Friday, 10 July 2020

ქრისტეს და მის მოწაფეებს ეს არასოდეს გაუკეთებიათ.



თუ თავს იესო ქრისტეს მოწაფედ მიიჩნევთ, მაშინ იცოდეთ რომ ქრისტეს და მის მოწაფეებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს...

• არ აუშენებიათ ტაძრები
• არ აღუსრულებიათ ლიტურგიები ტაძრებში
• არ უციათ თაყვანი ხატებისა და კერპებისათვის

• არ უკოცნიათ ჯვრებისა და სხვა «წმინდა» ნივთებისთვის
• თაყვანი არ უციათ გარდაცვლილი «წმინდანების» წმინდა ნაწილებისთვის
• არ ულოციათ გარდაცვლილი ადამიანების სულებისა და ანგელოზების მიმართ
• ისინი არ ატარებდნენ განსაკუთრებულ «სამღვდლო» ტანსაცმელს
• არ ატარებდნენ კისერზე ჯვრებს (კრიალოსანს, ამულეტებსა და ალისფერ ძაფს)
• არ იწერდნენ პირჯვარს
• არ ანთებდნენ ტაძარში სანთლებს
• ადამიანებისაგან ფულს არ იღებდნენ ნათლობის, ლოცვისა და სხვა «სულიერი მომსახურების» სანაცვლოდ
• არ აღარსრულებდნენ ნათლობას წყალში სრული ჩაძირვის გარეშე
• არ ნათლავდნენ მოუნანიებელ ადამიანებს
• არ ნათლავდნენ ჩვილებს
• არ აღასრულებდნენ ნათლობას ნათლიების მონაწილეობით
• მონათლულებს არ აძლევდნენ ახალ სახელებს
• არ აკურთხებდნენ წყალს და ხალხს არ ასხურებდნენ «ნაკურთხ წყალს»
• არ იგონებდნენ ახალ «ქრისტიანულ» დღესასწაულებს და არ ანაცვლებდნენ მათით უკვე არსებულ წარმართულ დღესასწაულებს
• არ ასწავლიდნენ, რომ ღვთის სამყოფელს ეკლესიის შენობა ან რომელიმე სხვა «წმინდა» ადგილი წარმოადგენს
• არ გააჩნდათ იერარქიული სტრუქტურა პატრიარქებით, არქიეპისკოპოსებით, არქიდიაკვნებითა და ასე შემდეგ.
• არ ატარებდნენ ორდენებს, მედლებს, სხვადასხვა ტიტულებსა და ჯილდოებს
• უფლებას არ აძლევდნენ, რომ ხალხს მათთვის მიემართა სიტყვებით «მამაო», «მეუფე», «თქვენო უწმინდესობავ» და ა.შ.
• არ მოიხსენიებდნენ თავის მომხრეებს დამამცირებელი სიტყვით «საერონი» (ბიბლიაში ეს სიტყვა მოუნანიებელი ცოდვილების მიმართაა გამოყენებული)
• არ უკოცნიდნენ მღვდელს ხელებს
• არ ასწავლიდნენ ტაძარში მღვდლის წინაშე რეგულარული აღსარების აუცილებლობის შესახებ
• არ იყენებდნენ საცეცხლურს და სხვა მართლმადიდებლურ ნივთებს
• არ იყენებდნენ სეფისკვერებს, წმინდა მიწას, წყალს და ცეცხლს
• არ შეუქმნიათ წმინდა ინკვიზიცია (მართლმადიდებლური ან კათოლიკური), არ ამახინჯებდნენ და სჯიდნენ ერეტიკოსებს ყველაზე სასტიკი და საწამებელი სასჯელებით
• არ იჯდნენ, არამედ დადიოდნენ და ქადაგებდნენ სოფლებსა თუ ქალაქებში
• არ ქადაგებდნენ სწავლებას სამოციქულო ნაცვალმემკვიდრეობითობის შესახებ
• არ აცხადებდნენ ცალკეულ მორწმუნეებს წმინდანებად
• არ ქმნიდნენ ცრუ დოგმებსა და სწავლებებს
• არ ლოცულობდნენ და თაყვანს არ სცემდნენ სამებას
• არ მოიხსენიებდნენ მარიამს «ღვთისმშობლად», ან «ზეციურ დედოფლად» და არც თაყვანს სცემდნენ მას
• არ ასრულებდნენ მსახურებას მოძველებულ, ხმარებიდან გამოსულ ენაზე
• არ ატარებდნენ დროშებს, ბაირაღებს, ჯვრებს
• არ დგავდნენ ჯვარს საფლავზე
• არ აწყობდნენ საეკლესიო მსვლელობებს
• არ ლოცულობდნენ სხვა ადამიანების დასანახად
• არ ასახიჩრებდნენ, არ კლავდნენ და არ აუპატიურებდნენ რელიგიის სახელით
• არ აკურთხებდნენ იარაღს, ჯარებსა და ომს
• არ იღებდნენ იარაღს და არ მიდიოდნენ საომრად და მოსაკლავად
• არ მსახურობდნენ ჯარში მღვდლებად
• არ შეუქმნიათ "წმინდა გადმოცემა", რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება წმინდა წერილს
• კავშირში არ იყვნენ სხვა რელიგიებთან
• კავშირში არ იყვნენ პოლიტიკასთან
• არც თავად იყვნენ პოლიტიკოსები და სამხედრო მოსამსახურეები
• არ ლოცულობდნენ დაზეპირებული სიტყვებით
• არ ლოცულობდნენ გარდაცვლილი ადამიანების სულების სახსნელად და არ უხდიდნენ პანაშვიდებს

და თქვენი რელიგია შეესაბამება ამ ყველაფერს?


ადამიანურმა დოგმებმა, ტრადიციებმა და სწავლებებმა რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგებიან ბიბლიასა და ქრისტეს სწავლებას, ქრისტიანობაში შემოღწევა მხოლოდ მოციქულების სიკვდილის შემდეგ დაიწყო...

* ახ.წ. მე-З საუკუნეში შემოღებული იქნა - ჩვილების ნათლობა.
* ახ.წ. 200 - 250 წელს შემოღებული იქნა - "სწავლება" მარადიული ტანჯვის შესახებ და სულიერი ჩინები.
* ახ.წ. 325 წელს წარმართული რელიგიის უზენაესმა ქურუმმა, რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, ნიკეის მსოფლიო კრება მოიწვია და იძულების გზით შემოიტანა სამების დოგმატი.

* ახ.წ. 454 წელს გამოთქმა "ქრისტეს დედა" ჩაანაცვლეს "ღვთისმშობლით".
* ახ.წ. 547 წელს შემოღებული იქნა - 40 დღიანი მარხვა.

* ახ.წ. 680 წელი ჯვრის, როგორც ქრისტიანობის დევიზისა და სიმბოლოს გამოყენების დასაწყისი.
* ახ.წ. 715 წელს შემოღებული იქნა - ქალწული მარიამისა და სხვა წმინდანებისადმი ლოცვა.
* ახ.წ. 725 წელს შემოღებული იქნა - გამოსახულებების (ხატების) კულტი.
* ახ.წ. 783 წელს შემოღებული იქნა - პაპისთვის (მღვდლებისთვის) ხელებისა და ფეხების კოცნის ჩვეულება.
* ახ.წ. 813 წელს შემოღებული იქნა - "ქალწული" მარიამის ცად ამაღლების აღნიშვნა.

* ახ.წ. 1015 წელს შემოღებული იქნა - გამოსახულებების (ხატების, კერპების) კოცნა.
* ახ.წ. 1116 წელს შემოღებული იქნა ინდულგენცია - ცოდვების მიტევება ფულის სანაცვლოდ.
* ახ.წ. 1204 წელს შემოღებული იქნა - ინკვიზიცია განსხვავებული რწმენის მქონეთა "ცეცლითა და მახვილით" განსადევნად.
* ახ.წ. 1215 წელს შემოღებული იქნა - პერსონალური აღსარება, როგორც "წმინდა საიდუმლო", მრევლის გასაკონტროლებლად. ასევე დოგმატი ყველა მღვდლისათვის ცოდვების პატიების შესახებ, მათ "წმინდებად" უნდა მიიჩნევდნენ.
* ახ.წ. 1229 წელს შემოღებული იქნა - მკაცრი აკრძალვა ბიბლიის კითხვაზე.
* ახ.წ. 1263 წელს შემოღებული იქნა - ზიარება.

"შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას სინდისდადაღულ ტყუილის მთქმელთა თვალთმაქცობის გამო. ისინი კრძალავენ დაქორწინებას (ცელიბატი, ბერ-მონაზვნობა) და უბრძანებენ სხვებს, მოერიდონ საჭმელს (სამარხვო, კოშერული), რომელიც ღმერთმა იმისთვის შექმნა, რომ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების საფუძვლიანად მცოდნეებმა მადლიერებით ჭამონ. ღვთის შექმნილი ყველაფერი კარგია და, თუ მადლიერებით იჭმება, არაფერია უარსაყოფი, რადგან ღვთის სიტყვითა და ლოცვით განიწმინდება. (1 ტიმოთე 4:1-5)



"თუ თქვენ ქვეყნიერების პრინციპებისთვის მკვდრები ხართ ისევე, როგორც ქრისტე, რატომღა ემორჩილებით ქვეყნიერებაში მცხოვრებთა მსგავსად დადგენილებებს - «ნუ მიეკარები, გემოს ნუ გაუსინჯავ, ნუ შეეხები» ნურაფერს, რასაც ხმარებისგან განადგურება ელის - რომლებიც ადამიანთა მცნებებიდან და სწავლებებიდან გამომდინარეობს? ამ ყველაფერს მართლაც აქვს გარეგნული სიბრძნე თვითნებური თაყვანისმცემლობითა და მოჩვენებითი თავმდაბლობით, სხეულის დათრგუნვით, მაგრამ სრულიად უსარგებლოა ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში." (კოლოსელები 2:20-23)

---------------------------------------------------

წყარო: jwapologetica.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment