრეში აღმოჩენილ ცოცხალი ორგანიზმები გამოირჩევიან ისეთი რთული ფიზიოლოგიური სისტემებით, როგორებიცაა თვალები, ლაყუჩები და სისხლის მიმოქცევის სისტემა, და ამ მხრივ ისინი თანამედროვე ცოცხალი ორგანიზმებისგან არაფრით განირჩევიან. მაგალითად, ტრიბოლიტის ორლინზიანი თვალების აგებულება, რომელიც თაფლის ფიჭას წააგავს, მართლაც განსაცვიფრებელია.
ჰარვარდი, როჩესტერისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების გეოლოგიის პროფესორი დევიდ რაუპის თქმით:
“ტრიბოლიტის თვალის აგებულება ისეთია, რომლის გამეორებაც ჩვენს დროში მხოლოდ მაღალნიჭიერ და დიდად განათლებულ ინჟინერ-ოპტიკოსს თუ შეუძლია”. 25
. დღესდღეობით, არც ერთ ევოლუციურ მექანიზმს არ ძალუძს ახსნას ეს უცაბედი წარმოქმნა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სიცოცხლის შექმნის ჭეშმარიტებას
როგორ მოხდა, რომ დედამიწაზე ერთბაშად გაჩნდა ამდენი უხერხემლო, რომლებიც ესოდენ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და არც საერთო წინაპარი ჰყავდათ? საიდან გაჩნდა ასე უცებ ცოცხალი ორგანიზმების ამდენი სახეობა? ევოლუციონისტები ამ კითხვებზე პასუხს ვერასდროს გასცემენ.
დარვინი წერს:
“თუ მრავალრიცხოვანი სახეობა ერთდროულად არის გაჩენილი, ეს სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს თეორიას, რომელიც ბუნებრივი შერჩევის გზით ერთი წინაპრიდან მათ ევოლუციას აღიარებს”. 29
კემბრიული პერიოდი სწორედ ის “სასიკვდილო” დარტყმაა, რომელზეც დარვინი ლაპარაკობდა.
თავი მეხუთე
ამოსვლა წყლიდან ხმელეთზე ევოლუციის თეორიის მიერ შეთხზული ზღაპარია
ევოლუციონისტების მიერ შეთხზული სცენარის მიხედვით, ცხოველთა ამოსვლა წყლიდან ხმელეთზე სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა. მაგალითად, თევზების ზოგიერთი სახეობა იძულებული გახდა წყლიდან მიწაზე ამოსულიყო წყალში საკვების სიმცირის გამო. მაგრამ ჭეშმარიტება ისაა, რომ ევოლუციის თეორიის მიმდევრებს ამ სცენარის უტყუარობის ერთი დამადასტურებელი საბუთიც კი არ გააჩნიათ. ამიტომაც, ისინი იძულებული ხდებიან, თავიანთი მოძღვრების ქმედითუნარიანობა გამოგონილი, სპეკულაციური ხასიათის ნახატებით გაამყარონ.
ევოლუციონისტები ამტკიცებენ, რომ კემბრიულ პერიოდში გაჩენილი ზღვის უხერხემლოები ევოლუციის ათეულობით მილიონი წლის მანძილზე თევზებად იქცნენ. თუმცა, გარდამავალი ფორმები, რომლებიც დაადასტურებდნენ ევოლუციას უხერხემლოებიდან თევზებამდე, არ არსებობს. ისევე, როგორც არ არსებობს მათი საერთო წინაპარი. იმის გათვალისწინებით, რომ უხერხემლოებს ჩონჩხი საერთოდ არ გააჩნიათ და ძვლები გარედან აკრავთ, ხოლო თევზებს ჩონჩხი სხეულს შიგნით აქვთ, ევოლუცია უხერხემლოებიდან თევზებამდე მოითხოვს უზარმაზარ ევოლუციას, რომელსაც თავისი კვალი უნდა დაეტოვებინა აურაცხელი რაოდენობის გარდამავალი ფორმების სახით.
ამ არარსებული ფორმების ძებნას ევოლუციონისტებმა 140 წელიწადი შეალიეს, ამოატრიალეს რა თითქმის დედამიწის მთელი ნიადაგი. არსებობს მილიონობით უხერხემლოთა და მილიონობით თევზის ნამარხები, მაგრამ არც ერთი გარდამავალი ფორმა არ იქნა აღმოჩენილი.
თევზის – ცელაკანტის (Coelacanth) გაქვავებული ნამარხი, რომლის ასაკი 410 მილიონ წელს შეადგენს. ევოლუციონისტები ამ ნამარხზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ცელაკანტი არის გადაშენებული, შუალედური რგოლი წყლიდან ხმელეთზე ამოსვლის პროცესში. თუმცა, 1938 წელს ინდოეთის ოკეანეში ცოცხალი ცელაკანტი დაიჭირეს. შემდგომ წლებში თევზების ამ კლასის წარმომადგენლებს მკვლევარები ხშირად წაწყდომიან. ამ ფაქტმა გვაჩვენა, თუ რა ღრმად შეუძლიათ შესტოპონ ევოლუციონისტებმა თავიანთ “მეცნიერულ” სპეკულაციებში.
შემდგომ წლებში სხვადასხვა ადგილებში Coelacanth–ის კიდევ 200 ინდივიდი იქნა დაჭერილი. ამ თევზების აღმოჩენით ნათელი გახდა, თუ სადამდე სეიძლება მივიდეს ევოლუციონისტთა ფანტაზიები.
ევოლუციის თეორიის მეცნიერული დაუსაბუთებლობის ერთ-ერთი მაგალითი კუ
მაგალითად, ქვეწარმავალთა კლასის წარმომადგენლები – კუები პალეონტოლოგების მიერ აღმოჩენილ ცხოველთა ნამარხებში სპონტანურად ჩნდებიან. ისევე განვითარებული ბაკნით, როგორც ის თანამედროვე კუებს აქვთ. ერთ-ერთი ევოლუციონისტური გამოცემის თქმით; “მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილია კუების კარგად შენახული ნამარხების დიდი რაოდენობა, დღესაც ვერ მოიძებნა ნაშთები გარდამავალი ფორმებისა ევოლუციურ ჯაჭვში კუებიდან იმ ცხოველებამდე, რომელთა წინაპრად კუ ითვლება”.
ჩანართი რატომ არის შეუძლებელი წყლიდან ხმელეთზე ამოსვლა?
1. საკუთარი სიმძიმის ფაქტორი. ზღვის ბინადართა წინაშე არასდროს დამდგარა საკუთარი წონის პრობლემა. მაშინ, როცა ხმელეთის ბინადართა უმეტესი ნაწილი ენერგიის 40%-ს თავისი სხეულის გადაადგილებაზე ხარჯავს. ცხოველს, რომელიც წყლიდან ხმელეთზე ამოდის, აუცილებლად სჭირდება უფრო მძლავრი კუნთები და მტკიცე ჩონჩხი, რათა გაუძლოს საკუთარ სიმძიმეს და საკმარისი ენერგია ახალ პირობებში გადასაადგილებლად. თუმცა, სრული უაზრობაა, შემთხვევითი მუტაციით ესოდენ რთული კომპლექსის განვითარების ახსნა.
2. სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება: ხმელეთზე ჰაერის ტემპერატურა ძალზე სწრაფად და დიდი ამპლიტუდით იცვლება. ხმელეთის ბინადარ ცხოველებს კარგად აქვთ განვითარებული მეტაბოლიზმის სისტემა, რომელიც ჰაერის ტემპერატურის ცხალებადობის პირობებში ცხოველის ორგანიზმში მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას განაპირობებს. ხოლო წყალში ტემპერატურა ფრიად ნელა იცვლება და იქ არასდროს ხდება ისეთი რყევა, როგორც ხმელეთზე. ამიტომაც, ზღვის ცხოველებს აქვთ მუდმივ ტემპერატურასთან შეგუებული ფიზიოლოგიური სისტემები. ასე რომ, წყლიდან ხმელეთზე ამოსვლისას ცხოველი იძულებულია შეიმუშავოს ორგანიზმის დამცველი მექანიზმები, რომლების მეშვეობითაც მოხდება გარემოსთან მიმართებით ტემპერატურის რეგულირება. უეჭველია, რომ მტკიცება იმისა, თითქოს თევზებმა შემთხვევითი მუტაციის შედეგად უცბად გამოიმუშავეს ეს სისტემები, რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა!
3. წყლის გამოყენება: წყალი, რაც აუცილებელი პირობაა სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის არსებობისა, ხმელეთზე ფრიად შეზღუდული რაოდენობითაა. აქედან გამომდინარე, ცხოველმა ეკონომიურად უნდა ხარჯოს წყალი და ჰაერში არსებული ტენიც კი. ასე მაგალითად, კანი უნდა აღჭურვილი იყოს სისტემებით, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ ორგანიზმის მიერ სითხის დაკარგვას, მის აორთქლებას. ამავდროულად, წყალში არსებული ორგანიზმებისთვის უცნობია წყურვილის შეგრძნება და მათი კანი არ არის უწყლო გარემოში ცხოვრებისთვის მოწყობილი.
4. თირკმლები: წყალში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს, წყლის სიუხვის წყალობით, შეუძლიათ გაფილტრონ და გამოდევნონ ორგანიზმიდან ზედმეტი ქიმიური ნივთიერებების, მაგალითად, ამიაკი. ხმელეთის მკვიდრ ცხოველებს კი, წყლის შედარებითი ნაკლებობის გამო, ორგანიზმის ფილტრაციისთვის კარგად განვითარებული თირკმლების სისტემა აქვთ. თირკმლების ფუნქციის წყალობით, ამიაკი გარდაიქმნება ურინად (შარდოვანად). ასე რომ, მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოსადენად სითხის მინიმუმს იყენებს. გარდა ამისა, თირკმლების მუშაობისთვის სრულიად ახალი ფიზიოლოგიური მექანიზმებია საჭირო. ზემოთქმულს თუ შევაჯამებთ, შეგვიძლი, დავასკვნათ: იმისთვის, რომ წყლის ცხოველმა, რომელსაც თირკმლები არ გააჩნია, ხმელეთზე არსებობა შეძლოს, მან უცებ უნდა შექმნას და განავითაროს ორგანიზმში თირკმლოვანი გამწმენდი სისტემა.
5. სასუნთქი სისტემა: თევზები ლაყუჩებით წყალში გახსნილი ჟანგბადით სუნთქავენ. უწყლოდ მათ მხოლოდ რამდენიმე წუთს შეუძლიათ გაძლება. ამიტომაც, წყლიდან ხმელეთზე ამოსვლისას რომ არ გაიგუდონ, თევზებისთვის აუცილებელია მყისიერად შეიქმნან სუნთქვის უნაკლო ფილტვური სისტემა.
რაღა თქმა უნდა, სრულიად ნათელია, რომ შემთხვევითი მყისიერი წარმოქმნა ყველა ზემოთაღნიშნული ფიზიოლოგიური სისტემისა ერთი ცხოველის ორგანიზმში გამორიცხულია.
თავი მეექვსე
ფრინველთა და ძუძუმწოვართა ფანტასტიკური ევოლუცია
თწორიის თანახმად, სიცოცხლემ ევოლუცია განიცადა წყალში და ამფიბიებთან ერთად ხმელეთზე გადაინაცვლა. იგივე თეორიის მიხედვით, ამფიბიების ერთი ნაწილი გადაიქცა ქვეწარმავლებად, რომლებიც მხოლოდ ხმელეთზე ბინადრობენ. ფიზიოლოგიისა და ანატომიის თვალსაზრისით ასეთი გარდაქმნა შეუძლებელია. მაგალითად, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ წყლის ბინადარი ამფიბიების კვერცხების გადაქცევა ხმელეთზე მობინადრე ქვეწარმავალთა კვერცხებად გამორიცხულია. ნამარხი ცხოველების გამოკვლევა გვიდასტურებს, რომ ასეთი გარდაქმნა ბუნებაში არ არსებულა: ამფიბიებსა და ქვეწარმავლებს შორის კავშირი არ არსებობს და მათ საერთო “წინაპარი” არასდროს ჰყოლიათ. ევოლუციონისტი რობერტ ქეროლი, რომელმაც ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის დარგში გაითქვა სახელი, იძულებულია აღიაროს, რომ:
“უძველესი ქვეწარმავლები სრულიად განსხვავდებიან ყველა ამფიბიისგან და მათი საერთო წინაპარი არ არის გამოვლენილი”. 37
ფრინველთა ფილტვების განსაკუთრებული აგებულება
ფრინველების ანატომიური აგებულება რადიკალურად განსხვავდება მათი ეგრეთ წოდებული “წინაპრების” – ქვეწარმავლების აგებულებისგან. მაგალითად, ფრინველთა ფილტვების მოქმედების მექანიზმი სრულიად არ ემთხვევა ხმელეთის ბინადართა მექანიზმს, რომლებიც შესუნთქვასა და ამოსუნთქვას ერთი სასუნთქი გზით ახორციელებენ. ფრინველებში ეს პროცესი მნიშვნელოვნად არის გართულებული. ჰაერის მოძრაობა ფრინველების ფილტვებში მხოლოდ ერთი მიმართულებით ხდება, რაც მიიღწევა ფილტვების წინა და უკანა კედლებზე არსებული საგანგებო საჰაერო ტომსიკების საშუალებით. ამ სისტემის წყალობით, ფილტვებში ჟანგბადის რაოდენობა რამდენჯერმე იზრდება, განსაკუთრებით ფრენის დროს. სასუნთქი სისტემის ასეთი კონსტრუქცია სავსებით უზრუნველყოფს ფრინველს ფრენის დროს აუცილებელი დიდი რაოდენობის ჟანგბადით. ამ სისტემის ევოლუციის შედეგად რეპტილიებისგან წარმოქმნა შეუძლებელია, რადგან სუნთქვის პროცესის ახსნა ფილტვების რომელიღაც “გარდამავალი ფორმით” გამორიცხულია.
თუმცა, ევოლუციის ზღაპრის ყველა შეძლებელი ვარიაცია ამით არ ამოწურულა. ახლა საჭირო იყო, ეიძულებინათ ხმელეთზე ამოსული ეს ცოცხალი ორგანიზმები, “ცაში ფრენა” ესწავლათ. ევოლუციონისტებს ღრმად სწამთ, რომ ფრინველებს ევოლუცია უნდა განეცადათ და რომ ისინი ქვეწარმავლებისგან წარმოიშვნენ.
თუმცა, არც ერთი მექანიზმი ფრინველის ორგანიზმისა, რომელიც სრულიად განსხვავებულია ხმელეთის ბინადართა ორგანიზმისაგან, არ შეიძლება ევოლუციის მრავალსაფეხურეობრივი მოდელით აიხსნას. მთავარ თავისებურებას, რაც ფრინველს ფრინველად ხდის, ანუ ფრთებს, ევოლუციური თეორია ჩიხში შეჰყავს. თურქი ევოლუციონისტი ენგინ კორური აღიარებს, რომ ფრთების ევოლუცია შეუძლებელია:
“თვალებსა და ფრთებს საერთო აქვს ის, რომ მათი მოქმედება მხოლოდ ყველა თავისებურების კომპლექსური განვითარების შედეგად არის შესაძლებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუძლებელია, არასრულყოფილი თვალებით ხედვა და ცალი ფრთით ფრენა. ამ ორგანოების წარმოქმნა ბუნების აუხსნელ საიდუმლოებად რჩება.” 38
როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ შემთხვევითი მუტაციის
შედეგად ფრთების სრულყოფილი სტრუქტურა გაჩენილიყო? ეს კითხვა უპასუხიდ რჩება. შეუძლებელია იმის ახსნაც, თუ გენური სტრუქტურების შეცვლის, ანუ მუტაციის შედეგად ქვეწარმავალთა წინა კიდურები ფრთებად როგორ გადაიქცა. გარდა ამისა, ხმელეთის ცხოველთა ფრინველებად გარდაქმნისთვის მხოლოდ ფრთები არ არის საკმარისი. ქვეწარმავლებს არ გააჩნიათ ის მექანიზმები, რომლებიც აქვთ ფრინველებს და რომლებსაც ისინი ფრენისას იყენებენ. მაგალითად, ფრინველების ძვლები ქვეწარმავალთა ძვლებზე გაცილებით მსუბუქია. ფილტვების სტრუქტურა სრულიად განსხვავებულია, ისევე, როგორც მათი მოქმედების მექანიზმი. განსხვავებულია ძვალკუნთოვანი და გულსისხლძარღვთა სისტემები. ამ მექანიზმების შექმნა თვისებების “თანდათან დაგროვების” გზით შეუძლებელია. ამ მიზეზთა გამო, ქვეწარმავალთა ფრინველებად გადაქცევის თეორია სხვა არაფერია, თუ სრული სისულელე. ყოველივე ზემოთქმულის მერე უნებურად იბადება კითხვა: ვთქვათ და ეს, ყოველგვარ სამეცნიერო საფუძველს მოკლებული ზღაპრები დავიჯერეთ, სად არის “თითოფრთიანი” და “ნახევარფრთიანი” არსებების ნამარხები?
არქეოპტერიქსი – მითური გარდამავალი ფორმა
კითხვაზე, თუ რატომ არ აღმოჩნდა “თითოფრთიანი” და “ნახევარფრთიანი” არსებების ნამარხები, ევოლუციონისტებს მაგალითად ერთადერთი ცოცხალი არსება მოჰყავთ. ეს არის ნამარხი არქეოპტერიქსისა, რომელიც დღემდე ითვლება გარდამავალ ფორმად.
ევოლუციონისტების აზრით, არქეოპტერიქსი, რომელიც 150 მილიონი წლის წინ არსებობდა, დღევანდელი ფრინველების წინაპარია. ამ თეორიის თანახმად, ზოგიერთმა პატარა დინოზავრმა, Velociraptorn-მა Dromeosaur-მა, ევოლუციის წყალობით ფრთები გამოისხა და ცაში გაინავარდა. არქეოპტერიქსი პირველად გამოეყო თავის წინაპრებს და ფრენა დაიწყო. ეს შეთხზული ამბავი თითქმის ყველა ევოლუციონისტურ ნაშრომში მეორდება.
თუმცა, არქეოპტერიქსის ნაშთების უკანასკნელი გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ეს გარდამავალი ფორმა კი არა, გადაშენებული ფრინველია, რომლის თვისებები დღევანდელი ფრინველების თვისებებისგან განსხვავდება. უკანასკნელ დრომდე, ევოლუციონისტები არქეოპტერიქსს “ნახევარფრინველად” თვლიდნენ, რომელსაც ფრენა პრაქტიკულად არ შეეძლო. ამაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ამ “ფრინველს” არა აქვს მკერდის ძვალი, რომელზეც ფრენისთვის აუცილებელი კუნთები უნდა ყოფილიყო “მიმაგრებული”. თანამედროვე ფრინველებს, მიუხედავად იმისა, იციან ფრენა თუ არა, და სხვა ოჯახის წარმომადგენელ ღამურებსაც კი, მკერდის ძვალი აქვთ.
კონსტრუქცია, რომელსაც ევოლუცია ვერ ხსნის: ფრინველის ბუმბულები
ისეთი სტრუქტურა, როგორიცაა ბუმბული, რომელიც მხოლოდ ფრინველების კუთვნილებაა, გადაულახავ კედლად არის აღმართული ქვეწარმავლებსა და ფრინველებს შორის. ქვეწარმავლების სხეული ქერცლით არის დაფარული მაშინ, როცა ფრინველები ბუმბულით არიან შემოსილნი. რადგანაც ევოლუციონისტები ქვეწარმავლებს ფრინველების წინაპრებად მიიჩნევენ, მათ მოუწევთ როგორღაც ახსნან ქერცლის ბუმბულებად ქცევის მექანიზმი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის საერთო არაფერია. ფრინველთა ბუმბულზე დაკვირვებისას ნათლად ჩანს ათასობით პატარა ბუმბული, რომლებიც ერთმანეთთან მიკროსკოპული კაუჭებით არის მიბმული. ფრინველის ფრთის ეს განუმეორებელი, ნატიფი და ამავდროულად, უმტკიცესი მექანიზმი ფრინველებს არაჩვეულებრივ აეროდინამიკურ შესაძლებლობებს უქმნის. კონექტიკუტის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიისა და ნეიორობიოლოგიის პროფესორი ა.ჰ. ბრაში, თავისის ევოლუციონისტური შეხედულებების მიუხედავად, აღიარებს:
ამასთან, არ არსებობს არცერთი ნამარხი, რომელიც ქერცლიდან ბუმბულის წარმოქმნას დაამტკიცებდა. პირიქით, როგორც პროფესორი ბრაში აღნიშნავს, “ნამარხი ნაშთები გვიმტკიცებს, რომ ბუმბულები გაჩნდა უეცრად და როგორც მხოლოდ ფრინველებისთვის დამახასიათებელი თავისებურება”. 3 ხოლო ქვეწარმავლებში “არ აღმოჩნდა ეპიდერმისის წარმონაქმნები” 4, რომელთაც შეეძლო ფრინველების ბუმბულის წარმოქმნის მიზეზი გამხდარიყო. 1997 წელს ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა შემდეგი: “1996 წელს ჩინეთში აღმოჩენილი ფრთოსანი დინოზავრის მასმედიის მიერ ფართოდ გახმაურებულ ამბავს სინამდვილეში არავითარი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია, რადგან ზემოთხსენებული სინოსაუროპტერიქსის (შინოსაუროპტერიხ) ნაშთს ბუმბულის მსგავსი წარმონაქმნი არ გააჩნია”. 5
მეორე მხრივ, ფრინველის ბუმბულის კონსტრუქცია იმდენად კომპლექსურია, რომ რომელიმე ევოლუციური პროცესით შეუძლებელია. ცნობილი ორნიტოლოგი არმან ფედუჩი აღნიშნავს: “ბუმბულების ყოველი დეტალი ფრთებს აეროდინამიკურ თვისებებს ანიჭებს. ისინი მსუბუქია, მოქნილი და საოცარი ამწევი ძალით გამოირჩევა”. ფედუჩი აღიარებს ევოლუციის თეორიის უმწეობას: “არ მესმის, როგორ შეიძლება ფრენის პროცესს ესოდენ მშვენივრად მორგებული ორგანოები სხვა მიზნით წარმოშობილიყო”.
თუმცა, 1992 წელს აღმოჩენილი არქეოპტერიქსის ნაშთმა ევოლუციონისტები განაცვიფრა, რადგან მას აღმოაჩნდა მკერდის ძვალი, რომლის არსებობასაც ისინი უარყოფდნენ. ჟურნალში “Nატურ” ეს აღმოჩენა ასე აღიწერა:
“არქეოპტერიქსის ბოლო, მეშვიდე ნაშთმა დაამტკიცა მკერდის სწორკუთხა ძვლის არსებობა, რისი შესაძლებლობაც დამადასტურებელი საბუთების უქონლობის გამო ეჭვქვეშ დგებოდა. დიდ მანძილებზე ფრენის უნარი დღესაც საკამათო საკითხად რჩება, მაგრამ ამ ძვლის არსებობა მეტყველებს ძლიერ კუნთებზე, რომლებიც ფრენას შესაძლებელს ხდიდა. ამ აღმოჩენამ საფუძველი გამოაცალა წარმოდგენას არქეოპტერიქსზე, როგორც “ნახევრადფრინველზე”, რომელსაც ფრენის უნარი არ გააჩნდა” 39
მეორე მხრივ, ერთ-ერთ მთავარ საბუთად იმისა, რომ არქეოპტერიქსს ფრენა შეეძლო, გახდა ბუმბულების სტრუქტურა, რომელიც არაფრით განირჩევა დღევანდელი ფრინველების ბუმბულისგან და მათი ფრენის უნარზე მეტყველებს. სახელგანთქმული პალეონტოლოგი კარლ ო. დიუნბარი აღნიშნავს:
“ბუმბულების წყალობით ეს არსება ფრინველის ყველა თავისებურებას ატარებს”. 40
იმან, რომ არქეოპტერიქსებს ფრთები ჰქონდათ, კიდევ ერთი ჭეშმარიტება ამოატივტივა: ეს არსება თბილსისხლიანი იყო. როგორც ცნობილია, ქვეწარმავლები და დინოზავრები ცივსისხლიანობით გამოირჩევიან, ანუ მათი სხეული სითბოს ვერ გამოიმუშავებს და მისი ტემპერატურა გარემო პირობებზეა დამოკიდებული. ფრინველების ბუმბულები ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებლებია – ტემპერატურას ინარჩუნებს. ბუმბულების არსებობა არქეოპტერიქსის თბილსისხლიანობას ადასტურებს, განსხვავებით დინოზავრებისგან. ანუ, ეს არის ნამდვილი ფრინველი, რომელიც სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას საჭიროებს.
ევოლუციონისტთა მცდარი შეხედულებები: არქეოპტერიქსის კბილები და ბრჭყალები
ევოლუციონისტები, როცა არქეოპტერიქსს გარდამავალ ფორმად წარმოადგენდნენ, ორ პუნქტს ეყრდნობოდნენ: კბილებსა და ბრჭყალებს. არქეოპტერიქსს მართლაც აქვს კბილები და ბრტჭყალები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ქვეწარმავლებთან კავშირს. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს დროში არსებობს ფრინველთა ორი სახეობა - Taoraco და Hoatzin, რომლებსაც ბრჭყალები აქვთ ხეზე მოსაჭიდებლად. ეს ცოცხალი არსებები ნამდვილი ფრინველები არიან და ქვეწარმავლებთან არაფერი აკავშირებთ. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ არქეოპტერიქსს ბრჭყალები აქვს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის გარდამავალი ფორმაა. ესე იგი, ეს მტკიცება უსაფუძვლოა.
ასევე, არქეოპტერიქსს კბილები გარდამავალ ფორმად ვერ აქცევს. ევოლუციონისტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კბილები მხოლოდ ქვეწარმავლებისთვისაა დამახასიათებელი, წინასწარგანზრახულად ტყუიან. ტყუიან, რადგან კბილები მხოლოდ ქვეწარმავლებს არა აქვთ. ჩვენს დროში არსებობს ქვეწარმავალთა სახეობები, რომელთაც კბილები საერთოდ არა აქვთ. მართალია, დღეს აღარ არსებობენ კბილებიანი ფრინველები, მაგრამ მათი ნაშთები მიგვითითებს, რომ ასეთი ფრინველები არსებობდნენ არქეოპტერიქსის დროსაც და მის მომდევნო პერიოდებშიც. საქმე ისაა, რომ არქეოპტერიქსისა და სხვა ნამარხი ფრინველების კბილები სრულიად სხვა აგებულებისაა, ვიდრე დინოზავრისა, მათი ეგრეთ წოდებული წინაპრისა. ცნობილი ორნიტოლოგების – მარტინის, სტიუარტისა და უეტსტოუნის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ფრინველთა კბილების ზედაპირი ბრტყელი, ხოლო ფესვები განიერია მაშინ, როცა “ფრინველების წინაპარს” – დინოზავრ Theropod-ს, კბილების ზედაპირი კონუსისებრი, ხოლო ფესვები ვიწრო აქვს. 41 იგივე მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს არქეოპტერიქსისა და დინოზავრის მაჯის ძვლები და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ შორის მსგავსება არ არსებობს. 42 ჯონ ოსტრომის მიერ შემჩნეული “მსგავსება” არქეოპტერიქსსა და დინოზავრს შორის, შემდგომში სრულად იქნა უარყოფილი ისეთი ანატომების მიერ, როგორებიც არიან ტარსიტანო, ჰეტჩი და უოლკერი. 43
ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ არქეოპტერიქსი არის არა გარდამავალი ფორმა, არამედ მიეკუთვნება ცალკე კლასს, რომელსაც შეიძლება “კბილებიანი ფრინველები” დაერქვას.
1995 წელს ჩინეთის პალეონტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ლიანჰაი ჰუმ და ჯონგ ჯუმ აღმოაჩინეს ნაშთი ფრინველისა, რომელსაც Conficiusornis-ი ეწოდა. ამ ფრინველს, რომელიც არქეოპტერიქსის ხნის, დაახლოებით 140 მილიონი წლისაა, კბილები არ ჰქონდა, ხოლო ნისკარტი და ბუმბული ისეთივე ჰქონდა, როგორც თანამედროვე ფრინველებს. ჩონჩხიც თანამედროვე ფრინველების ანალოგიური აღმოჩნდა, ხოლო ფრთებს, არქეოპტერიქსის დარად, ბრჭყალები “უმშვენებდა”.
ბუნებრივია, ამ ფაქტმა გააქარწყლა ევოლუციონისტების მოსაზრებები შესახებ იმისა, რომ ყველა ფრინველის წინაპარი არქეოპტერიქსი იყო. 44
1996 წელს ჩინეთში აღმოჩენილმა ნამარხმა უფრო მეტად გაართულა ვითარება. ამ 130 მილიონი წლის წინანდელი ფრინველის - Lianoningornis-ის არსებობის ფაქტი ჟურნალ “შციენცე”-ში ჰიუ მარტინმა და ალან ფედუჩიმ გამოაცხადეს. ამ ფრინველს აღმოაჩნდა მკერდის ძვალი, რომელზეც ჰქონდათ ფრენისთვის აუცილებელი კუნთები. ის არაფრით განსხვავდებოდა დღევანდელი ფრინველებისგან გარდა იმისა, რომ ჰქონდათ კბილები! ეს კი იმას ნიშნავს, რომ კბილებიან ფრინველებს ორგანიზმის პრიმიტიული სტრუქტურა არ ჰქონიათ, როგორც ამას ევოლუციონისტები ამტკიცებდნენ. 45 ალან ფედუჩიმ ჟურნალ “Discovery”-ში აღნიშნა, რომ Lianoningornis-მა ფრინველების დინოზავრებისგან წარმოქმნის ვერსია უარყო”. 46
კიდევ ერთი ნამარხი, რომელმაც არქეოპტერიქსის გარშემო ევოლუციონისტების მტკიცებულებები გააცამტვერა, არის Eoalulavis-ი. ამ ფრინველს, რომლის ასაკი 120 მილიონი წელია (ანუ 30 მილიონი წლით უმცროსია არქეოპტერიქსზე), აქვს ფრთები, როგორიც დღესაც გვხვდება ფრინველთა სამყაროში. ეს ამტკიცებს, რომ 120 მილიონი წლის წინ ცაში დაფრინავდნენ ფრინველები, რომლებიც დღევანდელ ფრინველებს ჰგავდნენ. 47
ასე და ამგვარად, საბოლოოდ დამტკიცდა, რომ არქეოპტერიქსსა და სხვა იმდროინდელ ფრინველებს არაფერი ჰქონდათ საერთო გარდამავალ ფორმებთან. ნამარხები არ ადასტურებს ფრინველების სხვადასხვა სახეობების ერთმანეთისგან წარმოშობას. პირიქით, ისინი ძველი დროის ფრინველების დღევანდელებთან შესატყვისობას ამტკიცებს. ნაწილი ამ ფრინველებისა, მაგალითად Archaeopteryx-ი ან Conficiusornis–ი გადაშენდა, ხოლო ზოგმა მათგანმა დღევანდლამდე მოაღწია.
მითური კავშირი ფრინველსა და დინოზავრს შორის
ერთი სიტყვით, “ფრინველთა ევოლუციის” სცენარი, რომლის დაცვასაც ევოლუციონისტები არქეოპტერიქსის საშუალებით ცდილობენ, სხვა არაფერია, თუ არადა მათი წინასწარ აკვიატებული აზრისა და ფანტაზიის ნაყოფი.
ძუძუმწოვართა წარმოშობა
როგორც უკვე ვიცით, ევოლუციის თეორია ამტკიცებს, რომ ზღვიდან ამოსული ზოგიერთი ორგანიზმი ქვეწარმავლად იქცა, ხოლო ამ უკანასკნელებმა ფრინველებად ევოლუცია განიცადეს. ამავე სცენარით, ქვეწარმავლები გვევლინებიან წინაპრებად არა მხოლოდ ფრინველებისა, არამედ ძუძუმწოვრებისაც. თუმცა, არსებობს დიდი განსხვავება ცივსისხლიან, ქერცლით დაფარულ, კვერცხისმდებელ ქვეწარმავლებსა და თბილსისხლიან, ბუმბულით ან ბეწვით მოსილი, ცოცხლადმშობიარე ძუძუმწოვართა შორის.
ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ყბის აგებულებაში განსხვავებაა. ძუძუმწოვრების ქვედა ყბა ერთი ძვლისაა, რომელზეც კბილებია განლაგებული. ქვეწარმავლების ქვედა ყბა კი ორივე მხარეს სამ-სამი ძვლისგან შედგება.
მეორე ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ყველა ძუძუმწოვრის შუა ყურში სამი ძვალია (გრდემლი, უზანგი და ჩაქუჩი), ხოლო ქვეწარმავლებში – ერთი. ევოლუციონისტების მტკიცებით, ქვეწარმავლების ყბებმა და ყურებმა თანდათანობით, საფეხურების გავლით მიიღო ძუძუმწოვართა ყბებისა და ყურების ფორმა და აგებულება. კითხვაზე, თუ როგორ მოხდა ეს ცვლილება, პასუხი, რაღა თქმა უნდა, ვერ მივიღეთ. როგორ მოხდა, რომ სამი ძვლისგან შემდგარი ყური ერთძვლიან ყურად იქცა და მიუხედავად ასეთი გარდაქმნისა, განაგრძობს ფუნქციონირებას? ეს კითხვა ყოველთვის უპასუხოდ დარჩება.
ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ ყველა ცოცხალი არსება შეიქმნა მყისიერად და სრულყოფილი ფორმით და არასდროს განუცდია ევოლუციური პროცესის გავლენა. სწორედ ეს არის შექმნის კონკრეტული მტკიცებულება. ევოლუციონისტები კი ცდილობენ, ცოცხალი არსებების ეტაპობრივად წარმოშობა ევოლუციის პროცესს მიაწერონ.
თუ “ადამიანის ევოლუციის” ლეგენდის სხვა “მტკიცებულებებსაც” ამ კუთხით განვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი, შეთხზული ამბავი და არსებობს მთელი ლეგიონი მოხალისეებისა, რომელიც ამ თეორიის დასამტკიცებლად ყველაფერს იკადრებს.
თავი მეცხრე
ადამიანის ევოლუციის სცენარი
წინა თავებში ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ცოცხალი ორგანიზმის ევოლუციის მექანიზმი ბუნებაში არ არსებობს. სიცოცხლის ყველა ფორმა არის არა ევოლუციური პროცესის შედეგი, არამედ შეიქმნა ისეთი, როგორსაც ახლა ვხედავთ და შეიქმნა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. აქედან ცხადად ჩანს, რომ “ადამიანის ევოლუცია” არის გამონაგონი, რომლის განხორციელებაც სრულიად შეუძლებელია. რას ეყრდნობიან ევოლუციონისტები, როცა ამ ზღაპრებს თხზავენ? ასეთ საყრდენად იქცა ნამარხები, რომლებსაც ისინი თავიანთ ყაიდაზე განმარტავენ. მთელი ისტორიის მანძილზე მაიმუნის 6000 ჯიში არსებობდა. ,ათი უმრავლესობა გადაშენდა და მხოლოდ 120-მა მოაღწია ჩვენამდე. ევოლუციონისტებმა გამოიყენეს გადაშენებული მაიმუნების მათთვის ხელსაყრელი ძვლები და თავის ქალები, გაამწკრივეს ზომის მიხედვით და ამას დაამატეს სხვადასხვა ხანაში მცხოვრები ადამიანების თავის ქალები. ასე და ამრიგად შეიქმნა “ადამიანის ევოლუციის” სცენარი, რომლის თანახმადაც ადამიანებსა და დღევანდელ მაიმუნებს ერთი წინაპარი ჰყავდათ. ამ არსებებმა დროთა ვითარებაში ევოლუცია განიცადეს, რის შედეგადაც ერთი ნაწილი გადაიქცა მაიმუნებად, მეორე – ადამიანებად. თუმცა, ყველა პალეონტოლოგიური, ანატომიური და ბიოლოგიური მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ევოლუციის იდეა, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, მოძველდა და ძალა დაკარგა.
მაიმუნსა და ადამიანს შორის ნათესაური კავშირის არსებითი მტკიცებულებები არ არსებობს. გარდა ფალსიფიკაციისა, ფაქტების დამახინჯებისა, თვალში ნაცრის შეყრისა, შეთხზული ნახატებისა და კომენტარებისა... ნამარხები მოწმობს, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები რჩებოდნენ ადამიანებად, ხოლო მაიმუნები – მაიმუნებად. ზოგიერთი ნაშთი, რომელსაც ევოლუციონისტები ადამიანის “წინაპრად” აცხადებენ, ეკუთვნის ძველი ადამიანების სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს, რომლებიც არცთუ დიდი ხნის – დაახლოებით 10 000 წლის წინ არსებობდნენ და დროთა განმავლობაში გადაშენდნენ. ამასთან, ჩვენს დროშიც არსებობს ხალხები, რომელთა ფიზიკური აგებულება და თავისებურებები ადამიანთა იმ რასებს ჩამოჰგავს, რომლებიც ოდესღაც გადაშენდნენ. მთავარი კი ის არის, რომ ადამიანები და მაიმუნები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან და ეს განსხვავებები ევოლუციის პროცესში ვერაფრით გაჩნდებოდა. ასეთი განსხვავების ერთ-ერთი მაგალითია “გამართული სიარული”. ასეთი სიარული მხოლოდ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი და ერთ-ერთი ის თვისებაა, რაც ადამიანებს სხვა ცოცხალი არსებებისგან ასხვავებს.
გამოგონილი გენეალოგიური ხე ადამიანისა
დარვინიზმის თანახმად, თანამედროვე ადამიანი მაიმუნისმაგვარი არსებიდან წარმოიშვა. ვარაუდობენ, რომ 4-5 მილიონი წლის წინ დაწყებული პროცესში არსებობს მაიმუნისგან ადამიანისკენ “გარდამავალი ფორმები”. ჩამოვთვალოთ ამ შეთხზული სცენარის 4 ძირითადი კატეგორია:
Australopithecus (ავსტრალოპითეკი)
Homo habilis (უნარიანი ადამიანი)
Homo erectus (გამართულად მოსიარულე ადამიანი)
Homo sapiens (მოაზროვნე ადამიანი)
ევოლუციონისტებმა ადამიანის პირველი მაიმუნისმაგვარი ეგრეთ წოდებული წინაპარი, Australopithecines–ად, ანუ “სამხრეთის მაიმუნად” მონათლეს. სინამდვილეში, ის სხვა არაფერია, თუ არა გადაშენებული მაიმუნი. Australopithecines-ები სხვადასხვა სახისა გვხვდებიან: ერთნი მოსულები, ზორბა აღნაგობისა არიან, მეორენი – უფრო ჩია და სუსტი ტანისა. ადამიანის ევოლუციის შემდგომ სტადიებს ევოლუციონისტებმა “Homo”, ანუ “ადამიანი” დაურთეს. მათი მტკიცებით, Homo-ს სერიაში შემავალი არსებები უფრო განვითარებულნი არიან, ვიდრე Australopithecines –ი. ბოლო სტადიაში კი დგას Homo sapiens, რომელიც თანამედროვე ადამიანის მოდელია.
ევოლუციონისტები ამ თანმიმდევრობის: Australopithecines - Homo habilis - Homo erectus – Homo sapiens წამოყენებით ცდილობდნენ შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ამ მწკრივში წინ მდგარი მომდევნოს წინაპარი იყოს. თუმცა, ანთროპოლოგიის უკანასკნელი მონაცემები მოწმობენ, რომ Australopithecines, Homo habilis და Homo erectus ერთსა და იმავე დროს არსებობდნენ, ოღონდ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამასთან ადამიანებმა, რომლებიც Homo erectus –ის კლასს მიაკუთვნეს, თანამედროვეობამდე მოაღწიეს და Homo sapiens neandertalensis –ისა და Homo sapiens sapiens –ის (თანამედროვე ადამიანი) გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. ანუ, მოყვანილი ფაქტი ცხადად და ნათლად უარყოფს მოსაზრებას შესახებ იმისა, რომ ეს არსებები ერთმანეთის წინაპრები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.
ერთი სიტყვით, ყველა სამეცნიერო მონაცემი და გამოკვლევა ამ სფეროში მეტყველებს იმაზე, რომ ევოლუციონისტთა მიერ მაგალითად მოყვანილი ნაშთები არასდროს ყოფილა ევოლუციური პროცესის შედეგი. ამ ნაშთების ნაწილი მაიმუნებისაა, ნაწილი კი სხვადასხვა რასის ადამიანებისა. მაგრამ ამ ნაშთებიდან რომელია ადამიანებისა და რომელი – მაიმუნებისა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ეს კატეგორიები თანმიმდევრულად განვიხილოთ.
ევოლუციონისტთა შთაგონების ერთადერთი წყარო – ყბის ძვალი
რამაპითეკის (Ramapithecus) პირველი აღმოჩენილი ნამარხი ორი ნაწილისგან შემდგარ ყბის ნაწილს წარმოადგენს. მხატვარმა-ევოლუციონისტებმა, ყოვლად ურცხვად, სასწრაფოდ შექმნეს რამაპითეკის სახე ოჯახურ გარემოში, ეყრდნობოდნენ რა ამ ორ აღმოჩენილ ძვალს. როგორც კი ცხადი გახდა, რომ რამაპითეკის მსგავსი პოტენციური პრეტენდენტები “გარდამავალი ფორმის” წოდებაზე, მხოლოდ ჩვეულებრივი მაიმუნები იყვნენ, ევოლუციონისტებმა უხმაუროდ ამოშალეს ისინი ადამიანის გენეალოგიური ხიდან. 62
ავსტრალოპითეკი: მაიმუნის ერთ-ერთი სახეობა
ავსტრალოპითეკი, რომელიც პირველ კატეგორიას განეკუთვნება “სამხრეთულ მაიმუნს” ნიშნავს. ითვლება, რომ ეს არსებების აფრიკაში 4 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და არსებობა შეწყვიტეს ჩვენს ერამდე 1 მილიონი წლის წინ. ავსტრალოპითეკებს შორის განსხვავებებიც არსებობს. მათ შორის უძველესად Australopithecus afarensis ითვლება, მერე მოდის Australopithecus africanus შედარებით წვრილი ძვლებით და ბოლოს უფრო მსხვილძვლიანი Australopithecus robustus. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ Australopithecus boissei ბოისსეი ცალკე სახეობაა, მეორენი კი მას Australopithecus robustus-ის ქვესახეობად თვლიან.
Australopithecus-ის ყველა სახეობა თანამედროვე მაიმუნების მსგავსი გადაშენებული მაიმუნებია. ყველა ამ სახეობის ტვინის მოცულობა შიმპანზეს ტვინის ტოლი, ან მასზე ნაკლებია. კიდურებზე აქვთ შვერილი, რაც ხეებზე ცოცვის საშუალებას იძლევა, უკანა თათები შეჭიდების უნარით გამოირჩევა, მათი სიმაღლე 130 სანტიმეტრს არ აღემატება. თანამედროვე მაიმუნების მსგავსად ავსტრალოპითეკის მამრი მდედრზე მსხვილია. თავის ქალის აგებულების ბევრი თავისებურება, ახლომდებარე თვალის ფოსოები, წამახული ძირითადი კბილები, ყბების ფორმა, გრძელი ხელები და მოკლე ფეხები – ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ისინი თანამედროვე მაიმუნებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ.
ამ შემთხვევაში ევოლუციონისტები ეყრდნობიან იმ გარემოებას, რომ ავსტრალოპითეკებს ანატომიური აგებულება მაიმუნებისა აქვთ, და მაინც ადამიანების მსგავსად გამართულად დადიოდნენ,
თუმცა ბევრი მეცნიერის მიერ ჩატარებულმა Australopithecus–ის ჩონჩხის გამოკვლევებმა ევოლუციონისტთა მტკიცებულებები გააბათილეს. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ინგლისელმა და ამერიკელმა ანატომებმა – ლორდმა სოლი ცუკერმანმა და პროფესორმა ჩარლზ ოქსნარდმა, Australopithecus-ის ნაშთების საგულდაგულო გამოკვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ეს არსებები ისევე დადიოდნენ, როგორც თანამედროვე მაიმუნები. ინგლისის მთავრობის ხელშეწყობით, ჩამოყალიბდა ხუთკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყო ლორდი ცუკერმანიც, ვინც ამ არსების ძვლების შესწავლას 15 წელიწადი მოანდომა. მიუხედავად იმისა, რომ თვით ცუკერმანიც ევოლუციონისტების რიგებს განეკუთვნებოდა, ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ Australopithecus- ი მხოლოდ და მხოლოდ მაიმუნის ერთ-ერთი ქვესახეობა იყო, რომელსაც გამართული სიარული არ ახასიათებდა. 63 ხოლო ამ სფეროში თავისი გამოკვლევებით ცნობილი ევოლუციონისტი-ანატომი ჩარლზ ოქსნარდი ხაზს უსვამს Australopithecus–ისა და თანამედროვე ორანგუტანგის ჩონჩხებს შორის მსგავსებას. 64
1944 წელს ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა Australopithecus–ის ჩონჩხის უკანასკნელი ფართო გამოკვლევა ჩაატარა, რათა საბოლოო დასკვნა გამოეტანა ამ საკითხის ირგვლივ. ეს დასკვნა ასეთია – “ავსტრალოპითეკები ოთხზე დადიოდნენ.” 65
ერთი სიტყვით, ავსტრალოპითეკი სხვა არაფერია, თუ არა მაიმუნის გადაშენებული სახეობა, რომელსაც ადამიანთან არავითარი კავშირი არა აქვს.
ავსტრალოპითეკი – შიმპანზესთან მსგავსება
australopithecus, ავსტრალოპითეკიავსტრალოპითეკი, ადამიანის ევოლუციის სცენარიlucy, ავსტრალოპითეკი
lucy, ავსტრალოპითეკი ადამიანის პირველი ნამარხი ჩონჩხი იყო AL 288-1, ანუ “ლუსი”, რომელიც ეთიოპიაში, ხადარში იქნა აღმოჩენილი. როგორც მეცნიერები ვარაუდობდნენ, ის მიეკუთვნებოდა სახეობას - Australopithecus afarensis –ს. ევოლუციონისტებმა დიდი დრო და ენერგია შეალიეს იმის დამტკიცებას, რომ ლუსი გამართულად მოსიარულე არსება იყო. თუმცა ნამარხის თანამედროვე ანალიზმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ლუსი ჩვეულებრივი შიმპანზე იყო, რომელსაც გამართულად არასდროს უვლია.
Australopithecus afarensis -ის აღმოჩენილი ნამარხი AL 333-105 ეკუთვნოდა შიმპანზეთა იგივე სახეობის ახალგაზრდა მდედრ ინდივიდს. ამიტომ კორძი თავის ქალაზე ბოლომდე არ არის ფორმირებული.
ავსტრალოპითეკისა და შიმპანზეს თავის ქალების თვალსაჩინო მსგავსება მეტყველებს, რომ ავსტრალოპითეკი, რომელსაც ადამიანის წინაპრად წარმოაჩენდნენ, სინამდვილეში მაიმუნის ერთ-ერთი სახეობაა.
უნარიანი ადამიანი (Homo habilis): მაიმუნი, რომლის ადამიანად გადაქცევას ცდილობენ
ავსტრალოპითეკის თავის ქალის შიმპანზეს თავის ქალასთან მსგავსებამ, აგრეთვე ამ არსებების “ორ ფეხზე დგომის” ვერსიის გაბათილებამ ევოლუციონისტი პალეონტოლოგები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. წარმოსახვით ევოლუციონურ სქემაში AA–ს ხომ Homo erectus მოჰყვებოდა. Homo erectus, სადაც Homo ნიშნავს “ადამიანს”, ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება და გამართული (ვერტიკალური) ჩონჩხით გამოირჩევა. მისი თავის ქალის მოცულობა ორჯერ მეტია, ვიდრე ავსტრალოპითეკისა.. გარდაქმნა მაიმუნის ერთ-ერთი სახეობის - Australopithecus-ისა Homo erectus-სად, რომლის ჩონჩხის აგებულება არაფრით განსხვავდება თანამედროვე ადამიანისგან, ევოლუციის თეორიის მიხედვითაც კი შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა “ურთიერთკავშირი”, ანუ “გარდამავალი ფორმა”. სწორედ ამ აუცილებლობამ გამოიწვია “Homo habilis”-ის ცნების გაჩენა.
კლასიფიკაცია Homo habilis 1960 წელს ლიკის – “არქეოლოგიურ ნამარხებზე მონადირეთა” ოჯახმა წამოაყენა. ლიკის ოჯახის აზრით, წარმომადგენელს ამ ახალი სახეობისა, რომელსაც Homo habilis ეწოდა, გამართული სიარული შეეძლო. იგი შედარებით დიდი მოცულობის ტვინით გამოირჩეოდა და ქვისა და ხის შრომის იარაღების მოხმარება შეეძლო. ასე რომ, შეეძლო, ადამიანის წინაპარიც ყოფილიყო.
თუმცა, ოთხმოციან წლებში აღმოჩენილმა ნაშთებმა სრულიად შეცვალა ეს წარმოდგენები. ამ ნაშთების გამოკვლევის საფუძველზე ბერნარდ ვუდი და ლორინგ ბრეისი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ Homo habilis ანუ “ადამიანი, რომელსაც შრომის იარაღებით სარგებლობა შეუძლია”, სინამდვილეში უნდა მოიხსენიებოდეს, როგორც Australopithecus habilis, ანუ “სამხრეთაფრიკული მაიმუნი, რომელსაც შრომის იარაღებით სარგებლობა შეუძლია” რადგან Homo habilis –ს უამრავი რამ აქვს საერთო მაიმუნ Australopithecus –სთან: გრძელი ხელები, მოკლე ფეხები და მაიმუნისმაგვარი ჩონჩხი. ხოლო ტვინის მოცულობა – 550 კუბური სანტიმეტრი, საუკეთესო ნიშანია იმისა, რომ რომ ყველა ეს არსება მაიმუნებს განეკუთვნება. Homo habilis, რომელიც ზოგიერთი ევოლუციონისტის მტკიცებით, ცალკე სახეობაა, სინამდვილეში ისეთივე მაიმუნია, როგორც სხვა Australopithecus–ები.
შემდგომ წლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა Homo habilis–ისა და Australopithecus–ის მსგავსება დაადასტურა. 1984 წელს ტიმ უაიტმა აღმოაჩინა ჩონჩხისა და თავის ქალის ნაშთი OH62, რომელსაც მაიმუნის ყველა თვისება ახასიათებდა–მცირე მოცულობის ტვინი, გრძელი ხელები, რომლებიც ხეზე აცოცების საშუალებას აძლევდა, და მოკლე ფეხები.
ამერიკელი ანთროპოლოგის ჰოლი სმიტის 1994 წელს ჩატარებულმა უფრო დაწვრილებითმა ანალიზმაც დაადასტურა, რომ Homo habilis ადამიანი კი არა, მაიმუნია. ლაპარაკობს რა Australopithecus–ის, Homo habilis-ის, Homo erectus-ისა და Homo neandertalensis–ის კბილების გამოკვლევაზე, სმიტი აღნიშნავს:
“კბილების განვითარებისა და აგებულების კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჩატარებული ანალიზი მეტყველებს, რომ Australopithecus და Homo habilis აფრიკული მაიმუნების ერთსა და იმავე კატეგორიას მიეკუთვნებიან. თუმცა, Homo erectus და Homo neandertalensis, თავიანთი აგებულებით თანამედროვე ადამიანს ემსგავსებიან.” 66
უნარიანი ადამიანი (Homo habilis): მაიმუნის კიდევ ერთი სახეობა
homo habilis, ადამიანის ევოლუციის სცენარი, homohabilis
ევოლუციონისტები დიდი ხნის მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ არსება, რომელსაც ისინი უნარიან ადამიანს (Homo habilis) უწოდებდნენ, გამართული დადიოდა. ასე რომ, მათი ვარაუდით, ბოლოს და ბოლოს, აღმოჩენილ იქნა მაიმუნიდან ადამიანზე გარდამავალი ეტაპის დამადასტურებელი რგოლი, რაც ასე აკლდათ ევოლუციონისტებს. თუმცა, პალეონტოლოგ ტიმ უაიტის მიერ 1986 წელს აღმოჩენილმა – Homo habilis-ის ნაშთმა, რომელსაც მან OH62 უწოდა, სრულად გააბათილა ეს დებულება. ნაშთის ამ ნაწილმა აჩვენა, რომ Homo habilis ისეთივე არსება იყო, გრძელი წინა კიდურებითა და კარგად განვითარებული მოკლე ფეხებით, როგორიც თანამედროვე მაიმუნია. ამ ნამარხმა ნაშთმა ბოლოს და ბოლოს, გააბათილა ის მოსაზრება, რომ Homo habilis ორ ფეხზე მდგარი, გამართულად მოსიარულე არსება იყო. Homo habilis სხვა არავინ იყო, თუ არა, ჩვეულებრივი მაიმუნი.
იგივე წელს, გამოიყენეს რა კვლევის სრულიად განსხვავებული მეთოდი, ფრედ სპური, ბერნარდ ვუდი და ფრანს ზონეველდი იგივე დასკვნებამდე მივიდნენ. ეს მეთოდი წონასწორობის დამცველი მექანიზმის - შიდა ყურის ნახევრადმრგვალი არხების შედარებით ანალიზზეა დაფუძნებული. გამართულად მოსიარულე ადამიანისა და ნახევრად წელში მოხრილი მაიმუნის არხებს შორის კონკრეტული განსხვავევები არსებობს. ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ Australopithecus–ისა და Homo habilis-ის შიდა ყურის არხები თანამედროვე მაიმუნების მსგავსია, ხოლო Homo erectus–ის იგივე სტრუქტურა თანამედროვე ადამიანის არხების ანალოგიურია. 67
ამ აღმოჩენის საფუძველზე ორი უმნიშვნელოვანესი დასკვნის გაკეთება შეიძლება:
Homo habilis–ის სახელით ცნობილი ნაშთები განეკუთვნება არა Homo–ს, ანუ ადამიანის, არამედ Australopithecus–ის, ანუ მაიმუნის კლასიფიკაციას.
ადამიანი რუდოლფენსისი (Rudolfensis): სახის მცდარი რეკონსტრუქცია
შიდა ყურის აგებულების ანალიზის შედეგი: მაიმუნიდან ადამიანისკენ გადასვლა არ არსებობს
ადამიანის ევოლუციის სცენარი
ადამიანისა და მაიმუნის შიდა ყურის ნახევრადმრგვალი არხების შედარებითი ანალიზით დადგინდა, რომ ცოცხალი არსებები, რომლებიც ადამიანების წინაპრებად მოიხსენიებოდა, სინამდვილეში მაიმუნები იყვნენ. ავსტრალოპითეკისა და Homo habilis–ს შიდა ყურის არხებს მაიმუნებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები გამოარჩევს ისევე, როგორც Homo erectus–ს – ადამიანისა.
ტერმინი Homo Rudolfensis მიესადაგა ნაშთს, რომელიც 1972 წელს კენიაში, მდინარე რუდოლფის სიახლოვეს იქნა აღმოჩენილი. იგივე სახელი დაერქვა სახეობას, რომელსაც თითქოს ეს ნაშთი ეკუთვნოდა. მრავალი პალეონტოლოგი იზიარებს იმ აზრს, რომ Homo Rudolfensis სხვა სახეობას კი არა, Homo habilis-ს, ანუ მაიმუნებს მიეკუთვნება.
ნამარხის აღმომჩენმა რიჩარდ ლიკიმ, ასაკი თავის ქალისა, რომელსაც მან “KNM- ER 1470” დაარქვა, 2,8 მილიონი წლით განსაზღვრა და ეს ამბავი წარმოაჩინა, როგორც უდიდესი მოვლენა არქეოლოგიის ისტორიაში, რითაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ნაპოვნ არსებას თავის ქალის მოცულობა ისეთივე მცირე ჰქონდა, როგორც ავსტრალოპითეკს, ხოლო სახე ადამიანისას მიუგავდა. ლიკის აზრით, სწორედ ეს არსება იყო დაკარგული რგოლი ავსტრალოპითეკსა და ადამიანს შორის. თუმცა, მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ თავის ქალა “KNM- ER 1470” –ის “ადამიანური” სახე რეკონსტრუქციის პროცესში დაშვებული შეცდომის, (იქნებ წინასწარგანზრახული შეცდომის) შედეგი იყო. პროფესორი ტიმ ბრომეიჯი, რომელიც ადამიანის სახის ანატომიურ კვლევას აწარმოებდა, გვიზიარებს იმ ჭეშმარიტებას, რაც 1992 წელს კომპიუტერული სიმულაციის შედეგად დადგინდა:
“KNM- ER 1470-ის რეკონსტრუქციისას, სახე მოთავსდა თითქმის თავის ქალის პარალელურად, ისე, როგორც ეს თანამედროვე ადამიანს ახასიათებს. მაგრამ ამ შემთხვევაში სახე თავის ქალასთან უფრო დამრეცად უნდა მოეთავსებინათ. ასეთი განლაგებით ჩვენ ვიღებთ მაიმუნისმაგვარ სახეს, ისეთს, როგორიც ავსტრალოპითეკს აქვს.” 68
ერთი სიტყვით, მსგავსი კლასიფიკაციები, რომლებითაც ცდილობენ Homo habilis ან Homo Rudolfensis Australopithecus–სსა და Homo erectus–სს შორის გარდამავალ ფორმად წარმოადგინონ, ფანტაზიის შედეგია. ყოველი ეს არსება Australopithecus-ის ჩვეულებრივი წარმომადგენელია, რასაც დღეს მკვლევართა უმრავლესობა ეთანხმება. ამ არსებათა ანატომიური თავისებურებები ადასტურებს, რომ ისინი მაიმუნთა კლასს ეკუთვნიან. ხოლო მათი მომდევნო “Homo”-ს ნაშთები მართლაც ადამიანებისაა.
გამართულად მოსიარულე ადამიანი (Homo erectus) და მისი მომდევნო სახეობები: ადამიანების რეალური ტიპები
ევოლუციონისტთა მიერ მოგონილი სქემის თანახმად, სახეობა H –ს შიგნით ევოლუცია ასე წარიმართა – ჯერ Homo erectus, მერე Homo sapiens archaic, Nეანდერტალ, ჩრო-მაგნონ და თანამედროვე ადამიანი... თუმცა, ასეთი კლასიფიკაცია სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა სხვადასხვა რასას წარმოადგენს. მათ შორის იმაზე მეტი განსხვავება არ არის, ვიდრე ესკიმოსსა და ზანგს, ან ევროპელსა და პიგმეის შორის.
თავდაპირველად განვიხილოთ Homo erectus, რომელიც, ევოლუციონისტთა თვალსაზრისით საწყის სახეობას წარმოადგენს. ტერმინი “ერეცტ” აღნიშნავს “გამართულს”, ხოლო “Homo erectus” “გამართულ ადამიანს”. ევოლოუციონისტები იძულებულნი გახდნენ გამოეყოთ ეს ადამიანები მათი წინაპრებისგან ტერმინით – “ერეცტ”, რადგან Homo erectus–ის ნაშთებს სწორი (ვერტიკალური) ჩონჩხი ახასიაათებს, რაც არ შეინიშნება Australopithecus-სა ან Homo habilis-ში. Homo erectus–ისა და თანამედროვე ადამიანის ჩონჩხი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.
700 000 წლის წინანდელი ინჟინერ-გემთმშენებლები
ადამიანის ევოლუციის სცენარი
ფოტო კომენტარით:
ანტიკური ხანის მეზღვაურები: “პირველად მოხდა, რომ ადამიანები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე ვვარაუდობდით...” ამ სათაურით ჟურნალ “New Scientist”-ის 1998 წლის 14 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში ლაპარაკია იმაზე, რომ ევოლუციონისტების მიერ Homo erectus-ად მონათლული ადამიანები ჯერ კიდევ 700 000 წლის წინ გემთმშენებლობას მისდევდნენ. მაშ, შეიძლება “პირველყოფილი” ეწოდოს იმ ადამიანს, ვინც გემთმშენებლობისთვის აუცილებელ ცოდნასა და ტექნოლოგიებს ფლობდა?
ევოლუციონისტები Homo erectus-ს საწყის სახეობად შემდეგი მოსაზრებებით თვლიან – თავის ქალის მოცულობა (900-1100 სმ3), რაც ადამიანის თავის ქალის მოცულობაზე ნაკლებია და სქელი სქელი წარბზედა ბორცვები. ამავდროულად, მსოფლიოში დღესაც სახლობენ ადამიანები, რომელთაც Homo erectus–ის ტოლი თავის ქალის მოცულობა, (მაგალითად, პიგმეებს), ან ანალოგიური წარბზედა ბორცვები, (მაგალითად ავსტრალიელ აბორიგენებს) აქვთ.
Homo erectus–ის ყველაზე ცნობილი ნიმუში, რომელსაც “Narikotome homo erectus” ანუ “ბიჭიTurkana” ეწოდა, კენიაში, ტბა Turkana-ს ნაპირზე იქნა აღმოჩენილი. დადგინდა, რომ ეს ნამარხი ნაშთები ეკუთვნოდა თორმეტი წლის მოზარდს, რომელიც ზრდასრულ ასაკში 183 სანტიმეტრი სიმაღლისა იქნებოდა. მისი ჩონჩხი არაფრით განსხვავდება თანამედროვე ადამიანის ჩონჩხისგან.
გამართულად მოსიარულე ადამიანი (Homo erectus): ნამდვილი ადამიანი
homo erectus, ადამიანის ევოლუციის სცენარი
Homo erectus “გამართულად ფეხზე მდგარ ადამიანს” ნიშნავს. ყველა ნამარხი ნაშთი კაცობრიობის სხვადასხვა რასის წარმომადგენლებისაა. Homo erectus–ის ნამარხ ნაშთებს მკვეთრად გამოხატული საერთო მახასიათებლები არ აღენიშნებათ და ამიტომ, მხოლოდ თავის ქალაზე დაყრდნობით ადამიანის გარეგნობის განსაზღვრა საკმაოდ ძნელია. ამიტომაც, ბევრ სწავლულ ევოლუციონისტს ამ ნაშთთა სხვადასხვა კლასიფიკაცია და დასახელება მოჰყავდა.
მაღლა მარცხენა სურათზე წარმოდგენილია Homo erectus–ის ყველაზე დამახასიათებელი თავის ქალა, რომელიც აფრიკაში, დასახლება კოობი ფორას შემოგარენში აღმოჩნდა. მარჯვენა ფოტოზე კი ვხედავთ Homo Ergaster KNM-ER 3733-ის თავის ქალას, რომელიც თავის ქალის არცთუ მკვეთრად გამოხატულ თავისებურებებს ასახავს.
Homo erectus–ის ყველა ამ ნამარხი ნაშთის თავის ქალის მოცულობა 900-დან 1100 კუბური სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. ეს მაჩვენებლები თანამედროვე ადამიანისას უტოლდება.
ჩონჩხი KNM WT 1500-ისა, რომელიც “ტურკანის ბიჭის” სახელწოდებით უფროა ცნობილი, დღესდღეობით აღმოჩენილ ნამარხ ნაშთებს შორის ყველაზე სრული და ძველია. ამ ნაშთის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს იყო 12 წლის ყმაწვილი, რომლის სიმაღლე 180 სანტიმეტრს აღწევდა. ეს ნამარხი ნაშთი ნათლად ადასტურებს თანამედროვე ადამიანისა და ნეანდერტალელი ადამიანის ჩონჩხის სრულ იდენტურობას. “ტურკანის ბიჭი” არის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში, რომელიც მითური ადამიანის ევოლუციის ყველა არგუმენტს აბათილებს.
homo erectus, ადამიანის ევოლუციის სცენარი
ამერიკელი პალეოანთროპოლოგი ალან უოლკერი წერს:
“პალეონტოლოგიაში მომუშავე საშუალო დონის სპეციალისტსაც კი გაუჭირდება ამ ჩონჩხის თანამედროვე ადამიანის ჩონჩხისგან გარჩევა.” 73
“რაც შეეხება თავის ქალას, ის ნეანდერტალელის თავის ქალის ანალოგიურია”. 74
ნეანდერტალელები თანამედროვე ადამიანების ერთ-ერთი რასაა. ეს ესე იგი, Homo erectus-იც ადამიანის ერთ-ერთი რასაა. ევოლუციონისტი რიჩარდ ლიკიც კი აღიარებს, რომ Homo erectus-სა და თანამედროვე ადამიანს შორის განსხვავება რასობრივი განსხვავებულობის ფარგლებს არ სცილდება:
“ყოველ ადამიანს შეუძლია შეამჩნიოს განსხვავება: თავის ქალის ფორმა, სახის კუთხე, უხეში წარმსზედა ბორცვი და ა.შ. თუმცა ეს განმასხვავებელი თავისებურებები დღესაც გვხვდება სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში მცხოვრებ ადამიანებში. ეს ვარიაციები წარმოიქმნება, როცა ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულ პირობებში ცხოვრობენ.” 75
“თუ გავითვალისწინებთ დიდ განსხვავებას ერთმანეთისგან დაცილებულ ისეთ ჯგუფებს შორის, როგორებიცაა ესკიმოსები და ავტრალიის აბორიგენები, რომლებიც Homo sapiens-ის სახეობას მიეკუთვნება, ლოგიკურად უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ Homo erectus-იც Homo sapiens-ია, და მათ შორის არის განსხვავებებიც.” 76
Homo erectus, (ერთ-ერთი ადამიანური რასა) მკვეთრად განსხვავდება მაიმუნებისგან (Australopithecus, Homo habilis, Homo Rudolfensis), რომლებიც ევოლუციური სცენარის მიხედვით მას წინ უსწრებენ. ანუ აღმოჩენილი პირველი ადამიანები გაჩნდნენ მყისიერად და ერთდროულად, ყოველგვარი ევოლუციური პროცესის გარეშე. და შექმნის დამამტკიცებელი ამაზე უტყუარი და საფუძვლიანი საბუთი არ შეიძლება არსებობდეს.
მაგრამ ამ ჭეშმარიტების გაზიარება ევოლუციონისტთა დოგმატურ ფილოსოფიასა და იდეოლოგიასთან დაპირისპირებას ნიშნავს. ამის გამო, ისინი ცდილობენ, Homo erectus ნახევრადმაიმუნის მსგავს არსებად წარმოგვიდგინონ. ის კი სინამდვილეში ადამიანთა ერთ-ერთი რასის წარმომადგენელია და სხვა არაფერი. Homo erectus-ის რეკონსტრუქციებში დაჟინებით ცდილობენ, მას მაიმუნის გარეგნობა მისცენ. მეორე მხრივ, მათ “ადამიანური თავისებურებებით” დაასაჩუქრეს ისეთი მაიმუნები, როგორებიც არიან Australopithecus ან Homo habilis. სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების – მაიმუნებისა და ადამიანების ასეთი “დაახლოებით”, ისინი ცდილობენ მიჩქმალონ მათ შორის არსებული განსხვავება.
ნეანდერტალელები: ზორბა ადამიანთა რასა
ნეანდერტალელები ევროპაში 100 000 წლის წინ უცებ გაჩნდნენ და 35 000 წლის წინ ასევე სწრაფად და უხმაუროდ გაქრნენ სხვა რასებთან ასიმილირების შედეგად. ერთადერთი, რაც მათ ადამიანებისგან განასხვავებს, უფრო მტკიცე ჩომჩხი და მსხვილი თავის ქალაა. ნეანდერტალელები ადამიანთა რასაა. ამ დებულებას დღეს ყველა იზიარებს. ევოლუციონისტებმა დიდი ძალისხმევა შეალიეს იმას, რომ ეს ადამიანები “საწყის სახეობად” წარმოედგინათ, მაგრამ ყველა ფაქტი მეტყველებს – ნეანდერტალელი არაფრით განსხვავდება დღეს მცხოვრები ნებისმიერი მოსული ადამიანისგან. ნიუ მექსიკოს ერთ-ერთი წამყვანი არქეოლოგი ერიკ ტრინკაუსი ამ საკითხზე მსჯელობისას აღნიშნავს:
“ნეანდერტალელის ნამარხ ნაშთსა და თანამედროვე ადამიანის ძვლების შედარებითი ანალიზით დადგინდა, რომ ნეანდერტალელის ანატომიურ აგებულებასა და მოძრაობებში, ინსტრუმენტების მოხმარების უნარში, გონებრივი დონესა და მეტყველების უნარში არაფერია ისეთი პრიმიტიული, რაც თანამედროვე ადამიანისგან მის ჩამორჩენილობას დაადასტურებდა.” 77
ცრუ ნიღბები: ნეანდერტალელი, რომელიც პრაქტიკულად თანამედროვე ადამიანისგან არაფრით განირჩევა, ევოლუციონისტთა მიერ წინასწარგანზრახვით მაიმუნისმაგვარ არსებად არის გამოსახული.
ამიტომაც დღესდღეობით ბევრი მეცნიერი ნეანდერტალელს ადამიანის ქვესახეობად მიიჩნევს და განსაზღვრავს, როგორც” Homo sapiens neandertalensis”-ს. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ ნეანდერტალელები მკვდარს მარხავდნენ, იცოდნენ მუსიკალური ინსტრუმენტების გაკეთება და საერთოდ, იზიარებდნენ განვითარებულ კულტურას Homo sapiens sapiens-ისა, რომლებიც დროის იგივე მონაკვეთში ცხოვრობდნენ. ერთი სიტყვით, ნეანდერტალელები წარმოადგენდნენ რასას “ზორბა” ადამიანებისა, რომელიც დროთა ვითარებაში გადაშენდა.
ნეანდერტალელები: ზორბა აღნაგობის ადამიანები
neandertal, ნეანდერტალელებიადამიანის ევოლუციის სცენარი, neandertal
ზემო სურათზე წარმოდგენილია Homo Sapiens neanderthalensis–ის თავის ქალა, რომელიც ისრაელში აღმოაჩინეს და ამუდი დაარქვეს. ნეანდერტალელები არცთუ ძალიან მაღალ, მაგრამ ჩასკვნილ ადამიანებად ითვლებოდნენ, თუმცა ამ ნამარხი ნაშთის პატრონი სიმაღლით 180 სანტიმეტრი იყო. მისი ტვინის მოცულობა 1740 კუბურ სანტიმეტრს შეადგენდა, რაც დღეს აღმოჩენილ არსებათა ტვინის მოცულობას აღემატება. ამ გარემოებამ საბოლოოდ დაასამარა ევოლუციონისტთა მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც ნეანდერტალელები პრიმიტიულ ადამიანთა სახეობას განეკუთვნებოდნენ. მარცხენა სურათზე ხედავთ ნამარხ ნაშთს – კებარას (მოშე). ეს დღესდღეობით ნეანდერტალელის ყველაზე სრული და კარგად შენახული ჩონჩხია. ამ ადამიანის სიმაღლე 170 სანტიმეტრი იყო და მისი აგებულება თანამედროვე ადამიანის ჩონჩხისგან არაფრით განსხვავდებოდა. საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც ამ ჩონჩხთან ერთად აღმოაჩინეს, საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ადამიანთა საზოგადოება, რომელსაც ეს ინდივიდი განეკუთვნებოდა, Homo Sapiens-თან ერთ გეოგრაფიულ არეალში ცხოვრობდა და იგივე კულტურას წარმოადგენდა.
გონიერი ადამიანი (Homo Sapiens Archaic), ჰაიდელბერგელი ადამიანი (Homo Heilderbergensis), კრომანიოლელი (Cro-Magnon)
Homo Sapiens Archaic გამოგონილ ევოლუციურ ჯაჭვში ადამიანის წინამორბედია. ევოლუციონისტებს ბევრი არაფერი აქვთ სათქმელი ამ ადამიანებზე, რადგან ისინი თანამედროვე ადამიანისგან არაფრით განსხვავდებიან. ზოგი მკვლევარის აზრით კი, ამ რასის წარმომადგენლები დღესაც არსებობენ, მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენების სახით. აბორიგენებს, ისევე, როგორც ამ რასის წარმომადგენლებს, მსხვილი წარბსზედა ბორცვები, ყბები ნიკაპის შვერილის გარეშე და ტვინის ოდნავ უფრო მცირე მოცულობა ახასიათებს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები (Homo Sapiens Archaic) დღევანდელი უნგრეთისა და იტალიის ტერიტორიაზე სახლობდნენ.
Homo Sapiens და კლასიფიკაცია, რომელიც ევოლუციონისტურ ლიტერატურაში Homo Heilderbergensis–ის სახელით მოიხსენიება, სინამდვილეში ერთი და იგივეა. ადამიანის ერთი და იგივე რასის განსაზღვრისთვის ორი მცნების შემოღების მიზეზი ევოლუციონისტთა შორის შექმნილი აზრთა სხვადასხვაობაა. Homo Heilderbergensis–ის კლასიფიკაციას მიკუთვნებული ნამარხი ნაშთები მოწმობს, რომ 500 000 და 740 000 წლის წინათაც კი ინგლისისა და ესპანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ანატომიურად თანამედროვე ევროპელებს ჰგვანან.
მეტიც, აფრიკისა და საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში (Salute და Dorgonya) ცხოვრობენ ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც კრომანიონელებს ჰგვანან. ასეთი ჯგუფები გვხვდება პოლონეთსა და უნგრეთშიც.
ტიპები ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ წინაპრებთან ერთ დროში ცხოვრობდნენ
ყველაფერი, რაც აქამდე განვიხილეთ, გვარწმუნებს, რომ ევოლუციის თეორიის სცენარი თითიდან გამოწოვილი და უსაფუძვლო დასკვნების მწკრივია და სხვა არაფერი. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის ფაქტი, რომ ასეთი გენეალოგიური ხის არსებობისთვის აუცილებელია მაიმუნისგან ადამიანის ევოლუციის დამამტკიცებელი არქეოლოგიური მასალები. ეს მაშინ, როცა მაიმუნსა და ადამიანს შორის გადაულახავი უფსკრულია. ამ უფსკრელს ქმნის ისეთი თავისებურებები, როგორებიცაა ჩონჩხის აგებულება, თავის ქალის მოცულობა და სიარული. (1994 წელს ჩატარდა შიდა ყურის ვესტიბულარული აპარატის გამოკვლევები, რომელთა შედეგად Australopithecus და Homo habilis მიეკუთვნენ მაიმუნების კლასს, ხოლო Homo erectus – ადამიანთა კლასს). ამ ორი სახეობის თანაცხოვრება, რომელთაც ერთიმეორის წინაპრად გვისახავდნენ, მოწმობს, რომ მათ შორის არ შეიძლებოდა რაიმე ნათესაური კავშირი ყოფილიყო. Australopithecus რომ გადაქცეულიყო Homo habilis– ად, ის კი თავის მხრივ Homo erectus–ად, როგორც ამას ევოლუციონისტები ამტკიცებენ, შესაბამისად, მათი არსებობის პერიოდებიც თანმიმდევრული იქნებოდა. სინამდვილეში კი პირიქითაა – არავითარი ქრონოლოგიური თანმიმდევრობა არ აღინიშნება. თბით ევოლუციონისტების გამოთვლებით, Australopithecus არსებობდა ოთხიდან ერთი მილიონი წლის წინათ, Homo habilis-ად კლასიფიცირებული არსებები – 1,7-1,9 მილიონი წლის წინ, ხოლო ასაკი Homo rudolfensis-ისა, რომელიც ევოლუციონისტთა აზრით, Homo habilis-ზე უფრო განვითარებული იყო, 2,5-2,8 მილიონი წლით განისაზღვრება. ანუ, Homo rudolfensis თავის ეგრეთწოდებულ “წინაპარზე” - Homo habilis-ზე თითქმის ერთი მილიონი წლით უფროსია. მეორე მხრივ, Homo erectus-ის ასაკი 1,6-1,8 მილიონი წლით განისაზღვრება. ესე იგი, Homo erectus- ისა და მისი “წინაპრის” - Homo habilis-ის გამოჩენა ერთდროულად მომხდარა.
ამ ფაქტს ალან უოლკერიც ადასტურებს:
“თუ არის სამი სხვადასხვა ჰომინიდი (ანუ ადამიანისმაგვარი), რომლებიც ერთდროულად არსებობდნენ, ჩვენს გენეალოგიურ ხეს რა ემართება? ცხადია, რომ მათ არ შეეძლოთ ერთიმეორისგან წარმოქმნა. ამასთან, მათი შედარებისას არავითარი ევოლუციური პროცესის არ შეინიშნება.” 80
განვიხილავთ რა გადასვლას Homo erectus–დან Homo sapiens–ამდე, ჩვენ იქაც დავრწმუნდებით, რომ არავითარი გენეალოგიური ხე არ არსებობს. ნამარხი ნაშთები მოწმობს, რომ Homo erectus და Homo sapiens archaic ჩვენს დრომდე 27 000 და 10 000 წლის წინადაც კი არსებობდნენ. Homo erectus–ის თავის ქალები აღმოჩენილია ავსტრალიის ჭაობში Kოწ და კუნძულ იავაზე და მათი ასაკი შესაბამისად 13 000 და 27 000 წლით განისაზღვრება. 81
გონიერი ადამიანის (Homo sapiens) გაუხმაურებელი ამბავი
ჩვენს მიერ განხილული ფაქტების გარდა არსებობს ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი და საოცარი ჭეშმარიტება, რომელიც ძირშივე აცამტვერებს გამოგონილ გენეალოგიურ ხეს: Homo sapiens-ის, ანუ თანამედროვე ადამიანის ისტორია უშორეს წარსულში იღებს სათავეს. პალეონტოლოგიური აღმოჩენები ამტკიცებს, რომ თითქმის მილიონი წლის წინ დედამიწაზე ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც ჩვენგან არაფრით განსხვავდებოდა - Homo sapiens.
Discover ჟურნალი “Discover” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევოლუციონისტურ გამოცემებს შორის. 1997 წლის დეკემბრის ნომრის გარეკანზე გამოქვეყნებულია 800 000 წლის წინანდელი ადამიანის სახე ასეთი წარწერით: “ეს არის ჩვენი წარსულის სახე?” ეს იყო სწორედ ის კითხვა, რომელიც ევოლუციონისტთა აშკარა გაოგნებას გამოხატავდა.
ამ თემაზე პირველი აღმოჩენები ეკუთვნის ცნობილ ევოლუციონისტ პალეოანთროპოლოგს ლუის ლიკის. 1932 წელს კენიაში, ტბა ვიქტორიასთან ახლომდებარე რაიონ Kანჯერა-ში მან აღმოაჩინა რამდენიმე ნამარხი ნაშთი, რომლებიც ანატომიურად თანამედროვე ადამიანის ანალოგიური იყო და შუა პლეიცოსტენის ხანას განეკუთვნებოდა. მაგრამ შუა პლეიცოსტენის ხანა დედამიწაზე 1 მილიონი წლის წინ იყო. 82 საბოლოოდ, ევოლუციონისტმა-პალეოანთროპოლოგებმა უარყვეს ამ აღმოჩენის ფაქტი, რადგან იგი ყოველგვარ საფუძველს აცლიდა მათ მიერ მოგონილ გენეალოგიურ ხეს. თუმცა, ლიკი ყოველთვის იცავდა თავისი გათვლების სისწორეს. ის იყო, ამ საკითხის ირგვლივ კამათი ოდნავ დაცხრა, როცა 1995 წელს იტალიაში აღმოჩენილმა ნამარხმა ნაშთმა ცხადად აჩვენა, რომ Homo sapiens–ს სინამდვილეში გაცილებით უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ზემოთაღნიშნული ნაშთი მადრიდის უნივერსიტეტის სამმა პალეოანთროპოლოგმა Atapeurca-ს რაიონში, გამოქვაბულ გრან დოლინაში აღმოაჩინა. ეს იყო თერთმეტი წლის ბავშვის ნაშთი, რომელიც თანამედროვე ადამიანის ანალოგიურია. ეს ბავშვი კი 800 000 წლის წინ არის გარდაცვლილი. ჟურნალმა “Discover” თავის 1997 წლის დეკემბრის ნომერში ამ თემას დიდი ყურადღება დაუთმო.
ამ ნაშთმა მნიშვნელოვნად შეურყია “ადამიანის ევოლუციის” თეორიისადმი რწმენა თვით ა. ფერარესს, რომელიც გრან დოლინაში მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა:
“ჩვენ ველოდით, რომ გადავაწყდებოდით რაიმე დიდს, უზარმარმაზარს, უხეშს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პირველყოფილს. 800 000 წლის წინანდელ ბავშვი რაღაც “ბიჭი Turkana “-ს მსგავსად წარმოგვედგინა. თუმცა ის, რაც ვნახეთ, სრულიად თანამედროვე სახე იყო... ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ადამიანი სახტად რჩება! აქ გაქვავებულ ნაშთებზე არ არის ლაპარაკი. რა თქმა უნდა, გაქვავებული ნაშთების აღმოჩენაც ასევე ყოველთვის მოულოდნელია და სასიამოვნო, მაგრამ ეს ნორმალური მოვლენაა. ყველაზე საოცარია, როცა წარსულში პოულობ იმას, რაც მხოლოდ დღევანდელობის კუთვნილება გგონია. ეს იმას ჰგავს, გრან დოლინაში მაგნიტოფონი აღმოაჩინო. რაღა თქმა უნდა, ეს განსაცვიფრებელი ამბავია! ჩვენ პლეისტოცენის ხანაში მაგნიტოფონის პოვნის იმედი არა გვაქვს, მაგრამ აღმოჩენა 800 000 წლის წინანდელ ფენაში “თანამედროვე” სახისა თითქმის იგივეა. გაოგნებულები დავრჩით ამის დანახვისას.” 83
ეს აღმოჩენა Homo sapiens–ის ისტორიას 800 000 წლით უკან სწევდა. თუმცა ევოლუციონისტებმა, თავი დააღწიეს რა პირველ გაოგნებას, გადაწყვიტეს, რომ ეს ნაშთები სხვა სახეობას ეკუთვნის. ეს იმიტომ, რომ გენეალოგიური ხის თანახმად Homo sapiens 800 000 წლის წინ არ უნდა არსებულიყო. ამ მიზეზით გამოგონილ იქნა სახეობა სახელწოდებით “Homo antecessor”, რომელშიც Atapeurca–ში აღმოჩენილ თავის ქალასაც გამოეყო ადგილი.
1,7 მილიონი წლის წინანდელი ქოხი და თანამედროვე ნაფეხურები, რომელთა ასაკი 3,6 მილიონი წელია
ადამიანის ევოლუციის სცენარი
ნაშთი სადგომისა, რომლის ასალი 1,7 მილიონი წელია. სწორედ ასეთ ქოხებში დღესაც მრავალი აფრიკელი აბორიგენი სახლობს
რაღა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტი სრულიად აბათილებდა ევოლუციის თეორიას, რომელსაც ადამიანის მაიმუნ Australopithecus–სგან წარმოშობის იდეა ეკუთვნის. პრინციპში, არსებობს აღმოჩენები, რომლებიც თანამედროვე ადამიანის ისტორიას 1,7 მილიონი წლით ახანგრძლივებს.
ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენაა ფეხის ნაკვალევი, რომელსაც მერი ლიკიმ 1977 წელს ტანზანიის დასახლება Laetoli–ში მიაგნო. ეს ნაფეხურები აღმოჩნდა ფენაში, რომლის ასაკი 3,6 მილიონი წელია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არაფრით გამოირჩევა თანამედროვე ადამიანის ნაფეხურებისგან.
მერი ლიკის მიერ ნაპოვნი ნაფეხურები გამოიკვლიეს საყოველთაოდ ცნობილმა პალეოანთროპოლოგებმა დონ ჯოჰანსონმა და ტიმ უაიტმა. დასკვნები იგივეა. უაიტი წერს:
“არც კი შეგეეჭვოთ... ისინი არაფრით განსხვავდება თანამედროვე ადამიანის ნაფეხურებისგან. ეს ნაკვალევი სადმე კალიფორნიის პლაჟზე რომ აღმოგეჩინათ და ნებისმიერი ბავშვისთვის გეკითხათ – “ეს რა არის?”, ის უეჭველად გიპასუხებდათ – “აქ ადამიანმა გაიარა.” ის ამ ნაფეხურს ასობით სხვა ნაფეხურისგან ვერ გაარჩევდა. ისევე, როგორც თქვენ ვერ გაარჩევდით.” 85
ჩრდილოეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუის რობინსმა ამ ნაფეხურების გულდასმით შესწავლის შემდეგ განაცხადა:
“ტერფის თაღი მაღალია; ამ პატარა ადამიანს ტერფის თაღი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მე. ესე იგი, მისი თითები მიწას ეხება ისე, როგორც ადამიანისა. ცხოველებში ეს არ არსებობს.” 86
ნაფეხურების მორფოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ისინი ადამიანს ეკუთვნის, თანაც თანამედროვე ადამიანს (Homo sapiens-ს) ეკუთვნის. რასელ ტატლი, ვინც ეს ნაფეხურები შეისწავლა, წერს:
“როგორც ჩანს, ეს ნაფეხურები ფეხშიშველმა Homo sapiens–მა დატოვა... ყველა მორფოლოგიური ანალიზი ადასტურებს, რომ ეს ნაფეხურები თანამედროვე ადამიანის ნაკვალევის იდენტურია.” 87
ყბა თანამედროვე ადამიანისა, რომლის ასაკიც 2,3 მილიონი წელია
ადამიანის ევოლუციის სცენარი კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ევოლუციონისტების მიერ შეთხზული გენეალოგიური ხის მითს აქარწყლებს: ყბა თანამედროვე ადამიანისა (Homo sapiens), რომელიც 2,3 მილიონ წელს ითვლის. ამ ძვალს, კოდური სახელწოდებით A.L.666-1, რომელიც ხადერში (ეთიოპია) ევოლუციონისტები “ფრიად განსაცვიფრებელ აღმოჩენად” იხსენიებენ, თუმცა კი ცდილობენ, მასზე ნაკლები ილაპარაკონ. (D. Johanson, Blake Edgar, “Frov Lucy to Language”, p.169)
ნეიტრალურმა გამოკვლევებმა ნაფეხურების ნამდვილი პატრონი დაადგინა: 20 ნაფეხური 10 წლამდე ასაკის თანამედროვე ადამიანისა და 27 გაქვავებული ნაკვალევი უფრო პატარა ბავშვისა. უდავოა, რომ ისინი ჩვენსავით ადამიანები იყვნენ. ამ მიზეზით Laetoli–ს ნაკვალევი ათწლეულების მანძილზე გაცხარებული კამათის საგანი იყო. ევოლუციონისტი პალეოანთროპოლოგები ვერაფრით ეგუებოდნენ იმას, რომ 3,6 მილიონი წლის წინ დედამიწაზე თანამედროვე ადამიანი დააბიჯებდა და ცდილობდნენ, ეს მოვლენა რამენაირად აეხსნათ. ოთხმოცდაათიან წლებში ეს “ახსნა” შემდეგნაირად ჩამოყალიბდა.
ერთი სიტყვით, 3,6 მილიონი წლისწინანდელი ნაფეხურები არ შეიძლება Australopithecus–ისა იყოს. მიზეზი კი, რის გამოც ეს ნაფეხურები ავსტრალოპითეკს მიაწერეს მხოლოდ ისაა, რომ ნამარხი აღმოჩნდა ვულკანურ შრეში, რომლის ასაკი 3,6 მილიონი წელია. რადგან, მათი ვარაუდით, ადამიანის იმ დროს არსებობა გამორიცხულია, ეს ნაკვალევი Australopithecus–ისაა! ამ ნაფეხურის გარშემო გამოთქმული ნააზრევი ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებაზე მეტყველებს: ევოლუციონისტები თავიანთ თეორიის დაცვას სამეცნიერო არგუმენტებზე დაყრდნობით კი არა, მათი იგნორირების გზით ცდილობენ. სახეზეა ბრმა თაყვანისცემა თეორიისა, სადაც ყოველი ახალი აღმოჩენა, თუ მის ჭეშმარიტებას არ ამტკიცებს, თვალთმაქცობისა და დამახინჯების მსხვერპლი ხდება.
მაშასადამე, ევოლუციის თეორია არის არა მეცნიერება, არამედ ცრუმეცნიერული დოგმა.
გამართული სიარული – ევოლუციის თეორიის ჩიხი
არქეოლოგიურ აღმოჩენებთან ერთად, გადაულახავი ანატომიური განსხვავებები ადამიანსა და მაიმუნს შორის აბათილებს ადამიანის ევოლუციის ზღაპარს. ერთ-ერთი ასეთი განსხვავება სიარულის სტილია.
ადამიანს გამართული სიარული ახასიათებს. ეს გადაადგილების განსაკუთრებული ხერხია, როგორიც სხვა ცოცხალ არსებებში არ გვხვდება. ზოგიერთ ცხოველში კი ეს უნარი ფრიად შეზღუდულია. ისეთი ცხოველები, როგორებიც არიან დათვი ან მაიმუნი ზოგჯერ ორ ფეხზე დგებიან (მაგალითად, რომ საკვებს მისწვდნენ). მათ წახრილი ჩონჩხი აქვთ და ოთხ კიდურზე გადაადგილდებიან.
საინტერესოა, შეიძლებოდა, ადამიანის გამართული სიარულის საფუძველი ოთხფეხთა გადაადგილების საშუალება ყოფილიყო, როგორც ევოლუციონისტები ამტკიცებენ?
ადამიანის ევოლუციის სცენარი
ჩატარებული გამოკვლევებით გამოირიცხა ევოლუციის შესაძლებლობა მაიმუნის ჩონჩხისა, რომელიც ოთხ კიდურზე სიარულისთვის არის გათვალისწინებული, გამართულად მოსიარულე ადამიანის ჩონჩხამდე.
არა! გამოკვლევებო ადასტურებს, რომ გამართულ სიარულს არასდროს განუცდია ევოლუცია, რისი განხორციელებაც საერთოდ შეუძლებელია. უპირველეს ყოვლისა, ორფეხიანობა ევოლუციური უპირატესობა არ გახლავთ. რადგან მაიმუნები ოთხ ფეხზე გაცილებით მსუბუქად, სწრაფად და ნაყოფიერად გადაადგილდებიან, ვიდრე ადამიანები. ადამიანს არ შეუძლია, ტოტიდან ტოტზე მაიმუნივით იხტუნაოს, ან გეპარდივით საათში 125 კილომეტრი სიჩქარე განავითაროს.
პირიქით. ადამიანი, რომელიც ორ ფეხზე დგას, გაცილებით ნელა გადაადგილდება და, მაშასადამე, ყველაზე უფრო დაუცველი არსებაა ბუნებაში. ამიტომ, თვით ევოლუციის თეორიის თანახმად, მაიმუნებისთვის არავითარი აზრი არ ჰქონდა, ორიენტაცია ორ ფეხზე დგომიდკენ მიემართა. პირიქით. იგივე თეორიის მიხედვით, თვით ადამიანები უნდა დადგნენ ოთხ ფეხზე.
მეორე ჩიხი, რომლისკენაც ევოლუციის თეორიას შევყავართ, ეს არის გამართული სიარულის დარვინიზმის მოდელთან, ანუ ეტაპობრივი განვითარების მოდელთან სრული შეუსაბამობა.
ეს მოდელი, რომელიც ევოლუციის საფუძველია, მოითხოვს “შერეული” სიარულის წესს ოთხფეხათა ორფეხებამდე ევოლუციის გარდამავალ ეტაპზე. ამასობაში კი რობერტ კრომპტონმა 1996 წელს კომპიუტერული გამოკვლევებით დაამტკიცა, რომ ამ “შერეული: სიარულის შექმნა არარეალურია. კრომპტონის დასკვნით ცოცხალ არსებას შეუძლია იაროს ან გამართულად ორ ფეხზე ან ოთხზე. 89 მოძრაობის ამ ორი სტილის შერწყმა შეუძლებელია, რადგან მკვეთრად ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებს. ამიტომაც “ნახევრადორფეხას” არსებობა გამორიცხულია. განსხვავება ადამიანსა და მაიმუნს შორის მხოლოდ მოძრაობის ხერხით არ ამოიწურება. ტვინის დონე, მეტყველების უნარი და სხვა თავისებურებები ევოლუციონისტებს ჯერაც ვერ აუხსნიათ. ევოლუციონისტი პალეოანთროპოლოგი ე. მორგანი აღიარებს:
“ადამიანის (ადამიანის ევოლუციის) ირგვლივ ოთხი მნიშვნელოვანი საიდუმლო არსებობს: 1. რატომ დგას ადამიანი ორ ფეხზე? 2. რატომ გაქრა ტანის ბალნიანი საფარი? 3. ტვინი ასე ძლიერ რატომ განვითარდა? 4. რატომ ისწავლა ლაპარაკი? ამ კითხვებზე სტანდარტული პასუხებია – 1. ჯერ არ ვიცით. 2. ჯერ არ ვიცით. 3. ჯერ არ ვიცით. 4. ჯერ არ ვიცით. კითხვების რაოდენობა შეიძლება გავზარდოთ, მაგრამ პასუხები იგივე დარჩება.” 90
ადამიანის ევოლუციის სცენარი
“თუ ობიექტურ რეალობას გავცდებით და ისე შევხედავთ მეცნიერების ისეთ სფეროებს, როგორებიცაა იქითური ძალების აღქმა და ადამიანების ნამარხების ახსნა, რაც, ამავდროულად საბუნებისმეტყველოდაც ითვლება, შევამჩნევთ, რომ ყველასთვის, ვისაც კი თეორიისა სჯერა, შეუძლებელი არაფერია. ასე რომ ადამიანებს, ვისაც ღრმად სწამთ რომელიმე თეორიისა, შეუძლიათ, წინააღმდეგობრივი მოსაზრებების არსებობაც კი უყოყმანოდ დაუშვან.” 91
რატომ ხდება, რომ ამდენი მეცნიერი ასე დაჟინებით იცავს ამ დოგმას? როგორ ხდება, რომ ამდენი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება უყოყმანოდ მიიღება, ხოლო თვითონ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებანი თეორიის კეთილდღეობას ეწირება?
პასუხი ერთია - ამ ადამიანებს ეშინიათ ჭეშმარიტებისა, რომელიც ევოლუციის თეორიის მიტოვების შემდეგ მათ წინაშე აღიმართება. ევოლუციის უარყოფით ისინი ერთადერთი ჭეშმარიტების – ღმერთის პირისპირ აღმოჩნდებიან. ეს კი სრულიად მიუღებელია მატერიალისტური ფილოსოფიის თვალსაზრისით, რომლისაც მათ ღრმად სწამთ და შეუძლებელია არსებობდეს, მათი წინასწარაკვიატებული აზრის გამო.
აი, რატომ ატყუებენ ისინი თავის თავსაც და მთელს სამყაროსაც, იყენებენ რა მასობრივი საშუალებების უმეტესობას. არარსებული არქეოლოგიური ნამარხები “ივსება” გამოგონილი ნახატებით ან მაკეტებით, რათა შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს იყოს მათი თეორიის დამადასტურებელი ფაქტები. ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც ასევე იზიარებენ მატერიალისტურ ფილოსოფიას, გამოგონილ სურათებსა და მაკეტებს საზოგადოებრიობის მოსატყუებლად იყენებენ და ცდილობენ ეს პრინციპი ადამიანებს ტვინში ჩაუბეჭდონ.
თუმცა, როგორც უნდა ეცადნონ, ჭეშმარიტება ცხადია: ადამიანი შექმნა არა გაუაზრებელმა ევოლუციის პროცესმა, არამედ ღმერთმა და ყოველი ჩვენგანი სწორედ მის წინაშე აგებს პასუხს. თუნდაც, რომელიმეს არ გვინდოდეს ამ პასუხისმგებლობის აღება.
თავი მეათე
ევოლუციის თეორიის მოლეკულური ჩიხი
ამ წიგნის წინა თავებში ევოლუციის თეორიის მცდარობა ნამარხი ნაშთების მაგალითებზე განიხილებოდა. თუმცა, შეგვეძლო არც არაფერი აგვეხსნა, რადგან ევოლუციის თეორიამ უკვე ჩვენს გამოკვლევებამდე განიცადა კრახი. თვით საკითხმა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ აქცია თეორია უაზრობად. ამის პასუხად ევოლუციის თეორია ამტკიცებს, რომ სიცოცხლე თავის სათავეს შემთხვევით გაჩენილი უჯრედიდან იღებსო. ევოლუციონისტთა სცენარით, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, ზოგიერთი არაორგანული ელემენტის რეაქციით, ელვისა და რყევის ზემოქმედებით წარმოიქმნა პირველი ცოცხალი უჯრედი. მაგრამ მტკიცებულება არაორგანული ნივთიერებებიდან ცოცხალი უჯრედის წარმოქმნისა დღემდე არც ერთი ცდითა თუ დაკვირვებით არ დასტურდება. პირიქით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ცოცხალი უჯრედი მხოლოდ სხვა ცოცხალი უჯრედისგან შეიძლება წარმოიშვას. ყოველი ცოცხალი უჯრედი სხვა უჯრედების დაყოფის შედეგია. მსოფლიოს ყველაზე სრულყოფილ ლაბორატორიებშიც კი ვერავინ შეძლო არაორგანული ქიმიური ნივთიერებისგან ცოცხალი უჯრედის მიღება. ევოლუციის თეორია კი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა თავისი ცოდნისა და უახლესი ტექნოლოგიების მიუხედავად ახალი უჯრედი ვერ შექმნა, დაჟინებით ამტკიცებს ცოცხალი უჯრედის შემთხვევით გაჩენას დედამიწის პირველადი ატმოსფეროს პირობებში. შემდგომ თავებში ჩვენ განვიხილავთ, თუ რით ეწინააღმდეგება ეს დებულება მეცნიერებისა და აზროვნების ძირითად პრინციპებს.
ადამიანი, რომელსაც უჯრედის შემთხვევით გაჩენის შესაძლებლობისა სჯერა, ქალაქზე ჩვენს მონათხრობსაც დაიჯერებს.
წარმოვიდგინოთ კლდეებს შორის მომწყვდეული თიხა უნაყოფო ველზე. წვიმების დროს თიხა ტალახად იქცევა, მერე მწველი მზის სხივებქვეშ მაგრდება და კლდეებს შორის მოქცეული, რაღაც ფორმას იღებს. შემდეგ ეს კლდეები, რომლებიც მეყალიბის როლს ასრულებს, რაღაც მიზეზით იშლება და იფანტება, რის შედეგადაც ჩნდება მაგარი, რაღაც ფორმის მქონე ერთი აგური. მიღებული აგური წლების მანძილზე იქნება იგივე პირობებში ახალი აგურების წარმოქმნის მოლოდინში. და ასობით, ათასობით აგურის წარმოქმნას საუკუნეები დასჭირდება. და ამ ხნის მანძილზე წარმოქმნილი აგურები, ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, დაუზიანებელი რჩება. საუკუნეების მანძილზე აუღელვებლად უცდის იგი ახალი აგურების წარმოქმნას და უცხოა მისთვის ნებისმიერი ცვლილება: უძლებს ქარიშხლებს, თოვლსა და წვიმას, არ მოქმედებს მასზე არც მცხუნვარე მზე და არც ყინვა.
როცა აგურების რაოდენობა საკმარისი იქნება, ამ აგურებზე მოქმედებას იწყებს ქარი, ქარბორბალა, ქარიშხალი და ისინი მწყობრად ლაგდება და შენობად იქცევა. ამავდროულად, ასევე “ბუნებრივი გზით” წარმოქმნილი ცემენტი და სხვა სამშენებლო მასალები, მკაცრად გეგმაზომიერად ნაწილდება აგურებს შორის და მყარ კედლებს ქმნის. სანამ ეს მოვლენები განვითარდებოდეს, მიწაში არსებულმა რკინამ ყლორტები გამოიბა, მერე “ბუნებრივი გზით შეიძინა ფორმა და მომავალი შენობის საძირკვლად იქცა. ყოველივე ამის შედეგად უდაბნოში უნაკლო ნაგებობა წამოიჭიმა.
რაღა თქმა უნდა, შენობა არა მხოლოდ საძირკვლის, აგურებისა და სხვა სამშენებლო მასალებისგან შედგება. მაშ, რითი შეივსო ეს დანაკლისი? პასუხი მარტივია: ნაგებობისთვის აუცილებელი ყველა მასალა ნაიდაგშია, რომელზეც ის არის აღმართული – სილიციუმი, რომელიც მინისთვისაა საჭირო, სპილენძი ელეტროსადენებისთვის, რკინა კოლონებისთვის, ლურსმნებისთვის, წყლის მილებისთვის – ეს ყოველივე ნიადაგში უხვად მოიპოვება. ამ მასალების ფორმირებისა და შენობაში შეტანა-დამონტაჟება ბუნებრივი მოვლენების საქმეა. ქარის, წვიმის, ცოტა ქარიშხლისა და მიწისძვრების შედეგად ყველაფერი, მათ შორის სადურგლო ნაწარმიც თავის მკაცრად განსაზღვრულ ადგილს პოულობს. საქმე ისე წარიმართა, რომ აგურებმა, იგრძნეს რა ფანჯრების აუცილებლობა, მათ ადგილი დაუთმეს. და გაითვალისწინეს რა, რომ აქ მომავალში გათბობის, წყლის მილები და ელექტროსადენები უნდა გასულიყო, მათ დატოვეს ხვრელები ამ კომუნიკაციებისთვისაც, რომლებიც ასევე შემთხვევის წყალობით შეიქმნა. უეჭველია, რომ “შემთხვევითობა” და “ბუნებრივი მოვლენები” რაღაც პროექტით თუ ნახაზით ხელმძღვანელობდნენ.
თუ თქვენ ისევ გჯერათ ამ ამბის, ამდენი ახსნა-განმარტების შემდეგ თუ დაფიქრდებით, თვითონვე მიხვდებით, როგორ გაჩნდა ქალაქში სხვა შენობებიც, ხიდები, მიწისქვეშა გადასასვლელები, გზები, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი და კომუნიკაციის სხვა სისტემები.
მეტიც, თუ ამ თემამ დაგაინტერესათ, შეგიძლიათ დაწეროთ რამდენიმეტომიკანი სამეცნიერო ნაშრომი - ”კანალიზაციის სისტემების ევოლუციის პროცესსა და არსებულ ნაგებობებთან მათი ჰარმონიის შესახებ”. ასე და ამრიგად, შეგეძლებათ თავი წარმოიდგინოთ გენიოსად, რომელსაც ადამიანის ისტორიის საუკეთესო გაშუქებისთვის აკადემიურ პრემიასაც მიანიჭებენ. სწორედ ასეთია თეორია, რომლის მიხედვითაც სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე შემთხვევითობაა. უჯრედი ხომ ისეთივე რთული აგებულებისაა, როგორც დიდი ქალაქი მთელი თავისი მოწყობილობით.
უჯრედის საოცარი აგებულება და ევოლუციის თეორიის კრახი
დღეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ უჯრედში არსებობს ენერგიის გამომმუშავებელი ცენტრები, “ფაბრიკები”, რომლებიც სიცოცხლისთვის აუცილებელ ჰორმონებსა და ფერმენტებს გამოიმუშავებს, “საინფორმაციო ცენტრი”, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია გამომუშავებულ პროდუქტებზე, “სატრანსპორტო სისტემა”, საჭირო პროდუქტებისა და ნედლი მასალის გადასაზიდად, პროდუქტების გადამუშავებისა და დასუფთავებისთვის განკუთვნილი “მილგაყვანილობა”, “ლაბორატორიები” და “ქარხნები”. ყოველივე ეს მხოლოდ მცირე ნაწილია უჯრედის ურთულესი მექანიზმისა. სწავლული-ევოლუციონისტი უ. ტორპი წერდა:
ხელოვნური უჯრედის შექმნის მცდელობები ყოველთვის კრახით მთავრდებოდა. ასე რომ, დღესდღეობით მსგავს მიზანს აღარავინ ისახავს და კვლევა ამ მიმართულებით აღარ მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მთელი ძალისხმევა, ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიები უძლური აღმოჩნდა მსგავსი სისტემის შესაქმნელად, ევოლუციის თეორია დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენას “შემთხვევითობით” ხსნის. ეს შეიძლება შეედაროს ენციკლოპედიას, რომელიც სტამბაში აფეთქების წყალობით შეიქმნა და დაიბეჭდა. მსგავსი განცხადება გააკეთა ინგლისელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა ფრედ ჰოილმა ჟურნალ “Natur”- ის 1981 წლის 12 ნოემბრის ნომერში:
“ეს შეიძლება შეედაროს ჯართის გროვას, რომელიც ქარიშხალმა ბოინგ-747-ად გადააქცია.” 93
ანუ, უჯრედის “შემთხვევით” წარმოქმნა შეუძლებელია და უეჭველია, რომ ის ვიღაცის მიერ არის შექმნილი.
მტავარი მიზეზი უჯრედის შემთხვევითობის შედეგად წარმოქმნის აუხსნელობისა ევოლუციის თეორით არის ამ უჯრედის “კომპლექსურობა, რომელიც გამარტივებას არ ექვემდებარება”. ცოცხალი უჯრედი მისი შემადგენელი უამრავი ნაწილის ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ფუნქციონირებს. და თუნდაც ერთ-ერთი ამ ნაწილის არარსებობა უჯრედის დაშლას იწვევს. უჯრედს არ შეუძლია დაიცადოს, სანამ ისეთი გაუაზრებელი პროცესები, როგორებიცაა ბუნებრივი შერჩევა და მუტაცია, მას სრულყოფილ სახეს მისცემს. მაშასადამე, პირველი უჯრედი, რომელიც დედამიწაზე შეიქმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი ყველა ნაწილით უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული და შესაბამისი ფუნქციები ჰქონოდა, ანუ ყოფილიყო სრულფასოვანი. რაც, უეჭველია, მის შექმნას გულისხმობს!
უჯრედის კომპლექსური აგებულება
“იმისთვის, რომ მივაღწიოთ სიცოცხლის რეალობას ისე, როგორც ამის საშუალებას მოლეკულური ბიოლოგია გვაძლევს, ჩვენ უჯრედი ათასმილიონჯერ უნდა გავზარდოთ, სანამ ის დიამეტრში ოც კილომეტრს არ მიაღწევს და არ დაემსგავსება ლონდონის ან ნიუ იორკის ტოლ გიგანტურ ლაინერს. ის, რაც ჩვენს თვალწინ იხსნება, თავისი სირთულითა და მოწყობით ანალოგი არა აქვს. უჯრედის ზედაპირზე შეგვიძლია გავარჩიოთ მილიონობით ნახვრეტი, რომლებიც უზარმაზარი კოსმოსური ხომალდის ილუმინატორებს წააგავს. ისინი დროდადრო იხსნება და იხურება, რითაც ნივთიერებების უსასრულო ნაკადს უჯრედში შეღწევის თუ მისი დატოვების საშუალებას აძლევს. ჩვენ რომ ერთ-ერთ ასეთ ხვრელში შეღწევის საშუალება გვქონდეს, უმაღლესი ტექნოლოგიებისა და საოცრად რთული მოწყობილობების სამყაროში მოვხვდებოდით.” (მაიკლ დენტონი, “ევოლუციის თეორიის კრიზისი”, ლონდონი, Burnett Books, 1986, გვ. 328)
1. ბირთვი, პლაზმა
ადამიანის ორგანიზმის გარშემო ყველა ცნობა ინახება უჯრედის ბირთვში, დაშიფრული დნმ-ის მოლეკულის სახით.
2. უჯრედის მემბრანა
მემბრანა პასუხს აგებს უჯრედსა და მის გარემომცველ გარემოს შორის ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაზე, ახორციელებს უჯრედში შემომავალი და გასული მოლეკულების საბოლოო შემოწმებას.
3. მიტოჰონდრიუმი
მიტოჰონდრიუმი უჯრედის ენერგიის ძირითადი წყაროა. მოლეკულის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ადენაზინტრიფოსფატი (ატფ) მიტოჰონდრიუმში სინთეზირდება.
4. ენდოპლაზმური ქსელი
გაცვლით პროცესებზე პასუხისმგებელი ენდოპლაზმური ქსელი გარემომცველი გარემოდან ციტოპლაზმისა და ცალკეულ უჯრედშორის სტრუქტურებს შორის ნივთიერებათა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
5. უჯრედის მემბრანის სარქველი
სარქველები უჯრედში ჟანგბადისა და გლუკოზის შემოსვლას. აგრეთვე თვით უჯრედში სინთეზირებული ცილებისა და ენზიმების გაყვანას უზრუნველყოფს.
ცილები “შემთხვევითობას” ბრძოლას უცხადებენ
დროებით გვერდზე გადავდოთ უჯრედი, თუნდაც იმიტომ, რომ ევოლუცია მისი უმცირესი ნაწილის მიმართაც კი უმწეოა. “ბუნებრივი გზით” უჯრედის შემადგენელი ცილის მოლეკულის ასეულობით სახესხვაობიდან ერთის მიღებაც კი შეუძლებელია. მოწესრიგებული მოლეკულების – ამინომჟავების განსაზღვრული რაოდენობა და სახეობა ქმნის უფრო დიდ მოლეკულას – ცილას. მათგან ყველაზე მარტივი არანაკლებ 50 ამინომჟავას შეიცავს. ზოგიერთში კი ამინომჟავების რიცხვი ათასს აჭარბებს. მთავარი კი ისაა, რომ ცილის შემადგენელი თუნდაც ერთი ამინომჟავას დანაკლისი, სიჭარბე ან მდგომარეობის შეცვლა ცილას მოლეკულების უწესრიგო გროვად აქცევს. ამიტომაც, ყოველ ამინომჟავას თავისი ადგილი უნდა ეჭიროს. და უმწეობა თეორიისა, რომელიც სიცოცხლის წარმოშობას შემთხვევითობას უკავშირებს, სწორედ ამ სისტემურობაშია. ასეთი წესრიგის გენიალურობის “შემთხვევითობით” ახსნა ხომ შეუძლებელია.
ცილის ფუნქციური აგებულება არაფრით შეიძლება “შემთხვევით” წარმოქმნილიყო, რაც ამის ალბათობის მარტივი მაგალითებითაც დასტურდება.
წარმოვიდგინოთ 12 სახეობის 288 ამინომჟავას შემცველი ცილის მოლეკულა, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა თანმიმდევრობით იყოს განლაგებული, ანუ 10 288 სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს (ეს ასტრონომიული ციფრი ერთიანთან 300 ნულის მიწერით იქმნება). და ამ კომბინაციებიდან მხოლოდ ერთს შეუძლია სასარგებლო ცილის შექმნა. დანარჩენები კი უსარგებლოდ რჩება და ზოგჯერ ცოცხალ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.
ალბათობა სხვა უამრავთან ერთად მხოლოდ ერთი მოლეკულის შექმნისა ერთია 10-ს მესამასე ხარისხიდან პრაქტიკაში ამის განხორციელება შეუძლებელია, რადგან მათემატიკაში შეფარდება ერთისა 10-ის ორმოცდამეათე ხარისხთან უკვე ნულის ტოლად ითვლება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ 288 ამინომჟავისგან შემდგარი მოლეკულა თავისი სტრუქტურით ბევრად ჩამოუვარდება გიგანტურ მოლეკულებს, რომლებიც ათასზე მეტი ამინომჟავისგან შედგება.
ევოლუციონისტთა აღიარება
ალექსანდრ ოპარინი
ალექსანდრ ოპარინი: “ჩვენ ვერ აგვიხსნია, როგორ შეიქმნა პირველი ცოცხალი უჯრედი.”
ევოლუციის თეორია გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდება იქ, როცა ლაპარაკია, თუ როგორ და როდის შეიქმნა პირველი ცოცხალი უჯრედი დედამიწაზე. შემთხვევით წარმოქმნა ისეთი კომპლექსური სისტემისა, როგორიც გახლავთ ცოცხალი უჯრედი, სრულიად შეუძლებელია. მეოცე საუკუნის მეორე მეოთხედში ევოლუციონისტები სიცოცხლის წარმოშობის პრობლემებს პირისპირ შეეჯახნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ევოლუციონისტი ალექსანდრ ოპარინი თავის 1936 წელს გამოცემულ წიგნში “სიცოცხლის წარმოშობა” წერდა:
“სამწუხაროდ, ცოცხალი უჯრედის წარმოშობა რჩება წყვდიადით მოცულ საკითხად, რომელიც მთელს ევოლუციის თეორიას მოიცავს.”
ოპარინის გამოკვლევების შემდეგ ევოლუციონისტების მიერ ჩატარებულ იქნა აურაცხელი ცდა, გამოკვლევა თუ დაკვირვება, რომლებიც მიზნად ისახავდა უჯრედის “შემთხვევით” გაჩენის შესაძლებლობის დამტკიცებას. თუმცა, ყოველი მომდევნო ცდა სულ უფრო და უფრო ცხადჰყოფდა უჯრედის განუმეორებლად რთულ აგებულებას და ამით ნაბიჯ-ნაბიჯ აბათილებდა ევოლუციის თეორიას. აი, რას ამბობს ამის შესახებ ბიოლოგიის პროფესორი, იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტთან არსებული ბიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დოქტორი კლაუს დოუზი:
“ყველა ცდამ, რაც ოცდაათი წლის მანძილზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხზე ქიმიური და მოლეკულური ევოლუციის განხრით ჩატარდა, იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა ამ კითხვისთვის, კიდევ უფრო გაამწვავა იგი. დღესდღეობით ყველა კვლევა ამ თემაზე ან ჩიხშია მომწყვდეული, ან შეუძლებლობის აღიარებით მთავრდება.” 2
ყველაზე პატარა ბაქტერიაც კი, სახელწოდებით “Mycoplasma Hovinis H39” 600 სახეობის ცილას შეიცავს. ამ შემთხვევაში ჩვენ ალბათობის თეორია ცილების 600 სახეობას უნდა მივუსადაგოთ. და ციფრს, რომელსაც გამოთვლების შედეგად მივიღებთ, შეუძლებელსაც კი ვერ ვუწოდებთ. მკითხველს, რომელიც ევოლუციის თეორიას მეცნიერულ მოძღვრებად მიიჩნევდა, ამ სტრიქონების გაცნობისას შეიძლება ციფრების უტყუარობასა და ყველაფერ დანარჩენშიც ეჭვი შეეპაროს. მაგრამ არა! ყოველივე ეს ზუსტად, ობიექტურად და მართლად არის გადმოცემული. ვერც ერთმა ევოლუციონისტმა ამ ციფრების უარყოფა ვერ შეძლო. ისინი დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ ცილის შემთხვევითი წარმოქმნა ისევე შეუძლებელია, როგორც ის, რომ რომელიმე მაიმუნი საბეჭდ მანქანას მიუჯდეს და კაცობრიობის ისტორია უშეცდომოდ ჩაარა კრაკოს. 94 მიუხედავად ამისა, მათ ურჩევნიათ შეუძლებლის შესაძლებლობა დაიცვან, ვიდრე სიცოცხლის წარმოშობის სხვა ახსნა – შექმნა აღიარონ!
ბე
ევოლუციონისტები ამტკიცებენ, რომ რადგან მოლეკულური ევოლუცია დიდხანს გრძელდებოდა, ამან შეუძლებელი შესაძლებელი გახადა. თუმცა, რაგინდ დიდი ხანი გავიდეს, ამინომჟავები ცილას ვერ წარმოქმნის. ამერიკელი გეოლოგი უილიამ სტოუქსი თავის წიგნში “Essentials of Earth History” წერს:
“მილიარდობით წლის მანძილზე მილიარდობით პლანეტა საჭირო ამინომჟავებით გაჯერებული თხევადი კონცენტრატით რომ ყოფილიყო სავსე, ცილა მაინც არ გაჩნდებოდა.” 96
მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ამ კითხვას პროფესორი პერი რივზი ასე პასუხობს:
“საკმარისია, ადამიანი დაფიქრდეს სტრუქტურებზე, რომელთა წარმოქმნაც ამინომჟავების შემთხვევითი შეერთებით შეიძლება, რომ უნებურად მივა დასკვნამდე – ამ სქემით სიცოცხლის გაჩენა წარმოუდგენელია. უფრო ლოგიკურია აღიაროს, რომ მთელი ეს სამუშაო უდიდესი აღმაშენებლის ნამოქმედარია.” 97
ისევე, როგორც შეუძლებელია ცილის შემთხვევით წარმოქმნა, მილიარდჯერ და მილიარდჯერ კიდევ უფრო შეუძლებელია ადამიანის უჯრედის შექმნისთვის მილიონობით ცილის შემთხვევითი შეერთება და შემთხვევით საჭირო მწკრივად განლაგება.
ცილის მოლეკულების კომპიუტერული მოდელი
ამასთან, უჯრედი მხოლოდ ცილოვანი მასისგან როდი შედგება. უჯრედშია, აგრეთვე, ნუკლეინის მჟავები, ცხიმი, ვიტამინები, ელექტროლიტები და სხვა ქიმიური ელემენტები, განლაგებულნი სტრუქტურისა და დანიშნულების მიხედვით. ყოველი ეს შემადგენელი ნაწილი სხვადასხვა სახის ორგანელების საძირკველია, ან დამხმარე მოლეკულის ფუნქციას ასრულებს.
ნიუ იორკის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორის, გენეტიკის სპეციალისტის რობერტ შაპიროს გამოთვლით, უბრალო ბაქტერიაში არსებული 2000 სახის ცილის წარმოქმნის ალბათობა შეადგენს ერთს ათის 40 000 ხარისხთან. (ეს წარმოუდგენელი ციფრი ერთიანთან 40 000 ნულის გამწკრივებით მიიღება.) 98 კარდიფის უნივერსიტეტის ასტრონომიისა და გამოყენებითი მათემატიკის პროფესორი ჩანდრა უიკრამასინგჰი ამ ციფრს ასე განმარტავს:
“ეს ციფრი –1040 000, საკმარისია დარვინისა და მთელი მისი თეორიის დასასამარებლად. არ არსებულა არავითარი საწყისი ბულიონი ჩვენს პლანეტაზე ან სხვაგან, სადაც შეიძლებოდა, სიცოცხლე გაჩენილიყო. და იმის გათვალისწინებით, რომ სიცოცხლის დაბადება შემთხვევითი არ არის, იგი მიზანდასახული შექმნის აქტის შედეგია.” 99
სერ ფრედ ჰოილი ამ ციფრზე შემდეგ აზრს გამოთქვამს:
“სიცოცხლე გონიერი შემოქმედის მიერ არის შექმნილი და ეს იმდენად ცხადია, რომ ადამიანს უნებურად უჩნდება კითხვა – ამ ჭეშმარიტებას ბევრნი რატომ უგულველყოფენ? ამის მიზეზია არა მეცნიერება, არამედ ფსიქოლოგიური ფაქტორი.” 100
ეს “ფსიქოლოგიური ფაქტორი”, რაზეც ჰოილი ლაპარაკობს, სხვა არაფერია, თუ არა ევოლუციონისტების წინასწარი განწყობა იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანისა და ყოველივე ცოცხალი არსებობა ღვთიური ძალით ახსნან. მათი მთავარი მიზანია არ ირწმუნონ ღმერთის არსებობა. მიზანი, რომლის გამოც ისინი განაგრძობენ საღი გონებისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იდეების დაცვას.
L-ცილები
უფრო დაწვრილებით განვიხილოთ მიზეზები იმისა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ცილა ევოლუციის თეორიის სცენარით შექმნილიყო. ცოცხალი ორგანიზმის ცილის მოლეკულის შესაქმნელად შესაბამისი ამინომჟავების შეერთების სწორი კომბინაცია არ არის საკმარისი. მოლეკულაში არსებული 20 ამინომჟავიდან ყოველი მათგანი მხოლოდ და მხოლოდ L ფორმისა უნდა იყოს. ქიმიურად ერთნაირი ამინომჟავები ორი სახისაა: L ამინომჟავა და D ამინომჟავა, ანუ განსხვავება მესამეული სტრუქტურების ურთიერთსაწინააღმდეგო განლაგებაშია. ისევე, როგორც ადამიანის მარცხენა და მარფჯვენა ხელი.
L-ცილები ამ ორი სახის ამინომჟავას თავისუფლად შეუძლია ერთმანეთს შეუერთდეს. თუმცა, გამოკვლევებმა საოცარი შედეგი მოგვცეს. უმარტივესიდან ურთულესამდე, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცილები მხოლოდ L ამინომჟავებს შეიცავს და თუნდაც ერთი D ამინომჟავას ჩარევა მათ უვარგისს ხდის. ბაქტერიებზე ჩატარებულმა ცდებმა გვიჩვენა, რომ D ამინომჟავები მათ მიერ უმალ იხლიჩება, ხოლო ზოგიერთი ბაქტერია მას თავისთვის აუცილებელ L ამინომჟავად აქცევს.
წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ცოცხალი ორგანიზმები წარმოიშვა შემთხვევით, როგორც ევოლუციონისტები ამტკიცებენ. ამ შემთხვევაში L და D ამინომჟავები თანაბარი რაოდენობით უნდა წარმოქმნილიყო. მასაშადამე, ეს ამინომჟავები ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურებში უწესრიგო რაოდენობით უნდა არსებობდეს, რადგან ქიმიურად ურთიქრთქმედების უნარი აქვთ. თუმცა, ცოცხალი ორგანიზმის ცილები მხოლოდ L ამინომჟავისგან შედგება.
ევოლუციონისტებმა ვერა და ვერ შეძლეს ესოდენ ზუსტი და სპეციფიკური შერჩევის ახსნა. და ეს სპეციფიკურობა კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს “შემთხვევითობის” თეორიას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასარგებლო ცილის წარმოქმნისთვის მხოლოდ ამინომჟავების აუცილებელი რაოდენობა, იდეალური თანაწყობა და მესამეული სტრუქტურა არ არის საკმარისი.
ამასთან ერთად აუცილებელია, რომ ეს ამინომჟავები L ფორმისა იყოს, ხოლო D ამინომჟავების დასწრება დაუშვებელია. რადგანაც ცილის სტრუქტურაში არ არსებობს D ამინომჟავის L ამინომჟავისგან გამოცალკევების ბუნებრივი მექანიზმი, დიდ მნიშვნელობას იძენს D ამინომჟავის პროცესში ჩაურევლობის უზრუნველყოფა და თვით ეს ფაქტი გამორიცხავს შემთხვევითობის ცნებას.
ამ შემთხვევას განიხილავს მეცნიერული ენციკლოპედია “ბრიტანიკა”:
“დედამიწაზე არსებულ ცოცხალ ორგანიზმებში არსებულ ყველა ამინომჟავას ერთნაირი ასიმეტრია აქვს, ანუ თითქმის ყოველთვის L ფორმითაა წარმოდგენილი. ეს იგივეა, რომ მონეტა უამრავ მილიონჯერ ააგდო და მუდმივად ავერსზე ჯდებოდეს და გამონაკლის შემთხვევაში – რევერსზე. გაუგებარია, როგორ, მაგრამ ეს შერჩევა დედამიწაზე სიცოცხლის წყაროს უკავშირდება.” 101
და თუ მონეტა მუდმივად ავერსზე ჯდება, რა უფრო ლოგიკურია, ავხსნათ ეს გარემოება შემთხვევითობით თუ ამ მოვლენაში ვიღაცის გონივრული ნება დავინახოთ? პასუხი ცხადია! თუმცა, ევოლუციონისტები მხოლოდ იმის გამო, რომ არ სურთ დაუშვან “გააზრებული ჩარევა”, განაგრძობენ შემთხვევითობის პრინციპის დაცვას. L ამინომჟავების მაგალითი ნუკლეოტიდებს, ანუ დნმ-ისა და რნმ-ის საძირკველსაც ეხება. ცოცხალი ორგანიზმებისგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ D ამინომჟავებიდგან შედგება. ეს გარემოებაც შემთხვევითობას მიეწერება.
ერთი სიტყვით, ყველა გამოკვლევა უარყოფს სიცოცხლის წყაროს შემთხვევით ხასიათს. თუ გამოვთვლით 400 ამინომჟავისგან, მხოლოდ და მხოლოდ D ამინომჟავისგან შედგენილი ცილის წარმოქმნის ალბათობას, ის შეადგენს 1:10120. იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას ამ ასტრონომიულ ციფრზე, საკმარისია გავიხსენოთ, რომ პლანეტაზე არსებული ყველა ელექტრონის რაოდენობა შეადგენს 1079. ხოლო ალბათობა იმისა, რომ ამინომჟავები საჭირო თანმიმდევრობით შეერთდება, ძნელად წარმოსადგენ ციფრებს ქმნის. თუკი ამ ხერხს უფრო რთულ ცილებს მივუსადაგებთ, საერთოდ წარმოუდგენელ სიდიდეებთან გვექნება საქმე.
აუცილებელი პირობა –სათანადო კავშირი
ცილის ყოველივე ზემოთთქმულის მიუხედავად, ევოლუციის თეორიის გამოუვალი მდგომარეობა ამით არ მთავრდება. ცილის წარმოქმნისთვის მხოლოდ ამინომჟავების აუცილებელი რაოდენობა, იდეალური თანაწყობა და მესამეული სტრუქტურა არ არის საკმარისი. მოლეკულები ამინომჟავებისა, რომლებსაც ერთ ბმაზე მეტი აქვთ, ერთმანეთს მხოლოდ განსაკუთრებული “პეპტიდური” კავშირით შეუძლიათ შეუერთდეს.
ამინომჟავებს ერთმანეთთან შეერთება სხვადასხვა გზით შეუძლია, მაგრამ ცილები კი წარმოიქმნება მხოლოდ ერთმანეთთან პეპტიდური ბმით შეკავშირებული ამინომჟავებისგან.
განვიხილოთ ასეთი მაგალითი: წარმოვიდგინოთ ავტომობილი, რომელსაც ყველა ნაწილი გამართული აქვს. ოღონდ, ერთ-ერთი ბორბალი ჭანჭიკით კი არა, მავთულით არის მიმაგრებული და მიმაგრებულია არა მიწის ვერტიკალურად, არამედ მის პარალელურად. რაც უნდა მძლავრი ძრავა ჰქონდეს ამ მანქანას, და რაც უნდა მოწინავე ტექნოლოგიით იყოს აღჭურვილი, იგი ერთ მეტრსაც ვერ გაივლის. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ერთი არასწორად დაყენებული თვალი მანქანას უმოქმედოდ ხდის. ასეა ცილის მოლეკულაშიც: ერთი ამინომჟავას პეპტიდური ბმის გარეშე შეერთებაც კი მას გამოუსადეგარს ხდის.
გამოკვლევების თანახმად, ამინომჟავების მხოლოდ 50%-ია ერთმანეთთან პეპტიდური ბმით დაკავშირებული მეორე ნახევარი კი დაკავშირებულია ბმებით, რომლებიც ცილის სტრუქტურაში არ არსებობს. როცა ცილის შემთხვევით წარმოქმნაზე ვლაპარაკობთ (იმ პირობით, რომ ყველა ამინომჟავა L ფორმისაა), არ უნდა დავივიწყოთ, რომ თვითეული ამინომჟავის თვითეული მოლეკულა წინამდებარე და მომდევნო მოლეკულასთან მხოლოდ პეპტიდური ბმით უნდა იყოს დაკავშირებული. ეს ალბათობა L ამინომჟავების ალბათობას უტოლდება. ანუ ამინომჟავების ერთმანეთთან პეპტიდური ბმებით დაკავშირების ალბათობა 2399-ის ტოლია.
500 ამინომჟავას შემცველი ცილის შემთხვევითი წარმოქმნის შანსი ნულის ტოლია
სასარგებლო ცილის მისაღებად სამი ძირითადი პირობაა საჭირო:
I – არსებობა ამინომჟავების ყველა ნაირსახეობისა, რომლებიც, ამასთან განსაზღვრული მოწესრიგებული პროპორციით იქნება წარმოდგენილი.
II – ყველა ამინომჟავა ჯაჭვში L ამინომჟავა უნდა იყოს.
III – ყველა ამინომჟავა ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული ქიმიური ფორმულით – პეპტიდური ბმით.
ამ მიზეზისდა გამო, ცილის შემთხვევითი წარმოქმნისთვის ამ სამი ზემოთნახსენები პირობის თანხვედრაა საჭირო. ცილის წარმოქმნის ალბათობა ამ სამი პირობის ალბათობის ნამრავლის ტოლია.
აქ ალბათობა 500 ამინომჟავისგან შემდგარი ცილის მოლეკულის შემთხვევითი წარმოქმნისა, შემდეგნაირად გამოითვლება:
ამინომჟავების მოწესრიგებული გამწკრივების ალბათობა.
ცილის შექმნაში ამინომჟავების 20 სახეობა მონაწილეობს. ამ გარემოების გათვალისწინებით:
ალბათობა ყოველი ამინომჟავასგან საჭირო ერთის ამორჩევისა ტოლია = 1/20
ალბათობა ყველა 500 ამინომჟავის სწორად შერჩევისა ტოლია = 1/20500 = 1/10650
= ერთ შანსს ათის 650-ე ხარისხიდან.
ალბათობა მხოლოდ L ამინომჟავის ამორჩევისა
ერთი L ამინომჟავის არჩევის ალბათობა ტოლია =1/2
ალბათობა მხოლოდ L ფორმის ამინომჟავების ერთდროული ამორჩევისა ტოლია =1/2500 = 1/10150
= ანუ 1 შანსი ათის 150-ე ხარისხიდან.
ამინომჟავების პეპტიდური ბმით დაკავშირების ალბათობა
ამინომჟავებს შეუძლია ერთმანეთს ნაირგვარი ქიმიური ბმებით შეუკავშირდნენ. სასარგებლო ცილის წარმოსაქმნელად აუცილებელია, რომ ისინი ერთმანეთთან განსაკუთრებული პეპტიდური ბმით იყვნენ დაკავშირებული. დაანგარიშებულია, რომ ამინომჟავების სწორედ პეპტიდური ბმით დაკავშირების ალბათობა 50%-ია. ამ გარემოების გათვალისწინებით:
- ორი ამინომჟავას პეპტიდური ბმით დაკავშირების ალბათობა ტოლია ½ = 1/2-თან.
- 500-ვე ამინომჟავას მხოლოდ პეპტიდური ბმით დაკავშირების ალბათობა ტოლია = 1/2499 = 1/10150 ესე იგი
= ერთი შანსი ათის 150-ე ხარისხიდან.
ალბათობების ჯამი = 1. X 2. X 3.
= 1/10650 X 1/10150 X 1/10150
= 1/10950
ერთ შანსს ათის 950-ე ხარისხიდან.
ნულოვანი ალბათობა
როგორც მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, 500 ამინომჟავისგან შემდგარი ცილის შემთხვევითი წარმოქმნის ალბათობა ტოლია 1:10950(ერთიანს 950 ნული უნდა მივუწეროთ, რომ მივიღოთ ასტრონომიული ციფრი, რომლის წარმოდგენაც ადამიანის შესაძლებლობას აღემატება). თუმცა, ეს ალბათობა მხოლოდ ქაღალდზე დაიწერება, რადგან პრაქტიკაში მისი განხორციელების შანსი არ არსებობს, ანუ ნულის ტოლია. მათემატიკაში ალბათობა, სადაც შანსი ერთია ათის 50 ხარისხიდან, სტატისტიკურად ნულოვან ალბათობად ითვლება.
თუ 500 ამინომჟავისგან შემდგარი ცილის შემთხვევითი წარმოქმნა ესოდენ შეუძლებელია, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლია გონება დაძაბოთ უფრო დიდი ციფრების აღქმით. სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილის – “ჰემოგლობინის” მოლეკულაში 574 ამინომჟავაა.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ სისხლის ერთ უჯრედში (და ასეთი უჯრედები ჩვენს სხეულში მილიარდობითაა) ჰემოგლობინის 280 მილიონი მოლეკულაა და ამ ერთადერთი ცილის ცდისა და შეცდომების გზით წარმოქმნისთვის აუცილებელია დროის მონაკვეთი, რომელიც კაცობრიობის მთელს ისტორიას აღემატება. ესე იგი, რომ დავუშვათ კიდეც, რომ ამინომჟავები დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის დღიდან ამ მეთოდით ცილის წარმოქმნას ცდილობდნენ, ეს დრო მაინც არ იქნებოდა საკმარისი 10950-დან ერთი შანსის განსახორციელებლად.
ყველაფერი იქამდე დავიდა, რომ ევოლუციის თეორია პირისპირ შეეჯახა ცილის თუნდაც ერთი მოლეკულის წარმოქმნის ახსნის შეუძლებლობას.
10950=10000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
000000000000000000000000000000000000000000
როგორც უკვე განვიხილეთ, ცილის წარმოქმნის ალბათობა უდრის 1:10950-დან. ათის 950 ხარისხი შეიძლება წარმოვიდგინოთ სქემატურად, ანუ ერთიანს 950 ნული უნდა მივუწეროთ.
არსებობს კი ბუნებაში ცდებისა და შეცდომების მეთოდი?
ზემოთმოყვანილი გაანგარიშებები 500 ამინომჟავის შემცველი ცილის შემთხვევით წარმოქმნის ალბათობაზე სწორია, თუ ეს ცდები და შეცდომების მეთოდი იდეალურ გარემოში გამოიყენება (რაც ბუნებრივ გარემოში არ არსებობს). თუ წარმოვიდგენთ, რომ უხილავმა ძალამ შემთხვევით შეაერთა 500 ამინომჟავა, მერე კი გაიაზრა, რომ ეს შეცდომა იყო, დაშალა და დაიწყო სხვანაირი თანმიმდევრობით მათი აკრეფა, ალბათობა საჭირო ცილის მიღებისა ამ გამოგონილი მექანიზმით ტოლი იქნება 1:10950-დან. თან, ყოველი ცდისას აუცილებელი იქნება მათი დაშლა და აწყობა უკვე სხვანაირი თანმიმდევრობით. ყოველი ახალი ცდისას საჭირო გახდება სინთეზის პროცესის შეჩერება, თუნდაც ერთი უადგილო ამინომჟავას თავიდან აცილება, კონტროლის დაწესება, შეიქმნა თუ არა ცილა, და თუ არ შეიქმნა, მთელი ჯაჭვის დაშლა და ყველაფრის თავიდან დაწყება.
აუცილებელია, აგრეთვე, რომ არც ერთი უცხო ქიმიური ელემენტი პროცესში არ ჩაერთოს. ცდის აუცილებელი პირობაა ჯაჭვის ყოველი 500 შემადგენელი რგოლის დამთავრება, სანამ ახალი ცდა დაიწყებოდეს. ესე იგი, ყველა ზემოთხსენებული ალბათობა, მათი დასაწყისი, დასასრული და თვითეული სტადია იმყოფება “გააზრებული მექანიზმის” კონტროლქვეშ. მექანიზმისა, რომელიც შემთხვევითობას მხოლოდ “ამინომჟავების შერჩევას” ანდობს. მაგრამ, ასეთი მექანიზმის არსებობა ბუნებაში შეუძლებელია. მაშასადამე, ბუნებრივ პირობებში ცილის წარმოქმნა წმინდა ტექნიკურადაც კი შეუძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ “შემთხვევითობაზე”. ხოლო პრინციპში, აქ რაიმე შემთხვევითობაზე ლაპარაკი, თავისთავად მხოლოდ და მხოლოდ ანტიმეცნიერული მიდგომის შედეგად უნდა ჩაითვალოს.
თუმცა, ზოგ საქმეში ჩაუხედავ ევოლუციონისტს, არაფრით უნდა, ეს შეიგნოს. ისინი ცილის სინთეზს მარტივ ქიმიურ რეაქციად თვლიან, რის შედეგადაც აკეთებენ ისეთ სასაცილო დასკვნებს, როგორიცაა: “ამინომჟავები, ერთმანეთთან ურთიერთქმედების შედეგად ცილას წარმოქმნიან.” თუმცა, არაორგანულ გარემოში მომხდარი სპონტანური ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოიქმნება უმარტივესი შენაერთები, რომელთა რაოდენობა და სახეობები კარგად ცნობილი და შეზღუდულია. უფრო რთული ქიმიური ნივთიერებების მისაღებად კი უკვე დიდი ფაბრიკები და ლაბორატორიებია საჭირო. ამის მაგალითია ფარმაცევტული წარმოება, რომელიც ყოველდღიურად მოიხმარს ქიმიურ ნივთიერებებს.
ხოლო ცილების შემადგენლობა გაცილებით უფრო რთულია ინდუსტრიის მიერ წარმოებულ ქიმიურ ნივთიერებებზე. მაშასადამე, წარმოქმნა ცილისა – პროექტირებისა და ინჟინერიის ამ ჭეშმარიტი სასწაულისა, მარტივი ქიმიური რეაქციით, სრულიად გამორიცხულია.
დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა უეჭველი არგუმენტი და ბიომოლეკულის შემთხვევით წარმოქმნა დავუშვათ. აქაც კი ევოლუციის თეორია სრულიად უმწეო მდგომარეობაშია. იმიტომ, რომ ცილის შემდგომი სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია, იგი ბუნებრივ გარემოს მოვარიდოთ და შევუქმნათ საგანგებო პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცილა დაიშლება დედამიწის ზედაპირზე გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების, ან სხვა ამინომჟავებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან რეაქციის შედეგად, გარდაიქმნება სულ სხვა ნივთიერებად და ყველა თავის სპეციფიკურ ნიშან-თვისებას დაკარგავს.
ევოლუციონისტთა მცდელობები სიცოცხლის წარმოშობის თემაზე პასუხის გაცემისა
დიდამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხმა ევოლუციონისტები ისეთ ჩიხში მოამწყვდია, რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ, ამ კითხვას თავი აარიდონ და ასეთი ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლონ: “ცოცხალი ორგანიზმი წარმოიშვა წყალში ზოგიერთი შემთხვევითი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგად.” ეს იმიტომ ხდება, რომ წინააღმდეგობა, რომელსაც ისინი შეეჯახნენ, მათთვის გადაულახავია. პალეონტოლოგიასთან დაკავშირებული ევოლუციონისტური ასპექტებისგან განსხვავებით, აქ მათ საქმე არა აქვთ ნამარხ ნაშთებთან, რომ შეეძლოთ მათი საშუალებით როგორმე ბიჯგი შეუყენონ თავიანთ თეორიას. ამიტომაც ევოლუციონისტური თეორია უკვე საფუძველში არის განწირული.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევოლუციის პროცესში ნებისმიერ სტადიაზე წარმოშობილი წინააღმდეგობა საკმარისია მის სრულ უარსაყოფად. მაგალითად, ცილის წარმოქმნის შემთხვევითობის შეუძლებლობა თავისთავად უკვე შეუძლებელს ხდის ევოლუციის ყველა მომდევნო სტადიას. ამის შემდეგ ადამიანისა და მაიმუნების თავის ქალებით სპეკულირებას უკვე ყოველგვარი აზრი ეკარგება.
და მეოცე საუკუნის მეორე მეოთხედიდან დაიწყო ცდები ამ პრობლემის გადასაჭრელად. “როგორ გაჩნდა პირველი უჯრედი დედამიწის პირველად ატმოსფეროში?” – ეს იყო უპირველესი კითხვა, რაზეც ევოლუციონისტებს პასუხი უნდა გაეცათ. უფრო სწორად, პასუხი რაღაც ფორმით შემოეთავაზებინათ.
ევოლუციონისტმა მკვლევარებმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით ჩაატარეს უამრავი ცდა, რომლებმაც სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მაინცდამაინც ვერ მიიპყრო.
დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაზე ევოლუციონისტთა ყველაზე მნიშვნელოვან გამოკვლევად ითვლება ამერიკელი მკვლევარის სტენლი მილერის ცდა, რომელიც 1953 წელს ჩატარდა და “მილერის ხდად” არის ცნობილი. (რადგანაც ცდა ჩატარდა მილერის მასწავლებლის – ჰაროლდ ურის მონაწილეობით, მას მეორე სახელიც აქვს – “ური-მილერის ცდა”). მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა და ტექნოლოგიები საოცრად განვითარდა, ამ დარგში რამე სიახლე არ ყოფილა. დღესაც კი სახელმძღვანელოებში მილერის ცდა პირველი ცოცხალი ორგანიზმის წარმოშობის ევოლუციონისტური ახსნის მაგალითად მოჰყავთ. ევოლუციონისტებს მშვენივრად ესმით, რომ მსგავსი მცდელობები მათ პოზიციებს ოდნავადაც ვერ ამყარებს. პირიქით, მხოლოდ აბათილებს მათ თეორიას. ამიტომაც ისინი ყველანაირად ცდილობენ, მსგავსი ცდებისგან თავი შეიკავონ.
წარუმატებელი წამოწყება: მილერის ცდა
სტენლი მილერმა მიზნად დაისახა, ცდის საშუალებით დაემტკიცებინა არაცოცხალ გარემოში ამინომჟავების – ცილის სამშენებლო მასალის “შემთხვევით” წარმოშობის შესაძლებლობა. თავის ცდაში მილერმა გამოიყენა გაზების ნარევი, რომელიც შედგებოდა ამიაკისგან, მეთანისგან, წყალბადისა და წყლის ორთქლისგან (მილერის ვარაუდით, სწორედ ეს ნაზავი დომინირებდა დედამიწის პირველად ატმოსფეროში. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ვარაუდი მცდარი იყო). რადგანაც ამ გაზებს ბუნებრივ პირობებში რეაქციაში შესვლა არ შეეძლო, მილერმა მათზე ელექტროენერგიით მოქმედება სცადა ელვის მუხტების იმიტაციით, რითაც, როგორც ვარაუდობდნენ, მაშინდელ ატმოსფეროში ენერგია მიიღებოდა. ერთი კვირის მანძილზე ნაზავი ას გრადუს ტემპერატურაზე დუღდა და სისტემატურად ელექტრული მუხტების ზემოქმედებას განიცდიდა. კვირის ბოლოს ჩატარებულმა ჰემოსინთეზის ანალიზმა აჩვენა რომ ოცი ამინომჟავიდან, რაც ნებისმიერი ცილის საფუძველია, მხოლოდ სამი წარმოიქმნა.
ევოლუციონისტთა გულებში სიხარულმა დაისადგურა! და ცდა წარმატებულად აღიარეს. ზოგიერთი გამოცემა უკვე მზად იყო, გაზეთების პირველი გვერდები აეჭრელებინა ასეთი წარწერით “მილერმა სიცოცხლე შექმნა!” ამ დროს, მილერის ცდის შედეგად მიღებული მოლეკულები “უსიცოცხლოები” აღმოჩნდა.
ამ ცდით აღფრთოვანებული ევოლუციონისტები სხვა სცენარის დამუშავებას შეუდგნენ. ცილის სინთეზის მომდევნო სტადიების მონტაჟი უკვე მზად იყო! ახალი სცენარის მიხედვით, ამინომჟავები შემთხვევითობის ნებით საჭირო თანმიმდევრობით ლაგდებიან და ცილას ქმნიან. შემთხვევით წარმოქმნილი ცილებიდან ზოგიერთი აღმოაჩენს თავის თავში “როგორღაც” (!) წარმოქმნილ სტრუქტურებს, რომელიც უჯრედის მემბრანის მსგავსია და წარმოქმნის უჯრედს. უჯრედები კი, თავის მხრივ, თანდათანობით ერთმანეთთან მიახლოებით, ერთდებიან და ცოცხალ ორგანიზმს ქმნიან. ეს ხდება მაშინ, როცა ზემოთაღნიშნული სცენარის საძირკველი – მილერის ცდა სინამდვილეში სიცრუეა და სხვა არაფერი.
ფაქტები, რომლებიც მილერის ცდას აბათილებს
მილერის ცდა, რომლის მიზანი იყო დედამიწის პირველად ატმოსფეროში ამინომჟავების თვითწარმოქმნის შესაძლებლობის დამტკიცება, ყოველმხრივ ბათილდება შემდეგით:
1. წარმოქმნილი ამინომჟავები მყისვე იზოლაციაში მოხვდა “ცივი მახის” მექანიზმის საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში პირობები იმ გარემოსი, სადაც ეს ამინომჟავები შეიქმნ, ამ მოლეკულებს დაშლიდა. რაღა თქმა უნდა, დედამიწის პირველად ატმოსფეროში მსგავსი მექანიზმი არ არსებობდა. ხოლო უიმისოდ ცილების გახლეჩა გარდაუვალია. როგორტც ქიმიკოსმა რიჩარდ ბლისმა აღნიშნა, “რომ არ ყოფილიყო “ცივი მახე”, ქიმიური ნივთიერებები ელექტროენერგიის ზემოქმედებით დაიშლებოდა.” 102 წინა ცდებში მილერს “ცივი მახე” არ გამოუყენებია და ამიტომაც ვერც ერთი ამინომჟავა ვერ მიიღო.
2. მილერის ცდაში პირველადი ატმოსფერო ფიქტიური იყო. XX საუკუნის ოთხმოციან წლებში მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ დედამიწის ადრეული ატმოსფერო მეთანისა და ამიაკისგან კი არა, აზოტისა და ნახშირორჟანგისგან შედგებოდა. მრავალწლიანი დუმილის შემდეგ თვით მილერი გამოტყდა, რომ გარემო, რომელიც თავის ცდაში გამოიყენა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. 103
მილერი, თავის დროზე რატომ იცავდა ასე დაჟინებით გაზების ასეთ ნარევს? პასუხი მარტივია – ამიაკის გარეშე ამინომჟავას სინთეზი შეუძლებელია. კევინ მაკ კინი, ჟურნალ “Discover”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ამ გარემოებას შემდეგნაირად ხსნის:
“მილერმა და ურიმ, მეთანისა და ამიაკის შერევით, დედამიწის პირველადი ატმოსფეროს მოდელი შექმნეს. თუმცა, უკანასკნელმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ დედამიწის საწყისი ჰავა მაღალი ტემპერატურით ხასიათდებოდა, ხოლო თვით დედამიწა ნიკელისა და რკინის შენადნობისგან შედგებოდა. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფერო ძირითადად შედგებოდა აზოტის, ნახშირორჟანგისა და წყლის ორთქლისგან, რომლებიც ნაკლებ ხელსაყრელია ორგანული მოლეკულების წარმოსაქმნელად, ვიდრე ამიაკი და მეთანი.” 104
ამერიკელმა მეცნიერებმა ფერისმა და ჩენმა მილერის ცდა გაიმეორეს, გამოიყენეს რა ნახშირორჟანგი, წყალბადი, აზოტი და წყლის ორთქლი და შედეგად, ვერც ერთი ამინომჟავა ვერ მიიღეს. 105
3. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მილერის ცდას აბათილებს, არის ის, რომ მაშინ, როცა მათი ვარაუდით, ამინომჟავები წარმოიქმნა, ატმოსფეროში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი იყო ამ ამინომჟავების გასანადგურებლად. ეს ფაქტი, რომელიც ვილერმა უგულებელყო, აიხსნება რკინისა და ურანის ჟანგით ქვებზე, რომელთა ასაკი 3,5 მილიარდი წლით განისაზღვრება. 106
სხვა აღმოჩენებმა და გამოკვლევებმა ასევე გვიჩვენა, რომ იმ დროს ჟანგბადის რაოდენობა ატმოსფეროში გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ვარაუდობდნენ. დედამიწის ზედაპირზე ულტრაიისფერი გამოსხივების მოქმედება 10 000-ჯერ მეტი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ევოლუციონისტები ამტკიცებდნენ. ხოლო მკვრივი ულტრაიისფერი სხივები ხლეჩს რა წყლის ორთქლსა და ნახშირორჟანგს, ჟანგბადს წარმოქმნის.
ეს გარემოება მილერის ცდას, სადაც ექსპერიმენტატორს ჟანგბადის არსებობა გამორჩა, უსარგებლოს ხდის. ცდაში ჟანგბადი რომ ყოფილიყო გამოყენებული, მეთანი ნახშირორჟანგად და წყლად, ხოლო ამიაკი აზოტად და წყლად გარდაიქმნებოდა. მეორე მხრივ გარემოში, სადაც არ არსებობს ჟანგბადი (ოზონის ფენის არარსებობის გამო), ხდება ამინომჟავების დაშლა პირდაპირი ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად. ასეა თუ ისე, დედამიწის პირველად ატმოსფეროში ჟანგბადის არსებობა თუ არარსებობა ამინომჟავების დაშლის წინაპირობაა.
4. მილერის ცდის შედეგად წარმოიშვა ორგანული მჟავებიც, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმის მთლიანობასა და ფუნქციებს ანადგურებს.
როგორ იზოლაშიაშიც უნდა ყოფილიყო ამინომჟავები, ქიმიური რეაქციის შედეგად ისინი დაიშლებოდა ან სხვა ნაერთად გადაიქცეოდა. ყველაფერთან ერთად, ცდის შედეგად დიდი რაოდენობით D ამინომჟავაც იქნა მიღებული. 107 ამ ამინომჟავების არსებობა კი ევოლუციის თეორიას ძირშივე სპობს. ეს იმიტომ, რომ D ამინომჟავებს ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურაში ადგილი არა აქვს. და ბოლოს, გარემო, რომელშიც ცდის დროს ამინომჟავები წარმოიქმნა, მწვავე მჟავეების ნაზავს წარმოადგენდა, რომლებიც შესაძლო სასარგებლო მოლეკულებს ანადგურებს, ანუ, ეს გარემო რაიმე ცოცხალის წარმოქმნისთვის არახელსაყრელია. ეს ყოველივე მეტყველებს მხოლოდ ერთზე – მილერის ცდა ვერ ადასტურებს დედამიწის პირველად გარემოში სიცოცხლის წარმოშობის შესაძლებლობას და მხოლოდ და მხოლოდ ამინომჟავების სინთეზისკენ მიმართული კონტროლირებადი და წინასწარგამიზნული ლაბორატორიული სამუშაოა. გამოყენებული გაზის შემადგენლობა და რაოდენობა ამინომჟავების წარმოქმნისთვის იდეალური პროპორციებით იყო შერჩეული. იგივე შეიძლება ითქვას იმ ენერგიის რაოდენობაზე, რომელიც გამოყენებულ იქნა სასურველი ქიმიური რეაქციის გამოსაწვევად. ცდაში გამოყენებული ხელსაწყო იზოლირებული იყო ყოველგვარი მავნე, ამინომჟავების სტრუქტურის დამშლელი ელემენტებისგან, რომელთა არსებობა პირველად გარემოში სულაც არ არის გამორიცხული. მინერალები, სხვადასხვა ნაერთები და ელემენტები, რომლებიც პირველად გარემოში არსებობდა და რომლებსაც შეიძლებოდა, რეაქცია სხვა მიმართულებით წაეყვანა, ასევე არ იქნა ცდაში გათვალისწინებული. ერთ-ერთი ასეთი ელემენტია ჟანგბადი, რომელიც დაჟანგვის პროცესში ამინომჟავების დაშლას იწვევს. ბოლოს და ბოლოს, თვით იდეალურ ლაბორატორიულ პირობებშიც კი შეუძლებელია “ცივი მახის” მექანიზმის გარეშე ფონს გასვლა, რათა უკვე საკუთარი გარემოს გავლენით ამინომჟავების გახლეჩა თავიდან იქნას აცილებული.
შედეგად, ევოლუციონისტებმა მილერის ცდით საკუთარი ხელებით დაასამარეს თავიანთი თეორია, რადგან ამ ცდამ ცხადი გახადა – ამინომჟავის მიღება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ ლაბორატორიულ პირობებში გარედან გააზრებული ჩარევის შედეგად. ესე იგი ძალა, რამაც სიცოხლე შექმნა – შემოქმედის ძალაა და არა ბრმა შემთხვევითობა. ჰაროლდ ური, ვინც ამ ცდის დროს თავის მოწაფეს, მილერს მხარში ედგა, აღიარებს:
“ყოველი ჩვენგანი, ვინც სიცოცხლის წარმოშობის საკითხს იკვლევს, რამდენი ცდაც უნდა ჩაატაროს, ბოლოს მიდის დასკვნამდე: სიცოცხლე იმდენად კომპლექსურია, რომ თავისი განვითარების რომელიმე ეტაპზე ევოლუციონირება მას არ შეუძლია. მაგრამ მივყვებით რა ჩვენს რწმენას, გვწამს, რომ სიცოცხლე არაცოცხალისგან წარმოიშვა. თუმცა, ეს კომპლექსურობა იმდენად დიდია, რომ ჩვენთვის ევოლუციის წარმოდგენაც კი ძალზე რთულია.”
თვით მილერსაც კი გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ცდა ვერაფრით დაეხმარა მეცნიერებას დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის საკითხის გარკვევაში. ამ ვითარებაში ის თავგამოდება, რითაც ევოლუციონისტები ამ ცდას ჩაეჭიდნენ, მეტყველებს მათი თეორიის გამოუვალ მდგომარეობაზე. ხოლო ჟურნალ “National Geographic”-ის 1998 წლის მარტის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით “სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე”, სადაც ნათქვამია:
“დღესდღეობით მრავალი მეცნიერი ხვდება, რომ პირველადი ატმოსფერო დედამიწაზე განსხვავდებოდა იმ ნაზავისგან, რომელიც მილერმა თავის ცდაში გამოიყენა და იხრება იმ აზრისკენ, რომ ეს ატმოსფერო წყალბადის, მეთანისა და ამიაკისგან კი არა, ნახშირორჟანგისა და აზოტისგან შედგებოდა. ეს ქიმიკოსებისთვის ძალზე ცუდი ახალი ამბავი აღმოჩნდა! ნახშირორჟანგისა და აზოტის ურთიერთქმედებისას ორგანული ნაერთების რაოდენობა ფრიად უმნიშვნელოა. მათი კონცენტრაცია შეიძლება შეედაროს აუზში გახსნილ ერთ წვეთ საღებავს... მეცნიერებს ვერც კი წარმოუდგენიათ, როგორ უნდა წარმოქმნილიყო სიცოცხლე ასეთ “წყალწყალა ბულიონში”?”2
ერთი სიტყვით, ვერც მილერი, ვერც სხვა ევოლუციონისტები ვერ პასუხობენ კითხვას, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე. ყველა გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ სიცოცხლის თვითაღმოცენება შეუძლებელია და ამით მისი შექმნის ფაქტი დაადასტურა.
დედამიწის პირველადი ატმოსფერო და ცილები
მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი წინააღმდეგობებისა, ევოლუციონისტები, იყენებენ რა ფარად მილერის ცდას, ცდილობენ გვერდი აუარონ კითხვას პირველად გარემოში ამინომჟავების თვითწარმოქმნის შესახებ. მათ დღესაც კი შეცდომაში შეყავთ ადამიანები, ვითომდაც ამ ცდის შედეგად ეს საკითხი დიდი ხნის გადაწყვეტილი იყოს.
სიცოცხლის შემთხვევით წარმოშობის ახსნის მეორე ეტაპზე ევოლუციონისტებს ამინომჟავებზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა უდგათ – ცილები. ანუ სიცოცხლის სამშენებლო მასალა, რომელიც ამინომჟავების თანმიმდევრული შეერთების შედეგად წარმოიქმნება.
დედამიწის პირველადი ატმოსფერო და ცილები
მტკიცება ცილის თვითწარმოქმნის შესახებ კიდევ უფრო ალოგიკური და ფანტასტიკურია, ვიდრე ამინომჟავების შემთხვევით წარმოშობის დებულება. ჩვენ უკვე მათემატიკურად გამოვითვალეთ ცილის მისაღებად ამინომჟავების საჭირო თანმიმდევრობით შეერთების ალბათობა. თუმცა, დედამიწის პირველადი ატმოსფეროს პირობებში ცილის თვითწარმოქმნა ქიმიის თვალსაზრისითაც შეუძლებელია.
ცილის სინთეზი წყალში შეუძლებელია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცილის სინთეზის დროს ამინომჟავებს შორის პეპტიდური კავშირი იქმნება. ამ პროცესში წყლის ერთი მოლეკულა გამოიყოფა. ეს ვითარება ძირშივე აბათილებს ევოლუციონისტების მოსაზრებას სიცოცხლის ოკეანეში დაბადების შესახებ. რადგანაც ქიმიაში, “ლე შატელიე”-ს პრინციპის თანახმად რეაქცია, რის შედეგადაც წყალი მიიღება, ვერ დამთავრდება იმ გარემოში, რომელიც წყლისგან შედგება. ამ რეაქციის წყალში ჩატარება ქიმიურ რეაქციებს შორის ხასიათდება, როგორც “უმცირესი ალბათობა”. მაშასადამე, ოკეანე, სადაც თითქოსდა სიცოცხლე გაჩნდა, ნაკლებად შესაფერისი გარემოა ამინომჟავებისა და შემდეგ ცილების წარმოსაქმნელად. 109
მეორე მხრივ, მათ აღარ შეუძლიათ, ამ ფაქტების წინაშე თავიანთი აზრი შეცვალონ და ამტკიცონ, სიცოცხლე ხმელეთზე წარმოიშვაო. ეს იმიტომ, რომ ამინომჟავები, რომლებიც მათი ვარაუდით, დედამიწის ადრეულ ატმოსფეროში წარმოიშვა, ულტრაიისფერი სხივებისგან მხოლოდ ზღვასა და ოკეანეში შეიძლება იყოს დაცული. ხმელეთზე კი ამინომჟავები ულტრაიისფერი სხივებით აუცილებლად დაიშლება. ლა შატელიეს პრინციპი სიცოცხლის ზღვაში წარმოშობის აზრს უარყოფს, რასაც, თავის მხრივ, ევოლუციის თეორია კიდევ ერთ ჩიხში შეჰყავს.
მორიგი უნაყოფო მცდელობა: ფოქსის ცდა
გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილმა ევოლუციონისტებმა “წყლის პრობლემის” გარშემო ჯერარნახული სცენარების თხზვა დაიწყეს. ერთ-ერთმა მათგანმა, სიდნეი ფოქსმა ამ საკითხის გადასაჭრელად ახალი თეორია წამოაყენა: ოკეანეში გაჩენილმა ამინომჟავებმა, წარმოქმნისთანავე ვულკანების გვერდით კლდოვან ადგილებზე გადაინაცვლა. შემდეგ წყალი ნაზავში, სადაც ამინომჟავებიც შედიოდა, კლდოვან ადგილებში მაღალი ტემპერატურის გამო აორთქლდა. შედეგად, “გამომშრალ” ამინომჟავებს უკვე შეეძლოთ ცილის წარმოსაქმნელად გაერთიანება.
თუმცა, მდგომარეობიდან ეს “მძიმე” გამოსავალი არავინ აღიარა, რადგან ამინომჟავებს არ შეეძლო, გაეძლო სიცხისთვის, რაზეც ფოქსი ლაპარაკობდა. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ამინომჟავები უეჭველად დაიშლებოდა.
პროტეინოიდი
მაგრამ ფოქსი არ ნებდებოდა. ლაბორატორიის “საგანგებო პირობებში”, მშრალ გარემოში გამარტივებული ამინომჟავები გააცხელეს და შეაერთეს. ამინომჟავები ერთმანეთთან შეერთდა, მაგრამ ცილა მაინც ვერ წარმოიქმნა. შედეგად მიღებულ იქნა ამინომჟავების უწესრიგო, მარტივი ნაერთი, რომელიც ცილას არაფრით ჰგავდა. მეტიც, ფოქსს ამინომჟავები მუდმუვ ტემპერატურაზე რომ გაეჩერებინა, წარმოქმნილი მარტივი ამინომჟავებიც დაიშლებოდა. 110
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ფოქსის ცდას უაზროდ აქცევს, არის ის, რომ ფოქსი თავის ცდაში იყენებდა ცოცხალი ორგანიზმებიდან აღებულ ამინომჟავებს და არა მათ, რომელიც თავის დროზე მილერმა მიიღო. ის კი მილერის ცდის შედეგებს უნდა დაყრდნობოდა. მაგრამ არც ფოქსმა, არც სხვებმა მილერის მიერ მიღებული უვარგისი ამინომჟავები არ გამოიყენეს. 111
ფოქსის ცდამ ევოლუციონისტთა შორისაც კი ვერ ჰპოვა დადებითი გამოძახილი, რადგან ფოქსის მიერ მიღებული ამინომჟავების გაუგებარი ჯაჭვი (პროტეინოიდი), ბუნებრივ პირობებში ვერ წარმოიქმნებოდა.
ხოლო ცილა, სიცოცხლის სამშენებლო მასალა, დღემდე არავის მიუღია. ცილის წარმოშობის საკითხი გადაუჭრელი რჩებოდა. სამოცდაათიან წლებში პოპულარული სამეცნიერო ჟურნალში “Chemical Engineering News”, გამოქვეყნდა სტატია ფოქსის ცდის შესახებ:
“სიდნეი ფოქსმა და სხვა მკვლევარებმა, გამოიყენეს რა გახურების საგანგებო ტექნიკა, შეძლეს მიეღოთ ამინომჟავათა ნაერთები, ეგრეთ წოდებული “პროტეინოიდები” პირობებში, რომლებიც დედამიწის არსებობის საწყის ეტაპზე არ არსებობდა. ამასთან, ეს ნაერთები არაფრით ჰგავს ცოცხალი ორგანიზმების მოწესრიგებულ ცილებს და ქაოსური, უაზრო ლაქების გროვას წარმოადგენს. ეს მოლეკულები თავიდან რომ არსებულიყო კიდეც, მომავალში მათი დაშლა გარდაუვალი იყო.” 112
და მართლაც, ფოქსის მიერ მიღებული პროტეინოიდები სტრუქტურითა და ფუნქციებით ფრიად შორს დგას ცილისგან.
მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც რთული ტექნოლოგიით შექმნილ აპარატურასა და ჯართის გროვას შორის.
მეტიც, ამ უსარგებლო ამინომჟავებს პირველად ატმოსფეროში გადარჩენის შანსი საერთოდ არ გააჩნდა. დედამიწამდე მოღწეული ულტრაიისფერი სხივები, უკონტროლო ბუნებრივი კატაკლიზმები თავიანთი გამანადგურებელი ფიზიკური თუ ქიმიური ზემოქმედების შედეგად, უეჭველად გამოიწვევდა პროტეინოიდების დაშლას. ხოლო ამინომჟავების წყალში ყოფნა ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დასაცავად, ლე შატელიეს პრინციპის თანახმად, შეუძლებელია. ამ ფაქტების შუქზე აზრმა შესახებ იმისა, რომ სწორედ პროტეინოიდებია სიცოცხლის საწყისი, მეცნიერთა შორის თანდათან ძალა დაკარგა.
არაცოცხალი მატერია სიცოცხლეს ვერ წარმოქმნის
ევოლუციონისტთა მცდელობა, მილერისა და ფოქსის ცდებზე დაყრდნობით დაასაბუთონ თავიანთი დებულებები, სხვა არაფერია, თუ არა რწმენა იმისა, რომ არაცოცხალ ნივთიერებას აქვს უნარი თვითრეგულაციისა და თვითორგანიზაციის გზით შექმნას კომპლექსური ცოცხა ლი არსება. ეს რწმენა სრულიად ეწინააღმდეგება მეცნიერებას, რადგან ყველა ცდა და გამოკვლევა ადასტურებს, რომ მატერიას მსგავსი უნარი არ გააჩნია. ცნობილი ინგლისელი ასტრონომი და მათემატიკოსი სერ ფრედ ჰეილი ამას შემდეგი მაგალითით ხსნის:
“მატერიის წიაღში რომ არსებობდეს შინაგანი პრინციპი, რომელიც მას სიცოცხლის წარმოქმნისკენ უბიძგებდა, ამის დემონსტრირება ნებისმიერ ლაბორატორიაში იქნებოდა შესაძლებელი.
სასწაული მოლეკულა – დნმ
როგორც ჩვენს მიერ განხილული თემების ანალიზი მოწმობს, ევოლუციის თეორია ჩიხში უკვე მოლეკულურ დონეზე მოემწყვდა. ევოლუციონისტებმა ვერ შეძლეს, ამინომჟავების წარმოქმნის საკითხში სიცხადე შეეტანათ. ცილის წარმოქმნა ხომ თავისთავად გამოცანად დარჩა. ყოველივე ამასთან ერთად, ეს საკითხი მხოლოდ ამინომჟავებითა და ცილებით არ ამოიწურება; ეს მხოლოდ დასაწყისია. არსებითად, ევოლუციონისტებისთვის ნამდვილ ჩიხად უნიკალური ცოცხალი ორგანიზმი – უჯრედი გვევლინება, რადგან უჯრედი სულაც არ არის რაღაც მასა, შემდგარი ცილებისგან, რომლებიც, თავის მხრივ, პროტეინებისგან შედგება. პირიქით, ეს ცოცხალი ორგანიზმი შედგება ასობით მაღალგანვითარებული და იმდენად რთული სისტემებისგან, რომელთა ყველა საიდუმლოს ადამიანი დღემდე ვერ ჩაწვდა.
დნმ, dna ამ სისტემებზე რა უნდა ითქვას, როცა ევოლუციონისტებს ცილის ატრუქტურული ერთეულის წარმოშობის ახსნაც არ ხელეწიფებათ.
ევოლუციის თეორია, რომელსაც უჯრედის უმარტივესი მოლეკულის წარმოშობის თანმიმდევრული ახსნაც კი ვერ მოუძებნია, გენეტიკის განვითარებისა და ნუკლეინის მჟავების, ანუ დნმ-ისა და რნმ-ის აღმოჩენის შემდეგ სრულიად ახალ ჩიხში მოემწყვდა. 1955 წელს ორი მეცნიერის – ჯეიმს უატსონისა და ფრენსის კრიკის გამოკვლევებმა ცხადად წარმოგვიჩინა, თუ რა წარმოუდგენლად რთული სტრუქტურისაა დნმ-ი. დნმ-ის მოლეკულა, რომელიც ადამიანის 100 ტრილიონი უჯრედიდან ყოველი მათგანის ბირთვშია, ადამიანის ორგანიზმის აგებულების უნიკალური გეგმის მატარებელია. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადამიანს ეხება – გარეგნობიდან დაწყებული შინაგანი ორგანოებით დამთავრებული, დნმ-შია დაშიფრული. დნმ-ის ინფორმაცია კოდირებულია იმ ოთხი მოლეკულის საშუალებით, რომლებისგანაც შედგება თვით დნმ-ის მოლეკულა. მოლეკულები, რომელთაც ნუკლეოტიდები (ანუ საფუძვლები) ეწოდება, გამოისახება ასოებით: ა, ტ, გ, ც. ადამიანთა შორის ფიზიკური განსხვავება ამ ასოების სხვადასხვა შერწყმითაა განპირობებული. ეს არის თავისებური საინფორმაციო ცენტრი, სადაც ოთხასოიანი ანბანი გამოიყენება. დნმ-ში ამ ციფრების კომბინაცია განსაზღვრავს ორგანიზმის აგებულებას, ყოველი დეტალის ჩათვლით.
ინფორმაცია ისეთი თავისებურებების შესახებ, როგორებიცაა სიმაღლე, თვალები, კანის ფერი, აგრეთვე ჩონჩხის 206 ძვალზე, 600 კუნთზე, სასმენი ნერვების 10 000 დაბოლოებაზე, მხედველობითი ნერვის 2 მილიონ რეცეპტორზე, 100 მილიონ ნერვულ უჯრედსა თუ 100 ტრილიონ უჯრედზე საერთოდ, ყოველი უჯრედის დნმ-შია ჩადებული. მთელი გენეტიკური ინფორმაციის ქაღალდზე გადმოტანას 900 ხუთასგვერდიანი ტომი დასჭირდებოდა. წარმოუდგენელი მოცულობის ეს ინფორმაცია დაშიფრულია დნმ-ის განსაზღვრულ უბანზე, რომელსაც “გენი” ეწოდება.
შესაძლებელია თუ არა დნმ-ის შემთხვევითი წარმოქმნა?
აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ გენების შემადგენელი ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის ნებისმიერი დარღვევა თვით გენის რღვევას იწვევს. თუ ვივარაუდებთ, რომ ადამიანის ორგანიზმი 200 000 გენისგან შედგება, მილიონობით ნუკლეოტიდების მწყობრად და თანმიმდევრულად გამწკრივება შემთხვევის შედეგად, სრულიად წარმოუდგენელია. ბიოლოგი, ევოლუციონისტი ფრენკ სალისბერი ამის შესახებ ამბობს:
“ცილის საშუალო მოლეკულა დაახლოებით 300 ამინომჟავისგან შედგება. მისი მაკონტროლებელი დნმ-ის ჯაჭვში დაახლოებით 1000 ნუკლეოტიდია. თუ გავითვალისწინებთ, რომ დნმ-ის ერთ ჯაჭვში 4 სახეობის ნუკლეოტიდებია, 1000 ნუკლეოტიდებიანი ჯაჭვი შეიძლება 41000 ვარიანტად ჩამოყალიბდეს. რიცხვი, რომელიც მარტივი ლოგარითმული გაანგარიშებით მიიღება, ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელია.” 113
“მარტივი ლოგარითმული გაანგარიშებით მიღებული ციფრი”
41000 უდრის 10620, ხოლო ეს ციფრი ასე იწერება – ერთიანი 620 ნულით. თერთმეტი ნული ათის შემდეგ უკვე ტრილიონს აღნიშნავს, ხოლო 620 ნულის წარმოადგენა ადამიანის გონებას აღემატება. დნმ-ისა და რნმ—ის შემთხვევითი წარმოქმნის შეუძლებლობას ფრანგი სწავლული ევოლუციონისტი პოლ ოგერი ასე განმარტავს:
ამერიკელი მიკრობიოლოგი ჯაკობსონი ამ საკითხზე შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს:
“პირველი ცოცხალი ორგანიზმის წარმოქმნისას აუცილებელი იყო ერთდროული ამოქმედება ყველა მექანიზმისა, რომლებსაც საჭირო მასალებითა და ენერგიით უზრუნველყოფის, გამრავლების რეალიზაციის, ზრდის თანმიმდევრობის განსაზღვრისა და განვითარების პროცესში ინფორმაციის ტრანსფორმაციის უნარი შესწევს. ყველა ამ კომბინაციის შემთხვევით განხორციელება გამორიცხულია.”
გერმანელმა მეცნიერებმა იენკენმა და შრედერმა აღმოაჩინეს, რომ ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი მოლეკულის სინთეზი ცალკე პირობებს მოითხოვს. ამავე მეცნიერთა აზრით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვადასხვა ნივთიერების ერთად თავმოყრის შანსი არ არსებობს.
არ ჩატარებულა არც ერთი ცდა, რომლის შედეგადაც შეიძლებოდეს ქიმიური ევოლუციისთვის აუცილებელი ყველა მოლეკულის მიღება. მაშასადამე, სხვადასხვა მოლეკულები უნდა წარმოშობილიყო სხვადასხვა ადგილზე სათანადო პირობებში, დაცული ისეთი მავნე ფაქტორებისგან, როგორებიცაა ჰიდროლიზი და ფოტოლიზი, და გადატანილი ახალი რეაქციის სხვა უბნებზე. აქ შემთხვევითობა უკვე აღარაფერ შუაშია, რადგან ასეთი მოვლენის განხორციელების ალბათობა საერთოდ არ არსებობს. 118
ერთი სიტყვით, ევოლუციის თეორიამ ვერ შეძლო დამტკიცება ვერც ერთი ევოლუციური პროცესისა, რომლებიც ვითომდა მოლეკულურ დონეზე ხორციელდებოდა. მეცნიერების განვითარება კი, იმის ნაცვლად, რომ ამ კითხვებზე პასუხის მოძებნაში დაეხმაროს, პირიქით, მათ გამოუვალ მდგომარეობას საერთოდ უიმედოს ხდის.
მაგრამ ევოლუციონისტების რწმენით, ეს სრულიად წარმოუდგენელი სცენარი მეცნიერულად დამტკიცებული ჭეშმარიტებაა. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ მთელი თავისი მოღვაწეობა შექმნის პროცესის წინააღმდეგ წარმართეს და სხვა აღარაფერი დარჩენიათ, თუ არა რწმენა შეუძლებლისა. ცნობილი ავსტრალიელი მიკრობიოლოგი მაიკლ დენტონი თავის წიგნში: “ევოლუცია: თეორიის კრიზისი”, ამ შემთხვევას შემდეგნაირად ხსნის:
“უმაღლესი არსებების გენეტიკური პროგრამის სტრუქტურა მილიარდი ბიტის (კომპიუტერული ერთეული) ტოლია, ანდა უფრო გრძელია, ვიდრე ერთი პატარა ბიბლიოთეკის ათას ტომში გამწკრივებული ყველა ასო. მტკიცება იმისა, რომ უამრავი ურთულესი ფუნქცია, რომელიც აკონტროლებს და განსაზღვრავს კომპლექსური ორგანიზმის ტრილიონობით უჯრედის განვითარებას, შემთხვევითი პროცესის შედეგია, ადამიანის გონებაზე ერთგვარი ძალადობის ტოლფასი იქნება. თუმცა, დარვინისტი ამ თვალსაზრისს ოდნავი ყოყმანის გარეშე იღებს.” 119
ევოლუციონისტთა აღიარება
ალბათობების გაანგარიშებამ დაგვარწმუნა, რომ შემთხვევითი წარმოქმნა თვითეული ისეთი კომპლექსური მოლეკულებისა, როგორებიცაა ნუკლეინის მჟავები (დნმ და რნმ) და ცილები, ცალკ-ცალკე შეუძლებელია. სიცოცხლის წარმოსაშობად ყველა ზემოთაღნიშნული მოლეკულა ერთდროულად ერთ ადგილზე უნდა იყოს. ეს ფაქტი ევოლუციონისტებს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს. ამ რეალობასთან შეჯახებით ევოლუციის თეორია ღრმა ჩიხში მოექცა. ევოლუციის თეორიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებიც კი იძულებულნი არიან, ეს აღიარონ. მაგალითად, საქვეყნოდ ცნობილმა მიკრობიოლოგმა ევოლუციონისტმა, სტენლი მილერისა და ფრენსის კრიკის სან დიეგოს უნივერსიტეტელმა კოლეგამ, დოქტორმა ლესლი ორგელმა განაცხადა:
“სტრუქტურულად რთული ცილებისა და ნუკლეინის მჟავების (დნმ და რნმ) ერთდროულად, ერთი და იგივე ადგილას შემთხვევითი წარმოქმნა შეუძლებელია. ერთ-ერთი მათგანის წარმოქმნაც სხვების დაუსწრებლად ასევე გამორიცხულია. ამიტომაც, ადამიანი იძულებულია დაასკვნას – ქიმიური გზით სიცოცხლის წარმოქმნა კატეგორიულად შეუძლებელია.”1
ეს ფაქტი სხვა ცნობილმა ევოლუციონისტებმაც აღიარეს:
“დნმ-ს არ შეუძლია სხვა დნმ-ის შექმნა კატალიტური ცილებისა და ფერმენტების გარეშე. ერთი სიტყვით, ცილები არ შეიძლება გაჩნდეს დნმ-ის მონაწილეობის გარეშე, თუმცა, არც დნმ-ის მოლეკულა წარმოიქმნება ცილების გარეშე.”2
“როგორ მოხდა ისე, რომ გენეტიკური ინფორმაცია და მისი საშიფრი მექანიზმები (რიპოსომები და რნმ-ის მოლეკულები) ერთად წარმოიშვნენ?
კიდევ ერთი ევოლუციური ცდა: “რნმ-ის სამყარო”
XX საუკუნის სამოცდაათიანი წლების აღმოჩენამ, რომ ამინომჟავების სინთეზირება დედამიწია პირველადი ატმოსფეროს პირობებში შეუძლებელია, მოლეკულური ევოლუციის თეორიას სერიოზული დარტყმა აგემა. გამოირკვა, რომ ყველა ცდა “პირველად გარემოში”, ჩატარებული ევოლუციონისტების – პონიამპერუმას, მილერისა თუ ფოქსის მიერ, სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. ამან ოთხმოციან წლებში ახალ ევოლუციონისტურ ძიებებს დაუდო საფუძველი. ბოლოს და ბოლოს, შეიქმნა სცენარი – “რნმ-ის სამყარო”, რომლის თანახმად, ჯერ შეიქმნა ცილაზე ინფორმაციის მატარებელი რნმ, მერე კი თვით ცილა.
ქიმიკოს უოლტერ გილბერტის 1986 წელს წამოყენებული სცენარის მიხედვით, მილიარდი წლის წინ, სრულიად გაუგებარი გზით, შემთხვევით წარმოიქმნა რნმ-ის მოლეკულა, რომელსაც საკუთარი ასლის შექმნის უნარი ჰქონდა. შემდეგ ამ მოლეკულამ, გარემო პირობების გავლენით, ცილის წარმოება დაიწყო. შემდეგ წარმოიქმნა მოთხოვნილება იმისა, რომ ინფორმაცია რომელიმე სხვა მოლეკულას შეენახა და ამ მიზნით, ასევე დაუჯერებელი გზით დნმ-ის მოლეკულა წარმოიქმნა.
ეს სცენარი, რომლის გააზრებაც კი ძნელია, ყოველ სტადიაში წარმოუდგენელი შემთხვევითობების ჯაჭვს წარმოადგენს და იმის ნაცვლად, რომ სიცოცხლის საწყისი ახსნას, კიდევ უფრო ართულებს ამ საკითხს და ახალ კითხვებს ბადებს:
1. თუ აუხსნელია შემთხვევითი წარმოქმნა რნმ-ის შემადგენელი თუნდაც ერთი ნუკლეოტიდისა, მაშ როგორ მოხდა, რომ ამ წარმოსახვითმა ნუკლეოტიდებმა, შეერთდნენ რა განსაზღვრული წესით, რნმ-ი შექმნეს? ბიოლოგი ევოლუციონისტი ჯონ ჰორგანი რნმ-ის შემთხვევითი წარმოქმნის შეუძლებლობას ასე აღიარებს:
“რაც უფრო მეტად იკვლევენ რნმ-ის სამყაროს, მით უფრო მეტი კითხვა იბადება. რნმ-ი პირველად როგორ გაჩნდა? როგორ უნდა განხორციელებულიყო რნმ-ის სინთეზი დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენამდე, თუ იდეალურ ლაბორატორიულ პირობებშიც კი რნმ-ისა და მისი ნაწილების სინთეზი წარმოუდგენლად რთულია?” 120
2. დავუშვათ, რომ რნმ-ი მართლა შემთხვევით წარმოიშვა. როგორ მოხდა, რომ რნმ-მა, რომელიც ნუკლეოტიდების ერთი ჯაჭვისგან შედგება, საკუთარი თავის ასლის გადაღება გადაწყვიტა და ამისთვის რა მექანიზმი გამოიყენა? საიდან აიღო ამისთვის საჭირო ნუკლეოტიდები? მიკრობიოლოგი ევოლუციონისტები ჯერალდ ჯოისი და ლესლი ორგელი ამ უიმედო ვითარებას შემდეგნაირად ხსნიან:
“კამათი ერთ ჩიხურ ვითარებამდე დადის – ლეგენდა წარმოსახვით რნმ-ზე, რომელიც პოლინუკლეოტიდების რთულ ბულიონში წარმოიქმნა და მყისვე დაიწყო თავისივე ასლის გადაღება... ასეთი შეხედულება არა მხოლოდ წინაბიოლოგიურ (prebiotic) ქიმიას ეწინააღმდეგება, არამედ აბათილებს მეტისმეტად ოპტიმისტურ წარმოდგენას რნმ-ის უნარზე, შექმნას თავისივე ასლი.” 121
3. რომ დავუშვათ კიდეც პირველად გარემოში საკუთარი ასლის გადამღები რნმ-ის, მისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის ამინომჟავების აურაცხელი რაოდენობის არსებობა, და ყოველივე შეუძლებლის შესაძლებლობაც კი, ეს მაინც არ იქნება საკმარისი ცილის თუნდაც ერთი მოლეკულის მისაღებად. იმიტომ, რომ რნმ-ი მხოლოდ ინფორმაციაა ცილის სტრუქტურაზე, ხოლო ამინომჟავები მხოლოდ მასალაა, მაგრამ მათგან ცილების წარმოების “მექანიზმი” არ არსებობს.
აზრი იმის შესახებ, რომ ცილების საწარმოებლად მხოლოდ რნმ-ის არსებობაა საკმარისი, იგივეა, რაც შეადგინო მანქანის ნახაზი, გქონდეს მისი შემადგენელი ნაწილები და უცადო, მანქანა თავისით როდის აიწყობა. სად არის “ფაბრიკა და მუშები”, რომლებიც წარმოებას განახორციელებენ?
ცილა იწარმოება ფაბრიკაში, რომელსაც რიბოსომა ჰქვია, უჯრედში მრავალი ფერმენტის დახმარებით მიმდინარე რთული პროცესების შედეგად. რიბოსომა – ეს არის უჯრედის რთული ორგანიზაცია, რომელიც ისევ და ისევ ცილებისგან შედგება. მაშასადამე, ეს ვითარება წარმოშობს კიდევ ერთ გაუაზრებელ ვარაუდს რიბოსომის შემთხვევითი წარმოქმნის შესახებ. ევოლუციის ისეთი თავდადებული მომხრეც კი, როგორიცაა ნობელის პრემიის ლაურეატი ჟაკ მონოდი, გვიხსნის, რომ პროტეინის სინთეზი არ შეიძლება მხოლოდ ნუკლეინის მჟავებში არსებულ ინფორმაციებამდე დავიყვანოთ:
“შიფრს (ანუ დნმ-სა ან რნმ-ში არსებული ინფორმაცია), სანამ ის არ გადაიცემა, თავისთავად მნიშვნელობა არა აქვს. შიფრის გადაცემას უჯრედში ემსახურება არანაკლებ 50 მაკრომოლეკულისა, რომლებიც თვითონ არიან დნმ-ში კოდირებული. ამ მოლეკულების გარეშე ინფორმაციის გადაცემა შეუძლებელია. როდის და როგორ დასრულდება ეს ციკლი? ამის წარმოდგენაც კი წარმოუდგენლად ძნელია.” 122
რა ძალის კარნახით მიიღო გადაწყვეტილება რნმ-მა, დამოუკიდებლად როგორ შეძლო, 50 ნაწილაკის მოვალეობა შეეთავსებინა და ცილის სინთეზი განეხორციელებინა? ევოლუციონისტებს ამ კითხვებზე პასუხი არ გააჩნიათ!
თერმოდინამიკის მეორე კანონი ევოლუციის თეორიას უარყოფს
“თერმოდინამიკის მეორე კანონი”, ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებლური კანონი გვასწავლის, რომ სამყაროში ყველა სისტემა, თავისთავად ან ბუნებრივ გარემოში არსებული, დაშლას და რღვევას განიცდის. ყველა და ყველაფერი, ცოცხალი თუ არაცოცხალი დროთა განმავლობაშიო ცვდება, ირღვევა, ფუჭდება, ლპება და შემადგენელ ნაწილებად იშლება. ეს არის გარდაუვალი დასასრული ყველასი და ყველაფრისა, რაც ყოველ ჩვენგანს ადრე თუ გვიან დაუდგება. და ამ კანონის თანახმად, ეს პროცესი შეუქცევადია.
ამ ჭეშმარიტებაში ჩვენ მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე ვრწმუნდებით. მაგალითად, უდაბნოში მანქანა რომ დავტოვოთ და რამდენიმე თვის მერე მისი მდგომარეობა შევამოწმოთ, რაღა თქმა უნდა, არავის გვექნება იმედი, რომ მანქანა უკეთეს, ან თუნდაც ისეთივე მდგომარეობაში დაგვხვდება, როგორშიც დავტოვეთ. პირიქით, აღმოვაჩენთ, რომ საბურავები დამსკდარა, კაპოტი ჩაჟანგებულა, საქარე მინა გამტყდარა და ძრავაში ქვიშა ჩასულა. ასეთივე გარდაუვალი, ოღონდ გაცილებით სწრაფ ტემპში განხორციელებული პროცესი ელის ყველა ცოცხალ ორგანიზმსაც.
თერმოდინამიკის მეორე კანონი ბუნებრივი პროცესების ფიზიკური ტოლობებითა და გამოთვლებით გამოსახვის ფორმაა. ფიზიკის ეს საყოველთაოდ ცნობილი კანონი “ენტროპიის კანონითაც” მოიხსენიება. ფიზიკაში ენტროპია რომელიღაც სისტემის მოუწყობლობის მაჩვენებელია. მოწესრიგებული, გეგმაზომიერი და ორგანიზებული სისტემიდან მოუწესრიგებელ, რღვევის პირას მდგარ, დაქსაქსულ სტრუქტურაზე გადასვლა ამ სისტემის ენტროპიას ნიშნავს. რაც მეტია ქაოსი სისტემაში, მით მეტია ენტროპია. კანონი გვასწავლის, რომ სამყარო განუხრელად ისწრაფვის უფრო მოუწესრიგებელი, არაორგანიზებული სტრუქტურისკენ.
თერმოდინამიკის მეორე კანონი, ანუ ენტროპიის კანონი თეორიულადაც და პრაქტიკულადაც დამტკიცებულია. XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად აღიარებული ალბერტ აინშტაინი ამ კანონს ასე აფასებს – “ყველა მეცნიერების უპირველესი კანონი”.
ენტროპიის კანონი ისტორიულ მომავალშიც ფუძემდებლური იქნება და ყოველთვის დაამტკიცებს თავის ჭეშმარიტებას. როგორც აღვნიშნეთ, ალბერტ აინშტაინმა მას “ყველა მეცნიერების უპირველესი კანონი” უწოდა, ხოლო სერ არტურ ედინგტონი მას ახსენებს, როგორც სამყაროს უმაღლეს მეტაფიზიკურ წესს.1
მაშინ, როცა ევოლუციის თეორია არის მოძღვრება, რომელიც უგულებელყოფს ფიზიკის ამ ძირითად კანონს, რომელსაც მთელი სამყარო ემორჩილება. ამ თეორიის მიხედვით უწესრიგო, დაქსაქსული, უგონო, მკვდარი ატომები და მოლეკულები, დროთა ვითარებაში შემთხვევით ერთად თავმოყრილნი, ქმნის ისეთ ყოველმხრივ მოწესრიგებულ ცილებს, ისეთ კომპლექსურ მოლეკულებს, როგორებიცაა დნმ და რნმ, შემდეგ ბადებს სხვადასხვა სახის კიდევ უფრო მოწესრიგებულ ორგანიზმებს. ეს წარმოსახვითი პროცესი, რომელიც ყველა მომდევნო სტადიის გავლისას სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს პროგრესის გზით და მიისწრაფვის სრულყოფილი სტრუქტუტების ჩამოყალიბებისკენ, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ენტროპიის კანონის დამტკიცებულ ფაქტს. ამიტომაც, განხორციელება ისეთი პროცესისა, როგორიცაა ევოლუცია, აპრიორი შეუძლებელია ნებისმიერ სტადიაზე. შეუძლებელია, მეცნიერი ევოლუციონისტები ამ აშკარა წინააღმდეგობას ვერ ხედავდნენ. ევოლუციონისტი ჯ. რაში წერს:
“სიცოცხლე ევოლუციის კომპლექსურ პროცესში აშკარად ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე კანონში მითითებულ ტენდენციებს.”2
ევოლუციონისტი როჯერ ლევინი:
“პრობლემა, რომელსაც ბიოლოგები შეეჯახნენ, სხვა არაფერია, თუ არა ევოლუციის აშკარა შეუსაბამობა თერმოდინამიკის მეორე კანონთან. სისტემები დროთა ვითარებაში უნდა იშლებოდეს და მოუწესრიგებელი ხდებოდეს.” 3
ს:
“თერმოდინამიკის მეორე კანონის თანახმად, ნორმალურ პირობებში ვერანაირი კომპლექსური ორგანული მოლეკულა თავისთავად ვერ წარმოიქმნება. პირიქით, მას მხოლოდ დაშლა შეუძლია. და მართლაც, რაც უფრო კომპლექსურია რაღაც, მით უფრო არამდგრადია იგი და საბოლოოდ, მისი დაშლაც უფრო სწრაფია და გარდაუვალი. ფოტოსინთეზი, ყველა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პროცესი და თვით სიცოცხლეც, მიუხედავად დახლართული, ან საგანგებოდ დახლართული ახსნა-განმარტებებისა, დღემდე არ არის გაცხადებული თერმოდინამიკასა ან სხვა რომელიმე ზუსტ მეცნიერებაზე დაყრდნობით.”4
ცხადია, რომ ევოლუციის თეორიის პოსტულატები სრულიად ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს. თერმოდინამიკის მეორე კანონი, როგორც ლოგიკური, ისე მეცნიერული თვალსაზრისით, ევოლუციის სცენარის წინაშე გადაულახავ ფიზიკურ წინაღობად არის აღმართული. ევოლუციონისტებს ამ წინაღობის გადალახვა მხოლოდ ოცნებებში შეუძლიათ, რადგან მათ ვერ მოჰყავთ ოდნავ მაინც შინაარსიანი, მეცნიერულზე რომ აღარაფერი ვთქვათ, განმარტებები. მაგალითად, ცნობილი ევოლუციონისტი ჯერემი რიფკინი წერს, რომ სჯერა მაგიური ძალისა, რომელმაც ევოლუციას შეაძლებინა, ფიზიკის ეს კანონი გადაელახა:
“ენტროპიის კანონი გვასწავლის, რომ ევოლუცია სიცოცხლისთვის აუცილებელ მთელს ენერგიას პლანეტაზე გაფანტავს. ჩვენი გაგებით კი ევოლუცია ამის რადიკალურად საწინააღმდეგო მოვლენაა. ჩვენ გვჯერა, რომ ევოლუცია რაღაც ჯადოსნობით სრულყოფს და ავითარებს დედამიწაზე არსებულ წესრიგს.”5
ეს სიტყვები სავსებით ცხადყოფს, რომ ევოლუციის თეორია არის გახევებული დოგმა, ბრმა რწმენა საკუთარი წარმოსახვისა.
ღია სისტემის მცდარი გაგება
ღია სისტემა, ეს არის თერმოდინამიკური სისტემა გარეგანი ენერგიითა და ნივთიერებათა ცვლით. ევოლუციონისტების აზრით, დედამიწა არის ღია სისტემა, რომელიც მუდმივად განიცდის მზის ენერგიის გავლენას, რაც იმას ნიშნავს, რომ ენტროპიის კანონი ჩვენს პლანეტაზე არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, მოუწესრიგებელი, პრიმიტიული და მკვდარი სტრუქტურებიდან შეიძლება მოწესრიგებული, კომპლექსური ცოცხალი ორგანიზმის დაბადება. აქ ადგილი აქვს ცნებათა გაყალბების აშკარა მცვდელობას, რადგან რომელიმე სისტემაში ენერგიის შემოსვლა მისი მოწესრიგებისთვის სულაც არ არის საკმარისი. ამისთვის უნდა არსებობდეს საგანგებო მექანიზმები, რომლებსაც უნარი ექნება ამ ენერგიის მისი მოხმარებისთვის აუცილებელ ფორმად გარდაქმნისა. მაგალითად, ავტომობილის ასამოძრავებლად საჭიროა ძრავა, გადამცემი სისტემები და მათი მოქმედების წარმმართავი მექანიზმი, რომლებიც საწვავის ენერგიას მანქანისთვის საჭირო, სასარგებლო ენერგიად გადააქცევს. გარდაქმნის ასეთი სისტემის გარეშე მანქანა ვერ შეძლებს, ბენზინის ენერგია გამოიყენოს. იგივე ითქმის ცოცხალი ორგანიზმის მიმართ. დიახ, ცოცხალი ორგანიზმი მზის ენერგიას შთანთქავს. მაგრამ მზის ენერგია, უაღრესად კომპლექსური სისტემების წყალობით, რომლებიც მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმშია, ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნება (ფოტოსინთეზი მცენარეებში, საჭმლის მომნელებელი სისტემა ცხოველებსა და ადამიანებში). გარდაქმნის ამ სისტემების გარეშე ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ იარსებებდა. ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომელსაც გარდაქმნის მექანიზმი არ გააჩნია, მზის ენერგია სრულიად უსარგებლოა, რადგან ის მხოლოდ წვავს, შლის და ანადგურება მას.
ცხადია, რომ სისტემა (ღია იქნება თუ დახურული), სადაც ენერგიის გარდამქმნელი მექანიზმი არ არსებობს, ევოლუციის თეორიას ვერაფრით ადასტურებს. და არც არავინ ამტკიცებს, რომ პირველად ატმოსფეროში ესოდენ კომპლექსური და გონიერი მექანიზმები არსებობდა. ევოლუციონისტებისთვის ძირითადი პრობლემა, რაც მათ ჩიხში აქცევს, არის ის, თუ როგორ წარმოიშვა მზის ენერგიის გარდამქმნელი ასეთი კომპლექსური მექანიზმები, როგორიცაა, მაგალითად, მცენარეთა ფოტოსინთეზი, რომლის განხორციელებაც თვით ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებითაც კი ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ არ შეეძლო პირველად ატმოსფეროში მოხვედრილ მზის ენერგიას, ხელი შეეწყო სისტემატური და მაღალორგანიზებული სტრუქტურების წარმოქმნისთვის. როგორც უნდა აწეულიყო ტემპერატურა, ამინომჟავები ყოველთვის შეეწინააღმდეგებოდნენ თანმიმდევრული ნაერთების წარმოქმნას. ამინომჟავებზე გაცილებით რთული ცილის მოლეკულებისა და მათზე კიდევ უფრო კომპლექსური უჯრედის ორგანელების წარმოქმნისთვის მხოლოდ ენერგია არ კმარა. ცოცხალი უჯრედის წარმოქმნის ფუძემდებლური ფაქტორი, ეს არის გააზრებული პროექტი, ანუ, სხვაგვარად – შექმნა!
თავი მეთერთმეტე
შეიძლება დიადი ჩანაფიქრის შემთხვევითობით ახსნა?
წინა თავებში დავრწმუნდით, რომ სიცოცხლის შემთხვევითობის შედეგად წარმოშობა შეუძლებელია. მაგრამ დავუშვათ, რომ ეს შესაძლებელია; დავუშვათ, რომ მილიონობით წლის წინ ჩაისახა უჯრედი, რომელმაც სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა მასალა მოიმარაგა. მიუხედავად ასეთი დაშვებისა, ევოლუციის თეორია მაინც კრახს განიცდის: ამ უჯრედმა განსაზღვრული დროის მანძილზე რომ იარსებოს კიდეც, საბოლოოდ მაინც დაიღუპება, ცოცხალი აღარაფერი დარჩება და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. იმიტომ, რომ ეს ამ პირველ უჯრედს, რომელსაც გენეტიკური სისტემა არა აქვს, გამრავლების უნარიც არ გააჩნია. მკვდარი უჯრედი შემდგომ თაობას ვეღარ დატოვებს და სიცოცხლე მის დაღუპვასთან ერთად გაქრება.
გენეტიკური სისტემა, თავის მხრივ, მხოლოდ დნმ-ისგან არ შედგება. აუცილებელია არსებობა, თანაც ერთი და იგივე გარემოში, ფერმენტებისა, რომელთაც დნმ-ისა და რნმ-ის შიფრის წაკითხვა შეუძლიათ, რიბოსომებისა, რომელთაც შეუერთდებათ ამინომჟავების სინთეზისთვის აუცილებელი ინფორმაციის მატარებელი რნმ-ი და სხვა მსგავსი კომპლექსური ფერმენტებისა, რომლებიც უამრავი შუალედური პროცესის კატალიზაატორებად გვევლინებიან. გარდა ამისა, ასეთი გარემოა მხოლოდ ისეთი იზოლირებული და მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა, როგორიცაა უჯრედი, სადაც ყველა აუცილებელი ნივთიერება და ენერგიაა თავმოყრილი.
მოკლედ, ორგანული ნივთიერება შეიძლება გამრავლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიარსებებს სრულყოფილი უჯრედის სახით მთელ მის ორგანელებთან ერთად. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ასეთი რთული კომპლექსური სტრუქტურის მქონე პირველი უჯრედი დედამიწაზე მყისიერად გაჩნდა. და თუ ეს კომპლექსური სტრუქტურა თვალის ერთ დახამხამებაში გაჩნდა, ეს რას ნიშნავს? განვიხილოთ ასეთი მაგალითი – შევადაროთ უჯრედი და უახლესი ტექნოლოგიით გაკეთებული ავტომობილი კომპლექსურობის კუთხით. (სინამდვილეში, მიუხედავად მანქანის ძრავასი და ტექნიკური აღჭურვილობისა, უჯრედი გაცილებით უფრო კომპლექსური და განვითარებული სისტემაა). დავსვათ კითხვა: უღრან ტყეში რომ შესულიყავით და ხეებს შორის უახლესი მარკის ავტომობილი დაგენახათ, რას იფიქრებდით? იქნებ იმას, რომ მილიონობით წლის მანძილზე ტყეში არსებული ქიმიური ნივთიერებები შემთხვევით შეერთდნენ და ამის შედეგად ავტომობილი შექმნეს? ყველა ნედლეული, რისგანაც შედგება მანქანა – რკინა, პლასტიკატები, კაუჩუკი და ა.შ. მიწის ქერქში არსებული ელემენტებისგან მიიღება. შეგიძლიათ, ამ შემთხვევაში წარმოიდგინოთ, რომ ყველა ეს მასალა შემთხვევით გამოეყო მიწის ქერქს, მერე ისევ შემთხვევით ერთმანეთს შეუერთდა და შედეგად, ავტომობილი წარმოიქმნა?
რაღა თქმა უნდა, ყოველი ნორმალური და საღად მოაზროვნე ადამიანი იფიქრებს იმაზე, რომ ავტომობილი დაპროექტებულია ინტელექტის გამოყენებით, დამზადებულია ქარხანაში და დაინტერესდება მიზეზით, თუ როგორ მოხვდა ეს მანქანა ტყეში. ასე რომ, კომპლექსური სტრუქტურის მყისიერად შექმნა, თან როგორც ერთი მთლიანობისა, მეტყველებს იმაზე, რომ ის შექმნილია გონიერი ნებით. ისევე, როგორც რთული სისტემებით დატვირთული უჯრედი არის შემოქმედება უმაღლესი გონისა და ნების – ღმერთისა!
“ძნელი დასაჯერებელია, რომ იღბლიანმა მუტაციამ ყველანაირად უზრუნველყო მცენარეები და ცხოველები, მაგრამ, დარვინიზმი უფრო მეტს მოითხოვს. ერთადერთი მცენარის, ერთადერთი ცხოველის წარმოსაქმნელად ათასობით ათასი სასარგებლო შემთხვევითობა უნდა წაეწყოს ერთმანეთს. ესე იგი, სასწაული უნდა იქცეს წესად და ყველა წარმოუდგენელი მოვლენა განხორციელდეს. არ არსებობს ოცნების ამკრძალავი კანონი, მაგრამ აქ მეცნიერება რა შუაშია?!” 125
ევოლუციონისთვის ტერმინ “შემთხვევითობის” მნიშვნელობას გრასე ასე განმარტავს:
“...ათეიზმის ნიღაბს ამოფარებული შემთხვევითობა ფარულად სათაყვანებელი კერპი გახდა,” 126
დარვინის ფორმულა
მოდით, ჩვენს მიერ განხილულ წმინდა ტექნიკური მტკიცებულებებთან ერთად, შევაჯამოთ ის, თუ რა აბსურდულ რწმენას მისდევენ ევოლუციონისტები. ამისთვის მოვიყვანოთ მაგალითი, რომელიც ბავშვისთვისაც კი ადვილად გასაგებია.
ევოლუციის თეორიის თანახმად, ყოველივე ცოცხალი შემთხვევით ჩაისახა.. მაშასადამე, უსულო და უგონო ატომებმა ჯერ შექმნა უჯრედი, მერე, რაღაც სასწაულით, ცოცხალი ორგანიზმები და ბოლოს, ადამიანი. თუმცა, აქ დაფიქრება გვმართებს: ერთად რომ მოვაგროვოთ ისეთი ელემენტები, როგორებიცაა ფოსფორი, აზოტი. ნახშირბადი და კალიუმი, რაც ყოველივე ცოცხალის საფუძველს წარმოადგენს, მხოლოდ რაღაც უაზრო მასას მივიღებთ.
ატომების ეს მასა, რა რეაქციაშიც უნდა შევიდეს, ცოცხალ ორგანიზმს ვერ წარმოქმნის. მოდით, წარმოვიდგინოთ ლაბორატორიული ცდა და ევოლუციონისტების თვალსაზრისით განვიხილოთ ის მტკიცებულება, რომელსაც ისინი იცავენ, ოღონდ ისე, რომ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ – “დარვინის ფორმულა”. დაე, ევოლუციონისტებმა დიდ ქიმიურ ჭურჭელში ნებისმიერი რაოდენობით მოათავსონ სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები - ფოსფორი, აზოტი, ნახშირბადი, ჟანგბადი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა და ა.შ. დაე მათ დაუმატონ სხვა ნივთიერებებიც, რაც ბუნებრივ გარემოში არ გვხვდება. დაე, ამ ნაზავში ჩაუმატონ ნებისმიერი სახისა და რაოდენობის ამინომჟავები, რომელთა პუნებრივ პირობებში წარმოქმნა შეუძლებელია, და ცილები, რომლის ერთადერთი მოლეკულის შემთხვევითი წარმოქმნის ალბათობა ერთია 10950-დან, შემდეგ, უზრუნველყონ მათთვის საჭირო ტემპერატურა და ტენიანობა ამ ნაზავისა, დაიხმარონ ნებისმიერი უახლესი ლაბორატორიული ტექნოლოგია. შემდგომ ამისა, დააყენონ ამ ჭურჭელთან მსოფლიოში უცნობილესი მეცნიერები, რომ მათ შეეძლოთ, ერთმანეთის შენაცვლებით მილიონობით და მილიარდობით წლების მანძილზე უდარაჯონ შედეგს. მათ უფლება ეძლევათ, აგრეთვე, გამოიყენონ ყველა პირობა, რაც მათი აზრით, აუცილებელია ადამიანის წარმოშობისთვის. და რაც უნდა ეცადონ ისინი, ამ ჭურჭელის შიგთავსიდან ადამიანი არასდროს გამოვა. ისევე, როგორც არ გამოვა ჟირაფი, ლომი, ფუტკარი, იადონი, ბულბული, თუთიყუში, მიხაკი, ბანანი, ფორთოხალი, ვაშლი, , ნესვი, საზამთრო, ლზემოთჩამოთვლილ ცოცხალ არსებებზე რა ლაპარაკი შეიძლება, თუ მთელი ამ პროცესების შედეგად ისინი ერთ ცოცხალ უჯრედსაც კი ვერ მიიღებენ?
ერთი სიტვით, ერთად თავმოყრილი უგონო და უსულო ატომების გროვა უჯრედს ვერ წარმოქმნის. ისევე, როგორც, რაც უნდა მოხდეს, ვერ აიძულებს ამ უჯრედს გამრავლდეს და საბოლოოდ შექმნას პროფესორი, რომელიც გამოიგონებს მიკრისკოპს და მისი დახმარებით თავისივე უჯრედის სტრუქტურას შეისწავლის.
მატერია მხოლოდ უგონო და უსიცოცხლო მასაა, რომელსაც მხოლოდ ღვთის ნებით შეუძლია, გაცოცხლდეს. ევოლუციის თეორია, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, თავის მხრივ სრული სისულელეა და საღ აზრთან საერთო არაფერი აქვს. ეს ნათელი გახდება, თუ ევოლუციონისტების მტკიცებულებებს განვიხილავთ ისე, როგორც ზემოთმოყვანილ მაგალითში.
მხედველობისა და სმენის ტექნოლოგია
არსებობს სხვა ფაქტებიც, რომელსაც ევოლუციის თეორია ვერ ხსნის – მხედველობითი და სმენითი აღქმის უმაღლესი ხარისხი.
სანამ თემაზე გადავიდოდეთ, მოკლედ ვუპასუხოთ კითხვას: როგორ ვხედავთ? სინათლის სხივი, რომელიმე ობიექტიდან გამოსული ან მასზე არეკლილი, თვალის ბროლში გადის და ბადურაზე გამოსახულებას გადაბრუნებული სახით ასახავს. ბადურის უჯრედები სხივებს გარდაქმნის ელექტრულ სიგნალებად, რომელიც გადაიცემა თავის ტვინის ერთ-ერთ ნაწილში – მხედველობის ცენტრში. პროცესების მთელი რიგის შემდეგ ეს სიგნალები მხედველობის ცენტრის მიერ აღიქმება, როგორც გამოსახულება.
საკითხის ტექნოლოგიური მხრით გაცნობის მერე, მოდი, დავფიქრდეთ. ტვინი სრულიად იზოლირებულია სინათლისგან. ესე იგი, თავის ქალაში სრული წყვდიადი სუფევს და სინათლე აქ ვერ აღწევს. ბუნებრივია, რომ მხედველობის ცენტრის გარშემოც წყვდიადია, თანაც ისეთი, როგორსაც ბოლომდე ვერასდროს წარმოვიდგენთ. და, მიუხედავად ამისა, ჩვენ ნათელ და ფერადოვან სამყაროს ვხედავთ.
ამასთან, გამოსახულება იმდენად მკვეთრი და ხარისხიანია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიასაც კი არ შეუძლია, გამოსახულების ასეთ ხარისხს მიაღწიოს. დააკვირდით წიგნს, რომელსაც ახლა კითხულობთ, ხელებს, რომლებსაც ეს წიგნი უჭირავს, აიხედეთ მაღლა, გაიხედეთ ფანჯარაში. ასეთი მკვეთრი და ხარისხიანი გამოსახულება სადმე კიდევ გინახავთ? ვერც ერთი უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი ტელევიზორი, მსოფლიოში ცნობილი ფირმების ნაწარმი ვერ მოგვცემს ასეთ ხარიასხიან გამოსახულებას. ეს გამოსახულება ფერადია, სამგანზომილებიანი და აბსოლუტურად მკვეთრი. ასი წელია, ინჟინრები ასეთი გამოსახულების მისაღწევად შრომობენ. ამ მიზნით შენდება ქარხნები, უზარმაზარი ნაგებობები, ტარდება კვლევები, განიხილება გეგმები და პროექტები. და ისევ და ისევ დააკვირდით ტელევიზორს და წიგნს, რომელიც ხელში გიჭირავთ. და თქვენ აუცილებლად შენიშნავთ განსხვავებას ამ ორი გამოსახულების ხარისხში. ტელევიზორში გამოსახულება ორგანზომილებიანია, თქვენ კი უფრო მოცულობით, სამგანზომილებიან გამოსახულებას ხედავთ. საკმარისია, ტელევიზორის ეკრანს კარგად დავაკვირდეთ, რომ რაღაც ხაზები ან ბუნდოვანი ლაქები აღმოვაჩინოთ. ეს ყველაფერი ჩვენს გამოსახილებაში გვხვდება? რა თქმა უნდა, არა. მრავალი ათეული წელია, ათი ათასობით ინჟინერი ცდილობს, შექმნას ტელევიზორი, სამგანზომილებიანი გამოსახულებით და მიაღწიოს გამოსახულების ისეთ ხარისხს, როგორსაც ჩვენი მხედველობა იძლევა.
თვალისკამერაყურისმუსიკალური ფლეერი
თუ ადამიანის თვალისა და ყურის ტექნიკურ მახასიათებლებს ვიდეოსა და ხმის ჩამწერ აპარატურას შევუდარებთ, დავრწმუნდებით, რომ ადამიანის აღქმის ყოველნაირად სრულყოფილ ორგანოებთან იგივე ადამიანის მიერ გამოგონებული უახლესი ტექნიკური მიღწევები ახლოსაც ვერ მივა.
თუ ყურსა და თვალს ვიდეოკამერასა ხმის ჩამწერ აპარატურას შევადარებთ, დავრწმუნდებით, რომ ყურისა და თვალის აგებულება გაცილებით უფრო კომპლექსური და რთულია, უფრო სრულყოფილი და მოხერხებულია. რაღა თქმა უნდა, ინჟინრებმა შეძლეს სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღება, მაგრამ მისი ყურება მხოლოდ საგანგებო სათვალით შეიძლება. ამასთან, ეს მხოლოდ ხელოვნური სამგანზომილებიანი სივრცეა. ფონი წაშლილია, ხოლო წინა ხედები მუყაოს დეკორაციებს ჰგავს. არ არსებობს ისეთი მკაფიო და ხარისხიანი გამოსახულება, რომელსაც ჩვენი თვალი უზრუნველყოფს. ვიდეოკამერასა და ტელევიზორში კი გამოსახულების რაღაც ნაწილი ყოველთვის იკარგება.
ევოლუციონისტები კი ამტკიცებენ, რომ მექანიზმი, რომელმაც ასეთი მკაფიო და ხარისხიანი აღქმა უზრუნველყო, შემთხვევით შეიქმნა. რომ ვინმემ გითხრათ, ტელევიზორი თქვენს ოთახში შემთხვევით, ატომების შეერთების შედეგად გაჩნდაო, რას იფიქრებდით? როგორ მოახერხა ატომებმა ის, რასაც ათასობით ადამიანმა თავი ვერ გაართვა?
ასი წლის მანძილზე დიდ საწარმოებში, სამრეწველო კომპლექსებში, ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით აღჭურვილ ლაბორატორიებში მომუშავე ათი ათასობით ინჟინერმა თავდადებული შრომის შედეგად მხოლოდ ის მიიღო, რაც დღეს გვაქვს.
თუ შეუძლებელია შემთხვევით გაჩენა ისეთი ხელსაწყოსი, რომელიც გაცილებით ნაკლები დონის გამოსახულებას უზრუნველყოფს, ვიდრე ჩვენი მხედველობითი აღქმაა, მით უმეტეს გამორიცხულია შემთხვევით გაჩენა ისეთი გაცილებით უფრო სრულყოფილი სტრუქტურისა, როგორიც გახლავთ თვალი. აქ უნდა არსებობდეს ბევრად დეტალური, გონივრული გეგმა და პროექტი, ვიდრე ტელევიზორის გაკეთებას სჭირდება. ამ მკაფიო და ხარისხიანი გამოსახულების პროექტი კი მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს ეკუთვნის.
იგივე შეიძლება, სმენაზეც ითქვას. გარე ყური ყურის ნიჟარის საშუალებით გარე სამყაროს ხმებს იღებს და გადასცემს შუა ყურს, რომელიც ამ ხმების ვიბრაციას აძლიერებს და თავის მხრივ, შიდა ყურს გადასცემს. შიდა ყური, გარდაქმნის რა ამ ვიბრაციას ელექტროსიგნალებად, ტვინს აწოდებს. ყურით აღქმის პროცესი, ისევე, როგორც მხედველობის პროცესი, ტვინში ხდება, ოღონდ მის სმენით ცენტრში.
3d ყურის შემთხვევაში ვითარება იგივეა, რაც თვალთან მიმართებაში. ესე იგი, თავისთავად ტვინი სინათლისა და ბგერებისგან იზოლირებულია, ვერც ერთი სხივი თუ ბგერა ტვინამდე ვერ აღწევს. რაც უნდა ხმაური იყოს ჩვენს გარშემო, ტვინში სრული სიჩუმე სუფევს. და მიუხედავად ამისა, ტვინს ყველაზე ჩუმი ბგერების აღქმის უნარი აქვს. სწორედ ტვინის წყალობით გვესმის ჩვენ სიმფონიური მუსიკა თუ ბრბოს ხმაური. თუმცა ამ დროს ყველაზე სრულყოფილი აპარატურით ტვინში ბგერის ძალის გაზომვა რომ შეგვეძლოს, დავრწმუნდებოდით, რომ იქ სრული სიჩუმეა. კიდევ ერთხელ შევადაროთ ყურისა და ტვინის აგებულების ხარისხი და ტექნოლიგია ადამიანის მიერ გამოგონებულ ტექნოლიგიას. უამრავი დრო დაიხარჯა როგორც გამოსახულების, ასევე ხმის ჩაწერის ტექნიკის გასაუმჯობესებლად. ხმის ჩამწერი აპარატურა, მუსიკალური ცენტრები, უამრავი ელექტროხელსაწყო და მუსიკალური სისტემა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შედეგისა, რომელიც ჩატარებული სამუშაოების შედეგად შეიქმნა. და მაინც, მიუხედავად ათასობით ინჟინრისა და სპეციალისტის დაუღალავი შრომისა, ჩვენი ყურით დაჭერილი ხმის მსგავსი ხარისხი და ბგერის სისუფთავე, მაინც ვერ იქნა მიღწეული. წარმოიდგინეთ ყველაზე ცნობილი ფირმის უმაღლესი ხარისხის მუსიკალური ცენტრი. ხმის ჩაწერის პროცესში ბგერების ნაწილი ან ქრება, ან ჩნდება მცირე ხარვეზები, ან როცა მუსიკალურ ცენტრს რთავთ, აუცილებლად გაიგონებთ დამახასიათებელ შიშინს.
ხოლო ბგერები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ჩადებული ტექნოლოგიის შედეგია, სრულიად მკაფიო და სრულყოფილია. ადამიანის ყურს არ ახასიათებს ის შიშინი და თუნდაც მცირეოდენი ხარვეზები, რაც მუსიკალურ ცენტრს. ბგერა აღიქმება ზუსტად ისე, როგორც მას ბგერის წყარო გამოსცემს. და ეს პროცესი არ შეცვლილა პირველი ადამიანის გაჩენის დღიდან.
დღემდე არ შექმნილა ხელსაწყო, ისეთი მგრძნობიარე და სრულყოფილი, როგორებიცაა თვალი და ყური. ერთი სიტყვით, ადამიანის ორგანიზმი აღჭურვილია ტექნოლოგიით, რომელიც გაცილებით უკეთესია იმაზე, რაც კაცობრიობას ათასწლეულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით შეუქმნია. და არავის შეუძლია იმის მტკიცება, რომ მუსიკალური ცენტრი, ან ვიდეოკამერა შემთხვევითობის შედეგად შეიქმნა. და თუ ასეა, როგორღა შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ადამიანის ორგანიზმში ჩადებული ტექნოლოგიები, რომლებიც ბევრად აღემატება მის მიერ შექმნილს, შემთხვევითობის უაზრო მწკრივის, ეგრეთწოდებული ევოლუციის შედეგია? სავსებით ცხადია, რომ თვალი, ყური და ადამიანის სხეულის სხვა ნაწილები დიდი შემოქმედების, შექმნის ნაყოფია. და ეს იდევ ერთხელ გვარწმუნებს დიდი ღმერთის უსაზღვრო შესაძლებლობებსა, ძალასა და ყოვლისშემძლეობაში.
ჩვენ აქ საგანგებოდ შევეხეთ სმენისა და მხედველობის თემას, რადგან ევოლუციონისტებს არა და არ სურთ თვალი გაუსწორონ უცხადეს ფაქტებს, რომლებიც სამყაროს ღვთის ნებით შექმნაზე ღაღადებს. ევოლუციონისტს რომ სთხოვოთ, აგიხსნათ, თუ როგორ შეიძლებოდა შემთხვევით წარმოქმნილიყო ისეთი ურთულესი ტექნოლოგიები, როგორებიცაა ადამიანის თვალი და ყური, ოდნავ მაინც გონივრულსა და ლოგიკურ პასუხს ვერ მიიღებთ
თავი მეთორმეტე
ევოლუციონისტთა მცდარი დასკვნები
სისულელე ატროფირებულ ორგანოებზე
ერთ-ერთი საბუთი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე საპატიო ადგილი ეჭირა ევოლუციონისტურ გამოცემებში, და მისი მცდარობის დადგენის შემდეგ იქიდან გამქრალი, იყო ეგრეთ წოდებული, “ატროფირებული ორგანოები”. თუმცა, ევოლუციონისტთა ერთი ნაწილი ატროფირებულ ორგანოებს დღესაც მიიჩნევს ევოლუციის არსებობის მნიშვნელოვან მტკიცებულებად და ცდილობს, ღირსეულად წარმოადგინოს.
გერმანელი ანატომის რ. ვაიდერშეიმის 1895 წელს შედგენილი ატროფირებული ორგანოების სია, შეიცავდა დაახლოებით 100 სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის აპენდიქსსა და კუდუსუნს. თუმცა, მეცნიერების განვითარების კვალობაზე გამოირკვა, რომ ვაიდერშეიმის სიაში მოხვედრილ ყველა ორგანოს მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ აპენდიქსი, რომელიც ატროფირებულ ორგანოდ ითვლებოდა, ყოფილა ნაწილი ლიმფური სისტემისა, რომელიც ორგანიზმში შემოჭრილ მავნე მოკროორგანიზმებს ებრძვის. ეს ფაქტი 1997 წელს გამოცემულ ერთ-ერთ სამედიცინო წყაროში ასეა ხაზგასმული:
“ჩიყვის ჯირკვალი, ღვიძლი, ელენთა, აპენდიქსი და ძვლის ტვინი ლიმფატური სისტემის ცალკეული ნაწილების და ორგანიზმს ინფექციების დაძლევაში ეხმარება.” 137
დადგინდა, აგრეთვე, რომ ნუშისებრი ჯირკვლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ყელის ინფექციიდან დაცვაში, განსაკუთრებით, ადამიანის მომწიფებამდე. გარდა ამისა გამოირკვა, რომ კუდუსუნი ზოგიერთი ძვლის საყრდენია და მთელი რიგი პატარა კუნთისთვის მიმაგრების წერტილს წარმოადგენს. შემდგომ დადგინდა ფაქტების მთელი წყება: 1. ჩიყვის ჯირკვალი, რომელიც “ატროფირებულ ორგანოდ” ითვლებოდა, თურმე ორგანიზმის დაცვით სისტემას ააქტიურებს, მოჰყავს რა მოქმედებაში T –ლიმფოციტები; 2. ეპიფიზი მნიშვნელოვან ჰორმონებს გამოიმუშავებს; 3. ფარისებრი ჯირკვალი ბავშვების სრულფასოვან განვითარებას უზრუნველყოფს; 4. ჰიპოფიზი ბევრი ენდოკრინული ჯირკვლის სწორ ფუნქციონიებას აკონტროლებს.
ატროფირებულ ორგანოებზე მსჯელობისას, ევოლუციონსტებმა ერთი მნიშვნელოვანი ლოგიკური შეცდომა დაუშვეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევოლუციონისტების აზრით, ცოცხალ არსებებს ატროფირებული ორგანოები წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგოთ. თუმცა, ბევრი ატროფირებული ორგანო ჩვენს ეგრეთ წოდებულ წინაპრებს, საერთოდ არ ჰქონიათ! მაგალითად, აღმოჩნდა, რომ მაიმუნების ზოგიერთ სახეობას, რომლებსაც ევოლუციონისტები ადამიანის უახლოეს წინაპრად ასახელებდნენ, აპენდიქსი საერთოდ არ ჰქონიათ. ბიოლოგი, რომელიც ატროფირებული ორგანოების თეზისის წინააღმდეგ ილაშქრებს, ამ ლოგიკურ შეცდომას შემდეგნაირად აშუქებს:
“ადამიანებს აქვთ აპენდიქსი. ხოლო მათ ძველისძველ წინაპრებს – მაიმუნებს, ის არ გააჩნიათ. საინტერესოა, რომ აპენდიქსი უფრო დაბალი საფეხურის სახეობებში, ვთქვათ, ოპოსუმებშიც არის გამოვლენილი. როგორ შეუძლია ევოლუციის თეორიას ამის ახსნა?” 138
ერთი სიტყვით, ატროფირებულ ორგანოებისადმი მიძღვნილი სცენარი ერთი მხრიც ლოგიკურ შეცდომებს შეიცავს, ხოლო მეორე მხრივ, მცდარია წმინდა მწცნიერული თვალსაზრისით. ადამიანებს არა აქვთ არავითარი “მემკვიდრეობითი და შემდგომში ატროფირებული” ორგანოები. არა აქვთ, რადგან ისინი შემთხვევის წყალობით და სხვა ცოცხალი არსებებისგან კი არ წარმოშობილან, არამედ შეიქმნენ უნაკლო და განსაკუთრებული შემოქმედების შედეგად მათი დღევანდელი სახით.
ცოცხალი ორგანიზმების მსგავსება ევოლუციის თეორიის უტყუარობას ვერაფრით ამტკიცებს
არწივი, ფრთაღამურა, ფრთაფრენა, ფრთა
ცოცხალი არსებების სხვადასხვა სახეობის აგებულების მხრივ მსგავსება ბიოლოგიაში “ჰომოლოგიად” იწოდება. ევოლუციონისტები ცდილობენ, ეს მსგავსება ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ გამოიყენონ.
დარვინი ვარაუდობდა, რომ მსგავსი (ჰომოლოგიური) ორგანოების მქონე ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთთან ევოლუციურად არიან დაკავშირებულნი და ეს ორგანოები საერთო ისტორიული წინაპრისგან მიიღეს მემკვიდრეობით. ასე მაგალითად, მისი აზრით მტრედებსაც და არწივებსაც ფრთები აქვთ, მაშასადამე მტრედები, არწივები და საერთოდ, ყველა ფრთოსანი ერთი ისტორიული წინაპრიდან წარმოიშვნენ.
ამ დროს, ჰომოლოგია წარმოადგენდა ზედაპირულ ვარაუდს, რაც მხოლოდ და მხოლოდ გარეგნულ მსგავსებას ეყრდნობოდა. ეს მოსაზრება, დარვინის დროიდან მოყოლებული, არც ერთი მეცნიერული საბუთით არ გამყარებულა. დედამიწის არც ერთ გეოლოგიურ შრეში ცოცხალი არსებების გამოგონილი “წინაპრების” ნამარხი ნაშთები ჰომოლოგიური ორგანოებით არ აღმოჩენილა
სხვადასხვა ორგანიზმების ერთი და იგივე ჰომოლოგიურ ორგანოთა შორის აბსოლუტური განსხვავება;
ჰომოლოგიური ორგანოების მქონე ცოცხალი არსებების ჩანასახოვანი განვითარების სტადიებში განსხვავება გვიჩვენებს, რომ ჰომოლოგია ევოლუციისთვის არანაირ საფუძველს არ წარმოადგენს.
მოდი, ეს პუნქტები ცალკ-ცალკე განვიხილოთ.
მსგავსი ორგანოების არსებობა სხვადასხვა კლასს მიკუთვნებულ ცოცხალ არსებებში
სახეობებს, რომელთა შორის ევოლუციონისტებს ვერავითარი ევოლუციური კავშირი ვერ აღმოუჩენიათ, ხშირად მსგავსი (ჰომოლოგიური) ორგანოები აქვთ. ასეთი ორგანოების მაგალითად ფრთები გამოდგება. ფრთები აქვთ ძუძუმწოვრებს (ღამურებს), ფრინველებს და მწერებს. გარდა ამისა, წინაისტორიული მფრინავი ქვეწარმავლების რამდენიმე სახეობაც არის ცნობილი.
მაგრამ ევოლუციონისტებსაც კი ვერ მოუხერხებიათ ამ ოთხ კლასს შორის ნათესაური კავშირების აღმოჩენა. მეორე მაგალითია საოცარი მსგავსება სხვადასხვა ცოცხალი არსებების თვალების სტრუქტურას შორის. მაგალითად, რვაფეხა და ადამიანი ცოცხალი ორგანიზმების ორი სრულიად განსხვავებული სახეობაა, რომელთა შორის არავითარი ევოლუციური კავშირი არ არსებობს. თუმცა, ამ ორი სახეობის თვალები აგებულებითა და ფუნქციით საოცრად ჰგავს ერთმანეთს. აქ ევოლუციონისტებსაც კი შერცხვებათ იმის მტკიცება, რომ ადამიანსა და რვაფეხას ჰყავდათ საერთო წინაპარი თვალის ანალოგიური სტრუქტურით. ეს და სხვა მსგავსი მაგალითები ამტკიცებს, რომ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც: “მსგავსი (ჰომოლოგიური) ორგანოების მქონე ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთთან ევოლუციურად არიან დაკავშირებულნი და ეს ორგანოები საერთო ისტორიული წინაპრისგან მიიღეს მემკვიდრეობით”, მეცნიერულად სრულიად დაუსაბუთებელია.
ყველაფერთან ერთად, ამ ორგანოების გამო ევოლუციური თეორია კიდევ ერთხელ ექცევა ყრუ ჩიხში. ცნობილი ეცოლუციონისტი ფრენკ სელისბერი, როცა საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა, რომ სრულიად განსხვავებულ არსებებს თითქმის ერთნაირი თვალები აქვთ, შემდეგ აღიარებამდე მიდის:
“ისეთი კომპლექსური ორგანოც კი, როგორიც თვალია, არსებების სხვადასხვა ჯგუფის ცალკ-ცალკე გაუჩნდა. მაგალითად რვაფეხას, ხერხემლიანებს და, აგრეთვე, ანთროპოიდებს (ადამიანისებრთ). იმ დროს, როცა მათი ერთდროულად წარმოშობის ახსნის მცდელობა ისედაც უამრავ თავსატეხს გვიჩენს, თანამედროვე სინთეზური თეორიის (ნეოდარვინიზმი) მოსაზრება მათი მრავალჯერადი ცალკეული წარმოქმნის შესახებ საერთოდ მატკიებს თავს.” 139
ჰომოლოგიის გენეტიკური და ემბრიოლოგიური ჩიხი
იმისთვის, რომ ევოლუციონისტთა მტკიცებულებებმა ჰომოლოგიის შესახებ სერიოზული სახე მიიღოს, პირველ რიგში აუცილებელია, რომ ცოცხალი ორგანიზმების მსგავსი (ჰომოლოგიური) ორგანოები კოდირებულ იყვნენ დნმ-ის მსგავსი (ჰომოლოგიური) შიფრებით. თუმცა, ეს ორგანოები ძირითადად დნმ-ის სრულიად განსხვავებული გენეტიკური კოდებით (შიფრებით) არიან წარმოდგენილი. ამასთან, სხვადასხვა ორგანიზმების დნმ-ის გენეტიკური ჰომოლოგიური კოდები სრულიად სხვადასხვა ორგანოებს შეესაბამება.
ვს:
“ჰემოლოგიის ევოლუციურმა საფუძველმა კრახი განიცადა მაშინ, როცა გაირკვა, რომ სხვადასხვა არსებების მსგავსი სტრუქტურები სრულიად სხვადასხვა გენებით არის განპირობებული.” 140
გარდა ამისა, იმისთვის, რათა ევოლუციონისტების მოსაზრებებს მეცნიერული ელფერი მაინც დაჰკრავდეს, აუცილებელია ჰომოლოგიური ორგანოების ჩანასახოვანი განვითარების პერიოდულობა ერთმანეთის პარალელური იყოს. სინამდვილეში, ამ ორგანოების განვითარების პროცესი თვითეულ არსებაში სხვადასხვაგვარად იმიდინარეობს.
გამოკვლევებმა გენეტიკისა და ემბრიოლოგიის სფეროში გვაჩვენა, რომ ჰემოლოგია, რასაც დარვინი “ცოცხალი ორგანიზმების საერთო ისტორიული წინაპრიდან ევოლუციის” უეჭველ საბუთად სახავდა, სინამდვილეში ყოველგვარ მეცნიერულ ღირებულებას მოკლებულია. ასე და ამრიგად, მეცნიერებამ დარვინიზმის მორიგი თეზისი გააცამტვერა.
მოლეკულური ჰომოლოგიის მცდარობა
ორგანოების ჰომოლოგიის მსგავსად ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მოსაზრება მოლეკულური ჰომოლოგიის შესახებ. ევოლუციონისტები ლაპარაკობენ სხვადასხვა სახეობის არსებათა დნმ-ისა თუ ცილის აგებულების მსგავსებაზე და ყოველივე ეს ამ არსებათა ერთმანეთისგან წარმოშობის დამამტკიცებელ არგუმენტად მოჰყავთ. მაგალითად, ევოლუციონისტურ გამოცემებში ძალიან ხშირად უსვამენ ხაზს “ადამიანისა და მაიმუნის დნმ-ების მსგავსებას” და ამით ადამიანისა და მაიმუნის ევოლუციურ კავშირს ასაბუთებენ.
ამის ყველაზე უფრო გავრცელებული მაგალითია ადამიანში 46, ხოლო მაიმუნში 48 ქრომოსომის არსებობაა. და ევოლუციონისტები ქრომოსომების რაოდენობაში პატარა განსხვავებას ევოლუციური კავშირის გამოვლინებად მიიჩნევენ. მაგრამ, მსგავსი ლოგიკა სინამდვილეს რომ ასახავდეს, ადამიანს უფრო ახლო ნათესავი უნდა ჰყავდეს – კარტოფილი! რადგან ქრომოსომების რაოდენობის მიხედვით, კარტოფილში ქრომოსომების რაოდენობა, გორილისა და შიმპანზესგან განსხვავებით ემთხვევა ადამიანის ქრომოსომების რაოდენობას. კარტოფილშიც ზუსტად 46 ქრომოსომაა! ეს ვითარება ცხადად გვიჩვენებს, რომ დნმ-ის აგებულების მსგავსება ევოლუციის დასამტკიცებლად არ ივარგებს.
გარდა ამისა, ერთმანეთის მსგავს არსებებს შორის უზარმაზარი მოლეკულური განსხვავებებიცაა. ასე მაგალითად, ციტოქრომ-ჩ-ს ცილა, რომელიც სუნთქვის პროცესისთვის აუცილებელია, ერთი და იგივე კლასის ცხოველებშიც კი სრულიად სხვადასხვა სტრუქტურით გამოირჩევა. ასეთი კრიტერიომის შედარების დროს ირკვევა, რომ ქვეწარმავალთა ორ სახეობას შორის განსხვავება გაცილებით დიდია, ვიდრე თევზსა და ფრინველს, ან თევზსა და ქვეწარმავალს შორის. სხვა გამოკვლევამ აჩვენა, სხვადასხვა სახეობის ფრინველთა მოლეკულურ აგებულებას შორის განსხვავება იგივე Fფრინველებსა და ძუძუმწოვრებს შორის განსხვავებას აღემატება. ასევე აღმოჩნდა, რომ ერთმანეთის მსგავსი ბაქტერიების მოლეკულურ სტრუქტურებში განსხვავება მეტია, ვიდრე ძუძუმწოვართა და რეპტილიათა, ან მწერებს შორის. 141 ანალოგიურად შეუდარეს ერთმანეთს მსგავსი არსებების ჰემოგლობინი, მიოგლობინი, ჰორმონები, გენები და იგივე შედეგი იქნა მიღებული. 142
თავი მეცამეტე
ევოლუციის თეორია – მატერიალისტური აუცილებლობა
რამდენად სწორია მატერიალიზმი? რომელიმე ფილოსოფიის ჭეშმარიტობის ან მცდარობის დასადგენად, ამ ფილოსოფიის მეცნიერული დასაბუთებაა აუცილებელი. მაგალითად, მეათე საუკუნეში რომელიმე ფილოსოფოსს შეეძლო ეთქვა, რომ მთვარეზე ხარობს წმინდა ხე, რომელსაც ხილის ნაცვლად ცოცხალი ორგანიზმები ასხია და იქიდან ეცემიან დედამიწაზე. შესაძლოა, ზოგიერთს ეს ფილოსოფია მოეწონოს, ან მიმზიდველი ეჩვენოს, მაგრამ მეოცე საუკუნის, ანუ მთვარეზე ადამიანის დაჯდომის მერე ეს ფილოსოფია ყოველგვარ საფუძველს კარგავს, რადგან ასეთი ხის არარსებობა უკვე დაკვირვებითა და ცდებით არის შესაძლებელი. ანალოგიურად შეიძლება მატერიალისტური მსოფლმხედველობის შეცნობაც. არსებობდა თუ არა მატერია ყოველთვის, შეეძლო თუ არა მოეწესრიგებინა საკუთარი არსებობა შემოქმედის გარეშე, შეეძლო თუ არა შეექმნა ცოცხალი ორგანიზმი? ყოველივე ამის გამოკვლევა შესაძლებელია. რის შემდეგაც დავრწმუნდებით, რომ მატერიალიზმმა კრახი განიცადა. თუნდაც იმიტომ, რომ მატერიის მუდმივობის აზრი Big Bang–ის, ანუ დიდი აფეთქების თეორიამ გააბათილა. “ევოლუციის თეორიად” წოდებულმა მოძღვრებამ მატერიის თვითორგანიზაციისა და ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნის უნარის შესახებ, როგორც დავრწმუნდით, აგრეთვე კრახი განიცადა.
დნმთუმცა, თუ ადამიანს ამქვეყნად არაფერი სწამს მატერიალიზმის გარდა და პირველ ადგილზე მატერიალისტური ფილოსოფიისადმი ერთგულებას აყენებს, ის სხვანაირად იქცევა. თუ ის “უპირველეს ყოვლისა მატერიალისტია და მხოლოდ მერეა მეცნიერი”, მატერიალიზმს ვერ შეელევა, თუნდაც მეცნიერებამ ევოლუციის თეორია ძირფესვიანად მოთხაროს.
ეს წინასწარ აკვიატებული აზრი აიძულებს ევოლუციონისტებს ირწმუნონ, რომ “უგონო მატერია თავის თავს აწესრიგებს”, რაც არა მარტო მეცნიერებას, ლოგიკასაც ეწინააღმდეგება.
თავი მეთხუთმეტე
დასკვნა:
ევოლუციის თეორია არის ფალსიფიკაცია
არსებობს კიდევ უამრავი მეცნიერული ფაქტი, რომლებიც ევოლუციის თეორიას აბათილებს. ამ წიგნის შინაარსი საკმარისია, რომ ასეთი დასკვნა გაკეთდეს: ევოლუციის თეორია არის “მეცნიერულად” შენიღბული ტყუილი, რომელსაც მატერიალიეტური ფილოსოფიის გასამართლებლად გამოიყენება. ეს ტყუილი ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდასა და მონაჩმახს და არავითარ შემთხვევაში მეცნიერულ ფაქტებსა და გამოკვლევებს.
მოკლედ შევაჯამოთ ჩვენს მიერ განხილული ფაქტები.
ევოლუციის თეორია ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე ჩაფლავდა
ევოლუციის თეორია უკვე საფუძველშივე ეწინააღმდეგება თავის თავს, რადგან ევოლუციონისტებს არ შეუძლიათ ცილის – ყოველივე ცოცხალის საძირკვლის წარმოქმნის, ან პერველად ატმოსფეროში უჯრედის გადარჩენის მექანიზმის ახსნა. ალბათობების გაანგარიშება, ფიზიკური თუ ქიმიური ფორმულები სიცოცხლის შემთხვევითი წარმოშობის ვერსიას მცირეოდენ შანსსაც კი არ უტოვებს. როგორ გგონიათ, ლოგიკურია და გონივრული ცილების თანმიმდევრული შეერთება და სიცოცხლის წარმოქმნა ტრილიონობით გარემოების უნებურ დამთხვევას მივაწეროთ? ან ამ ცოცხალი ორგანიზმებიდან თევზების გაჩენის, ხმელეთზე ამოსული თევზებიდან და ქვეწარმავლებიდან ცხოველთა და ფრინველთა მილიონობით სახეობის წარმოშობის ვერსია გავიზიაროთ?
ალბათ, ნორმალური გონებისთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ევოლუციონისტებს ურყევად სჯერათ თავიანთივე გამოგონილი ზღაპრისა. თუმცა, ეს არის მხოლოდ რწმენა, რადგან მის დასამტკიცებლად ერთი ფაქტიც კი არ მოიძებნა. არ აღმოჩნდა არც ერთი გარდამავალი ფორმა ნახევართევზ-ნახევარქვეწარმავლის, ანდა ნახევარქვეწარმავალ-ნახევარფრინველის სახით. თანამედროვე ლაბორატორიულ პირობებშიც კი გამოირიცხა ცოცხალი ცილის თუნდაც ერთი მოლეკულის მიღება. მეტიც, ცილის სტრუქტურის შემადგენელი თუნდაც ერთი ამინომჟავის წარმოქმნა! პირიქით! ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევა-ძიებით ევოლუციონისტებმა დაამტკიცეს, რომ ევოლუცია დედამიწაზე არ არსებულა და არც მომავალში იარსებებს.
ევოლუციის თეორიია უტყუარობა არც მომავალში დადასტურდება
მტკიცებულებების უქონლობის გამო სწავლული ევოლუციონისტები თავს იმშვიდებენ იმით, რომ დროთა განმავლობაში მეცნიერება ამ კითხვებს პასუხს გასცემს. თუმცა, მილიონი წელიც რომ გავიდეს, მეცნიერება ვერასდროს შეძლებს, მათი უსაფუძვლო და ლოგიკას მოკლებული ფანტაზიები დაასაბუთოს. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. პირიქით, განვითარების კვალობაზე, მეცნიერება უფრო ზუსტად და მკაფიოდ წარმოაჩენს მათი თეორიის არარეალურობას.
არსებობს ცოცხალი ორგანიზმების უამრავი, ერთმანეთის მსგავსი სახეობა. მწერებიც ერთმანეთის მსგავსნი გვეჩვენება, მაგრამ ეს მსგავსება არავის აკვირვებს. თუმცა, მაიმუნისა და ადამიანის გარეგნულმა მსგავსებამ ზოგ ადამიანში ისეთი მწველი ცნობისმოყვარეობა აღძრა, რომ შეთხზული სცენარების შედგენაც კი დააწყებინა. სინამდვილეში კი, ადამიანისა და მაიმუნის გარეგნული მსგავსება ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. მარტორქა და ხოჭო-მარტორქა ერთმანეთს გარეგნულად ჰგვანან, მაგრამ ძუძუმწოვართა და მწერთა შორის ევოლუციური კავშირის ძებნა უაღრესად სასაცილო ოქნებოდა.
მსგავსება ადამიანსა და მაიმუნს, მაიმუნსა და სხვა ცხოველებს შორის ზედაპირული მსგავსების ფარგლებს არ სცილდება. თუ შევადარებთ ფუტკრების უნარს, ააგონ გეომეტრიული სასწაული ფიჭის სახით, ან ობობებისას, რომლებსაც ინჟინერული საოცრების – აბლაბუდის შექმნა ძალუძთ, აღმოჩნდება, რომ გონებრივი განვითარებით ისინი, მაიმუნთან შედარებით, გაცილებით ახლო დგანან ადამიანთან, ხოლო ზოგ შემთხვევაში ჯობნიან კიდეც მას.
მეტიც, ადამიანსა და მაიმუნს შორის კიდევ უფრო დიდი განსხვავებაა. საბოლოო ჯამში, მაიმუნი გონიერების თვალსაზრისით არაფრით განსხვავდება ცხენისა ან ძაღლისგან. ადამიანი კი გონიერი არსებაა და აქვს ნებისყოფა, ფიქრის, განსჯის უნარი; იგი მეტყველებს, მსჯელობს, პრობლემებს წყვეტს. ყველა ეს თავისებურება სწორედ “სულის” ფუნქციაა.
თავი მეთექვსმეტე
დედამიწაზე სიცოცხლის შექმნის ჭეშმარიტება
გონიერებას მოკლებულ ზოგიერთ ცოცხალ ორგანიზმს ურთულესი სამუშაოს ისე უნაკლოდ შესრულების უნარი აქვს, რაც ადამიანისთვის ხშირად წარმოუდგენელია. ბუნებაში გამეფებული ეს ყოვლისმომცველი გონიერება, დიდი შემოქმედის – ღმერთის არსებობის დადასტურებაა. მომდევნო გვერდებზე განვიხილავთ მხოლოდ რამდენიმეს, ასეულ ათასობით მაგალითიდან, რაც ღვთის არსებობაზე მეტყველებს.
ფუტკრები და არქიტექტურის სასწაული – ფიჭა
ფუტკრები და არქიტექტურის სასწაული – ფიჭა როგორც ცნობილია, ფუტკრები იმაზე გაცილებით მეტ თაფლს გამოიმუშავებენ, ვიდრე სჭირდებათ და მას ფიჭებში ინახავენ. ამ ფიჭის შემადგენელი უჯრედები ექვსკუთხედის ფორმისაა. დაფიქრებულხართ ოდესმე, თუ რატომაა ეს უჯრედები სწორედ ექვსკუთხედის, და არა რვაკუთხედის, ან მუთკუთხედის ფორმისა?
ამ საკითხით დაინტერესებული მათემატიკოსები ფრიად საგულისხმო დასკვნამდე მოვოდნენ: “ექვსკუთხედი იდეალური გეომეტრიული ფორმაა ფართობის ერთეულის მაქსიმალურად გამოყენებისთვის.” ექვსკუთხედის ფორმის უჯრედი თაფლის მაქსიმალურ რაოდენობას იტევს მაშინ, როცა მის შექმნას მინიმალური რაოდენობის ცვილი სჭირდება. ანუ, ფუტკარი ყველა შესაძლებელიდან ყველაზე ხელსაყრელ ფორმას ირჩევს.
ფუტკრები და არქიტექტურის სასწაული – ფიჭა
განსაცვიფრებელია ფიჭის მშენებლობისთვის გამოყენებული მეთოდიც – ფუტკრები ფიჭის აგებას ერთდროულად 2-3 წერტილიდან იწყებენ და მათ 2-3 რიგად აგებენ. ასე და ამრიგად, ფუტკრების გუნდი, სახვადასხვა წერტილიდან მოყოლებული, ზუსტად ერთი ზომის ექვსკუთხედებს აგებს, ერთმანეთთან აერთებს და ამ სამუშაოს დამთავრების მერე მის შუაში იყრის თავს. ექვსკუთხედები იმდენად ოსტატურადაა ერთმანეთთან მიერთებული, რომ გარედან ამ შეკავშირების კვალი საერთოდ არა ჩანს.
ფუტკრების მიერ შესრულებული ეს არაჩვეულებრივი სამუშაო გვაიძულებს დავეთანხმოთ ამ ფუტკრების წარმმართველი უმაღლესი გონის არსებობის ფაქტს. ევოლუციონისტები ამას “ინსტინქტს” (შინაგან მისწრაფებას) უწოდებენ და ამ უნარს თვით ფუტკრებს მიაწერენ. ამასთან, თუ არსებობს ეს “მისწრაფება”, რომელიც აერთიანებს ამდენ ფუტკარს, უნდა არსებობდეს გონიც, რომელიც ამ პატარა არსებებს წარმართავს. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, ღმერთი, რომელმაც შექმნა ეს მწერები, შთააგონებს მათ ამ სამუშაოს ასე შესასრულებლად. ადამიანებს ეს ჭეშმარიტება ჯერ კიდევ 14 საუკუნის წინ ემცნოთ:
“და უფალმა შენმა ზეშთააგონა ფუტკარი: “აიღე მთებში სახლებად. და ხეები, და ის, რაც უშენებიათ. მერე ისაზრდოვე ყოველგვარი ნაყოფით და შენი უფლის გზებით იარე მორჩილად.” და ფერად-ფერადი სასმელი გამოდის მათი მუცლებიდან – წამალი ხალხისთვის! ჭეშმარიტად სასწაულებია ამაში იმათთვის, რომელთაც განსაჯონ.” (სურა “ფუტკრები”; 68-69)
პროფესიონალი ინჟინრები: ტერმიტები
ტერმიტებივერავინ აუვლის გვერდს ტერმიტების ბუდეს ისე, რომ არ შეჩერდეს და ახლოდან გულდასმით არ დაათვალიეროს. ტერმიტების ბუდე, არქიტექტურის ეს ჭეშმარიტი სასწაული 5-6 მეტრს აღწევს სიმაღლეში. ორგანიზმის თავისებური წყობა ტერმიტებს მზეზე ყოფნის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც ამ ბუდეში თავმოყრილია სხვადასხვა ურთულესი სისტემა, რომლებიც ტერმიტების ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ვენტილაციის სისტემა, არხები, მატლებისთვის გამოყოფილი საგანგებო ოთახი, გადასასვლელი გზები, ბაღები სპეციალური სოკოს მოსაშენებლად, სამარქაფო გასასვლელები, ცხელი და ცივი ამინდის შესაბამისი ოთახები, ერთი სიტყვით, ყველაფერი რაც არსებობისთვის არის აუცილებელი. მაგრამ ყველაზე საკვირველი არის ის, რომ ყოველივე ამის ამშენებელი ტერმიტები ბრმები არიან! 155
მიუხედავად ამისა, ტერმიტებს უნარი აქვთ ააშენონ ნაგებობები, რომელთა ზომა მათ ზომებს სამასჯერ აღემატება.
საოცარია კიდევ ერთი გარემოება: მშენებლობის დასაწყისში ტერმიტების ბუდე ორად რომ გავყოთ და რაღაც დროის მერე ისევ შევაერთოთ, აღმოჩნდება, რომ აბსოლუტურად ყველა ნაწილი იდეალურად ემთხვევა ერთმანეთს. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთთან განცალკევებით მომუშავე ტერმიტები თავიანთ სამუშაოს ერთიანი ცენტრის მითითებით ასრულებენ.
კოდალები
კოდალებისაყოველთაოდ ცნობილია, რომ კოდალები ნისკარტით ხეს უკაკუნებენ და ასე იშენებენ ბუდეს. ალბათ, არავინ დაფიქრებულა, რატომ არ ემართებათ კოდალებს თავში სისხლის ჩაქცევა ამდენი საკმაოდ ძლიერი დარტყმის შედეგად. კოდალას სამუშაო შეიძლება ლურსმების ჩარჭობის პროცესს შევადაროთ, ოღონდ აქ ჩაქუჩის როლში მისი თავი გამოდის. ადამიანმა ეს რომ სცადოს, ჯერ ტვინის შერყევას მიიღებს, მერე კი ტვინში სისხლი ჩაექცევა. ამ დროს კოდალას, რომელიც 2,1 – 2,29 წამში 38-43 დარტყმას ასწრებს, მსგავსი არაფერი ემართება. ეს იმიტომ ხდება, რომ კოდალას თავის კონსტრუქცია მისი სამუშაოს გათვალისწინებით არის შექმნილი. მისი თავის ქალის ძვლებს შორის საგანგებო, დარტყმის შემარბილებელი ქსოვილებია ჩადებული, რაც “ამორტიზაციის” ფრიად თავისებურ სისტემას წარმოადგენს. 156
ღამურების სალოკაციო სისტემა
ღამურების სალოკაციო სისტემაღამურებს სრულ სიბნელეში შეუძლიათ ფრენა და ამისთვის აღჭურვილნი არიან საკმაოდ საინტერესო სისტემით, რომლის საშუალებითაც მათ მიმართულების არჩევა შეუძლიათ. ჩვენ ამ სისტემას ვუწოდებთ სალოკაციოს, ანუ ისეთს, რომელიც საგნების ფორმის დადგენას ბგერითი ტალღების არეკვლის გზით განაპირობებს.
ახალგაზრდა ადამიანი დიდი გაჭირვებით აღიქვამს წამში 20 000 სიხშირის ბგერას მაშინ, როცა ღამურას თავისი “სალოკაციო სისტემა” წამში 50 000-დან 200 000-მდე სიხშირის ბგერის საშუალებას აძლევს.
ღამურა ყოველ წამში 20-30 ასეთ სიგნალს გზავნის. ყოველი სიგნალის გამოძახილი იმდენად ეფექტურია, რომ ღამურა არა მხოლოდ წინაღობის პოზიციას, არამედ სწრაფადმქროლავი პოტენციური ნადავლის ადგილმდებარეობასაც ადგენს. 157
თვალმახვილი მტაცებელი ფრინველები
ფრინველებს მახვილი თვალი მათ ობიექტის შორი მანძილიდან დანახვის საშუალებას აძლევს. ამის წყალობით, თავდასხმისას ისინი ჩინებულად საზღვრავენ მანძილს. ამასთან, მათი თვალები მრავალრიცხოვანი უჯრედებისგან შედგება, რაც მათ მხედველობას აძლიერებს. მტაცებელი ფრინველის თვალი მილიონზე მეტი “უჯრედისგან” შედგება.
ამიტომაც, არწივებს რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლიდან შეუძლიათ, თვალი ადევნონ, რა ხდება მიწაზე. თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების მსგავსად, რომლებიც ზუსტად ადგენენ მიზანს, არწივები ნადავლის უმცირეს მოძრაობასაც არ ტოვებენ უყურადღებოდ და იმსიმაღლიდან ნებისმიერ ფერს განასხვავებენ. არწივს თვალი საშუალებას აძლევს, სივრცე 300 გრადუსით მიმოიხილოს და გამოსახულება თოთქმის რვაჯერ გაადიდოს. 4500 მეტრის სიმაღლიდან არწივს უნარი შესწევს მზერით 30 000 ჰექტარი ფართობი მოიცვას.
1500 მეტრის სიმაღლიდან მას ბალახებში შეყუჟული კურდღლის დანახვა შეუძლია. ცხადია, რომ არწივის თვალის ასეთი სტრუქტურა საგანგებოდ მისთვის იყო დაპროექტებული.
გაყინვის საგანგებო სისტემა
გაყინული ბაყაყი სრულიად უჩვეულო ბიოლოგიური სტრუქტურაა, რომელიც სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებს. ამ დროს გულისცემა, სუნთქვა, სისხლმოქცევა სრულიად შეჩერებულია. თუმცა, გამოზაფხულებასთან ერთად, ბაყაყი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება, თითქოს თავიდან დაიბადაო.
გაყინული ცოცხალი არსება სასიკვდილო საფრთხის პირისპირ დგება. მაგრამ ბაყაყისთვის ეს საშიშროება არ არსებობს. ამ მდგომარეობაში მყოფი ბაყაყის ორგანიზმი დიდძალ გლუკოზას აწარმოებს. ბაყაყის სისხლში შაქრის შემცველობა ლიტრზე 500 მმოლს აღწევს, მსგავსად დიაბეტით დაავადებული ადამიანისა. (ბაყაყებისთვის ნორმალური დონეა 1-5 მმოლ/ლ, ადამიანისთვის – 4-5 მმოლ/ლ.).
ნორმალურ პირობებში გლუკოზის ასეთი კონცენტრაცია სერიოზულ გართულებებს იწვევს. გლუკოზის მაღალი კონცენტრაცია ორგანიზმს საშუალებას აძლევს უჯრედებში სითხე შეინარჩუნოს და მისი გამოშრობა თავიდან აიცილოს. ბაყაყის უჯრედის გარსი გლუკოზისთვის შეღწევადი ხდება დაეს ნივთიერება იოლად აღწევს უჯრედამდე. ბაყაყის ორგანიზმში გლუკოზის ასეთი რაოდენობა გაყონვის წერტილს დაბლა სწევს და ამიტომ, ორგანიზმში არსებულ სითხის მხოლოდ მცირე ნაწილი იყინება. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გლუკოზას გაყინული უჯრედების კვებაც კი შეუძლია. გლუკოზა ბუნებრივი საწვავია და ნივთიერებათა ცვლის ბევრ რეაქციას აჩერებს, მაგალითად, შარდოვანას სინთეზს. ამის წყალობით არ ხდება უჯრედის კვების წყაროების სწრაფი გამოფიტვა.
როგორ მოხდა, რომ ბაყაყის ორგანიზმში ამდენი გლუკოზა წარმოიქმნა? პასუხი უაღრესად საინტერესოა: ცხოველის ორგანიზმში ამ სამუშაოს შესასრულებლად საგანგებო სისტემა არსებობს. როგორც კი კანის ზედაპირს გაყინვის საფრთხე დაემუქრება, ეს ინფორმაცია გადაეცემა ღვიძლს და ამორგანოში არსებული გლიკოგენის ნაწილი გლუკოზად გარდაიქმნება. ღვიძლში გადაცემული ინფორმაციის ხასიათი დღემდე არ არის განსაზღვრული. სიგნალის გადაცემის მერე, 5 წუთში, სისხლში შაქრის შემცველობა სწრაფად იწევს მაღლა. 161 რაღა თქმა უნდა, ასეთი ურთულესი სისტემის არსებობა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს უმაღლესი და ყოვლისმცოდნე გონიერი ძალის არსებობას, ვისაც შეეძლო ასეთი სრულყოფილი პროექტის განხორციელება. არავითარ შემთხვევითობას არ ძალუძს წარმოქმნას ესოდენ ჯკომპლექსური და იდეალური სისტემა.
ი.
ხედვის სისტემები
ხედვის სისტემებინადირობისა და თავდაცვისთვის ზღვის ცხოველებში მხედველობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ბევრ წყლის ცხოველს წყალქვეშა სამყაროში ცხოვრებისთვის იდეალური კონსტრუქციის თვალები აქვს.
30 მეტრის სიღრმიდან წყალში ხილვადობა უარესდება. თუმცა, წყლის სიღრმეების ბინადარი ცხოველების თვალები სწორედ ამის გათვალისწინებით არის მოწყობილი. ხმელეთის ცხოველებისგან განსხვავებით, ზღვის ცხოველებს სფეროსებრი თვალის ლინზები აქვთ. ხმელეთის ცხოველების ფართე, ორმაგადამოზნექილ ლინზებთან შედარებით ასეთი სფეროსებრი ფორმა უკეთ შეესაბამება წყალქვეშა პირობებს და ისეა მოწყობილი, რომ ახლომდებარე ობიექტები კარგად გაარჩიოს. შორეული წერტილების დასანახად, მთელი ეს სისტემა კუნთების განსაკუთრებული მექანიზმის წყალობით უკან იწევს.
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თევზებს სფეროსებრი ლინზები აქვთ, არის წყალში სინათლის სხივის გარდატეხის ფაქტორი. რადგანაც თვალებში არსებული სითხის სიმკვრივე წყლის სიმკვრივის ტოლია, გამოსახულების გარედან არეკვლისას სხივის გარდატეხა არ ხდება. ამის შედეგად, ლინზა საგნის გამოსახულებას თვალის ბადურაზე უყრის თავს და ამის გამო, თევზი ყველაფერს მკაფიოდ ხედავს წყალში, რაც ადამიანზე არ შეიძლება ითქვას.
რვაფეხას მსგავს ცხოველებს თვალები საკმაოდ დიდი აქვთ სიღრმეში ხედვისთვის, სადავ შუქის ნაკლებობაა. მსხვილთვალება თევზებს საგნების დანახვა 300 მეტრსა და უფრო მეტ სიღრმეზე უხდებათ. და მხოლოდ ასეთი თვალებით შეიცლება იმ უმცირესი სინათის სხივის აღქმა. რომელიც ამ სიღრმემდე აღწევს.
ამ მიზეზით, ამ ცხოველების ბადურა უამრავი მგრძნობიარე ცისფერი უფრედისგან შედგება.
როგორც ამ მაგალითებიდან ვრწმუნდებით, არსებობს უამრავი სახის თვალი ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც ცხადად მოწმობს, რომ მათი საჭიროებასთან მისადაგებული სტრუქტურა ყოვლისმცოდნე, უმაღლესი და ყოვლისშემძლე შემოქმედის მიერ არის შექმნილი.
იძულებითი მიგრაცია
ორაგულიწყნარი ოკეანის ბინადარი ორაგულის თავისებურება ისაა, რომ ქვირითის დასაყრელად იმ მდინარეში ბრუნდება, საიდანაც წამოვიდა. ეს თევზი, რომელიც მთელს თავის ცხოვრებას ზღვაში ატარებს, ქვირითის დასაყრელად მტკნარ წყალში ბრუნდება.
ზაფხულის დასაწყისში, როცა ორაგული თავის გზას იწყებს, მას მკვეთრად გამოხატული წითელი შეფერილობა აქვს. მოგზაურობის ბოლოს კი ეს შეფერილობა შავით იცვლება. მიგრაციის დასაწყისში, ისინი ჯერ ნაპირს უახლოვდებიან და შემდეგ ცდილობენ, მდინარეს მიაღწიონ. არ ცნობენ რა არავითარ წინაღობას, ისინი მშობლიური წყლებისკენ ისწრაფვიან. საჭიროების შემთხვევაში ისინი დინების საწინააღმდეგოდ ადიან მდინარის სათავეებისკენ, არ ეპუებიან ჩანჩქერებს, კაშხლებს და ბოლოს მაინც აღწევენ იმ ადგილამდე, სადაც ისინი ქვრითის ერთი მარცვლიდან გაჩნდნენ. გრძელი, 3 500 – 4 000 კილომეტრიანი გზის მანძილზე დედალ ორაგულებს ქვირითი, ხოლო მამლებს სპერმატოზოიდი უჩნდებათ. დედალი თევზები, რომლებიც პირველნი მიდიან მშობლიურ ადგილებამდე, ქვირითს ყრიან, ხოლო მამლები მათ ანაყოფიერებენ. მიგრაციისა და ქვირითის დაყრის მერე თევზები გამოფიტვას იწყებენ. დედლები სუსტდებიან, ფარფლები უცვდებათ და შავ ფერს ითებენ. იგივე მოსდით მამლებსაც. რაღაც დროის მერე მდინარე მკვდარი თევზებით ივსება. თუმცა, ქვირითისგან ჩნდებიან ახალი ლიფსიტები, რომლებიც იგივე გზას იმეორებენ.
როგორ გადიან ეს თევზები იგივე მარშრუტს, როგორ იგნებენ გზას? ეს კითხვები დღემდე პასუხებს ელოდება. ამ თემაზე უამრავი ვარაუდია გამოთქმული, მაგრამ ზუსტი პასუხი არ ჩანს. რა ძალა აუძულებს თევზებს მშობლიურ ადგილებს მიაშურონ? აქაც დასატურდება არსებობა ღმერთისა, რომელიც მათზე ბატონობს და წარმართავს მათ!
სეპია (მელანთევზა)
სეპია, მელანთევზა
სეპიას კანქვეშ აქვს ელასტიური ტომარა პიგმენტით, რომელსაც “ქრომატოფორი” ეწოდება. ეს ყვითელი, წითელი, შავი და ყავისფერი პიგმენტებია. გარემო პირობების მიხედვით, სეპიის ტვინის მიოერ გამოგზავნილი სიგნალით, მისი უჯრედები ფართოვდება, რაც კანს საწირო ფერს ანიჭებს.
ამის წყალობით, სეპიას შეუძლია მიიღოს იმ კლდის ფერი, სადაც იმყოფება და ანფვარად, იდეალურად შეინიღბოს.
ეს სისტემა იმდენად ეფექტურია, რომ სეპიას შეუძლია, ზებრასავით ზოლიანი გახდეს.
კოდალა
კოდალაევკალიპტის ფოთლებში არსებული ზეთები მრავალი ძუძუმწოვრისთვის შხამს წარმოადგენს. ეს შხამი ევკალიპტის მწერებისგან დასაცავი თავისებური ქიმიური მექანიზმია. თუმცა, არსებობს ცხოველი, რომელიც ევკალიპტის შხამიანი ფოთლებით იკვებება და თავს მშვენივრად გრძნობს. ეს ცხოველია კოალა.
კოალა ევკალიპტის ფოთლებში იმალება, აქვე იკვებება და იკლკავს წყურვილს. კოალას, სხვა ცხოველების მსგავსად, არ შეუძლია ამ ხეებში არსებული ცელულოზის მონელება. ამ შემთხვევაში ისინი დამოკიდებულნი არიან მეკროორგანიზმებისგან, რომლებსაც ცელულოზის მონელების უნარი აქვთ. ეს მიკროორგანიზმები უმთავრესად ბრმანაწლავში გვხვდება. სწორედ ბრმანაწლავია კოალას საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველაზე საინტერესო ნაწილი. ეს არის რაღაც ფერმენტაციის ოთახის მსგავსი, სადაც დაღეჭილი ფოთლების გასვლა ნელდება, რაც, თავის მხრივ, მიკროორგანიზმებს ცელულოზის მონელების საშუალებას აძლევს. ამის წყალობით კოალას შეუძლია ევკალიპტების შხამიანი ზეთი უვნებელყოს. 164
ფრინველების ბუმბულების აგებულება
ბუმბული
ერთი შეხედვით, ფრინველის ბუმბულს საკმაოდ მარტივი აგებულება აქვს. თუმცა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ეს ბუმბული მსუბუქია, გამძლე, წყალგაუმტარი და საკმაოდ რთული. იმისთვის, რომ ფრინველებს ლაღად ფრენა შეეძლოთ, ბუმბული შეძლებისდაგვარად მსუბუქი უნდა ჰქონდეთ. ამ მოთხოვნის შესაბამისად, ბუმბული კერატინის ცილებისგან შედგება. ბუმბულის ღერძს ორივე მხარეს გასდევს ღარი და თვითეულ ამ ღარში დაახლოებით 400 კაუჭია. ყოველ ასეთ კაუჭში კიდევ ორი წვრილი კაუჭია, რაც ჯამში 800 ცალს შეადგენს. რვაასივე კაუჭი პატარა ჩიტის ბუმბულშია დატეული. მათ წინ კიდევ 20 სულ პატარა კაუჭი აქვს. ამ კაუჭების წყალობით ორი ბუმბული ერთმანეთს მჭიდროდაა გადაჭდობილი. ერთ ბუმბულში სამას მილიონამდე მცირე კაუჭია. ხოლო მათი საერთო რაოდენობა ერთი ჩიტის ბუმბულში 700 მილიარდ ცალს აღწევს. ბუმბულების ასეთ სტრუქტურას ფრინველისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ასეთი მყარი კავშირის წყალობით ვერც ქარიშხალი, ვერც თოვლი და ვერც წვიმა ბუმბულს ვერ გაფანტავს.
ცოცხალი არსება, რომელიც წყალზე დადის: ბასილისკო
ბასილისკო, ცოცხალი არსება, რომელიც წყალზე დადის
ძალზე ცოტაა ისეთი ცხოველი, რომელსაც წყლის ზედაპირზე სიარული შეეძლოს. ერთ-ერთი ასეთი ფრიად იშვიათი ცხოველია ბასილისკო, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს. ამ ცხოველს უკანა კიდურებზე აქვს აპკი, რომელსაც ის წყლის ზედაპირზე ატყაპუნებს. როცა ბასილისკო საფრთხეშია, ის წყლის ზედაპირზე დიდი სისწრაფით სირბილს იწყებს. ამ დროს აპკები იჭიმება, რაც ტერფების დამატებით ფართობს განაპირობებს წყალზე სამოძრაოდ. 166 ეს ორიგინალური პროექტიც უფლის მიერ არის შექმნილი.
ფოტოსინთეზი
ფოტოსინთეზიუდავოა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე მცენარეების წყალობით არის შესაძლებელი. მცენარეები წმენდენ ჰაერს, არეგულირებენ პლანეტის ტემპერატურას, განაპირობებენ ატმოსფეროში გაზების წონასწორობას. ჟანგბადსაც მცენარეები გამოიმუშავებენ. ჩვენი რაციონის ძირითადი ნაწილიც მცენარეული წარმოშობისაა. მცენარის ეს თავისებურება – უზრუნველყოს ადამიანი საკვებით, ისევე, როგორც სხვა მისი ფუნქციები, უჯრედის განსაკუთრებული სტრუქტურის შედეგია. მცენარეთა უჯრედებს, ადამიანისა და ცხოველების უჯრედებისგან განსხვავებით, შეუძლია უშუალოდ მზის სხივების გამოყენება. ისინი მზის ენერგიას ქიმიურ ენერგიად აქცევენ და განსაკუთრებული ხერხით აგროვებენ. მთელ ამ პროცესს ფოტოსინთეზი ეწოდება. სინამდვილეში, ეს მთელი უჯრედის კი არა, მისი ერთი ნაწილის - ქლოროპლასტის ფუნქციაა. ქლოროპლასტს უჯრედში გარკვეული ადგილი უჭირავს და მცენარეს მწვანე შეფერილობას აძლევს. ეს პატარა მწვანე ორგანელები, რომელთა დანახვა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება, ერთადერთი ლაბორატორიებია მსოფლიოში რომელთაც სინათლის სხივისგან ორგანული ნივთიერების მიღება შეუძლია. იმ ნივთიერების რაოოდენობა, რომლებსაც ქლოროპლასტები დედამიწაზე წელიწადში აწარმოებს, 200 მილიარდ ტონას აღწევს. ამ წარმოებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს პლანეტაზე არსებული ყველა ორგამნიზმისთვის. ეს უნიკალური წარმოება ურთულესი ქიმიური პროცესის შედეგია. ქლოროპლასტის შემადგენელი “ქლოროფილების” ათასობით პიგმენტზე სინათლის სხივის ზეგავლენით რეაქცია ხდება დროის წარმოუდგენლად მცირე მონაკვეთში – 0,1 წამში. ამიტომაც ქლოროფილში განხორციელებული რეაქციების უმეტესობიზე დაკვირვება შეუძლებელია.
როგორც ვიცით, თანამედროვე ტექნოლოგიის მიღწევებმა მზის ენერგიის ქიმიურ, ან ელექტროენერგიად გარდაქმნის საშუალება მოგვცა. და ამისთვის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ტექნოლოგია გამოიყენება მაშინ, როცა მცენარის ერთიბეწო უჯრედი ამ სამუშაოს მილიონობით წლის მანძილზე მშვენივრად ასრულებს.
და ეს არაჩვეულებრივი სისტემაც კიდევ ერთხელ მიგვითითებს შექმნის ფაქტზე. ფოტოსინთეზი – ეს უაღრესად კომპლექსური პროცესი, არის ღვთის მიერ შექმნილი მექანიზმი! ამ პროცესის განსახორციელებლად ფოთლის მიკროსკოპულად მცირე ფართობზე მოთავსებულია ფაბრიკა, რომლის მსგავსი არ არსებობს. ეს სრულყოფილი დიზაინი კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ ყოველივე ცოცხალი დიდი ღმერთის – სამყაროს მბრძანებლის შექმნილია!
No comments:
Post a Comment