Saturday, 18 July 2020

მოეთხოვებათ ქრისტიანებს მარხვა?



ბიბლიის თვალსაზრისი:
ბიბლიურ დროში ღმერთი იწონებდა მარხვას, რომელსაც ადამიანი წრფელი გულით იცავდა, თუმცა მისთვის მიუღებელი იყო, როცა ვინმე არასწორი მოტივებით მარხულობდა. დღეს კი, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთი არც მოითხოვს ჩვენგან მარხვის დაცვას და არც გვიკრძალავს მას.


როდის მარხულობდნენ ღვთის მსახურები ბიბლიურ დროში?

მოსეს მეშვეობით გადმოცემული ღვთის რჯულით, მარხვა მოითხოვებოდა მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში — ყოველწლიური განწმენდის დღეს. კანონი მოითხოვდა, რომ ამ დღეს ისრაელებს ‘თავი დაემდაბლებინათ’, ანუ ემარხულათ (ლევიანნი 16:29–31; 23:27; ფსალმუნი 34:13). ეს იყო ერთადერთი მარხვა, რომლის დაცვაც იეჰოვას ოდესმე უბრძანებია თავისი ხალხისთვის. ისრაელებს, რომლებიც იცავდნენ მოსეს კანონს, უნდა შეესრულებინათ ეს მოთხოვნა მაგრამ ეს არ იყო ფორმალური მარხვა. განწმენდის დღის დაცვა ისრაელ ხალხს უფრო მეტად ანახებდა თავის ცოდვილ მდგომარეობასა და გამოსყიდვის საჭიროებას. ისინი ამ დღეს კიდევ იმიტომ მარხულობდნენ, რომ გამოეხატათ წუხილი თავიანთი ცოდვების გამო და მოენანიებინათ ღვთის წინაშე.

თუმცა ეს იყო მოსეს რჯულით გადმოცემული ერთადერთი მოთხოვნა მარხვის შესახებ, ისრაელები სხვა შემთხვევებშიც მარხულობდნენ (გამოსვლა 34:28; პირველი მეფეთა 7:6; მეორე ნეშტთა 20:3; ეზრა 8:21; ესთერი 4:3, 16). აქ მოხსენიებულთა შორის ზოგი მონანიების გამომხატველი ნებაყოფლობითი მარხვა იყო. იეჰოვა მოუწოდებდა გზასაცდენილ იუდეველებს: „მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით“. ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ გარეგნულად გამოხატული, ვინაიდან ღმერთი ამბობს: „გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი“ (იოველი 2:12–15).


როდის არის მარხვა უმართებულო?

დროთა განმავლობაში მრავალმა დაიწყო გარეგნულად, ფორმალურად მარხვა. იეჰოვას სძულდა ასეთი არაგულწრფელი მარხვა და ამიტომაც შეეკითხა თვალთმაქც ისრაელებს: „განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე?“ (ესაია 58:5). იმის ნაცვლად, რომ მოჩვენებით ემარხულათ, ამ თავნება ხალხს მოეთხოვებოდა, ემოქმედა ისე, როგორც შეეფერებოდა მონანიებას.
ბიბლიაში მარხვის ისეთი შემთხვევებიც არის მოხსენიებული, რომლებიც ღმერთმა არ მოიწონა. მეფე საულმა, სანამ სულების გამომძახებელთან მივიდოდა, იმარხულა (ლევიანები 20:6; 1 სამუელი 28:20). ბოროტი ადამიანები, მაგალითად იზებელი, აგრეთვე ისინი, ვინც პავლე მოციქულის მოკვლას გეგმავდა, მარხულობდნენ (1 მეფეები 21:7—12; საქმეები 23:12—14). ფარისევლებიც რეგულარულად იცავდნენ მარხვას (მარკოზი 2:18). მიუხედავად ამისა, იესოს მიერ ისინი მსჯავრდადებულნი იყვნენ და მათ ღვთის კეთილგანწყობა ვერ მოიპოვეს (მათე 6:16; ლუკა 18:12). იეჰოვამ არ მოიწონა ზოგიერთი ისრაელის მარხვა, რომლებიც არასწორად იქცეოდნენ და ცუდი მოტივები ჰქონდათ (იერემია 14:12).
ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ მარხვის დაცვა არ ნიშნავს ავტომატურად ღვთის კეთილგანწყობის მოპოვებას. თუმცა ძველ დროს მცხოვრებმა ღვთის გულწრფელმა მსახურებმა, რომლებიც მარხულობდნენ, ღვთის მოწონება დაიმსახურეს. ასევე მარხვა უმართებულოა 

როცა სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა გვსურს. იესო ასწავლიდა, რომ ადამიანს, რომელსაც ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება სურდა, სხვის დასანახად კი არ უნდა ემარხულა, არამედ მხოლოდ ღვთისთვის (მათე 6:16—18).

როცა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ვცდილობთ. მარხვა ადამიანს ზნეობრივი და სულიერი თვალსაზრისით უკეთეს პიროვნებად არ აყალიბებს (ლუკა 18:9—14).

როცა ადამიანი განზრახ ჩადენილი ცოდვის გამოსყიდვას ცდილობს (ესაია 58:3, 4). ღმერთი მხოლოდ იმ ადამიანის მარხვას იწონებდა, რომელიც მთელი გულით ინანიებდა ჩადენილ ცოდვებს და მზად იყო, მას დამორჩილებოდა.

როცა ადამიანი მარხვით რელიგიურ მოვალეობას იხდის (ესაია 58:5—7). ღმერთი შეიძლება შევადაროთ მშობელს, რომელიც არ იწონებს შვილისგან მოვალეობის მოხდის მიზნით, უგულოდ გამოვლენილ სიყვარულს.


სავალდებულოა ქრისტიანებისთვის მარხვა?

არა. ღმერთი ისრაელებისგან მოითხოვდა, რომ მათ გამოსყიდვის დღეს ემარხულათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც იესომ სამუდამოდ გამოისყიდა მომნანიებელი ადამიანების ცოდვები, ამ დღის აღნიშვნა აღარ მოითხოვება (ებრაელები 9:24—26; 1 პეტრე 3:18). ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მოსეს კანონის დაცვა, რომლის თანახმადაც გამოსყიდვის დღეს ღვთის მსახურებს უნდა ემარხულათ (რომაელები 10:4; კოლოსელები 2:13, 14). აქედან გამომდინარე, თითოეულ ქრისტიანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, იმარხულოს თუ არა (რომაელები 14:1—4).
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის არასდროს მიუცია მითითება, ემარხულათ, ის და მისი მიმდევრები განწმენდის დღეს მარხულობდნენ, ვინაიდან ისინი ექვემდებარებოდნენ მოსეს რჯულს. გარდა ამისა, ზოგიერთი მისი მოწაფე ნებაყოფლობით მარხულობდა სხვა შემთხვევებში, ვინაიდან იესოს მთლიანად არ აუკრძალავს მათთვის ამის გაკეთება (საქმეები 13:2, 3; 14:23). მაგრამ ისინი არასდროს არ უნდა ყოფილიყვნენ ‘სახე დამწუხრებულები, რათა მარხულად სჩვენებოდნენ ხალხს’ (მათე 6:16)ისინი ამას ხალხის დასანახავად არ აკეთებდნენ
.ასე გარეგნულად გამოვლენილ ღვთისმოსაობას შეეძლო სხვა ადამიანების აღფრთოვანებული მზერისა და მოწონების გამოწვევა. მაგრამ ღმერთს არ მოსწონს ასეთი მოჩვენებითობა (მათე 6:17, 18).
იესო აგრეთვე ლაპარაკობდა, რომ, როცა მოკვდებოდა, მისი მიმდევრები იმარხულებდნენ. მაგრამ ამით მას მარხვის ჩვეულება არ დაუფუძნებია. ნაცვლად ამისა, მან მიუთითა ღრმა მწუხარებით გამოწვეულ რეაქციაზე, რომელიც მოწაფეებს ექნებოდათ. აღდგომის შემდეგ ის ისევ მათთან იქნებოდა და მარხვის ეს მიზეზი უკვე მოისპობოდა (ლუკა 5:34, 35).

ამგვარად ქრისტიანებისთვის მარხვას ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში მთავარი ადგილი არ უკავია. ბიბლიაში მარხვა არასოდეს არის დაკავშირებული სიხარულთან. ჭეშმარიტი ქრისტიანები კი სიხარულით ემსახურებიან ბედნიერ ღმერთს, იეჰოვას, და მის თვისებებს ირეკლავენ (1 ტიმოთე 1:11; ეკლესიასტე 3:12, 13; გალატელები 5:22).

მოსეს რჯული დასრულდა, როცა ‘ქრისტემ, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, აღხოცა მრავალთა ცოდვა’ (ებრაელთა 9:24–28). და რჯულის დასრულებასთან ერთად დასრულდა მცნება განწმენდის დღეს მარხვასთან დაკავშირებით. ამგვარად, ბიბლიაში მოხსენიებული ერთადერთი სავალდებულო მარხვა გაუქმდა.

რა შეიძლება ითქვას დიდი მარხვის შესახებ?
რა არის იმის საფუძველი, რომ ქრისტიანულ სამყაროში მარხულობენ დიდი მარხვის განმავლობაში?
  40-დღიან მარხვას იმიტომ იცავენ, რომ ქრისტე 40 დღე მარხულობდა. მაგრამ იესოს არასოდეს დაუვალებია თავისი მოწაფეებისთვის, რომ მათაც მის მსგავსად ემარხულათ, და არც არანაირი მტკიცება არ არსებობს იმისა, რომ მოწაფეები მარხულობდნენ. პირველად დიდი მარხვა აღინიშნა ქრისტეს შემდეგ, მეოთხე საუკუნეში. ქრისტიანული სამყაროს სხვა მრავალი სწავლების მსგავსად, ის გადმოიღეს წარმართული წყაროებიდან.

 როგორც კათოლიკური, ასევე პროტესტანტული ეკლესიები სცნობენ დიდ მარხვას, თუმცა შესრულების რიტუალი სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვაგვარია. ზოგიერთი დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამს აღდგომის წინა მთელი 40 დღის განმავლობაში. სხვები მთლიანად მარხულობენ მხოლოდ დიდ მარხვის პირველ ოთხშაბათსა და დიდ პარასკევს. ზოგის აზრით, მარხვის დროს არ უნდა ჭამონ ხორცი, თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები.
  იესომ იმარხულა თავისი ნათლობის შემდეგ და არა სიკვდილის წინ. ამიტომ ცოტა უცნაურია, რომ ზოგ რელიგიაში დიდმარხვის დაცვა ხდება აღდგომის წინა პერიოდში. 
თუ დიდი მარხვა მონათვლის შემდეგ იესოს უდაბნოში მარხვის მიბაძვაა, რატომ აღნიშნავენ მას აღდგომის — დაახლოებით მისი აღდგენის — წინა კვირების განმავლობაში? იესო არ მარხულობდა სიკვდილის წინა დღეებში. სახარების ცნობები ცხადყოფს, რომ სწორედ იესოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის და მისი მოწაფეები ბეთანიაში ერთ ოჯახს ეწვივნენ და ივახშმეს. მან აგრეთვე სიკვდილის წინა ღამეს ჭამა საპასექო საჭმელი (მათე 26:6, 7; ლუკა 22:15; იოანე 12:2).

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში 40-დღიანი მარხვა მიღებული იყო ძველ ბაბილონში, ეგვიპტესა და საბერძნეთში. დიდმარხვის ეგრეთწოდებული ქრისტიანული ჩვეულება, როგორც ჩანს, ამ ქვეყნებიდან გადმოიღეს.
იესოს მონათვლის შემდეგ მისი მარხვიდან შეიძლება რაღაცის სწავლა. ის იწყებდა ძალიან მნიშვნელოვან მსახურებას. ამაში შედიოდა იეჰოვას უზენაესობის გამართლება და მთელი კაცობრიობის მომავალი. ეს იყო ღრმად დაფიქრებისა და იეჰოვასგან დახმარებისა და ხელმძღვანელობის მისაღებად ლოცვით მიმართვის დრო. ამ ხნის განმავლობაში იესო მართებულად მარხულობდა. ეს ცხადყოფს, რომ მარხვა შეიძლება სასარგებლო იყოს, როცა ის კეთდება სწორი მოტივებით და შესაფერის ვითარებაში (შეადარე კოლასელთა 2:20–23).
ბიბლიაში ჩაწერილი პირველი ქრისტიანების მარხვის ორი შემთხვევიდან ჩანს, რომ კარგი მოტივებიდან გამომდინარე, თუ ვინმე არჩევს, საკვებისგან თავი შეიკავოს, ეს ღვთისთვის მისაღებია (საქმეები 13:2, 3; 14:23). და მაინც, ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მარხვა. მაგრამ, თუ პიროვნება არჩევს, იმარხულოს, ფრთხილად უნდა იყოს, რადგან არსებობს გარკვეული საშიშროებები.

მოერიდეთ საშიშროებას

ერთ-ერთი საშიშროება, რომელიც მარხვას თან ახლავს, არის თვალთმაქცობა. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ „მოჩვენებით თავმდაბლობას“ (კოლოსელები 2:20—23). იესოს მაგალითი, რომელშიც ქედმაღალი ფარისეველი რეგულარული მარხვის გამო თავის თავს სხვებზე აღმატებულად თვლიდა, გვიჩვენებს, რომ ღმერთი უარყოფდა ასეთი აზროვნების ადამიანებს (ლუკა 18:9—14).
აგრეთვე არასწორი იქნება, თუ სხვებს ეტყვი, რომ მარხულობ ან ამას იმიტომ აკეთებ, რომ სხვა გეუბნება. მათეს 6:16—18-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების თანახმად, მარხვა პირადი საკითხია თქვენსა და ღმერთს შორის და ამის შესახებ სხვებს არ უნდა გააგებინოთ.
არავინ უნდა იფიქროს, რომ მარხვით ცოდვებს გამოისყიდის. მარხვა ღვთისთვის მისაღები რომ იყოს, ადამიანი ღვთის კანონებს უნდა იცავდეს (ესაია 58:3—7). მარხვით ადამიანს თავისთავად არ ეპატიება ცოდვები. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეტევება დანაშაული, თუ გულწრფელად მოინანიებს (იოელი 2:12, 13). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა წყალობას ავლენს ჩვენ მიმართ და იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე გვპატიობს ცოდვებს. შეუძლებელია მხოლოდ ჩვენი საქმეებით, მათ შორის მარხვით, დავიმსახუროთ ცოდვების პატიება (რომაელები 3:24, 27, 28; გალატელები 2:16; ეფესოელები 2:8, 9).
ესაიას 58:3-ში მარხვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი შეხედულებაა დანახვებული. ისრაელები თვლიდნენ, რომ მათი მარხვის სანაცვლოდ იეჰოვას რაღაც უნდა გაეკეთებინა მათთვის, თითქოს მარხვა საკმარისი იყო ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ისინი 
კითხულობდნენ: „რისთვის ვმარხულობდით, თუკი არ გვხედავდი?! რისთვის ვიმდაბლებდით თავს, თუკი ყურადღებას არ გვაქცევდი?!“ დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ მარხვის სანაცვლოდ ღმერთი მათ საკეთილდღეოდ რაღაცას გააკეთებს. დაე, არასოდეს განვივითაროთ ასეთი არაბიბლიური თვალსაზრისი, რაც უპატივცემულობა იქნებოდა!
ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი მოიწონებს, თუ საკუთარ თავს დათრგუნავენ მარხვით, თვითგვემით ან სხვა რაიმე მოქმედებით. ღვთის სიტყვა გმობს „სხეულის დათრგუნვას“, რადგან „სრულიად უსარგებლოა“ არასწორ სურვილებთან ბრძოლაში (კოლოსელები 2:20—23).

როცა მარხვა შეიძლება სასარგებლო იყოს

მოდი, ყურადღება მივაქციოთ დღევანდელ ზოგ შემთხვევას, როცა ღვთის თაყვანისმცემლებმა შეიძლება იმარხულონ. პიროვნებას, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა, შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში არ უნდოდეს ჭამა. ეს არ უნდა კეთდებოდეს სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ან შენიშვნის მიღების გამო გაღიზიანების გამოსახატავად. რასაკვირველია, მარხვა თავისთავად არ აწესრიგებს ღმერთთან ურთიერთობას. მაგრამ ნამდვილად მომნანიებელი პიროვნება ღრმა მწუხარებას განიცდის იმის გამო, რომ გაანაწყენა იეჰოვა და, შესაძლოა, მეგობრები და ოჯახიც. ძლიერმა სევდამ და პატიებისთვის მხურვალე ლოცვამ შეიძლება ადამიანს დაუკარგოს ჭამის სურვილი.
მსგავსი რამ გადახდა ისრაელის მეფე დავითს. როცა ის დადგა ფაქტის წინაშე, დაეკარგა შვილი, რომელიც ბარშებაყმა გაუჩინა, მთელი მისი ძალისხმევა მიმართული იყო იეჰოვასადმი ლოცვისკენ, რათა ღმერთს გულმოწყალება გამოევლინა მისი შვილის მიმართ. ვინაიდან მთელი მისი გრძნობები და ძალა ლოცვით იყო შთანთქმული, ის მარხულობდა. ამის მსგავსად, დღეს გარკვეულ მძიმე მდგომარეობაში ჭამა შეიძლება მიუღებელი ჩანდეს (მეოთხე მეფეთა 12:15–17).
აგრეთვე შეიძლება არსებობდეს ისეთი პერიოდები, როცა ღვთისმოსავ პიროვნებას სურს, კონცენტრირება მოახდინოს ღრმა სულიერ საკითხებზე. შესაძლოა, აუცილებელია ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების გამოკვლევა. შეიძლება დაფიქრებისთვის დროა საჭირო. ასეთი ყოვლისშთანმთქმელი საქმიანობის დროს პიროვნებამ შეიძლება არჩიოს, არ ჭამოს, რათა ყურადღება არ დაეფანტოს (შეადარე იერემია 36:8–10).
არსებობს იმის ბიბლიური მაგალითები, როცა ღვთის მსახურები მარხულობდნენ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას. ნეემიას დღეებში იუდეველებს იეჰოვასთან ფიცი უნდა დაედოთ და, თუ ამ ფიცს დაარღვევდნენ, დაწყევლილები იქნებოდნენ. მათ აღთქმა უნდა დაედოთ, რომ გაუშვებდნენ თავიანთ უცხოელ ცოლებს და ირგვლივ მყოფი ერებისგან განცალკევებული იქნებოდნენ. ამ ფიცის დადებამდე და თავიანთი დანაშაულის აღიარების დროს მთელი კრებული მარხულობდა (ნეემია 9:1, 38; 10:29, 30). როცა ქრისტიანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პირისპირ დგას, მან შეიძლება ცოტა ხნით არ ჭამოს საჭმელი.
ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში უხუცესთა საბჭოები გადაწყვეტილებების მიღებისას, ზოგჯერ მარხულობდნენ. დღეს, როცა კრების უხუცესებმა უნდა მიიღონ რთული გადაწყვეტილებები — შესაძლოა, სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით — შეიძლება საკითხის განხილვის განმავლობაში უარი თქვან საკვების მიღებაზე.
პირადი საკითხია, გარკვეულ სიტუაციებში გადაწყვიტო იმარხულო თუ არა. ამ საკითხის გამო ერთმა პიროვნებამ არ უნდა განსაჯოს მეორე. ჩვენ არ გვსურს ‘მართლები ვჩანდეთ ადამიანთა წინაშე’; არც საკვები არ უნდა გავხადოთ ისე მნიშვნელოვნად, რომ ხელი შეგვიშალოს ყურადღება მივაქციოთ სერიოზულ ვალდებულებებს (მათე 23:28; ლუკა 12:22, 23). ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღმერთი ჩვენგან მარხვას არც მოითხოვს და არც გვიკრძალავს.


გაწონასწორებული თვალსაზრისი

ღმერთი არ მოითხოვს მარხვას და არც კრძალავს მას. ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ გათვალისწინებული იქნება ზემოთ მოხსენიებული საშიშროებები. მაგრამ მარხვას მთავარი ადგილი არ უნდა ეკავოს ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში. იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ და სურს, რომ მისი მსახურებიც ბედნიერები იყვნენ (1 ტიმოთე 1:11). ღვთის სიტყვაში ნათქვამია: ‘არაფერია იმაზე უკეთესი, რომ ყოველმა კაცმა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია’ (ეკლესიასტე 3:12, 13).
ღმერთს ყოველთვის სიხარულით უნდა ვცეთ თაყვანი, ბიბლიაში კი მარხვა არასოდეს არის დაკავშირებული სიხარულთან. უფრო მეტიც, თუ საკვებისგან თავის შეკავება ჩვენს ჯანმრთელობას ავნებს ან იმის ძალებს გამოგვაცლის, რომ სიხარულით შევასრულოთ შემოქმედის მიერ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის დავალებული საქმე — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება — აშკარაა, რომ მარხვა სასარგებლო არ იქნება.
მიუხედავად იმისა, პირადად რას გადავწყვეტთ, სხვები არასოდეს უნდა განვსაჯოთ. ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით დავა არ უნდა იყოს, „რადგან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა 


წინააღმდეგობები:

1.ბიბლიაში მინიშნებულია მარხვის დღეები და პერიოდები.
„ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ“ (ლუკ. 18, 12).

მაშინ არ იყო გაუქმებული მოსეს კანონი.

2.ანა წინასწარმეტყველი ფანუელის ასული „იყო დაახლოებით ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა დღე და ღამ, მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს“ (ლუკ. 2, 37).

მაშინ არ იყო გაუქმებული მოსეს კანონი.

3.„და თქვა კორნელიუსმა: ოთხი დღის წინ ვმარხულობდი ათ საათამდე“ (საქმე 10, 30).

4.და ვიდრე მსახუერებდნენ უფალს და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ მე ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რომლისთვისაც ვუხმე მათ“ (საქმე 13, 2). 

5.უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს“ (საქმე 14, 23).

6.მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო, და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გადასული იყო“ (საქმე 27, 9).

იესოს მოწაფეები თავიანთი სურვილით მარხულობდნენ ზოგ შემთხვევებში, რადგან იესოს არ უთქვამს, რომ საერთოდ არ ემარხულათ (საქ. 13:2, 3; 14:23).

ქრისტეს ამაღლების შემდეგ მარხულობდნენ როგორც მისი მოციქულები, ასევე რიგითი მორწმუნეები.
 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქრისტიანებს არც მოეთხოვებათ და არც ეკრძალებათ მარხვა (რმ. 14:5, 6).


7.ამტკიცებს მათეს 17:21 (სსგ) იმას, რომ ქრისტიანებისგან ღმერთი მოითხოვს მარხვას?

მათეს 17:21-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლებსაც ვხვდებით სსგ-სა და ზოგიერთ სხვა თარგმანში, არ არის უძველეს ავტორიტეტულ ხელნაწერებში. მსგავსად ამისა, სსგ და ზოგი სხვა თარგმანი მარხვას მოიხსენიებს მარკოზის 9:29-ში, საქმეების 10:30-სა და 1 კორინთელების 7:5-ში. მაგრამ იმავე ავტორიტეტულ ხელნაწერებში სიტყვა „მარხვა“ ამ მუხლებში არ არის ნახსენები.

8.ამტკიცებს მათეს 9:15 იმას, რომ ქრისტიანებს მოეთხოვებათ მარხვა?

ეს მუხლი არ გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ იესომ თავის მიმდევრებს რიტუალური მარხვა დაუწესა. მათეს 9:15-ში ჩაწერილი სიტყვებით მან წინასწარ აღნიშნა, თუ რა რეაქცია ექნებოდათ მოწაფეებს მის სიკვდილზე. სანამ იესო მოწაფეებთან ერთად იყო დედამიწაზე, მათ არ ჰქონდათ მარხვის მიზეზი. როცა იესო მოკვდა, ისინი გლოვობდნენ და მარხულობდნენ. მაგრამ ამის საჭიროება აღარ იყო იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ქრისტიანებს არც უფლის სიკვდილისადმი მიძღვნილ საღამოს მოეთხოვებოდათ მარხვა, რაც კარგად ჩანს პავლე მოციქულის ნათქვამიდან უფლის სიკვდილის აღნიშვნამდე კრებაში ჭამა-სმის უმართებულობის შესახებ: „ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? ... ამიტომ, ჩემო ძმებო, როცა საჭმელად [უფლის გახსენების საღამოს] შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ. თუ ვინმე მშიერია, სახლში ჭამოს, რათა გასასამართლებლად არ შეიკრიბოთ“ (1კრ. 11:22, 33, 34).

9.აქვს თუ არა ბიბლიური საფუძველი დიდმარხვას?

ზოგის აზრით, დიდმარხვა უკავშირდება ნათლობის შემდეგ უდაბნოში იესოს 40-დღიან მარხვას. ეს მისთვის იყო ფიქრისა და ლოცვის დრო, როცა იეჰოვას სთხოვდა დახმარებასა და ხელმძღვანელობას. მაგრამ ყოველწლიური რიტუალი დაუწესა ამით იესომ თავის მიმდევრებს? არა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ პირველი ქრისტიანები იცავდნენ დიდმარხვას. დიდმარხვის დაცვა მხოლოდ მეოთხე საუკუნიდან დაიწყეს. ქრისტიანულმა სამყარომ ეს ჩვეულება სხვა მრავალ სწავლებასთან ერთად წარმართობიდან შეითვისა.
თუ დიდმარხვით იესოს 40-დღიანი მარხვის მაგალითს მიჰყვებიან, რატომ იცავენ მას აღდგომის დღესასწაულის წინა პერიოდში? იესოს არ უმარხულია სიკვდილის წინა დღეებში. სახარებებიდან ვხედავთ, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესო თავის მოწაფეებთან ერთად სტუმრად იყო ბეთანიაში, სადაც მათ საჭმელიც ჭამეს. იესომ სიკვდილის წინ საპასექო ვახშამიც ჭამა (მათ. 26:6, 7; ლუკ. 22:15; იოან. 12:2).

10.ქრისტიანმა იესო ქრისტეს სიკვდილის აღსანიშნავად უნდა იმარხულოს.

სინამდვილე: იესოს არ უთქვამს თავისი მოციქულებისთვის, რომ მისი სიკვდილის აღნიშვნის დღეს ემარხულათ (ლუკა 22:14—18). მართალია, იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეები იმარხულებდნენ მისი სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ეს არ იყო მოწოდება; ის უბრალოდ აღწერდა, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდნენ მოციქულები მისი სიკვდილის გამო (მათე 9:15). ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებდა, თუ შიოდათ, სახლში ეჭამათ, სანამ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშნავდნენ (1 კორინთელები 11:33, 34).

No comments:

Post a Comment