ინტერნეტში იმ მოწინააღმდეგეთა საიტებზე მოხვედრა, რომლებზეც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციისა და სწავლებების კრიტიკაა განთავსებული, ძალიან იოლი საქმეა, საკმარისია საძიებო სისტემაში ფრაზა «იეჰოვას მოწმეები» ჩავწეროთ და ინტერნეტი მომენტალურად გვთავაზობს უამრავ ბმულებს ასეთ რესურსებზე. ინტერნეტში არის არა მხოლოდ რელიგიური მოწინააღმდეგეების საიტები, არამედ ისინიც, რომებიც განდგომილების მიერ იქნა შექმნილი, მათ მიერ, ვინც ოდესღაც თავად იყვნენ იეჰოვას მოწმეები, მაგრამ შემდგომ მოუნანიებელი ცოდვების გამო გარიცხულნი იქნენ ორგანიზაციიდან და ამის გამო თავის ქრისტიანულ ორგანიზაციაზე შურისძიება დაიწყეს. ეს პირები არა მხოლოდ ინტერნეტ-გვერდებს ქმნიან საკუთარი თანამორწმუნეების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებებით, არამედ ინტერნეტში სპეციალურად უწევენ ორგანიზებას ფორუმებს – ესაა ადგილი, სადაც ადამიანს რეალური დროის რეჟიმში შეუძლია საუბრის წარმოება იქ მყოფ სხვა ადამიანებთან. ეხლა მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ განდგომილთა ასეთი ფორუმები ძალიან ცბიერულ მახეებს წარმოადგენენ გამოუცდელი და მიმნდობი ქრისტიანებისათვის, რომლებსაც ბოლომდე არ ესმით სიცრუის ტექნიკა, რომელსაც განდგომილები იყენებენ, და ამიტომ იოლად ხვდებიან მათ ბადეში.
განდგომილთა ერთერთ ასეთ ფორუმზე შესვლის შემდეგ, ზოგი საკუთარი თავის იმ აზრით დამშვიდებას ცდილობს, რომ ამას მხოლოდ იმისათვის აკეთებს, რათა, ასე ვთქვათ, «გაიგოს, თუ რა იარაღით იბრძოდა მოწინააღმდეგე, რათა შემდგომ წარმატებით გასცეს პასუხი ასეთ ბრალდებებზე». მაგრამ ეს დიდი შეცდომაა! განდგომილთა გათვლები გაკეთებულია არა იმდენად ქრისტიანის რწმენის სწრაფად დანგრევაზე რაიმე სახის საფუძვლიანი არგუმენტებით, რამდენადაც ეჭვების საშუალებით მის გულსა და გონებაზე თანდათანობით ზემოქმედებაზე.
ასეთ საეჭვო ინტერესს შეუძლებელია შესაბამისი ცვლილებები არ გამოიწვიოს აზროვნებასა და შეხედულებებში. როგორც ბიბლია გვაფრთხლებს, «განა ჩაიდებს კაცი უბეში ნაკვერჩხლებს ტანსაცმლის დაუწველად?! განა გაივლის ნაკვერჩხლებზე ისე, რომ ფეხები არ დაიწვას?!»,(იგავები 6:27,28).
უნდა ითქვას, რომ განდგომილთა ტაქტიკა ძალიან გააზრებულად, თუმცა თვალთმაქცურადაა აგებული. ერთმანეთში ისინი ორგანიზაციას გააფთრებით ლანძღავენ და განსაკუთრებით თავს არ იკავებენ არც გამოთქმებში და არ ემოციებში. თუმცა როდესაც მათ ფორუმზე რომელიმე ახალბედა შედის, რომელსაც მათი მცდარობის დამტკიცება აქვს გადაწყვეტილი (რაც თავისთავად დიდ შეცდომას წარმოადგენს, რადგან განდგომილები მხოლოდ ამას ელიან), ეს ხალხი მაშინვე მოჩვენებითი თავმდაბლობის სახეს იღებენ. მათი მხრიდან მაშინვე ისმის დამამშვიდებელი ფრაზები, «კარგია, აქ რომ მოხვედი! იცოდე, ჩვენ შენი რწმენის დანგრევა არ გვინდა», ან «ჩვენთვის, ისევე როგორც შენთვის, ყველაზე მთავარი – ღვთისა და ადამიანებისადმი სიყვარულია!». აი შემდეგ კი, როდესაც ახალბედა სიფხიზლეს კარგავს და თანდათან ნდობა უჩნდება განდგომილებისა და მათი «კეთილი განზრახვებისადმი», მას უკვე სრულიად სხვა რამის ჩაგონებას უწყებენ: «არასოდეს დაგიშვია ის აზრი, რომ «გონიერი მონა» შეიძლება გატყუებდეს?», ან «რატომ არ გეცადა და დამოუკიდებლად დაგეწყო აზროვნება?!». საერთოდ, ვიტყვი, «დამოუკიდებელი» აზროვნების შესახებ ამ აზრს განდგომილები ადამიანს განსაკუთრებული მონდომებით ჩააგონებენ, ვითომდა ამით სურთ, რომ მან უფრო მეტი «ობიექტურობა» ისწავლოს. სინამდვილეში კი მთელი მისი აზრი შემდეგში მდგომარეობს: «უარი თქვი ყველაფერ იმაზე რაც "გონიერი მონისაგან" მოგისმენია და ჩვენ მოგვისმინე! ხოლო თუ არ გინდა რომ ჩვენ დაგვეთანხმო, მაშინ შენ ფანატიკოსი და სულელი ხარ». (შეადარეთ 1პეტრე 4:4,5). სხვათა შორის ისინი ასეთი სიტყვების ღიად თქმას არ ერიდებიან.
განდგომილთა ასეთი ტაქტიკა სხვა არაფერია, თუ არა ედემის ბაღში სატანის საქციელის ცბიერი მიბაძვა, როდესაც მას თანდათანობით შეჰყავდა შეცდომაში ევა: «მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო? ... არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით» (დაბადება 3:1-5).
თავიდან სატანამ თავი კეთილმოსურნედ წარმოაჩინა, რომელიც გულწრფელად იყო დაინტერესებული ღვთის პირველი მსახური ადამიანების კეთილდღეობით და სურვილი ჰქონდა «უკეთ გაეგო» მათი გარემოებები. და ამისათვის გააზრებული შეკითხვებით საუბარში ითრევს გულუბრყვილო ევას, შემდეგ კი მისი პასუხებით «გაკვირვებული» მცოდნე პიროვნების სახით მას «უბრალო ჭეშმარიტებებს» განუმარტავს: რომ ღმერთი არაგულწრფელია; რომ ის სინამდვილეში მას მნიშვნელოვან გაგებას უმალავს, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული ადამიანების მომავალი. რა თქმა უნდა ამ ისტორიის ფინალი ყველასათვის კარგადაა ცნობილი.
მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ განდგომილებიც აბსოლუტურად ასე მოქმედებენ!!! ისინი თავიდან გულუბრყვილო და უყურადღებო ადამიანების ნდობას იმსახურებენ ცბიერი საუბრებით, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას ცუდ მოტივებს მიაწერენ, შემდეგ კი ყველანაირ ძალებს ახმარენ იმას, რათა ისინი იეჰოვა ღმერთის ორგანიზაციას ჩამოაცილონ (რომაელები 3:8). რა დამეხმარა ჩემი რწმენისათვის ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში?
რომ შევადარო?
ღვთის მიერ ქრისტიანების მოწონების სინამდვილე ვლინდება წმინდა სულის მოქმედებაში და არა დიდებულ ცოდნაში ან რაიმე ძლევამოსილ საქმეებში, და მით უმეტეს არა ამაყ ადამიანურ გამოხტომებში და «ხორცის საქმეებში», რის შესახებაც ასე თვალნათლადაა ლაპარაკი გალატელების 5:16-24-ში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის, ვისაც იეჰოვა იწონებს, აუცილებლად იღებს მის წმინდა სულს, და ეს თვალნათლივ ჩანს «სულის ნაყოფების» გამოვლენის წყალობით, რომლებშიც შედის «სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება». აი ეს ეძლევა იეჰოვასაგან მის მოყვარულებს, ყველაფერი დანარჩენი კი მეორე პლანზე იწევს! მას კი, ვინც თავისი საქციელით ქრისტიანობას ბილწავს, ღმერთი თავის ბინძურ სურვილებს გადასცემს, რაც მაშინვე იქცევა მისი ცხოვრების რეალურ სახედ. ეს ზუსტად ისეა, როგორც ბიბლიაშია ჩაწერილი:
«ამიტომ ღმერთმა ისინი უწმინდურებას გადასცა თავიანთი გულისთქმებისამებრ… მათ არ უნდოდათ, საფუძვლიანი ცოდნა ჰქონოდათ ღვთის შესახებ და ამიტომ ღმერთმა ისინი უკუღმართ გონებას გადასცა არასაკადრისი საქმეების საკეთებლად, რადგან სავსენი იყვნენ ყოველგვარი უმართლობით,ბოროტებით, სიხარბით, უკეთურებით, შურით, მკვლელობით, დავით, ცბიერებით, ღვარძლით, ჭორიკნები, ზურგს უკან მოლაპარაკენი, ღვთისმოძულენი, თავხედნი, ამპარტავანნი, თავდაჯერებულნი, ბოროტი საქმეების გამომგონებელნი, მშობლების ურჩნი, გაუგებარნი, სიტყვის გამტეხნი, თბილ გრძნობებს მოკლებულნი, უმოწყალონი. თუმცა შესანიშნავად იციან ღვთის სამართალი, რომ ამის ჩამდენნი სიკვდილს იმსახურებენ, ისინი არა მხოლოდ აგრძელებენ ასე მოქმედებას, არამედ სხვებსაც უწონებენ ასეთ საქციელს» (რომაელები 1:24,28-32).
განა ჩვენსს კრებაში არ არის «სულის ნაყოფების» სახით ღვთის მიერ ასეთი მოწონების მრავალრიცხოვანი მაგალითები? განა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში ღვთისგან მომდინარე ასეთი ნაყოფებით არ არის სავსე? ეს ხომ აშკარა ფაქტია! იეჰოვა ასეთ მშვენიერ სულიერ ნაყოფებს არ მისცემდა მათ, ვისაც ის არ იწონებს. მაშინ რატომ გამიჩნდა ეჭვები ღვთის ხალხთან დაკავშირებით? განა იმიტომ არა, რომ განდგომილთა მხრიდან ვიღაც დიდი ხნის მანძილზე ჩამაგონებდა საკუთარ მოსაზრებებს, რომ იეჰოვას მოწმეებს იეჰოვა არ იწონებს, როგორც თავის მსახურებს? უკაცრავად, მაგრამ, როდიდან იქცნენ განდგომილები ღვთის წინასწარმეტყველებად, რათა ღვთის აზრები გადასცემ ქრისტიანებს?!»…
ნათელია, რომ ადამიანები თუ ჭეშმარიტი ქრისტიანების პოზიციიდან საუბრობენ, მაშინ მათი საქმეები, თავისთავად ცხადია, მათივე სიტყვებთან უნდა იყოს თანხმობაში. ხოლო ეს თუ არანაირად არ არის ასე, მაშინ როგორ შეიძლება ასეთი ადამიანების ნდობა?
მაშ ასე, ღვთის სულის ნაყოფების ჩამონათვალში პირველ ადგილას სიყვარული მოიხსენიება. გარდა ამისა, მე მახსოვდა იესოს სიტყვები, რომ მის მოწაფეებს ადამიანები ისევ და ისევ სიყვარულის წყალობით იცნობდნენ.
აზრიც არა აქვს იმაზე საუბარს, რომ განდგომილებს იმ ქრისტიანული სიყვარულის ჩრდილიც კი არ აქვთ რომელსაც იესო ავლენდა. საერთოდ, მინდა აბსოლუტურად დარწმუნებით ვთქვა, რომ განდგომილები თავს არ იწუხებენ სიყვარულის გამოვლენით, როგორც იმ განუყოფელი თვისების, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს უნდა ახასიათებდეთ. მათ ასეთ თემებზე საუბრის წამოწყებაც კი არ უყვართ; მათ საიტებზე არსებული ინფორმაციის ლომის წილი შეადგენს კრიტიკასა და ბრალდებებს, რომელთაგან უმრავლესობის დამტკიცებაც კი არ შეუძლიათ (საქმეები 25:7). პრაქტიკულად ყველაფერს, რაც იეჰოვას მოწმეებსა და გონიერ მონას შეეხება, მათი მხრიდან ისეთი გააფთრებული ზიზღითა და გაქნილი ცილისწამებით ხვდებიან, რომ გონებაში უნებურად გიჩნდება მწიგნობრებისა და ფარისეველების იესოსა და პირველი საუკუნის ქრისტიანების მსახურებისადმი გამოვლენილი რეაქციის ასოციაცია. განდგომილები თუ კიდეც საუბრობენ სიყვარულზე, ისიც მხოლოდ რომელიღაც უცნაურად დეფორმირებულზე, ბიბლიური პრინციპის გარეშე დარჩენილზე და უშუალოდ მათკენ მიმართულზე.
თუ კიდეც აქვს რომელიმე მათგანს გულში მოწმეების წინააღმდეგ რამე, განა არ უნდა ახსოვდეთ მათ იესო ქრისტეს სიტყვები «გიყვარდეთ თქვენი მტრები»? (მათე 5:44). მაშ რატომ ივიწყებენ ისინი ამ და ამის მსგავს სხვა პრინციპებს? და განდგომილები რომ იეჰოვას მოწონებას იმსახურებდნენ, განა არ «გაახსენებდა [ყველაფერს], რაც [იესომ] გვითხრა» მოყვასისი სიყვარულის შესახებ? (იოანე 14:26). განა განდგომილთა გულის სისასტიკის ეს ფაქტი არ მეტყველებს თავისთავად იმაზე, რომ მათ ღვთის სული არ აქვთ?
იმის კიდევ ერთ მტკიცებულებად, რომ განდგომილებს არ აქვთ ღვთის სული და მისი მოწონება, იქცა მათი არასულიერი, ბინძური სასაუბრო ენა. რადგან ეს ხომ არანაირად არ მოდის თანხმობაში კიდევ ერთ ქრისტიანულ თვისებასთან, რომელიც წმინდა სულს ახასიათებს, «თავშეკავებასთან». საშინელი სარკაზმი, მასხრად აგდება, დაცინვა, გინება, ქვეყნიური სლენგი, ყველაფერი ეს ისე ძლიერ ახასიათებს განდგომილთა ფორუმებს, რომ იქ წმინდა სულის ადგილი უბრალოდ შეუძლებელია იყოს.
სრულიად განსხვავებულს ვხედავ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში. მე არასოდეს არ შევხვდები მსგავს ჭუჭყსა და უსინდისობას იმ პუბლიკაციებში, რომელსაც «გონიერი მონა» გამოსცემს. ქრისტიანულ შეხვედრებზე სუფთა სული, მოწესრიგებულობა და ურთიერთპატივისცემა მეფობს! არა მხოლოდ თავად მოწმეებისთვის, არამედ უცხო ადამიანებისთვისაც კი სასიამოვნოა ასეთ გარემოში ყოფნა! განა ღვთის სულის მოქმედების მაღალზნეობრიობა ასეთი სახითაც არ უნდა ვლინდებოდეს?
აი, შედეგად – აბსოლუტურად რეალურად - თუ რა მოუვიდა ზოგიერთ ქრისტიანს, რომელიც განდგომილთა ფორუმებს შეუერთდა: მათ განდგომილებისაგან, საბოლოოდ, მათი თვალსაზრისი მიიღეს იმის შესახებ, რომ იეჰოვას, ვითომდა, არ ჰყავს და არც არასოდეს ჰყოლია თავისი ორგანიზებული ხალხი დედამიწაზე. მათ საკუთარ თავს უცნაური სახელწოდებაც კი მოუფიქრეს «უკონფესიოები» (სცადეთ და ასეთი «უკონფესიოები» იპოვეთ 1-ლი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში!).
ზოგიერთი ზუსტად იმის საპირისპიროდ მოიქცა რაც 1 თესალონიკელების 1:9-შია ჩაწერილი და ცოცხალი ღვთისგან კერპებისაკენ შებრუნდნენ, იმ რწმენის მიღებით, რომელიც ხატებისა და მსგავსი გამოსახულებების თაყვანისცემასა და ე.წ. «წმინდანებისა» და ქალწული მარიამისადმი ლოცვებს იწონებს.
სხვებმა ბიბლიური კრიტიკის იდეები შეითვისეს, ბიბლიაში ცდომილებებს, შეცდომებსა და წინააღმდეგობებს ეძებდნენ.
ზოგიერთებმა კი საერთოდ უარი თქვეს იმ აზრზე, რომ ბიბლია – ღვთისაგან შთაგონებული წიგნია, ქრისტიანობა კი – ერთადერთი გზა, რომელსაც უნდა მიჰყვე სულიერ გზაზე; ეხლა საკუთარ თავს კეპთაყვანისმცემლებს უწოდებენ და ეგრეთ წოდებულ «ეროვნულ რწმენას» იზიარებენ.
არიან ისეთებიც, რომლებიც ოდესღაც ბიბლიურ სწავლებებს იცავდნენ, როგორც ჭეშმარიტებას, დღეს კი აგნოსტიციზმი მიიღეს, ან უფრო უარესი, ღიად აცხადებენ საკუთარ შეხედულებებს, როგორც ათეისტები.
განდგომილთა ნაწილი იუდოფობიისა და ანტისემიტიზმის პოზიციაზე დადგა, ბრალს სდებენ ადრე-ბიბლიური დროის ებრაელებს იმაში, რომ მათ, ვითომდა, ბიბლია სპეციალურად საკუთარ ინტერესებზე მორგებით დაწერეს და უსაფუძვლოდ აქციეს საკუთარი თავი «რჩეულ ერად».
არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ღვთის ბრალდებასაც კი არ ერიდებიან და მას სასტიკს, შეუწყნარებელსა და ადამიანთა მოძულეს უწოდებენ…
ეს ყველაფერი მათი რეალური მაგალითებია, ვისაც ოდესღაც იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული რწმენა ჰქონდა, ეხლა კი განდგომილების იდეებით გაერთნენ!!!
მოკლედ რომ ვთქვათ, განდგომილება ძირეულად ცვლის ადამიანს, თანაც იმდენად, რომ მასში ოდესღაც ერთგული ძმის, იეჰოვს მოწმის ამოცნობა, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
თუმცა აქ კიდევ ერთი რა უნდა გვესმოდეს: თავად განდგომილები – ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული პუბლიკაა, რომელთა შეხედულებებიც ერთმანეთს არ ჰგავს. თითოეულს ის სწამს, რაც გაუხარდება, და ასეთივე სიმსუბუქით შეუძლია «ხეტიალი» ერთი ფილოსოფიიდან მეორეში, ერთი წარმოდგენებიდან - მეორეში. ეს გასაგებიცაა: განდგომილებაში მთავარი ის კი არაა, თუ შემდეგ ვინ გახდები, მთავარი ისაა, რომ შენ არავითარ შემთხვევაში არ დარჩე იეჰოვას მოწმე. რწმენა დაკარგე? ორგანიზაციიდან წამოხვედი? ჰოდა ძალიანაც კარგი! ეხლა თუნდაც წვიმა ნუღარ მოსულა საერთოდ…
რისი თქმა შეიძლება სიკეთესა და ყოველივე კარგზე? რაღა თქმა უნდა სულის ნაყოფის ეს შემადგენლებიც ნაკლებად ახასიათებთ განდგომილებს. აბა, თავადვე დაფიქრდით, რა რეალურ მიზნებს ემსახურება მათი ინტერნეტ-საიტები? ნუთუ იმას, რომ «წაახალისოს... სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის»? (ებრაელები 10:24). ან იქნებ იმას, «რათა მათ, ვინც ღმერთი ირწმუნა, კვლავ იფიქრონ კარგი საქმეების კეთებაზე»? (ტიტე 3:8). არანაირად! მათთვის, ვინც განდგომილთა საიტებზე სხედან, იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, ვიდრე კიდევ ერთი ჭორის აგორებაა იეჰოვას მოწმეების შესახებ, ყოველგვარი «კეთილი საქმეები» კი, რომლის შესახებაც ბიბლია საუბრობს, ეს ხომ უსარგებლო თავის ტკივილია განდგომილებისთვის! მათ ნამდვილ მიზანს წარმოადგენს - არა ადამიანის რწმენის განმტკიცება, არამედ იმის დანგრევა, რაც მან იეჰოვა ღმერთის ორგანიზაციაში ყოფნის პერიოდში შეიძინა. და საკუთარ გამარჯვებად ისინი მისთვის საკუთარი დეპრესიული და მოჯანყე აზრების თავზე მოხვევას მიიჩნევენ (შეადარეთ გალატელები 6:12,13).
მათთვის, მაგალითად, უფრო მეტად საინტერესო საქმეს იეჰოვას მოწმეებისა და მათი ქრისტიანული ორგანიზაციის შეურაცხმყოფელი მოკლე ლექსების მოფიქრებაა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მათგან ყველაზე «ჭკვიანებს» თავში მხოლოდ მყვირალა ტრანსპარანტების ხატვისა და მათი დახმარებით ქრისტიანული კონგრესების ადგილების პიკეტირება ჩნდება. ესაა ის მაქსიმუმი, რისკენაც აღძრავს მათ მათი «ქრისტიანული» რწმენა. დიახ, როგორც ჩანს, მათი გაგებით ზუსტად ესაა «ქრისტიანობა». მათი საკუთარი, განდგომილთა «ქრისტიანობა», რომელიც ამავდროულად არანაირად არ მოიაზრებს ნამდვილ სიკეთეს, რომელიც იესო ქრისტემ დაგვიდო მცნებად.
აი კიდევ როგორი თავისებურება ახასიათებთ განდგომილებს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ფორმალურად დღემდე იეჰოვას მოწმეებად რჩებიან, კრების ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებიან და საყვარლად ურთიერთობენ თანამორწმუნეებთან. კრებაში ისინი, რა თქმა უნდა, ორგანიზაციის წინააღმდეგ არ გამოდიან. თუმცა შემდეგ, ინტერნეტში, როდესაც ნაცნობი ქრისტიანებიდან ვერავინ ხედავს, ისინი მცირედი სირცხვილის გარეშე ლანძღავენ იმ ხალხს, რომელთა შორისაც დღემდე იმყოფებიან. თანაც ზოგიერთის ასეთი გაორებული ცხოვრება წლების განმავლობაში გრძელდება!
აქ ძალაუნებურად გახსენდება სიტყვები იგავების 10:18-დან: «სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ცუდი ხმების გამავრცელებელი სულელია».
ნუთუ ცხვრის ტყავებში გადაცმულ ამ ცრუქრისტიანებს თავადვე არ უჩნდებათ ზიზღი მათივე არჩეული ასეთი მდაბიო პოზიციის მიმართ?! თუ დაავიწყდათ იესოს მითითება «თქვენი დიახ იყო დიახ, არა კი — არა, რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის»? (მათე 5:37). ან, იქნებ, ჯერ ბავშვობას ვერ დააღწიეს თავი და ამიტომ სურთ «პარტიზანობანას» თამაში?
ადამიანი თუ ნამდვილად ზრუნავს ქრისტიანული სწავლების სიწმინდეზე და სხვა ადამიანების სულიერ დახმარებაზე და არა საკუთარი თავის სიამოვნებაზე, ის თუ პრინციპულია და არა ორგული, და ის თუ მართლა დარწმუნებულია, რომ ღმერთი მას ხელმძღვანელობას გაუწევს, მაშინ მას აზრადაც კი არ მოუვა ის, რომ ითვალთმაქცოს და საკუთარი რეალური სახე დამალოს! როგორც საკუთარი თავისადმი პატივისცემის მქონე ადამიანი ის სხვა, მისი თვალსაზრისით, გაცილებით სწორ გზას აირჩევს ქრისტესადმი მსახურებაში, რათა კიდევ უფრო სრული სახით შეძლოს ღვთის ყველა მცნების შესრულება! დაე მან რეალური საქმეებით აჩვენოს, თუ რას წარმოადგენს «სწორი» ქრისტიანობა, და ეს იქნება მისი დამცველი საუკეთესო არგუმენტი.
ანუ, შენ მიგაჩნია, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია «არასწორად» ემსახურება ღმერთს? მაშინ, ბიბლიური პრინციპის მიყოლით, გამოეყავი მას, რაც არასწორად მიგაჩნია და «სწორად» თაყვანისცემა დაიწყე! აჩვენე იეჰოვას მოწმეებსა და საერთოდ ყველას შენს გარშემო, თუ როგორ უნდა ღვთისადმი «სწორად» თაყვანისცემა! ოღონდ ერთი უბრალო ჭეშმარიტება არ დაგავიწყდეს, რომ ზუსტად ეს შენი «სწორი» თაყვანისცემა არაფრით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს იმას, რაზეც უარს იტყვი «შეცდომაში მყოფ» იეჰოვას მოწმეებთან!!! იმიტომ რომ იესოს შემდეგ სიტყვებს მრავალი თვითდაჯერებული მოაზროვნის და დარწმუნებული ენის კარგად გამოფხიზლება შეუძლია:
«გეუბნებით: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს, ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში»! (მათე 5:20).
თუმცაღა, დამერწმუნეთ, განდგომილები – ძალიან და ძალიან გამრჩევები არიან იმაში, რაც ქრისტეს პრინციპებს შეეხება. და თუ ისინი მთელი ხმით იყვირებენ ცოდვილთა მიმართ იესოს სიყვარულის შესახებ (რითაც საკუთარი თავისა და უწმინდური საქმეების გამართლება სურთ), მათ აბსოლუტურად «დაავიწყდებათ» ის, რომ იგივე იესო მოუწოდებდა ზუსტად იმ ცოდვილებს, რომ შეეცვალათ საკუთარი ცხოვრების წესი, რათა ღვთის სამეფოს ღირსნი გამხდარიყვნენ! და მართლაც, რაში სჭირდებათ მათ ასეთი მოუხერხებელი რამეების დამახსოვრება?
ჰოდა ამიტომაც არაა გასაკვირი ის, რომ მათ ფორუმებზე, თუ ვინმე აღიარებს, რომ ცოდვა ჩაიდინა, განდგომილები არაფრის დიდებით არ ურჩევენ, რომ ამის შესახებ კრების უხუცესებს შეატყობინონ. არა! პირიქით, ისინი იმის გარჩევას მოჰყვებიან, თუ როგორი ცბიერული მეთოდებით გამოძვრეს ადამიანი ამ უსიამოვნო სიტუაციიდან და როგორ მოიხსნას პასუხისმგებლობა ისე, რომ მცირედი საყვედურიც კი არ მიიღოს საკუთარი საქციელის გამო. მაგალითად, მოიფიქროს რაიმე ისეთი ხერხი უხუცესების იმაში დასარწმუნებლად, რომ ასეთი ცოდვის ჩამდენი ქრისტიანი თავის დროზე «არასწორად» მოინათლა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ფორმალურად იეჰოვას მოწმე არაა, და ამიტომ ეხლა მისი კრებიდან გარიცხვა და მასთან ურთიერთობის აკრძალვა არ შეიძლება! აბა, ასეთი ცრუ საქმეების შემდეგ როგორ შეიძლება აღვიქვავდეთ განდგომილებს: როგორც «სიმართლის გულწრფელ მაძიებლებს»? არა, ალბათ უფრო, როგორც მათ, ვინც «ეშმაკისგან [არიან] და [საკუთარი მამის] სურვილის შესრულება [უნდათ]. … რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა» (იოანე 8:44).
და აი რას ვფიქრობ. განა იმიტომ არ აგრძელებენ განდგომილები არა ორგანიზებულ ხალხად დარჩენას, არამედ ერთგვარ ნაცრისფერ ნახევრადიატაქვეშა ჯგუფად, თანაც ერთმანეთისაგან განსხვავებულებად, საკუთარ თავებთან მრავალი წინააღმდეგობებით, რომ საკუთარ უძლურებას (ან სურვილის არარსებობას) გრძნობენ იმაში, რომ იმაზე გაცილებით უკეთესისაკენ განაგრძონ სვლა, ვიდრე ისინი იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში ხედავენ? რადგან, სიმართლე რომ ვთქვათ, განდგომილება, როგორც ერთგავი რეალური მძლავრი საერთაშორისო საძმო არ არსებობს. ყველა მათგანი როგორღაც თავთავისთვის არიან და მხოლოდ საკუთარ თავს უჭერენ მხარს. როგორც წესი, ყველაფერი ინტერნეტ-ფორუმებზე ჯდომით შემოიფარგლება, სადაც დაუღალავად შეიძლება ენის მოფხანა, თანაც ისე, რომ მათ უმრავლესობას ერთნანეთი არასოდეს უნახავთ და არც აპირებენ ერთმანეთის ნახვას. აბა რაში სჭირდება ასეთ ხალხს რაღაც უფრო მეტი, რათ მათი მხრიდან თავგამოდებულ ძალისხმევას მოითხოვდა, როგორიცაა, მაგალითად, ურწმუნო ქვეყნიერებისათვის ქადაგების ორგანიზება ან ერთობლივი და რეგულარული კრების შეხვედრების ჩატარება ბიბლიის ერთობლივად შესწავლის მიზნით, მაშინ როდესაც კომფორტულად შეიძლება სახლში სავარძელში ჯდომა და შენნაირებთან "ბირჟაობა" დაუღალავად? ჰო მართლა! რა თქმა უნდა, სხვების თვალში საკუთარი თავისთვის «ქრისტიანული იდეალებისათვის მებრძოლის» ხატების შესაქმნელად, მათ კიდევ ჭკვიანური გამომეტყველებით სჭირდებათ ლამაზი და სწორი სიტყვების ლაპარაკი «სიყვარულზე ღვთისა და ბიბლიის მიმართ». თუმცა ფაქტი ისაა, რომ ზუსტადაც რომ მხოლოდ ლაპარაკი! ის კი, რომ «საკუთარი რწმენა საქმეებით დაამტკიცონ» - სიყვარულის ნამდვილი ქრისტიანული საქმეებითა და ღვთისადმი მსახურებით, - აქ ყველაფერი გაცილებით ცუდადაა (იაკობი 2:18).
ზუსტად ამიტომ განდგომილთა ინტერნეტ-ფორუმები, სულიერი, ქრისტიანული გაგებით სხვა არაფერია, თუ არა ფანტომი, ქიმერა, ვირტუალურ-ხელოვნურად შექმნილი მოვლენა, რომლესაც არ გააჩნია სულ მცირე ქრისტიანული ძალაც კი და რომელსაც არ ძალუძს ადამიანის პიროვნების ნამდვილად სულიერი აღორძინება, იესო ქრისტეს სწავლებების თანახმად! თუმცა ამავდროულად, საკმაოდ თვალსაჩინო ფაქტებიდან გამომდინარე, იგივე განდგომილთა ინტერნეტ-გაერთიანებები შეიცავენ საკმაოდ საგრძნობ საფრთხეს იმისა, რომ ადამიანის მიერ შეძენილი ქრისტიანული თვისებები დაანგრიონ, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს კიდეც განდგომილების უმთავრეს მიმართულებას! ეს აშკარაა უკვე იმიტომ, რომ თავად ის იდეები, რომლებზე დაყრდნობითა და რომელთა გარშემოც ფუძნდება განდგომილთა ინტერნეტ-რესურსები, საკუთარ თავში მოიცავენ არა სულიერი აღორძინებისა და ბიბლიური განათლების მიმართულებებს, არამედ ყოველივე იმ კარგისა და სასარგებლოს მოსპობას, რასაც ღმერთი თავისი ხალხის მეშვეობით ქმნის თითოეულ ცალკე აღებულ ადამიანში! და თუ იეჰოვა ბიბლიის მეშვეობით ადამიანს ღმერთთან და მის ხალხთან დაახლოების გზას უჩვენებს და, როგორც შემდგომი ნაბიჯი, მსოფლიოში სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად ერთობლივი მსახურების გზას, განდგომილთა ამოცანები ბიბლიურის სრულიად საპირისპიროა: განდგომილები ადამიანს ასწავლიან უარი თქვას გაერთიანებულად შეკრებაზე და ჩამოსცილდეს სასიხარულო ცნობის გაცხადებას, დაკმაყოფილდეს საკუთარ თავში იმაში დარწმუნებით, რომ ღმერთი არსებობს და იმასთან დათანხმებით, რომ ღმერთი, ბიბლია და ქრისტეს მიერ გამოსყიდვა – «კარგია». აი, სხვათა შორის, ესაა ის ყველაფერი, რისი შემოთავაზებაც შეუძლია განდგომილებას ქრისტიანისთვის, რაც არცაა გასაკვირი – როგორი შიგთავსიც აქვთ კონკრეტულ ადამიანებს, არსებითად ისეთივეა მათი იდეებიც.
ალტერნატივას – არა! ანარქიას – დიახ!
აშკარაა, რომ განდგომილთა უდიდესი პრობლემა – ესაა იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული მსახურების დალაგებული და ერთიანი ალტერნატივის არარსებობა. მე უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ განდგომილთა იდეებით დასნებოვნებული ქრისტიანები, ბოლოს და ბოლოს, თეოლოგიურ ჩიხში აღმოჩნდებიან: არსებულ რწმენაზე მათ უარი თქვეს, თუმცა რაიმე გაცილებით უკეთესის ჩვენება მათ არ შეუძლიათ. ძალაუნებურად გვახსენდება ღვთის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები: «განცვიფრებულებმა შეხედეთ ამას, ცანო, და შიშისგან აცახცახდით, — ამბობს იეჰოვა,— რადგან ორ ცუდ რამეს აკეთებს ჩემი ხალხი: მტოვებს მე, ცოცხალი წყლის წყაროს, რათა ამოთხაროს თავისთვის ჭები, დაბზარული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებს“». (იერემია 2:12,13. ესაია 65:13,14).
განდგომილები იმით ყოყოჩობენ, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის სულიერი საზღდო ეზიზღებათ. თუმცა ასეთი ყოყოჩობა არცაა გასაკვირი, რადგან თავად მათ არანაირი სულიერად აღმშენებელი საზრდოს შემოთავაზება არ შეუძლიათ. ამიტომ, ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ესაა «ზიზღი გამოხატონ» იმის მიმართ, რამაც თავის დროზე აღზარდა ისინი: «თქვენ კი შეურაცხმყოფთ იმით, რომ ამბობთ: წაბილწულიაო იეჰოვას სუფრა და საძულველიაო მასზე დაწყობილი შესაწირავი. ამბობთ: როგორი დამქანცველიაო. და გძულთ ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა» (მალაქია 1:12,13).
განდგომილები არ დაიწყებენ ქადაგებას. მათ ქრონიკული ზიზღი უვითარდებათ იმის მიმართ, რათა ადამიანებს ბიბლიური ცნობა გაუზიარონ. და მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ან რის შესახებ არ სურთ მათ ქადაგება. ისინი ამას საერთოდ არ გააკეთებენ. საკუთარ ფორუმებზე ურჩევნიათ უამრავი საათი დახარჯონ იმაზე, რათა თავი იმართლონ, თუ რა მიზეზებით არ სურთ ამის გაკეთება, ვიდრე თუნდაც მხოლოდ ერთი საათი გამოუყონ ქადაგებას. ისინი ილაპარაკებენ, რომ კარდაკარ ქადაგება არ შეიძლება, თუმცა არც ქუჩაში გავლენ. ისინი იტყვიან, რომ აზრი არ აქვს ჟურნალებით ქადაგებას, თუმცა ამას მხოლოდ ბიბლიის დახმარებითაც არ გააკეთებენ. განდგომილები მოიმიზეზებენ, რომ იეჰოვას მოწმეების გარკვეული სწავლებების ქადაგება მათ არ შეუძლიათ, თუმცა ხალხისათვის არც იმის ქადაგებაზე დათანხმდებიან, რასაც სწორად მიიჩნევენ. ისინი აშკარა ცბიერებაზეც კი წავლენ, და იტყვიან, რომ ქადაგების აუცილებლობა საერთოდ არ არსებობს, თუმცა იმას არასოდეს გაიხსენებენ, რომ ახალ აღთქმაში სასიხარულო ცნობის ქადაგება ისეა წარმოჩენილი, როგორც თითოეული ჭეშმარიტი ქრისტიანის ღვთისადმი მსახურების ბუნებრივი ნაწილი («ვინაიდან გულით სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ გადასარჩენად… ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა? …რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!», რომაელები 10:10,14,15), და ასევე, ნამდვილი უთვალთმაქცო რწმენის ნიშანი («ისეთივე რწმენის სული გვაქვს, რომელზეც წერია: "მწამდა და იმიტომ ვლაპარაკობდი", ჩვენც გვწამს და იმიტომ ვლაპარაკობთ», 2კორინთელები 4:13).
განდგომილები საკუთარ თავს არ დაუსვამენ შეკითხვას, თუ როგორ დაამსგავსონ საკუთარი ჯგუფი პირველი საუკუნის სამოციქულო კრების საზოგადოებას. ისინი კატეგორიულ უარს ამბობენ იმაზე, რომ ამ ბიბლიური მაგალითის თანახმად, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინონ და საკუთარი თავი გადააქციონ კრებებად ერთიანი «გონებითა და აზრით» (1კორინთელები 1:10). მათ არ ეყოლებათ არც «უხუცესები», არც «მომსახურეები», რომელთაც განსაკუთრებული დანიშნულებები აქვთ, როგორც ამას ბიბილია მოიაზრებს (1 ტიმოთე 3:1-12; ტიტე 1:5). მათ ის აზრიც კი ეზიზღებათ, რომელიც ბიბლიაშია არეკლილი: «გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ» (ებრაელები 13:7,17). განდგომილებს არავის გაგონება და დამორჩილება არ სურთ…
და ბოლოს, განდგომილებს არ აქვთ იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემის ალტერნეტივა! თუმცა ის იმიტომ კი არ აქვთ, რომ ისინი ვითომდა ჯერჯერობით ეძებენ, თუმცა ჯერ ვერ იპოვეს. აქ სულ სხვა რამეშია საქმე. განდგომილებს ალტერნატივა საერთოდ არ სჭირდებათ! მათ ზუსტადაც რომ არანაირი ორგანიზებული ქრისტიანული საზოგადოება არ სჭირდებათ, რომელიც ღვთისადმი «სწორი» თაყვანისცემით იქნება გაერთიანებული. მათ, პირიქით, სპეციალურად იზრუნეს, რომ ასეთი ორგანიზებული საზოგადოებიდან წასულივნენ, იეჰოვას მოწმეების სახით. მრავალ მათგანს სხვა ნებისმიერ რელიგიურ კონფესიასთან დაკავშირების სურვილიც კი არ ჰქონია. რატომ? იმიტომ რომ განდგომილებს სჭირდებათ თაყვანისცემის არა ერთგვარი «სწორი» ფორმა, არამედ უბრალოდ დამოუკიდებლობა! ანარქია! ზუსტად ამას ეძებდნენ ისინი, ყველაფერი დანარჩენი კი (იგულისხმება იეჰოვას მოწმეების კრიტიკა) – მხოლოდ შირმაა, რომლის მიღმაც ძალიან მოსახერხებელია ნამდვილი ეგოისტურ-ანარქიული მოტივების დამალვა.
დამოუკიდებლობა განდგომილების გაგებით – ესაა პირადი პასუხისმგებლობის არარსებობა ვინმეს წინაშე: თანამორწმუნეების, ქრისტიანული კრების, უხუცესების წინაშე, რომლებიც კრებაში «წმინდა სულმა დანიშნა, რათა დამწყემსონ ღვთის კრება» (საქმეები 20:28). ეს იმის შესაძლებლობაა საკუთარი თავი იმაში დაარწმუნონ, რომ უხუცესების მისამართით წარმოთქმული ბიბლიური მითითება «ყურადღება მიექციათ.... მთელი სამწყსოსთვის» ნებისმიერს ეხება, თუმცა მხოლოდ პირადად მათ გარდა, რადგან ისინი ხომ უკვე თავს არიდებენ ასეთ თეოკრატიულ ზედამხედველობას. განდგომილთა «დამოუკიდებლობა» - ეს არის საკუთარი თავის იმაში დაჯერების სურვილი, რომ თითქოს ღმერთი იმას იწონებს, როდესაც ადამიანი თავს არიდებს დასჯის ბიბლიურ პრინციპს შეგონებისა თუ ქრისტიანული კრებიდან გარიცხვის სახით (1კორინთელები 5:9-13; 2იოანე 10,11). მოკლედ რომ ვთქვათ, უბრალოდ გწამდეს, რომ ღმერთი არსებობს, და ისე იცხოვრე, როგორც გინდა; ხოლო თუ რამე მოხდა, ღმერთი ყველა შენს დანაშაულებს გაპატიებს… პირდაპირ ვისოცკის სიმღერის სიტყვებია: «Хорошую религию придумали индусы!» (კარგი რელიგია მოიფიქრეს ინდუსებმა!).
თუმცა ასეთი აზროვნება უკვე დიდი ხანია რაც ბიბლიაში მხილებულია: «შენმა ბოროტებამ უნდა მიგითითოს დანაშაულზე და შენმა ორგულობამ უნდა გამხილოს. იცოდე და ნახე, რომ ცუდი და მწარეა იეჰოვას, შენი ღვთის, მიტოვება. არა გაქვს ჩემდამი შიში… ტუტეშიც რომ დაიბანო და ნაცარტუტიც რომ არ დაიშურო, შენი დანაშაული მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე,— ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა» (იერემია 2:19,22).
ამის შემდეგ გასაგები ხდება ის, თუ რატომ მოიხსენიებენ საკუთარ თავს ისეთი უაზრო სიტყვით როგორიცაა «უკონფესიოები». ეს ხომ კომფორტულია, «დამოუკიდებელი» იყო ღვთის თეოკრატიული ქრისტიანული კრებისაგან! მათ ის სულ არ ადარდებთ, რომ არც თავად ასეთი გაგება და არც ასეთი მდგომარეობა არ არსებობდა სამოციქულო კრებაში, რომელიც, პირიქით, რწმენისა და აზრების ერთიანობით და, ასევე თავისი ორგანიზებულობით გამოირჩეოდა (1კორინთელები 14:33,40). და, საერთო ჯამში, ეს ააშკარავებს არსებულ ფაქტს იმისა, რომ განდგომილებას რეალურად ასულდგმულებს არა «იდეა», არამედ «სურვილი»! აშკარა იდეა, რომელსაც ნათელი გამოყენება ექნებოდა ადრეულ ქრისტიანულ კრებაში ბიბლიური პრაქტიკის შუქში, განდგომილებს ასეთ სიტუაციაში არ აქვთ და პრინციპში ვერც ექნებათ. სამაგიეროდ კარგად ჩანს იმ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისაკენ სწრაფვა, რომლებიც მათში ოდესღაც გაჩნდა, რომეთაგან უმთავრესსაც წარმოადგენს ზუსტად ის დამოუკიდებლობა და სხვების წინაშე ნებისმიერი პირადი პასუხისმგებლობის მოხსნა საკუთარი ანტიბიბლიური პოზიციის გამო.
დამოუკიდებლობის წყურვილი და, როგორც ამის შედეგი, აზროვნების ამაყი წყობა, ზუსტად ესაა განდგომილების განმასხვავებელი თვისება, რომელიც მის სულიერ სიღარიბეს ახასითებს, და ამავდროულად, ეს მისი ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც აუცილებლად კრახამდე მიმყვანია. ბიბლია ასეთი ცოდვილი სურვილების შესახებ გვაფრთხილებს, როგორც იმის შესახებ, რაც ღმერთს სძულს, თუმცა ამავდროულად ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელია:
«ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი,— მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა. გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება» (1იოანე 2:16,17).
თუმცა, ისეთ მოლიპულ გზაზე დადგომით, როდესაც ადამიანს მისი ხორცის სურვილები მართავს, განდგომილები უბრალოდ დანარჩენ ქვეყნიერებას ემსგავსებიან. მრავალრიცხოვანი ათეისტებისა და აგნოსტიკოსების მსგავსად, განდგომილები საკუთარი ქმედებებით აჩვენებენ, რომ საკუთარი თავის შეცვლას კი არ ცდილობენ, ღვთიური მითითებების თანახმად, არამედ, პირიქით, სურვილი აქვთ, რომ ღმერთი და ბიბლიური პრინციპები მოარგონ საკუთარ ინტერესებს. ზუსტად აქედან მომდინარეობს ის სიმსუბუქე, რომლითაც ისვრიან გვერდზე ბიბლიურ მითითებებს ერთიანობის, კრების ხელმძღვანელობისადმი მორჩილების, კრების ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების ან სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ ღვთის ცნობილი სიტყვები, რომელიც მან კაცობრიობის არსებობის დასაწყისში წარმოთქვა: «შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად» (დაბადება 1:26). განდგომილები კი, სრულიად ურწმუნო ქვეყნიერების სულში მოქცევით, კულისებს მიღმა შემდეგს აცხადებენ: «შევქმნათ ღმერთი ჩვენს ანარეკლად!». მათ მიერ «შექმნილი ღმერთი», როგორც ჩანს, იმდენად უპრინციპო და იმდენად გულგრილია ქრისტიანების მისამართით წარმოთქმულ საკუთარ მითითებებთან დაკავშირებით, რომ განდგომილების ყოველ პირად მოსაზრებას იწონებს, ყველაზე აბსურდულებსაც კი, და მხოლოდ იმას ამბობს, რისი მოსმენაც მათ სურთ. ამავდროულად მათი «ღმერთი» სრულიად ჩუმდება მაშინ, როდესაც მათ მხილებისა და საყვედურების მოსმენა არ სურთ! განდგომილები არაფრით არიან მათზე უკეთესნი, ვინც ამბობს: «მე ჩემი ღმერთი მყავს» ან «ჩემი ღმერთი ჩემს გულშია». მათ მართლა «საკუთარი ღმერთი» ჰყავთ…
როგორც ცნობილია, ფუტკრები სურნელოვანი ყვავილებისაკენ ილტვიან, ბუზები კი – მყრალი ნარჩენებისაკენ. ჰოდა დაფიქრდით, რაში პოულობენ სიხარულს ნამდვილი ქრისტიანები და რა ახასიათებთ განდგომილებს, რომლებსაც სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ ნორმალურად, გარდა სხვების თეთრეულში ქექვისა?
მაგალითად, წარსულში, 1909 წელს, საგუშაგო კოშკის საზოგადოების პრეზიდენტმა ჩ. ტ. რასელმა დაწერა მათ შესახებ, რომლებმაც ზურგი აქციეს იეჰოვას და დაიწყეს თავიანთი თანამონების სასტიკად მოპყრობა. «საგუშაგო კოშკის» 1909 წლის 1 ოქტომბრის გამოცემაში (ინგლ.) ნათქვამია: «ისინი, რომლებმაც საკუთარი თავი საგუშაგო კოშკის საზოგადოებისა და მისი საქმიანობისაგან გარიყეს, იმის ნაცვლად, რომ პირად საქმიანობაში წარმატებისთვის ან სხვების მიმართ რწმენაში დამრიგებლობისა და სულის სილამაზისთვის მიეღწიათ, აშკარად საწინააღმდეგოს აკეთებდნენ – ცდილობდნენ ხელეყოთ და ზიანი მოეტანათ იმისთვის, რასაც ერთ დროს ემსახურებოდნენ, ატეხეს დიდი ხმაური, მაგრამ თანდათან ჩაიძირნენ დავიწყებაში, ზიანი მოჰქონდათ, როგორც თავიანთი თავისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეპყრობილნი იყვნენ კამათის სულით... თუ ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ სხვა სუფრიდან მიიღონ კარგი ან უკეთესი საკვები და დაიმზადონ კარგი ან უკეთესი საკვები – დაე, აირჩიონ თავიანთი გზა... მაგრამ იმ დროს, როდესაც ჩვენ ნებას ვრთავთ მათ, წავიდნენ სადაც სურთ და რომელი სუფრიდანაც უნდათ იქიდან მოიპოვონ საკვები და სინათლე საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გასაოცარია, რომ მათ, რომლებიც გახდნენ ჩვენი მოწინააღმდეგენი, აირჩიეს ძალიან განსხვავებული მიმართულება. იმის ნაცვლად, რომ ქვეყნიური ვაჟკაცობით ეთქვათ: „მე ვიპოვე ის, რასაც ვანიჭებ უპირატესობას, ნახვანდის!“, მათ ისეთი ძალით გამოავლინეს რისხვა, ღვარძლი, ზიზღი, კამათის სურვილი, "ხორცისა და ეშმაკის საქმეები", რომ არც ერთ ქვეყნიურ ადამიანს ჯერ არ გამოუვლენია. გეჩვენება, რომ მათში მოქმედებს შეშლილობა, სატანური ცოფი. ზოგიერთი მათგანი გვცემს ჩვენ და შემდეგ ირწმუნება, რომ ჩვენ ვცემდით. ისინი მზად არიან, თქვან ან დაწერონ საზიზღარი სიცრუე და უნამუსობამდე დაეცნენ».
დიახ, განდგომილები აქვეყნებენ ლიტერატურას, რომელიც დამახინჯებულ ფაქტებს, ნახევრად სიმართლესა და აშკარა სიცრუეს ეყრდნობა. მათ იეჰოვას მოწმეთა კონგრესებზე მასობრივი გამოსვლები იმ მცდელობით მოაწყვეს, რომ მახეში მოემწყვდიათ წინდაუხედავები. ამიტომ, საშიში იქნებოდა, ჩვენი ცნობისმოყვარეობის გამო, გვესაზრდოვა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციებით და მოგვესმინა მათი სალანძღავი სიტყვები! თუმცა, ჩვენ შესაძლოა მიგვაჩნია, რომ პირადად ჩვენთვის რისკს არ წარმოადგენს, მაგრამ საშიშროება კვლავ არსებობს. რატომ? ერთი მხრივ იმიტომ, რომ განდგომილთა ლიტერატურა გვთავაზობს სიყალბეს „ლამაზი“ და „მატყუარა სიტყვებით“ (რომაელთა 16:17; 2 პეტრე 2:3). თუ არის ეს ის, რასაც უნდა მოელოდე დემონთა სუფრიდან? თუმცა, განდგომილებს ასევე შეუძლიათ ზოგიერთი ფაქტის შემოთავაზება, რომელსაც ჩვეულებრივ იმ მიზნით იღებენ კონტექსტიდან, რომ სხვებიც ჩამოაცილონ იეჰოვას სუფრას. ყველაფერი, რასაც ისინი წერენ, უბრალოდ, გაჟღენთილია კრიტიკით და დამანგრეველია! მათ არაფერი აქვთ დამრიგებლური.
იესომ თქვა: „მათი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მათე 7:16). რა არის განდგომილებისა და მათი პუბლიკაციების ნაყოფი? — მათი პროპაგანდისთვის დამახასიათებელია ოთხი პუნქტი: 1) მოხერხებულობა; ეფესელთა 4:14 ამბობს, რომ ისინი ფლობენ ‘ცდუნების მზაკვრულ ხელოვნებას’, 2) ამპარტავნული მსჯელობა, 3) სიყვარულის ნაკლებობა, 4) სხვადასხვა ფორმის არაგულწრფელობა. ესენია დემონთა სუფრაზე მოთავსებული საკვების ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომლის დანიშნულება არის იეჰოვას ხალხის რწმენის დანგრევა.
არსებობს კიდევ ერთი ასპექტი. რას დაუბრუნდნენ განდგომილები? უმეტეს შემთხვევაში, ისინი უერთდებიან ბნელით მოცულ ქრისტიანულ სამყაროსა და მოძღვრებებს, მაგალითად რწმენას იმის შესახებ, რომ ყველა ქრისტიანი ამაღლდება ზეცად. უფრო მეტიც, უმეტესობას მეტად აღარ უკავია მტკიცე ბიბლიური პოზიცია სისხლის, ნეიტრალიტეტისა და ღმერთის სამეფოს შესახებ დამოწმებასთან დაკავშირებით. ჩვენ კი თავი დავაღწიეთ დიდი ბაბილონის სიბნელეს და მეტად აღარ გვსურს, დავუბრუნდეთ მას (გამოცხადება 18:2, 4). იეჰოვას ერთგულ მსახურებს რატომ უნდა გვსურდეს, თუნდაც ერთხელ, შევავლოთ თვალი იეჰოვას სუფრის უარმყოფელთა პროპაგანდას, რომლებიც ახლა სიტყვიერად სცემენ მათ, ვინც გვეხმარება, მივიღოთ ‘ჯანსაღი სიტყვები’? (2 ტიმოთე 1:13).
ზოგიერთმა, შესაძლოა, ცნობისმოყვარეობა გამოამჟღავნოს იმ ბრალდებების მიმართ, რომლებსაც განდგომილები აღძრავენ. მაგრამ ჩვენ გულთან უნდა მივიტანოთ პრინციპი, რომელიც ჩაწერილია მეორე რჯულის 12:30, 31-ში. აქ იეჰოვამ მოსეს მეშვეობით გააფრთხილა ისრაელები, თუ რას უნდა მორიდებოდნენ, როდესაც აღთქმული მიწიდან განდევნიდნენ კერპთაყვანისმცემელ მოსახლეობას: „ფრთხილად იყავი, არ გაეხვიო მათ ბადეში მას შემდეგ, რაც გადაშენებული იქნებიან შენგან, არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს: როგორც ეს ხალხი ემსახურებოდა თავის ღმერთებს, მეც ასე მოვიქცევიო, ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს“. დიახ, იეჰოვა ღმერთმა იცის, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე ცნობისმოყვარეობა. გაიხსენე ევა და ასევე ლოტის ცოლი! (ლუკა 17:32; 1 ტიმოთე 2:14). მოდით და არასოდეს მოვისმინოთ ის, რასაც ამბობენ და აკეთებენ განდგომილები. დაე, ამის ნაცვლად, დაკავებულნი ვიყოთ ადამიანების გამხნევებით და ერთგულად ვისაზრდოოთ იეჰოვას სუფრიდან!» (1 იანვარი 1995 წელი, «რომელი სუფრიდან იკვებები?», აბზაცები 10-15).
ამიტომ ნუ დაუწყებთ თამაშს განდგომილებას და ნუ იფიქრებთ, რომ იეჰოვას ორგანიზაციის უარმყოფელი ხალხის ცბიერი სიტყვებისადმი სულ მცირედი ინტერესი, არავითარ ზიანს არ მოგიტანთ. მოგიტანთ ზიანს!!! და ამის მაგალითები უკვე არსებობს.
ნუ გამოავლენთ სულელი ადამიანის აზროვნებას და ნუ იფიქრებთ, რომ მცირე დოზით მიღებული შხამი - ჯერ არ წარმოადგენს სიკვდილის გარანტიას! ტყუილი იქნებოდაა იმის იმედი გვქონდეს, რომ თუ სულ ერთი წამით შევეხებით გავარვარებულ რკინას, ვერაფერს ვიგრძნობთ! ასე ფიქრობდა ზოგიერთი თავდაჯერებული ძმა, შემდეგ კი ვეღარაფრით იცილებდნენ განდგომილების მიერ მათ გულში ჩათესილ სარეველას, რომელიც რწმენას და იმ ყოველივე კარგს ანგრევდა მათში, რაც ღმერთმა გაზარდა.
არანაკლებ სულელურად იქცევიან ისინიც, ვინც ფიქრობენ, რომ რაღაცაში მაინც გადაარწმუნებენ განდგომილებს და ამისათვის დისკუსიაში შედიან მათთან. გახსოვდეთ, განდგომილებმა იმაზე კარგად არაფერი იციან, ვიდრე ნამდვილი მოწმის საუბარში ჩათრევა! ამასთანავე მათ საერთოდ არ აინტერესებთ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში არსებული რეალური გარემოება! მათთვის მნიშვნელოვანია ქრისტიანულ გულებში სარეველას ჩათესვა, რათა შემდეგ, ერთი დღის შემდეგ იქნება ეს თუ რამოდენიმე წლის შემდეგ, ასეთმა გულუბრყვილო ქრისტიანმა სულ მცირედით მაინც დაიწყოს იმაში დაეჭვება, რაც მან იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისაგან ისწავლა; ასეთი ადამიანის ორგანიზაციისგან ჩამოცილება კი გაცილებით იოლი იქნება! ზუსტად ისე, როგორც ხეში კარგად ჩაჭედებული ლურსმნის ამოღებაა რთული შიშველი ხელებით; თუმცა მას თუ დაუღალავად და ხანგრძლივად ვარყევთ, მაშინ ერთხელაც მოსუსტდება, სიმყარეს დაკარგავს და მაშინ შესაძლებელი გახდება მისი ამოგლეჯა! ამიტომ საშუალებას ნუ მისცემთ განდგომილებს რომ ზემოქმედება მოახდინონ თქვენზე «შემპარავი სიტყვებითა და მლიქვნელობით», «რომ არ დაიღალოთ და არ დაკარგოთ სულის სიმხნევე»! (რომაელები 16:18; ებრაელები 12:3). ხოლო მოხდება ეს თუ არა, ძალიან ბევრ რამეში თქვენზეა დამოკიდებული.
მათ, ვინც ოდესღაც ღვთის ხალხთან ერთად მსახურობდა, შემდეგ კი გაბოროტებული განდგომილი გახდა, იეჰოვა ბიბლიის მეშვეობით გამოფხიზლებისა და საკუთარი უწმინდური გზების მიტოვების შანსს აძლევს: «გული გაისუფთავე, იერუსალიმო, ბოროტებისგან, რათა გადარჩე! როდემდე უნდა ბუდობდეს შენში მცდარი აზრები?» (იერემია 4:14).
მათ კი, ვინც ღვთის მხარეს აგრძელებს დარჩენას, იეჰოვას შემდეგი ცნობილი მოწოდება მიესადაგება:
«ეს მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებ, არც ძნელი შესასრულებელია და არც მიუწვდომელი. არც ცაშია, რომ თქვა: ვინ ავა ცაში და ვინ ჩამოგვიტანს, რომ მოვისმინოთ და შევასრულოთო? არც ზღვის გადაღმაა, რომ თქვა: ვინ გადავა ზღვის გადაღმა და ვინ მოგვიტანს, რომ მოვისმინოთ და შევასრულოთო? ძალიან ახლოსაა შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგესა და შენს გულშია, რათა შეასრულო. აი, ვდებ შენ წინაშე სიცოცხლესა და სიკეთეს, სიკვდილსა და ბოროტებას. თუ მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის მცნებებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებ, გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი, ივლი მისი გზით, დაიცავ მის მცნებებს, წესებსა და სამართალს, მაშინ იცოცხლებ, გამრავლდები და გაკურთხებს იეჰოვა, შენი ღმერთი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხარ! თუ ჩამომშორდება შენი გული და არ მომისმენ, ცდუნდები და სხვა ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემასა და მსახურებას, დღესვე გეტყვი, რომ მოკვდები! არ იქნები დღეგრძელი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც გადადიხარ იორდანის გაღმა. ცასა და დედამიწას ვიმოწმებ დღეს შენ წინააღმდეგ, რომ სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ, კურთხევა და წყევლა; აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც, თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი, მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას. შენი სიცოცხლე და დღეგრძელობაა იგი, რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ შენს მამა-პაპას დაუფიცა: აბრაამს, ისაკსა და იაკობს“.» (კანონი 30:11-20).
და მე ძალიან მინდა, რომ და-ძმებმა, იხელმძღვანელონ ღვთის სიბრძნით და სიცოცხლე აირჩიონ და არა სიკვდილი: სიცოცხლე, რომელიც ღვთისგან და მისი ორგანიზაციისგან მომდინარეობს, და არა სიკვდილი, რომლისკენაც ცბიერულად მოგიხმობენ განდგომილები!
წყარო: jwapologetika.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment