ზოგიერთი მუსლიმი და არა მარტო მუსლიმი ამბობს, რომ ბიბლია ერთ დროს, ღვთის სიტყვა იყო, მაგრამ ის განადგურდა და ადამიანების მიერ მასში ცვლილებები შევიდა, რის გამოც, ისინი მეტად აღარ ენდობიან ამ წიგნს’. ნუთუ მართლა ასე მოხდა?
მოდით გადავხედოთ ყურანს:
„(50) შემდეგ მათ (ამ მოციქულებს)კვალში ჩავუყენეთ ‘ისა იბნ მარიამი [მარიამის ვაჟი იესო], დამადასტურებლად თავრათისა [თორის, ანუ მოსეს ხუთწიგნეულის], რაც იყო მასზე უწინ, მივუბოძეთ მას ინჯილი [სახარება] რომელშიც ჭეშმარიტი გზაა და სინათლე, დამადასტურებლად იმ თავრათისა [თორისა, ანუ მოსეს ხუთწიგნეული] რაც იყო მასზე უწინ, ჭეშმარიტ გზად და შეგონებად – ღვთისმოშიშთათვის. (51) ინჯილის [სახარების] მქონეთ, უნდა განსაჯონ იმის მიხედვით, რაც ალაჰმა მასში გარდმოუვლინათ, ხოლო ისინი, ვინც არ განსჯის იმის მიხედვით, რაც ალაჰმა გარმოუვლინათ, სწორედაც რომ არიან ბილწნი!“ — სურა 5, ალ–მა’იდა [მაგიდა], აია [მუხლები] 50,51. [46, 47].
თუ ამ სიტყვების დაწერისას, ბიბლია უკვე გადაკეთებული და დამახინჯებული იყო, როგოღა შესძლებდნენ მორწმუნეები იმის მიხედვით განსჯას, რაც ალაჰმა სახარებაში [ანუ ინჯილში] გარდმოუვლინა? ყურანის გულწრფელი მორწმუნეები, აღიარებენ რომ იმ დროს, როცა ყურანი იწერებოდა (დაახლოებით 1300 წლის წინ), ბიბლია ჯერ კიდევ სანდო იყო და არ იყო გადაკეთებული. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდანის ფაქტი, რომ არსებობს ისეთი მანუსკრიპტები, როლებიც ოთხასი და ხუთასი წლით ადრინდელია მათზე, რომლებიც დღეს მუზეუმებშია გამოფენილი. როდესაც ამ ყძველეს მანუსკრიპტებს ვადარებთ, ჩვენს თანამედროვე ბიბლიებს, ადვილად დასტურდება რომ ჩვენს თანამედროვე ბიბლიებში და უძველეს მანუსკრიპტებში, არ მოიპოვება მნიშვნელოვანი განსხვავება. ბიბლია არსობითად უცვლელია. უდაოა რომ მას შემდეგ, რაც ყურანმა სახარებაში ჩაწერილის შესახებ თქვა „მასშია ჭეშმარიტი გზა და სინათლე“-ო, ბიბლია არ შეცვლილა.
ის ადამიანებს, რომლებსაც ყურანში ჩაწერილი სიტყვების სწამთ, დათანხმდებიან, რომ ბიბლია არ ყოფილა გადაკეთებული და რომ კვლავ ღვთის სიტყვას წარმოადგენს. ისინიც კი, რომლებსაც არ სწამთ ყურანის, შეუძლიათ უამრავ მტკიცებულებას გაეცნონ, რაც ბიბლიის სანდოობას ადასტურებს და არ წარმოადგენს ადმაიანების მიერ გადაკეთებულ წიგნს და რომ ბიბლიის თანამედროვე გამოცემები არსებითად ზუსტად შეესაბამება ორიგინალს. რა ფაქტები ადასტურებს ამას? წინა პარაგრაფში მოხსენიებული მანუსკრიპტები.
იმის შესახებ რომ ბერძნულ ენაზე დაწერილი ახალი ახალი აღთქმა დღევანდელ დღემდეა შემონახული, ერთერთი სწავლული იტყობინება შემდეგს:
„დედნისეული ტექსტებისა და დღემდე მოღწეული უძველესი ხელნაწერების თარიღებს შორის დროის ძალიან მცირე მონაკვეთია. ამიტომ, აღარ რჩება ეჭვის არანაირი საფუძველი, რომ წმინდა წერილებმა ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია“. – (The Bible and Archaeology, by Sir Frederic Kenyon) ამ სიტყვებით, პროფესორი სერ ფრედერიკ კენიონი აღნიშნავს საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს, რომ არსობრივად, ბერძნულ ენაზე დაწერილ წერილებში [სახარებებში]) შეგვიძლია წავიკითხოთ ის, რაც ღვთის შთაგონებით გადმოსცეს თავდაპირველმა დამწერებმა. უხეშ დამახინჯებას დგილი არ ჰქონია.
ანალოგიურად, ებრაეულ ენაზე დაწერილ წერილებთან დაკავშირებით, ძლიერი გარე მტკიცებულებები არსებობს, რაც იმას უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ისინი შეუცვლელი სახით იქნენ შემონახული. ძველ დროში მცხოვრები წმინდა წერილის გადამწერები, ცნობილნი იყვნენთავიანთი საქმის დახელონებულობაში და სიზუსტეში. დღესდღეობით, ბიბლიის პირველი ნაწილის, ებრაული წერილების სულ ცოტა ათას შვიდასზე მეტი ხელნაწერი არსებობს და ერთმანეთთან შედარებამ დაადასტურა რომ არსებოთად ისინი ერთი და იგივეა. 1947 წელს, მკვდარი ზღვის რეგიონში, აღმოჩენილ იქნა უძველესი მანუსკრიპტები. აღმოჩენილი მანუსკრიპტები შეიცავნე ათას წელზე მეტი ხნის ხელნაწერებს, რომლებიც აქამდე არსებულ ხელნაწერებზე გაცილებით უფრო ძველია. ამ უძველესი ხელნაწერების თანამედროვე ბიბლიებთან შედარებამ მხოლოდ უმცირესი და უმნიშვნელო განსხვავება გვაჩვენა. ამ ახლად აღმოჩენილი უძველესი დოკუმენტების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, პროფესორმა მილარ ბუროუზმა, აღნიშნა:
„არსებული მრავალი განსხვავება შეიძლება აიხსნას როგორც გადაწერის დროს დაშვებული შეცდომები. თუ ამას არჩავთვლით, მთლიანობაში საოცარი თანხმობა ჩანს შუა საუკუნეებში ნაპოვნი ხელნაწერის ტექსტთან. ასეთი თანხმობა შედარებით ძველ ხელნაწერთან იმის დამარწმუნებელ მტკიცებას იძლევა, რომ სახეზეა ტრადიციული ტექსტის საერთო სიზუსტე . . . ბიბლიის საერთო მკითხველები და მკვლევარები, ალბათ კმაყოფილები იქნებიან იმის ცნოდით, რომ არსებული ამ ცვლილებების მიუხედავად, ჩვენი ცოდნა რელიგიურ საკითხებზე კვლავ უცვლელია . . . ღვთის ნება და სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, იქიდან გამომდინარე გამჟღავნდა ბიბლიაში, რომ ყოველნაირი ცვალებადობის მიუხედავად, ბიბლიის ტექსტი საუკუნეების მანძილზე, უცვლელად იქნა შემონახული“ —The Dead Sea Scrolls, by Millar Burrows. („შავი ზღვის ხელნაწერები“, ავტორი მილარ ბუროუზი).
გონივრულია თუ არა ზემოთქმული? ნუთუ არ უნდა მოველოდეთ ყოვლისშემძლე ღვთისაგან, რომ ის იზრუნებდა იმაზე რომ თავისი სიტყვა უცვლელად შემონახულიყო? ბიბლია თავადვე პასუხობს: „მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება, ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“ — ესაია 40:8.
თავის ნაშრომში ემანუელ ტოვი ამბობს: „დღესდღეობით კარბონ 14-ის დახმარებით ჩატარებული შემოწმებით 1QIsaa [მკვდარი ზღვის ესაიას გრაგნილი] დათარიღებულია ძვ. წ. 202-დან 107 წლამდე პერიოდით (პალეოგრაფიული თარიღი: ძვ. წ. 125—100 წლებით). . . ზემოხსენებულმა პალეოგრაფიულმა მეთოდმა, რომელიც გაუმჯობესებულ იქნა ბოლო წლებში და რომელიც ზუსტი დათარიღების საშუალებას იძლევა გარეშე წყაროებთან, მაგალითად, თარიღიან მონეტებსა და წარწერებთან, ასოების ფორმისა და განლაგების შედარების საფუძველზე, შედარებით სანდო მეთოდის რეპუტაცია მოიხვეჭა“. – (Textual Criticism of the Hebrew Bible).
ამრიგად მთლიანობაში დაახლოებით 6 000 ებრაული ხელნაწერი ადასტურებს „ებრაული წერილების“ შინაარსის სიზუსტეს. რამდენიმე მათგანი თარიღდება ქრისტიანობამდელი პერიოდით. სულ ცოტა, 19 შემორჩენილი ხელნაწერი წარმოადგენს ებრაული წერილების სრულ კრებულს და თარიღდება იმ დროით, სანამ საბეჭდ დაზგას შემოიღებდნენ. ამის ყველაზე ნათელი დასტურია 1947—1955 წლებში ნაპოვნი გრაგნილები, რომლებიც ცნობილია, როგორც მკვდარი ზღვისხელნაწერები. ეს უძველესი გრაგნილებიშეიცავს ებრაული წერილების წიგნთა ასლებს. ისინი დათარიღებულია იესოს შობამდე 100–200 წლით ადრე. ერთ-ერთი გრაგნილი არის ესაიას წიგნის ასლი. მანამდე ნაპოვნი ესაიას წიგნის უძველესი ასლი ებრაულ ენაზე გაკეთებული იყო იესოს შობიდან დაახლოებით 1 000 წლის შემდეგ. ამ ორი ასლის ერთმანეთთან შედარებისას აღმოაჩინეს სულ რაღაც უმნიშვნელო სხვაობები და ისიც, უმეტესწილად, მართლწერაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ 1 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბიბლიის გადაწერას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოუწვევია!1947—1955 წლებში ნაპოვნი გრაგნილები, რომლებიც ცნობილია, როგორც მკვდარი ზღვისხელნაწერები. ეს უძველესი გრაგნილებიშეიცავს ებრაული წერილების წიგნთა ასლებს. ისინი დათარიღებულია იესოს შობამდე 100–200 წლით ადრე. ერთ-ერთი გრაგნილი არის ესაიას წიგნის ასლი. მანამდე ნაპოვნი ესაიას წიგნის უძველესი ასლი ებრაულ ენაზე გაკეთებული იყო იესოს შობიდან დაახლოებით 1 000 წლის შემდეგ. ამ ორი ასლის ერთმანეთთან შედარებისას აღმოაჩინეს სულ რაღაც უმნიშვნელო სხვაობები და ისიც, უმეტესწილად, მართლწერაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ 1 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბიბლიის გადაწერას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოუწვევია!
პროფესორი ხულიო ტრებოიე ბარერა, რომელიც მკვდარი ზღვის გრაგნილების რედაქტორთა საერთაშორისო ჯგუფის წევრია, ამბობს: «„ესაიას გრაგნილი“ [კუმრანიდან] იმის უტყუარ მტკიცებას გვაწვდის, რომ ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე ებრაელი გადამწერების მიერ ბიბლიური ტექსტები საოცრად ზუსტად და გულმოდგინედ იყო გადაწერილი».
გრაგნილი, რომელზეც ბარერა საუბრობს, მთლიან „ესაიას“ წიგნს მოიცავს.
პროფესორი ხულიო ტრებოიე ბარერა, რომელიც მკვდარი ზღვის გრაგნილების რედაქტორთა საერთაშორისო ჯგუფის წევრია, ამბობს: «„ესაიას გრაგნილი“ [კუმრანიდან] იმის უტყუარ მტკიცებას გვაწვდის, რომ ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე ებრაელი გადამწერების მიერ ბიბლიური ტექსტები საოცრად ზუსტად და გულმოდგინედ იყო გადაწერილი».
გრაგნილი, რომელზეც ბარერა საუბრობს, მთლიან „ესაიას“ წიგნს მოიცავს.
რაც შეეხება „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს“ ბერძნულ ენაზე შესრულებული დაახლოებით 5 000 ხელნაწერია შეტანილი კატალოგში. ერთ-ერთი თარიღდება ახ. წ. 125 წლამდე პერიოდით, ესე იგი მხოლოდ რამდენიმე წელი იყო გასული თავდაპირველი ჩაწერის შემდეგ. და ვარაუდობენ, რომ ზოგი ნაწყვეტი საკმაოდ ადრე იქნა შესრულებული. 27 ინსპირირებული წიგნიდან 22-სთვის არსებობს 10- ზე მეტი სრული ხელნაწერი, რომელიც მთავრული შრიფტითაა შესრულებული. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ერთი სრული ხელნაწერი თარიღდება ახ. წ. მეოთხე საუკუნით.
სხვა არც ერთი უძველესი ლიტერატურული ნაშრომი არ დასტურდება უძველესი დოკუმენტური მტკიცების ასეთი ნაკადით.
ეს ხელნაწერები იმის უდავო მტკიცებაა, რომ ჩვენ გვაქვს სანდო და მაქსიმალურად ზუსტი
ბერძნული ტექსტი. ფენტონ ჰორტი, უესტკოტისა და ჰორტის ტექსტის თანაავტორი, წერს: „ახალი აღთქმის სიტყვების აბსოლუტური უმრავლესობა არ ექვემდებარება კრიტიკას, რადგან მათი ტექსტობრივი სხვაობები არ არსებობს . . . თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო წვრილმანებს, შეიძლება ითქვას, რომ სიტყვები, რომლებიც ჯერ კიდევ იწვევს ეჭვს, მთლიანი ახალი აღთქმის სიტყვების მეათასედსაც კი არ შეადგენს“.
საყურადღებოა ფრედერიკ კენიონის აზრი: „ახალი აღთქმის ტექსტისადმი ნდობა განსაკუთრებით განგვიმტკიცა თანამედროვე აღმოჩენებმა. ამ აღმოჩენებმა საკმაოდ შეამცირა ინტერვალი თავდაპირველი ხელნაწერებისა და უძველესი ასლების შესრულების თარიღებს შორის და ნათელყო, რომ ხელნაწერებს შორის არსებული განსხვავებები გავლენას არ ახდენს ქრისტიანული მრწამსის ფუნდამენტურ სწავლებებზე“ (Our Bible and the Ancient Manuscripts, 1962, გვ. 249
ებრაული წერილების („ძველი აღთქმა“) შესახებ ბიბლეისტი უილიამ გრინი ასეთ რამეს ამბობს: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიზუსტით არც ერთი უძველესი ნაშრომის ასლები არ გაკეთებულა“.
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებთან დაკავშირებით ბიბლიის მკვლევარი ფრედერიკ ბრუსი აღნიშნავს: „ახალი აღთქმის ხელნაწერების უტყუარობის დამადასტურებელი უფრო მეტი ფაქტი არსებობს, ვიდრე კლასიკოსთა ნაშრომების, რომელთა უტყუარობაში ვერავინ ბედავს ეჭვის შეტანას“.
კიდევ რა მოწმობს იმაზე, რომ ბიბლიამ უცვლელი სახით მოაღწია ჩვენამდე?
როგორც ებრაელი, ისე ქრისტიანი გადამწერები არ ერიდებოდნენ ისეთი ბიბლიური მონაკვეთების ზედმიწევნით გადაწერას, რომლებიც ღვთის ხალხის შეცდომებს ააშკარავებდა (რიცხვები 20:12; 2 სამუელი 11:2—4; გალატელები 2:11—14). მსგავსად, ისინი არც იმ ბიბლიურ მონაკვეთებს უვლიდნენ გვერდს, რომლებიც ებრაელი ერის ურჩობასა და ადამიანთა მოძღვრებებს ამხელდა (ოსია 4:2; მალაქია 2:8, 9; მათე 23:8, 9; 1 იოანე 5:21). ეს მოწმობს, რომ ბიბლიის გადამწერები ღვთის სიტყვის მიმართ მოწიწებითა და პატივისცემით იყვნენ გამსჭვალული.
ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ღმერთი, რომელმაც ადამიანებს თავისი სიტყვები დააწერინა, იმაზეც იზრუნებდა, რომ ბიბლიას ჩვენამდე უცვლელი სახით მოეღწია (ესაია 40:8; 1 პეტრე 1:24, 25). მას ხომ განზრახული ჰქონდა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვებით დღეს მცხოვრებ ადამიანებსაც ეხელმძღვანელათ?! (1 კორინთელები 10:11). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი.“ (რომაელები 15:4).
ფაქტები მხოლოდ იმაზე მიუთითებენ, რომ ბიბლია სანდოა და სრულყოფილად ასრულებს იმ დანიშნულებას, რისთვისაც შექმნა ღმერთმა.
წინააღმდეგობები:
გადაკეთდა თუ არა მოგვიანებით სახარებები იმ მიზნით, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანების მოთხოვნილებების შესაბამისი ყოფილიყო?
ზოგი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანების პოლიტიკის გავლენის შედეგად სახარების დამწერებმა გადააკეთეს იესოს ისტორია ან გარკვეული ეპიზოდები ჩაამატეს მასში. მაგრამ სახარებების დაკვირვებით შესწავლა ცხადყოფს, რომ მათში ასეთი თვითნებური ცვლილებები არ ყოფილა შეტანილი. თუ იესოსთან დაკავშირებით სახარების ცნობები პირველი საუკუნის ქრისტიანთა ინტერესებისთვის მოსარგებად იქნა გადაკეთებული, დღემდე რატომ გვხვდება მათში უარყოფითი აზრები როგორც ებრაელების, ისე არაებრაელების შესახებ?
ერთ-ერთი მაგალითის პოვნა მათეს 6:5—7-ში შეიძლება, სადაც იესოს სიტყვებია მოყვანილი: „როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური“. ცხადია, ეს იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა გაკიცხვა იყო. იესომ შემდეგ თქვა: „ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, როგორც წარმართები [არაებრაელები], ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“. იესოს სიტყვების ამგვარად გადმოცემით სახარების დამწერები ვინმეს გადმობირებას არ ცდილობდნენ. ისინი, უბრალოდ, წერდნენ იმას, რასაც იესო სინამდვილეში ამბობდა.
განვიხილოთ აგრეთვე სახარების ცნობები იმ ქალების შესახებ, რომლებიც იესოს სამარხთან მივიდნენ და ცარიელი ჰპოვეს იგი (მარკოზი 16:1—8). გრეგ ისტერბრუკის სიტყვების თანახმად, „ძველი შუა აღმოსავლეთის სოციოლოგიის მიხედვით, ქალების მოწმობას, ჩვეულებრივ, არაფრად აგდებდნენ; მაგალითად, ორი მამაკაცის მოწმობა საკმარისი იყო ქალისთვის მრუშობაში ბრალის დასადებად, მაშინ როდესაც ქალების მოწმობის საფუძველზე კაცებს ბრალს არ დასდებდნენ“. დიახ, იესოს მოწაფეებსაც კი არ სჯეროდათ ქალების (ლუკა 24:11). ასე რომ, შეუძლებელია ასეთი ამბავი შეგნებულად შეეთხზათ.
ეპისტოლეებსა და საქმეების წიგნში იგავების არარსებობა იმის მტკიცე არგუმენტია, რომ სახარებებში ისინი პირველი საუკუნის ქრისტიანების მიერ კი არ იყო ჩართული, არამედ თვით იესოს მიერ იყო წარმოთქმული. გარდა ამისა, სახარებების ეპისტოლეებთან ყურადღებით შედარება ცხადყოფს, რომ არც პავლეს სიტყვები და არც ბერძნული წერილების სხვა დამწერთა სიტყვები იყო ოსტატურად შეთხზული და იესოსთვის მიკუთვნებული. ეს რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებს გაეკეთებინათ, მაშინ ეპისტოლეებიდან, სულ მცირე, რაღაც მასალა მაინც სახარების ცნობებშიც უნდა გვხვდებოდეს. რადგან ეს ასე არ არის, შეგვიძლია დანამდვილებით დავასკვნათ, რომ სახარების ცნობა თვითმყოფადი და უტყუარია.
No comments:
Post a Comment