Wednesday, 8 July 2020

უნდა იყოს საზოგადოება დაყოფილი სასულიერო და საერო პირებად?




უწმინდესი, უნეტარესი, მამაო, რაბი, მოძღვარი, ყოვლადუწმინდესი, მისი მოწყალება — ეს არის მიმართვის ზოგიერთი ფორმა, რომელიც სამღვდელოებას გამოარჩევს საერო პირებისგან. მსგავსი განსხვავება მრავალ რელიგიაში არსებობს. ღვთის მიერ არის ეს დაწესებული თუ ადამიანისგან? იწონებს ღმერთი ასეთ დაყოფას?


„ახალ აღთქმაში არსად გვხვდება იდეა იმის შესახებ, რომ საზოგადოება სასულიერო ან საერო პირებად უნდა იყოს დაყოფილი. მართალია, ძველი აღთქმის პერიოდში  იყო სამღვდელოება, მაგრამ მხოლოდ დროებითი იყო. როდესაც იესომ ახალი შეთანხმება დააწესა  , შეიცვალა ძველი აღთქმის მღვდელმსახურება და კანონი მღვდელმსახურების შესახებ, ( ებრ. 7: 11,12) იესო ახლა მღვდელმთავარია და მისი ყველა ცხებული მიმდევარი მოიცავს ახალ სამღვდელოებას.( 1 პეტ. 2: 4-9)

იესოს ყველა ცხებული მიმდევარი მღვდლები არიან, სქესის, ეთნოსის, განათლების, სოციალური კლასის თუ ასაკის მიუხედავად. განსხვავება არ არსებობს მორწმუნეებს შორის. ქვემოთ მოყვანილი მუხლებიდან ჩანს, რომ პირველ საყკუნეში ყველა მიიჩნეოდა, თანაბარად

სილვანუსის ხელით, რომელსაც ერთგულ ძმად ვთვლი, ორიოდე სიტყვა მოგწერეთ გასამხნევებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ღმერთი გწყალობთ. ჩაეჭიდეთ ღვთის წყალობას
( 1 პეტ. 5:12 )

ქრისტე იესოსადმი რწმენის გამო დაპატიმრებული პავლესგან და ძმა ტიმოთესგან ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამსახურს, ფილიმონს,  აპფიას, ჩვენს დას, ჩვენს თანამებრძოლ არქიპესა და კრებას, რომელიც შენს სახლში იკრიბება
 ( ფილიმონის 1: 1-2)


ადრეულ ეკლესიაში ყველა წევრი მონაწილეობდა საეკლესიო კრებებში ( 1 კორ. 14:26 ) ახალი აღთქმის ტექსტში არაფერი მიუთითებს გამოკვეთილ სასულიერო კლასზე ან რელიგიურ ელიტაზე, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი და დავალებები, რომლებიც მხოლოდ მათი და მათი იყო.

მართალია,  ზოგიერთ მამაკაცს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრა, მაგრამ იეჰოვას პირველი საუკუნის ქრისტიანი მოწმეები სასულიერო და საერო პირებად არ იყვნენ დაყოფილნი. ისინი ყველანი ძმები იყვნენ და მათ ერთი წინამძღოლი, ქრისტე ჰყავდათ.იესომ თავის მიმდევრებს მისცა პრინციპი:

ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე. უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს“ 
(მათე 23:8—11)

ამიტომ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში სამღვდელოების კლასი არ იყო. პირველი ქრისტიანები, როგორც ქრისტეს ცხებული ძმები, ქრისტესთან ერთად ზეცაში იმსახურებდნენ მღვდლებად (1 პეტ. 1:3, 4; 2:5, 9)ანუ არანაირი დაყოფა არ იქნებოდა ისინი ყველა მღვდლები იყვნენ. და ყავდათ ერთი მღვდელმთავარი ქრისტე.. რაც შეეხებოდა ორგანიზაციულ სტრუქტურას, თითოეულ კრებას ხელმძღვანელობდა უხუცესთა საბჭო ანუ ზედამხედველები. ყველა უხუცესი თანაბარი უფლებამოსილებით სარგებლობდა და არავინ ბატონობდა სამწყსოზე (საქ. 20:17; ფილ. 1:1; 1 პეტ. 5:2, 3).

ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ ყველა ქრისტიანი ღვთის მსახურია და მათ შორის არავინ უპირატესობს (2 კორინთელები 3:5, 6). „[პირველი ქრისტიანების] ერთ-ერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ ისინი მთელი მონდომებით ცდილობდნენ, მათ შორის კლასობრივი დაყოფა არ ყოფილიყო“, — ამბობს თეოლოგი ალექსანდრ ფევრი. კლასობრივი დაყოფის არარსებობა ეთანხმება იესოს სიტყვებს: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8).

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სულიერად მოწიფული მამაკაცები ზედამხედველებად მსახურობდნენ და მათ მოვალეობაში კრების დასწავლება და დამწყემსვა შედიოდა (საქმეები 20:28). მაგრამ ეს მამაკაცები არ იღებდნენ გასამრჯელოს. ისინი ჩვეულებრივი, მშრომელი ადამიანები იყვნენ და უმეტესობას ცოლ-შვილი ჰყავდა. ეს მამაკაცები ზედამხედველებად იმიტომ არ მსახურობდნენ, რომ სასულიერო სემინარიები ჰქონდათ დამთავრებული. ისინი გულმოდგინედ იკვლევდნენ ღვთის სიტყვას და ღვთის მოსაწონ თვისებებს ავლენდნენ. ბიბლიური მოთხოვნის თანახმად, ზედამხედველი უნდა იყოს ზომიერი, საღად მოაზროვნე, წესრიგიანი, სტუმართმოყვარე, გონიერი, უნდა შეეძლოს სწავლება, „არ უნდა იყოს მტრულად განწყობილი, ფულის მოყვარული; ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს“ (1 ტიმოთე 3:1—7).

„არ გადახვიდეთ დაწერილს“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 კორინთელები 4:6). სამწუხაროდ, როცა ადამიანები არ ითვალისწინებენ ღვთის მითითებებს, ღმერთთან ურთიერთობას იფუჭებენ. ეს ეხება სამღვდელო და არასამღვდელო კლასებად დაყოფასაც. განვიხილოთ ექვსი მიზეზი, თუ რატომ ვამბობთ ასე.

1. სამღვდელოების არსებობა გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ იყვნენ ღვთის მსახურები. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა ემსახუროს ღმერთს და განადიდოს მისი სახელი (რომაელები 10:9, 10). რაც შეეხება კრებაში მსახურებას, სასურველია, რომ ქრისტიანი მამაკაცები ისწრაფვოდნენ ზედამხედველად მსახურებისკენ. ასე ხდება იეჰოვას მოწმეთა კრებებში (1 ტიმოთე 3:1).

2. სასულიერო და საერო პირებად საზოგადოების დაყოფა სამღვდელოების განდიდებას ემსახურება, რაზეც მათთვის მინიჭებული ტიტულებიც მოწმობს. იესომ კი თქვა: „ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი, ის იქნება დიდი“ (ლუკა 9:48). იესოს მითითებით მის მიმდევრებს რელიგიური ტიტულები არ უნდა ჰქონოდათ, რაც მათი თავმდაბლობის მაჩვენებელი იქნებოდა (მათე 23:8—12).

3. სამღვდელოება, რომელიც გასამრჯელოს ითხოვს, ტვირთად აწვება მრევლს, მით უმეტეს, თუ სამღვდელოება ფუფუნებას არის მიჩვეული. მაგრამ ქრისტიანი ზედამხედველები საკუთარი შრომით ირჩენენ თავს. ამგვარად, ისინი კარგ მაგალითს აძლევენ სხვებს* (საქმეები 18:1—3; 20:33, 34; 2 თესალონიკელები 3:7—10).

4. როცა სასულიერო პირი ფინანსურად სხვებზეა დამოკიდებული, ადვილი შესაძლებელია, რომ მან თავისი მრევლის გულის მოსაგებად დაამახინჯოს ბიბლიური სწავლება. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ეს ასეც მოხდებოდა: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად“ (2 ტიმოთე 4:3).

5. სასულიერო და საერო პირებად დაყოფა ხშირ შემთხვევაში იწვევს იმას, რომ საერონი პასიური მორწმუნეები ხდებიან, რადგან მთელ პასუხისმგებლობას სამღვდელოებას აკისრებენ. მაგრამ თითოეული ქრისტიანი თავად უნდა ზრუნავდეს თავის სულიერობაზე და ბიბლიის კარგი მკვლევარი უნდა იყოს (მათე 4:4; 5:3).

6. როცა მრევლს კარგად არ ესმის ბიბლია, სამღვდელოებამ ის ადვილად შეიძლება შეიყვანოს შეცდომაში და საკუთარი ინტერესებისთვისაც კი გამოიყენოს. ისტორიამ არაერთი ასეთი შემთხვევა შემოგვინახა* (საქმეები 20:29, 30).

იეჰოვას მოწმეები ზედმიწევნით მიჰყვებიან ბიბლიის სწავლებებს, ამიტომ მათ არ ჰყავთ სამღვდელოება. მათ ჰყავთ სულიერი მწყემსები და მასწავლებლები, რომლებიც ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ემსახურებიან ღვთის სამწყსოს. თქვენ შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ ამაში, თუ დაესწრებით იეჰოვას მოწმეთა შეხვედრას.

სასულიერო და საერო პირებად დაყოფა


 განდგომილების გამოჩენასთან ერთად დამახინჯდა ბიბლიური სწავლებები  რამაც გამოიწვია სასულიერო იერარქია, რომელიც გადაიქცა სასულიერო პირთა სისტემაში, რომელიც დღეს ვიცით.

ჭეშმარიტებიდან ერთ-ერთი პირველი გადახვევა ის იყო, რომ განსხვავება გააკეთეს ისეთ ტერმინებს შორის, როგორიცაა „ზედამხედველი“ (ბერძნულად ეპისკოპოს) და „უხუცესი“ (ბერძნულად პრესბიტეროს), და ისინი მეტად აღარ გამოიყენებოდა კრებაში ერთი და იმავე მდგომარეობის აღსანიშნავად. იოანე მოციქულის სიკვდილიდან სულ რაღაც ათი წლის შემდეგ ანტიოქიის ეპისკოპოსი იგნატი სმირნელებს სწერდა: „თქვენ ყველანი ისევე უნდა დაემორჩილოთ ეპისკოპოსს [ანუ ზედამხედველს], როგორც იესო ქრისტე ემორჩილება მამას, და პრესვიტერებს [ანუ უხუცესებს], როგორც მოციქულებს“. ამგვარად, იგნატი ანტიოქიელი მხარს უჭერდა იმას, რომ თითოეულ კრებაში ყოფილიყო ერთი ხელმძღვანელი — ეპისკოპოსი, ანუ ზედამხედველი, რომელსაც პრესვიტერებზე, ანუ უხუცესებზე, მეტი ძალაუფლება ექნებოდა.

როგორ მოხდა ეს დაყოფა? ავგუსტ ნეანდერი თავის წიგნში აღნიშნავს: „მეორე საუკუნეში . . . სავარაუდოდ, შეიქმნა პრესვიტერების თავმჯდომარის თანამდებობა. ამ თანამდებობაზე მყოფი ყველაფერს ზედამხედველობდა და ეწოდებოდა [ეპისკოპოსი]. მას ყველა პრესვიტერზე აღმატებული მდგომარეობა ეკავა“ (The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries).

ამგვარად, თანდათანობით ჩამოყალიბდა სასულიერო კლასი. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, კართაგენის (ჩრდილოეთი აფრიკა) ეპისკოპოსი კიპრიანე იცავდა ეპისკოპოსების ავტორიტეტს, რომლებიც მისი აზრით, როგორც ჯგუფი, გამოყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ პრესვიტერებისგან (მოგვიანებით ცნობილნი გახდნენ, როგორც მღვდლები), დიაკვნებისა და მრევლისგან. თუმცა ის ერთ ეპისკოპოსს მეორეზე მაღლა არ აყენებდა.

იერარქიულ კიბეზე რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ ეპისკოპოსები და პრესვიტერები, მით ზემოდან დაჰყურებდნენ კრების სხვა წევრებს. შედეგად, სასულიერო პირები (წინამძღოლები) გამოეყვნენ საერო პირებს (მრევლს).
მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „კიპრიანეს დროიდან [გარდაიცვალა დაახლოებით ახ. წ. 258 წელს], რომელიც იერარქიული სისტემის ფუძემდებელი იყო, სამღვდელოებასა და მრევლს შორის აშკარა განსხვავება გამოიკვეთა და ძალიან მალე საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მესამე საუკუნიდან შემოიღეს ტერმინი კლირი . . . რომელიც თითქმის ყველა შემთხვევაში უშუალოდ მღვდელმსახურებთან გამოიყენებოდა, რათა მრევლისგან განესხვავებინათ. როცა რომის იერარქია ჩამოყალიბდა, სასულიერო პირები არა მარტო ცალკე კლასად გამოეყვნენ მრევლს . . არამედ ახლა მხოლოდ ისინი ითვლებოდნენ სამღვდელოებად“.

ამგვარად, ბოლო მოციქულის სიკვდილიდან დაახლოებით 150 წლის განმავლობაში კრებაში ორი მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილება მოხდა. პირველი ის იყო, რომ ეპისკოპოსები გამოეყვნენ პრესვიტერებს და მათთან შედარებით იერარქიული კიბის მაღალი საფეხური დაიკავეს; მეორე, ჩამოყალიბდა სასულიერო და საერო კლასები. ნაცვლად იმისა, რომ ყველა სულითშობილი მორწმუნე „სამეფო სამღვდელოების“ ნაწილი ყოფილიყო, ახლა „მხოლოდ სასულიერო პირები ქმნიდნენ სამღვდელოებას“ (1 პეტ. 2:9).

ასეთი ცვლილებები იმაზე მიანიშნებდა, რომ ისინი აღარ იცავდნენ კრების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ ბიბლიურ მითითებებს, რასაც მოციქულები მიჰყვებოდნენ.


ამრიგად  იეჰოვას მოწმეები
ისევე არიან ორგანიზებული, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრება. რაც იმას ნიშნავს რომ მათ არ ჰყავთ სამღვდელოება, რომელიც მსახურებისთვის გასამრჯელოს იღებს. და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს შორის არავის ანიჭებენ საპატიო წოდებებს (მათე 23:8—12; 1 პეტრე 5:2, 3).

საწინააღმდეგო აზრებია განხილვა:

1.გულისხმობს თუ არა 1 პეტრეს 2:5 , 9 , რომ ეკლესიებს უნდა ჰყავდეთ მღვდლები?

არა, არც 1 პეტრე 2:5 და არც 2:9 არ მიუთითებენ ახალი აღთქმის ეკლესიაში „მღვდლის“ თანამდებობაზე. ამის ნაცვლად, ეს მუხლები ყველა ქრისტიანს ერთობლივად მოიხსენიებს, როგორც „სამღვდელოებას“, ზუსტად ისევე, როგორც ძველი აღთქმის ისრაელს ერთობლივად უწოდებდნენ „მღვდლების სამეფოს“. მას არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიის შიგნით არსებულ ოფისებთან და არც ლიდერებზეა ორიენტირებული. ეს მონაკვეთი მთლიანად ეკლესიას ეხება. 

ვინ არის სამეფო სამღვდელოება?

აუცილებელია ვიკითხოთ ზუსტად ვის უწოდებს პეტრე აქ მღვდლობას. გამჭრიახი რომაელი კათოლიკე, სავარაუდოდ, ყურადღებას ამახვილებს მე-5 მუხლზე, სადაც ნათქვამია: „თქვენც, როგორც ცოცხალი ქვები, აგებულხართ სულიერ სახლად წმინდა მღვდელმსახურებისთვის“. პეტრე ნათლად ეუბნება ყველა თავის მკითხველს, რომ ეს არის ცოცხალი ქვები, რომლებიც ქმნიან ტაძარს, ანუ „სულიერ სახლს“. ღმერთს აღარ სცემენ თაყვანს ქვის ტაძარში, არამედ ტაძარში, რომელიც შედგება მისი ხალხისგან. თუმცა, თუ მარტო ამ მუხლს ვკითხულობთ, პეტრეს გარკვეულწილად შერეული მეტაფორა შეიძლება გამოვიყენოთ იმაში, რომ ეკლესია არის ტაძარი და რომ არსებობს მღვდლობა ტაძარში, რომელიც შესწირავს „სულიერ მსხვერპლს“. ეს შეიძლება, როგორც ჩანს, მიუთითებს ეკლესიის წინამძღოლთა კლასზე.

თუმცა პეტრე აქ არ გაჩერებულა. ის აგრძელებს (1 პეტრე 2 : 9 ).

რომ ეს მართლაც მთელი ეკლესიაა, კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ შემდეგ გავაგრძელებთ კითხვას:

„რადგან ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ;  1 პეტრე 2:10 ).

ყველა ერიდან, ტომიდან და ენიდან, ვინც ოდესღაც ერთი ხალხი არ იყო, ახლა გაერთიანებულია, როგორც ღვთის ხალხი. ისინი, ვინც ოდესღაც ცოდვაში დაიკარგნენ და ახლა მიიღეს წყალობა, ყველა მათგანი არის „სამეფო მღვდელმსახურება“ და „წმინდა ერი“. პეტრე არ ამბობს, რომ ქრისტიანებს ჰყავთ მღვდლები ან რომ მათ მღვდლობა სჭირდებათ მათზე. ნათქვამია, რომ ქრისტიანები მღვდლობაა , ყველა ერთად. ეს პირდაპირ არის ნასესხები ღვთის სიტყვებიდან ძველი აღთქმაში ისრაელისთვის 
და იქნებით ჩემთვის მღვდლების სამეფო და წმიდა ერი. ეს არის სიტყვები, რომლებსაც ეტყვი ისრაელის ძეებს“ ( გამოსვლა 19:6 ).

აქ საუბარი არ იყო ლევიანთა მღვდელმსახურებაზე. ეს სიტყვები არ იყო აარონის ძეებისთვის, არამედ მთელი ისრაელის ხალხის მიმართ. როდესაც პეტრე ქრისტიანებს უწოდებს „სამეფო სამღვდელოებას, წმინდა ერს“, ის პირდაპირ ციტირებს გამოსვლის 19:6-ს სეპტუაგინტადან (LXX), ძველი აღთქმის ძველბერძნული თარგმანიდან. LXX იკითხება "სამეფო სამღვდელოება" და არა "მღვდლების სამეფო". ამრიგად, პეტრე არ ამბობს, რომ ქრისტიანი ლიდერები მღვდლები არიან , არამედ ის, რომ ქრისტიანები, როგორც ქრისტეში გაერთიანებული ხალხი, ერთად არიან „სამეფო სამღვდელოება“ ისევე, როგორც ისრაელი იყო „სამეფო სამღვდელოება“. საუბარი არ არის რომელიმე კონკრეტული ქრისტიანის განსაკუთრებულ ფუნქციაზე; ეს ეხება კოლექტიური იდენტობას, როგორც ხალხს.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას სულიერ მსხვერპლზე?

მაგრამ რას გულისხმობს პეტრე იმით, რომ ეს „სამღვდელოება“ გვთავაზობს „სულიერ მსხვერპლს“? ეს არის რეალურად საკმაოდ გავრცელებული ახალი აღთქმის ენა და კვლავ არაფერი აქვს საერთო სპეციალურ სამღვდელო უწყებასთან. პავლე, მაგალითად, წერს რომის მთელ საეკლესიო სხეულს:

„ამიტომ მოგიწოდებთ, ძმებო, ღვთის წყალობით, წარმოადგინოთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა მსხვერპლად, ღვთისთვის მოსაწონი, რომელიც არის გააზრებული მსახურება (რომაელთა 12:1 ) .

პავლე აღწერს ქრისტიანულ თაყვანისცემას, როგორც ეკლესიის ყოველი წევრი, ერთად, როგორც ერთი ცოცხალი მსხვერპლი. მსხვერპლშეწირვა არ არის ინდივიდუალური „მღვდლის“ რაიმე ეზოთერული ან მისტიკური მოქმედება. ეკლესიის ერთიანი ცხოვრება და თაყვანისცემა თავისთავად სულიერი მსხვერპლია! ანალოგიურად, ებრაელებში ვკითხულობთ:

„მაშ, მისი მეშვეობით განუწყვეტლივ შევწიროთ სადიდებელი მსხვერპლი ღმერთს, ანუ ბაგეების ნაყოფი,  ებრაელები 13:15-16 ).

როდესაც ჩვენ ვადიდებთ ღმერთს ჩვენი ბაგეებით ჩვენ ვწირავთ ჩვენს სულიერ მსხვერპლს ღმერთს. შეადარეთ ( ფილიპელები 4:18 ).

პავლემ საკუთარი მსახურების ცხოვრებაც კი მიიჩნია, როგორც მთლიანი ეკლესიის მიერ შეთავაზებული თაყვანისცემის „მსხვერპლის“ მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი ჩვენი მუდმივი რწმენისა და მსახურების სახით: ( ფილიპელები 2:7 ).

ამრიგად, ღვთის ხალხის მღვდლობის მიერ ღვთის ხალხის ტაძარში შეწირული სულიერი მსხვერპლი არის ღვთის ხალხის კოლექტიური ქება, ძღვენი და მსახურება. მღვდლის თანამდებობა არ არის საჭირო და არც იგულისხმება. მართლაც, ასეთი რამ სრულიად უცნობია ახალ აღთქმაში.

No comments:

Post a Comment