ჭეშმარიტი ქრისტიანები უარს ამბობენ ამ დღის აღნიშვნაზე შემდეგი საფუძვლიანი მიზეზების გამო:
Monday, 23 December 2019
Sunday, 22 December 2019
რას ამბობს ბიბლია შობის დღესასწაულზე, ქრისტიანულია მისი წეს-ჩვეულებები?
ბიბლიური პასუხი: ჩვენ იმიტომ არ ვზეიმობთ შობას რომ მას არა აქვს ბიბლიური საფუძველი. ახალ აღთქმაში ის არ მოიხსენიება როგორც ქრისტიანული დღესასწაული. ახალ აღთქმაში არცერთხელ არაა იმაზე ლაპარაკი, რომ ქრისტიანები რაიმე სახით მაინც აღნიშნავდნენ მას. და არც არანაირი მითითება არ არსებობს თუ როგორ უნდა აღინიშნოს ის.
Tuesday, 17 December 2019
რა განსხვავებაა შთაგონებასა და სულით მოქმედებას შორის, და თუ მონა არც შთაგონებულია და არც უშეცდომო რატომ გვმართებს მისი მორჩილება?
ხშირად კრიტიკოსები მოწმეების მისამართით იმ არგუმენტს იყენებენ რომ თუკი მათ ღმერთი ხელმძღვანელობს რატომ აქვთ ახალი გაგება და მათ არ გაუცხადდათ ერთბაშად ყველაფერიო.ამით მათ იმის ჩვენება სურთ, რომ თითქოს უცდომლობა ჭეშმარიტების კრიტერიუმია, და ეს კრიტერიუმი მოწმეებს არ აქვთ. ამ საკითხში გასარკვევად თავდაპირველად ვისაუბროთ რა სხვაობაა სულით შთაგონებას,(რომელიც ბიბლიის დამწერებს მიეცათ) და სულით მოქმედებასა და ხელმძღვანელობას შორის
Saturday, 16 November 2019
როგორ სხეულში აღდგა იესო: ხორციელი თუ სულიერი?
უამრავ ადამიანს სწამს ტრადიციული საეკლესიო დოქტრინის იმის შესახებ, რომ ღვთის ძე ხორციელად (ანუ ფიზიკური სხეულით) აღდგა მკვდრეთით. თუმცა ბიბლიის უამრავი სერიოზული მკვლევარისათვის ეს დოგმა თავისთავად "გაუქმდა", როდესაც მიხვდნენ, რომ იესოს ხორციელად მკვდრეთით აღდგომის შესახებ სწავლება სრულიად არაბიბლიურია! ამომწურავი პასუხის მისაღებად, ჩვენ იესოს ხორციელი აღდგომის შესახებ თეორიას რამოდენიმე მხრიდან განვიხილავთ.
Wednesday, 13 November 2019
რა მნიშვნელობა აქვს? (დღესასწაულების შესახებ)
ეს ფრაზა ხშირად მათ ესმით, ვინც თავისთვის გადაწყვიტა, რომ არ აღნიშნოს საყოველთაოდ მიღებული დღესასწაულები მათი უსანდომო წარმომავლობის გამო. ეს ეხება ისეთ რელიგიურ დღესასწაულებს, მაგალითად, როგორებიცაა შობა ან აღდგომა. ეს ასევე ეხება იმ დღესასწაულებსაც, რომლებსაც ტრადიციულად რელიგიურებად არ აღიქვავენ, მაგალითად, ახალი წელი.
და მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, განა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს დღესასწაულს?
Thursday, 17 October 2019
მარადიული სიცოცხლე, ზეცაში და დედამიწაზე - ბიბლიური საფუძვლები
აქ განვიხილავთ იმ ბიბლიურ ადგილებს რომლებიც ადასტურებენ ორი ჯგუფის არსებობას, რომლებიც მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს: ისინი ვინც უკვდავ ცხოვრებას მიიღებს ზეცაში და ვინც მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს დედამიწაზე სამოთხეში. ეს კვლევა ცხადყოფს, რომ ეს კონცეფცია კარგად არის გაცხადებული ღვთის სიტყვაში.
Friday, 4 October 2019
დედამიწა "ცეცხლს მიეცემა" თუ...?
მრავალ ბიბლიის გამოცემაში, ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთის წაკითხვისას, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნას, თითქოს ღმერთმა დედამიწისათვის წინასწარ განსაზღვრა მისი სრული განადგურება. მეორეს მხრივ, ბიბლია გვარწმუნებს: «დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე» (ფსალმუნები 103:5. შეადარეთ ეკლესიასტე 1:4).ასევე ფსალმუნების სხვა ადგილზეც ნათქვამია, რომ ღმერთმა «დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს» (ფსალმუნები 148:6).
Sunday, 29 September 2019
მარადიული ცხოვრება დედამიწაზე - ბიბლიური საფუძვლები
დღეს თითქმის ყველა კონფესია ასწავლის რომ ადამიანები მხოლოდ ზეცაში იცხოვრებენ. მაგრამ რწმენა იმის შესახებ, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის, სინამდვილეში, არ შეესაბამება ბიბლიის სწავლებებს
Sunday, 15 September 2019
144 000 და ზეცაში ცხოვრება
ვინ მიდის ზეცაში? ბიბლიის თანახმად განსაზღვრული რაოდენობის მცირე ჯგუფს ეძლევა ზეცაში ცხოვრების შესაძლებლობა (1 პეტრე 1:3, 4)
Thursday, 15 August 2019
რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები დაბადების დღეს?
იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ დაბადების დღეს, რადგან მას ღვთისთვის მიუღებელად მიიჩნევენ. იეჰოვას მოწმეების ასეთი პოზიციის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ცდილობენ გაითვალისწინონ ღვთის თვალსაზრისი და გრძნობები, თავისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. მართალია, ბიბლიაში პირდაპირ არ წერია რომ დაბადების დღის აღნიშვნა აკრძალულია, მაგრამ ღვთის სიტყვა გვეხმარება ამ თემაზე სხვადასხვა კუთხით ვიმსჯელოთ და გავიგოთ, რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ამ საკითხზე. და ამ საკითხს რამოდენიმე კუთხით განვიხილავთ ბიბლიის ჭრილში.
Friday, 19 July 2019
ბიბლიის ღვთიურობის მტკიცებები
რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას? მოდი მოკლედ ჩამოვთვალოთ ამის მიზეზები-ხოლო დაწვრილებით თითოეულს ქვემოთ განვიხილავთ:
Monday, 15 July 2019
მხოლოდ იესოს შესახებ ქადაგებდნენ პირველი საუკუნის ღვთის მსახურები?
ხშირად ამბობენ, რომ იეჰოვას მოწმეები, ისე არ ქადაგებენ, როგორც მოციქულები ქადაგებდნენო. მოციქულები ქრისტეს ქადაგებდნენ, იეჰოვას მოწმეები კი რაღაც სხვას ქადაგებენო. ამ დასკვნების ავტორებს სრულიად რჩებათ მხედველობიდან, რომ ახალი აღთქმა ძირითადად იმ ხალხისათვის ქადაგებას აღწერს, რომლებიც უკვე თაყვანს სცემდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, კარგად იცოდნენ წმინდა წერილი და მესიას ელოდებოდნენ. მაგრამ დღეს ასეთი ხალხი დედამიწის მოსახლეობის უმნიშვნელო პროცენტს წარმოადგენენ.
Tuesday, 9 July 2019
ქრისტეს კრება, "სამარის (ჰადესის) კარიბჭენი" და მემკვიდრეობის საკითხი
ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას (მათე 16:18).
მე თქვენთანა ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე (მათე 28:20).
იესოს ეს უბრალო სიტყვები ხშირად ასე ესმით: ქრისტე შექმნის ისეთ ეკლესიას, რომელიც იარსებებს შეუწყვეტლად, ქრისტედან დღევანდელ დღემდე, მის არსებობაში არ იქნება პაუზები, იქნება დიდი, ცნობილი და გავლენიანი, იდომინირებს ყველა დანარჩენზე და მასში იქნება სამოციქულომემკვიდრეობა(მაგალითად მართლმადიდებლები კათოლიკები და სხვა. აცხადებენ, რომ ისინი მალევე შეენაცვლნენ წმინდა პეტრეს და დაიკავეს მისი მდგომარეობა). საკვირველი ახსნაა, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ამ ორ მუხლში, ამ მტკიცებულებებიდან არცერთი არ არის.
Monday, 1 July 2019
საქმეების 4:12 - ასწავლიდა თუ არა პეტრე, რომ ქრისტეს სახელი იეჰოვას სახელს ცვლის?
ღმერთის სახელის გამოყენების მოწინააღმდეგეებს ხშირად მოჰყავთ შემდეგი მუხლი იესო ქრისტეს შესახებ: «სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით» (საქმეები 4:12). ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იესოს სახელი მისი მამის სახელზე მაღლა დგას და რაიმე სახით ჩაანაცვლებს მას?
Wednesday, 19 June 2019
Tuesday, 18 June 2019
არიან იეჰოვას მოწმეები სექტანტები?
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რელიგიური თუ პოლიტიკური ძალები მზაკვრულად ცდილობენ იეჰოვას მოწმეები „საშიშ სექტად“ წარმოაჩინონ.სხვათა შორის, პირველი საუკუნის ქრისტიანებს ასეთივე ბრალდებას უყენებდნენ (საქმეები 28:22). მაგრამ ცნობილია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო იეჰოვას მოწმეებს რელიგიად აღიარებს და არა სექტად. უეჭველია, რომ მოწინააღმდეგეებმა ეს კარგად იციან. მიუხედავად ამისა, ისინი განაგრძობენ იეჰოვას მოწმეების ცილისწამებას
Saturday, 15 June 2019
რატომ დადიან ისინი?
რატომ დადიხართ? რა გინდათ საერთოდ? მეტი საქმე არ გაქვთ? – ამ და სხვა დამამცირებელ გამოთქმებს ხშირად ისმენენ თავისი მისამართით ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს მოყვასთან მისვლა, რათა მას ესაუბრონ ღმერთზე, ქრისტეზე და მათ განზრახვებზე
Thursday, 13 June 2019
Friday, 7 June 2019
რაზე გააკრეს სინამდვილეში იესო, და უნდა გამოვიყენოთ თუ არა ის საგანი თაყვანისმცემლობაში?
მილიონობით ადამიანი უდიდეს პატივს მიაგებს ჯვარს და სათაყვანებელ სიმბოლოდ მიიჩნევს.
სხვები მას ამულეტად იყენებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის ბოროტებისგან დაიცავს მათ.
ამის გათვალისწინებით მოდი დავფიქრდეთ კითხვებზე
1. ნამდვილად ჯვარზე გააკრეს იესო?
2. საიდან იღებს დასაბამს ჯვარი?
3. როგორ შეაღწია ჯვარმა ქრისტიანობაში?
4.. თაყვანს უნდა სცემდნენ ქრისტიანები იმ საგანს, რაზეც ქრისტე ეწამა?
Saturday, 18 May 2019
იოანეს 6:54 ის თანახმად: ყველამ უნდა მიიღოს პური და ღვინო მარადიული სიცოცხლისთვის?
განვიხილოთ კლასიკური პროტესტი:
როგორ შეიძლება მარადიული სიცოცხლე მიიღო თუკი არ იღებ პურსდა ღვინოს? განა იესომ არდაუკავშირა მარადიულ სიცოცხლეს მათი მიღება?
Subscribe to:
Posts (Atom)