ინტერნეტში იმ მოწინააღმდეგეთა საიტებზე მოხვედრა, რომლებზეც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციისა და სწავლებების კრიტიკაა განთავსებული, ძალიან იოლი საქმეა, საკმარისია საძიებო სისტემაში ფრაზა «იეჰოვას მოწმეები» ჩავწეროთ და ინტერნეტი მომენტალურად გვთავაზობს უამრავ ბმულებს ასეთ რესურსებზე. ინტერნეტში არის არა მხოლოდ რელიგიური მოწინააღმდეგეების საიტები, არამედ ისინიც, რომებიც განდგომილების მიერ იქნა შექმნილი, მათ მიერ, ვინც ოდესღაც თავად იყვნენ იეჰოვას მოწმეები, მაგრამ შემდგომ მოუნანიებელი ცოდვების გამო გარიცხულნი იქნენ ორგანიზაციიდან და ამის გამო თავის ქრისტიანულ ორგანიზაციაზე შურისძიება დაიწყეს. ეს პირები არა მხოლოდ ინტერნეტ-გვერდებს ქმნიან საკუთარი თანამორწმუნეების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებებით, არამედ ინტერნეტში სპეციალურად უწევენ ორგანიზებას ფორუმებს – ესაა ადგილი, სადაც ადამიანს რეალური დროის რეჟიმში შეუძლია საუბრის წარმოება იქ მყოფ სხვა ადამიანებთან. ეხლა მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ განდგომილთა ასეთი ფორუმები ძალიან ცბიერულ მახეებს წარმოადგენენ გამოუცდელი და მიმნდობი ქრისტიანებისათვის, რომლებსაც ბოლომდე არ ესმით სიცრუის ტექნიკა, რომელსაც განდგომილები იყენებენ, და ამიტომ იოლად ხვდებიან მათ ბადეში.