სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილე ქრისტიანებს ხშირად უწევთ ასეთი შეკითხვის მოსმენა: "არ ჯობია ქადაგების მაგივრად იეჰოვას მოწმეები ქველმოქმედებით რომ დაკავდნენ?". შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ეს ქრისტიანები სხვების დახმარების საქმეში არასწორ აქცენტებს სვავენ. შეიძლება, ვინმეს ჰგონია, რომ მათთვის საერთოდ უცხოა მათი დახმარების სურვილი, ვინც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს. მაგრამ ნამდვილად ასეა თუ არა ეს? და რატომ ხედავენ იეჰოვას მოწმეები თავის უმთავრეს მიზნად ადამიანებისათვის კეთილი ცნობის გაზიარებას და არა ჩვეულებრივ ქველმოქმედებაში სტანდარტულ მონაწილეობას?
ამის საპასუხოდ შეგვიძლია იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებიდან მოვიყვანოთ ციტატები.
«"წმინდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში" (იაკობი 1:27). დიახ, გაჭირვებულებზე ზრუნვა ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილია» («საგუშაგო კოშკი 1 ივნისი 2003 წ., გვ.4).
«მრავალი რელიგიური ორგანიზაცია აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით — ისინი აშენებენ ან აფინანსებენ სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებს. თუმცა იეჰოვას მოწმეებს «[არ ავიწყდებათ] კარგის კეთება და გაზიარება», მათ მიაჩნიათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისათვის სულიერი დახმარების აღმოჩენაა (ებრაელები 13:16). თავისი მიწიერი მსახურებისას იესო ქრისტემ მრავალი კეთილი საქმე გააკეთა, მაგრამ ის პირველ რიგში იმისათვის მოვიდა, რომ ჭეშმარიტების შესახებ დაემოწმებინა (ლუკა 4:43; იოანე 18:37; საქმეები 10:38). იესომ თავის მიმდევრებს დაავალა «წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან... ასწავლეთ მათ» (მათე 28:19, 20). მან თქვა, რომ ის ვინც მის მიმარრთ რწმენას გამოავლედნენ, იმაზე დიდ საქმეებს გააკეთებდნენ, ვიდრე თავად აკეთებდა (იოანე 14:12). იესო ქადაგებას უმთავრესი მნიშვნელობის საქმედ მიიჩნევდა, იმიტომ რომ ის ადამიანებს გადარჩენის გზაზე დადგომის საშუალებას აძლევდა (იოანე 17:3)» (ჩვენი სამეფო მსახურება, თებერვალი 2003 წ., გვ.8 [რუს]).
«რა თქმა უნდა, სიყვარული და თანაგრძნობა ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში უნდა ირეკლებოდეს. მასში შედის გაჭირვებულთა, ავადმყოფთა და ღარიბთა მიმართ სიკეთის გამოვლენაც და იმის შეძლებისდაგვარად გაკეთება, რითაც საკმაოდ შევუმსუბუქებთ მდგომარეობას. ასევე შედის სხვებისთვის სიტყვითა და საქმით ნუგეშისცემა, რაც შვებას მოჰგვრის დამწუხრებულს, რომელსაც საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა (ლუკა 7:11—15; იოანე 11:33—35). მაგრამ ზოგი ჰუმანისტისთვის სიყვარულის, გულკეთილობისა და თანაგრძნობის მსგავსმა გამოვლენამ არ უნდა დაიჭიროს ჩვენს კეთილ საქმეებში ცენტრალური ადგილი. ბევრად უფრო ხანგრძლივი სარგებლობა მოაქვს ძალისხმევას, რომელიც ზემოთ მოყვანილი ღვთიური თვისებების გამოვლენის შედეგია, მაგრამ ქრისტიანულ სამქადაგებლო და დასწავლების საქმიანობებში მონაწილეობას ხმარდება. გაიხსენეთ, რა თქვა იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა შესახებ: «იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ რაც უფრო მთავარია რჯულში - განკითხვა, წყალობა და სარწმუნოება; ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ» (მათე 23:23). იესო არ მდგარა არჩევნის წინაშე - ხალხს ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში დახმარებოდა თუ მათთვის სიცოცხლის მომცემი სულიერი საკითხები ესწავლებინა. იესო ორივეს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ მისი კეთილი საქმეებიდან ყველაზე აღმატებული სწავლების საქმე იყო, რაც ხალხს მარადიულ სარგებლობას მოუტანდა (იოანე 20:16)» («საგუშაგო კოშკი, 15 თებერვალი 2000 წ., გვ.25).
ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, კარგია. როგორც უკვე ნათქვამი იყო, ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს არ დაივიწყონ სიკეთის კეთება (გალატელები 6:10). და იეჰოვას მოწმეები რეგულარულად მიმართავენ თანამორწმუნეების ყურადღებას ამ მნიშვნელოვანი გარემოებისაკენ. დრო და დრო კრებებმა შესაძლოა ბავშვთა სახელებისათვის ნივთები შეაგროვონ, საკუთარი ძალებით ჩაატარონ დასასვენებელი პარკების ტერიტორიების დალაგება და სხვა საქველმოქმედო საქმეები.
თუმცა იესომ ქრისტიანებს მთავარი დავალება მისცა «წადით და მოწაფეებად მოამზადეთ» და არა «წადით და დააპურეთ». და იეჰოვას მოწმეები არ აპირებენ ამ სიტყვების შეცვლას. ისინი იესოს ბაძავენ, რომელიც მქადაგებელი და მასწავლებელი იყო და არა ქველმოქმედი. სახარებებში ჩვენ მხოლოდ ორ შემთხვევას ვხვდებით იესოს ცხოვრებიდან, როდესაც მან სასწაულებრივად დააპურა ადამიანები (მათე 15:32-39; მარკოზი 6:35-43). და თანაც, ორივე ეს შემთხვევა, გამონაკლისს უფრო წარმოადგენდა, რადგან მოცემულ შემთხვევებში ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობა აღმოჩნდა საკუთარი სახლებიდან შორს და მათ საკვები ესაჭიროებოდათ. «ეს ადგილი უკაცრიელია, თანაც უკვე გვიანია», - ასე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება იესომ (მარკოზი 6:35). ფაქტი ფაქტად რჩება: სახარებებში ჩვენ ვერ ვხვდებით იმის მაგალითებს, რომ იესოს ქალაქებსა და სოფლებში ევლო და ადამიანებისათვის უფასო სადილებისათვის გაეწია ორგანიზება. პირიქით, მრავალრიცხოვანი მაგალითები იესოს კეთილი ცნობის მქადაგებლად წარმოაჩენენ, და ეს მის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა (იოანე 18:37). აქედან გამომდინარე იეჰოვას მოწმეები ნათლად აცნობიერებენ, რომ მათი ორგანიზაცია სამქადაგებლო უნდა იყოს და არა საქველმოქმედო.
სხვა შემთხვევა, რომელიც მათეს სახარების მე-11 თავშია აღწერილი, დამატებით ადასტურებს ამგვარი პოზიციის საფუძვლიანობას. როდესაც იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს პასუხობდა, იესომ მათ უთხრა:
«წადით და მოუყევით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: უსინათლოებს მხედველობა უბრუბდებათ და კოჭლები დადიან, კეთრონები იწმინდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან, ღარიბებს კი სასიხარულო ცნობა ეუწყებათ» (მათე 11:2-5).
მოცემულ მუხლში იესო დაზუსტებით განმარტავს იმ დახმარებას, რომელსაც ადამიანთა ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კატეგორიას უწევდა. უსინათლოებს მხედველობას აძლევდა; კოჭლებს - სიარულის შესაძლებლობას; კეთროვნებს - მათი დაავადებისაგან განწმენდის საშუალებას; ყრუებს - სმენას და მკვდრებს კი - სიცოცხლეს. მაგრამ დააკვირდით, თუ რას აძლევდა ქრისტე ღარიბ ადამიანებს - არა ფულს ან იმის შესაძლებლობას, რომ როგორმე გამოესწორებინათ საკუთარი მატერიალური მდგომარეობა (თუმცა ლოგიკიდან და ადამიანური მოთხოვნილებების არსიდან გამომდინარე, მისგან, თითქოსდა, ზუსტად ასეთი სახის ქველმოქმედების მოლოდინი უნდა ყოფილიყო). არა, იესო ღარიბებს სასიხარულო ცნობას აუწყებდა! ნუთუ თანამედროვე კრიტიკოსთაგან რომელიმე იესოს განსჯას დაიწყებს ღარიბი ადამიანების მოთხოვნილებების "გაუგებრობის" ან მათი მოთხოვნილებებისადმი "გულგრილობის" გამო? განა ვინმე დასდებს მას ბრალს იმაში, რომ ის "ყურს იყრუებდა" მათი მოთხოვნილებების მიმართ, ვისაც მატერიალურად უჭირდა? მეეჭვება. პირიქით, იესომ გააფრთხილა ისინი, ვინც მისი პოზიციისადმი უკმაყოფილების გამოვლენისაკენ იყო მიდრეკილი:
«ბედნიერია ის, ვინც დამაბრკოლებელს არაფერს ხედავს ჩემში» (მათე 11:6).
მაშინ რატომღა სდებენ კრიტიკოსები ბრალს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ საკითხში მაგალითი იესო ქრისტესაგან აიღონ და ადამიანებისათვის სასიხარულო ცნობის ქადაგებით დახმარება დააყენონ მატერიალურ ქველმოქმედებაზე მაღლა?
გარდა ამისა, რეალისტები უნდა ვიყოთ. პირველი, ძალიან დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერავითარი საქველმოქმედო საქმეებით ვერ მოგვარდება სოციალური პრობლემების მიზეზები. მათი მოგვარება უშუალოდ ღვთის სამეფოს ჩარევით მოხდება და არა ადამიანთა ძალისხმევით (დანიელი 2:44). აი ამიტომ არ იყენებდა თავად ღვთის ძეც კი თავის დიდებულ შესაძლებლობებსა და ცოდნას იმისათვის, რომ ადამიანური სისტემის ნაკლოვანებები გამოესწორებინა ან თუნდაც ადგილობრივი ჩინოვნიკებისათვის ესწავლებინა, თუ როგორ შეიძლებოდა საგრძნობლად გამოესწორებინათ ღარიბებისა და უფლებებ შელახული მოქალაქეების სიტუაცია. ან, იქნებ, კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ იესოს ბრალი ადამიანთა უბედურებების მიმართ აპათიასა და უგულობაში? არა. უბრალოდ იესოს თავისი როლისა და ვალდებულებების სწორი გაგება ჰქონდა. ის აცნობიერებდა, რომ ვერანაირი ქველმოქმედებით ვერ შეცვლიდა ადამიანებისათვის ღვთისა და მისი სიტყვის პატივისცემის სწავლების აუცილებლობას.
იესო ასევე ხედავდა, რომ მრავალ მათგანს, ვინც მისგან ფიზიკურ დახმარებას იღებდა, ამავდროულად საერთოდ არ ჰქონდა იმის არავითარი სურვილი, რომ უფლისთვის ესიამოვნებინა. ამის გამო ეუბნებოდა ის მათ:
«ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ ნიშნები იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და დაძეხით. ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება» (იოანე 6:26,27).
აღსანიშნავია, რომ იესოს გულწრფელი სიტყვების შემდეგ ზუსტად იგივე ადამიანებმა «დრტვინვა დაიწყეს მის ნათქვამზე, …ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდ[ნენ] და აღარ დაჰყვებოდ[ნენ] მას» (იოანე 6:41,66).
აი რას წერს ამის შესახებ უილიამ ო. კარვერი:
«იესო არასოდეს იყო გამოკიდებული მიმდევრების რიცხოვნებას, და თავისი ქადაგების დასაწყისიდანვე ის სრულ ნდობას არ ავლენდა მათ მიმართ, ვინც ეს-ესაა მის მიმართ რწმენა გამოავლინეს (იოანე 2:23-25). ხანდახან, განსაკუთრებით გალილეაში, მრავალი ადამიანი ფაქტიურად ალყაში აქცევდა მას, და თითოეული მათგანი მის მიმართ სხვადასხვა სახისა და სხვადასხვა მოტივით ავლენდა ინტერესს. ადამიანები პალესტინის საზღვრებს გარედანაც კი მოდიოდნენ (მათე 4:24). მაგრამ როდესაც ისინი, რომლებსაც მხოლოდ მატერიალური და ქვეყნიური იმედები ჰქონდათ, მიხვდნენ, რომ ისინი იესოში იმედგაცრუებისათვის იყვნენ განწირულნი, მაშინ მისმა მტრებმა მისი მოწაფეები ერეტიკოსებად გამოაცხადეს, მხსნელის მიმდევართა რიგები საგრძნობლად შემცირდა, ასე რომ სულ ბოლოსათვის არც თუ ისე ბევრი ადამიანი იყო, რომლებსაც სურდათ ქრისტესთან ერთად სირთულეებისა და საფრთხეების გადატანა» (უილიამ ო. კარვერი «მისიონერობა და ღვთიური საქმე»).
მეორე, თანამედროვე მსოფლიოში საკმარისი საქველმოქმედო ორგანიზაცია და ფონდია. არსებობს კი იმის აუცილებლობა, რომ იეჰოვას მოწმეებიც ერთ-ერთი მათგანი გახდნენ? მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ მოწმეებმა, ვთქვათ მაინც გადაწყვიტეს მხოლოდ საქველმოქმედო საქმეებით დაკავდნენ. მაშინ რა? ასეთ შემთხვევაში ვინ აიღებს მათ ფუნქციასა და პასუხისმგებლობას, რომ ქვეყნიერებაში, ასე არაპოპულარული სასიხარულო ცნობა იქადაგონ ღვთის სამეფოს შესახებ? ვინ დაუკაკუნებს ადამიანებს კარებზე და ვინ შესთავაზებს მათ ყურადღება ბიბლიური ჭეშმარიტებისაკენ მიმართონ? არსებობს რაიმე რეალური ვარიანტები? როგორც ჩანს, არა. მითუმეტეს, რომ იმ მისიონერებსაც კი, რომლებსაც განათლებას «ქრისტიანული» ეკლესიები აძლევენ, სულ უფრო ხშირად ივიწყებენ თავის პირდაპირ მოვალეობებს.
«ძალიან ბევრი მისიონერი იგნორირებას უკეთებს ქრისტეს». ასეთი ციტატა გამოჩნდა ცოტა ხნის წინ იტალიურ გაზეთში «სტამპა». იმის ნაცვლად რომ ქრისტეს შესახებ იქადაგონ, ეს მისიონერები უპირატესობას სოციალური პროგრამებით დაკავებას ანიჭებენ, რომლებიც სიღარიბისა და ტანჯვის შემცირებისაკენ არიან მოწოდებულნი. ვატიკანის საიტზე არსებული შეტყობინების თანახმად, კარდინალმა კრეშენციო სეპემ, ვატიკანის კონგრეგაცია ხალხთა ევანგელიზაციის პრეფექტმა, კათოლიკე მისიონერების შესახებ თქვა:
«ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდ ცდუნებად... იქცა ქრისტეს შესახებ ქადაგებისა და ასევე მისია ad gentes [ხალხისაკენ] სულიერი მიმართულების კონკრეტული დავალების იგნორირება. ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ ზოგიერთი მისიონერი თავის საქმიანობაში, სულიერ შინაარსს მოკლებული ქველმოქმედებით, სოციალური საქმიანობით შემოიფარგლა, რომელსაც, მიუხედავად მთელი მისი სარგებლისა, არ ჰყოფნის სამოციქულო სული, რომელიც აშკარად შეიგრძნობა მოციქულთა სამეებში».
მას ასე, იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო მსახურების ღირსეული ალტერნატივები არსად ჩანს. და «ქრისტიანულ» სამყაროს თუ არ სურს საკუთარ თავზე ხალხებში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელების პასუხისმგებლობა აიღოს, მაშინ არ ღირს ამ საქმისაგან იეჰოვას მოწმეების მოცდენა. ისინი თავის დავალებას სხვებზე გაცილებით კარგად ართმევენ თავს.
-----------------------------------------------
წყარო: sergeiivanov.blogpost.com
თარგმანი აღებულია: maxvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment