მათ. 25:46, სსგ: «წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში [ბერძნულად „კოლასინ], ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში»
მიუხედავად იმისა, რომ მათეს 25:46-ში ბიბლიის თარგმანთა უმრავლესობა იყენებს სიტყვა „სატანჯველს“, რომელიც ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „კოლასინ“, მისი ძირითადი მნიშვნელობა „ხეების შეფერხება“ ან ზედმეტი ტოტების მოკვეთაა.
მაგალითად(„ემფატიკ დიაგლოტში“ „სატანჯველის“ ნაცვლად წერია „მოკვეთა“. სქოლიოში კი ნათქვამია: «სიტყვა „კოლასინ“ ნაწარმოებია სიტყვიდან „კოლაზო“, რაც ნიშნავს 1) მოკვეთას, მოჭრას, მაგალითად მცენარის ტოტების; 2) შეზღუდვას, შეკავებას . . . 3) დასჯას. სიცოცხლიდან ან საზოგადოებიდან ადამიანის მოკვეთა, ან თუნდაც ამ მხრივ მისი შეზღუდვა, დასჯის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, სიტყვა „კოლასინ“ გამოყენებულია მეტაფორის სახით მესამე მნიშვნელობით. მაგრამ პირველი მნიშვნელობა უფრო მისაღებია, რადგან უკეთ ერწყმის წინადადების მეორე ნაწილს და დაპირისპირებას ძალასა და სილამაზეს მატებს. მართლები წავლენ სიცოცხლეში, ბოროტები კი ვერა — ისინი, ასე ვთქვათ, სიცოცხლიდან მოიკვეთებიან ანუ დაიხოცებიან. იხილეთ 2 თეს. 1:9»).
ასე რომ, ცხვრისმაგვარი ადამიანები მარადიულად იცოცხლებენ, თხისმაგვარი მოუნანიებელი ადამიანები კი მარადიულად მოიკვეთებიან ანუ განადგურდებიან
No comments:
Post a Comment