1.«სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით»
«ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი.» (კოლასელები 2:16,17).
«ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს.» (რომაელები 14:5,6).
«ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ? დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით. ვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის.» (გალატელები 4:9-11).
იესო – აი ვინ არის ჩემი ჭეშმარიტი შაბათი! მე მასში ვპოულობ დასვენებას, ის მიცავს ქვეყნიერების საზრუნავისაგან, ამაოებისაკენ ფუჭი ადამიანური ლტოლვისაგან და ცდუნებისაგან ვიფიქრო, რომ გადარჩენა რომელიმე ჩემი პირადი «დამსახურებებით» შემიძლია მოვიპოვო (ეფესელები 2:8,9; ). მე თუ ქრისტეში ვრჩები, მე ღვთის დასვენებაში ვრჩები, მე – ჭეშმარიტ შაბათში ვარ. და ამ შაბათში მე ვრჩები არა კვირაში ერთი დღე, არამედ გამუდმებით, შესვენების გარეშე, როგორც უნდა იყოს კიდეც!
«სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით»
ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებს ამ მნიშვნელოვან გარემოებას. როგორც შედეგი, მათი მხრიდან ასეთი მოსაზრება შეიძლება მოვისმინოთ: «მეოთხე მცნება თუ აუცილებელი აღარაა დასაცავად, ესე იგი, დანარჩენი ცხრა მცნებაც შეგვიძლია არ დავიცვათ? არ შეიძლება ათი მცნების დაყოფა აუცილებლად და არა აუცილებლად! ძველ აღთქმაში თუ მოცემულია შაბათის დაცვის მითითება, განა ეს პირდაპირი გაგებით არ უნდა ვაკეთოთ?»
პრინციპში, ასეთ შეხედულებას შეიძლება გავუგოთ. თუმცა ის იმდენადვე ლოგიკურია, რამდენად ლოგიკურიც იყო ძველიაღთქმისეული ღვთის მსახურის მტკიცება იმის შესახებ, რომ ჩვენი ცოდვებისათვის მსხვერპლის შეწირვა იყო აუცილებელი. მსხვერპლის აუცილებლობას ჯერ კიდევ აბელი აცნობიერებდა, ჩვენი დიდი მშობლების, ადამისა და ევას მეორე ვაჟი. ეს ასევე სრულიად სამართლიანად ესმოდათ აბრაამსაც, იობსაც და მრავალ სხვა იმ მსახურებს, რომლებიც ღმერთს მოსეს რჯულის დადგენამდე დიდი ხნით ადრე ემსახურებოდნენ (ებრაელები 10:3,4). კერძოდ, ეს თანამედროვე ქრისტიანებსაც ესმით. თუმცა ისინი რაღაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს აცნობიერებენ – ჭეშმარიტ მსხვერპლს, რომლის წყალობითაც გვეძლევა გადარჩენა – იესო ქრისტეს (რომაელები 7:25; ებრაელები 10:5-10). მაშ რა შეიცვალა? გამოსყიდვისთვის თავად მსხვერპლის აუცილებლობის პრინციპი დღემდე უცვლელი დარჩა. თუმცა მისი ფორმა შეიცვალა: არა ხარებისა და ცხვრების სისხლი, არამედ ღვთის ძის სისხლი! (ებრაელები 10:1-12; 1 პეტრე 1:18,19). იესო გახდა «კრავი» (იოანე 1:29,36) ჩვენ ქრისტეს მსხვერპლის წყალობით გადავრჩებით! (ეფესოელები 2:15,16; კოლასელები 2:13,14).
«ამ ნებით ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით. ყოველი მღვდელი ყოველდღე თავის ადგილას დგას, რომ ხალხს ემსახუროს და მრავალჯერ შესწიროს იგივე მსხვერპლი, რადგან ისინი სრულად ვერასოდეს წაშლიან ცოდვებს. მან კი სამუდამოდ შესწირა ერთი მსხვერპლი ცოდვებისთვის და ღვთის მარჯვნივ დაჯდა» (ებრაელები 10:10-12).
იესომ კი არ გააუქმა რჯულით დადგენილი მსხვერპლშეწირვის პრინციპი ადამიანთა ცოდვებისთვის, არამედ მისი სრულყოფილად შესრულება უზრუნველყო და ერთხელ და სამუდამოდ გამოისყიდა ადამიანი ცოდვისა და სიკვდილისაგან. როგორც შედეგი, გაუქმდა ამ მიზნისთვის «იგივე მსხვერპლის ... მრავალჯერ შეწირვის» აუცილებლობა, იმიტომ რომ ქრისტე თავად იქცა ჩვენთვის ამ მსხვერპლად (იოანე 1:29; 1 ტიმოთე 2:5,6).
მიუხედავად ამისა, არცერთ ქრისტიანს არ შეუძლია იმის თქმა, რომ ის უკვე არ საჭიროებს გამომსყიდველური მსხვერპლის ძალას. თუმცა ქრისტესთვის აუცილებელი არ არის «მრავალჯერ შესწიროს თავი», რადგან მან ეს «სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით» გააკეთა, მიუხედავად ამისა თითოეული ქრისტიანი აცნობიერებს იმის აუცილებლობას, რომ მყარად უნდა ჩაეჭიდოს გამოსყიდვის პრინციპს, რათა გადარჩენა არ დაკარგოს (ებრაელები 9:25-28). «თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის» (ებრაელები 10:26). ამიტომ, მსხვერპლშეწირვის კანონის დაცვამ ქრისტეს მოწაფეებისთვის ძალა დაკარგა, თუმცა გამომსყიდველური მსხვერპლის (ამჯერად უკვე ქრისტეს) მეშვეობით გადარჩენის პრინციპი ურყევი რჩება.
ასეთივე სახით ჰპოვა საკუთარი ჭეშმარიტი განხორციელება ძველად უცვლელმა მითითებამ წინადაცვეთის შესახებ, რომელიც ასევე მოსეს რჯულის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა, აბრაამიდან მოყოლებული (დაბადება 17:9-14,23-27; საქმეები 7:8). მიუხედავად იმისა, რომ ხორციელი წინადაცვეთის დაცვა მრავალი საუკუნის განმავლობაში მოითხოვებოდა ღვთის მსახურების მხრიდან, წმინდა წერილი მაინც ხაზს უსვამდა წინადაცვეთის «სულის» (პრინციპის) როლის უპირატესობას «დაწერილთან» შედარებით, როდესაც მოუწოდებდა «წინადაიცვითეთ ... მოიცილეთ გულის ჩუჩა» (შეადარეთ კანონი [მრ. რჯ.] 10:16; იერემია 4:4).
შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ წინადაცვეთის სულიერი პრინციპი ქრისტიანებისთვის გაუქმებულია? არა. ისინი მორჩილად განაგრძობენ მის მიყოლას, როდესაც საკუთარ თავს და სიცოცხლეს უძღვნიან ღმერთს. ქრისტეს მიმდევრებისთვის წინადაცვეთის პრინციპი გამოხატულია მათი «წინადაცვეთი[თ] სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით», რასაც მათი მიძღვნითა და ნათლობით ესმება ხაზი (რომაელები 2:28,29; საქმეები 2:38).
«მასთან ურთიერთობით თქვენც იქენით წინადაცვეთილი არა ხელით შესრულებული წინადაცვეთით, არამედ ხორციელი სხეულის მოშორებით,
წინადაცვეთით, რომელიც ქრისტეს ეკუთვნის» (კოლასელები 2:11).
«ჩვენ ვართ ჭეშმარიტად წინადაცვეთილნი, რომლებიც ღვთის სულით
ვასრულებთ წმინდა მსახურებას, ვამაყობთ ქრისტე იესოში და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს.» (ფილიპელები 3:3).
ამასთანავე, წინადაცვეთის სულიერი პრინციპის დაცვისას, ქრისტიანებისთვის აუცილებელი არ არის მისი მიყოლა «დაწერილ კანონთა კრებულით», ანუ ამ მითითების პირდაპირი გაგებით ხორციელად შესრულება (გალატელები 5:1-12; ფილიპელები 3:2; კოლასელები 3:11; ტიტე 1:10,11).
იგივე შეეხებოდა ასევე კანონის მრავალ სხვა მნიშვნელოვან მხარეს, მათ შორის «საჭმელსა და სასმელს ... დღესასწაულს, ახალმთვარობისა თუ შაბათს» (კოლასელები 2:16). ადრე თუ რჯულის მსგავსი მითითებები რეგულარულად და სკურპულოზურად უნდა დაცულიყო, «ზედმიწევნით [დაეცვათ] დღეები, თვეები, დროები და წლები», ეხლა ქრისტეს წყალობით მათი დანიშნულება შესრულებული იქნა და, როგორც შედეგი, მათი პირდაპირი შესრულების აზრი დაიკარგა (გალატელები 4:9-11).
იგივე პრინციპია ასახული კალენდარულ შაბათთან მიმართებითაც. შაბათის «სული» ქრისტიანებისთვის უცვლელი დარჩა – ღვთის დასვენებაში ჩვენი დარჩენა და მკვდარი საქმეებისაგან დასვენება (ებრაელები 4:9; 9:14). თუმცა მისი განხორციელების ფორმა გაცილებით სრულყოფილი გახდა: ქრისტესადმი რწმენისა და ჩვენი გადარჩენის საქმეში მისი უშუალო როლის წყალობით (საქმეები 15:10,11).
პრაქტიკულად რჯულის ყველა წინასწარმეტყველურმა მითითებებმა თავისი სრული შესრულება ღვთის ძეში ჰპოვა. «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით. ამიტომ მისი მეშვეობით ვეუბნებით ღმერთს სადიდებლად „ამინს“» (2 კორინთელები 1:20). ამ მიზნის მისაღწევად, იესო «კანონს დაქვემდებარებული აღმოჩნდა, რათა გამოსასყიდით გაეთავისუფლებინა კანონს დაქვემდებარებულნი» (გალატელები 4:4,5). რითაც ზუსტად შესრულდა მისი სიტყვები:
«არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტებას გეუბნებით: უფრო ადვილია, ცა და დედამიწა მოისპოს, ვიდრე ერთი პაწაწინა ასო ან ასოს ნაწილაკი გაუქმდეს კანონიდან და ყველაფერი არ შესრულდეს.» (მათე 5:17,18).
ეს სრულ თანხმობაშია ასევე პავლეს სიტყვებთანაც, რომელმაც დაწერა:
«განა ვაუქმებთ კანონს რწმენით? არავითარ შემთხვევაში! პირიქით, ვამტკიცებთ კანონს… რათა კანონის სამართლიანი მოთხოვნა შესრულდეს ჩვენში, რომლებიც ხორცით კი არ დავდივართ, არამედ სულით» (რომაელები 3:31; 8:4. შეადარეთ გალატელები 3:19,22-25).
ზუსტად ისევე, როგორც იესო «მხოლოდ ერთხელ [მოკვდა ჩვენთვის, სამსხვერპლო კრავად გახდომით] და მარადიული ხსნა მოგვიპოვა», ის ერთხელ და სამუდამოდ იქცა ჩვენთვის მარადიულ «შაბათადაც», რომელშიც ჩვენ სულიერ «გამოცოცხლებას» ვპოულობთ (ებრაელები 9:12,26; მათე 11:28,29). შესაბამისად, ისევე როგორც კანონის სხვა მრავალ დადგენილებასთან დაკავშირებით, მათთვის, ვინც ქრისტეში რჩება, კალენდარული შაბათი დღის პირდაპირი გაგებით შესრულების მკაცრმა აუცილებლობამაც დაკარგა მნიშვნელობა.
«ამიტომ სამღვდელოების შეცვლასთან ერთად აუცილებელი ხდება კანონის შეცვლაც… ამიტომ გაუქმებულია წინამორბედი მცნება თავისი სისუსტისა
და უსარგებლობის გამო, რადგან კანონს არაფერი გაუსრულყოფილებია. გასრულყოფილება მოხდა დამატებით მიცემული უკეთესი იმედის მეშვეობით, რომელიც ღმერთთან გვაახლოებს» (ებრაელები 7:12,18,19).
«პირველი შეთანხმება რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისთვის ადგილს აღარ მოძებნიდნენ… „ახალი შეთანხმება“ რომ ახსენა, ამით აჩვენა, რომ წინანდელმა თავისი დრო მოჭამა; ხოლო რაც დრომოჭმული და ძველია, ახლოსაა მოსპობასთან» (ებრაელები 8:7-13).
წმინდა წერილის ზემოთ ციტირებული სიტყვების თანახმად, «უკეთესი იმედის» გამოჩენასთან ერთად, რომელიც იესო ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლზეა დაფუძნებული, «აუცილებელი ხდება კანონის შეცვლაც». რომელი კანონი მოვიდა «ძველის» სანაცვლოდ? ახალი აღთქმა მას «ქრისტეს კანონს» უწოდებს (ან «სულის
«ვფიქრობთ, რომ ადამიანი რწმენით არის აღიარებული მართლად, კანონით დადგენილი საქმეებისგან დამოუკიდებლად» (რომაელები 3:28. შეადარეთ გალატელები 2:16; იოანე 1:17).
ამიტომ ზემოთ გაჟღერებული პრეტენზია უსაფუძვლოდ გამოიყურება. ქრისტიანები კი არ აუქმებენ მეოთხე მცნებას, არამედ მას ახალი აღთქმის სულის თანახმად იცავენ – «არა ქვის ფილებზე», არამედ როგორც «ახალი შეთანხმების მსახურნი»:
«თქვენ თვითონ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებზე დაწერილი, რომელიც ყველამ იცის და რომელსაც ყველა კითხულობს. თვალნათლივ ჩანს, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენ მიერ, მსახურთა მიერ დაწერილი, არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფილებზე, არამედ ხორციელ ფილებზე — გულებზე. ქრისტეს მეშვეობით ვართ ღმერთში ასე დარწმუნებულნი… რომელმაც იმისთვის გაგვხადა გამოსადეგი, რომ ახალი შეთანხმების მსახურნი ვყოფილიყავით, არა დაწერილი კანონებისა, არამედ სულისა, რადგან დაწერილ კანონებს სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ, სული კი აცოცხლებს» (2 კორინთელები 3:2-6).
«რათა მონები გავმხდარიყავით სულით, ახალი გაგებით, და არა დაწერილი კანონით, ძველი გაგებით… რათა კანონის სამართლიანი მოთხოვნა შესრულდეს ჩვენში, რომლებიც ხორცით კი არ დავდივართ, არამედ სულით» (რომაელები 7:6; 8:4).
ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის მსახურებისთვის პრინციპების მსგავსი გაგების ქონა, იესომ თავის სამთო ქადაგებისას გვიჩვენა. მათეს მე-5 თავში, 21-ე მუხლიდან მოყოლებული, იესო ათი მცნებიდან ზოგიერთს ეხება და ხაზს უსვამს მათში ჩადებულ გაცილებით უფრო ღრმა პრინციპებს, ვიდრე ამას მისი მსმენელები ხედავდნენ. შემდგომ, მე-12 თავში იესომ მეოთხე მცნების სწორად გააზრების მნიშვნელოვნება გვიჩვენა, როდესაც საუბარი კონკრეტულად შაბათს შეეხო. კერძოდ, უკვე ის, რომ ღვთის ძემ მოწაფეებთან ერთად გალილეისაკენ მიმავალ გზაზე «დათესილ მინდვრებზე» გავლა გადაწყვიტა, იმის ნაცვლად რომ სახლში დარჩენილიყო, შეიძლება შეფასებულიყო კალენდარული შაბათის დარღვევად. და ის ფაქტიც, რომ მის მოწაფეებს იმდენად მოშივდათ, რომ ხორბლის მარცვლების ჭამა დაიწყეს, შაბათ დღეს ასეთი გადაადგილების ხანგრძლივობაზე მიუთითებს. თუმცა იესომ ნათლად დაგვანახა შაბათი დღის რიტუალურ მხარესთან შედარებით მისი სულიერი გაგების აზრის უპირატესობა, როდესაც კალენდარული შაბათის დამცველებს მისი «დარღვევის» მაგალითებზე მიუთითა ტაძარში:
«მე კი გეუბნებით: აქ არის რაღაც, რაც ტაძარზე დიდია. თქვენ რომ მიმხვდარიყავით, რას ნიშნავს „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“, აღარ დაადებდით მსჯავრს უდანაშაულოებს. კაცის ძე შაბათის უფალია» (მათე 12:6-8).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც «ტაძარზე დიდია» იესო, ასევე წარმოადგენს ის შაბათზე დიდსაც («შაბათის უფალს»). ანუ, წარსულში თუ ადამიანი შაბათის შესახებ კანონს უნდა დამორჩილებოდა, ამიერიდან ღვთის მსახურებს დიდი უფალი ჰყავთ, «შაბათის უფალი» – იესო ქრისტე. გარდა ამისა, შაბათის შესახებ კანონის რიტუალური მხარე შეუძლებელია ადამიანის სულიერ ინტერესებზე პრიორიტეტული იყოს, იმიტომ რომ, იესოს სიტყვების თანახმად, «შაბათი ადამიანისთვის არის და არა ადამიანი შაბათისთვის» (მარკოზი 2:27).
ამ ყოველივეს გათვალისწინებით ქრისტიანებისთვის ძალიან უცნაურია მათი მისამართით საყვედურების მოსმენა, თითქოსდა მათ უარი თქვეს მეოთხე მცნებაზე. ეს არ შეესაბამება სიმართლეს! პირიქით, მათ ის მთელი გულით მიიღეს და გამუდმებით მასში რჩებიან, «ასე რომ, კანონი წმინდაა. მცნებაც წმინდაა, მართალი და კარგი» (რომაელები 7:12). თუმცა ისინი მასში რჩებიან არა კვირაში ერთი დღე, არამედ მუდმივად, «დღე და ღამე» (გამოცხადება 7:15). ქრისტესადმი მათი რწმენა – ზუსტად ესაა მათი შაბათი, რომელსაც ისინი წმინდად და მკაცრად იცავენ (მათე 11:28,29).
ღვთის თვალსაზრისის ჩვენებისას, იესომ დაანახა, რომ ღმერთი რაღაც დაუშვებლად არ მიიჩნევდა, როდესაც «შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი რჩებიან» (მათე 12:5). კანონის თანახმად, ტაძარში მსახურება შეუჩერებლად უნდა გაგრძელებულიყო, კვირის დღეებისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ტაძრის მსახური მღვდლები და ლევიანები, ფორმალურად არღვევდნენ შაბათის რიტუალურ დადგენილებას. თუმცა უფლის თვალსაზრისით, არანაირი შაბათის დარღვევაზე საუბარი არ იყო, იმიტომ რომ სამღვდლო მსახურება თავისთავად შეესაბამებოდა ღვთის შაბათის სულსა და პრინციპს. რატომ იყო ასე?
მეოთხე მცნებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება იმის გაგების საშუალებას გვაძლევს, რომ ღმერთი შაბათი დღის დაცვას უბრძანებდა არა უბრალოდ იმისათვის, რომ ყოველგვარი საქმისაგან შეეკავებინათ თავი, არამედ რომ ეს დრო ღვთისმსახურებისათვის მიეძღვნათ. კანონშიც ზუსტად ასე ეწერა:
«ექვს დღეს აკეთეთ საქმე, მეშვიდე დღე კი სრული დასვენების შაბათია, წმინდა შეკრება» (ლევიანნი 23:3).
როგორც ვხედავთ, დასვენების შაბათი საკუთარ გამოვლინებას პოულობდა არა უმოქმედობაში, არამედ სულიერ პრიორიტეტებში, ღვთისადმი მსახურებაში. ებრაელებს ამ დღეს რომ საერთოდ არაფერი გაეკეთებინათ, ისინი ვერ ჩაითვლებოდნენ შაბათის შესახებ კანონის დამცველებად, თუ მეშვიდე დღეს თავს სულიერ საქმეებს არ მიუძღვნიდნენ. ამიტომ გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ ებრაელებისთვის დასვენების შაბათი კანონის მიხედვით წარმოადგენდა არა უბრალოდ უმოქმედობის პერიოდს, არამედ უმთავრესად ღვთის მსახურების დროს. აი რატომ არ იყვნენ დამნაშავენი, იესოს სიტყვების თანახმად, ტაძარში მომსახურე ისრაელი მღვდლები შაბათის კანონის დარღვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს აქტიური ფიზიკური შრომით უყვნენ დაკავებულნი. შაბათ დღეს ტაძარში მათი შრომა (ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დღეებში) ღვთისადმი მსახურებისაკენ იყო მიმართული, რაც თავისთავად ნიშნავდა მათ შაბათის «დასვენებაში» ყოფნას. აქედან გამომდინარეობს ნათელი დასკვნა: კანონის თვასაზრისით, დასვენების შაბათი – ეს, უპირველეს ყოვლისა, ღვთისმსახურების შესრულების დროა!
თუმცა ქრისტიანებთან როგორი შეხება აქვს ამ ყველაფერს? სრულიად პირდაპირი. გავიხსენოთ, თუ როგორი შეგონება კეთდება მათი მისამართით ახალ აღთქმაში:
«როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად შენდებით, რათა გახდეთ წმინდა სამღვდელოება და იესო ქრისტეს მეშვეობით ღვთისთვის მოსაწონი სულიერი მსხვერპლი შესწიროთ... თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება» (1 პეტრე 2:5,9).
«ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში? …რადგან ღვთის ტაძარი წმინდაა და ეს თქვენა ხართ» (1 კორინთელები 3:16,17).
«თქვენი სხეული ტაძარია თქვენში მყოფი წმინდა სულისა, რომელიც ღვთისგან მიიღეთ» (1 კორინთელები 6:19).
«ჩვენ ვართ ცოცხალი ღვთის ტაძარი; ღმერთმაც თქვა: „დავმკვიდრდები მათ შორის
და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“» (2 კორინთელები 6:16).
ქრისტიანები, რომლებიც «სამღვდელოებად» და, არსებითად, თავად «ტაძრად» იქცნენ, «წარადგენენ [საკუთარ] სხეულებს ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა» (რომაელები 12:1). ისევე როგორც ნამდვილ ძველაღთქმისეულ იერუსალიმის ტაძარში, ისინი წმინდა მსახურებას უსრულებენ ღმერთს, თანაც ამას ყოველდღიურად აკეთებენ, კვირის დღეებისაგან დამოუკიდებლად. თანაც, მათი მსახურება გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე ძველიაღთქმისეული მღვდლების ტაძარში მსახურება (ებრაელები 10:1-4; 9:14). მაგრამ თუ იერუსალიმელ მღვდლებსაც კი, რომლებიც ტაძარში შაბათის კანონს არღვევდნენ, ღმერთი მის დამრღვევებად არ მიიჩნევდა, მაშინ მით უმეტეს «ქრისტიანულ სამღვდელოებას», რომელიც «ღვთის ტაძარს» წარმოადგენს, არ შეუძლია «შაბათის დარღვევა», როდესაც ღმერთს უსრულებს მსახურებას «დღე და ღამე» (შეადარეთ გამოცხადება 7:15).
ამიტომ, იესოს სიტყვების მიყოლით, რომელიც მან მათეს 12:5-ში წარმოთქვა უშუალოდ შაბათისა და ტაძარში მღვდლების მსახურების საკითხთან დაკავშირებით, ქრისტიანებსაც, რომლებიც ასევე «სამღვდელოებასა» და «ტაძარს» წარმოადგენენ, შეუძლიათ ღვთის წინაშე სრულიად დარწმუნებულებმა გააგრძელონ საკუთარი მსახურება და არ იდარდონ კალენდარული შაბათის დადგენილების რაიმე სახით დარღვევის თაობაზე. ღვთისადმი ყოველდღიურად მსახურებით, ისინი ამ ყველაფრით, ისრაელი მღვდლების მსგავსად, უკვე იმყოფებიან «დასვენების შაბათში». და ზუსტად ამიტომ შეიძლება მათ მიმართ გამოყენებული იქნას იესოს სიტყვები:
«შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი რჩებიან» (მათე 12:5).
ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს უნდა მიექცეს. ათი მცნება წარმოადგენს დადგენილებების კრებულს, რომლის გაყოფაც, პირობითად, ორ ნაწილად შეიძლება:
1-4 მცნებები ადამიანის ყურადღებას ამახვილებს ღმერთთან მის დამოკიდებულებაზე.
მცნებების პირველ ნაწილს თუ ავიღებთ (1-4), პირველი სამი ზეციური ღმერთის პიროვნებას ეხება. აი მე-4 მცნება კი, ყურადღებით თუ დავაკვირდებით, საკუთარი მესიანური წინასახეობის არსს ააშკარავებს, რაც მას, ათ მცნებაში წარმოდგენილი სხვა მცნებებისაგან შესამჩნევად განსხვავებულს ხდის. რატომ შეიძლება ამის მტკიცება? ასეთ გაგებას ახალ აღთქმაში მოცემული მითითებები წარმოგვიდგენენ.
ზემოთ ჩვენ უკვე განვიხილეთ იესოს მაგალითი, რომელმაც მკაფიო განმატება გააკეთა შაბათისა და მათი მხრიდან მისი დამრღვევების უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინც წმინდა მსახურებას უსრულებენ ღმერთს. ეს მაგალითი მათეს სახარების მე-12 თავის დასაწყისშივეა მოცემული. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოცემულ მონაკვეთს წინ სდევს იესოს ცნობილი სიტყვები, რომელიც მან მე-11 თავის ბოლოს თქვა:
«მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ.
დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული» (მათე 11:28,29).
და ზუსტად ქრისტეში «გამოცოცხლებასთან» დაკავშირებული ამ სიტყვების შემდეგ გრძელდება სახარებისეული თხრობა იესოს მიერ შაბათის პრინციპის განმარტებაზე. განსაკუთრებული რა არის ჩვენი უფლის ამ სიტყვებში?
28 და 29 მუხლებში იესო იყენებს მონათესავე სიტყვებს «ανάπαυσιν» და «αναπαύσω» (სტრონგის № 372 და 373). ეს სიტყვები ნიშნავს «მოსვენებას», «დასვენებას». ეს ზუსტად იგივე სიტყვებია, რომლებიც ძველი აღთქმის იმ ტექსტებშია წარმოდგენილი, რომლებიც შაბათის დაცვასთან დაკავშირებულ მითითებებს შეიცავენ, მაგალითად, გამოსვლის 23:12; 31:15; 35:2; ლევიანების23:3; 25:2 და კანონის [მრ.რჯ.] 5:14. როგორც ვხედავთ, იესო სრულიად მიზანმიმართულად იყენებს საკუთარი თავის მიმართ ბიბლიურ ფრაზას «დასვენებაში შესვლა», რომელიც შაბათს ეხებოდა (ფსალმუნი 94:11; ებრაელები 3:11,18,19; 4:1-11).
აღსანიშნავია ისიც, რომ იესომ, როდესაც ამბობდა «გამოცოხლდება თქვენი სული», გამოიყენა სიტყვა «ανάπαυσιν» («მოსვენება»), რომელიც ასევე ფრაზეოლოგიურად მსგავსი წყობით გვხვდება შაბათის შესახებ მითითებაში ლევიანების 16:31-ში: «ეს თქვენთვის სრული დასვენების [«ανάπαυσιν»] შაბათია; დაიმდაბლეთ თავი». ამგვარად ღვთის ძემ თავის, როგორც ჭეშმარიტი «შაბათის» სტატუსს გაუსვა ხაზი, რომელში შესვლითა და დარჩენითაც, ქრისტიანი საკუთარი სულის ნამდვილ გამოცოცხლებას ჰპოვებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. შაბათის შესახებ მითითების პრინციპის სწორ გაგებაზე საუბრისას, იესომ შემდეგი სიტყვები თქვა:
«თქვენ რომ მიმხვდარიყავით, რას ნიშნავს „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“, აღარ დაადებდით მსჯავრს უდანაშაულოებს. კაცის ძე შაბათის უფალია.» (მათე 12:7,8).
ამ სიტყვებს მარკოზთან დამატება აქვს:
«„შაბათი ადამიანისთვის არის და არა ადამიანი შაბათისთვის. ამიტომ კაცის ძე შაბათის უფალიც არის“» (მარკოზი 2:27,28).
ასე რომ, გულმოწყალების მსხვერპლზე უპირატესობის შესახებ საუბრისას, იესომ განმარტა, რომ ადამიანს შაბათის აუცილებლობა გააჩნდა. და აი აქ უნდა გავიხსენოთ, რომ წმინდა წერილიდან ზუსტად ასეთივე ციტატა ღვთის ძემ ცოტა ადრეც გამოიყენა, მათეს 9:12,13-ში, როდესაც თქვა:
«ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად».
ორივე შემთხვევაში იესო მსმენელების ყურადღებას ერთი და იგივე ბიბლიურ პრინციპზე ამახვილებდა მოწყალებასთან დაკავშირებით, და ადამიანთათვის ზემოდან მომდინარე ანალოგიური მხარდაჭერის საჭიროებაზე. ამავდროულად მე-12 თავში ის შაბათზე მიუთითებს, როგორც ასეთი მხარდაჭერის საშუალებაზე. მე-9 თავში კი პირდაპირ საუბრობს საკუთარ თავზე, როგორც მასზე, ვინც ასეთ დახმარებას იძლევა. რაზე მეტყველებს ეს? ძველ აღთქმაში მოცემულმა შაბათის პრინციპმა თავისი ნამდვილი გამოვლინება იესო ქრისტეს პიროვნებაში ჰპოვა. ნამდვილი დასვენება (რომლის პირველსახესაც შაბათი დღე წარმოადგენდა), ცოდვით დაავადებული კაცობრიობის განკურნება, ეხლა ღვთის ძეშია ხორცშესხმული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესოსთან მისვლით, ადამიანი «დასვენების შაბათში» შედის.
მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტი გვესმოდეს! შაბათი მხოლოდ იმ «მოსვენების» პირველსახეს წარმოადგენდა, რომლის კაცობრიობისთვის მიცემასაც ღმერთი ქრისტეს სახით აპირებდა. აი რატომ საუბრობს ახალი აღთქმა «შაბათის [შესახებ], რადგან ეს ყველაფერი მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი — ქრისტესი» (კოლასელები 2:16). ებრაელების 8:5-სა და 10:1-ში, სადაც ახალი აღთქმა ანალოგიურ ფრაზეოლოგიურ წყობას იყენებს «სიმბოლოსა და ჩრდილის» შესახებ, მკაფიოდ განიმარტება ასეთი შედარების აზრი, ერთ დროს კანონით მნიშვნელოვანი და აუცილებელი გარემოებების გაქრობაზე მითითებით. კოლასელების 2:16, როდესაც შაბათთან დაკავშირებით ამ ფრაზას იყენებს, არ წარმოადგენს გამონაკლისს.
აი რატომ განემარტებათ ქრისტიანებს, რომ კანონით განსაზღვრული წმინდა დღეების გამოთვლა დღეს სხვა არაფერია, თუ არა ამაო «სუსტი და უბადრუკი პრინციპებისადმი» დაბრუნება (გალატელები 4:9-11).
ძველი აღთქმა შაბათს «ნიშანს» უწოდებდა ღმერთსა და ისრაელიანებს შორის (გამოსვლა 31:12-17; ეზეკიელი 20:12). ახალ აღთქმაში ღმერთსა და ადამიანებს შორის ეს «ნიშანი» და «შუამავალი» ღვთის ძე გახდა (მათე 12:38-40; 1 ტიმოთე 2:5; ებრაელები 8:6).
იესო – შაბათის უფალია (მათე 12:8). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზუსტადაც ის არის ჭეშმარიტი შაბათი, რომელშიც პოულობს მილიონობით ქრისტიანი დასვენებასა და მარადიულ გადარჩენას. და ეს საშუალებას გვაძლევს უფრო ღრმად გავაცნობიეროთ ერთ დროს ისრაელისათვის მიცემული მეოთხე მცნების პრინციპი – ის ქრისტეს მესიანური როლის პირველსახეს წარმოადგენდა, «ქვეყნიერების შექმნამდე უკვე ცნობილი იყო მის შესახებ, მაგრამ ის უკანასკნელ დროს გამოცხადდა თქვენთვის» (1 პეტრე 1:20).
მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ მნიშვნელოვანი ბიბლიური ჭეშმარიტების გაგება იმ მორწმუნე ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც კალენდარული შაბათის დღის დაცვის მხარდამჭერებად გამოდიან, რომ გააცნობიერონ ახალ აღთქმაში მოცემული მათთვის რთული სიტყვების აზრი, რომლებიც კანონის ძალის გაუქმებაზე მიუთითებენ. საკუთარი თვალსაზრისის გამართლების მიზნით, მათი მხრიდან შესაძლებელია მოსაზრების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გაუქმებულ კანონში მხოლოდ ე.წ. «ცერემონიალური» კანონი უნდა მოვიაზროთ, რომელიც იუდაიზმის რიტუალურ მხარეს მოიცავს, მაგრამ ათ მცნებასთან (მათ შორის შაბათის შესახებ მე-4 მცნებასთან) ამას არავითარი შეხება არ აქვს.
is რომ გაუქმდა დანარჩენი კანონები, ხოლო ათი მცნება კი ძალაში დარჩა. ეს არასწორია.(ეფ2:15) მთაზე ქადაგების დროს იესო ციტირებდა როგორც ათი მცნებიდან, ასევე კანონის სხვა ნაწილებიდანაც და არ განასხვავებდა მათ ერთმანეთისგან. ამით მან გვიჩვენა, რომ მოსეს კანონი არ ყოფილა ორ ნაწილად გაყოფილი.(მათე 5:21–42)
ასევე ვნახოთ(ნეემ9:13,14)-კანონები,წესები მცნებები:-მათ შორის შაბათი რასვხედავთ ჩვენ არი კანონი განცალკევებული 10 მცნებისგან? არამც და არამც ითქვა ისრო 10 მცნებაა დიდიო?
«4 ამიტომ, ჩემო ძმებო, თქვენც ხომ დაიხოცეთ კანონისთვის ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი გამოვიღოთ ღვთისთვის.
5 როცა ხორციელად ვცხოვრობდით, კანონით აღძრული ცოდვილი ვნებები მოქმედებდნენ ჩვენი სხეულის ნაწილებში, რათა სასიკვდილო ნაყოფი გამოგვეღო.
6 ახლა კი გათავისუფლებულნი ვართ კანონისგან, რადგან დავიხოცეთ იმისთვის, რასაც ჩაჭიდებულნი ვიყავით, რათა მონები გავმხდარიყავით სულით, ახალი გაგებით, და არა დაწერილი კანონით, ძველი გაგებით.
7 მაშ, რას ვიტყვით? ნუთუ კანონი ცოდვაა? არავითარ შემთხვევაში! კანონი რომ არა, არ მეცოდინებოდა, რა არის ცოდვა. მაგალითად, კანონში რომ არ ყოფილიყო ნათქვამი: „სხვისი არაფერი ისურვო“, არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს სხვისი რამის სურვილი».
კიდევ ერთი ტექსტი, 2 კორინთელების 3:3-12:
«3 თვალნათლივ ჩანს, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენ მიერ, მსახურთა მიერ დაწერილი, არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფილებზე, არამედ ხორციელ ფილებზე — გულებზე.
4 ქრისტეს მეშვეობით ვართ ღმერთში ასე დარწმუნებულნი.
5 ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოსადეგნი თუ ვართ, ჩვენით ვართ, არამედ ღმერთი გვხდის გამოსადეგს,
6 რომელმაც იმისთვის გაგვხადა გამოსადეგი, რომ ახალი შეთანხმების მსახურნი ვყოფილიყავით, არა დაწერილი კანონებისა, არამედ სულისა, რადგან დაწერილ კანონებს სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ, სული კი აცოცხლებს.
7 გარდა ამისა, თუ კანონები, რომლებიც სიკვდილს ემსახურება და ქვებზე იყო ამოტვიფრული, დიდებით მოვიდა, ისე რომ ისრაელის ძეები მოსეს ვეღარ უყურებდნენ სახეზე მოფენილი დიდების გამო, რომელიც უნდა გაუქმებულიყო,
8 განა ბევრად მეტი დიდება არ უნდა ჰქონდეს სულის მსახურებას?
9 თუ კანონთა კრებული, რომელიც მსჯავრდადებას ემსახურებოდა, დიდებული იყო, იმას, რაც სიმართლეს ემსახურება, ბევრად მეტი დიდება აქვს.
10 სინამდვილეში, იმას, რაც ერთ დროს განდიდდა, დიდება წაერთვა აღმატებული დიდების გამო.
11 თუკი ის, რაც უნდა გაუქმებულიყო, დიდებით მოვიდა, ბევრად მეტი დიდება ექნება იმას, რაც რჩება.
12 ამიტომ, რადგან ასეთი იმედი გვაქვს, დიდი სითამამით ვლაპარაკობთ»
2 კორინთელების 3:3-12-ში, ისევე როგორც წინა ტექსტში, ჩვენ კვლავ ვხედავთ ათი მცნების დაწერილი კანონის ახალი აღთქმის სულით ჩანაცვლების პირდაპირ მითითებას. როგორი კანონი იყო «ფილებზე ამოტვიფრული»? (მუხლები 3,7) «ცერემონიალურ-რიტუალური»? არანაირად. ქვის ფილებზე მხოლოდ და მხოლოდ ათი მცნება იყო ამოტვიფრული. ეხლა კი ახალი აღთქმა მის დაწერილ კანონს «სასიკვდილოს» და «სიკვდილის მომსახურეს» უწოდებს (მუხლები 6,7).
გარდა ამისა, მოციქული პავლე «სულის მსახურებას» «მეტი დიდების» მქონედ და «აღმატებულს» უწოდებს «ქვებზე ამოტვიფრულის» თანახმად მსახურებასთან შედარებით (მუხლები 7-10). ის უკანასკნელს «გაუქმებულსაც» კი უწოდებს, ანუ იმას, რაც უნდა შეცვლილიყო (მუხლი 11). რით უნდა შეცვლილიყო? პასუხი - მე-6 მუხლშია: «ახალი შეთანხმების სულით მსახურებით» ქვის ფილებზე დაწერილის ნაცვლად. ამით ბიბლია გვიჩვენებს, რომ ქრისტიანებმა ღმერთთან საკუთარი ურთიერთობა უნდა ააგონ არა «ქვის ფილებზე» დაწერილის საშუალებით, არამედ რწმენის გამოვლენითა და ღვთისა და იესო ქრისტეს ღრმად გაცნობით.
ამგვარად, ის მოსაზრება თითქოსდა გაუქმებული კანონი მოიაზრებს ყველა დანარჩენ მცნებებს, გარდა იმისა, რომლებიც ათ მცნებაშია მოცემული, ბიბლიასთან თანხმობაში არ არის. როგორც წმინდა წერილის მოყვანილი მითითებების საფუძველზე შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, დაწერილი კანონი, რომელმაც ქრისტიანებისათვის აქტუალურობა დაკარგა, საკუტარ თავში ათ მცნებასაც მოიცავს, რომელშიც თავის მხრივ შაბათთან დაკავშირებული მე-4 მცნებაც შედის.(ეფ2:15)
ამავდროულად კარგი იქნება გვახსოვდეს სხვა მნიშვნელოვანი ახალაღთქმისეული პრინციპი, რომელიც რომაელების 13:8-10-შია გადმოცემული -
«რადგან ვისაც სხვა უყვარს, კანონი შეასრულა. კანონები: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო“ და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. სიყვარული ბოროტს არ უკეთებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული კანონის შესრულებაა.».
იგივე პრინციპს გაუსვა ხაზი იესომაც, როდესაც ორი მცნება მოიხსენია – «ღვთის სიყვარული» და «მოყვასის სიყვარული» – და თქვა, რომ «ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები» (მათე 22:36-40. შეადარეთ მათე 7:12; გალატელები 5:14). როდესაც თავის მოწაფეებს არიგებდა, იესომ ამას «ახალი მცნება» უწოდა:
«ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ […] ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ» (იოანე 13:34,35; 15:12).
«ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს» (1 იოანე 4:21).
ყოველივე ამით ღვთის სიტყვა ნათელს ჰფენს, რომ ათი მცნების ჭეშმარიტი არსი სიყვარულია. ქრისტიანი თუ ცდილობს, რომ ღმერთთან და ადამიანებთან საკუთარი ურთიერთიბები სიყვარულზე ააგოს, მაშინ თავად ღმერთის თვალში ასეთი ქრისტიანი ათი მცნების შემსრულებელია. და ამიტომ «დაწერილი კანონი, …ფილებზე ამოტვიფრული» აღმოჩნდება «გაუქმებული» და ადგილს უთმობს «სულის კანონს», რომლის საძირკველიც სიყვარულია.
ახალ აღთქმაში პრაქტიკულად არ არის მითითება იმის შესახებ, რომ ქრისტიანისთვის აუცილებელია კალენდარული შაბათი დღის კანონის შესრულება. ბიბლიური სიმფონიით თუ შევიარაღდებით ან ახალი აღთქმის ძველ ხელნაწერებს სტრიქონობრივი თარგმანით გამოვიკვლევთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ შაბათის ხსენება ძირითადად სახარებებით შემოიფარგლება, რომლებშიც ახ.წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღემდე მომხდარი მოვლენებია აღწერილი – ანუ ჯერ კიდევ ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებამდე. იესო, რომელიც «კანონს დაექვემდებარა», რა თქმა უნდა, ვალდებული იყო რომ კანონის აბსოლუტურად ყველა მითითება შეესრულებინა, მათ შორის კალენდარული შაბათიც, «რათა გამოსასყიდით გაეთავისუფლებინა კანონს დაქვემდებარებულნი» (გალატელები 4:4,5; მათე 17:17,18).
შაბათის ხსენების რამოდენიმე შემთხვევას ვხვდებით ასევე საქმეების წიგნშიც, თუმცა ისინი ისევ და ისევ კანონს დაქვემდებარებულ იუდეველებთან ქადაგებას შეეხება, რომლებიც ამ დღეს სინაგოგებში იკრიბებოდნენ. მოციქული პავლე, იცოდა რა იუდაიზმის ეს თავისებურება, ხშირად იყენებდა მას, რათა ეფექტურად დაემოწმებინა მოსეს კანონის მიმდევრებისათვის ქრისტეს კანონის შესახებ, როდესაც ისინი ერთად იკრიბებოდნენ (საქმეები 13:27,42,44; 15:21; 18:4). ამიტომ, პირდაპირ რომ ვთქვათ, კონკტერული მუხლის ჩვენება უშუალოდ ქრისტიანებისათვის კალენდარული შაბათის დაცვის აუცილებლობაზე მითითებით, შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, შეიძლება მოვისმინოთ, ალბათ, ერთადერთი «ახალაღთქმისეული» არგუმენტი კალენდარული შაბათის მხარდასაჭერად, რომელიც დაფუძნებულია ებრაელების 4:9-ში ნათქვამ მოციქული პავლეს სიტყვებზე –
«ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს».
რა იგულისხმება ამ მუხლში?
კერძოდ, ეს მუხლიც კი საუბრობს არა «შაბათზე» როგორც ასეთი, არამედ «შაბათის დასვენებაზე». და აქ უნდა ვიცოდეთ, რომ თავად ის სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც - «დასვენება შაბათს» (σαββατισμός, სტრონგის ნომერი: #4520) – წმინდა წერილში სხვაგან არსად აღარ გვხვდება, - მხოლოდ ებრაელების 4:9-ში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოციქული პავლე გულისხმობდა არა უბრალოდ კანონის ცნობილ კალენდარულ შაბათს, არამედ ერთგვარ პრინციპს, რომელიც შაბათის მცნებასთანაა დაკავშირებული. და რა პრინციპია ეს? საჭირო არ არის ვარაუდებისა და მოსაზრებების წამოყენება, რადგან ამ შეკითხვაზე მკაფიო პასუხი უშუალოდ ამ მუხლის უახლოეს კონტექსტშია მოცემული, რომლის რეზიუმესაც ებრაელების 4:9 წარმოადგენს. მოდით განვიხილოთ…
ებრაელთა მიმართ წერილის დასაწყისში მოციქული პავლე ღვთის ძეზე საუბრობს, რომელზეც წინასწარმეტყველურად მიუთითებდა წმინდა სული. ებრაელების 3:7-დან მოყოლებული, წერილი გაფრთხილებას იძლევა ღვთისადმი და მის მიერ დანიშნული იესო ქრისტესადმი სრული დამორჩილების აუცილებლობასთან დაკავშირებით:
«დღეს თუ მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიჯიუტებთ გულებს, როგორც მაშინ, როცა განმარისხეთ უდაბნოში გამოცდის დღეს… დავიფიცე ჩემი რისხვისას, ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში» (ებრაელები 3:7-11).
აქ მოციქული პავლე ფსალმუნების 94:8-11-ს (საპატრიარქოს გამოცემა) ციტირებს, რომელშიც ყურადღება მახვილდება, ურწმუნოებისა და ურჩობის გამო ისრაელებისათვის ღვთის მიერ დანაპირებ «დასვენებაში» შესვლის შეუძლებლობაზე. შემდეგ თხრობა უშუალოდ ქრისტიანებზე გადადის:
ებრაელების 3:12-15:
«12 გაფრთხილდით, ძმებო, რომ არ ჩამოშორდეთ ცოცხალ ღმერთს და რომელიმე თქვენგანს ბოროტი და ურწმუნო გული არ განუვითარდეს.
13 არამედ ყოველდღე შეაგონებდეთ ერთმანეთს, სანამ შეიძლება ითქვას „დღეს“, რათა რომელიმე თქვენგანი ცოდვის მაცდუნებელმა ძალამ არ გააჯიუტოს.
14 ვინაიდან ქრისტეს მოზიარენი მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხდებით, თუ ბოლომდე მტკიცენი ვიქნებით იმაში, რაშიც დასაწყისში დავრწმუნდით,
15 სანამ ითქმის: „დღეს თუ მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიჯიუტებთ გულებს, როგორც მაშინ, როცა განმარისხეთ“.
[…]
ებრაელების მე-4 თავი:
1 რაკი რჩება დანაპირები, რომ მის დასვენებაში შევალთ, გვეშინოდეს, როდისმე რომელიმე ჩვენგანი ისეთი არ აღმოჩნდეს, რომ ვერ შევიდეს.
2 სასიხარულო ცნობა ჩვენც გვეუწყა, როგორც მათ, მაგრამ მოსმენილ სიტყვას მათთვის სარგებლობა არ მოუტანია, რადგან ისინი არ იყვნენ რწმენით გაერთიანებულნი მათთან, ვინც ყურად იღო.
3 ჩვენ კი, ვისაც გვწამს, შევდივართ მის დასვენებაში, როგორც მან თქვა: „ჩემი რისხვისას დავიფიცე, ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში“, თუმცა მისი საქმენი დასრულებული იყო ქვეყნიერების შექმნიდან.
4 ერთგან მან მეშვიდე დღის შესახებ ასე თქვა: „დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან“.
5 და კვლავ თქვა: „ვერ შემოვლენ ისინი ჩემს დასვენებაში“.
6 მაშ, რადგან ზოგიერთები ჯერ არ შესულან მასში — ისინი კი, ვისაც პირველად ეუწყათ სასიხარულო ცნობა, ურჩობის გამო ვერ შევიდნენ,
7 ის კვლავ ნიშნავს დღეს და დიდი ხნის შემდეგ დავითის ფსალმუნში ამბობს „დღეს“; როგორც ზემოთ იყო ნათქვამი: „დღეს, თუ მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიჯიუტებთ გულებს“.
8 იესო ნავეს ძეს რომ შეეყვანა ისინი დასვენებაში, ღმერთი ამის შემდეგ აღარაფერს იტყოდა სხვა დღეზე.
9 ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს.
10 ვინც ღვთის დასვენებაში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან.
11 მაშ, ყველანაირად ვეცადოთ ამ დასვენებაში შესვლას, რომ ვინმემ არ მიბაძოს მათი ურჩობის მაგალითს».
ეს სიტყვები იმის მკაფიო განმატებას იძლევიან, თუ რომელ «შაბათის დასვენებაზე» საუბრობდა მოციქული პავლე ებრაელების 4:9-ში. ციტირებულ ტექსტში პირდაპირ უკავშირდება ერთმანეთს გაგებები «მეშვიდე დღე», «დასვენება» და «"დღეს"». თუმცა თუ «მეშვიდე დღისა» და «დასვენების» ხსენების მაგალითებს არაერთხელ ვხვდებით იმავე ძველ აღთქმაში, ებრაელების 3:7 – 4:8 მონაკვეთში ქრისტეს მიმდევრების ყურადღება მახვილდება რომელიღაც ახალ «დღეზე». მასზე საუბარია როგორც «სხვა დღის», «დანიშნული დღისა» და დღეზე სახელად «"დღეს"» შესახებ. თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ებრაელების 3:13-სა და 4:7-9-ში ამ დღის შესახებ ნათქვამია:
«არამედ ყოველდღე შეაგონებდეთ ერთმანეთს, სანამ შეიძლება ითქვას „დღეს“.»
«ის კვლავ ნიშნავს დღეს და დიდი ხნის შემდეგ დავითის ფსალმუნში ამბობს „დღეს“; როგორც ზემოთ იყო ნათქვამი: „დღეს, თუ მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიჯიუტებთ გულებს“. იესო ნავეს ძეს რომ შეეყვანა ისინი დასვენებაში, ღმერთი ამის შემდეგ აღარაფერს იტყოდა სხვა დღეზე. ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს.».
როგორც შეგვიძლია დავინახოთ, ქრისტიანებისთვის «ინიშნება დღე», რომელსაც ეწოდება «"დღეს"». ებრაელების 3:13-ის თანახმად, ეს «"დღეს"» დგება არა კვირაში ერთხელ, არამედ «ყოველდღე»! რატომ ყოველდღე? ეს თავად სიტყვა «"დღეს"»-იდან გამომდინარეობს. ძველ ტექსტში ამ ადგილას დგას ბერძნული სიტყვა σήμερον (სტრონგის ნომერი: #4594), რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს «დღეს» ან «ეს დღე». მაგალითად, იგივე სიტყვას ჩვენ კვლავ ვხვდებით ებრაელების 13:8-ში, სადაც ნათქვამია: «იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და მარადიულად». ან, მაგალითად, ცნობილ ლოცვაში «მამაო ჩვენო»: «მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური» (მათე 6:11).
ზუსტად ასეთი თავისი პირდაპირი მნიშვნელობითაა («დღეს») გადმოცემული ბერძნული სიტყვა «σήμερον» სხვა მრავალ თარგმანშიც, როგორც ეს ებრაელების 4:7-ის მაგალითზე ჩანს –
«კვლავინდებურად აწესებს გარკვეულ დღეს, და დავითის პირით ამბობს - „დღესო“, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“.» (საპატრიარქოს გამოცემა).
«კუალად რასმე განაჩინებს დღესა დავითის მიერ და იტყჳს, შემდგომად ესოდენისა ჟამისა, ვითარცა-იგი თქუმულ არს: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა.» (მცხეთური ხელნაწერი - გ. მთაწმინდელი).
«მერმე კუალად მასვე გამოაჩინებს დღესა დღეს დავითის მიერ, და იტყჳს, შემდგომადესოდენისა ჟამისა, ვითარცა-იგი წინაჲსწარ თქუმულ არს: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუგანიფიცხებთ გულთა თქუენთა.» (ადიშის ოთხთავი 897 წ.).
«კვლავ განსაზღვრავს გარკვეულ დღეს, - დღეს, ამბობს დავითის საშუალებით ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი: დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს.» (ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი - 1985).
«კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს, - “დღეს,” ამბობს დავითით, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი: “დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”.» (სბს - სტოკჰოლმი 2001).
«ამიტომ კვლავ აწესებს რომელიღაც დღეს, – „დღეს,“ – ამბობს ის დავითის პირით ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ იმას, რაც უკვე იყო ნათქვამი: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს.“» (სბს - 2013).
«კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს და ამბობს დავითის მეშვეობით: "დღეს, - ესოდენ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი - თუ გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”.» (ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015).
ბიბლიური ტექსტის კეთილსინდისიერი კვლევა, ჩვენს მიერ განხილული მონაკვეთის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ყურადღების გამახვილების საშუალებას გვაძლევს. როგორც გვახსოვს, მათეს 11:28,29-ში იესო თავს ღვთის მსახურების ჭეშმარიტ «დასვენებასთან» აიგივებდა. ამავდროულად ებრაელების 3:11,18,19-სა და 4:1,3,5,6,10,11-ში მოყვანილის აზრი «დასვენებაში შესვლის» შესახებ, რომელიც ჯერ ისრაელების მიმართაა გამოყენებული და შემდეგ ქრისტიანების მიმართ. ყველა ამ მუხლებში სიტყვა «შესვლა» ძველ ტექსტში წარმოდგენილია ბერძნული სიტყვით «εἰσέρχομαι» (სტრონგის ნომერი: #1525). იგივე სიტყვა გამოიყენა იესომ საკუთარი თავის მიმართ, როდესაც თავის მსმენელებს ასწავლიდა «მისით შესულიყვნენ» გადასარჩენად:
«ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მე კარი ვარ ცხვრისთვის… მე კარი ვარ. ვინც ჩემით შედის, გადარჩება» (იოანე 10:7,9).
იესო საკუთარ თავს აიგივებს ჭეშმარიტ «დასვენებასთან» და «კართან», რომელშიც აუცილებლად უნდა «შევიდეს» ყველა, ვისაც უნდა რომ გადარჩენა მიიღოს. ასევეა ებრაელების 4:3,10,11-შიც ქრისტიანების შესახებ ნათქვამი, რომ გადასარჩენად მათთვის დასვენებაში შესვლაა აუცილებელი:
«ჩვენ კი, ვისაც გვწამს, შევდივართ მის დასვენებაში… ვინც ღვთის დასვენებაში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან. მაშ, ყველანაირად ვეცადოთ ამ დასვენებაში შესვლას, რომ ვინმემ არ მიბაძოს მათი ურჩობის მაგალითს».
დასკვნა აშკარაა: იესო წარმოადგენს ერთგვარ «კარს», ზუსტად იმ «დასვენებას», რომელში შესვლაცაა საჭირო გადასარჩენად. მისი მეშვეობით გვეძლევა ერთადერთი გზა, რომელსაც ღვთისკენ და მარადიული სიცოცხლისაკენ მივყავართ:
«მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა» (იოანე 14:6. შეადარეთ რომაელები 5:2; ეფესელები 2:18; ებრაელები 10:20).
ასე რომ, ჩვენს მიერ წმინდა წერილის განხილული მონაკვეთი ებრაელების 3:7 – 4:11 მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ხდის ფარდას: კალენდარული შაბათი დღე თავისთავად წარმოადგენდა მხოლოდ «ჩრდილს», ღვთის ჭეშმარიტი «დასვენების» პირველსახეს, მის «მეშვიდე დღე»-ს (კოლასელები 2:16,17; ებრაელები 4:3-5). ქრისტიანებისთვის შაბათის დასვენების შესახებ ძველი მცნება გაცილებით უფრო ღრმა აზრს იძენს, რადგან მისი მთავარი არსი იმალება არა «ჩრდილის», ანუ რომელიმე ცალკე აღებული კალენდარული დღის დაცვაში, არამედ ღვთის «დასვენებაში» მუდმივად და ყოველდღიურად დარჩენის აუცილებლობაში, რაც მხოლოდ იესო ქრისტეს მიღებითაა შესაძლებელი (მათე 11:28,29; მარკოზი 2:27,28).
ქრისტიანისთვის მისი «დასვენება» გულისხმობს ამაო, «მკვდარი საქმეებისგან [დასვენებას], რათა წმინდა მსახურება შევუსრულოთ ცოცხალ ღმერთს» (ებრაელები 9:14. ასევე შეადარეთ რომაელები 6:6; ეფესელები 4:22-31; კოლასელები 3:5-10). ის, ვისაც სურს რომ მუდმივად ღვთის კურთხევაში დარჩეს, «ღვთის დასვენებაში» უნდა შევიდეს და აღარასოდეს გამოვიდეს იქიდან (ებრაელები 4:3,10,11). ასეთი «დასვენება» ქრისტიანისათვის გრძელდება არა კვირაში ერთი დღე, არამედ «ყოველდღე» (ებრაელები 3:13). ღვთის ამ დასვენებაში ყოფნით, ისინი «ტაძარში წმინდა მსახურებას ასრულებენ მისთვის დღე და ღამე» (გამოცხადება 7:15). ამ მიზეზის გამო მას «დანიშნული დღე», ანუ «სხვა დღე», «"დღეს"» ეწოდება. ეს იმას გულისხმობს, რომ ქრისტიანი ყოველდღიურად, ყოველთვის უნდა გრძნობდეს თავს ღვთიურ სულიერ დასვენებაში (ებრაელები 4:7,8). ქრისტეს მოწაფისათვის შაბათი დღე – ესაა «ყოველდღე» ანუ «"დღეს"» (ებრაელები 3:13 და 4:7).
და ზუსტად ამიტომ, თუ კიდეც ვილაპარაკებთ კალენდარულ «შაბათზე», მაშინ ქრისტიანისთვის ყოველი კალენდარული დღე ასეთ «შაბათს» წარმოადგენს; ის ყოველდღიურად «დასვენების შაბათში» იმყოფება, და არავითარი საფუძველი არ აქვს იქიდან გამოსასვლელად. აი ამიტომ წერს მოციქული პავლე: «ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს» (ებრაელები 4:9).
მაშ ასე, შეკითხვა: ვიცავ თუ არა «შაბათს»?
პასუხი: დიახ, მე ვიცავ «შაბათს». თუმცა არა «შაბათ-ჩრდილს», არამედ შაბათ-«სინამდვილეს» (კოლასელები 2:16,17). არა კალენდარულ შაბათს, არამედ ჭეშმარიტ შაბათს ქრისტეში (მათე 11:28,29; მარკოზი 2:27,28). ამ სულიერ შაბათში მე ვრჩები არა მხოლოდ კვირაში ერთი დღე, არამედ «ყოველდღე» (ებრაელები 3:13; გამოცხადება 7:15). მე ვიცავ მას როგორც იმ დღეს, რომელსაც ქრისტიანებისთვის «ყოველდღე» ანუ «"დღეს"» ჰქვია (ებრაელები 4:7). ამ დღეში დარჩენით, მე უწყვეტ «შაბათის დასვენებაში» ვრჩები (ებრაელები 4:9).
1.(კან5:1-3)-მხოლოდ ისრაელ ერს მიეცა მითითება შაბათთან დაკავშირებით და ესეც იმიტომ რომ ეს შეახსენებდა ისრაელებს ეგვიპტიდან გათავისუფლებას სადაც მათ დასვენების საშუალება არ ჰქონდათამგვარად მათ ყოველთვის ეხსომებოდათ რომ ეგვიპტის მიწაზე მონები იყვნენ და მადლიერება გამოეხატათ ღვთისთვის რადგან მან დაიხსნა ისინი მათი ხელიდან და შედეგად შაბათი იყო სიხარულისა და ღვთის განდიდების დრო(კან5:14,15)ამრიგად ეს იყო არა ადამისთვის დასაწყისიდან მიცემული არამედ მხოლოდ ისრაელი ერის დროს(ნეემ9:9,13,14)(ეზეკ20:10,12,20)
ახლა ქრისტიანები ღვთის დასვენებაში შედიან როცა რწმენას ავლენენ მისი დანაპირებისადმი სულიერ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ დაყოველდღე მისი ნების თანახმად ცხოვრობენ
2.(გალ3:11, 16,17-ეს იყო დროებითი ეს ხსნისთვის არაა 18,19 ეს იყო სანამ ქრისტე მოვიდოდა და მოკვდებოდა ახლა აღარ-,23-25) ამით გადარჩენა არ მიიღწევა(ტიტ3:5-7)
3.(ებრ8:6-8,13)
4.(2კრ3:6,8,11-16)
5.(კოლ2:13,14,16)
6.(გალ4:4,5,9-11,5:1)
7.(ეფ2:15,16)
8.(რომ6:14,15)
9.(რომ10:4)
10.(მათ12:5-7)
11.(ლუკ14:5,6)
12.(ებრ7:18,19,22)
13.(გალ6:2)
14.(რომ3:21-28)
15(გალ2:16,21)
16(გალ5:4,14-18)-თუ შბათი მთავარია 10 მცნებიდან მაშინ რატომ გამოტოვა პავლემ? და თანაც ვხედავთ რომ მათ აერთიანებს ერთი მცნება სიყვარული(მათ22:36-39)აი ეს გაგრძელდება მარადიულად(1კრ13:8)
1.ჩვენთვის არ არის საჭიროება შაბათის დაცვისა რადგან ახალი ხელმძღვანელი გვყავს ქრისტე(ებრ3:5,6)(გალ3:11-18)
2.ახლა აღარ არის ისრაელი არამედ არის ახალი ერი და მას არმოეთხოვება ძველი კანონებისადა მცნებების დაცვა ეს ერი განსხვავდება ძველისგან(მათ5:38-48)(გალ3:10) ახალი აღთქმა კი ამბობს(რმ8:34)
3.ჩვენ არ მოგვეთხოვება შაბათი ჩვენ მოგვეცა ახალი აღთქმა(იერ31:31,22) ძველი აღთქმისდროს იღვრებოდა თხის სისხლი ახალი აღთქმის დროს დაიღვაა ღვთის ძის სისხლი
იოან4:24
ქრისტიანები ძველი აღთქმის კანონებს უნდა ემორჩილებოდნენ?
პასუხი: ამ საკითხის გაგება შესაძლებელია, იმის ცოდნით, რომ ძველი აღთქმის კანონი ებრაელების ერის, და არა ქრისტიანების მიმართ იყო გამიზნული. ზოგი კანონი ებრაელებს ღვთის მორჩილებისა და სიყვარულისაკენ (მაგალითად, ათი მცნება) მიუთითებდა. ზოგი კანონის მიზანი იყო, რომ ებრაელებს დაენახათ როგორ უნდა ეცათ თაყვანი უფლისათვის და გამოესყიდათ ცოდვები (მსხვერპლშეწირვის სისტემა). ზოგი კანონის მიზანი იყო, რომ ებრაელები სხვა ერებისაგან გამორჩეულნი ყოფილიყვნენ (კვებისა და ჩაცმის წესები). არც ერთი ძველი აღთქმის კანონი არ არის სავალდებულო ჩვენთვის დღესდღეობით. როდესაც იესო ძელზე გააკრეს, მან დაასრულა ძველი აღთქმის კანონი (რომაელთა 10:4; გალატელთა 3:23-25; ეფესელთა 2:15).
ძველი აღთქმის კანონის ნაცვლად, ჩვენ ვემორჩილებით ქრისტეს კანონს (გალატელთა 6:2), რომელიც არის „გიყვარდეს უფალი შენი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი შენი გონებით...და გიყვარდეს მეზოებლი შენი, როგორც თავი შენი“ (მათე 22:37-39). თუ ჩვენ ამ ორ მცნებას დავემორჩილებით, ჩვენ შევასრულებთ ყველაფერ იმას, რასაც უფალი ჩვენგან ითხოვს: „ყველა კანონი და წინასწარმეტყველება ამ ორ მცნებაზეა აგებული“ (მათე 22:40). ეს არ ნიშნავს, რომ ძველი აღთქმის კანონი დღესდღეობით შეუსაბამოა. ძველი აღთქმის კანონის მრავალი მცნება იყოფა კატეგორიებად „უფლის სიყვარული“ და „შენი მეზობლის სიყვარული.“ ძველი აღთქმის კანონი შეიძლება იყოს კარგი სანიშნე, იმის შესაცნობად თუ როგორ გვიყვარდეს უფალი და რას ნიშნავს გიყვარდეს შენი მეზობელი. ამავე დროს, იმის თქმა, რომ ძველი აღთქმის კანონი დღესდღეობით ქრისტიანებს შეეხება არასწორია. ძველი აღთქმის კანონი ერთი მთლიანია (იოანე 2:10). ან მთლიანობაში შეეხება ან არა. თუ ქრისტე, მის გარკვეულ ნაწილს ასრულებდა, როგორიც არის მსხვერპლშეწირვის სისტემა, ეს ნიშნავს, რომ იგი მას მთლიანობაში ასრულებდა.
„უფლის სიყვარული არის: მისი მცნებებისადმი მორჩილება. და მისი მცნებები არ არის დამთრგუნველი“ (1 იოანე 5:3). ათი მცნება არსებითად იყო მთლიანობაში ძველი აღთქმის მოკლე შინაარსი. ათი მცნებიდან ცხრა აშკარად მეორდება ახალ აღთმაში (ყველა გარდა მცნებისა, რომელიც შეეხება შაბათის დღის დაცვას). ცხადია, ჩვენ გვიყვარს უფალი, ჩვენ არ ვეთაყვანებით ცრუ ღმერთებს ან ქედს არ მოვიხრით კერპების წინაშე. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მეზობლები, ჩვენ არ მოვკლავთ, არ მოვატყუებთ, არ ვუღალატებთ მათ ან არ შეგვშურდება იმისი რაც მათ ეკუთვნით. ძველი აღთქმის კანონის მიზანია, რომ მოხდეს ადამიანების დამნაშავეებად აღიარება ჩვენი უუნარობის გამო დავიცვათ კანონი და მიგვითითოს, რომ იესო ქრისტე გვჭირდება, როგორც ჩვენი მხსნელი (რომაელთა 7:7-9; გალატელთა 3:24). ღმერთის მიზანი არ იყო ძველი აღთქმა უნივერსალური კანონი ყოფილიყო ყველა დროის ყველა ადამიანისათვის. ჩვენ უნდა გვიყვარდეს უფალი და გვიყვარდეს ჩვენი მეზობლები. თუ ჩვენ დავიცავთ ამ ორ მცნებას რწმენით, ჩვენ მოვიპოვებთ ყველაფერს, რასაც უფალი ჩვენგან ითხოვს.
პასუხი: არა, არ ვრცელდება, რადგან ქრისტეს სიკვდილით მთლიანი რჯული გაუქმდა. იესო, როგორც წარმოშობით ებრაელი, რჯულს იცავდა და ღვთის სიტყვის შესაბამისად შაბათსაც იცავდა. მან იცოდა, რომ შაბათს კარგი საქმეების კეთება დასაშვები იყო (მათე 12:12). თუმცა ბიბლია ამბობს, რომ “რჯულის დასასრული ქრისტეა” (რომაელები 10:4), იმ რჯულის, რომლის ქრისტიანებზე მოქმედებაც წყდება, იმიტომ რომ ისინი “განთავისუფლდნენ მისგან [რჯულისგან]” (რომაელები 7:6). წმინდა წერილი ნათლად აცხადებს, რომ ქრისტეს მსხვერპლმა “გაანაქარა... რჯული” და რომ ღმერთმა “სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი”. ეს იყო მოსეს მთლიანი რჯული, რომელიც“განქარვებული” და “წარხოცილი” იქნა (ეფესელთა 2:13–15; კოლასელთა 2:14). შესაბამისად, შაბათების მთელი სისტემა, დღეები იქნებოდა ეს თუ წლები, რჯულის დანარჩენ ნაწილთან ერთად იქნა განქარვებული იესო ქრისტეს მსხვერპლით. ეს განმარტავს იმ ფაქტს, თუ რატომ არ განისჯებიან ქრისტიანები იმ შემთხვევაში, თუ მათთვის "ყველა დღე ერთნაირია" (რომაელები 14:4–6; კოლასელები 2:16).
გარდა ამისა, 2 ნეშტთა 2:4-ში “შაბათები” ნახსენებია “დღესასწაულებისა” და “ახალმთვარობების” გვერდით. ასეთივე სახით წერია ნეემიას 10:33; 4 მეფეების 4:23; 1 ნეშტთა 23:31; 2 ნეშტთა 31:3; ესაიას 1:13; ეზეკიელის 46:1,3,4,6; ამოსის 8:5; და ოსიას 2:11-ში. მაგალითად, ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში, ფსალმუნის 80:4-ის კომენტარში ნათქვამია:
«ხშირად ახალმთვარობების აღნიშვნა შაბათის ჩვეულებრივ დაცვასთან ერთად მოიხსენიება. იგივეს თქმა შეიძლება კოლასელების 2:16,17-ზე, სადაც “ახალმთვარობას” - “შაბათთან” ერთად “მომავლის ჩრდილი” ეწოდება».ეს, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შაბათის დაცვა მხოლოდ ისრაელიანებს ეხებოდა, რომლებიც მოსეს რჯულს ემორჩილებოდნენ. მეორე, აქედან ჩანს, რომ შაბათის დაცვის მოთხოვნა ქრისტიანებზე არ ვრცელდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ “დღესასწაულებისა” და “ახალმთვარობების” დაცვაც მოუწევდათ. თუმცა, მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად და როგორც კოლასელების 2:13–16-ის კონტექსტიდან ჩანს, ქრისტიანები არ განიკითხებიან იმის გამო, რომ იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე “დღესასწაულების”, “ახალმთვარობებისა” და “შაბათების” დაცვას შეწყვეტენ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით იუდეველები შეიძლება იყვნენ.
მაგალითად, ბიბლეისტი უილიამ ბარკლის კოლასელების 2:16-ზე გაკეთებულ კომენტარებში ნათქვამია:
«დღეების გნოსტიკური და იუდაური დაცვა (2,16). ისინი ყოველწლიურ დღესასწაულებს, ყოველთვიურ ახალმთვარობებსა და ყოველკვირეულ შაბათებს იცავდნენ. ისინი სპეციალურად ღვთისთვის მიძღვნილი დღეების სიებს ადგენდნენ, რომელთა დროსაც რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა, რაღაცეების კი არა. ისინი რელიგიას რიტუალთან აიგივებდნენ. დღეების ამგვარი ხაზგასმისადმი მიმართული პავლეს კრიტიკა, სრულიად ნათელი და ლოგიკურია. პავლე ამბობს: "თქვენ რჯულის ყოველგვარი წესების ამ ტირანიისგან დახსნილები ხართ. რატომ გინდათ საკუთარი თავის კვლავ დამონება? რატომ გინდათ იუდაურ კანონს დაუბრუნდეთ და ქრისტიანული თავისუფლება მიატოვოთ?" დღემდე არ მომკვდარა ის სული, რომელიც ქრისტიანობას ნორმებისა და წესების სისტემად აქცევს».ასევე ამასთან დაკავშირებით გამოცემაში «განმარტებითი ბიბლია; ანუ კომენტარები წმინდა წერილის ყველა წიგნზე. ძველ და ახალ აღთქმაზე» (ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მეორე გამოცემა, სტოკჰოლმი, 1987) კოლასელების 2:16-ის კომეტარში ნათქვამია:
«ვინაიდან ქრისტემ ადამიანები მოსეს კანონის რიტუალური დადგენილებების შესრულების ვალდებულებებისაგან გაანთავისუფლა, ამიტომ არავის აქვს კოლასელების განკითხვის უფლება საკვებისა და სასმელის არჩევისადმი თავისუფალი დამოკიდებულების ან მათ მიერ რომელიმე იუდაური დღესასწაულის (დიდი დღესასწაულის), ახალმთვარობის დღესასწაულის ან თუნდაც ჩვეულებრივი შაბათის აღნიშვნის გამო».
ამ სიტყვებში ასევე ის არის აღსანიშნავი, რომ პავლე არანაირად არ გამოყოფდა შაბათებს დღესასწაულებისა და ახალმთვარობებისაგან ზუსტად ისევე, როგორც ამას ძველი აღთქმის მწერლები აკეთებდნენ ზემოთ მოხსენიებული ბიბლიური მუხლების თანახმად. გარდა ამისა, პავლე საყვედურობდა იმ ზოგ ქრისტიანს, რომლებიც “ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისებთან” დაბრუნებას ცდილობდნენ (გალატელები 4:9–11) და ასევე “დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს” უკვირდებოდნენ. მაგალითად, რაც შეეხება გალატელთა 4:10-ს, ბიბლიის აღდგენილ თარგმანში (რუს.) სიტყვა “დღეების” სქოლიოში ნათქვამია: «შაბათები, ახალმთვარობები», ხოლო სიტყვა “წლების” სქოლიოში: «სავარაუდოდ, შაბათის წლები». ამის მსგავსად, ვ.ნ. კუზნეცოვას თარგმანში (რუს.) სიტყვა “დღეების” სქოლიოში წერია: «დღეები – შაბათები», ხოლო სიტყვა “წლების” სქოლიოში: «ან შაბათის წლები, ან ახალი წლის აღნიშვნა».
ამგვარად გამოცემაში «განმარტებითი ბიბლია; ანუ კომენტარები წმინდა წერილის ყველა წიგნზე. ძველ და ახალ აღთქმაზე» (ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მეორე გამოცემა, სტოკჰოლმი, 1987) გალატელების 4:10-ის კომენტარში ნათქვამია:
«დღეები – ეს, პირველ რიგში, წმინდა შაბათია, და ასევე, შესაძლოა, ის ორი დღე იყო, რომლის დროსაც ფარისეველები მარხულობდნენ ყოველკვირეულად (იხ. ლუკა XVIII, 12), და 14 ნისანი, რომლისთვის თვალის დევნება და გამოთვლაც იყო საჭირო, და, ბოლოს, ახალმთვარობის დღე … წლები – შაბათის (ყოველი მეშვიდე წელი) და საიუბილეო (ყოველი ორმოცდამეათე)».
იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ შაბათის დაცვის მოთხოვნა ქრისტიანებზე არ ვრცელდება, ასევე შემდეგი გარემოებაც მეტყველებს. პირველ რიგში, კითხვა უნდა დაისვას: «როგორი იყო ადრექრისტიანული თემების შემადგენლობა?». სრულიად აშკარაა, რომ თავიდან ეს უპირატესად წარმოშობით იუდეველები (როგორც თავად პალესტინაში, ისე მის გარეთ მცხოვრებნი) და პროზელიტები იყვნენ, ანუ იუდაიზმში მოქცეული წარმართები. შემდეგ, დანიელის 9:27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესაბამისად (“იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში”), ქრისტიანები არაიუდეველები ხდებიან. შემდგომ, იმ ყოფილი წარმართების თვალსაზრისით, რომლებიც ქრისტეს მიმდევრები გახდნენ, შაბათის დაცვა ისეთივე სპეციფიკური, უაღრესად იუდაური ღონისძიება იყო, როგორც წინადაცვეთა, მეათედის გადახდა და უწმინდური საკვების არგამოყენება. ამიტომ სრულიად სამართლიანად გაჩნდა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, უნდა დაეცვათ თუ არა ქრისტიანობაში მოქცეულ წარმართებს მოსეს რჯული და, კერძოდ, უნდა დაეცვათ თუ არა წინადაცვეთა. ღვთის სულის ხელმძღვანელობით მოციქულებმა დაადგინეს, რომ “არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხვრჩალს და სიძვას.” (საქმეები 15:6,20,28,29). როგორც ვხედავთ, ამ მოთხოვნებს შორის შაბათის დაცვის მითითება არ არის. და რადგანაც ქრისტიანებს, მათი წარმოშობის მიუხედავად, “ერთსულოვნება” და “ერთიანობა” უნდა შეენარჩუნებინათ (რომაელები 15:5,6; 1 კორინთელები 1:10; 2 კორინთელები 13:11), დროთა განმავლობაში იუდეველი ქრისტიანების მიერ, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ჯერ კიდევ მიჰყვებოდნენ რჯულს და შაბათსაც იცავდნენ, გაცნობიერებული იქნა, რომ “რჯულის დასასრული ქრისტეა” (რომაელები 10:4) და რომ ქრისტემ “გაანაქარა... აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა ... ორისაგან [წარმოშობით იუდეველებისა და წარმართებისაგან] ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში” (ეფესელები 2:14–18).
ასევე წმინდა წერილის შემდეგი ადგილები: რომაელები 6:14–17; 2 კორინთელები 3:7–11; 5:5,6; ებრაელები 8:6,7,13; 10:9 მიუთითებენ მთელი კანონის, და მათ შორის შაბათის მცნების გარდამავალ ხასიათზე.
ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გარემოება უნდა აღინიშნოს. პირველ ქრისტიანებს შორის საკმაოდ ბევრი მონა იყო, რომლებიც საკუთარ ბატონებს უნდა დამორჩილებოდნენ (ეფესელთა 6:5; კოლასელთა 3:22). ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, როგორ შეეძლოთ ქრისტიან-მონებს შაბათის დაცვა, თუ ვივარაუდებთ, რომ მისი დაცვა მათთვის სავალდებული იყო, და ამავდროულად საკუთარ ბატონებსაც უნდა დამორჩილებოდნენ (რაც განსაზღვრული სამუშაოს შესრულებას ნიშნავდა), რომლებისთვისაც, აშკარაა, რომ შაბათი, კვირის სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდებოდა.
პირველი, ისრაელიანები თუ უკვე იცავდნენ შაბათს, მაშინ ის ვერ მოემსახურებოდა ღვთის მიერ მათი ეგვიპტიდან დახსნის შეხსენებას, რაც აშკარად ჩანს მეორე რჯულის 5:12-15-ში ჩაწერილის კონტექტიდან (“ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა”, როგორც მე-15 მუხლშია აღნიშნული).
მეორე, ის გარემოება, რომ ზოგიერთი ისრაელიანი, მანანას შესაგროვებლად მეშვიდე დღესაც გავიდა, აკრძალვის მიუხედავად, იმაზე მიუთითებს (თუმცა ირიბად), რომ შაბათის დაცვა მათთვის ახალ რამეს წარმოადგენდა (გამოსვლა 16:11–30).
მესამე, მაშინ, როდესაც ისრაელიანები ეგვიპტეში მონები იყვნენ, მათ პრინციპში არ შეეძლოთ შაბათის დაცვა, ეს მცნება უკვე მიცემული რომ ჰქონოდათ. თუ მეორე მხრიდან მივუდგებით, ანუ, თუ ვიტყვით, რომ მონობაში მყოფი ისრაელიანები შაბათს იცავდნენ, მაშინ აშკარაა, რომ ამას მათთვის სერიოზული სირთულეები შეიძლება შეექმნა. და ეს, დიდი ალბათობით, ბიბლიაში აისახებოდა, როგორც იმის მაგალითი, რომ ისინი, როგორც ღვთის რჩეული ერი, საკუთარ რწმენასთან დაკავშირებულ არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდნენ. თუმცა ბიბლიაში ამის მსგავსს ვერაფერს ვპოულობთ.
პასუხი: არა, რადგანაც კანონის აღთქმა მხოლოდ და მხოლოდ ისრაელთან იქნა დადებული. ეს სრულიად ნათლად ჩანს მეორე რჯულის 4:8-ში, სადაც მკაფიო მითითება კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის გარდა არ არსებობს ისეთი ერი, “რომელსაც ჰქონდეს ასეთი წესები და სწორი სამართალი, როგორც მთელი ეს რჯულია”. ასევე მეორე რჯულის 4:10–13-ში ჩანს, რომ“ათი მცნება” (მუხლი 13) ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელებს მიეცათ. ის, რომ შაბათის დაცვა მხოლოდ ისრაელებს ეხებოდა, ასევე, მაგალითად, ჩანს ესაიას 58:13,14-ში (რადგან ეს სიტყვები მათ მიმართაა ნათქვამი, ვისი მამაც იაკობია (ანუ ისრაელი)). მსგავსი აზრია მოცემული იერემიას 17:22-ში, საიდანაც ჩანს, რომ “შაბათ დღეს უქმობა” მოითხოვებოდა არა ყველა ხალხისაგან, ვინც დედამიწაზე ცხოვრობდა, არამედ იმ ისრაელიანთა “მამებისგან”, რომელთა მიმართაც იყო ნათქვამი ეს სიტყვები, და ასევე, რაღა თქმა უნდა, იერემიას თანამედროვე ისრაელიანებისგანაც. ასევე ამაზეა საუბარი ნეემიას 9:9,14-ში. მე-9 და მე-14 მუხლების ერთობლივი განხილვა აჩვენებს, რომ “წმინდა შაბათი”, “მცნებები” და “რჯული” “მამებისთვის” იქნა დაწესებული. ასევე 2 ნეშტთა 2:4-ში ნათქვამია, რომ შაბათის დაცვა “სამარადისოდ აკისრია ისრაელს”, ხოლო ლევიანთა 19:2,3-დან ჩანს, რომ შაბათის დაცვის მცნება “ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას” ეხებოდა. თავის მხრივ ეს ყველაფერი უშუალოდ უკავშირდება იმას, რაც ფსალმუნების 77:5–7; 147:8,9-შია ჩაწერილი. (ასევე იხ. გამოსვლა 31:12–17; ლევიანნი 26:46; ეზეკიელი 20:10–13; რომაელები 2:14,15).
ამიტომ, რადგან არც დღეს და არც მომავალში არ მოითხოვება ქრისტიანებისგან ახალმთვარობების აღნიშვნა, მაშინ, პირველი, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ესაიას 66:23-ში ჩაწერილი სიტყვები მიუთითებს ღვთის თაყვანისცემის რეგულარულობაზე, და მეორე, იმაზე, რომ ქრისტიანებისთვის არც შაბათის დაცვის აუცილებლობა არსებობს, ეს კი თავის მხრივ იმას ეთანხმება რაც ზევით გალატელთა 4:10,11-თან დაკავშირებით დავწერეთ. აქ გადმოცემული აზრი მხარდაჭერას ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში ესაიას 66:23-ზე გაკეთებულ კომენტარშიც პოულობს, სადაც ნათქვამია:
«ახალი ერის დადგომისას, მთელი სამყარო უფალს განადიდებს. ქრისტიანულ ეკლესიაში მარადიული და უწყვეტი ღვთისმსახურების შესაძლებლობა გაჩნდება, რომელშიც ჩართული იქნება “ყოველი ხორციელი”».
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ გალატელების 3:25-ის ბიბლიის აღდგენილი თარგმანის სქოლიოში წერია: «რადგან ქრისტეს რწმენა მოვიდა, აღარაფერში გვჭირდება დამცველი კანონის ქვეშ დარჩენა». კვლავ ამასთან დაკავშირებით, კარგი იქნება თუ იმ სიტუაციას გავიხსენებდით, რომელიც მათეს 19:16–19-შია აღწერილი, საიდანაც ჩანს, რომ იესომ, როდესაც ახალგაზრდა მდიდარი მამაკაცის შეკითხვას პასუხობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაეკეთებინა, “საუკუნო სიცოცხლე რომ [ჰქონოდა]”, დეკალოგის მოთხოვნები ჩამოთვალა, თუმცა ამავდროულად შაბათი დღის მცნება, როგორც დასაცავად აუცილებელი, არ უხსენებია.
«8-10 მუხლებში ნათქვამიდან ჩანს, რომ იაკობის დროს იუდაური წარმოშობის მორწმუნეები ჯერ კიდევ აგრძელებდნენ ძველიაღთქმისეული კანონის დაცვას. ეს თანხმობაში მოდის საქმეების 21:20-ში ჩაწერილ სიტყვებთან, რომელიც იაკობმა და უხუცესებმა პავლეს უთხრეს იერუსალიმში. იაკობი, იერუსალიმში მყოფი უხუცესები და ათასობით მორწმუნე, კვლავ განაგრძობდნენ ქრისტიანული რწმენისა და მოსეს კანონის ნაზავის მიყოლას … ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რომ კანონის გაუქმება სრულად იყო დასრულებული და რომ მთლიანად უნდა დამორჩილებოდნენ მადლმოსილ წყობას».ამიტომ იაკობის 2:10,11-ის კონტექსტის გაუთვალისწინებლად (მუხლები 8,9) განხილვა, არაკორექტულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, იაკობის 2:10,11-ში ჩაწერილი სიტყვები არ შეიძლება იმის არგუმენტად იქნეს გამოყენებული, რომ ქრისტიანებს შაბათის დაცვა ევალებათ.
ებრაელების 4:9-ს. წმინდა წერილის ამ ადგილის იმის არგუმენტად გამოყენება, რომ ქრისტიანებზე შაბათის დაცვის მოთხოვნა ვრცელდება, არაკორექტულია, რადგან მთელი კონტექსტი (მე-4 თავის 1-დან მე-11 მუხლამდე) გვიჩვენებს, რომ ღვთის ერს ჯერ კიდევ წინ ელის სიმშვიდეში შესვლა, ანუ, შაბათის მომავალში მიღება (1 და 6 მუხლები). ამიტომ, მაგალითად, ვ.ნ. კუზნეცოვას თარგმანში (რუს.) ეს მუხლი ასე ჟღერს: “ასე რომ, შაბათის დასვენება ჯერ კიდევ წინ ელის ღვთის ხალხს”, ხოლო თანამედროვე თარგმანში (რუს.): “თუმცა ჯერ კიდევ მოვა მეშვიდე დღე, დასვენების დღე ღვთის ხალხისათვის”. ასევე ახალი ჟენევური სასწავლო ბიბლიის ამ მუხლის კომენტარში ნათქვამია: «შაბათის საბოლოო აღნიშვნა (ღვთის მოსვენებაში შესვლა) ღვთის ერს მომავალში ელის».
პასუხი: არა, არ იყოფა, იმიტომ რომ არც იესო და არც მისი მოწაფეები არ აკეთებდნენ არანაირ განსხვავებას ეგრეთ წოდებულ მორალურ და ცერემონიალურ კანონებს შორის, ანუ მოსეს კანონსა და ღვთის კანონს შორის. ისინი კანონის სხვა ნაწილებსაც ისევე ციტირებდნენ, როგორც ათ მცნებას (მათე 5:21–48; 22:37–40; რომაელები 7:6,7; 13:8–10; იაკობი 2:10,11). კანონი ერთ მთლიან სისტემას წარმოადგენდა, რაზეც, მაგალითად, წმინდა წერილის შემდეგი ადგილები მიუთითებენ: დანიელი 9:11,13; 3 მეფეები 2:3; 1 ნეშტთა 16:40; 2 მეშტთა 23:18; საქმეები 23:3; ებრაელები 10:28; 1 კორინთელები 9:8,9,20,21.
ასევე რომაელების 13:8–10-ში ჩაწერილიც იმის შესახებ მოწმობს, რომ მოციქული პავლე კანონში ერთ მთლიან სისტემას გულისხმობდა, რადგან მე-9 მუხლში ჩამოთვლილი დეკალოგის 5 მცნებასთან ერთად (გამოსვლა 20:13–17) ასევე“ყველა სხვა მცნებაც” მოიხსენიება. ამ “ყველა სხვა მცნების” რიცხვს, გამოსვლის 20:1-11-ში მოცემული 1-დან 4-ის ჩათვლით მცნებები არ შედის, რადგან ისინი ისრაელებისა და იეჰოვას შორის ურთიერთობებს შეეხებოდა და არა მოყვასთან ურთიერთობას, რის შესახებაც რომაელების 13:8–10-შია საუბარი. ხოლო თუ ასეა, მაშინ კანონის “ყველა სხვა მცნებაში” პავლეს ის მცნებები ესმოდა, რომლებიც დეკალოგში არ შესულა (მაგალითად, ლევიანნი 19:13–18); და დეკალოგის მცნებებისა და სხვა მცნეებების აღსანიშნავადაც პავლე ერთი და იგივე სიტყვა “რჯულს” იყენებს, მის ორ ნაწილად დაყოფაზე ყოველგვარი მითითების გარეშე. იგივეს თქმა შეიძლება იაკობთან მიმართებაშიც. მაგალითად, იაკობის 2:8–11-ში მოცემული მონაკვეთიდან ჩანს, რომ იაკობი რჯულს ორ ნაწილად არ ყოფს, რადგან თავიდან ის ჯერ “სამეფო რჯულს” ახსენებს (იაკობი 2:8) ლევიანნის 19:18-დან, რომელსაც დეკალოგთან შეხება არ აქვს, ხოლო შემდეგ დეკალოგის მცნებებს მოიხსენიებს.
პასუხი: რაღა თქმა უნდა, არა. ის, რომ ქრისტეს სიკვდილით მთელი კანონი იქნა გაუქმებული, იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის მიერ დადგენილი ყველა ზნეობრივი ნორმები და პრინციპებიც გაუქმდა, როგორც ამის შესახებ ნათლადაა ნათქვამი რომაელების 6:15,16-ში (იხ. ასევე გალატელები 5:24–26; ებრაელები 10:26,27). კანონის გაუქმება ნიშნავს იმ წყობის გაბათილებას, რომელიც ღმერთს ისრაელისთვის ჰქონდა დადგენილი, თავისი რჩეული ერის მესიის მოსვლისთვის მოსამზადებლად (გალატელები 3:23–25). ამიტომ მას შემდეგ რაც ქრისტემ საკუთარი როლი შეასრულა და “რჯული აღასრულა” (მათე 5:17), ღმერთი “ახალ აღთქმას” (ანუ წყობას) ადგენს (2 კორინთელები 3:6), რომლის დროსაც მისი კანონები “მათ გულებში” და “გონებაში” იქნება ჩაწერილი (ებრაელები 10:16), ასე რომ “მსახურება[ს] სიკვდილისა, ქვებზე ასოებით გამოსახული” (2 კორინთელები 3:7) [ქვებზე ანუ ფილებზე იყო დაწერილი 10 მცნება], უკვე ძალა აღარ ექნება (“წარმავალს” 2 კორინთელების 3:11-ის თანახმად), ქრისტიანთაგან კი “სულის მსახურება” მოითხოვება (2 კორინთელები 3:8).
No comments:
Post a Comment