Sunday, 12 July 2020

ვინ უნდა ქადაგებდეს?




«ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად» (მათე 24:14)

შესავალი

1.ბიბლია და სასიხარულო ცნობის გაცხადების მნიშვნელოვნება  

2.მოციქულები – ჭეშმარიტების მქადაგებლები

3.მხოლოდ «რჩეულები» ქადაგებენ?

4.იეჰოვას მოწმეების მაგალითი

5.ქადაგების ორგანიზებულობა

6.კარდაკარ

7.კითხვები იეჰოვას მოწმეებს





                                                 შესავალი


  იესო «ადგილობრივი მნიშვნელობის» მასწავლებელთა კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა. ის არ ელოდა, თუ როდის მივიდოდა ხალხი მასთან სახლში და როდის სთხოვდა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. პირიქით, წმინდა წერილი მას როგორც სიმართლის მოშურნე მქადაგებელს წარმოაჩენს. იესო ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ ექადაგა სინაგოგებში, და არა მხოლოდ ერთ ქალაქში, არამედ ქალაქებსა და დასახლებებში მთელი გალილეისა და იუდეის ტერიტორიაზე (მათე 4:23; 9:35; ლუკა 4:43, 44; იოანე 18:20). კიდევ უფრო ხშირად, წმინდა წერილების თანახმად, იესო ქადაგებდა ტბის პირას, მთის ფერდობზე, გზაში, დასახლებებში და ასევე მათ სახლებში, სადაც მას იღებდნენ. სადაც არ უნდა შეხვედროდა ადამიანებს, ის მათ კაცობრიობასთან მიმართებაში ღვთის ჩანაფიქრზე ელაპარაკებოდა (ლუკა 5:3; 6:17-49; 7:36-50; 9:11, 57-62; 10:38-42; იოანე 4:4-26, 39-42). აქტიური ძალისხმევის წყალობით, მისმა საქმიანობამ ძალიან მოკლე დროის განმავლობაში ისრაელის დიდი ნაწილი მოიცვა და ამან ჩვეულებრივ ადამიანებს ჭეშმარიტების გაგებისა და ღმერთთან დაახლოების შესაძლებლობა მისცა. თუ როგორი იყო ამგვარი თავგანწირული მსახურებისადმი მისი დამოკიდებულება, იესომ ნათლად აჩვენა, როდესაც თქვა: «მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა» (იოანე 18:37. შეადარეთ მარკოზი 1:38).




  სახარებები გვატყობინებენ, რომ იესო ამ დამოწმების საქმეს მარტო არ ასრულებდა. ის სამქადაგებლო მსახურებაში სხვებსაც რთავდა, იმ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად უყვარდათ ღმერთი. თავიდან იესომ «მოუხმო თორმეტს[მოციქულებს], რომ ორ-ორად გაეგზავნა» (მარკოზი 6:7; ლუკა 9:2,6). «ამის შემდეგ უფალმა სამოცდაათი ამოარჩია და წინასწარ გაგზავნა ორ-ორი ყველა იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თვითონ აპირებდა წასვლას» (ლუკა 10:1). 
  საქმე მხოლოდ იუდეის ტერიტორიაზე ქადაგებით არ უნდა შემოფარგლულიყო. თავისი მიწიერი მსახურების დასრულებისას, იესომ სასიხარულო ცნობის გავრცელების გაცილებით მნიშვნელოვან მაშტაბებზე მიუთითა, როდესაც მოწაფეებს უთხრა, რომ «ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად (მათე 24:14; საქმეები 1:8; 10:42). აი თუ რატომ მიუთითა თავისი ამაღლების წინ იესომ მოწაფეებს, რომ მასთან ერთად დაწყებული სამქადაგებლო საქმიანობა კი არ უნდა შეჩერებულიყო, არამედ მსოფლიო მაშტაბით უნდა გაფართოვებულიყო:
ამიტომ წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; მონათლეთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით,   ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ, და მეც ყოველდღე თქვენთან ვიქნები ქვეყნიერების აღსასრულამდე (მათე 28:19,20).

  სახარებისეული ცნობისადმი ყურადღენიანი მოპყრობა საშუალებას გვაძლევს, რომ უფლის ბრძნული გადაწყვეტილება დავინახოთ. იმ შედარებით მოკლე დროის განმავლობაში, რომლის დროსაც იესო სასიხარულო ცნობას ქადაგებდა დედამიწაზე, სხვა მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევის გარდა, დრო ეთმობოდა ასევე ღირსეული წარმომადგენლების მომზადებას მისი მოწაფეების სახით, რომლებიც გააგრძელებდნენ «სასიხარულო ცნობის უწყებას» (ლუკა 4:18,19). ზუსტად ამაზე ამახვილებდა თავისი მიმდევრების ყურადღებას იესო, როცა ამბობდა: «ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს» (იოანე 14:12). და მართლაც, როგორც თითქმის 30 წლის შემდეგ თქვა მოციქულმა პავლემ, «სასიხარულო ცნობის იმედი… ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში» (კოლოსელები 1:23).

  თუმცა, როგორც უფლის ცნობილი სიტყვებიდან ჩანს, «სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად   არა მხოლოდ I-ლი საუკუნის ფარგლებში, არამედ მანამ, სანამ მთელი ბოროტი ქვეყნიერების «აღსასრული [არ] მოვა», ანუ «ქვეყნიერების აღსასრული» (მათე 24:14; 28:19,20). როგორც ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსი ერლ ე. კერნსი წერს, «სასიხარულო ცნობის წარმართთა შორის "მთელი დედამიწის ზურგზე" გავრცელების საქმე ჯერ კიდევ უნდა შესრულებულიყო. ეს საქმე, რომელიც პავლემ დაიწყო, დღემდე დაუსრულებელია» («ქრისტიანობის გზებით»).

  მოცემული ფაქტი საშუალებას იძლევა ლოგიკურად დავასკვნათ, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დღესაც უნდა მიმდინარეობდეს ქრისტიანების მიერ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასიხარულო ცნობის გაზიარების აუცილებლობა დღემდე ქრისტიანებს აკისრიათ, როგორც ბიბლიური პასუხისმგებლობა.


  ამასთან დაკავშირებით გვერდს ვერ ავუვლით იმ რიგ საწინააღმდეგო მოსაზრებებს, რომლებსაც უფალი იესოს მიერ დავალებული სამქადაგებლო საქმიანობის წინააღმდეგ იყენებენ. მაგალითად, ზოგიერთები ამბობენ, რომ მხოლოდ ისინი უნდა ქადაგებდნენ, ვინც სპეციალურად ამ მიზნისათვის იქნებიან დანიშნულნი, მაშინ როდესაც კრების დანარჩენ წევრებს შეუძლიათ არ გაისარჯონ ამ საქმის შესასრულებლად. სხვების მოსაზრებით კი, სასიხარულო ცნობის ქადაგებაში ის კი არ იგულისხმება, რომ ქრისტიანები სპეციალურად მივიდნენ უცნობ ადამიანებთან მათთვის ბიბლიური იმედის გაზიარების მიზნით, არამედ უბრალოდ მეზობლებთან თუ ნათესავებთან დროდადრო ბიბლიურ თემებზე საუბარი. ზოგიერთს კი ისეც მიაჩნია, რომ საერთოდ არ ღირს ღმერთზე და ბიბლიაზე საუბარი, რადგან ეს თითქოსდა შეიძლება ისე შეფასდეს, როგორც «თავზე უხეშად მოხვევა»; უბრალოდ «კარგი საქმეების კეთებაა» საჭირო და ეს ისე შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ღვთის შესახებ ქადაგება. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანებთან სულიერ საკითხებზე საუბრის ნაცვლად, უკეთესი იქნება თუ ადამიანებს უბრალოდ მოიწვევენ ეკლესიებში ან მათ ტერიტორიაზე ჩამოსული ევანგელისტი-მქადაგებლის ქადაგების მოსასმენად. ბოლო დროს პოპულარული გახდა ადამიანების მოწვევა ეკლესიებში საერო მხატვრული ფილმების სეანსებზე, «ქრისტიანულ» როკ-კონცერტებზე, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე ან გიტარის კურსებზე, იმ იმედით, რომ, შესაძლოა, ამ ადამიანების ყურადღებას შემდგომ სულიერი საკითხებისკენაც მიმართავენ. მსგავსი «აქციების» ორგანიზატორთა აზრით ზუსტად ეს იქნება «სასიხარულო ცნობის ქადაგება»…

  რა თქმა უნდა, სასიხარულო ცნობის ქადაგების ბიბლიური მაგალითის გაცნობის შემდეგ, ძნელია ეკლესიების მხრიდან წმინდა წერილებით ხელში ადამიანებთან მისვლაზე უარი ისე აღიქვა, როგორც ღვთისაგან კურთხეული საქმე. როგორ ექსტრავაგანტულად და ქვეყნიური თვალსაზრისით «თანამედროვედაც» არ უნდა ჩანდეს საკუთარ ეკლესიებში ადამიანების მოზიდვის ეს მცდელობები, ბიბლია გვარწმუნებს, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგების ძირითად მეთოდად მაინც ჭეშმარიტი ქრისტიანების, ურწმუნო ადამიანებთან პირადი საუბრები რჩება. თანაც, ამ საქმეში, შესაძლებლობიდან გამომდინარე, კრების ყველა წევრი უნდა იღებდეს მონაწილეობას.

  წარმოდგენილ ნაშრომში ჩვენ განვიხილავთ თუ რის საფუძველზე შეგვიძლია გვქონდეს ამგვარი მოსაზრება. საუბარი გვექნება როგორც ბიბლიურ, ასევე ისტორიულ საფუძვლებზე.





ბიბლია და სასიხარულო ცნობის გაცხადების მნიშვნელოვნება


  თავიდან ის უნდა გამოვარკვიოთ, თუ რატომ უთმობს ბიბლია ასეთ მნიშვნელოვან ყურადღებას ამ ქვეყნიერებაში ქრისტიანული სასიხარულო ცნობის ქადაგებას.

  იესო ქრისტეს ცნობილ სიტყვებში, რომლებიც მათეს 24:14-შია ჩაწერილი - «ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად - ბიბლია იყენებს ბერძნულ ზმნას «კირისსო», რომელიც ძირითადად ნიშნავს «მაცნის როლის გამოყენებით, რაიმეს ყველასათვის ცნობილად გახდომას», რაც მნიშვნელოვანი ცნობის ყველასათვის ღიად გამოცხადებას გულისხმობს. კი მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, წმინდა წერილის თვალსაზრისით, რა უნდა გამოეცხადოს მსოფლიოს?

  სასიხარულო ცნობის ქადაგების მთავარ მიზეზზე, ფსალმუნმომღერლის სიტყვები მიუთითებენ:
  «ყველა შენი ქმნილება შეგასხამს ხოტბას, იეჰოვა, და შენი ერთგულები გაკურთხებენ. შენი მეფობის დიდებაზე ილაპარაკებენ და შენს ძლევამოსილებაზე ისაუბრებენ, რათა გააგებინონ ადამიანის ძეებს შენი ძლევამოსილი საქმეები და შენი მეფობის სიდიადის დიდება» (ფსალმუნები 144:10-12[145:10-12, აქ]).
  «რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი დედამიწაზე» (ფსალმუნები 83:18).
  აქედან გამომდინარე, ბიბლია გვიჩვენებს, რომ საყოველთაო ქადაგების მიზანს — იეჰოვას, როგორც ჭეშმარიტი და ყოვლისშემძლე ღმერთის განდიდება და მთელი კაცობრიობის წინაშე მისი სახელის განწმენდა წარმოადგენს (მათე 6:9).

  არსებობს თუ არა საამისოდ საფუძვლიანი მიზეზი? ეჭვგარეშეა. დღეს დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების დიდი უმეტესობა თაყვანს არ სცემს იეჰოვას და არ განადიდებს მის სახელს. პირიქით, როგორც პავლე უსვამს ხაზს, მილიონობით ადამიანთა ცნობიერებაში «არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე - რადგან არსებობს მრავალი "ღმერთი" და მრავალი "უფალი"» (1 კორინთელები 8:5). ამასთან დაკავშირებით მოციქული განმარტავს, რომ «ყველაფერს, რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს; მე კი არ მინდა, დემონების თანაზიარნი გახდეთ» (1 კორინთელები 10:20). ე.წ. «ქრისტიანულ» რელიგიებშიც კი, ასობით მილიონი ღვთისმოშიში ადამიანი ცდილობს ღვთის სხვადასხვა «სამმაგ» მოდიფიკაციებში გაერკვეს, რომლებიც წარმართული და ფილოსოფიური სწავლებებითაა შთაგონებული, მაგრამ ამავდროულად ვერ აცნობიერებენ პირად პასუხისმგებლობას ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას წინაშე. მათ რელიგიურ წარმოდგენებში ღრმად გაიდგა ფესვი მრავალმა ცრუ შეხედულებებმა. ამიტომ სურს უფალს «რომ თვალები აუხილო[ს] მათ, მოაქციო[ს] სიბნელიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებისაგან ღვთისკენ» (საქმეები 26:18; 1 თესალონიკელები 1:9). 

  როგორც ამის შედეგი, ბიბლია იმის კიდევ ერთ მიზეზს ახმოვანებს, თუ რატომ ესაჭიროება ასე ძალიან ღვთისაგან გაუცხოებულ მსოფლიოს სასიხარულო ცნობის ქადაგება: ადამიანებმა უნდა მოინანიონ მათთვის სიცოცხლის მიმნიჭებლის წინაშე (საქმეები 3:19; 17:30; 26:20). ნებისმიერი ადამიანისათვის აუცილებელია, რომ გააცნობიეროს საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა ღვთის წინაშე და «მოიშორო[თ] ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია და ირყვნება მაცდუნებელი სურვილებით, განიახლო[თ] გონების აღმძვრელი ძალა და შეიმოსოთ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით» (ეფესოელები 4:22-24). ამგვარი მონანიება აუცილებელია არა მხოლოდ ათეისტებისა და სხვა რელიგიების მიმდევრებისათვის, არამედ ე.წ. «ქრისტიანული» ეკლესიების წარმომადგენლებისთვისაც. მილიონობით მათგანს მიაჩნია, რომ ღმერთი თითქოსდა ყურადღებას არ აქცევს ქურდობას, «როდესაც ეს მართლა გჭირდება», ბილწსიტყვაობას, ლოთობას, მოწევას, უზნეო საქციელს, გამოსახულებების თაყვანისცემას და სხვა ამის მსგავს უღირს ქმედებებს. მრავალი «ქრისტიანი» მღვდლებისა და პასტორებისაგან განსწავლულნი არიან, რომ გაგებით მოეკიდონ მათი თანამორწმუნეების ომებში და პოლიტიკაში მონაწილეობას, და ჰომოსექსუალიზმსაც კი.

  მონანიებას და მკვდარი საქმეებისაგან შემობრუნებას მყარი საფუძველი უნდა გააჩნდეს, რომელიც ღვთის ძის, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი ადამიანის რწმენაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამის შესახებ ბიბლია ასე საუბრობს: «რადგან იცით, რომ მამა-პაპით ადათ-წესებით დამკვიდრებული უსარგებლო საქციელისგან ხრწნადმა ვერცხლმა ან ოქრომ კი არ დაგიხსნათ, არამედ თვით ქრისტეს ძვირფასმა სისხლმა, როგორც უმანკო და უმწიკვლო კრავისა» (1 პეტრე 1:18, 19; 1 იოანე 1:7).
  დღეს, დედამიწაზე მრავალს სმენია იესო ქრისტეს შესახებ. მაგრამ განა ვისაც სმენია ყველამ იწამა მისი, როგორც მხსნელის? და განა ყველას სწორი წარმოდგენა აქვს იესოს პიროვნებისა და იეჰოვა ღმერთის განზრახვაში მისი როლის შესახებ? უფლის მიერ წამოწყებული სამქადაგებლო საქმის მიზანი, ზუსტად ამ ამოცანის შესრულებაა.

   დედამიწაზე ყოფნისას იესო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ღვთის სამეფოს, როგორც ცოდვისაგან გამოწვეული ყველა შედეგის მოსპობის საშუალებას, შედეგებისა რომლებიც დღეს კაცობრიობას ტანჯავს (მათე 4:17,23; ლუკა 4:43; 8:1; 9:11). სამეფოს შესახებ ზუსტად იმავე ცნობის ქადაგება დაავალა მან თავის მოწაფეებსაც (მათე 10:7; 24:14; ლუკა 9:1,2; საქმეები 19:8). ეს მითუმეტეს მნიშვნელოვანია, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ზუსტადაც რომ ღვთის სამეფოს მეშვეობით მოისპობა მთელი ბოროტი სისტემა (საქმეები 2:44; მათე 6:10). ამ მაგალითების შესაბამისად, ქრისტიანები დღესაც იმავე სამეფოს შესახებ უნდა ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას (მათე 24:14).




  გარდა ამისა, ქადაგებისაკენ ქრისტიანებს აღძრავს ადამიანების მიმართ სიყვარული და სურვილი, რომ სისხლისაგან სუფთანი დარჩნენ (ეზეკიელი 33:8; მარკოზი 6:34; საქმეები 20:26,27; 1ტიმოთე 4:16). ამასთანაა დაკავშირებული პავლეს სიტყვები მათ შესახებ, ვინც ქრისტიანულ კრებას არ მიეკუთვნებიან: «ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. ამიტომაც ვისწრაფვი, რომ სასიხარულო ცნობა გაუწყოთ» (რომაელები 1:14,15). ამ ხალხისთვის სასიხარულო ცნობის ქადაგებას პავლე თავის ვალად მიიჩნევდა (1 კორინთელები 9:16). დღეს ნამდვილი ქრისტიანები ასეთივე სიყვარულს განიცდიან მოყვასის მიმართ და ასეთივე მოვალეობის გრძნობას მათთვის ქადაგების საკითხში.


  თუ გვახსოვს მიზანი «ჩვენი მხსნელის[], ღვთის[], რომლის ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს», მაშინ ეჭვი მეპარება კითხვა გაგვიჩნდეს, საჭიროებს თუ არა თანამედროვე მსოფლიო სასიხარულო ცნობის ქადაგებას (1ტიმოთე 2:4). ჭეშმარიტების ცოდნაზე და, ასევე ძლიერ რწმენაზეა დამოკიდებული ადამიანის გადარჩენა და თვით მისი სიცოცხლე (რომაელები 1:17). ადამიანი უნდა იცნობდეს თავის შემოქმედს, იმიტომ რომ «"ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება". მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა?» (რომაელები 10:13,14). ეს ლოგიკური ჯაჭვი იმის გაცნობიერებაში გვეხმარება, თუ რამდენად აუცილებელია ურწმუნო ქვეყნიერებისათვის ღვთიური ჭეშმარიტების ქადაგება. ზუსტად ამიტომ უწოდებს ბიბლია ქადაგებას «წმინდა მსახურებას… სასიხარულო ცნობისთვის» (რომაელები 1:9). და ზუტად ამიტომ მისცა უფალმა ეს დავალება თავის ჭეშმარიტ მსახურებს.


  ბოლოს და ბოლოს, ქადაგება თავად ქრისტიანს ემსახურება სასიკეთოდ. იმიტომ რომ ჭეშმარიტება, წყალს ჰგავს (იოანე 7:37,38). მას თუ არ გამოიყენებ, სხვებს არ მორწყავ, არამედ მხოლოდ შენს თავში შეინახავ, ის ადრე თუ გვიან აყროლებას დაიწყებს! ასევეა ქრისტიანიც, რომელმაც ღვთისაგან ჭეშმარიტების საჩუქარი მიიღო, მაგრამ სურვილი არ აქვს რომ ის სხვებს გაუზიაროს, საკუთარ თავს სულიერი სიმყრალისათვის სწირავს. განა ამას მოელის თავისი მიწაფეებისაგან იესო? პირიქით, ის მითითებას გვაძლევს: «უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით»! (მათე 10:8).

