Thursday, 16 July 2020

იესოს არსებობის მტკიცებები


მას არც სიმდიდრე ჰქონდა და არც ძალაუფლება; საკუთარი სახლიც კი არ გააჩნდა. მაგრამ მისმა სწავლებებმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. და მაინც, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: ნამდვილად არსებობდა იესო ქრისტე? რას ამბობენ ამის თაობაზე როგორც ძველი, ისე თანამედროვე დროის სწავლულები?


რას გვიმჟღავნებს ისტორია?

იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ ყველაზე დაწვრილებით ოთხი სახარება მოგვითხრობს, რომლებიც მათი დამწერების, მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახელითაა ცნობილი. და რომლებშიც ბევრი ისტორიულად ზუსტი პიროვნებებია მოხსენიებული. გარდა ამისა, იესო მოხსენიებულია სხვა არაქრისტიანულ წყაროებშიც.

იესოს მოიხსენიებდნენ პირველ და მეორე საუკუნეებში მოღვაწე ისტორიკოსები და მწერლებიც. 

1.ტაციტუსი, რომელიც სავარაუდოდ ახ. წ. 55 წელს დაიბადა.  ერთ-ერთ უდიდეს რომაელ ისტორიკოსადაა აღიარებული. მან დაწერა ისტორიული თხზულება „ანალები“, რომელშიც ასახულია რომის ისტორია ახ. წ. 14 წლიდან 68 წლამდე (იესო ქრისტე სიკვდილით ახ. წ. 33 წელს დასაჯეს). ტაციტუსმა დაწერა,  ქრისტეს შესახებ იგი წერდა: „ქრისტუსი, საიდანაც წარმოდგება სახელი [ქრისტიანები], ტიბერიუსის მმართველობის დროს ჩვენი პროკურატორის, პონტიუს პილატეს, ბრძანებით სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს“. იესოს მოიხსენიებენ აგრეთვე

 2.რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი (I საუკუნე) დაახლ. ახ. წ. 69—122-ის შემდეგ)  სვეტონიუსი თავის თხზულებაში, „თორმეტი კეისრის ცხოვრება“, აღწერს რომის პირველი 11 იმპერატორის მმართველობის დროს განვითარებულ მოვლენებს. იმ მონაკვეთში, რომელშიც საუბარია იმპერატორ კლავდიუსის მმართველობის პერიოდზე, მოთხრობილია რომში მომხდარი არეულობის შესახებ, რაც, როგორც ჩანს, იუდეველებს შორის იესოზე გაუთავებელმა კამათმა გამოიწვია (საქმეები 18:2). სვეტონიუსი წერდა: „იუდეველები სულ აღელვებულნი ქრისტუმის [ქრისტეს] გამო [კლავდიუსმა] რომიდან გარეკა“ („ღვთაებრივი კლავდიუსი“, XXV,

3.პლინიუს უმცროსი

(დაახლ. ახ. წ. 61—113 წწ.) პლინიუს უმცროსი რომაელი მწერალი და ბითინიის (დღევანდელი თურქეთი) გამგებელი იყო, რომელმაც რომის იმპერატორ ტრაიანეს წერილობით აცნობა, თუ როგორ ეპყრობოდა ქრისტიანებს ამ პროვინციაში. პლინიუსი წერდა, რომ აიძულებდა ქრისტიანებს, უარეყოთ საკუთარი მრწამსი; უარის თქმის შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯით ემუქრებოდა. ის ტრაიანეს უხსნიდა: „მხოლოდ მათ ვათავისუფლებდი, ვინც . . . ჩემთან ერთად მოუხმობდა [წარმართ] ღვთაებებს; თაყვანს სცემდა, საკმეველს უკმევდა და ღვინოს უღვრიდა თქვენს გამოსახულებას . . . და წყევლიდა ქრისტეს“ (Pliny—Letters, Book X, XCVI).

4 იოსებ ფლავიუსი
(დაახლ. ახ. წ. 37—100 წწ.) იოსებ ფლავიუსი ებრაელი ისტორიკოსი და სასულიერო პირი გახლდათ. მან დაწერა, რომ ებრაელმა მღვდელმთავარმა ანამ, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლებით სარგებლობდა, „შეკრიბა სინედრიონის [იუდეველთა უზენაესი სასამართლო] მოსამართლეები და მათ წინაშე წარადგინა მამაკაცი, სახელად იაკობი, ქრისტედ წოდებული იესოს ძმა“ („იუდეველთა სიძველენი“, XX, 200).

5. თალესმა შემოგვინახეს ცნობები ქრისტიანული ღვთისმსახურებებისა და ასევე იმ დევნის შესახებ, რომელიც ეთანხმება ახალი აღთქმის აღწერილობებს.ასევე იესოს მოიხსენიებენ

მაიკლ გრანტი, ისტორიკოსი, რომელიც ანტიკურ ცივილიზაციას შეისწავლის, აღნიშნავს: «თუ „ახალ აღთქმასაც“ სხვა უძველესი ისტორიული ხელნაწერების მსგავსად, სანდო წყაროდ მივიჩნევთ, რაც ასეც უნდა იყოს, მაშინ ეჭვქვეშ აღარ დავაყენებთ იესოს არსებობას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს, ბევრი იმ ადამიანის არსებობაში შევიტანოთ ეჭვი, რომელთა შესახებაც ისტორია მოწმობს, და რომელთა არსებობაც არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ».
რუდოლფ ბულტმანი, პროფესორი, რომელიც „ახალ აღთქმას“ შეისწავლის, ამბობს: „ეჭვები იმის თაობაზე, მართლა არსებობდა თუ არა იესო, იმდენად უსაფუძვლოა, რომ არც კი ღირს მათ გასაბათილებლად არგუმენტების ძიება. არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ სწორედ იესომ ჩაუყარა საფუძველი [ქრისტიანულ] მიმდინარეობას, რომელიც [იუდაიზმის წიაღში], უძველეს პალესტინაში წარმოიშვა“.
უილიამ დიურანტი, ისტორიკოსი, მწერალი და ფილოსოფოსი, წერდა: „ის უფრო დაუჯერებელი იქნებოდა, ერთ ეპოქაში მცხოვრებ რამდენიმე უბრალო ადამიანს [სახარების დამწერებს] გამოეგონებინა ასეთი ძლიერი, უნაკლო და დიადი პიროვნება, რომელიც ადამიანებს ესოდენ მაღალზნეობრივ ფასეულობებს უნერგავდა და ნამდვილ ძმურ სიყვარულს ასწავლიდა, ვიდრე ის, რასაც სახარებები მოგვითხრობს“.
ალბერტ აინშტაინი, გერმანიაში დაბადებული ებრაელი ფიზიკოსი, აღნიშნავს: „წარმოშობით ებრაელი ვარ, მაგრამ აღმაფრთოვანებს [იესო] ნაზარეთელის პიროვნება“. როდესაც მას ჰკითხეს, სჯეროდა თუ არა იესოს არსებობის, პასუხად მიუგო: „რასაკვირველია! შეუძლებელია, სახარების კითხვისას ისეთი გრძნობა არ დაგეუფლოს, რომ თითქოს იესო შენ გვერდითაა. ყოველი სიტყვა მის პიროვნულ თვისებებს ირეკლავს. სახარებებში ყველაფერი ისე ცოცხლადაა გადმოცემული, რომ შეუძლებელია ეს მითი იყოს“.
„შეუძლებელია, სახარების კითხვისას ისეთი გრძნობა არ დაგეუფლოს, რომ თითქოს იესო შენ გვერდითაა“ (ალბერტ აინშტაინი)


6.თალმუდი თვით ებრაული თალმუდი,იუდეველი რაბინების მიერ შედგენილი კრებულიდან, რომელიც თარიღდება ახ. წ. III—VI საუკუნეებით, 
 რომელიც ნამდვილად არ არის კეთილგანწყობილი იესოს მიმართ, ეთანხმება მისი ცხოვრების აღწერილობის უმთავრეს მომენტებს
 თალმუდიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს მტრებიც კი ადასტურებდნენ მის არსებობას. ერთ-ერთ მონაკვეთში ვკითხულობთ: „პასექის დღეს იეშუა [იესო] ნაზარეთელი სიკვდილით დასაჯეს“, რაც ისტორიულადაა დასაბუთებული (ბაბილონის თალმუდი, სანჰედრინი 43ა, მიუნხენის კოდექსი; იხილეთ იოანეს 19:14—16). სხვა მონაკვეთში კი წერია: „ჩვენ არც საკუთარ ვაჟებს და არც მოწაფეებს არ აღვზრდით ისეთებად, რომლებიც ნაზარეთელივით (ამ სიტყვაში, ძირითადად, იესოს გულისხმობდნენ) დაიმცირებენ თავს ხალხის წინაშე“ (ბაბილონის თალმუდი, ბრახოთი 17ბ, სქოლიო, მიუნხენის კოდექსი; იხილეთ ლუკას 18:37).

პირველ და მეორე საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსთა იმ ნაშრომების შესახებ, სადაც იესო და ადრინდელი ქრისტიანები არიან მოხსენიებული, ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროებით დასტურდება, რომ ძველ დროში ქრისტიანების მოწინააღმდეგეებსაც კი არასდროს შეუტანიათ ეჭვი იესოს არსებობაში, რაზეც პირველად და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს კამათი მე-18 საუკუნის მიწურულს, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა“ (Encyclopædia Britannica, 2002 წლის გამოცემა). 2002 წელს ერთი ჟურნალის სარედაქციო სტატიაში ეწერა: „თუ არ ჩავთვლით ზოგ ათეისტს, მეცნიერთა უმეტესობამ იესო ნაზარეთელი უკვე აღიარა ისტორიულ პიროვნებად“ (The Wall Street Journal).

იესო იუდაიზმის წყაროებში

ერთერთი ყველაზე ცნობილი რაბინული წყარო იესოს შესახებ, იწოდება «ტოლდოტ იეშუ». «ტოლდოტ» – საგვარეულო ნუსხა, წარმომავლობა, ან უბრალოდ ბიოგრაფია. იეშუ – სახელის იეჰოშუა/იეშუა შემოკლებული ვარიანტია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება იუდაურ ანტიქრისტიანულ ლიტერატურაში. ის გამოხატავს რაბინების მხრიდან იესოსადმი გამანადგურებელ დამოკიდებულებას. ასევე შესაძლებელია, რომ ასეთი ვარიანტი მოგონილ იქნა იმის გათვალისწინებით, რომ მისი სიტყვები ემთხვევა გავრცელებული წყევლის სიტყვების პირველ ასოებს: «დაე გაქრეს სახელი მისი და ხსოვნა მისი».



აი რას წერს ამ ტექსტზე ბ.გ. დერევენსკი თავის წიგნში «იესო ქრისტე ისტორიულ დოკუმენტებში»:

მიუხედავად მთელი სიძულვილისა, რომელსაც «ტოლდოტ»-ის ავტორები განიცდიდნენ წიგნის გმირის მიმართ, ისრაელის შეცდომაში შემყვანის სახეს, რომელსაც ისინი ხატავენ, მთლად მაინც არ აქვს დაკარგული გარკვეული ხიბლი. იეშუს გულწრფელად სწამს თავისი ღვთიური წარმოშობის და თვლის, რომ ციდანაა მოვლენილი. ის არცერთ რაბინზე ცუდად არაა გათვითცნობიერებული წმინდა წერილებში. მისი მოწაფეები უსაზღვროდ ერთგულნი არიან მისი. ის აჩერებს თავის მიმდევრებს, როდესაც ისინი წყვეტენ, მის გამო,  შეებრძოლონ იუდეველებს. ის მოთმინებით იტანს ცემას და არ თხოულობს შებრალებას. მას გააჩნია ისეთი სანაქებო თვისებები როგორებიცაა მიზანდასახულობა და თანმიმდევრულობა. ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი არ კარგავს სულის სიმხნევეს. სხვა მხრივ, მისი მოწინააღმდეგე ისრაელელი ბრძენნი ყოველთვის ღირსეულად არ იქცევიან. როდესაც უძლურები არიან არგუმენტირებულად აიცილონ იეშუს მესიანური პრეტენზიები, მასთან ღიად კამათს ისინი კულისებში სხვა მანევრებს ანიჭებენ უპირატესობას, ინტრიგას უყრიან სამეფო მთავრობის წინაშე, იშველიებენ რა ღვთის სახელის ხსენების აკრძალვას, სარგებლობენ გამცემის მომსახურებით და ა.შ. რათქმაუნდა, ასეთი შთაბეჭდილებები და ასეთი დასკვნები ჩნდება, ავტორთა ნების მიუხედავად. ამიტომაა ასე საინტერესო ეს ნაწარმოები.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუნემტში არსადაა ნათქვამი რომ იესო თავს ყოვლისშემძლე ღმერთს ეძახდა ან მოითხოვდა რომ თაყვანი ეცათ მისთვის როგორც ღმერთისთვის. მას რომ ეს გაეკეთებინა, რაბინებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა ამისი ხსენება, ისინი ამით შეძლებდნენ იესოს ღვთის მგმობელად წარმოდგენას.


იესო აცხადებს მესიობას:


მაგრამ თქვენ გაგიგონიათ, რომ წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ მის მესიაზე; და აი მე ვარ ის მესია. ჩემზე წინასწარმეტყველებდა ესაია, როდესაც ამბობს: «აი, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს, და დაარქმევენ მას ემანუილს». და ასევე წინასწარმეტყველებდა ჩემზე ჩემი წინაპარი დავითი: «უ[ფალმა] მითხრა მე: შენ ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ», რაც იმაზე მოწმობს, რომ დედაჩემმა მუცლადმიღო [მე] გარეშე, კაცის თესლისა, ამიტომაც დამარქვეს მე მამზერი. და კიდევ თქვა მან: «რატომ შფოთავენ ხალხები, მეფეები რატომ განუდგნენ მის ცხებულს?» და აი მე ვარ ის მესია, და ისინი კი ჩემს წინააღმდეგ გამოდიან, მეძავთა შვილები, და ამაზეც დაწერილია წერილებში: «ვინაიდან სიძვის შვილები არიან».

იესო იერუსალიმში ჩოჩორზე ამხედრებული შედის:


მაშინ დაიჭირა ჩოჩორი, დაჯდა მასზე, შეკრიბა თავისი მიმდევრები და ისინი ერთად შემოვიდნენ იერუსალიმში. და უთხრა მან თავის მიმდევრებს: შეხედეთ, ჩემზე შესრულდა მუხლი, როგორც წერია: «მშვიდი ხასიათისა, რომელიც ჩოჩორზე ზის».

რაბინები ვერ პოულობენ იესოს გვამს:


მისმა მიმდევრებმა თქვეს: წავიდეთ, ვნახოთ, არის თუ არა ის სამარხში. მათ გახსნეს სამარხი და ვერ იპოვეს ის. ამის შემდეგ ისინი მივიდნენ დედოფალ ელენესთან და უთხრეს მას: შეხედეთ, ქალბატონო, რა მრავალი ნიშანი აღასრულა მან სიცოცხლეში; ახლა კი ის ზეცად ამაღლდა! მაშინ მან გაგზავნა ბრძენებთან და ჰკითხა მათ: სად დამარხეთ იეშუა? მათ უპასუხეს: სილოამის წყაროსთან. მან უთხრა: თუ არ წარმომიდგენთ მე მას, არავის არ დაგტოვებთ [ცოცხალს]. ისინი წავიდნენ და ვერ იპოვეს ის იქ. მაშინ მათ სთხოვეს მას: დრო მოგვეცი. და დედოფალმა მისცა მათ დრო. ისრაელები კი გლოვობდნენ და მარხულობდნენ, ვინაიდან დრო იწურებოდა, მას კი ვერ პოულობდნენ. და მათ ეშინოდათ დედოფლის [რისხვისა].

სიკვდილის შემდეგ იესოს მიმდევართა რიცხვის ზრდა:

მაგრამ მისი მიმდევრები გახდნენ ისრაელის განდგომილნი და დავაში შევიდნენ ბრძენებთან, ეუბნებოდნენ რა მათ: ის იყო მხსნელი! ამის გამო დიდი განხეთქილება მოხდა ისრაელში. იმის შემდეგ, რაც იეშუას სიკვდილიდან ცამეტი წელი გავიდა, შეიკრიბნენ ბრძენნი და თქვეს: აი, ჩვენ არ ძალგვიძს მათი განდევნა ისრაელის საზოგადოებიდან ჩვენი მრავალი შეცოდებების გამო, როგორც ნათქვამია: «უაზრო ხალხით დავამწუხრებ მათ».

2000 წლის წინ არ იყვნენ არც ბიბლიის კრიტიკოსები, არც საერო ისტორიკოსები, არც ათეისტები თანამედროვე გაგებით. იუდეველი რაბინები იყვნენ პირველები და დიდი დროის განმავლობაში იესოს ერთადერთი კრიტიკოსები. ვის-ვის, და აი მათ კი მართლაც აწყობდათ, რომ საქმე ისე წარმოეჩინათ, რომ ვითომდა იესოს სინამდვილეში არ გაუკეთებია ის ყოველივე რასაც მიაწერდნენ, ან ვითომ მას არასოდეს უარსებია. მათთვის სავსებით სასარგებლო იყო წარმოეჩინათ იესო როგორც თაღლითი და მატყუარა. მაგრამ მათ არასოდეს არ გაუკეთებიათ მსგავსი განცხადებები. მათ ისიც კი არ ჩათვალეს აუცილებლად რომ უბრალოდ იგნორირება გაეკეთებინათ იესოსთვის, არამედ შექმნეს საკმაოდ შთამბეჭდავი ანტიქრისტიანული ლიტერატურის რაოდენობა, რომელშიც ნაწილობრივ და მთლიანად დაადასტურეს ყველაფერი, რაზეც სახარებაშია ლაპარაკი – რათქმაუნდა, თავისი ინტერპრეტაციების დამატებით; მაგალითად, მათი ინტერპრეტაციით,  იესოს, მამობილის სახლში აღზრდა იმით აიხსნება, რომ ის დეზერტირი ჯარისკაცის უკანონო შვილი იყო. ზოგიერთი ინტერპრეტაციები სავსებით არადამაჯერებლად გამოიყურება, მაგალითად განკურნებები და მკვდრების აღდგენა ჯადოქრული მეთოდების დახმარებით; თუ ასეთი რამის გაკეთება ჩვეულებრივ რიგით იუდეველ ჯადოქარს შეეძლო, რატომ ვერავინ გაიმეორა მზგავსი რამ 2000 წლის განმავლობაში? თუმცა, ინტერპრეტაცია - ეს ხომ ინტერპრეტაციაა. მაგრამ არცერთ რაბინს არ უთქვია და ვერც იტყვის დღეს, რომ იესო და სახარება თავიდან ბოლომდე გამოგონილია. მათ მშვენივრად იციან რომ ეს ასე არ არის.

7.ახლა შევეხოთ იესოს მიმდევრების მიერ თავიანთი მოძღვრის სწავლებების დაუცხრომლად ქადაგებას. ესეც გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ქრისტე ნამდვილად არსებობდა. იესოს მიერ მსახურების დაწყებიდან ოცდაათიოდე წელი იქნებოდა გასული, როდესაც პავლეს სასიხარულო ცნობის შესახებ შეეძლო ეთქვა: „[ის] ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). დიახ, წინააღმდეგობის მიუხედავად, იესოს სწავლებები მთელ ძველ მსოფლიოში გავრცელდა. პავლე, რომელიც თავადაც იდევნებოდა იმის გამო, რომ ქრისტიანი იყო, 

წერდა: „ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც“ (1 კორინთელთა 15:12—17). თუკი ფუჭი იქნებოდა ქადაგება ქრისტეზე, რომელიც არ აღმდგარა, რამდენად უფრო ფუჭი უნდა ყოფილიყო ქადაგება ქრისტეზე, რომელიც საერთოდ არ არსებობდა? პლინიუს უმცროსის ცნობიდან ჩანს, რომ I საუკუნის ქრისტიანები მზად იყვნენ, იესო ქრისტესადმი რწმენის გამო სიკვდილზე წასულიყვნენ. ქრისტესათვის ისინი საფრთხეში იგდებდნენ საკუთარ სიცოცხლეს, რადგან, როგორც სახარებებიდან ვიგებთ, ის ნამდვილად არსებობდა და ცხოვრობდა დედამიწაზე

რატომ არ მოიპოვება მეტი ისტორიული ჩანაწერები?


უნდა მოველოდეთ, რომ პირველი საუკუნის უფრო მეტ წყაროში იქნებოდა მოხსენიებული იესოს ცხოვრება და მისი მკვდრეთით აღდგომა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მან უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე? ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. უპირველესად იმიტომ, რომ სახარებები თითქმის 2 000 წლის წინ დაიწერა. იმდროინდელი არაბიბლიური ხელნაწერებიდან კი ცოტამ თუ მოაღწია ჩვენამდე (1 პეტრე 1:24, 25). გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იესოს ბევრ მოწინააღმდეგეს მის შესახებ ისეთი რამ დაეწერა, რაც ხალხს მისადმი რწმენას ჩაუსახავდა.

იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ პეტრე მოციქულმა დაწერა: „ღმერთმა ის მესამე დღეს აღადგინა და ნება მისცა, გამოცხადებოდა ადამიანებს, მაგრამ არა ყველას, არამედ ღვთის მიერ წინასწარ დანიშნულ მოწმეებს — ჩვენ, ვინც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ“ (საქმეები 10:40, 41). რატომ არ გამოეცხადა იესო ყველას? მათეს სახარებიდან ვიგებთ, რომ როდესაც იესოს მტრებმა, რელიგიურმა წინამძღოლებმა, მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ შეიტყვეს, მოითათბირეს, დაედუმებინათ ამ ცნობის გამავრცელებლები (მათე 28:11—15).



თქვენ ხედავთ მტკიცებებს?

ქრისტიანები დაუღალავად ქადაგებდნენ, რადგან სწამდათ იესოს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. გონების თვალით თქვენც დაინახავთ მკვდრეთით აღმდგარ იესოს, თუკი ჩასწვდებით, რა გავლენას ახდენს ეს პიროვნება დღეს.
ძელზე გაკვრამდე ცოტა ხნით ადრე იესომ ვრცელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც ის ზეცაში გამეფდებოდა. მან ისიც აღნიშნა, რომ მკვდრეთით აღდგებოდა და ღვთის მარჯვნივ იჯდებოდა მანამ, სანამ თავისი მტრების დამარცხების დრო მოვიდოდა (ფსალმუნები 109:1; იოანე 6:62; საქმეები 2:34, 35; რომაელთა 8:34). დანიშნულ დროს კი სატანასა და მის დემონებს ციდან გადმოყრიდა (გამოცხადება 12:7—9).
როდის მოხდებოდა ყოველივე ეს? იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რა იქნებოდა მისი „მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი“. ამ ნიშანში შედიოდა დიდი ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები, ცრუწინასწარმეტყველთა გამოჩენა, უკანონობის ზრდა და საშინელი ეპიდემიები. მოულოდნელი არაფერია იმაში, რომ ასეთი საშინელი მოვლენები ხდება, რადგან სატანა ეშმაკის გადმოგდება ‘ვაია მიწისთვის’. დედამიწაზე გადმოგდებული ეშმაკი ‘გამძვინვარებულია, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა’. გარდა ამისა, ნიშანში შედის ‘მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად’ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათე 24:3—14; გამოცხადება 12:12; ლუკა 21:7—19).
იესოს წინასწარმეტყველებების შესრულება შეიძლება შევადაროთ ასაწყობი სურათის ფრაგმენტების შენაწევრებას, რომლებიც მთლიანობაში ერთიან სურათს ქმნის. 1914 წელს I მსოფლიო ომის დაწყებიდან ვხედავთ მრავალ მტკიცებას, რომ იესო ქრისტე უხილავად უკვე მოსულია. ის უკვე ღვთის სამეფოს მეფეა და ძალიან დიდ შესაძლებლობებს ფლობს. 



No comments:

Post a Comment