  ამასთან დაკავშირებით ძალიან სწორად ჟღერენ ჯეიმს ი. პაკერის სიტყვები: «არსებობს ორი მოტივი, რომლებიც გამუდმებით უნდა გვიბიძგებდნენ კეთილი ცნობის გაცხადებისაკენ. პირველი - ესაა ღვთისადმი სიყვარული და მის სიტყვაზე ზრუნვა, მეორე - სიყვარული ადამიანებისადმი და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა».
  მან ასევე აღნიშნა:
  «ქრისტეს მცნების თანახმად ჩვენ მთელი ჩვენი საზრიანობა უნდა გამოვავლინოთ და მთელი ჩვენი ენერგია დავურთოთ იმას, რომ სასიხარულო ცნობა გავაცხადოთ ყველა შესაძლო საშუალებებით და ყველასთან, ვისთანაც კი შესაძლებელია. გულგრილობა და უმოქმედობა იმ საქმეში, რაც სასიხარულო ცნობის გაცხადებას ეხება, ვერასოდეს ვერ იქნება გამართლებული… ჩვენი უფლის მიერ მონათხრობ იგავში ტალანტების შესახებ (მათე 25:14-30) განსაზღვრება "კარგი და ერთგული" მხოლოდ იმ მონებს ეხებოდათ, რომლებმაც მათი ბატონის კაპიტალი გაზარდეს და მაქსიმალური ინიციატივა გამოავლინეს... იმაში, რაც მინდობილი ჰქონდათ. ის მონა, რომელმაც თავისი ტალანტი მიწაში ჩამარხა და ხელუხლებელი შეინახა, ეჭვგარეშეა, საკუთარ თავს უკიდურესად კარგად და ერთგულად მიიჩნევდა, თუმცა ბატონი მას "ბოროტსა და ზარმაცს" უწოდებს. ის, რაც ქრისტესაგან გვაქვს მონდობილი, საქმეში უნდა ჩავრთოთ და არა უბრალოდ შევინახოთ ან სადმე გადავმალოთ. ეს ჩვენს სამქადაგებლო მსახურებასაც ეხება. გადარჩენის შესახებ ჭეშმარიტება იმიტომ კი არ გაგვიცხადდა, რომ საკუთარ თავში ჩაგვემარხა (თუმცა ესეც უნდა გავაკეთოთ), არამედ იმისთვისაც, რომ ის სხვებს გადავცეთ. სინათლე იმისთვის არაა განკუთვნილი, რომ ჭურჭის ქვეშ დავმალოთ. მან უნდა ანათოს, ხოლოს ის, გაანათებს თუ არა ის, ჩვენზეა დამოკიდებული. "თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე", - ამბობს უფალი (მათე 5:14). ყოველი, ვინც სასიხარულო ცნობას ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით არ აცხადებს, უკვე ვერ ხვდება იესო ქრისტეს კარგი და ერთგული მონის განსაზღვრების ქვეშ» (ჯეიმს ი. პაკერი «სასიხარულო ცნობის ქადაგება და ღმერთის ყოვლისშემძლეობა»).

  


მოციქულები – ჭეშმარიტების მქადაგებლები




  როდესაც იესო ქრისტესაგან ქვეყნიერებაში სასიხარულო ცნობის ქადაგების დავალება მიიღეს, მოციქულებმა თავისი უფლის თავგამოდებულ მოწაფეებად წარმოაჩინეს თავი (საქმეები 4:33; 5:29). მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგეები მათგან სასიხარულო ცნობის გაცხადების შეწყვეტას მოითხოვდნენ, მოციქულები პასუხად ეუბნებოდნენ: «თავად განსაჯეთ, სწორია თუ არა ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ» (საქმეები 4:19,20).

  პეტრემ აუხსნა, თუ რატომ მიიჩნევდნენ მოციქულები თავის ვალად ადამიანებამდე იესო ქრისტეს სწავლებების მიტანას: «მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ, რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა» (საქმეები 10:42).

  ალბათ, ყველა მოციქულიდან სასიხარულო ცნობის ყველაზე ცნობილ და გამოჩენილ მქადაგებელს პავლე წარმოადგენს. ეს ადამიანი, რომელმაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უმეტესი ნაწილი დაწერა, სამეფოს შესახებ დამოწმების საქმეს იერუსალიმიდან საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიებამდე აფართოვებდა. ის ადამიანებს ქრისტიანული სწავლებების მიღებაში ეხმარებოდა და ამიტომ სრული უფლებით ეწოდებოდა მას «უცხოტომელთა მოციქული» (რომაელები 11:13). პავლე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მას «გაბედულად უნდა ელაპარაკა» «სასიხარულო ცნობის წმინდა საიდუმლო» და არ უნდა დაემალა ის სხვებისაგან (ეფესოელები 6:19,20). როგორც თავადვე აღიარებდა, «ქრისტემ... გამომგზავნა... სასიხარულო ცნობის საუწყებლად» (1კორინთელები 1:17). პავლეს, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანის მიზანს, რომლისთვისაც სულერთი არ იყო უფლის გრძნობები, წარმოადგენდა სურვილი, «რომ იეჰოვას სიტყვა სწრაფად გავრცელდეს და განდიდდეს» (2თესალონიკელები 3:1). სასიხარულო ცნობის ქადაგებისადმი ასეთივე დამოკიდებულების ქონისაკენ წაახალისებდა მოციქული დანარჩენ ქრისტიანებსაც (ფილიპელები 1:14; 2ტიმოთე 4:2,5; ტიტე 2:15).

  იმის ეჭვიც კი არ არსებობს, რომ პავლე სრულიად აცნობიერებდა საკუთარ პასუხისმგებლობას ღვთისა და ადამიანების წინაშე, რომლებისკენაც იყო მიმართული სასიხარულო ცნობა. ზუსტად ამიტომ აკეთებდა ის ასეთ აღიარებებს:

  «მაგრამ ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ… სუფთა ვარ ყველას სისხლისგან, რადგან თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, ღვთის ყველა განზრახვაზე გელაპარაკებოდით» (საქმეები 20:24,26,27).

  «ამიტომაც ვისწრაფვი, რომ სასიხარულო ცნობა გაუწყოთ თქვენც… ვინაიდან არა მრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველის, მერე კი ბერძნისა» (რომაელები 1:15,16).

  «თუ სასიხარულო ცნობას ვაუწყებ, არა მაქვს კვეხნის მიზეზი, რადგან ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას! …ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად» (1კორინთელები 9:16,23).

  პავლეს ასეთი კეთილშობილური პოზიცია, ეჭვგარეშეა, რომ სამაგალითოა თითოეული იმ ადამიანისათვის, ვინც თავს იესო ქრისტეს მიმდევრად მიიჩნევს. იმის სურვილი, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ, აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული ამ ქვეყნიერებაში სიცოცხლის გადამრჩენი ჭეშმარიტებების ქადაგებასთან. 


  თუმცა, ქადაგების ზოგიერთ მოწინააღმდეგეს მოჰყავს მოსაზრება, რომელიც, მათი აზრით, ეჭვქვეშ აყენებს სამქადაგებლო საქმიანობაში ყველა ქრისტიანის მონაწილეობის აუცილებლობას. მათი აზრით, სასიხარულო ცნობის ქადაგების პასუხისმგებლობა იესოს თითოეულ მოწაფეზე კი არ უნდა ვრცელდებოდეს, არამედ მხოლოდ ამ საქმისთვის სპეციალურად მომზადებულ ხალხზე, მაგალითად, მისიონერებზე ან კრების პრესვიტერებზე (უხუცესებზე). ამიტომ, თავად მოციქულების სიტყვებიც, ურწმუნო ადამიანებისათვის ქადაგების აუცილებლობის შესახებ, თითქოს უშუალოდ მათ ეხებათ და არა ყველა ქრისტიანს. მაგრამ ასეა თუ არა ეს სინამდვილეში?


მხოლოდ «რჩეულები» ქადაგებენ?


  ზემოთ გაჟღერებულ მოსაზრებასთან დათანხმება რთულია. ასეთი არაერთმნიშვნელოვანი მოსაზრება საკუთარ თავში ძალიან ბევრ წინააღმდეგობას მოიცავს, როგორც ბიბლიურ მითითებებთან, ისე ისტორიულ რეალიებთან მიმართებაში. წმინდა წერილებში ჩვენ ვპოულობთ საკმაოდ დიდი რაოდენობის მაგალითებსა და აშკარა მითითებებს, რომელთაგანაც ჩანს, რომ უფალი ქადაგების პასუხისმგებლობას ღვთის ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს აკისრებს. რა თქმა უნდა, ღვთის ზოგ მსახურს წმინდა სული განსაკუთრებული დავალებების შესასრულებლად მიმართავდა, რომლებიც სასიხარულო ცნობის გავრცელებასა და განმტკიცებისაკენ იყო მიმართული. მაგალითად იგივე მოციქულები ან მისიონერები, რომლებსაც უფალი მაშინდელი ქვეყნიერების განსაზღვრულ ოლქებსა და ტერიტორიებზე გზავნიდა (საქმეები 16:1-12). ხშირად ეს მათგან საკუთარი კომფორტის, პერსპექტიული სამსახურისა და სხვა უპირატესობების მსხვერპლად გაღებას მოითხოვდა, ხანდახან კი პირადი უსაფრთხოებისაც კი (2კორინთელები 11:23-29). ასეთი სახის მსახურების შესასრულებლად მრავალი თვე და, ხშირად მრავალი წელიც კი იყო საჭირო.
  იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქრისტიანების დიდი უმრავლესობა თავის ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ ქალაქებსა და სოფლებში, იმაზე საუბარი, რომ მათგან მისიონერობა მოითხოვებოდა, გონივრული არ ჩანს. თითოეულს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა ემსახურა ღვთისთვის (რომაელები 12:1; 1პეტრე 4:10,11. შეადარეთ 1მეფეები 30:9,10,21-25). ეჭვგარეშეა, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გამოვიყენოთ პრინციპი, რომელიც იესო ქრისტეს შემდეგ სიტყვებზეა დაფუძნებული «ნაყოფი გამოაქვს: ზოგს - ასი, ზოგს - სამოცი, ზოგს - ოცდაათი» (მათე 13:23). უფალი ქრისტიანებისაგან, როგორც მქადაგებლებისაგან, ერთნაირ შედეგს არ მოითხოვს. არსებობს უამრავი გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ კრების თითოეულ ცალკეულ წევრს რა დონით შეუძლია სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.

    დ.ა. სტუარტი ამასთან დაკავშირებით წერდა: «თითოეული მორწმუნე - დესპანია. …ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ იესოს ყველა მიმდევარმა უნდა დატოვოს თავისი სამსახური, რომელიც მის ოჯახს ლუკმა-პურს აძლევს, და პროფესიონალი მქადაგებელი უნდა გახდეს. თითოეული ქრისტიანის აუცილებელ მოვალეობას წარმოადგენს - საკუთარ ოჯახზე მატერიალური ზრუნვა. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ თითოეული ქრისტიანი ზუსტად ასევე ყოველი შესაძლებლობისას უნდა აფრთხილებდეს ცოდვილებს, რომ მათ თავი დაიხსნან მოახლოებული ღვთის რისხვისაგან და იესოზე მიუთითებდნენ, რომელიც არის გზა, ჭეშმარიტება და სინათლე. იმისდა მიუხედავად, ქრისტიანი ამ  მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებს ორს უქადაგებს, სამს თუ ორასს, ის, ჩვენი აზრით, წარმოადგენს სახარების მქადაგებელს, გადარჩენის სასიხარულო ცნობის გადამცემს, რაც მთელი სიზუსტით შეესაბამება სიტყვა ქადაგების მნიშვნელობას» (დ.ა. სტუარტი «სახარება»).


  ამასთანავე, ის ადამიანი, რომელიც როგორც იესო ქრისტეს მიმდევარი, საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს, უარს ვერ იტყვის ურწმუნო ქვეყნიერებისათვის ბიბლიური ჭეშმარიტებების შესახებ დამოწმებაზე. და ამაში ქრისტიანი თავის უფალს ჰბაძავს. იესო მქადაგებელი იყო. ადამიანები მას ეძახდნენ არა «მკურნალს», არამედ «მოძღვარს». მთავარი, რასაც ის ყურადღებას უთმობდა, იყო – ჭეშმარიტების სწავლება. და მანვე მიგვითითა კონკრეტულად, თუ რას მოელის ის ყველა მათგანისაგან, ვისაც მისი მოწაფე უნდა რომ ერქვას:

  «თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს» (მათე 16:24).

  «ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მონა არ არის თავის ბატონზე დიდი, არც გაგზავნილია გამგზავნელზე დიდი. თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით» (იოანე 13:15-17). 

  «მოსწავლე თავის მასწავლებელზე მეტი არ არის, მაგრამ ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება» (ლუკა 6:40).

  აი რატომ ამბობს პეტრე იესოზე, რომ მან «მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს» (1 პეტრე 2:21). ეჭვგარეშეა, რომ ამაში სასიხარულო ცნობის ქადაგებაში იესოს მიბაძვაც შედის. ნამდვილი ქრისტიანისათვის საერთოდ არ იქნება რთული ამის გაკეთება. თუ თქვენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას იგებთ, ბუნებრივია, სურვილი გაგიჩნდებათ, რომ ის სხვებმაც გაიგონ. თქვენ ამ პასუხისმგებლობას  არ დააკისრებთ სხვა ქრისტიანს, რომელსაც ერთგარი განსაკუთრებული უპირატესობები გააჩნია ქადაგების საქმეში. გადაშალეთ ბიბლია და დაინახავთ, რომ ღმერთი ყოველთვის ჩვეულებრივ ადამიანებს იყენებდა არაჩვეულებრივი საქმეების შესასრულებლად (1 კორინთელები 1:26-31). როგორც იტყვიან, «ღმერთი კვალიფიცირებულებს არ მოუწოდებს. ის ყველა მოწოდებულის კვალიფიცირებას ახდენს».


  უგუნურებაა იმაზე საუბარი, რომ იესო, როდესაც მოციქულებს მიმართავდა სიტყვებით «წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი» ვითომდა იმას გულისხმობდა, რომ საყოველთაო სამქადაგებლო საქმე მხოლოდ მათ უნდა განეხორციელებინათ (მათე 28:19,20). ესე იგი იესოს დაპირებაც «მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე» ასევე უშუალოდ მოციქულებს ეხებოდათ? მაგრამ ეს აბსურდულად ჟღერს. მით უმეტეს, რომ მოციქულთაგან ვერავინ ვერ იცოცხლა «ქვეყნიერების აღსასრულამდე»; ყველა მათგანი პირველი საუკუნის განმავლობაში დაიხოცა. გასაგებია, რომ მოციქულების სახით იესო ყველა მათგანს გულისხმობდა, ვინც ამ მცნებას შეასრულებდა აღსასრულის წინ. შესაბამისად, საყოველთაო ქადაგების დავალებაც ყველა ქრისტიანისაკენ მიმართა და არა მხოლოდ რამოდენიმე თავისი მოწაფისაკენ.
  «როგორც ახალი ქმნილების მთავარმა, მან დიდებული დავალება მოგვცა, რომელიც "მყარ განკარგულებებს" შეიცავს ყველა მორწმუნისათვის სამეფოს დღევანდელი ფაზის პერიოდში - მეფის მკვდრეთით აღდგომისა და მისი მეორედ მოსვლის შუა პერიოდში» - კომენტარს უკეთებს ამ ტექსტს უილიამ მაკდონალდი. შემდეგ ის ხაზს უსვავს, რომ «ეს განკარგულება შეიცავს… ბრძანებას და არა შეთავაზებას» (უილიამ მაკდონალდი «წმინდა სახარება მათესგან. კომენტარები»).

  «ქრისტემ თავის მოწაფეებს დაავალა: "...წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს..." (მათე 28:19). მაშინ ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით იქნენ შეკრებილნი იმისათვის, რათა მისი დავალება მიეჩნიათ არა მარტო მოციქულებისადმი ნათქვამად, არამედ მთელი ეკლესიისადმი. თითოეულ ქრისტიანულ კრებას და თითოეულ ქრისტიანს აქვს პირდაპირი მოვალეობა, რომ იქადაგოს. დავალება, რომ მთლიანად მიუძღვნას საკუთარი თავი სასიხარულო ცნობის გავრცელებას, საკუთარი სიბრძნისა და გაბედულების გამოყენებით, რათა სასიხარულო ცნობამ მთელ მსოფლიოში გაანათოს, თითოეულ ჩვენთაგანს ეხება. ამიტომ ქრისტიანი გამუდმებით უნდა უსვამდეს საკუთარ სინდისს შეკითხვას: "შემიძლია კიდევ რამე გავაკეთო სასიხარულო ცნობის გავრცელებისათვის?" არც ამ დიდებული პასუხისმგებლობის იგნორირება შეიძლება» - წერს ჯეიმს ი. პაკერი.
  ის ხაზს უსვამს, რომ «დავალება სასიხარულო ცნობის გაცხადების შესახებ, არასოდეს არ ყოფილა მხოლოდ მოციქულების პრეროგატივა. და არც დღეს ეხება ის მხოლოდ ეკლესიის მსახურებს. ეს დავალება მთელ ეკლესიას მიეცა და, შესაბამისად, თითოეულ ქრისტიანს ცალკეულად. ყველა ქრისტიანი სასიხარულო ცნობის გაცხადების საქმითაა დაკავებული, მათ შორის ფილიპელებიც, რომლებიც ანათებენ, "როგორც მნათობნი სამყაროში, სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი" (ფილიპელები 2:15-16). თითოეულ ქრისტიანს აკისრია ქრისტეს სასიხარულო ცნობის გაცხადების ვალდებულება. და თითოეულმა ქრისტიანმა, რომელიც საკუთარ მოყვასს გადასცემს სასიხარულო ცნობას, ეს უნდა გააკეთოს როგორც ქრისტეს წარგზავნილმა და როგორც მისმა წარმომადგენელმა, იმ პირობებიდან გამომდინარე, რომელიც ღვთისაგან მისთვის მიცემულ დავალებაშია. ასეთია ეკლესიის უფლებამოსილება და ასეთია ქრისტიანის ვალდებულება სასიხარულო ცნობის გაცხადებასთან დაკავშირებით» (ჯეიმს ი. პაკერი «სახარების ქადაგება და ღვთის ყოვლისშემძლეობა»).


  ასევე უცნაურად გამოიყურება მოსაზრება, რომლის თანახმადაც, პავლეს სიტყვები, რომელშიც ის ქადაგების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, მხოლოდ და მხოლოდ მას ეხება. ასეთ შემთხვევაში მაშინ ისე უნდა ვიფიქროთ, რომ მითითებები, რომლებიც ქრისტიანებს რომაელების მიმართ მიწერილ წერილში ეძლევათ, მხოლოდ და მხოლოდ იმ ეპოქის რომაელ ქრისტიანებს ეხებოდა; და იგივე უნდა ვთქვათ მაშინ ეფესოელებზე, კორინთელებზე თუ ებრაელებზე. ხოლო ისეთ ბიბლიურ წიგნებში მოცემული პრინციპები, როგორებიცაა წერილები ტიმოთეს, ტიტესა თუ ფილიმონის მიმართ, ანალოგიური სახით მხოლოდ უშუალოდ ამ პიროვნებებს უნდა გამოეყენებინათ. აქ ლოგიკა დაკარგულია.

  თუმცა, ბიბლიური ტექსტების ყურადღებით გამოკვლევა მსგავსი მოსაზრებების დადგენის შეუთავსებლობას ააშკარავებს, თითქოსდა სასიხარულო ცნობა მხოლოდ ამ საქმისვის სპეციალურად დანიშნულმა ადამიანებმა უნდა იქადაგონ. ერთერთი მაგალითის სახით, რომელიც სამქადაგებლო საქმეში ყველა ქრისტიანის მონაწილეობას უჭერს მხარს, განვიხილავთ მოციქული პავლეს სიტყვებს რომაელების 10:8-10-დან:

  «მაშ, რას ამბობს ის? „ახლოა შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგეზე და შენს გულშია“, ანუ რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ. თუ სახალხოდ აღიარებ „სიტყვას, რომელიც შენს ბაგეზეა“, რომ იესო უფალია, და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები, ვინაიდან გულით სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ გადასარჩენად».

  ეს ტექსტი არაორაზროვნად მიუთითებს იესო ქრისტეს თითოეული ნამდვილი მოწაფის მიერ ქადაგების მნიშვნელობაზე. პავლე ერთმანეთთან აკავშირებს ჭეშმარიტების «სიტყვის» არა მხოლოდ გულში ქონას, არამედ ასეთი ადამიანის ბაგეებზეც. შეუძლებელია ერთმა მეორის გარეშე იარსებოს. გარდა ამისა, როგორც ამ ბიბლიური მითითებიდან ჩანს, რწმენისა და ღვთის «სიტყვის» გაცხადების ერთობლიობა გადარჩენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადასარჩენად საჭიროა არა მხოლოდ რწმენა, არამედ ასევე საკუთარი რწმენის ბაგეებით გაცხადება (შეადარეთ იაკობი.2:18-26). ის თუ რატომაა ეს ასე, მოციქული პავლეს სხვა წერილიდან ჩანს: «ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც» (1ტიმოთე 4:16).

  გულისხმობს თუ არა პავლე სიტყვაში «აღიარებ» იესო ქრისტეს უბრალოდ უფლად აღიარების აზრს, რისი გაკეთებაც დროდადრო, მაგალითად, ღვთისმსახურებაზე შეკრებილი თანამორწმუნეების წინაშე შეიძლება? ერთმნიშვნელოვნად არა. ეს იქიდან ჩანს, რომ მომდევნო მუხლებში პავლე უშუალოდ ქადაგებაზე და იმ ქრისტიანებზე საუბრობს, რომლებიც სხვა ადამიანებს უქადაგებენ, ბოლოს კი ესაიას წიგნიდან მოჰყავს ციტატა: «რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!» (რომაელები 10:14,15). შემდეგი მე-16 მუხლი ასევე უშუალოდ საუბრობს ურწმუნოების მხრიდან სასიხარულო ცნობისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ, რომელიც მათ იესოს მოწაფეებისაგან მოისმინეს.

  აი როგორ კომენტარს უკეთებს წმინდა წერილის ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთს სხვადასხვა ბიბლეისტი:

  «როდესაც ვინმეს მართლა სწამს რამე, მას აუცილებლად სურს ამის შესახებ სხვებისთვის მოყოლა. თუ ადამიანი მართლა ზემოდან იბადება, მაშინ ეს ძალიან დიდი სიხარულია საიმისოდ, რომ ის საიდუმლოდ შეინახოს. ის ქრისტეს შესახებ საუბრობს» (უილიამ მაკდონალდი «ბიბლიური კომენტარები ქრისტიანთათვის. ახალი აღთქმა»).

  «გულის რწმენა ბაგეებით აღიარებას შობს… ეს ნიშნავს დედამიწაზე მტრის წინაშე დოლს უბრაგუნო. ეს ნიშნავს ილაპარაკო, რომ ქრისტემ გაიმარჯვა, და რომ ყველაფერი მას ეკუთვნის» (დ. დარბი «კომენტარები რომაელების მიმართ მიწერილ წერილზე»). 

  «ჩვენ ვალდებულნი ვართ ვაღიაროთ ქრისტე «ადამიანთა წინაშე» [მათე 7:21-23]. ეს აღიარების საზოგადოებრივ ხასიათს უსვამს ხაზს და მის მნიშვნელობას ვერ გავექცევით. რომაელების 10:10-ში ჩვენ ვკითხულობთ: "ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის". თუ გულს მართლა სწამს, ბაგეები შეეცდებიან რომ იქადაგონ» (ჯონ ფ. მაკ-არტური «ქრისტეს ქადაგება»).

  როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, ბიბლია ქადაგების აუცილებლობას ყველა ქრისტიანს აკისრებს გამონაკლისის გარეშე და არა მხოლოდ მისიონერებს ან კრების პრესვიტერებს. ეს პრინციპი ყველა იმ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის უნივერსალურია, ვისაც სურს რომ თავის მოძღვარს გაჰყვეს. რადგან ზუსტად ამის შესახებ თქვა იესომ: «მოსწავლე თავის მასწავლებელზე მეტი არ არის, მაგრამ ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება» (ლუკა 6:40). ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული ქრისტიანის მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ის «თავისი მასწავლებელივით იქნება»! და ამ პრინციპს მრავალრიცხოვანი ბიბლიური მუხლები ამყარებენ, რომლებიც იესოს ყველა ნამდვილ მოწაფეს მოუწოდებენ, რომ სასიხარულო ცნობის თავგამოდებული მქადაგებლები იყვნენ.

  დავფიქრდეთ, განა ყველა ქრისტიანს არ ეხება პავლეს ეს სიტყვები «სასიხარულო ცნობის [შესახებ] რომელსაც ვაუწყებთ»:
  «ისეთივე რწმენის სული გვაქვს, რომელზეც წერია: „მწამდა და იმიტომ ვლაპარაკობდი“. ჩვენც გვწამს და იმიტომ ვლაპარაკობთ» (2კორინთელები 4:3,13).
  აშკარაა, რომ ყველას! ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი უნდა «ლაპარაკობდეს». თანაც, მოცემული ბიბლიური მუხლი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ზემოთ განხილულ აზრს ქრისტიანის რწმენისა და ქადაგების ურთიერთკავშირის შესახებ. თუ შენ ნამდვილი რწმენა გაქვს, მაშინ შენ იქადაგებ! აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება ბიბლიის ამ სიტყვების გაგება? 

  ვის შესახებ საუბრობს პავლე, როდესაც ამბობს, რომ «უფალში ძმების უმრავლესობას დაჯერებულობა შემატა ჩემმა ბორკილებმა და უფრო გაბედულად და უშიშრად ლაპარაკობენ ღვთის სიტყვას»? (ფილიპელები 1:14). განა მხოლოდ სასიხარულო ცნობის რჩეულ მქადაგებლებზე მიდის აქ საუბარი? შემდგომი 15-18 მუხლებიდან ჩანს, რომ ასეთ მქადაგებლებში მოციქული პავლე აბსოლუტურად ჩვეულებრივ ქრისტიანებს გულისხმობდა, მათაც კი, ვისაც თავისი ნაკლოვანებების გამო ჯერ კიდევ არ შეეძლო «ზედამხედველად მსახურებისკენ სწრაფვა» (1ტიმოთე 3:1-6). 

  განა მხოლოდ რჩეულებს გულისხმობს მოციქული, როდესაც მოუწოდებს «მტკიცედ და უყოყმანოდ განვაგრძოთ ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადება, რადგან ერთგულია ის, ვინც დაგვპირდა […] ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს»? (ებრაელები 10:23; 13:15).

  ან მხოლოდ რამოდენიმე ადამიანისაკენ მიმართავდა მითითებას, რომ ყოფილიყვნენ «მზადყოფნით ფეხშემოსილნი მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად»? (ეფესელები 6:15).

  იქნებ,  I საუკუნის კრების წევრების მხოლოდ მცირე რიცხვს ეხებოდა პეტრეს მოწოდება სასიხარულო ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებით: «თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ»? (1პეტრე 2:9).

  33 წლის ორმოცდამეათე დღეს განა არა მხოლოდ მოციქულები, არამედ ყველა 120 მოწაფე არ ამოწმებდა საჯაროდ სხვადასხვა ენებზე «ღვთის დიდებული საქმეების შესახებ»? (საქმეები 2:11).

 როგორ გავიგოთ ის, რომ «იმ დღიდან იერუსალიმის კრების საშინელი დევნა [რომ] დაიწყო… ვინც აქეთ-იქით გაიფანტა, დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას», მაშინ როდესაც მათ შორის მოციქულები არ იყვნენ? (საქმეები 8:1,4).

  სჭირდებოდა თუ არა აპოლოსს სპეციალური თეოკრატიული დანიშნულება იმისათვის, რომ თავგამოდებით ექადაგა სასიხარულო ცნობა? ყურადღება მიაქციეთ ბიბლიურ ცნობას:
  «იმ დროს ეფესოში ჩავიდა ერთი მჭევრმეტყველი იუდეველი, სახელად აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი. მან კარგად იცოდა წმინდა წერილები. ზეპირგადმოცემით ჰქონდა ნასწავლი იეჰოვას გზა და რადგან ღვთის სულით იყო ანთებული, სწორად ლაპარაკობდა და ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლობა იცოდა. მან გაბედულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში. როცა მას პრისკილამ და აკვილამ მოუსმინეს, თავიანთთან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს ღვთის გზა. ვინაიდან მას აქაიაში უნდოდა წასვლა, ძმებმა მოწაფეებს მისწერეს და მოუწოდეს, რომ გულთბილად მიეღოთ იგი. ჩავიდა აპოლოსი და დიდად დაეხმარა მათ, ვინც ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით ირწმუნა. ის ყველას წინაშე გულმოდგინებით და საფუძვლიანად უმტკიცებდა იუდეველებს, რომ მართლები არ იყვნენ, და წმინდა წერილებიდან უჩვენებდა, რომ იესო იყო ქრისტე.» (საქმეები 18:24-28).

  ამასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა გააკეთა დოქტორმა მილტონ ლ. რუდნიკმა. ამ საკითხის საგულდაგულო გამოკვლევის შემდეგ ის შემდეგ დასკვნამდე მივიდა:
  «მოციქულები არა მხოლოდ თავად სახარებას ქადაგებდნენ, არამედ ასევე გადასცემდნენ სულისკვეთებას და ბრძანებას, რომ ღვთის სიტყვა ექადაგათ. პავლე ეფესელებს სწერდა, რომ მათ (სახარების) ჭეშმარიტება სიყვარულით უნდა ელაპარაკათ და საკუთარი საუბრები იმისათვის მიეძღვნათ, რომ დაერიგებინათ და მადლი მიეგოთ (ეფეს.4:15, 29). მისი სიტყვები რომში მყოფი ადამიანების შესახებ, რომლებიც გაბედულად წარმოთქვავდნენ ღვთის სიტყვას, იმას გულისხმობდა, რომ მის მკითხველებს - ფილიპელებს იგივე უნდა ეკეთებინათ. (ფილ. 1:14, 2:16). კოლასელებს მოუწოდებენ მადლიანად ილაპარაკონ, რაც ქრისტეს შესახებ გაჩენილ იმ შეკითხვებზე გასცემდა პასუხს, რომლებიც ურწმუნოებს ქრისტიანებისათვის დამახასიათებელი საქციელის გამო გაუჩნდებოდათ (კოლ.4:6). ტიმოთეს უბრძანებენ დაიცვას ჭეშმარიტება და ის ერთგულ ადამიანებს მიანდოს, რომლებიც სხვებისთვის სწავლებას შეძლებენ (2ტიმ.1:13, 2:2). პეტრე თავის მკითხველებს შეახსენებს, რომ ისინი არიან - სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი (1 პეტრე 2:9). შემდეგ, ის მათ ურჩევს რომ მუდამ მზად იყვნენ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას (1 პეტრე 3:15). იოანე თავის მკითხველებს აფრთხილებს ძის აღიარების პასუხისმგებლობის შესახებ (1 იოანე 2:23). ებრაელების მიმართ წერილის ავტორი მოითხოვს, რომ მისმა მკითხველებმა მტკიცედ მისდიონ აღსარებას სასოებისას (ებრ. 10:23)» («სახარების ქადაგება საუკუნეებსა და ქვეყნებს მიღმა»).

  ანალოგიურ დასკვნამდე მიდის ასევე დ.ა. სტუარტი. სტატიაში «ევანგელიზმი» ის წერს:
  «თუ ჩვენ გვწამს, რომ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყოველ ქმნილებას, ესე იგი სახარება თითოეულმა მორწმუნემ უნდა იქადაგოს. სიტყვა "მოწმე" ბერძნულ ენაზე იგივეა, რაც "მოწამე", ანუ, ის, ვინც ამოწმებს სიკვდილის საშიშროების წინაშეც კი, და იმაზე საუბრობს, რაც ნახა, მოისმინდა და იცის. ეს ჩვენ ახალაღთქმისეული ევანგელიზმის გასაოცარ უბრალოებაზე მიგვითითებს. სიტყვა "ქადაგება", რომელიც ახალ აღთქმაში ასზე მეტჯერ გვხვდება, ექვსი სხვადასხვა ბერძნული სიტყვით გადმოიცემა. სამი მათგანი ერთი ფესვიდან მომდინარეობს, რომელიც ნიშნავს "ცნობის გადაცემა, ახალი ამბის მოყოლა", და ამ გაგებით დაახლოებით სამოცჯერ გვხვდება. შემდეგი ბერძნული სიტყვა, რომელიც ორმოცდაათზე მეტჯერაა გამოყენებული, ნიშნავს "გამოქვეყნებას, გაცხადებას"; კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც ექვსჯერ გვხვდება, ნიშნავს "თქმას, საუბარს, მოყოლას". არის კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც ნიშნავს "შედავებას, დისკუსიაში შესვლას, განხილვას", ის ახალ აღთქმაში მხოლოდ ორჯერ გვხვდება. ეს სიტყვა, რომელიც საქმეების 11:19, 20-შია გამოყენებული, ძალიან  მეტყველია, და ნიშნავს საუბარს, ცნობების გადაცემას, ანუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შემთხვევით საუბრებში ქრისტეს შესახებ დამოწმებას. იგივე სიტყვა ასევე ნიშნავს ბავშვის მიერ ლაპარაკის დაწყების პირველ მცდელობებს. ყურადღებით გამოიკვლიეთ ახალი აღთქმის ფურცლები და დარწმუნდებით, რომ სასიხარულო ცნობის გადამცემად ყოფნა, არ წარმოადგენდა რომელიმე განსაკუთრებული ფენის ან ხელფასიანი მსახურების პრეროგატივას».



  ეხლა ჩვენ შევეხებით სხვა მოსაზრებას, რომელიც საყოველთაო ქრისტიანული ქადაგების წინააღმდეგაა მიმართული. ის აგებულია ეფესელების 4:11-ში ჩაწერილ სიტყვებზე: «მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად».
  როგორც ამ ტექსტიდან ჩანს, უფალი ანაწილებს ნიჭებს ქრისტიანული მსახურებისთვის. ყველა ქრისტიანი როდი იყო მოციქული, და არც ყველა იყო წინასწარმეყველი. ამ სიაში ასევე ცალკე მოიხსენიებიან «მახარებლები» (მქადაგებლები). კონტექსტის ლოგიკა გვკარნახობს, რომ არც «მახარებელი» იყო პირველი საუკუნის ყველა ქრისტიანი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქადაგებით მაინც ამისათვის სპეციალურად დანიშნულმა ცალკეულმა პირებმა უნდა იქადაგონ?
  ამ საკითხში გასარკვევად თავიდან უნდა გამოვარკვიოთ, თუ უშუალოდ რას ნიშნავს აქ გამოყენებული სიტყვა «მახარობლები» (მქადაგებლები). ამაში დახმარებას გაგვიწევს განმარტება, რომელსაც ისტორიკოსი ჯეიმს ნორტი იძლევა წიგნში «ეკლესიის ისტორია»:

  «ევანგელისტები («სასიხარულო ცნობის მქადაგებლები», «მახარებლები»). ეს სიტყვა იშვიათად გვხვდება ახალ აღთქმაში. ქრისტეს შესახებ მახარებელს ეძახდნენ ფილიპეს, რომელიც სამარიაში ქადაგებდა, კერძოდ, მის გვერდით ჩავლილ ეთიოპიის დედოფლის მსახურთან (საქმეები 8:5-39). წმინდა წერილში ასე მხოლოდ მას უწოდებენ; თუმცა ბიბლიაში ისიც ნათქვამია, რომ თიმოთეც მახარებელი იყო (2 ტიმოთე 4:5). სიტყვა «მახარებელი», «ევანგელისტი» ნიშნავს ადამიანს, რომელიც სასიხარულო ცნობას ქადაგებს. ის პირველი საუკუნის ყველა მოხეტიალე ქრისტიანის მიმართ გამოიყენებოდა, რომლებიც ყველგან ახარებდნენ ქრისტეს შესახებ».

  აქედან გამომდინარეობს, რომ ფრაზა «მახარებლებში» ეფესოელების მე-4 თავში ნაგულისხმები იყო «მოხეტიალე მქადაგებლები», ანუ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მისიონერები. დანარჩენი ქრისტიანებისგან განსხვავებით, რომლებიც თავის საცხოვრებელ ტერიტორიებზე ქადაგებდნენ, «ევანგელისტები», რომლებიც დიდი ხნით ტოვებდნენ საკუთარ სახლებს, ცდილობდნენ სასიხარულო ცნობა მიეტანათ იმ ადამიანებამდე, რომლებიც სხვა, შორეულ ტერიტორიებზე და ქვეყნებში ცხოვრობდნენ (შეადარეთ მათე 8:20). ამის შესახებ ჯეიმს ნორტი ასე წერს:
  «ეჭვგარეშეა, რომ მრავალი მორწმუნე ასრულებდა ამ სამუშაოს, იმისაგან დამოუკიდებლად, მათ ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ თუ არა. თუმცა [ამ თანამდებობას] ერთი შტრიხი აქვს: ვინც ამ საქმეს ასრულებდა, არავინ არ იყო დაკავშირებული ან მიბმული რომელიმე განსაზღვრულ საცხოვრებელ ადგილთან ან თემთან» (James B. North, «A History of the Church. From Pentecost to Present»).

  ასეთივე განმარტებას გვთავაზობენ ბიბლიის სხვა კომენტატორებიც.

  «ევანგელისტები ისინი იყვნენ, რომლებიც სახარებას, დღევანდელი მისიონერების მსგავსად ქადაგებდნენ» (ჰაროლდ უ. ხოხნერი. კომენტარები ეფესელების 4:11-ზე).

  «"ევანგელისტები" – სახარების მოხეტიალე მისიონერი-მქადაგებლები იყვნენ» (ჰენრი მეხენი «ახალაღთქმისეული წერილების სასწავლო კომენტარები»).

  «ევანგელისტი – ესაა ის, რომელიც იმ სასიხარულო ცნობას აცხადებს, რომელიც მოციქულებისგან მიიღო. ესაა მისიონერი, რომელსაც სახარება მიაქვს ახალ რაიონებში» (კლეონ ლ. როჯერსი «ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის ახალი ლინგვისტური და ეკზეგეტური გასაღები»).

  «მახარებლის, ანუ ევანგელისტის შრომა, იმაში მდგომარეობს, რათა ურწმუნო ადამიანებს უქადაგოს და აუხსნას სასიხარულო ცნობა იესო ქრისტეს შემვეობით გადარჩენის შესახებ… ახალაღთქმისეული მახარებლები ეკლესიებს იქ აყალიბებდნენ (მოციქულთა მსგავსად, თუმცა მათი ტიტულებისა და სასწაულების მოხდენის ნიჭების გარეშე), სადაც მათ ქრისტე გზავნიდა, სადაც მის შესახებ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, და ადამიანები მხსნელისადმი რწმენაში მოჰყავდათ. შემდეგ ისინი ახალმოქცეულებს ასწავლიდნენ სიტყვას, რითაც მათ რწმენას უმყარებდნენ, და საქმიანობის გასაგრძელებლად ახალ ტერიტორიებზე მიდიოდნენ» (ჯონ ფ.მაკ-არტური, უმც. «ახალი აღთქმის წიგნების განმარტება. წერილი ეფესელთა მიმართ»).

  «ევანგელისტებად მოციქულების მიერ ინიშნებოდნენ (2 ტიმოთე 1:6) იმისათვის, რათა ისინი თან წაეყვანათ მოგზაურობებში (გალატელები 2:1), რათა მათ მიერ დაფუძნებული ეკლესიების განსამტკიცებლად და მხარდასაჭერად გაეგზავნათ (საქმეები 19:22); ისინი არც ერთ კონკრეტულ ადგილთან არ იყვნენ მიბმულნი და იქ მანამდე უნდა დარჩენილიყვნენ, სანამ უკან არ გამოიხმობდნენ (2 ტიმოთე 4:9)» (მეთიუ ჰენრი «ახალი აღთქმის წიგნების განმარტებები»).

  ისტორიკოსი ფილიპ შაფი თავის მხრივ განმარტავს, რომ «მახარებლები იყვნენ დროებითი მსახურები, რომლებიც კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ მოციქულთა ხელმძღვანელობის ქვეშ. […] ევანგელისტები, მოხეტიალე მქადაგებლები, წარგზავნილები და მოციქულთა თანამშრომლები – ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ მარკოზი, ლუკა, ტიმოთე, ტიტე, სილა, ეპაფრა, ტროფიმე და აპოლოსი. ისინი შეიძლება თანამედროვე მისიონერებს შევადაროთ. მოციქულები ამ ხალხს განსაკუთრებული დავალებებით აგზავნიდნენ» (ფილიპ შაფი «ქრისტიანული ეკლესიის ისტორია. სამოციქულო ქრისტიანობა ახ.წ. 1-100 წ.»).

  ევსები კესარიელი, ადრეული ეკლესიის ისტორიკოსი, იმ ეპოქის ზოგიერთი თავგამოდებული მოხეტიალე მახარებლის შესახებ ყვება:
  «იმ დროს მრავალი ქრისტიანი გრძნობდა, რომ მათი სულები წმინდა სიტყვით იყო აღძრული, და ისინი სრულყოფილების დიდი სურვილით იყვნენ მოცული. მათ პირველ ქმედებას, რომელიც მხსნელის დარიგებების აღსრულებისაკენ იყო მიმართული, წარმოადგენდა საკუთარი ქონების გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება. შემდეგ, მშობლიური სახლების მიტოვების შემდეგ, ისინი დამოწმების საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად მიემგზავრებოდნენ, და რწმენის სიტყვებს მათ უქადაგებდნენ, ვისაც მის შესახებ არაფერი სმენოდა, და მათ ღვთაებრივი სასიხარულო ცნობის წიგნს გადასცემდნენ. ისინი იმით კმაყოფილდებოდნენ, რომ უცხოტომელთა შორის რწმენის საძირკველს ყრიდნენ. შედეგ ისინი სხვა ძმებს ნიშნავდნენ მწყემსებად და მათ აკისრებდნენ მათი სულიერი ზრდის პასუხისმგებლობას, ვინც მათ რწმენაში მოიყვანეს. შემდეგ ისინი სხვა ხალხებთან და ერებთან მიდიოდნენ ღვთის მადლითა და დახმარებით».


  ამგვარად, ჩვენთვის საინტერესო საკითხში გაჩენილი გაუგებრობა, ძალიან იოლად გვარდება. ეფესელების მიმართ მიწერილ წერილში მოხსენიებული «მახარებლები», ანუ «ევანგელისტები», წარმოადგენდნენ არა რჩეულ ქრისტიანებს, რომლებსაც სასიხარულო ცნობის ქადაგების ექსკლუზიური უფლება ჰქონდათ, არამედ დაშორებულ ტერიტორიებზე სპეციალურად წარგზავნილ მისიონერებს. თავის მხრივ, ქადაგების მოვალეობა იესო ქრისტეს თითოეულ ჭეშმარიტ ქრისტიანზეც რჩებოდა. საკუთარ კრებებში მსახურების გაგრძელებით, ქრისტიანებსა და მთელ ქრისტიანულ ოჯახებს შეეძლოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება ურწმუნო ადამიანებისათვის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც თავად ცხოვრობდნენ. 


  იესოს შემდეგი სიტყვები იმის გაგებაში გვეხმარება, თუ რატომაა უგუნურება ვიფიქროთ, რომ ქადაგება მხოლოდ ზოგიერთი ქრისტიანის მოვალეობა უნდა იყოს:

  «სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში.» (მათე 9:37,38).

  სიმბოლური მოსავლის აღების ამოცანა წარმოუდგენლად მაშტაბური იყო. მისი შესრულება, ბუნებრივია, შეუძლებელი იყო მხოლოდ იესოსთან იმ მომენტში მყოფი მოწაფეების ძალებით მომხდარიყო და ამიტომ «მუშების» გაცილებით დიდი რაოდენობის მოზიდვას საჭიროებდა. აი ამიტომ წერს კენეტ ლ. ჩემბერლი, როდესაც ამ მუხლის კომენტარს აკეთებს: «ისრაელში მრავალი გული იყო განწყობილი მისი სამეფოსადმი, თუმცა ცოტანი იყვნენ ისეთები, რომლებსაც "ძნების ზიდვა" შეეძლო, სახარების მასწავლებელთა რაოდენობა არასაკმარისი იყო» («კომენტარები მათეს სახარებაზე»).

  იესოს სიტყვების გაშლილ განმარტებას იძლევა უილიამ ბარკლი:
  «სამკალი ვერასოდეს იქნება დასრულებული, თუ მომკელები არ იქნებიან, რომლებიც მას მომკიან. ქრისტიანული ცხოვრების ერთერთი თვალისმომჭრელი ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ იესო ქრისტეს ადამიანები სჭირდება. როდესაც ის ამ მიწაზე ცხოვრობდა, მისი ხმა მხოლოდ ზოგიერთს შეიძლება მისწვდომოდა. მას არასოდეს დაუტოვებია პალესტინის ტერიტორია, არადა მას მთელი მსოფლიო ელოდა. თუმცა მას მაინც სურს, რომ ადამიანებმა სასიხარულო ცნობა მოისმინონ, თუმცა ადამიანები ვერასოდეს მოისმენენ, თუ სხვები არ მოუყვებიან ამის შესახებ. მას სურს, რომ ყველა ადამიანმა მოისმინოს სასიხარულო ცნობა, თუმცა ისინი მას ვერასოდეს მოისმენენ, თუ არ იქნებიან ისეთები, რომლებიც მზად არიან ზღვები და მთები გადალახონ იმისათვის, რათა ის სხვებს მიუტანონ. მხოლოდ ლოცვაც არ არის საკმარისი. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება თქვას: "მე სანამ ცოცხალი ვარ ყოველდღე ვილოცებ ქრისტეს სამეფოს მოსვლის შესახებ". თუმცა აქაც, ისევე როგორც მრავალ სხვა შემთხვევებში, ლოცვა მოქმედებების გარეშე მკვდარია… იესოს ოცნება იმაში მდგომარეობს, რათა თითოეული ადამიანი გახდეს მისიონერი და მომკელი. ზოგიერთებმა შეიძლება მხოლოდ ილოცონ, რადგან ცხოვრებამ ისინი უძლურნი გახადა, თუმცა მათი ლოცვა - მშრომელთა ძალაა. თუმცა ჩვენმა უმრავლესობამ, სულით ძლიერებმა და სხეულით ჯანმრთელებმა, განსხვავებული გზა უნდა ავირჩიოთ; მხოლოდ ფულის გაღებაც კი არ არის საკმარისი. თუ ადამიანთა მოსავალი ოდესღაც შეგროვილი უნდა იყოს, მაშინ თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს მომკელი, იმიტომ რომ ყოველთვის არის ისეთი ადამიანი, რომლის ღმერთთან მიყვანაც შეუძლია და ვალდებულია თითოეული ჩვენგანი» (უილიამ ბარკლი «წმინდა სახარება მათესაგან. კომენტარები»).

  მათეს 9:37,38-ში მოცემული იესოს სიტყვები, მთელი მსოფლიოს მაშტაბით სასიხარულო ცნობის ქადაგების ამოცანის შესრულების ობიექტურ სირთულეს უსვამს ხაზს. ასეთი კოლოსალური საქმისათვის უკიდურესად აუცილებელი იყო «სამკლის მუშები». თუმცა თუ წარმოვიდგენთ, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმით ქრისტიანული კრების მხოლოდ ზოგიერთი პირი უნდა დაკავებულიყო, მაშინ იესოს მოწოდების აზრი სრულიად დაიკარგებოდა, როგორც ღვთის ჩანაფიქრის შესრულებისათვის შეუსაბამო. მხოლოდ მოციქულები და უხუცესები, მათი დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლებდნენ დამოწმებით არა თუ «დედამიწის კიდით-კიდემდე» ტერიტორიის გაწვდომას, არამედ მცირე აზიის ტერიტორიისაც კი. უბრალო ლოგიკა გვკარნახობს, რომ ქადაგების საქმე უფლის მიერ ქრისტიანული კრების ყველა წევრს ევალებოდა. ამას ბიბლიის მრავალი კომენტატორი ეთანხმება.

  საყოველთაო ქადაგების საქმეში ყველა ქრისტიანის მონაწილეობაზე საუბრობს ვ.ფ. ხულაპი. ეკლესიის მამებზე დაყრდნობით, ის წერს: «იმავე წმ. იუსტინესთან ჩვენ იმის მტკიცებულებას ვპოულობთ, რომ ქრისტიანობის ქადაგებითა და კატეხიზური მომზადებით დაკავებულები იყვნენ არა მხოლოდ მისიონერები, არამედ ასევე თითოეული ქრისტიანი იყო ჩართული თავისი ახლობლების რწმენაში მოყვანის საქმეში… არა მხოლოდ კლირიკები, არამედ გაუნათლებელი ქრისტიანებიც კი აწარმოებდნენ საკუთარი ინიციატივით ქადაგების საქმიანობას» (ვ.ფ. ხულაპი   «კატეხუმენატი ეკლესიის ისტორიაში»).
  იუსტინეს, რომელსაც ის ციტირებს, ასეთი სიტყვები ეკუთვნის: «ჩვენთან ამის [ქრისტიანული სწავლების] მოსმენა და გაგება მათგან შეიძლება, რომლებმაც კითხვაც კი არ იციან, გაუნათლებელი ადამიანებისაგან რომლებიც ბარბაროსთა ენაზე ლაპარაკობენ, თუმცა რომლებიც ბრძენნი არიან და რწმენით არიან სავსენი სულიერად, და ამავდროულად მაშინ, როდესაც ზოგიერთი უსინათლონი და მხედველობა დაკარგულებიც კი არიან» (იუსტინე წამებული. აპოლოგია პირველი, 60).


  ისტორიკოსი ხუსტო ლ. გონსალესი წერს, რომ «[ადამიანების] უმრავლესობა, და ეს ფაქტად რჩება, ქრისტიანობაში უცნობი [უსახელო] ქრისტიანების დამოწმების წყალობით მოიქცეოდნენ, რომელთაც ხალხი რწმენაში მოჰყავდათ» («ქრისტიანობის ისტორია. ეკლესიის დაფუძნებიდან რეფორმაციის ეპოქამდე», ტომი I).


  «თავისი განვითარების პირველ საუკუნეებში, ქრისტიანობა იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ზრდის მთავარი ხელშემწყობები იყვნენ არა საეკლესიო ლიდერები, არა პროფესიონალი მახარებლები, არამედ ჩვეულებრივი მორწმუნეები, რომლებიც სასიხარულო ცნობის შესახებ საუბრობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში» - წერს მილტონ ლ.რუდნიკი («სახარების ქადაგება საუკუნეებსა და ქვეყნებს მიღმა»).


  უ. ს. უილიამსი წერს: «საერთო ჯამში ისტორიული მონაცემები იმაზე მოწმობენ, რომ ადრეული ეკლესიის ყველა ქრისტიანი, განსაკუთრებით ისინი, ვინც სასწაულმოქმედების ნიჭებს ფლობდნენ, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას». ასევე ის ამტკიცებს: «იესო ქრისტეს არანაირი სახით არ მიუთითებია იმაზე, რომ ქადაგება — ეს სასულიეროთა რომელიმე ფენის პრივილეგიას წარმოადგენს» («The Glorious Ministry of the Laity»).


  «როგორც ადრეულ ეკლესიაში იყო მიღებული, პავლე ასწავლის, რომ სასიხარულო ცნობის გავრცელებისათვის გამოსადეგნი არიან არა მხოლოდ მოციქულები და მქადაგებლები (რომ. 1:9; შეად. 1 კორ. 9:18; ეფეს. 3:5), რომლებიც სრულად არიან მიძღვნილნი ქრისტიანულ მსახურებას (1 კორ. 9:14, 18; 2კორ. 11:7), არამედ ასევე ქრისტეს მთელი ეკლესიაც. (ეფეს. 3:10; შეად. კოლ. 1:7). თითოეულმა ქრისტიანმა უნდა "ფეხთ ... მზადყოფნა ჩაიცვ[ას] მშვიდობის სახარების საქადაგებლად" (ეფეს. 6:15)» (უილიამ ჯ. ლარკინი-უმცრ. «ბიბლიური ღვთისმეტყველების სახარებისეული ლექსიკონი» უოლტერ ელუელის რედაქციით»). 

  როგორც ისტორიკოსი ე. არნოლდი აღნიშნავს საკუთარ წიგნში «ადრეული ქრისტიანები», «საზოგადოების ყველაზე უბრალო წევრებიც კი წარგზავნილები იყვნენ, რომლებიც მათთვის მინდობილ ჭეშმარიტებას ავრცელებდნენ».

  «იმ დროს თითოეული ქრისტიანი მისიონერი იყო», - წერდა ჯონ ფოქსი საკუთარ ნაშრომში "წამებულთა წიგნი". იმ დროის ქრისტიანების შესახებ ის ამბობდა, რომ «თითოეული, ვინც რწმენაში ყოფნის სიხარულს განიცდიდა, ცდილობდა მასში სხვებიც მოეყვანა"(John Foxe, "Book of Martyrs").

  იმისათვის თვალყურის მიდევნება, თუ რამდენად აქტიური იყო ადრეული ქრისტიანების სამქადაგებლო საქმიანობა, ქრისტიანობის მტრების მაგალითებიდანაც კი შეიძლება. მაგალითად, პონტოსა და ბითინიაში იმპერატორის წარმომადგენლის, პლინიუს უმცროსის, რომის იმპერატორ ტრაიანესთან მიმოწერაში, ჩანს, თუ რას ამბობს პლინიუსი ქრისტიანული მსახურების მაშტაბების შესახებ: «ამ ცრურწმენის სენმა არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლებსა და ადგილ-მამულებშიც კი ჩაიარა».

  ან, მაგალითად, ფილოსოფოსი ცელსუსი, რომელიც II საუკუნის ბოლოს მცხოვრები ქრისტიანების ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი იყო და მათ შესახებ საუბრობდა როგორც «მატყლისმთელავებზე, მეწაღეებზე, ტყავის მთელავებზე, ყველაზე უხეშ კაცებზე». ის აღშფოთებით წერდა მათი მსახურების შესახებ: «დიასახლისებს მეზობელი ქალები მიჰყავთ, პატარა ბავშვებს კი ისინი, ვისთან ერთადაც თამაშობენ – და სად ეპატიჟებიან? – ძაფის დამრთველების დუქანში, მეწაღის სახელოსნოში ან სამრეცხაოში, სადაც ჰპირდებიან, რომ სრულყოფილებას ასწავლიან» (ციტატა ორიგენეს ნაშრომიდან «ცელსუსის წინააღმდეგ»).


  როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრიდან? ბიბლია ეჭვს არ ტოვებს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ ვის აკისრებს უფალი ურწმუნო მსოფლიოში დამოწმების პასუხისმგებლობას – ის აკისრია თითოეულს, ვინც საკუთარ თავს იესოს მოწაფედ მიიჩნევს.  ქრიატიანები ღვთიური ჭეშმარიტების გადამცემები უნდა იყვნენ და არა მისი შემნახველი-მესაწყობეები. პრინციპში გაუგებარია როგორ შეიძლება საკუთარ თავს მიმდევარი ან მოწაფე უწოდო და იგივე არ აკეთო, რასაც მასწავლებელი აკეთებდა? სასიხარულო ცნობა იმდენად სასიხარულოა, რომ შეუძლებელია იესო ქრისტეს ნამდვილმა მიმდევრებმა სხვებს არ გაუზიარონ. თუმცა თუ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავზე ამბობს, რომ ქრისტეს მოწაფეა, მაინც არ სურს სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გადაცემა, მაშინ, შესაძლოა, პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ის სასიხარულო ცნობას საშუალებას არ აძლევს, რომ თავად მის გულს შეეხოს? განა ასეთი «ქრისტიანი» უფლის სიტყვებს არ ივიწყებს «ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ფანტავს»? (მათე 12:30).

იეჰოვას მოწმეების მაგალითი


  თანამედროვე საზოგადოებაში სასიხარულო ცნობის ქადაგების შესახებ თუ ვისაუბრებთ, მაშინ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ყველა მრავალრიცხოვანი რელიგიური გაერთიანებებიდან ყველაზე მეტად ამ სფეროში იეჰოვას მოწმეები გამოირჩევიან. სასიხარულო ცნობის ქადაგება წარმოადგენს როგორც მთლიანად ამ ორგანიზაციის ქრისტიანული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, ასევე კრების ცალკეული წევრებისაც. აი ასეთ მოსაზრებებს გვიზიარებს ამასთან დაკავშირებით ჟურნალი «საგუშაგო კოშკი», რომელსაც იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ:

  «რატომ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები ასე დაჟინებით? ეჭვგარეშეა, მთელ მსოფლიოში ჩვენ გვიცნობენ საჯაროდ მსახურების შედეგად, იქნება ეს კარდაკარ, ქუჩებში თუ არაფორმალური დამოწმების დროს. ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში, ჩვენ ვაგებინებთ ადამიანებს, რომ მოწმეები ვართ და ვცდილობთ ტაქტიანად გადავცეთ კეთილი ცნობა, რომელსაც დიდად ვაფასებთ. ნამდვილად, შეიძლება ითქვას, რომ ეს მსახურება ჩვენი განმასხვავებელი ნიშანია! (კოლასელთა 4:6).
  მხოლოდ დაფიქრდი, რას ფიქრობენ ადამიანები მაშინ, როცა თავის მეზობლად ხედავენ კოხტად ჩაცმულ მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს პორტფელებით ხელში? ფიქრობენ კი: „ისევ კათოლიკეები (ან მართლმადიდებლები) მოდიან!“ ან „ისევ ორმოცდაათიანელები (ან ბაპტისტები) მობრძანდნენ!“ არა. ხალხმა იცის, რომ ამ რელიგიების მიმდევრები არ ქადაგებენ კარდაკარ მთელი ოჯახებით. შესაძლოა, რომელიღაცა რელიგიური ჯგუფები აგზავნიან კიდეც რამდენიმე „მისიონერს“ ორწლიანი ვადით გარკვეულ რაიონებში, მაგრამ ამ ჯგუფების რიგითი წევრები არ მონაწილეობენ ასეთ მსახურებაში. მთელ მსოფლიოში, მხოლოდ იეჰოვას მოწმეები არიან აღიარებული იმ გულმოდგინების გამო, რომელსაც ისინი ავლენენ ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში, როცა სხვა ადამიანებს გადასცემენ თავიანთ ცნობას. ისინი, ასევე, ცნობილი არიან თავიანთი ჟურნალებით: „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ (ესაია 43:10–12; საქმე 1:8).» («საგუშაგო კოშკი», 1 თებერვალი 1995 წელი, "პირველად ეს კეთილი ცნობა უნდა ექადაგოს", აბზ.1,2).

  რთულია ამ სიტყვებს არ დაეთანხმო. მართლაც, რამხელაა იმის შანსი, რომ იეჰოვას მოწმე არ გიწოდონ, როდესაც ბიბლიით ხელში უცნობ ადამიანთან მიდიხარ? ძალიან მიზერული! არსებითად, ადამიანები თავადვე არჩევენ მოწმეებს სხვა რელიგიებისაგან, როდესაც მათ საკუთარი სახლის კართან ან ქუჩაში ხედავენ პუბლიკაციებით ხელში. თანაც, თავად მოწმეებს ხშირად არც კი სჭირდებათ საკუთარი რელიგიური კუთვნილების დასახელება; ადამიანს ისედაც ესმის, რომ მის წინაშეა არა მართლმადიდებელი აქტივისტი ან პროტესტანტი, არამედ უშუალოდ იეჰოვას მოწმე.


  იმ მცირერიცხოვან რელიგიურ ჯგუფებთან შედარებითაც კი, რომლებიც მინც ცდილობენ დროდადრო ქადაგებას, იეჰოვას მოწმეების მსახურებას სერიოზული უპირატესობა გააჩნია. როგორც უკვე აღინიშნა, მქადაგებლების სახით მსახურებას მოწმეები მუდმივად ახორციელებენ და არა რაიმე ლიმიტირებული პერიოდის განმავლობაში, როგორც, მაგალითად, მორმონები, რომლებიც თავის თანამორწმუნეებს სხვა ტერიტორიებზე მისიონერებად მსახურების მიზნით ორი წლის ვადით გზავნიან, რის შემდეგაც მათ, საკუთარი, როგორც მქადაგებლების მოვალეობა, შეუძლიათ სრულიად ამოწორულად ჩათვალონ. მოწმეები არ დაიწყებენ ქალაქის ქუჩებში უაზრო «აქციების» მოწყობას მეგაფონებში «წამოყვირებებით», და ამით გამვლელებს არ დააფრთხობენ, როგორც ამას ქარიზმატები აკეთებენ. ისინი არ ჩაანაცვლებენ სასიხარულო ცნობის ქადაგების ბიბლიურ მეთოდს საჯარო «ქრისტიანული როკ-კონცერტებით», როგორც ამას ხოგიერთი ევანგელისტური ეკლესიები აკეთებენ. მათი მსახურება არასოდეს არ იქნება შეფარული «მარჯვე ხელების» საეკლესიო წრის ან «საინტერესო ფილმის უფასო ჩვენების» მოსაწვევების დარიგებით. მაშინაც კი, როდესაც ნამდვილად შესაძლებელია იმის დანახვა, რომ ზოგიერთი პროტესტანტული ჯგუფები მართლა გამოდიან ქუჩებში ბიბლიით ხელში, რათა ადამიანებს გამოელაპარაკონ, მოდით გულწრფელად ვთქვათ, ასეთი შემთხვევები დიდი ალბათობით მაინც იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს და არა რეგულარულ წესს. თანაც, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევანგელიზაციის ამ ფრაგმენტულ მოზღვავებებში, ეკლესიის მხოლოდ განსაზღვრული ნაწილი იღებს მონაწილეობას და არა მთელი ქრისტიანული თემი.

  ამ გარემოებას სხვა ადამიანებიც აღნიშნავენ. მაგალითად, დეივიდ სტუარტ უმცროსის წიგნში, რომელიც 2007 წელს გამოიცა და მისიონერული საქმიანობის ეფექტურობას ეძღვნება, ნათქვამია:
  «პრაქტიკულად, იეჰოვას მოწმეების მიზანმიმართული მიდგომა მათი ორგანიზაციის თითოეულ წევრს გაცილებით უფრო ძლიერ აღძრავს მისიონერული საქმიანობისაკენ, ვიდრე ირიბი, არაფრის მომტანი [მოწოდებები კათედრიდან]. საკუთარი რწმენის სხვებისთვის გაზიარება — მრავალი იეჰოვას მოწმის ერთერთ უსაყვარლეს საქმეს წარმოადგენს».

  ავტორმა მის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გაგვიზიარა: «1999 წელს, ჩემს მიერ აღმოსავლეთ-ევროპის ორი დედაქალაქის გამოკითხული მცხოვრებლების მხოლოდ 2-დან - 4-მდე პროცენტმა თქვა, რომ მათთან წმინდა ბოლო დღეების ეკლესიის ან "მორმონების" მისიონერები იყვნენ მისულები, მაშინ როდესაც 70 პროცენტზე მეტმა განაცხადა, რომ პირადად მათთან იყვნენ მისული იეჰოვას მოწმეები, თანაც მათ უმრავლესობასთან მოწმეებმა მრავალჯერ წამოიწყეს საუბარი».

  ანალოგიურ აზრს ადასტურებს კათოლიკე მწერალი ვიტორიო მესორი თავის წიგნში «Sсоттеssа sиllа тоrtе» («სასიკვდილო სანაძლეო»). ის წერს:

  «ძალაუნებურად გაფიქრებს, როდესაც აცნობიერებ, რომ ამ აპოკალიპტიკური სექტებიდან ერთერთი - იეჰოვას მოწმეები - ყველაზე სწრაფად მზარდი რწმენა და რელიგიაა მსოფლიოში. მრავალ ქვეყანაში ის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ რელიგიებს მიეკუთვნება... და, ალბათ, პირველ ადგილს იკავებს, საუბარი თუ სულისკვეთებას, გულმოდგინებას, საქმის კეთების წყურვილსა და პროზელიტების პოვნის შესაძლებლობებს ეხება. ამასთანავე, მათი სულ უფრო მეტად თვალსაჩინო არსებობა შემოიფარგლება არა მხოლოდ ტრადიციულად ქრისტიანული ქვეყნებით, არამედ მთელ მსოფლიოს აღწევს, სადაც ისინი იეჰოვას სახელით ძალიან მოკლე დროში ისეთ შედეგებს აღწევენ, რომელიც კათოლიკე, პროტესტანტი და მართლმადიდებელი მისიონერების მრავალსაუკუნოვან შედეგებს აღემატება».

  «ადამიანები რელიგიებისადმი რწმენას კარგავენ... და ეკლესიის მსახურები რას აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში? რაღა თქმა უნდა, ისინი ქუჩაში არ გამოდიან, რათა ადამიანებს შეხვდნენ, როგორც ამას ქრისტე აკეთებდა... ერთადერთი რელიგია, სადაც, როგორც ჩანს, ადამიანებზე ზრუნავენ,— ესაა იეჰოვას მოწმეების რელიგია, რომლებიც ყველგან ხვდებიან ადამიანებს და გულწრფელად ქადაგებენ ჭეშმარიტებას» (გაზეთი "Boston Target").



  ამასთანავე, საკუთარი სამქადაგებლო საქმიანობის მთელ ამ აქტივობასთან ერთად, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, რომ ადამიანებს ძალიან კორექტულად მოექცნენ. მაშინაც კი, როდესაც თვითონ ადამიანები იქცევიან საკმაოდ აგრესიულად ამ ქრისტიანებთან მიმართებით. იეჰოვას მოწმეების ერთერთ ჟურნალში ამას შემდეგნაირად ესმებოდა ხაზი:

  «იეჰოვას მოწმეები ადამიანებს ქრისტიანული საძმოს პოტენციურ წევრებად მიიჩნევენ. ჩვენ გაბედულად უნდა ვიქადაგოთ, მაგრამ გაბედულება აგრესიულობას არ ნიშნავს. ფაქტობრივად, ბიბლია მკაცრ გამოთქმებს მიმართავს, როდესაც წუთისოფელზე მთლიანობაში საუბრობს. თავად სიტყვა „წუთისოფელს“ უარყოფითი გაგებით იყენებდა პავლე, როდესაც „ამ წუთისოფლის სიბრძნესა“ და ‘ამქვეყნიურ [წუთისოფლისეულ] გულისთქმაზე’ საუბრობდა (1 კორინთელთა 3:19; ტიტე 2:12). მან ეფესელ ქრისტიანებსაც შეახსენა, რომ, როდესაც ‘ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდნენ’, ისინი სულიერად „მკვდრები“ იყვნენ (ეფესელთა 2:1—3). ეს და სხვა მსგავსი განაცხადები ეთანხმება იოანეს სიტყვებს: „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ (1 იოანე 5:19).
  მაგრამ გახსოვდეთ, მსგავსი განაცხადები წუთისოფელს მთლიანობაში ეხება; წუთისოფელს, რომელიც ღვთისგან გაუცხოებულია და არა ცალკეულ ადამიანებს. ქრისტიანები წინასწარ არ ვარაუდობენ, როგორ გამოეხმაურება რომელიმე ადამიანი ქადაგებას. მათ არა აქვთ არავითარი საფუძველი, ვინმე თხებს მიაკუთვნონ. ჩვენ ვერ ვიტყვით, როგორი იქნება იესოს მიერ ‘ცხვრების თხებისგან’ გამოყოფის შედეგები (მათე 25:31—46). მსაჯულად იესოა დანიშნული და არა ჩვენ. გარდა ამისა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზოგმა ისეთმა ადამიანმაც კი, ვინც უსაშინელეს საქმეებს სჩადიოდა, მიიღო ბიბლიური ცნობა, შეიცვალა და ქრისტიანული ცხოვრების სუფთა გზას დაადგა. ასე რომ, თუმცა ჩვენ არ ვეძებთ გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთობას, მაგრამ, როგორც კი შესაძლებლობა გვეძლევა, არც იმისგან ვიკავებთ თავს, რომ მათთან სამეფოს იმედის შესახებ ვისაუბროთ. საღვთო წერილი მოგვითხრობს გარკვეული ადამიანების შესახებ, რომლებიც ჯერ არ არიან მორწმუნეები, მაგრამ ‘საუკუნო სიცოცხლისათვის არიან განწესებული [„განწყობილი“, აქ]’. საბოლოოდ ისინი მორწმუნეები ხდებიან (საქმეები 13:48). ჩვენ არასოდეს არ ვიცით, ვინ არის „განწყობილი“, მაშინაც კი, თუ არაერთხელ ვუქადაგეთ, მაგრამ უშედეგოდ. ვინაიდან გვახსოვს ეს, ‘მშვიდად’ და ‘მოწიწებით’ ვეპყრობით მათ, ვინც ჯერ-ჯერობით არ ეხმაურება ხსნის შესახებ ცნობას და ვიმედოვნებთ, რომ ზოგი მათგანი მოგვიანებით გამოეხმაურება სიცოცხლის მომცემ ცნობას (2 ტიმოთე 2:25; 1 პეტრე 3:15).» («საგუშაგო კოშკი», 1 ივლისი 2000 წ, "კეთილი ცნობის დიდი მონდომებით ქადაგება", აბზ.14,15).

  ამასთან დაკავშირებით კითხვებს არ ბადებს ის დასკვნა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის შეხვედრაზე გაკეთდა, 2000 წლის 16 ნოემბერს. ერთერთმა მონაწილემ ხაზი გაუსვა განსხვავებებს მათ შორის, ვინც რწმენაში ძალით მოქცევას ცდილობენ და იეჰოვას მოწმეებს შორის. აღნიშნული იყო, რომ იმ ადამიანს, ვისთანაც იეჰოვას მოწმეები იწყებენ საუბარს, ყოველთვის შეუძლია თქვას: «მე ეს არ მაინტერესებს», და კარი დახუროს.

  
ქადაგების ორგანიზებულობა

  იეჰოვას მოწმეები, ბიბლიურ დავალებას სასიხარულო ცნობის მთელ მსოფლიოში ქადაგებასთან დაკავშირებით, დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან. ამის მტკიცებულებად შეიძლება მოვიყვანოთ არა მხოლოდ მილიონობით ამ მქადაგებლის ცნობილი მზადყოფნის სული, რომ უცნობ ადამიანებს ქრისტიანული ჭეშმარიტებების შესახებ ელაპარაკონ, არამედ ასევე ამ დავალებისადმი სერიოზული საორგანიზაციო მიდგომაც. მოწმეების სამქადაგებლო მსახურება ქაოტური ხასიათის არ არის, ის საკმაოდ გააზრებული და დაგეგმილია. მაგალითად, თუთოეული ქრისტიანული კრება ცდილობს, რომ დამოწმების საქმის შესასრულებლად, კრების უახლოესი ტერიტორია აიღოს. ამ მიზნისათვის ასეთი ტერიტორია პირობითად უფრო მცირე უბნებად იყოფა, რაც კრების მაუწყებლებს იმის საშუალებას მისცემს, თანმიმდევრულად მოინახულონ სასიხარულო ცნობით ყველა მათგანი, ვინც ამ რაიონში ცხოვრობს, თანაც ამავდროულად ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.

  ამ ყველაფრით ერთდროულად რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა ხდება შესაძლებელი. პირველი, შესაძლებელი ხდება ბიბლიურ თემებზე კიდევ უფრო მეტ ადამიანთან დალაპარაკება. მეორე, ქადაგებით ახალი ტერიტორიების მოცვა. და ეს თანხმობაშია იმ პრინციპთან, რომელიც მოციქული პავლეს სიტყვებშია ჩადებული:

  «იერუსალიმიდან ილირიკონამდე ყველგან გულდასმით ვიქადაგე სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ. თანაც მიზნად დავისახე, არ მექადაგა სასიხარულო ცნობა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის მიერ ჩაყრილ საძირკველზე არ ამეშენებინა,  არამედ, როგორც დაწერილია: „ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ მის შესახებ, დაინახავს, და ვისაც არ მოუსმენია, გაიგებს“» (რომაელები 15:19-21; 2კორინთელები 10:13-16).

  მსახურების ასეთი ეფექტური ორგანიზებულობის წყალობით, იეჰოვას მოწმეებმა შესამჩნევი შედეგების მიღწევა შესძლეს მსოფლიო სამქადაგებლო და იესო ქრისტეს ერთგული მოწაფეების რიცხვის ზრდის საქმეში.

  შესაძლოა, ვიღაცას არ მოსწონდეს სამქადაგებლო საქმისადმი იეჰოვას მოწმეების ასეთი სერიოზული და ორგანიზებული მიდგომა. შეიძლება, ვინმემ გადაწყვიტოს, რომ ქადაგება უნდა ხორციელდებოდეს სპონტანურად, გრძნობის ტალღების მიყოლით და ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე. რა ვთქვათ, ადამიანს თუ ბიბლიური ჭეშმარიტებების ქადაგება სურს, ეს უკვე კარგია (შეადარეთ ფილიპელები 1:15-18). თუმცა აქ კარგია გვახსოვდეს, რომ არც იესო, და არც მის მიერ მომზადებული მციქულები არ ქადაგებდნენ «სპონტანურად», არამედ ყოველთვის გულდასმით გეგმავდნენ საკუთარ ქმედებებსა და ქადაგების მარშრუტს.

  გავიხსენოთ, რომ იესოს სრულიად ნათელი წარმოდგენა ჰქონდა, თუ სად უნდა წასულიყო სასიხარულო ცნობით და რომელ ტერიტორიაზე უნდა ექადაგა (ლუკა 4:42,43). ის ასევე თავის მოწაფეებს გზავნიდა «წინასწარ ... ორ-ორი ყველა იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თვითონ აპირებდა წასვლას», რაც აშკარად მიუთითებს იესოს მხრიდან ქადაგების მომავალი ადგილების დაგეგმვაზე (ლუკა 10:1).

  ანალოგიურადვე იქცეოდნენ მოციქულებიც. მაგალითად, პავლე წერდა:
  «როცა დაინახეს, რომ მონდობილი მქონდა სასიხარულო ცნობა წინადაუცვეთელებისთვის, როგორც პეტრეს წინადაცვეთილებისთვის, რადგან მან, ვინც პეტრეს მისცა საჭირო ძალა წინადაცვეთილებთან მოციქულობისთვის, მეც მომცა ძალა უცხოტომელებთან მოციქულობისთვის, და იმის შეტყობისას, რომ ჩემდამი წყალობა იყო გამოვლენილი, იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომლებიც ბურჯებად ითვლებოდნენ, მე და ბარნაბას თანამშრომლობის ნიშნად მარჯვენა გამოგვიწოდეს, რათა ჩვენ უცხოტომელებთან წავსულიყავით, ისინი კი — წინადაცვეთილებთან» (გალატელები 2:7-9).

  მოციქულ პავლეს იმის ნათელი წარმოდგენა ჰქონდა, თუ საით და როდის უნდა მიემართა საკუთარი ძალები, რათა ადამიანებამდე სასიხარულო ცნობა მიეტანა (შეადარეთ რომაელები 1:15; 15:24-28).  

  «პავლე სტრატეგიულად აზროვნებდა. იმპერიის ყოველ ახალ რაიონში ქადაგებას ის მთავარი ქალაქიდან იწყებდა და მოქცეულებს იმისათვის იყენებდა, რათა სასიხარულო ცნობა ახლომდებარე ქალაქებსა და სოფლებში გაევრცელებინა» (ერლ ე. კერნსი «ქრისტიანობის გზებით»).

  «პავლე… საკუთარ სამუშაოს დიდ და მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებში აწარმოებდა - ვაჭრობისა და პოლიტიკური გავლენის ცენტრებში, საიდანაც სასიხარულო ცნობა სწრაფად ვრცელდებოდა გაცილებით შორეულ რაიონებში» (რუთ ტაკერი «იერუსალიმიდან დედამიწის კიდით-კიდემდე»).
  
  წიგნში «მოციქული პავლეს ცხოვრება» აღნიშნულია: «სრულიად ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სმირნის, პერგამონის, სარდისისა და ფილადელფიის თემები, ეფესოში განხორციელებული მისიონერული საქმიანობის წყალობით გაჩნდნენ. [...] ყველა ეს ქალაქი ეფესოდან 120 მილის (192 კილომეტრი) რადიუსში მდებარეობდა, და მათ შესანიშნავი გზები აკავშირებდა» («Paul—His Story»).


   ამ მაგალითებიდან ჩანს, რომ სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზებულობა გონივრულსა და ბიბლიურად დასაბუთებულს წარმოადგენს. ასეთი ბრძნული მიდგომა საშუალებას იძლევა, რომ «მუშტები ჰაერს [კი] არ ვურტყათ», არამედ მაქსიმალურად ეფექტურად მივიტანოთ ადამიანებამდე სასიხარულო ცნობა (1კორინთელები 9:26). ამის წყალობით, იმის საუკეთესო საშუალება ჩნდება, მსოფლიო ქადაგების ობიექტური სურათი და, ასევე ამ საქმეში არსებული რეალური საჭიროებები დავინახოთ და, შესაბამისად, გაცილებით შედეგიანი გადაწყვეტილებები მივიღოთ მათ განსახორციელებლად. აი ამიტომ მისდევენ იეჰოვას მოწმეები ქადაგების განხორციელების საქმეში ორგანიზებულ მიდგომას არა მხოლოდ კრებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, არამედ მთლიან მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობითაც. მსოფლიო სამქადაგებლო საქმის ორგანიზებულობა წარმოადგენს არა მათ თვითმიზანს, არამედ იესოს დავალების შესრულების საუკეთესო და ხარისხიან საშუალებას (მათე 24:14; 28:19,20). ასე მოქცევით, ისინი პასუხისმგებლობით მიჰყვებიან ბიბლიურ დარიგებას:

  «ოღონდ ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს» (1კორინთელები 14:40).


  ამავდროულად, იეჰოვას მოწმეების ლტოლვა იმისკენ, რომ სასიხარულო ცნობა გადასცენ მომაკვდავ ქვეყნიერებას, ადამიანური აზროვნების მოხერხებულობაზე არ არის დამოკიდებული. «ხელისუფლებებმა თუნდაც რომ აკრძალონ საგუშაგო კოშკის საზოგადოება და მისი ფილიალები დახურონ სხვადასხვა ქვეყნებში! მათთვის, ვინც თავი ღვთის ნების შესრულებას მიუძღვნა და მისი სული აქვს, ეს ვერ გააუქმებს ზემოდან მიცემული დავალების შესრულების პასუხისმგებლობას. ღვთის სიტყვაში ნათლადაა ნათქვამი: „იქადაგეთ!“ ეს ბრძანება, ადამიანების მიერ გაცემულ ნებისმიერ ბრძანებაზე მნიშვნელოვანია» («საგუშაგო კოშკი» 15 დეკემბერი 1949 წელი [ინგ.]).


კარდაკარ



  როგორც ცნობილია, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ იქადაგონ ნებისმიერი შესაძლებლობისას და ნებისმიერ ადგილას. ასე მოქცევით, ისინი ცნობილ ბიბლიურ მაგალითებს ჰბაძავენ.

  «ჩვენი უფალი და მისი მოციქულები ყველგან ქადაგებდნენ, სადაც კი ხალხი შეიძლება შეკრებილიყო. მთის ფერდობი, ტბებისა და მდინარეების ნაპირები, ქუჩები, კერძო სახლები, ტაძრის ეზო, იუდაური სინაგოგა და მრავალი სხვა ადგილი მიიჩნეოდა მათ მიერ სასიხარულო ცნობის გაცხადებისათვის ვარგისად» («McClintock and Strong‘s Cyclopedia», ტომი VIII, გვ. 483).



  გარდა არაფორმალური ქადაგებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მსახურებისა, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ სასიხარულო ცნობა ადამიანებამდე მათ საცხოვრებელ ადგილებში მონახულებით მიიტანონ. თანაც, ქადაგების ზუსტად ასეთი მეთოდი წარმოადგენს უმთავრესს იეჰოვას მოწმეების მსახურებაში – კარდაკარ მსახურება. ქადაგების ამ არაჩვეულებრივად ეფექტურმა მეთოდმა, უამრავ ადამიანს საშუალება მისცა რომ პირველად გასცნობოდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას და იესო ქრისტეს მოწაფეები გამხდარიყვნენ.


  «კარდაკარ ქადაგებას ბიბლიური საფუძველი აქვს. სანამ იესო თავის მოციქულებს საქადაგებლად გაგზავნიდა, მან ისინი დაარიგა: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული“. როგორ უნდა მოეძებნათ მათ ღირსეულები? იესომ უთხრა მოციქულებს, რომ ხალხისთვის სახლებში მიეკითხებინათ: „სახლში შესვლისას მიესალმეთ ოჯახს და თუ სახლი ღირსია, მშვიდობა, რომელიც თქვენ უსურვეთ, მიუვიდეს მას“. უნდა დალოდებოდნენ მოციქულები ხალხისგან მოწვევას, რომ მათთან მისულიყვნენ და ექადაგათ? ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ: „სადაც არ მიგიღებენ ან არ მოისმენენ თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ“ (მათ. 10:11—14). იესოს ამ მითითებიდან აშკარად ჩანს, რომ სასიხარულო ცნობის საუწყებლად წასულ მოციქულებს საკუთარ თავზე უნდა აეღოთ ინიციატივა და ხალხისთვის სახლებში უნდა მიეკითხებინათ (ლუკ. 9:6).
  ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მოციქულები კარდაკარ ქადაგებდნენ. მაგალითად, საქმეების 5:42-ში ნათქვამია, თუ რას აკეთებდნენ მოციქულები მას შემდეგ, რაც ახ. წ. 33 წელს ქრისტიანული კრება დაფუძნდა. ამ მუხლში ვკითხულობთ: „ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“. დაახლოებით 20 წლის შემდეგ, პავლე მოციქულმა ეფესოს კრების უხუცესებს შეახსენა: „თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით სახალხოდ და კარდაკარ“. სახლში აკითხავდა პავლე ამ უხუცესებს, ვიდრე ისინი მორწმუნეები გახდებოდნენ? როგორც ჩანს, ეს ასე იყო, რადგან პავლემ მათ სხვა ყველაფერთან ერთად „ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ“ ასწავლა (საქ. 20:20, 21). საქმეების 20:20-ის შესახებ ბიბლეისტი რობერტსონი თავის ნაშრომში წერს: „უნდა აღინიშნოს, რომ ეს უდიდესი მქადაგებელი კარდაკარ ქადაგებდა“ („Word Pictures in the New Testament“).» («საგუშაგო კოშკი», 15 ივლისი 2008 წ., გვ.3-4).

  საინტერესოა, რომ იმ შემთხვევისას, რომელსაც მათე აღწერს, იესო თავის მოწაფეებს ავალებს არა სინაგოგებში მისვლას, არამედ პირდაპირ ადამიანების სახლებში: «სახლში შესვლისას მიესალმეთ ოჯახს და თუ სახლი ღირსია, მშვიდობა, რომელიც თქვენ უსურვეთ, მიუვიდეს მას, ხოლო თუ არ არის ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდეთ». იესოს მოწაფეების მისვლის მიზანი კი სულაც არ იყო მოგზაურობის სიყვარული და ახალი ნაცნობობის სურვილი. ისინი ადამიანებთან იმისათვის მიდიოდნენ, რათა ექადაგათ მათთვის, რაც იესოს სიტყვებიდანაც ჩანს: «იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათე 10:5-14). 
  ზუსტად ამიტომაა ნათქვამი სამოცდაათი მოწაფის საქმიანობის შესახებ: «ისევე როგორც მასწავლებელი, ისინი სხვადასხვა დასახლებებში მიდიოდნენ და იქ კარდაკარ ქადაგებდნენ» («Matthew Henry’s Commentary»).


  ფრაზა «კარდაკარ»-თან დაკავშირებით საინტერესო შენიშვნა იყო გაკეთებული ჟურნალი «საგუშაგო კოშკის» 1991 წლის 1 აგვისტოს გამოცემაში (გვ.24)[რუს.]:

  «"ტაძარსა თუ სახლებში [კარდაკარ, აქ] ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს" (საქმეები 5:42). იეჰოვას მოწმეები ხშირად იყენებენ ამ და სხვა, საქმეების 20:20-ში ჩაწერილ მუხლს იმისათვის, რათა კარდაკარ სამქადაგებლო საქმიანობის ბიბლიური საფუძველი დაამტკიცონ. მაგრამ გერმანიაში, იეჰოვას მოწმეების ზოგიერთი კრიტიკოსები სადაოს ხდიან ახალი ქვეყნიერების თარგმანში ამ მუხლების თარგმნის სისწორეს და ამტკიცებენ, რომ ის ამახინჯებს ორიგინალ ბერძნულ ტექსტს.
საფუძვლიანია თუ არა ასეთი მოსაზრება? არანაირად! ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ, სულ მცირე, გერმანულ ექვს სხვა თარგმანში ეს სიტყვები ზუსტად ასევეა ნათარგმნი. მათ შორის თარგმანებში Zürcher Bibel (გადახედილი) და ახალი აღთქმა რუპერტ შტორის, ფრანც ზიგესა და იაკობ შეფერისაგან (გადახედილია ნ. ადლერის მიერ). მრავალი ინგლისური თარგმანიც ასე ჟღერს.
გერმანელი მეცნიერი ჰანს ბრუნსი განმარტავს მის მიერ ნათარგმნ სიტყვებს საქმეების 5:42-ში სიტყვით «კარდაკარ», ის ამბობს: «თავდაპირველი ტექსტის თანახმად, ისე ჩანს, რომ ისინი თითქოს კარდაკარ დადიოდნენ».  
  დიახ, თავდაპირველი ფრაზა ამ ტექსტში – კატ ოიკონ – გამოიყენება არა გარემოებითი აზრით («სახლში»), არამედ განვრცობითი აზრით და პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს «სახლთან». (მრავლობითი რიცხვი კატ ოიკოუს, რაც ნიშნავს «სახლიდან-სახლთან [კარდაკარ]», მოცემულია საქმეების 20:20-ში.) სხვა მეცნიერებს, როგორც მაგალითად, ჰეინც შიურმანს, საკმარისი საფუძვლები მოჰყავთ იმისათვის, რათა ეს ფრაზა განვრცობითი აზრით ითარგმნოს. ჰორსტ ბალცი და გერხარდ შნეიდერი, რომლებიც ახალი აღთქმის კომენტარებიანი ლექსიკონის ავტორები არიან, ამბობენ, რომ ამ ფრაზის თარგმნა შეიძლება როგორც «სახლიდან-სახლთან». მთელ რიგ ინგლისურ ცნობარებში ეს მუხლი ასეთივე სახითაა განმარტებული».

  კლეონ ლ. როჯერს უმცროსი, ნაშრომში «ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის ახალი ლინგვისტური და ეკზეგეტური გასაღები», ამ ბიბლიურ ფრაზას ასეთივე მნიშვნელობას აძლევს - «კარდაკარ».


  რაც შეეხება საქმეების 5:42-სა და 20:20-შ მოხსენიებულ კარდაკარ მსახურებას, ჟურნალ «საგუშაგო კოშკში» ამასთან დაკავშირებით შემდეგი რამაა აღნიშნული:

  «სიტყვა "კარდაკარ" საქმეების 5:42-ში ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან კატ’ ოიკონ. წინდებული კატა აქ გამოიყენება მანაწილებლის აზრით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მოწაფეების ქადაგება ერთი სახლიდან მეორე სახლამდე ნაწილდებოდა. რანდოლფ ო. ეგერი საქმეების 20:20-ზე საკუთარ კომენტარებში წერს, რომ პავლე ასწავლიდა «როგორც საჯარო კრებულებში [დემოსია], ასევე კარდაკარ (მანაწილებელი [კატა] ბრალდებითი ბრუნვით). პავლემ ეფესოში სამი წელი გაატარა. მან თითოეული სახლი მოინახულა ან, უკიდურეს შემთხვევაში, ყველა ადამიანს უქადაგა (20:26). სახეზეა ბიბლიური დავალება, რომ სასიხარულო ცნობა ნაქადაგები იქნას როგორც კარდაკარ, ასევე საყოველთაო შეკრების ადგილებში».
  სიტყვა კატა-ს მსგავს გამოყენებას ვხვდებით ლუკას 8:1-ში, სადაც ნათქვამია, რომ იესო ქადაგებდა «ქალაქებსა და სოფლებში». საქმეების 20:20-ში პავლემ კატ’ ოიკუს-ის მრავლობითი რიცხვი გამოიყენა. ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში აქ ნათქვამია «თქვენს სახლებში». თუმცა მოციქული მხოლოდ უხუცესებთან გაკეთებულ მეგობრულ მონახულებებს, ან მორწმუნეების სახლებში გაკეთებულ სამწყემსო მონახულებებს როდი გულისხმობდა. მისი შემდგომი სიტყვები აჩვენებს, რომ ის ურწმუნოთა შორის კარდაკარ მსახურებაზე საუბრობდა და, როგორც მან თქვა, «იუდეველებსა და ელინებს ვაუწყებდი ღვთის წინაშე სინანულს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას» (საქმეები 20:21). თანამორწმუნეებს უკვე მონანიებულიც ჰქოდათ და იესოსადმი რწმენასაც ავლენდნენ. შესაბამისად, საქმეების 5:42-ში და საქმეების 20:20-ში საუბარია იმის შესახებ, რომ "სახლებში" ანუ კარდაკარ მსახურება ურწმუნოებთან მიმდინარეობდა» («საგუშაგო კოშკი», 15 იანვარი 1991 წ., «ასწავლეთ სახალხოდ და კარდაკარ», აბზ.4,5 [რუს.]).

  საქმეების 20:20-ში მოხსენიებული ფრაზის «სახლებში» ასეთ გაგებას უჭერს მხარს მრავალი სპეციალისტიც.

  ჯ. გლენტვორტ ბატლერი: «და ქრისტიანული ჭეშმარიტების ეს სწორი გადმოცემა, ეს თავგამოდებული "სწავლება" წარმოადგენდა მის ჩვეულებას, არა მხოლოდ ტირანას სკოლასა და სხვა ადგილებში, სადაც მოწაფეები იკრიბებოდნენ, არამედ მისთვის ხელმისაწვდომ ყველა ბინაშიც. ერთი სახლიდან მეორემდე, ერთი სულიდან მეორემდე, მას დღითიდღე მიჰქონდა სასიხარულო ცნობა ისეთი დიდი სურვილით, რომელიც ქრისტესას ჰგავდა. ყველა კლასისა და რასისთვის, მტრულად განწყობილი იუდეველებისა და დამცინავი ბერძნებისათვის, მისი თემა – რომელიც, როდესაც სრულად გადაიცემა, ყველა დანარჩენ გადამრჩენ ჭეშმარიტებებს მოიცავდა – იყო ღვთის წინაშე მონანიება და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი რწმენა».

   აბიელ ებოტ ლივერმორი: «ის მხოლოდ ღია კრებულში მოხსენებების წარმოთქმით კი არ შემოიფარგლებოდა, სხვა შესაძლებლობებზე უარის თქმით, არამედ თავგამოდებით აწარმოებდა თავის დიდ საქმეს ცალკეულ პირებთან და კარდაკარ; დიახ, მას ცნობა პირდაპირი გაგებით ეფესელების სახლებში, ოჯახებსა და გულებში მიჰქონდა».

  ედვინ უ. რაისი: «ის არ კმაყოფილდებოდა იმით, რომ სინაგოგებსა და მოედნებზე ესწავლებინა და მოხსენებები წარმოეთქვა. ის ყოველთვის გულმოდგინედ „ასწავლიდა“ „კარდაკარ“. ის ბოროტებას კარდაკარ ებრძოდა, ადამიანიდან ადამიანამდე, თვალებიდან თვალებამდე, რათა ქრისტესათვის შეეძინა ადამიანები».


  მეცნიერმა ე.ს. იანგმა, საქმეების 20:20-ში მოცემული პავლეს სიტყვების შემდეგნაირი პერეფრაზირება მოახდინა: «მე არა მხოლოდ საჯაროდ ვლაპარაკობდი, არამედ ასევე თავგამოდებით ვშრომობდი კარდაკარ, ადამიანთა ყველა კლასთან, იუდეველებთან და წარმართებთან. ჩემი მსახურების თემა იყო „ღვთის წინაშე მონანიება და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი რწმენა“».

   სპეციალისტების ზემოთ მოყვანილი კომენტარები იეჰოვას მოწმეების მხრიდან საქმეების წიგნში მოყვანილი იმ ადგილების სწორ გაგებაში გვარწმუნებენ, სადაც სასიხარულო ცნობის კარდაკარ ქადაგებაზეა საუბარი. მოციქულებს უცნობი ადამიანებისათვის სასიხარულო ცნობა მართლაც მათ სახლებში მიჰქონდათ. თანაც, როგორც წინა კომენტარიდან ჩანს, ასეთი მსახურება ჩვეულებრივი რამ იყო არა მხოლოდ პავლესათვის, არამედ დანარჩენი ქრისტიანებისთვისაც (საქმეები 16:32).   


  თავის მხრივ იეჰოვას მოწმეებს ძალიან უცნაურად ეჩვენებათ ის გარემოება, თუ რატომ იწვევს ქადაგების ასეთი ეფექტური მეთოდი – კარდაკარ მსახურება – მრავალი იმ ადამიანის უარყოფით რეაქციას, რომლებიც საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებენ. კიდევ გასაგებია, როდესაც ასეთ რამეს იმ ურწმუნო ადამიანებისაგან ისმენ, რომელთა კარზეც ქრისტიანები აკაკუნებენ და ბიბლიური ჭეშმარიტების გაცნობას სთავაზობენ. ისევე როგორც იესოს დღეებში, მრავალს არც დღეს არ სურს ღვთის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება; მათთვის ის უფრო ადვილია ჩვეული ცხოვრებით იცხოვრონ და საკუთარი ცხოვრება ცოდვასა და სწორ არჩევანს შორის არჩევანის გაკეთებით არ დაამძიმონ (იოანე 3:19-21; რომაელები 1:28-32). გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ადამიანებისათვის ქრისტეს შესახებ სიტყვა – ესაა «სიკვდილის სურნელება ... სასიკვდილოდ», უკიდურესად არასასიამოვნო და უცხოა (2 კორინთელები 2:14-16). არც ისაა გასაკვირი, რომ მრავალ ასეთ ადამიანს, თუ სურთ კიდეც ქრისტიანებისაგან რამე «რელიგიურის» მოსმენა, მაშინ ისიც მხოლოდ ყურის მაამებელის და პირადად მათი მხრიდან არავითარი კარდინალური ცვლილებების მომთხოვნის არც აზროვნებაში და არც საქციელში. ასეთი სიტუაცია ძალიან ჰგავს ესაიას მიერ ნათქვამ სიტყვებს:

  «ეს ურჩი ხალხია, მატყუარა ძეები არიან, რომლებსაც არ სურთ იეჰოვას კანონის მოსმენა. ისინი ეუბნებიან მხილველებს: „არ ნახოთ“, და ხილვების მქონეთ ეუბნებიან: „არ გვიწინასწარმეტყველოთ სიმართლე. საამო სიტყვები გველაპარაკეთ. ხილვაში სიცრუე ნახეთ. გზიდან გადადით, ბილიკიდან გადაუხვიეთ. მოგვაშორეთ ისრაელის წმინდა“» (ესაია 30:9-11).

  ვიღაცას აქვს ნათქვამი: «არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებას ის უფრო მეტად უყვარს, როდესაც ართობენ, ვიდრე ასწავლიან». თუმცა ჩვენ ადამიანებს უნდა მივუტანოთ არა ის, რაც მათ სურთ, არამედ ის, რასაც ისინი საჭიროებენ! ქრისტიანებმა სასიხარულო ცნობა მიიღეს არა იმისათვის, რომ წყვდიადს მორგებოდნენ, არამედ იმისათვის რომ წყვდიადში გაენათებინათ. ზუსტად ამას ასწავლიდა იესო:

  «თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. ლამპარს რომ ანთებენ, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, და ისიც ყველას უნათებს სახლში. თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას» (მათე 5:14-16).

  და თუნდაც ქრისტეს სიტყვები ერთებისთვის — «დაბრკოლებაა, [სხვებისთვის კი] — უგუნურება», ეს არანაირად არ უნდა წარმოადგენდეს თავის მართლების საშუალებას იმისათვის, რათა ქვეყნიერებაში სასიხარულო ცნობის ქადაგება შევწყვიტოთ! (1 კორინთელები 1:23). აი ამიტომ არ მოუვა თავში ნამდვილ მქადაგებელს თავისი მსახურების მიტოვების აზრი მაშინ, თუ მას შეურაცყოფას აყენებენ და იმ კარებიდან აგდებენ, რომელთანაც ის ქადაგებს (შეადარეთ მათე 5:11; 10:14,15,23; 23:34). ამაში არაფერია ახალი და გასაკვირი:
  «ბედნიერნი ხართ, თუ ხალხს სძულხართ, თავიდან გიშორებენ, გლანძღავენ და თქვენს სახელს ბოროტად მიიჩნევენ კაცის ძის გამო. იხარეთ იმ დღეს და იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში, ვინაიდან ... წინასწარმეტყველთაც ასევე ექცეოდნენ» (ლუკა 6:22,23).

  ურწმუნო ადამიანებმა ნებისმიერი სახით შეიძლება მოიხსენიონ იმ მქადაგებლების მსახურება, რომლებიც კარდაკარ ქადაგებენ - «თავს გვაბეზრებენ!», «თავს გვახვევენ!», «რატომ მელაპარაკებიან საკუთარ რწმენაზე, მე თუ ჩემი რწმენა მაქვს?», და ა.შ. თუმცა შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში მსგავსი რეაქციის უკან იმალება იმის აღიარების ცუდად შეფარული სურვილის უქონლობა, რომ ადამიანი აბსოლუტურად შემოქმედზეა დამოკიდებული (იერემია 7:24-28; 10:23). ადამიანური კანონებისაგან განსხვავებით, იეჰოვას კანონი ჩვენი გულის აღზრდისკენაა მიმართული. ეს ნებისმიერი არასრულყოფილი ადამიანისათვის ყველაზე რთული რამაა! და თავისი ცოდვილი ბუნებიდან გამომდინარე, არასასურველიც, რადგან ადამიანი მიჩვეულია რომ ნებისმიერი ის ნაკლი გაამართლოს, რომელზეც მისი გულია მიჯაჭვული. (იგავები 4:23; იერემია 17:9,10).

  ჭეშმარიტება ხშირად კიდევ იმიტომაა არასასურველი, რომ ის წინასწარ შექმნილ აზრს ან ფესვგადგმულ მითს აქარწყლებს. დღეს ბევრს ადამიანს მორწმუნეს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ისინი შეიძლება «ღვთისმოსავ» ადამიანებად დავახასიათოთ (საქმეები 17:22,23). ხშირად მათ რელიგიურ მსოფლმხედველობაში ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებების ქაოტური ნაკრებია გამეფებული, რომელიც ცრურწმენებზე, ანიმიზმზე, «ტრადიციული» რელიგიების სწავლებების ელემენტებზე, აღმოსავლურ ფილოსოფიაზე და ოკულტიზმზეა აგებული. ზუსტად ამ მიზეზის გამო, ერთი და იგივე «ღვთისმოსავ» ადამიანს შეუძლია, სრულიად მშვიდი სინდისით, მანამ, სანამ მართლმადიდებლურ ტაძარში შევა, ყოველი შემთხვევისთვის იმ ხის მაგიდაზე დააკაკუნოს, რომელზეც უკვე იდგება ბაყაყის სტატუეტი ფენ-შუიდან, ხოლო ლიტურგიის შემდეგ სახლში რომ დაბრუნდება, კარის თავზე მიკრულ ნალს გადაუსვას ხელი და ბანქოზე იმკითხაოს, თუ რა ელის მომავალში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართული ტრადიციული კერძი შეიმჩნევა - აჯაფსანდალი.

  ხოლო როდესაც მის სახლში მისული ქრისტიანი, ამგვარი შეხედულებებისადმი ღვთის დამოკიდებულების გაგებას სთავაზობს, მაშინ, თავისთავად ცხადია, იმის აშკარა აუცილებლობა ჩნდება, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი მთელი ეს მასა თავიდან მოიცილოს. ყველა ადამიანს როდი ეყოფა საიმისო პატიოსნება და სიმამაცე, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას. გაცილებით უფრო ადვილია მქადაგებელი მოიცილო თავიდან და საკუთარი გადაწყვეტილება «საკუთარი რწმენით» გაამართლო, რომელიც სინამდვილეში არც კი არსებობს. როგორც ჰერბერტ ეიგარმა აღნიშნა «ჭეშმარიტება, რომელიც გვათავისუფლებს, — ეს ყველაზე ხშირად ის ჭეშმარიტებაა, რომლის მოსმენის სურვილიც არ გვაქვს». «მასთან, ვისაც მიაჩნია, რომ ჭეშმარიტებას ფლობს, და აღარ ეძებს მას, დავა შეუძლებელია» - შენიშნა სხვა მოაზროვნემ.
  
  მქადაგებლის მოსვლით გამოწვეული უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ადამიანებისადმი ელემენტარული შიში იყოს. თუმცა შიში არა უცნობი ქრისტიანის წინაშე, რა თქმა უნდა, არამედ მეზობლების, ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობების მოსაზრების შიში, რომლებმაც შეიძლება იმის შესახებ შეიტყონ, რომ მან სერიოზული ინტერესი გამოავლინა ბიბლიისა და ღმერთის მიმართ. «მერე რას იტყვიან ჩემზე? ამის გამო ჩემდამი პატივისცემას ხომ არ დაკარგავენ?». შეიძლება ასეთი ადამიანის გონებაში ამგვარი მღელვარება ამოტივტივდეს. «ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია» - ამბობს ამის შესახებ წმინდა წერილი (იგავები 29:25). თუმცა ასეთი ადამიანებისათვის მქადაგებლის გაგდება უფრო ადვილია, ვიდრე სხვების წინაშე საკუთარი შიშის დაძლევა, მათ წინაშე, ვისაც ღვთის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება არ სურთ. «არ აჰყვე უმრავლესობას ბოროტებაში…, ისე, რომ უმრავლესობას მიემხრო და სამართალი გაამრუდო» (გამოსვლა 23:2).

    იმის ჭეშმარიტი მიზეზების გაცნობიერება, რომელთა გამოც მრავალ ადამიანს ასეთი კატეგორიული დამოკიდებულება აქვს ქრისტიანების მიერ კარდაკარ ქადაგებისადმი, იეჰოვას მოწმეებს იმის საბაბს არ აძლევს, რომ იმედი გაუცრუვდეთ მათი აგრესიული რეაქციის გამო (იერემია 11:21). მოწმეები ნათლად აცნობიერებენ, რომ მიზეზი მდგომარეობს არა «თავზე მოხვევაში» ან «შეწუხებაში», როგორც ამის წარმოჩენას ზოგიერთები ცდილობენ, არამედ ადამიანთა ელემენტარულ სულიერ უმეცრებაში. ასეთი ადამიანები რომ მართლა ენდობოდნენ ბიბლიას და მართლა პატივს სცემდნენ ღმერთს, ისინი სულ სხვაგვარად მოიქცეოდნენ. მათი საქციელი მოციქული პეტრეს მოწოდების შესაბამისი იქნებოდა: «ყოველთვის მზად იყავით, დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ» (1პეტრე 3:15). აგრესია და შეუწყნარებლობა კი ყოველთვის სულიერი სისუსტისა და ურწმუნოების აშკარა ნიშანი იყო (იერემია 5:20-24; 6:10; 7:25-28; ეზეკიელი 3:4,7-11,27; ამოსი 5:10; ზაქარია 7:11,12). ეს კი იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეებს კვლავ და კვლავ მოუწევთ ადამიანებისთვის სასიხარულო ცნობის კარდაკარ ქადაგება, რათა გააფრთხილონ ისინი, იმისაგან დამოუკიდებლად «გინდ მოგისმინონ, გინდ არა, რადგან ურჩია ეს სახლი, იმას მაინც გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის» (ეზეკიელი 2:4-7).
  როგორც ერთმა ადამიანმა თქვა ოდესღაც, «წინასწარმეტყველთა საქმე — წინასწარმეტყველებაა, ხალხის საქმე კი — მათი ქვებით ჩაქოლვა»…


  თუმცა ეს ყველაფერი იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც შორს არიან ქრისტიანულ რწმენასთან და წმინდა წერილის კვლევისადმი სერიოზული დამოკიდებულებისაგან. და მათმა რეაქციამ თუ დიდად არ უნდა გაგვაკვირვოს, მაშინ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჩნდება კარდაკარ ქადაგების მიმართ იმ ადამიანების მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შემთხვევაში, ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანად» მიიჩნევს. თითქოსდა, განა იმ ხალხს არ აკისრია ღვთისგან გაუცხოებული ქვეყნიერებისათვის ქადაგების პასუხისმგებლობა, რომლებიც ქრისტეს მიმართ საკუთარი რწმენის შესახებ აცხადებენ? განა ურწმუნო ადამიანების კარებებზე დაკაკუნება არ არის ამ ადამიანებამდე სიტყვის მიტანის მოსახერხებელი შესაძლებლობა?

  მაშ რაში მდგომარეობს ამ ე.წ. «ქრისტიანების» პრობლემა? კარდაკარ ქადაგების ბიბლიური პრეცენდენტის არარსებობაში? თუმცა ეს მოსაზრება მაშინვე მტვრად იქცევა, როგორც კი იმას გავიხსენებთ, თუ როგორ იქცეოდნენ მოციქულები და პირველი ქრისტიანები.

  მაშინ, იქნებ, მსახურების ასეთი მეთოდის არაეფექტურობაში? თუმცა აქაც ყველაფერი პირიქითაა. საკმარისია მხოლოდ იმის გათვალისწინება, რომ მრავალმა ურწმუნო ადამიანმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება, რაც მათი სახლის კართან მისულ იეჰოვას მოწმეებს გაესაუბრა! გარდა ამისა, ის ადამიანებიც კი, რომლებიც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას არ მიეკუთვნებიან, ქადაგების ასეთი მეთოდის აშკარა პლიუსებს აღიარებენ. 

  მაგალითად, ინგლისელმა სოციოლოგმა ბრაინ ვილსონმა, იაპონიაში იეჰოვას მოწმეების განვითარების გამოკვლევის შემდეგ, დაწერა: «მათმა უმრავლესობამ [58,3 პროცენტი], ვინც მოწმე გახდა, განაცხადა, რომ პირველად მათი ინტერესი მაუწყებლის მიერ მონახულების შემდეგ აღიძრა».


  ჯერ კიდევ 1994 წლის იანვარში, პაპმა იოანე პავლე II-მ თქვა, რომ ეხლა «არ არის იმის დრო სასიხარულო ცნობის გვრცხვენოდეს, არამედ მისი ღიად ქადაგების დროა». მაგრამ, როგორც ჩანს, დროდადრო გაჟღერებული მოწოდებები, რომ სახარების მქადაგებლები უნდა იყვნენ, უპასუხო რჩება. ერთერთი ავსტრალიური გაზეთის სტატიში ნათქვამი იყო: «სამხრეთ სანაპიროს გამოჩენილ კათოლიკებს სურთ, რომ იეჰოვას მოწმეებს მიჰბაძონ, რაც საკუთარი რწმენისადმი მიდგომას შეეხება» («Illawarra Mercury»). ერთი პიროვნების სიტყვების თანახმად, ევანგელიზაცია უბრალოდ «არ ახასიათებს კათოლიკების ფსიქიკას». ასევე ვიღაცამ განაცხადა: «კარგი იქნება, ეკლესია თუ საკუთარ თავს გაუკეთებს რეკლამას და კარებებზე არ დააკაკუნებს. ამის კეთება მას სკოლებში სწავლებით ან ფოსტით ურჩევნია». ერთერთი ტაძრის მოძღვარიც კი არ იყო იმაში ბოლომდე დარწმუნებული, თუ როგორ უნდა გაეგო პაპის სიტყვები. «ჩვენ ადამიანებს წავახალისებთ, რომ თავის ცხოვრებაში გამოიყენონ მათთვის ცნობილი სასიხარულო ცნობა,— თქვა მან.— დაუკაკუნებენ თუ არა ადამიანებს კარებებზე — ეს სხვა საკითხია». საგაზეთო სტატიის სათაური კარგად აჩვენებს ამ საქმისადმი მიდგომას: «კათოლიკები არ მიჰყვებიან პაპის ქადაგებისაკენ მოწოდებას».

  როგორც ჩანს, აქაც იგივე პრობლემსათან გვაქვს საქმე – სასიხარულო ცნობის ქადაგების სულის არარსებობა! გაცილებით ადვილია თავის იმაში დარწმუნება, რომ არ მოგეთხოვება «მიჰყვე მის [იესოს] ნაკვალევს», და ქრისტიანული ქადაგების ვალდებუმება რომელიმე ადგილობრივ პასტორს დააკისრო (1პეტრე 2:21). ან უბრალოდ დრო და დრო ადამიანები მოიწვიო საკვირაო ქადაგებაზე მეზობელ ეკლესიაში. ესეც მთელი თქვენი «სასიხარულო ცნობის ქადაგება»… 

  მაშ ასე, ქადაგების მეთოდის საკუთარ არჩევანში, რომ კარდაკარ უქადაგონ ყველა ადამიანს, იეჰოვას მოწმეები ბიბლიაში არსებულ პრეცენდენტებს ეყრდნობიან. იესო თავად გზავნიდა საკუთარ მოწაფეებს საქადაგებლად, რათა მათ სასიხარულო ცნობა კარდაკარ მიეტანათ. გარდა ამისა, საქმეების წიგნში მოცემულია ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ მსახურობდნენ იესოს მოციქულები «კარდაკარ» (საქმეები 5:42; 20:20). და ეს საშუალებას გვაძლევს ქადაგების იმ მეთოდის სრულ საფუძვლიანობაში დავრწმუნდეთ, რომელსაც იეჰოვას მოწმეები იყენებენ.



საკვანძო მუხლები

მათ24:14-2819,20

1.რომ10:8-10  ყველამ უნდა იქადაგოს ის წინაპირობაა გადარჩენისთვის.

და მცოლოდ ერთად შეკრებისას? არა. იხილეთ კონტექსტი 10: 14,17

2.2კორ4:3,13 ყველა ქრისტიანი მოვალეობაა

3.ფილ1:14,15,18

4.ებრ10:23,13:15 - მხოლოდ ერთეულებმა უნდა მიაგონ ქრისტეს მსხვერპლი?

5.საქ8:1,4 ყველა ქადაგებდა ვინც დაიფანტა

6.საქ18:24-28

7.გმც22:17

8.ეფ6:19,20

9.1კრ9:16,23

10.მათ9:35-38
11.საქ10:42

12.საქ20:26,27

პრინციპი:

1კრ11:1

1პტრ2:21

ქალებმაც უნდა იქადაგონ

ფს68:11

  
კითხვები იეჰოვას მოწმეებს

  რატომ მიდიან იეჰოვას მოწმეები სახლებში განმეორებით, მაშინაც კი, თუ იქ უკვე უარი თქვეს მათ მიერ შეთავაზებულ ბიბლიის შესწავლაზე?


  1962 წლის 1 ივლისი «საგუშაგო კოშკში» [ინგ.] ახსნილი იყო, თუ რატომ მიდიან იეჰოვას მოწმეები თითოეულ სახლში განმეორებით: «გარემოებები გამუდმებით იცვლება. დღეს თუ სახლში არავინ არის, შემდეგ ჯერზე უკვე სახლში არიან. დღეს სახლის პატრონი ძალიან დაკავებულია, მაგრამ შემდეგ ჯერზე მას საუბრის საშუალება აქვს. დღეს სახლის კარი ოჯახის ერთმა წევრმა გააღო, მომდევნო ჯერზე კი სხვამ. ამასთანავე იეჰოვას მოწმეები ცდილობენ არა მხოლოდ ყველა სახლის მონახულებას მათ ტერიტორიაზე, არამედ ასევე, თუ შესაძლებელია, ამ სახლებში თითოეულ ზრდასრულთან საუბარს. ხშირად ოჯახები რელიგიურად დაყოფილია, ამიტომ რომელიმე წევრს ყოველთვის არ შეუძლია მთელი ოჯახის მოსაზრების გამოთქმა. გარდა ამისა, ადამიანები გამუდმებით იცვლიან საცხოვრებელს და მოწმეებმა არასოდეს იციან ზუსტად, თუ შემდეგ ჯერზე ვინ გააღებს სახლის კარს.
  თუმცა მხოლოდ გარემოებები როდი იცვლება. თვითონ ადამიანებიც იცვლებიან. [...] ადამიანი შეიძლება რაღაც წვრილმანის გამო იყოს შეწუხებული და რელიგიაზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე საუბრის განწყობაზე არ იყოს, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მომდევნო ჯერზეც ყველაფერი ზუსტად ასე იქნება. და თუ ადამიანს ერთი თვის წინ რელიგიაზე საუბარი არ სურდა, ეს იმას არ ნიშნავს, მას ამ თემაზე საუბარი არც ამ თვეში სურს. შეიძლება, მას მერე რაც ბოლოს იეჰოვას მოწმეებთან ისაუბრა, ის რამის გამო ძლიერ იყო აღელვებული, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო მისი სიამაყე თავმდაბლობით შეიცვალა, თვითკმაყოფილება კი — სულიერი მოთხოვნილებების გაცნობიერებით.
  გარდა ამისა, ცნობა, რომელსაც მოწმეები ქადაგებენ, მრავალს უცნაური ეჩვენება, და ამიტომ ისინი ვერ აცნობიერებენ მის მნიშვნელოვნებას. მისი არსი რომ გააცნობიერონ, ისინი მის კვლავ და კვლავ მოსმენას საჭიროებენ».


  რატომ ქადაგებენ მოწმეები მუდამ ორ-ორად?



  უმთავრესად, იეჰოვას მოწმეები ამ საკითხში ცნობილ ბიბლიურ მაგალითებს მიჰყვებიან, როდესაც იესო თავის მოწაფეებს გზავნიდა საქადაგებლად «ორ-ორად». თავიდან იესომ «მოუხმო თორმეტს, რომ ორ-ორად გაეგზავნა» (მარკოზი 6:7).
  «ამის შემდეგ უფალმა სამოცდაათი ამოარჩია და წინასწარ გაგზავნა ორ-ორი ყველა იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თვითონ აპირებდა წასვლას» (ლუკა 10:1).
  იეჰოვას მოწმეები ამ ფაქტებს ისე აფასებენ, როგორც იესოს მიერ მოცემულ მაგალითს და ამიტომ მიჰყვებიან მას თავის მსახურებაში.


  მათ სხვა ბიბლიური პრინციპებიც ახსოვთ.

  «რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს» (იგავები 27:17).

  ორ-ორად მსახურებისას თითოეულ ქრისტიანს თავისი მეწყვილისაგან შეუძლია ჭეშმარიტების ქადაგების საინტერესო და ეფექტური მეთოდების სწავლა. ახალი მქადაგებლები შედარებით გამოცდილების მაგალითებიდან სწავლობენ (საქმეები 20:35).  იმით, რომ მაუწყებლები გამუდმებით სხვადასხვა თანამორწმუნეებთან ერთად ქადაგებენ, მახარებლის ხარისხიანი და პრაქტიკული ჩვევების გაუმჯობესება და ასევე «ჩვენ-ჩვენი რწმენით ... ერთმანეთის ... გამხნევება» მიიღწევა (რომაელები 1:11,12). 


  «ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ. თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს. მაგრამ რა ეშველება მარტომყოფს, თუ დაეცა და წამომყენებელი არავინ ჰყავს?… ერთს თუ მოერევა ვინმე, ორი ერთად ხომ გაუმკლავდება მას! მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი» (ეკლესიასტე 4:9-12).

  სხვა მაუწყებელთან ერთად წყვილად მსახურება, მეტ ფიზიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს აგრესიული პირებისაგან (2კორინთელები 11:26). ასევე ეს საშუალებას იძლევა წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ მოწინააღმდეგეების მხრიდან «ფუჭი სიტყვებით» ცდუნებას, რომლებიც მსახურებაში გვხვდებიან (ეფესოელები 5:6; 2პეტრე 3:17).


  «ორი ან სამი მოწმის პირით უნდა დამტკიცდეს ყოველი საქმე» (2კორინთელები 13:1).

  ბიბლიური პრინციპის თანახმად, სასიხარულო ცნობა «ორი მოწმის» სიტყვებით «მტკიცდება». ეს, რაღა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ იმ ქრისტიანს ვინც მარტო მსახურობს სასიხარულო ნოცბის ქადაგების ძალა არ ექნებოდა ან ღვთისგან არ იქნებოდა კურთხეული. ბიბლიაში იმის მრავალი მაგალითი არსებობს, როდესაც ერთი მსახური შესანიშნავად უმოწმებდა უამრავ ხალხს. თუმცაღა მაინც 2კორინთელების 13:1-ში მოცემული პრინციპი, და იესოს მოწაფეების ორ-ორად მსახურების მაგალითები, იეჰოვას მოწმეებს აღძრავენ, რომ ძირითადი სახით სასიხარულო ცნობის ქადაგების ეს მეთოდი გამოიყენონ.




  რატომაა, რომ იმ პიროვნებას ვისაც ქადაგება არ სურს, არ შეუძლია იეჰოვას მოწმე გახდეს?



  იეჰოვას მოწმეების მიზანს, საკუთარი ქრისტიანული ორგანიზაციის, მათ მიმართ სიმპათიით განწყობილი ხალხის ნომინალური რაოდენობის საშუალებით რაოდენობრივი გაზრდა არ წარმოადგენს (შეადარეთ კანონი [მრ.რჯ.] 7:7). ორგამიზაცია ამ საკითხში რომ თანამედროვე რელიგიების მაგალითს ჰბაძავდეს, მაშინ, ამბათ, იეჰოვას მოწმეების ყოველი შეხვედრა მასიური «მონანიებითა» და ყველა მათგანის ნათლობით დასრულდებოდა, ვინც კრებაზე პირველად მოვიდა. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომის შემთხვევაში მოწმეების ნომინალური რიცხობრიობა, ალბათ ათჯერ გაიზრდებოდა. თუმცა მოწმეები ღვთისთვის ცდილობენ ადამიანების შეძენას და არა საკუთარი თავისთვის (1კორინთელები 9:19-23). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან, ვისაც იეჰოვას მოწმე უნდა რომ გახდეს, თავდაპირველად საკუთარი გონება და გული უნდა გამოასწოროს და ღვთის ნების შესრულების მზადყოფნა გამოავლინოს. და ეს თანხმობაშია იესოს სიტყვებთან:
  «თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს» (მათე 16:24).   

  როგორც უკვე მრავალჯერ გაესვა ხაზი ამ ნაშრომში, ერთერთ მთავარ დავალებას, რომელიც ქრისტიანებმა უფლისაგან მიიღეს, წარმოადგენს ურწმუნო მსოფლიოსთვის სასიხარულო ცნობის ქადაგება და იესოს მოწაფეების მოძებნა (მათე 24:14; 28:19,20). ეს ამოცანა აკისრია ყველას, ვისაც სურს რომ საკუთარი თავი ქრისტეს ნამდვილ მიმდევრად მიიჩნიოს. უბრალო ლოგიკა გვკარნახობს, რომ ის ადამიანი ვისაც იეჰოვას მოწმე უნდა გახდეს, მზად უნდა იყოს სასიხარულო ცნობის ქადაგებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ის შეესაბამება ქრისტიანის წოდებას და იმას, რომ მზადაა «ერთგულად მიჰყვე[ს] მის [ქრისტეს] ნაკვალევს»? (1პეტრე 2:21). იესომ თავისი სრულყოფილი კვალი დატოვა: არც იმაზე ფართო და არც იმაზე ვიწრო, ვიდრე საჭიროა. და იეჰოვას მოწმეები არ ფიქრიბენ, რომ ქრისტიანი ქრისტეს მითითებების საპირისპიროდ შეიძლება მოიქცეს. ხოლო ადამიანს თუ არ სურს ქადაგებასთან დაკავშირებული იესოს მითითების შესრულება, მაშინ, როგორ შეიძლება ქრისტიანებმა იგნორირება გაუკეთონ ასეთ აშკარა გარემოებას და თქვან, რომ ეს ყოველივე – მხოლოდ უმნიშვნელო წვრილმანია, რომელიც არ მოქმედებს იმის შესაძლებლობაზე, რომ ის ქრისტეს მოწაფე გახდეს? 
    
  ამ საკითხში იეჰოვას მოწმეები ასევე პირველი ქრისტიანების მაგალითსაც მიჰყვებიან. ეჭვგარეშეა, რომ პირველ საუკუნეში იესო ქრისტეს მოწაფეებად გახდომის მსურველებისაგან, აქტიურ მქადაგებლებად გახდომას მოელოდნენ.

  «ძალიან საინტერესოა შემდეგი მოწმობა ადრესამოციქულო ეკლესიის ცხოვრების შესახებ. ისტორიკოსმა გიბონმა თქვა: "ახლადმოქცეულების ყველაზე წმინდა მოვალეობა იყო საკუთარ მეგობრებსა და ნაცნობებს შორის შეუფასებელი სასიხარულო ცნობის გავრცელება, რომელიც თვითონაც მიიღეს"» (დ.ა. სტუარტი «ევანგელიზმი»).

  თავისთავად ცხადია, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგებისადმი ანალოგიური მზადყოფნა უნდა ახასიათებდეს იესოს თანამედროვე მოწაფეებსაც.

  «თუ პირადად ჩვენ გავიგეთ ქრისტეს ჩვენდამი სიყვარულის შესახებ და თუ ჩვენი გულები რაღაც დონით მადლიერების გრძნობით გაივსო იმ მადლისათვის, რომელმაც სიკვდილისა და ჯოჯოხეთისაგან გვიხსნა, მაშინ სულიერად მკვდარი ადამიანების მიმართ თანაგრძნობა ჩვენში ბუნებრივად და უნებლიედ უნდა გაჩნდეს. "ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი" (2 კორ. 5:14). პავლემ ამ სიტყვებში ის იგულისხმა, რომ ქადაგება აქტიური უნდა იყოს. სამწუხარო და არასასიამოვნოა გულგრილი ქრისტიანის ცქერა, რომელშიც ქადაგებისა და ქრისტეს შესახებ ძვირფასი ცნობის სხვა, იმ ადამიანებისათვის გადაცემის სურვილი არ ღვივის, რომლებიც მასზე არანაკლებ საჭიროებენ მხსნელს. ანდრია ბუნებრივად მოიქცა, როდესაც, მესიის პოვნის შემდეგ, წავიდა და მის შესახებ თავის ძმას, სიმონს მოუყვა. ბუნებრივად მოიქცა ფილიპეც, რომელიც მაშინვე წავიდა შესანიშნავი ამბის მეგობრისთვის, ნათანაელისთვის გადასაცემად (იოანე 1:40-46). მათ ამის თხოვნა არ სჭირდებოდათ. მათ ეს უნებურად გააკეთეს, როგორც თავისთავად ცხადი რამ. მოდით პირდაპირ ვთქვათ: ჩვენს სულიერ ცხოვრებაში სერიოზული პრობლემებია, თუ საკუთარ თავში მსგავსი სახით მოქცევის ბუნებრივ სურვილს ვერ ვპოულობთ. სასიხარულო ცნობის ქადაგება - დიდი პატივია, და რა მშვენიერი რამ შეიძლება იყოს სხვა ადამიანებთან ქრისტეს სიყვარულზე საუბარი, როდესაც გვესმის, რომ არ არსებობს ისეთი არაფერი, რაც ამაზე მეტად ესაჭიროებათ, და მსოფლიოში სხვა ვერცერთი ცნობა ვერ მოუტანს მათ ამაზე დიდ სიკეთეს. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულგრილები ინდივიდუალური ქადაგებისადმი. ჩვენ სიხარულითა და სიამოვნებით უნდა ვქადაგებდეთ. ჩვენში არ უნდა იყოს იმის სურვილი, რომ მიზეზი ვიპოვოთ ჩვენი ვალდებულებისათვის თავის ასარიდებლად, როდესაც სხვა ადამიათან იესო ქრისტეს შესახებ საუბრის შესაძლებლობა გვეძლევა. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ ამ ბუნებრივობიდან ვუხვევთ, ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ, მაშინ ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ყველაფრით ჩვენ ცოდვას ვუწყობთ ხელს და სატანას ვნებდებით. თუ (და ესაა ყველაზე ხშირი მიზეზი) ის გვაფერხებს, რომ უცნაურები და სასაცილოები გამოვჩნდებით ან განსაზღვრულ წრეში აღიარების დაკარგვის გვეშინია, ჩვენ საკუთარ თავს ღვთის წინაშე უნდა ვკითხოთ: განა შეიძლება ეს მოყვასისადმი სიყვარულში ხელის შემშლელად ვაქციოთ? თუ ცრუ მორიდებულობა (რაც იგივეა რაც ფარული სიამაყე) აკავებს თქვენს ენას სხვებისათვის ქრისტიანული დამოწმებისაგან, მაშინ საკუთარ სინდისს უნდა ვკითხოთ: "რა უფრო მნიშვნელოვანია: ჩვენი რეპუტაცია თუ მათი გადარჩენა?" ჩვენ ვერ შევძლებთ გულდამშვიდებით ამაოებისა და სილაჩრის გავრცელებისათვის თვალის დევნებას, საკუთარ სიცოცხლეს თუ ღვთის ფასეულობებით შევაფასებთ. საჭიროა მადლი ვითხოვოთ, რომელიც ჩვენ საკუთარი თავის გამო აუტანელი სირცხვილის შეგრძნების შესაძლებლობას მოგვცემს, და ვილოცოთ, რათა ღვთის სიყვარულმა იმდენად აგვავსოს, რომ ადამიანებისადმი სიყვარულმაც აგვავსოს. მაშინ ადამიანთან სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვენთვის უფრო ადვილი, ბუნებრივი და სასიხარულო იქნება» (ჯეიმს ი. პაკერი «სასიხარულო ცნობის ქადაგება და ღმერთის ყოვლისშემძლეობა»).




  ხომ არ მიაჩნიათ იეჰოვას მოწმეებს, რომ ქადაგებისაკენ ლტოლვა ქრისტიანული ცხოვრების სხვა მხარეების მნიშვნელობას ამცირებს, მაგალითად, «სულის ნაყოფების» განვითარებას?

  არა, არ მიაჩნიათ! ქრისტიანული პიროვნების ყველა მხარე ერთმანეთთან ჰარმონიულად უნდა ვითარდებოდეს. ის, რომ ქრისტიანი თავგამოდებით ქადაგებს, სულაც არ შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ამიერიდან მას აღარ სჭირდება საკუთარ საქციელზე, საუბარზე, ცხოვრების წესზე და სხვა ადამიანებისადმი დამოკიდებულებაზე ყურადღების მიქცევა. ეს არც იმის შესაძლებლობას ნიშნავს, რომ ისეთი სულიერი ფასულობები ვუგულებელყოთ, როგორიცაა ლოცვა ან ბიბლიის კითხვა. წმინდა წერილი უამრავ გაფრთხილებას შეიცავს ამასთან დაკავშირებით:
  «თუ შენ იუდეველი გქვია, კანონით ხელმძღვანელობ და ღმერთით ამაყობ, იცი მისი ნება, იწონებ საუკეთესოს, რადგან კანონი ზეპირგადმოცემით გაქვს ნასწავლი, დარწმუნებული ხარ, რომ ბრმებისთვის მეგზური ხარ და ბნელში მყოფთათვის — სინათლე, უგუნურთა გამომასწორებელი და ჩვილთა მასწავლებელი ხარ და კანონში მოცემული ჭეშმარიტებისა და ცოდნის მონახაზი გაქვს, სხვებს ასწავლი და საკუთარ თავს არა? ქადაგებ, არ მოიპაროო და იპარავ? ამბობ, არ იმრუშოო და მრუშობ? კერპები გეზიზღება და თან ტაძრებს ძარცვავ? კანონით ამაყობ და თან კანონის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ? „თქვენ გამო უცხოტომელები ღვთის სახელს გმობენ“, როგორც დაწერილია» (რომაელები 2:17-24).

  «ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვილაპარაკო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ჟღარუნა თითბერი ვიქნები ან მჭექარე წინწილა. წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს, ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე, ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები. მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე და ჩემი სხეული გავიღო, რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ეს არაფერს მარგებს» (1კორინთელები 13:1-3).

  «ცხადია, ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია» (1ტიმოთე 5:8).

  ამავდროულად «სულის ნაყოფის» განვითარება, რაც სავსებით კანონზომიერია, ქრისტიანს აღძრავს «სიკეთე და რწმენა» გამოავლინოს ურწმუნო ადამიანების მიმართ არა მხოლოდ თავაზიანობისა და მათდამი კარგი დამოკიდებულების სახით, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანშიც: სასიხარულო ცნობის საშუალებით მათთვის სულიერი დახმარების აღმოჩენით (გალატელები 5:22,23). წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელ ქრისტიანულ «სულის ნაყოფზე» შეიძლება იყოს საუბარი? იეჰოვას მოწმეები არასოდეს ივიწყებენ ამას.



  მიიჩნევენ თუ არა იეჰოვას მოწმეები, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში მონაწილეობა მათი გადარჩენის საწინდარია?

  არა. ბიბლია ხაზს უსვამს, რომ ადამიანის გადარჩენა დამოკიდებულია არა მის კარგ საქმეებზე, არამედ უშუალოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენაზე!

  «ამ წყალობით ხართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით და ეს თქვენი დამსახურება კი არ არის, არამედ ღვთის ძღვენია. არა, ეს საქმეების გამო არ მომხდარა, რომ კვეხნის მიზეზი არავის ჰქონდეს» (ეფესოელები 2:8,9).  

  ჟურნალ «საგუშაგო კოშკში» ამასთან დაკავშირებით ნათქვამი იყო, რომ «ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ხსნა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რის კეთება შეგვიძლია, არამედ იეჰოვას მიერ ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს, მეშვეობით გამოვლენილ მადლზე. პავლემ ნათლად განმარტა: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით“. მაგრამ ჩვენი საქმეები ღვთის აღთქმებისადმი ჩვენი ძლიერი რწმენის დამადასტურებელია (რომაელთა 3:23, 24; იაკობი 2:17, 18, 24).» («საგუშაგო კოშკი», 1 თებერვალი 2001 წ., გვ.16-17.).

  გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ დღეს მათ მიერ განხორციელებულ ქადაგებას დროებითი ხასიათი აქვს. ერთხელაც დადგება დრო, როდესაც იეჰოვა იტყვის:
  «წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს შიდა ოთახებში და ჩაიკეტე კარები! ცოტა ხნით დაიმალეთ, სანამ რისხვა არ გადაივლის. აი, იეჰოვა მოდის თავისი ადგილიდან, რომ პასუხი მოჰკითხოს ქვეყნის მკვიდრს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის» (ესაია 26:20,21).

  თავის დროზე ქადაგების აუცილებლობა გაქრება. მაგრამ ადამიანის რწმენით სავსე გული კვლავ შეუფასებელ როლს ითამაშებს ღმერთთან ურთიერთობაში.

  კარგი იქნება გვახსოვდეს, რომ იეჰოვა – განზრახვების ღმერთია. მას ყველაფრისთვის დანიშნული დრო აქვს, რომლის დროსაც საკუთარ განზრახვებს ახორციელებს. ის ხშირად მათ ჩვეულებრივი ადამიანების მეშვეობით ახორციელებს. მაგალითად, წარღვნის წინა პერიოდში ღმერთმა ნოეს მისცა კიდობნის მშენებლობის დავალება. აბრაამი კი ხანაში უნდა წასულიყო. მოსეს დროს მცხოვრები ისრაელების წინაშე ეგვიპტიდან გამოსვლისა და აღთქმული მიწისაკენ წასვლის ამოცანა იქნა დაყენებული. იესო ნავეს ძის დღეებში ებრაელებს დედამიწა უნდა გაესუფთავებინათ კერპთაყვანისმცემლებისაგან. და ასე შემდეგ…
  დღეს კი ქრისტიანების წინაშე სხვა ამოცანაა დაყენებული – სასიხარულო ცნობის ქადაგება. და აქ არ დგას იმის საკითხი, უნდათ მათ ამის კეთება თუ არა. ესაა დროის მოცემული პერიოდის შესახებ ნათლად გადმოცემული ბიბლიური მითითება, რომლის იგნორირების უფლებაც ქრისტიანებს არ აქვთ! ამიტომ თავისთავად ქადაგების ისე შეფასება, როგორც მქადაგებლის გადარჩენის მაჩვენებლისა, არ შეიძლება. გადარჩენას რწმენა განსაზღვრავს. ქადაგება კი – ესაა ღვთის მიერ ქრისტიანებისთვის დამატებით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც დღეისათვის აქტუალურია, თუმცა მომავალში ის დასრულდება.



  იეჰოვას მოწმეები თუ პირველ ქრისტიანებს ბაძავენ თავის მსახურებაში, მაშინ ისეთ საშუალებებს რატომ იყენებენ, რომლებიც საქმეების წიგნში არ არის აღწერილი? განა პირველი ქრისტიანები ადამიანებს რაიმე ჟურნალებს აძლევდნენ? განა მოციქულები ქრისტიანებს ქადაგებაში რაიმე ვიდეოფილმების გამოყენებას სთავაზობდნენ? და ასე შემდეგ…

  იეჰოვას მოწმეები პირველ ქრისტიანებს ჰბაძავენ არა გარეგან ატრიბუტებში, არამედ იმის დიდ სურვილში, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა გააცხადონ ყველა შესაძლო საშუალებებით. გარდა ამისა, კეთილგონიერება გვკარნახობს, რომ ქრისტიანებმა სასიხარულო ცნობის გაცხადების ახალი და გონივრული ხერხები უნდა იპოვონ. მათ შორის კაცობრიობის თანამედროვე მიღწევების გამოყენებაც შედის (ესაია 60:16).

  როგორც ცნობილია, პირველ საუკუნეში ქრისტეს ყველა მოწაფეს როდი შეეძლო წმინდა წერილის საკუთარი ხელნაწერის ქონა იმ მიზეზის გამო, რომ ის ძალიან ძვირი ჯდებოდა. და მათაც კი, ვისაც ის ჰქონდა, უბრალოდ არ შეეძლო მათი მსახურებაში წაღება, ბანალურად მათი ტარების მოუხერხებლობიდან გამომდინარე. როგორც სტუარტ დ. ჰოლი წერს «მოხეტიალე მქადაგებლები თავისთვის აკეთებდნენ ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტების ამონაწერებს. მთელი ბიბლიის ტარება რთული იყო» («ადრეული ეკლესიის სწავლება და ცხოვრება»).

  ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თანამედროვე ქრისტიანებმა უარი უნდა თქვან ბიბლიაზე წიგნის ფორმატში და გრაგნილებზე გადავიდნენ? ისევე უნდა ჩაიცვან მათ როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანები იცმევდნენ? ამის შესახებ თუ ბიბლიაში არსად არაფერი წერია, მაშინ განა მქადაგებლებმა უარი უნდა თქვან ტელეფონით და ინტერნეტით ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქადაგებაზე? ასევე გადაადგილების მიზნით არც თვითმფრინავები, მატარებლები და ავტომობილები არ უნდა გამოიყენონ? და ასე შემდეგ…

წყარო: sergeiivanov.blogspot.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment